მიტოვებული შენობები თავისთავად ვერაფერს გრძნობენ, მაგრამ მათ შემხედვარე ადამიანებს, უბადრუკობის გრძნობა აუცილებლად უნდა გაუჩნდეთ. დღეს, კუთხე ძნელად მოიძებნება დანგრეული, წლების მანძილზე უპატრონოდ მიტოვებული შენობები რომ არ იყოს. ისიც ფაქტია, რომ მრავალი ქალაქი აშენდა და გალამაზდა.
გაზიარება
[ქეთი მიქაძე. 16:26 02-04-2011]
გაზეთი „მომავლის ხმა“ მორიგ გასვლას ახორციელებდა რაიონებში. აბაშიდან დავიწყეთ. რაიონში, რედაქციის წინ მდებარეობს ყოფილი სტამბის შენობა. ნაგებობა გაძარცვული, მიტოვებული, სარკმელებჩალეწილი და გაძარცვულია. სახურავზე ხეები ამოვიდა. თუმცა რა გასაკვირია?! უკვე წლებია არ ფუნქციონირებს. ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ გაიგებ ვის ბალანსზე ირიცხება და მომავალში რა ბედი ეწევა. გაჩუმება დანაშაულია... ამ შენობაში საშინელებები ხდება:
დღე, სტამბის შენობას ტუალეტად ან საქმის გასარჩევ ადგილად იყენებენ. დამეთანხმებით, რომ სიბოლურია. სწორედ ასეთივე მდგომარეობაში იმყოფება ქართული მედიაც... ბევრს ნახავთ ამ შენობაში შესულ ახალგაზრდა ბიჭს, გოგონას, გოგონას და ვაჟს... თუმცა მხოლოდ ახალგაზრდებს არა! შებინდებულზე თუ ჩაივლით სტამბასთან, აუცილებლად ჭიქების ჭახუნის, გინების, ხმამაღალი შეძახილების და ჩხუბის ხმას გაიგონებთ.
ამ ცოტა ხნის წინ ჩვენი რედაქცია გაქურდეს. პოლიცია საქმის კურსში ჩავაყენეთ, მაგრამ დამნაშავეს ვერ მივაგენით.
ხოდა ერთ დღესაც, როცა მიტოვებული სტამბის შენობასთან ჩავიარეთ, ხმაური და რაღაცის მსხვრევის ხმა მოგვესმა. მაშინვე არა, მაგრამ მოგვიანებით გადავწყვიტეთ გვენახა, რა ხდებოდა იქ. „მომავლის ხმის“ კორესპონდენტები ავედით და ვნახეს, რომ თურმე „სანაგვის“ და „საპირფარეშოს“ გვერდით უცნობ პირებს, მოუწყვიათ ადგილი, სადაც ყოველ ღამე იკრიბებიან ბანქოს მოთამაშეები. ნაგებობაში არსებული ანტისანიტარია საკუთარი თვალით თუ არ ნახე, სიტყვით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. ჟურნალისტებმა შენობა კარგად დავათვალიერეთ და ჩვენგან მოპარულ ჟურნალებს და წიგნებსაც მივაკვლიეთ. პრესას მაგიდის გადასაფარებლად იყენებდნენ. ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდილი ბავშვების ფოტოებს საკვების და სასმელის ნარჩენებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, აბინძურებდნენ. დარწმუნებული ვარ ჭიქით ხელში პატარების სადღეგრძელოებს პათოსით ამბობენ და არც კი რცხვენიათ...
ნათქვამია, „მიტოვებულ ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენ“–ო. არადა ეს შენობა რომ ხალხის იყოს, რამდენი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება... დიახ, გაჩუმება დანაშაულია! დანაშაული! რომელიც ხვალ ყველას დაგვაზარალებს. ნუთუ არ იციან ეს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა?! – არა? მაშინ ჩვენ გავაგებინებთ! ოღონდ პრესის ფურცლებიდან!