გაზიარება
[19:16 24-06-2010]
ზურაბ ნოღაიდელის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის პარტიების გაერთიანებაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, კონსულტაციები ამ ეტაპზე მხოლოდ იმ საკითხზე მიმდინარეობს, ამ პოლიტიკურმა სუბიექტებმა ერთი პარტია ჩამოაყალიბონ, თუ კოალიცია შექმნან.
ნოღაიდელი, ოქრუაშვილი, ბურჯანაძის გაერთიანებული ძალა ფრონტის გაშლას მთელ საქართველოში გეგმავს და მათ სამოქმედო გეგმებად რეგიონებიც კი აირჩიეს. კერძოდ, ირაკლი ოქრუაშვილი მისი პარტიული რესურსით ბრძოლის ფრონტის გაშლას შიდა ქართლში, ნინო ბურჯაძანე იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, ნოღაიდელი კი, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში კახა ქიმერაძისა და ლოთი ქობალიას დახმარებით გეგმავს.
რაც შეეხება დედაქალაქს, აღნიშნული პარტიების კოალიციას დედაქალაქში დახმარებას ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე გაუწევენ, თუმცა, ჯერჯერობით შეუთანხმებელია, ისინი ამ პარტიასა თუ კოალიციაში გაერთიანდებიან თუ არა.
ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ზურაბ ნოღაიდელი ყოფილი დეპუტატის მარინა მოლოდინისა და კობა ბუჩუკურის დახმარებით მცხეთა-მთიანეთშიც აპირებს ძალების მობილიზებას.
ipn