მოძრაობა “7 ნოემბერი” “ბრძოლის აქტიურ ფაზაში გადადის” და ამ ფაზას 28 აპრილს “კინოს სახლში” დაგეგმილი “სიურპრიზებით აღსავსე” აქციით იწყებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, “პოლიტპატიმრების მიმართ სოლიდარობისა და ადამიანთა უფლებების ხელყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად” დაგეგმილ აქციაში, რომელიც “კინოს სახლში” 28 აპრილს, 16:00 სთ-ზე დაიწყება, საქართველოში მოქმედი ყველა ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩაერთვება. ამასთან, მისივე თქმით, 28 აპრილიდან მოძრაობის სხვა სამომავლო გეგმებიც დაანონსდება. “ბრძოლა იქნება ძალიან რადიკალური, თავგანწირული, აგრესიული. არავითარი კომპრომისები, არცერთი ნაბიჯი უკან, ყველა წინ!”, – მოუწოდა საზოგადოებას ჯიშკარიანმა.