რომელი ქართული საიტების რეიტინგია გაყალბებული?

ავტორი სალომე ნიკოლაიშვილი
00:26 04.07.2011
მას შემდეგ, რაც საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება ინტერნეტი, საიტების მფლობელთა ნაწილმა, „პირველობის“ მიზნით, თავიანთ საიტთა რეიტინგის გაყალბება დაიწყეს, რათა „ტოპ.გე“-ზე როგორმე „ზემოთ აცოცდნენ“.

სპეციალისტთა თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, როცა ამა თუ იმ საიტის „დეტალური სტატისტიკა“, ტოპ.გე-ზე დახურულია. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს (ან რეკლამის დამკვეთს) არ აქვს შესაძლებლობა, საიტის შემომსვლელთა რაოდენობა, „ლინკები“ დეტალურად შეამოწმოს, რაც სპეციალისტთა აზრით, ხშირ შემთხვევაში, სამართლიანად იწვევს გონივრულ ეჭვს...

იმას, იყოს თუ არა, ტოპ.გე-ზე ამა თუ იმ საიტის „დეტალური სტატისტიკა“ დახურული, კონკრეტული საიტის ადმინისტრაცია წყვეტს. შესაბამისად, სტატისტიკის „დახურვის“ შემდეგ, მომხმარებელს ერთმევა იმის საშუალება, რომ საიტის რეიტინგი (ყოველდღიური, ყოველკვირეული...) დეტალურად შეამოწმობს, რაც ბუნებრივია, მასში, ამ კონკრეტული საიტის მიმართ, ნდობას აქვეითებს...

„ამ შემთხვევაში საიტის მფლობელებს არ აქვთ დასაბუთებული არგუმენტი, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება საიტის „დეტალური სტატისტიკის“ ჩაკეტვის შესახებ.

თუ არ აყალბებ, რატომ გაქვს ჩაკეტილი, გახსენი და მიეცი საშუალება მომხმარებელს რომ შენი საიტის რეიტინგი შეამოწმოს. დარწმუნდეს, რომ არ ატყუებ...

რაც შეეხება ტოპ.გე-ს, ესაა ქართულ ინტერნეტ სივრცეში ყველაზე პოპულარული „მთვლელი“, სადაც ათასობით საიტია რეგისტრირებული და ბუნებრივია, მისი ადმინისტრაცია ყველა რეგისტირებული საიტის რეიტინგის სამართლიანობას ფიზიკურად ვერ გააკონტროლებს. ეს უფრო მორალის საკითხია და იმ ადამიანების არჩევანია, ვინც თითოეულ თქვენგანს ატყუებს და თავის ყალბ რეიტინგს სტატისტიკის „ჩაკეტვით“ მალავს, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება“, - აცხადებენ სპეციალისტები.

სხვათაშორის, „გაყალბებულ რეიტინგებზე“ სპეციალური რჩევებია განთავსებული ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოპორტალ http://www.myvideo.ge/ -ზე, რომელსაც სრულად გთავაზობთ...

„საიტები გაყალბებული რეიტინგით ანუ რა უნდა იცოდეს რეკლამის დამკვეთმა იმ საიტის შესახებ, სადაც ანთავსებს რეკლამას

ამ სტატიაში კონკრეტული საიტების დასახელებისაგან თავს შევიკავებ, თუმცა შევეცდები დეტალურად აღვწერო, თუ რა უნდა იცოდეს რეკლამის დამკვეთმა იმ საიტის შესახებ, სადაც ანთავსებს რეკლამას, რათა არ დარჩეს მოტყებული.

ანალიზისათვის დაგჭირდებათ:
კონკრეტული საიტის ტოპ.გე-ს დეტალური სტატისტიკა. თუ დახურულია, მოითხოვეთ მისი გახსნა.

ამავე საიტის google analytics ანგარიში, რომელზედაც წვდომა უნდა მოგცეთ საიტის მფლობელმა თუ მას დასამალი არაფერი აქვს.

პირველი – ვიზიტორები ქვეყნების მიხედვით
დააკვირდით ქართველ მომხმარებელზე ორიენტირებულ საიტზე საქართველოდან ვიზიტების რაოდენობა ხომ არ არის საეჭვოდ დაბალი უცხოეთთან შედარებით?

მეორე – შესვლის წერტილი და რა გვერდები დაათვალიერეს
ხომ არ არის ტოპ 20-ეულში ისეთი გვერდები, რომლებსაც არანაირი დატვირთვა არ აქვს გარდა იმისა, რომ ტოპ.გე-ს ან სხვა სტატისტიკის მთვლელი ჩაიტვირთოს და ვიზიტი დააფიქსიროს?

მესამე – რამდენ ხანს ჩერდება მომხმარებელი
ხომ არ არის ეს მაჩვენებელი საეჭვოდ დაბალი?

მეოთხე – ახალი და დაბრუნებული ვიზიტორების შედარება
საეჭვოდ ბევრად ხომ არ აღემატება ახალი ვიზიტორების რაოდენობა დაბრუნებულებისას?“

ბუნებრივია, თუ რომელიმე საიტს ტოპ.გე-ზე სტატისტიკა დახურული აქვს, მომხმარებელი ყოველივე ამას ვერ შეამოწმებს. რეიტინგის ქურდები ინტერნეტ სივრცეში უკვე მომრავლდნენ... მომხმარებელს კი ყოველთვის ექნება იმის განცდა, რომ ატყუებენ...

presa.ge

ჟურნალ "ღია ბოქლომის" სტატისტიკა ტოპ.გე-ზე გახსნილია. თითოეულმა თქვენგანმა შეგიძლიათ დეტალურად შეამოწმოთ ჩვენი რეიტინგი...


READ MORE - რომელი ქართული საიტების რეიტინგია გაყალბებული?

ზუგდიდში „სახალხო კრება“ მუშაობას განაგრძობს

18:26 03.07.2011
როგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან „სახალხო კრების“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელ ზამირა ღადუას ინფორმაციაზე დაყრდნობით გვატყობინებს, სახალხო კრება ზუგდიდში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

„სამეგრელოს რეგიონში „სახალხო კრების“ ოფისები ზუგდიდისა და აბაშის გარდა დაიხურა უსახსრობის გამო, თუმცა ზუგდიდში რეგიონული ოფისი კვლავინდებურად ფუნქციონირებს და ყველა მსურველს შეუძლია, მიიღოს ჩვენგან ინფორმაციები“, – აღნიშნა ქალბატონმა ზამირამ. მისი თქმით, ამ ზაფხულს ისინი, ძირითადად, თეორიული საქმიანობით, განვლილი ქმედებების გაანალიზებით იქნებიან დაკავებულნი.


saqinform.ge


READ MORE - ზუგდიდში „სახალხო კრება“ მუშაობას განაგრძობს

ჯონდი ბაღათურია დისკოთეკების წინააღმდეგ

00:26 03.07.2011
ჯონდი ბაღათურია თინეიჯერების რისხვას შემთხვევით გადაურჩა. ნებისმიერ აქტიურ ახალგაზრდას ჯონდის გამოსვლისთვის თუნდაც ერთი წუთით რომ მოესმინა, დეპუტატი კითხვებზე პასუხის გაცემას ვეღარ აუვიდოდა. არადა გამოსვლა ბაღათურიამ საკმაოდ სერიოზული თემით დაიწყო – სტიქიის მიერ გამოწვეული ზარალი, პრობლემების გადაჭრის გზები, დაზარალებულების რაოდენობა, ზარალის ოდენობა და თავის საყვარელ ეტაპამდეც მივიდა.

ჯონდი ბაღათურია:
– უნდა შეწყდეს თანხების უმისამართო ხარჯვა. დროსტარება და ქეიფი ყველას გვიყვარს, მაგრამ ახლა ისეთი დროა, რომ ხელისუფლებამ ამისთვის ხარჯები არ უნდა გაიღოს. შეხედეთ თუნდაც ერთ საინფორმაციო გამოშვებას, რამდენი დისკოთეკა და გასართობი პროგრამა ანონსდება რომლებშიც 2, 3, 4 და 5 მილიონი იხარჯება, როგორც წესი.

ყველაფერთან ერთად, „მყვირალა დეპუტატმა“ შადრევნების მშენებლობის შეწყვეტაც მოითხოვა. ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, რომელ არხს, რომელ საათზე ან რომელ საინფორმაციო გამოშვებებს უყურებს ბატონი ჯონდი, სადაც ასე აქტიურად ანონსდება დისკოთეკების დაწყება-გახსნა...


ptpress.ge


READ MORE - ჯონდი ბაღათურია დისკოთეკების წინააღმდეგ

ვეფხვაძე პარლამენტიდან გაგდებას გადაურჩა

00:13 03.07.2011
ლევან ვეფხვაძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებას მეორედ გადაურჩა. ის ზუსტად მაშინ გაჩუმდა, როცა მანდატური მისკენ დაიძრა... სწორი გადაწყვეტილება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეფხვაძეს ისევ დარბაზს გარეთ მოუწევდა კომენტარების კეთება.

„ბრძოლა“ ლევანსა და ბობოხიძეს შორის რეგლამენტის გამო დაიწყო. ბობოხიძემ ლევანის გამოსვლის შემდეგ მეორე კომენტარი მოითხოვა. სხდომის წამყვანისგან უმრავლესობის წევრმა სიტყვით გამოსვლაზე ნებართვა მიიღო და ოპოზიციონერიც სწორედ ამან აღაშფოთა... თუმცა წინა და მწარე გამოცდილების შემდეგ ვეფხვაძემ უკვე იცოდა, როგორც უნდა მოქცეულიყო. ასე რომ, ვეფხვაძის მეორედ გაგდების მომხრეებს სხდომათა დარბაზში ნამდვილად არ გაუმართლათ...


ptpress.ge


READ MORE - ვეფხვაძე პარლამენტიდან გაგდებას გადაურჩა

სოსო ჯაჭვლიანი: თუ ამ ყველაფერს შეეგუები, ნაძირალა ხარ!

16:26 02.07.2011
სოსო ჯაჭვლიანი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. ჯაჭვლიანმა ამის შესახებ რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში შეეცდება დაამტკიცოს, რომ 30-დღიანი პატიმრობა უკანონოდ ჰქონდა მისჯილი. ამ დროის განმავლობაში ჯაჭვლიანი შიმშილობდა, რაზეც ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს მისი სპორტული ინტერესი არ ყოფილა.

„რამდენი დღეც უნდა მოესაჯათ, გამოცხადებული მქონდა, რომ არაფერს შევჭამდი. ეს იყო ჩემი პროტესტი ამ ყველაფრის მიმართ. იქ სხვანაირად პროტესტს ვერ გამოვხატავდი“, - ამბობს ჯაჭვლიანი.

ინტერვიუში ჯაჭვლიანმა კომენტარი გააკეთა რამდენიმე კოლეგის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზეც. მისი თქმით, იგი პოლიტიკაში არ მონაწილეობს და არცერთი პარტიის წევრი არ არის, მხოლოდ საკუთარ მოქალაქეობრივ აზრს აფიქსირებს.

„როგორ ვთქვა, რომ აფრასიძეების ამოხოცვა, ვაზაგაშვილის დახვრეტა და ბუტა რობაქიძის მკვლელობა კარგი იყო. მე არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი, ეს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციაა. ჩემი აზრი ხომ უნდა გამოვთქვა? გინდა, არ გინდა გაერევი ამ ყველაფერში... როგორ, უსამართლობას უნდა შეეგუო? მაშინ მე არც შენი კინოსი მწამს, არც შენი თეატრის, არც შენი ხელოვნების და ხარ ნაძირალა“, - აღნიშნა ჯაჭვლიანმა.

ტრიბუნა.ge


READ MORE - სოსო ჯაჭვლიანი: თუ ამ ყველაფერს შეეგუები, ნაძირალა ხარ!

პოლიციელებმა მეთერთმეტე კლასელებს რესტორანში სცემეს

16:26 02.07.2011
ინგირში რესტორან „სამეფოში“ 30 ივნისს, ღამით პოლიციელებმა მეთერთმეტე კლასელებს სცემეს.

ამის შესახებ livepress.ge-ს წყაომ აცნობა. წყაროს თქმით, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელები რესტორან „სამეფოში“ მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, იქვე ქეიფობდნენ პოლიციელებიც. „ბავშვები თავისთვის ერთობოდნენ, არაფერი დაუშავებიათ, პოლიციელებმა უცებ ჩხუბი ერთმანეთში დაიწყეს და სრულიად გაუგებარ ვითარებაში არასრულწლოვნებს საშინლად სცემეს. მერე ხელბორკილები დაადეს და უკანა გასასვლელით გაიყვანეს. გარეთაც ურტყეს, მანქანაში ჩატენეს და სამმართველოში წაიყვანეს“, ამბობს წყარო. მისივე ცნობით, მთვრალი პოლიცილები უხეშად სკოლის მოსწავლე გოგონებსაც მოექცნენ. „იმ ღამით, ერთერთი პოლიციაში დატოვეს და მეორე დღეს გაათავისუფლეს“, ყვება წყარო.

livepress.ge


READ MORE - პოლიციელებმა მეთერთმეტე კლასელებს რესტორანში სცემეს

ზუგდის საგამოცდო ცენტრთან აბიტურიენტი დააკავეს

16:26 30.06.2011
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სესია ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში ინციდენტით დასრულდა.

ქალაქის მეორე სჯარო სკოლასთან, სადაც საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ბიჭი დააკავეს. ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე მისულ "ღია ბოქლომს" იქ მყოფმა მოქალაქეებმა უამბეს. როგორც გაირკვა ბიჭის აყვანის მიზეზი ფოტოების გადაღება გახდა, სამართალდამცავებს ის ჟურნალისტი ეგონათ, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. მოზარდის ვინაობა უცნობია. პოლიციის ინფორმაციით დაკავებული უკვე თავისუფალია.

READ MORE - ზუგდის საგამოცდო ცენტრთან აბიტურიენტი დააკავეს

“ზუგდიდში ველოსიპედს ძეგლი რატომ უნდა დაუდგა?”

ავტორი ნინო მაისურაძე
16:26 02.06.2011
“ქართული პარტიის” ყოფილი წევრი კახა მიქაია 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სისხლიან კალოს ცოცხალი გადაურჩა, თუმცა რეზინის ტყვია, წყლის ჭავლი და მხუთავი აირი საკმარისად იგემა ნეკნი გაუტყდა და მარჯვენა ფეხიც დაუზიანდა...

– საქართველოში თითქმის ყველა იმ მიტინგში ვმონაწილეობდი, რომლებიც დაარბიეს, მაგრამ ისეთი რამ, რაც 26 მაისს ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, არასოდეს მინახავს! სპეცრაზმელები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო სასტიკად მოექცეოდა ხალხს.

დაჭერას როგორ გადაურჩით?
– როგორც კი წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები დაგვიშინეს, ტრიბუნასა და კედელს შორის, დიდ ჭყლეტაში აღმოვჩნდი. ჭავლს და ტყვიებს რა უჭირდა, ყველაზე შემზარავი ის ხმა იყო, რომელსაც სპეციალური მოწყობილობა გამოსცემდა და რომელიც სიკვდილის ხმას ჰგავდა. ზონდერებმა ალყაში მოგვაქციეს, “დუბინკებით” გვცემდნენ, ჭყლეტაში ერთ ნეკნი ჩამემსხვრა და ამ ჯიკავ-ჯიკავში ხალხთან ერთად მეტროპოლიტენის წინ აღმოვჩნდი. ტროტუარზე რკინის მოაჯირი გადავტეხეთ და ფეხზე დამეცა, ზემოდან კი - ხანში შესული ქალბატონი... ამ არეულობაში მეგობრები დავკარგე, მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძის შუათანა ვაჟი გაგა და ჩემი მეგობარი დათო რურუაღა მედგნენ გვერდით. როგორც იქნა, წამოვდექი და თავისუფლების მოედნისკენ გავემართეთ. ჩავუხვიეთ მუზეუმის გვერდით ქუჩაზე, მაგრამ იქ “ზონდერების” დიდი არმია დაგვხვდა, რეზინის ტყვიებს თავში გვესროდნენ. ამიტომ ტყავის ქურთუკი თავზე გადავიფარე, ამ მომენტში ვიღაცამ დაიძახა, მშენებარე სახლთან გასასვლელიაო და იმ პატარა ჩიხში ჯერ ქალები და მოხუცები გავატარეთ, შემდეგ ჩვენ შევძვერით. მხოლოდ სახლის ფუნდამენტი იყო ჩასხმული, საიდანაც არმატურის რკინები იყო ამოშვერილი. ერთ-ერთი მომიტინგე ამ რკინას დაესო. ატყდა წივილ-კივილი, ძლივს ამოვიყვანეთ...

დავიწყეთ გასასვლელის ძებნა, მაგრამ მოვარდა სპეცრაზმი დედის გინებით, – ყოფას გიტირებთო და კვლავ რეზინის ტყვიები დაგვიშინეს. ისევ აირია მონასტერი, რამდენიმე მომიტინგე ღობეს გადავახტით და მეტროპოლიტენის წინ მდებარე დიდი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აღმოვჩნდით. მესამე სართულიდან ვიღაც ღვთისნიერმა, ალბათ, იქაურმა მცხოვრებმა დაგვიძახა, ბიჭებო, სარდაფის კარია ღია და იქ დაიმალეთო. ჩავედით სარდაფში და დილამდე იქ ვიყავით 12 მამაკაცი და 2 ქალი. დილის 6 საათზე კი 2-2 კაცი 10-წუთიანი ინტერვალით გავედით. სარდაფში ყოფნისას მეუღლემ დამირეკა, ჩვენს სახლს (არსენას და ბესიკის ქუჩების გადაკვეთაზე ვცხოვრობ) ალყა შემოარტყეს, დარაბებში სპეცრაზმელები იყურებიანო. არადა, დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე ბიძინა გეგიძემ თქვა, თუ დაგვარბევენ, ყველაზე ახლოს კახა მიქაიას სახლია და მასთან შევიკრიბოთო. დარწმუნებული ვარ, ბიძინას ნათქვამი მოისმინეს, აბა, ჩემს დარაბებთან რა საქმე ჰქონდათ, თან მერაბიშვილმა მოსმენის მეტი რა იცის? ამიტომ შინ არც მივსულვარ. ჩემი მეგობარი დათო სორდია დაუჭერიათ, წაუყვანიათ იზოლატორში და ისე უცემიათ, ჩამსხვრეული ნეკნი ხერხემლის ნერვში ჰქონდა შერჭობილი. უთქვამთ, შენ ის არ ხარ, კახა მიქაიასთან ერთად "მეორე არხის" ეთერში ბევრს რომ ტლიკინებდიო...

ამ პირსისხლიანებს ვეტყვი, რომ ჩვენ იარებს მოვიშუშებთ და უკან არ დავიხევთ. ეს ყველაფერი სააკაშვილსა და მერაბიშვილს ძვირად დაუჯდებათ.

ზუგდიდში რა ხდება?
– ზუგდიდში კვლავ გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ტერორი. 26 მაისს ყველა ზუგდიდელი "ზონდერი" რუსთაველზე იდგა. ახლა ვადგენ მათ სიას და მალე გამოვაქვეყნებ. ზუგდიდის გამგებელ ქობალიას "ზონდერჯგუფი" ჰყავს, პროკურორ როლანდ ახალაიასაც ჰყავს პირადი პოლიციელები და საკრებულოს ახალგაზრდა თავმჯდომარე ლევან კონჯარიასაც...

სისხლიანი 26 მაისის შემდეგ ზუგდიდში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამართა ღონისძიება სახელწოდებით "ჯანმრთელობის ფორმულა". ზუგდიდის ცენტრში ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, ერისკაცის, სპირიდონ კედიას ძეგლის გვერდით დადგეს ველოსიპედის ძეგლი. თუ გიჟები არ არიან, ველოსიპედს ძეგლი რატომ უნდა დაუდგა? მათ სიგიჟეზე კი მათივე მოწოდება მეტყველებს – "არც ერთი ველოსიპედი შინ!". თანაც ამ ღონისძიებაზე ველოსიპედებით მოვიდნენ. სააკაშვილი ზუგდიდში რომ ჩამოვა, მოახტება ველოსიპედის ძეგლს და თავს ბედნიერად იგრძნობს.

ზუგდიდში "ტომას ფლეთჩერის" თემა გრძელდება, ოღონდ სხვა მიმართულებით – ზუგდიდელებმა დაინახეს, რომ მე-4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის უცხოელ მასწავლებლებს შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის ეზოში დღისით, მზისით, გაქანებული სექსი ჰქონდათ. არ ვიცი, ეს ინგლისური ენის მასწავლებლები ზუგდიდელ ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიან თუ თავისუფალი სექსის გაკვეთილებს უტარებენ...

ამ შემთხვევას რეაგირება არ მოჰყოლია?
– ფლეთჩერზე რომ ავტეხეთ ერთი ამბავი, რა მოვიგეთ?! ვინ არის ზუგდიდში ხმის ამომღები, რატომ არ გესმით, რომ ზუგდიდელები დამონებულები არიან?!
კიდევ ერთ ამბავს გიამბობთ... მაისში მერაბიშვილი ბრძანდებოდა ანაკლიაში და ბრძანა, მიქაია უნდა დავასრულოთო. ეს განუცხადებია სამხარეო პოლიციის უფროს გუნავასა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის. ერთ დროს "ზონდერს", ახლა კი ზუგდიდის მაღალჩინოსან თორიას, მეტსახელად "ლოქოს", უთქვამს, მიქაიას საქმეს ჩემს თავზე ვიღებო.
ინფორმაციის წყაროს ვერ დაგისახელებთ. ვნახოთ, რას მიპირებენ, მალე გაირკვევა...

"ყველა სიახლე"


READ MORE - “ზუგდიდში ველოსიპედს ძეგლი რატომ უნდა დაუდგა?”

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში გამოცდები შეუფერხებლად მიმდინარეობს

16:13 30.06.2011
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სესია ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში დარღვევების გარეშე დასრულდა. არ დაფიქსირებულა დაგვიანებისა და გამოცდაზე არდაშვების ფაქტები. ამის შესახებ livepress.ge-ს საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ნანა ქირიამ აცნობა. მისი თქმით, 336 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან 11 არ გამოცხადდა.

გალის რაიონიდან კი გამოცდაზე 10 სკოლადამთავრებული მივიდა. გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია ამბობს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებული 196–ვე აბიტურიენტმა ზუგდიდში გადმოსასვლელად თადარიგი წინასწარ დაიჭირა და ე.წ. საზღვრის გადმოკვეთაც დაუბრკოლებლად შეძლო. „ჩვენ კონტაქტი გვაქვს ზუგდიდთან და თბილისთან. თვალს ვადვნებთ საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას. შეფერხებების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, აღნიშნა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა. ნონა შონიას თქმით, გალის რაიონს სულ 308 სკოლადამთავრებული ჰყავს წელს. რაც შეეხება, იმ აბიტურიენტების რაოდენობას, რომლებმაც შარშან ან შარშანწინ დაამთავრეს სკოლა, მონაცემები გამოცდების შემდეგ გახდება ცნობილი. გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები თანხმდებიან, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო დავალებები საშუალო სირთულის იყო. ერთადერთი, თემაზე მუშაობა გაუძნელდათ. შეგახსენებთ, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 30 ივნისს დაიწყო და 21 ივლისს, უცხო ენის გამოცდით დასრულდება.

livepress.ge

READ MORE - ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში გამოცდები შეუფერხებლად მიმდინარეობს

დედოფლისწყაროში ორმა ახალგაზრდამ 18 წლის გოგო სასტიკად ცემა

16:13 30.06.2011
დედოფლისწყაროში ორმა ახალგაზრდამ 18 წლის გოგო სასტიკად ცემა.

გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თვილისში ყბა-სახის მოტეხილობებით გადმოიყვანა.

გამოძიების ინფორმაციით, საქმეში ორი მამაკაცი ფიგურირებს - დედოფლისწყაროში, ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები 19 წლის ზაზა წიკლაური და დედოფლისწყაროში სტუმრად მყოფი 18 წლის ბიჭიკო ჩართოლანი.

დაკითხვის დროს მათ ცემის ფაქტი აღიარეს, თუმცა განაცხადეს, რომ მათ გოგონა ბიჭი ეგონათ და ასე სასტიკად ამიტომ გაუსწორდნენ.

"პირWელი"

READ MORE - დედოფლისწყაროში ორმა ახალგაზრდამ 18 წლის გოგო სასტიკად ცემა

თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ ვლადიმერ ვახანიას ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს განიხილავს

21:40 29.06.2011
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ხვალ პარტია "მთლიანი საქართველოს" ლიდერის, პოლიტიკურ პატიმრად აღიარებული ვლადიმერ ვახანიას ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს განიხილავს.

როგორც "პირWელს" "მთლიანი საქართველოდან" აცნობეს, ევროპულ სასამართლოში ვახანიას ინტერესების დამცველმა სოსო ბარათაშვილმა მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნის არდაკმაყოფილების თაობაზე სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

"ვახანიას საქმე იმთავითვე რეზონანსული იყო და მისი დაპატიმრება არაერთმა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ორგანიზაციამ პოლიტიკური ნიშნით დევნად შეაფასა. იმას, რომ ვახანიას საქმე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ევროპის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თომას ჰამარბერგის ვახანიასთან საპყრობილეში სტუმრობაც ადასტურებს. ამდენად, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ეტაპზეც ხვალინდელი სასამართლო პროცესი უფლებადამცველი ორგანიზაციების და ზოგადად საზოგადოების მაღალ ინტერესს გამოიწვევს, რაც დღევანდელ ინკვიზიციურ სასამართლოს კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ მისცემს და აიძულებს, დაცვის მხრის მოთხოვნები სამართლიანად დააკმაყოფილოს", – განაცხადა პარტია "მთლიანი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ჯემალ შელიამ.

"პირWელი"


READ MORE - თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ ვლადიმერ ვახანიას ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს განიხილავს

პატიმარ მალხაზ არქანიას სცემენ, თავის ჩვენებას აჭმევენ და გაუპატიურებით ემუქრებიან

ავტორი ნინო მიქიაშვილი
14:32 29.06.2011
გლდანის №8 საპყრობილეში მყოფ 32 წლის მალხაზ არქანიას სცემენ, შეურაცხყოფენ, თავის დაწერილ ჩვენებას აჭმევენ და გაუპატიურებით ემუქრებიან, თუ ის არ აღიარებს 2008-2010 წლებში, დასავლეთ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობას. ამის შესახებ თავად პატიმარი წერს, სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში, რომელიც 22 ივნისითაა დათარიღებული.

”ობიექტივი” პატიმარ მალხაზ არქანიას დის, ნინო არქანიას თხოვნის საფუძველზე აქვეყნებს ექსვგვერდიან ახსნა-განმარტებას, რომელიც თავად მალხაზ არქანიას ხელითაა დაწერილი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, პატიმრის დამ, მისი უფლებების დამცველმა ადვოკატმა, ლექსო არქანიამ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ მუქარა ადვოკატ ლექსო არქანიასთან მიმართებაშიც ხორციელდება - გამომძიებელი ლაშა ყოლბაია პატიმრის დისგან მოითხოვს, რომ მათმა ოჯახმა უარი განაცხადოს ამ ადვოკატზე. ამასთან, მსჯავრდებულისგან მოითხოვენ იმის დაწერას, რომ 22 ივნისს სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის ახსნა-განმარტების მიცემა ადვოკატმა ლექსო არქანიამ აიძულა.

23 ივნისს, გლდანის №8 საპყრობილეში შესულ სახალხო დამცველის წარმომადგენელს პატიმარმა საქმის წარმოების გაგრძელებაზე უარი განუცხადა. როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ეს უარი პატიმარზე განხორციელებული მორიგი მუქარისა და ზეწოლის შედეგი იყო.

”ობიექტივთან” საუბრისას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ერემაშვილი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 23 ივნისს მალხაზ არქანიამ საქმის წარმოების გაგრძელებაზე უარი თქვა.

ერემაშვილის თქმით, 24 ივნისს, ადვოკატთა ასოციაციაში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა პატიმარი კვლავ მოინახულეს, რომელთაც განუცხადა, რომ საქმის გაგრძელებაზე საბოლოო პასუხს 27 ივნისს იტყვის. ნინო ერემაშვილის განმარტებით, თუ პატიმრისგან საქმის წარმოების გაგრძელებაზე უარს მიიღებენ, მათ უფლება არ აქვთ არქანიას საქმეზე სამართალდამცველებს წერილობით მიმართონ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ პატიმრის ყოველდღიურად მონახულებას შეწყვეტენ.

არქანიას საქმის ირგვლის დეტალურადაა ინფორმირებული ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორია, რომლის წარმომადგენლები საქართველოში ზაზა ხატიაშვილის მოწვევით 4 დღით იმყოფებოდნენ, რა დროსაც ადვოკატ ლექსო არქანიასაც შეხვდნენ.

ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ ლექსო არქანიასთან მიმართებაში სამართალდამცველების მხრიდან გამოჩენილ აქტიურობას ადვოკატთა ინსტიტუციონალური დევნის კიდევ ერთ ფაქტად აფასებს. ამასთან, ხატიაშვილი სახალხო დამცველს და სამოქალაქო საზოგადოებას სთხოვს მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენონ იმისთვის, რომ 32 წლის პატიმარს ჰქონდეს სიცოცხლის და ხელშეუხებლობის გარანტია.

მაშ ასე, გთავაზობთ მალხაზ არქანიას მიერ დაწერილ ახსნა-განმარტების სრულ ტექსტს:

”მოგახსენებთ რომ 2011 წლის 5 თებერვალს დამაკავა შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს უფროსმა, რუსლან შომახიამ, სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელი და გვარი არ ვიცი. ჩემი დაკავება ენგურის ხიდთან მოხდა, როდესაც მე გალის რაიონიდან გადმოვდიოდი. დაკავებისას ”ჰიუნდაის” მარკის ”ჯიპში” ჩამსვეს, ჩემთვის გაურკვეველ ადგილას წამიყვანეს, სადაც ჩაის ბუჩქები იყო. მგზავრობისას თავზე რაღაც მქონდა გადაფარებული, კერძოდ, შავი ნაჭერი.

მანქანიდან გადამიყვანეს და შოთიკო სადუნიშვილის ჩვენება მაჩვენეს, სადაც ეწერა, რომ ვითომდა მე, თემურ არქანიასთან, მამუკა არქანიასთან, დენის ქიშმარიასთან და ავთო კაკალიასთან ერთად ვღებულობდი მონაწილეობას 2008 წლიდან 2010 წლამდე მომხდარ აფეთქებებში. აღნიშნულზე უარი განვაცხადე, რის გამოც ჩემს მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა. კერძოდ, მაგინებდნენ უშვერი სიტყვებით, მაფურთხებდნენ სახეში, მემუქრებოდნენ იარაღის დამიზნებით. ისინი მირტყამდნენ რკინის ხელკეტით, ზურგის და ფეხების არეში. ჩემზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა, დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში.

შემდეგ წამომიყვანეს, რომლის სახელი არ ვიცი, თუმცა, მეტსახელად ეძახიან ბუხოს. იქვე ჩამიტარეს ჩხრეკა, რა დროსაც ჩემგან ამოღებულ იქნა 1 500 ლარი, ორი მობილური ტელეფონი, 80 რუსული რუბლი და ორი სიმბარათი. თუმცა, ამის გარდა ჩხრეკის ოქმში ჩაწერეს, რომ ჩემგან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მე არ მქონია და არც მინახავს. იმდენად შეშინებული ვიყავი, რომ აღნიშნულ ოქმს ხელი მოვაწერე.

შემდეგ ქალაქის სამმართველოში, მეორე სართულზე ამიყვანეს და დერეფანში ცემა დამიწყეს. ჩემს ცემაში დამკავებელთან ერთად მონაწილეობდა პოლიციის თანამშრომელი, თემურ თორია, მეტსახელად ლოქო. შემდეგ შემიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც ცემა და მუქარა გაგრძელდა. ისინი ასევე მაფურთხებდნენ. ძირითადად მირტყავდნენ თირკმელების არეში, რის შედეგადაც ცუდად გავხდი და გონება დავკარგე.

ამ დროს მათ ძალის გამოყენებით დამალევინეს წყალი, რაშიც შემდგომ მივხვდი, რომ ნარკოტიკული ნივთიერება იყო გარეული. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ნარკოლოგიურში გადამიყვანეს, სადაც ზემოაღნიშნული წყლის გამო აღმომაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ცხოვრებაში არასდროს გამიკეთებია და არც ვიცი რანაირია.

შემდეგ გადამიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ჩემზე ზეწოლა არ მომხდარა. მესამე დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შემიფარდა. ზუგდიდის №4 დაწესებულებაში როცა შემიყვანეს, პირმა რომელიც ჩემს ბადრაგირებას ახორციელებდა, საპყრობილის თანამშრომლებს უთხრა, რომ მე ნარკომანი, მანქანების გადამყვანი და არქანიას ნათესავი ვიყავი.

აღნიშნულის შემდეგ საპყრობილის თანამშრომლებმა ცემა დამიწყეს. ამის შემდეგ ჩემს მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, შემდეგ, ჩემს დასაკითხად მოვიდა სამხარეოს უფროსის მოადგილე, მეგის ქარდავა, რომელიც მანქანების თაობაზე მეკითხებოდა, რომლებსაც ვყიდულობდი და ვყიდდი; ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, რომელიც ვითომდა ჩემი ”ნასკიდან” იქნა ამოღებული. ამ შეკითხვებს თავი დაანება და დამიწყო კითხვა, ვიცნობდი თუ არა ვინმე ზვიად არქანიას, რომელიც მისგან გავიგე, რომ არის ძებნილი. მას ვუთხარი რომ მე არ ვიცნობდი ვინმე ზვიად არქანიას, რის გამოც ერთი დღით ”კარცერში” მომათავსეს.

მეორე დღეს ”კარცერიდან” ცემა და გინება დამიწყეს; თან მეკითხებოდნენ აზრზე თუ მოხვედიო. ამის შემდეგ საკანში ამიყვანეს, გასული იყო სადღაც 30 წუთი, ისევ შემოცვივდნენ და ცემა-ცემით გამომიყვანეს. ისევ ჩამიყვანეს ”კარცერში”, ხოლო ორი საათის მერე ისევ ცემით შემიყვანეს სხვა საკანში. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ჩემს მიმართ ზუგდიდის №4 საპყრობილეში ცემის ფაქტს ადგილი აღარ ჰქონია.

2011 წლის 19 მაისს ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს №8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. №8 საპყრობილეში შემოყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება, ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში.

ჩაყვანის დროს ისინი მირტყამდნენ. ჩაყვანისას მათ მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე თუ როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, იგივეს მიზამდნენ.

ამის შემდეგ მომცეს ფურცელი და პასტა, მითხრეს დამეწერა აღიარებითი ჩვენება თავის გადასარჩენად. ჩვენებაში დავწერე სხვადასხვა დროს, ტელევიზიაში გასული აფეთქების შესახებ და მივუთითე, რომ აღნიშნულში მონაწილეობა მქონდა მიღებული.

ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. რომ შემიყვანეს, მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს მიჰყვებოდა, მაგან ძალით შემაჭამა ის ქაღალდის ნაწერი. მერე ეუბნება, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ - ”მოტყ...., მაგის დედა ვატირე, ......... .....”.

ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და კარები დახურეს. ამის შემდეგ იხსენება ტუალეტის კარი და გამოდის ორი ნიღბიანი მამაკაცი. ისინი მეცნენ, რომ ჩამეხადა შარვალი, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს - ”წესიერად დამიკავე, ეს ნაბიჭვ... უნდა მოვტყ...”.

უცბად, გაიღო ”კარმუშკა”, საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და ამასთან მიღებდნენ სურათს. ამ დროს საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი და ერთი მეორეს ეუბნებოდა ”ჯერ პირში მივც.. და მოვტყ....”.

აღნიშნულზე მე დავიწყე თავის დარატყმა ბეტონზე. ამ დროს შემოვიდა გარეთ მყოფი ის ორი პირი; ერთ-ერთმა თავზე ფეხი დამადო, რომ არ ამეწია. ამ დროს უკვე ვიყავი შებოჭილი. მეორე პირმა მომადო თავის სასქესო ორგანო და გადამიღეს სურათი. შემდეგ შემეშვნენ. ორი ნიღბიანი საკნიდან გავიდა, ხოლო საკანში ქარდავას თანხლებით ის ორი ტიპი .... (სიტყვა ვერ გავარჩიეთ - ”ობიექტივი”). მათ მითხრეს, რომ თუ არ მივცემდი აღიარებით ჩვენებას, ისინი მართლა გამაუპატიურებდნენ და ზემოაღნიშნულ სურათებს ინტერნეტში დადებდნენ. გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს მათთვის სასურველი აღიარებითი ჩვენება, მოწმის სახით.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღიარებითი ჩვენების დროს ჩემს მიმართ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, როცა გამომძიებელი ლაშა ყოლბაია მოვიდა, მე მოვითხოვე ჩემს დაკითხვას დასწრებოდა ჩემი ადვოკატი. აღნიშნულის უფლება გამომძიებელმა არ მომცა. დაკითხვისას მის ჩამოყალიბებულ ჩვენებაზე მომაწერინეს ხელი. შუაღამისას დაახლოებით 4-5-ჯერ გადამიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მამუკა არქანია და შოთიკო სადუნიშვილი იმყოფებოდნენ.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მამუკა და შოთიკო გავიცანი ერთ დღეს, 2010 წლის აგვისტოს დასაწყისში. ისინი ჩემმა ნაცნობმა თემურ არქანიამ გამაცნო. მათთან შეხება 2010 წლამდე არ მქონია და შესაბამისად, ვერ მივიღებდი მონაწილეობას ტერორისტულ აქტებში.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ სამკურნალო დაწესებულებაში დამაპირისპირეს ზემოთაღნიშნულ პირებს, შოთიკო სადუნიშვილს და მამუკა არქანიას, რა დროსაც შოთიკო სადუნიშვილი ამტკიცებდა, რომ მე, თემურ არქანია, დენის ქიშმარია, ავთო კაკალია და მამუკა არქანია, ვითომ ვგეგმავდით აფეთქებებში მონაწილეობას.

გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. ასევე გთხოვთ, ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტების ასლი გადასცეთ ჩემს ადვოკატს, ლექსო არქანიას. ასევე გთხოვთ, მომაქციოთ ყურადღება, ვინაიდან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ახნსა-განმარტება დაწერილია ჩემი ხელით, სწორია და ვაწერ ხელს. 22 ივნისი, 2011 წელი, მალხაზ არქანია”.

presage.tv


READ MORE - პატიმარ მალხაზ არქანიას სცემენ, თავის ჩვენებას აჭმევენ და გაუპატიურებით ემუქრებიან

15 წლის სტიქაროსანმა ეკლესიასთან თავი მოიკლა

ავტორი დაჩი კვიკვინია
13:08 29.06.2011
ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში 15 წლის სტიქაროსანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცხედარი ტაძართან ახლოს, დედათა მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდიდან მეორე დღეს, მონაზონმა ნანამ მიტოვებულ თავლაში, შემთხვევით აღმოაჩინა. თუ რა გახდა მოზარდის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზები უცნობია. ზალიკო შენგელიამ სიკვდილამდე რამოდენიმე წუთით ადრე წერილიც დაწერა, სადაც ზუგდიდ ცაიშის ეპისკოპოსს მიტროპოლიტ გერასიმეს პატიებას სთხოვდა. მეზობლები და ნათესავები გარდაცვცლილს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ბავშვი კეთილშობილებით და ეკლესიის სიყვარულით გამოირჩეოდა.

დამახინჯებული ცხედრის ამოცნობა ზალიკო კვარაცხელიას მეგობარმა იმ ქურთუკის მეშვეობით შეძლო, რომელიც ბიჭს წინა დღით ათხოვა.

იოსებ მოლაშხია: „ცხედარი იმდენად იყო დასიებული, რომ მეუფე გერასიმემაც ვერ იცნო. დიდი ხანი ეკიდა თოკზე, ამიტომ სახე შეცვლილი ჰქონდა. განუყრელი მეგობრები გახლდით და ვერ ვხვდები რატომ შეიძლებოდა თავი მოეკლა. წინა დღით ფსკვნილი მაჩვენა, რომელიც ბაზრობაზე 2 ლარად უყიდია, ეს ნივთი გარდაცვლილს ხელზე ეკეთა, რაც დამეხმარა მის ამოცნობაში. ხშირად ვაკითხავდით მონასტრის დედებს, როგორც ვიცი ზალიკო ეპისკოპოსის ნათლულია შესაბამისად მიტროპოლიტ გერასიმესთან ძალიან ახლოს იყო...“.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ზუგდიდის რაიონულმა პოლიციამ დაიწყო. ექსპერტიზამ სუიციდის ფაქტი უკვე დაადასტურა.

შენგელიების გაჭირვებულ ოჯახში, სადაც 6 ადამიანი, 2 ოთახისგან შემდგარ ვიწრო ქოხში ცხოვრობს, მომხდარისგან გამოწვეული შოკის გამო კომენტარს არ აკეთებენ. დაკრძალვის ხარჯების დაფარვა , ზუგდიდ ცაიშის ეპისკოპოსმა  საკუთარ თავზე აიღო.

ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა მალხაზი ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს თვითმკვლელობის ცოდვის სიმძიმეზე.

მამა მალხაზი: „ეკლესია ძალიან დიდი სიფრთხილით მოუწოდებს ყველას და განსაკუთრებით მოზარდებს, რომ მსგავსი საქციელი არ ჩაიდინონ. თვითმკვლელობა არის უდიდესი ცოდვა, როდესაც ადამიანი სპობს ღვთის მიერ მინიჭებულ სიცოცხლეს. განსაცდელის ჟამს ლოცვა უნდა დავიწყოთ და უფალი გამოსავალს აუცილებლად დაგვანახებს“.

READ MORE - 15 წლის სტიქაროსანმა ეკლესიასთან თავი მოიკლა

"საპყრობილეში ჩემი ძმის ვლადიმერ ვახანიას მოკვლა იგეგმება"

ავტორი ილია ჩაჩიბაია
21:17 26.06.2011
პარტია „მთლიანი საქართველოს“ ლიდერის, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საპყრობილეში მკვეთრად გაუარესდა, ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ „ღია ბოქლომს“ პატიმრის დამ ნანული ვახანიამ მიაწოდა, მისი თქმით საქართველოს სიყვარულისთვის დევნილი აკადემიკოსი ციხეში ტკივილებით იტანჯება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კი მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, ოჯახის წევრთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, არ აპირებს.

ნანული ვახანია: “ვფიქრობ, თუ როგორ გადავარჩინო ჩემი ძმა, მას აქვს გულის პრობლემები და სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. ციხის ექიმის მტკიცებით ვლადიმერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – რაც სიცრუეა. ძმასთან მაქვს მიმოწერა და ზუსტად ვიცი – ცუდადაა.

უდანაშაულოდ დაკავებულ პიროვნებას ახლა ციხეში აწამებენ და ამას ითმენს ჩვენი საზოგადოება... არ შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს ოცდამეერთე საუკუნეში?! გაჩერებას არ ვაპირებ, იმ საბუთებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ვლადიმერი მართლაც სიკვდილის ზღვარზეა, უცხოეთში უფლებადამცველებს მივაწვდი.

გეუბნებით, თუ დროზე არ მოვახდინეთ რეაგირება ამ კაცს ციხიდან ცოცხალს არ გამოუშვებენ. დღეს ცხოვრება იმდენად სახიფათოა, რომ ადამიანი ოჯახშიც კი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ხომ წარმოგიდგენიათ ციხეში რას უზამენ ვლადიმერ ვახანის?! მაქვს ინფორმაცია, რომ პატიმარი მთელი წლის განმავლობაში არ გაჰყავთ ეზოში სუფთა ჰაერზე.

თუ მართალი პიროვნება ჩასვეს ციხეში ახლა მაინც შეწყვიტონ მისი დევნა. მიპასუხონ რატომ მიკლავენ ძმას?! ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გაანადგურეს კაცი...

ეს უნდა შეიტყოს მთელმა მსოფლიომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩემი ძმის მოკვლა უნდათ!“

დღეს, სამეგრელო არის ყველაზე დაშინებული რეგიონი. ჩემი ძმა კი ოპოზიციურად აზროვნებდა. იმიტომ კლავენ ვლადიმერს, რომ ის ზუგდიდელია, ზუგდიდი და სამეგრელოა ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა..." – ამბობს ნანული ვახანია.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2008 წლის ოქტომბერში, ზუგდიდში, თითქოს, იარაღის უკანონოდ შენნახვის და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, საკუთარი ნებით გადასცა ვლადიმერ ვახანიას. აკადენიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს...



READ MORE - "საპყრობილეში ჩემი ძმის ვლადიმერ ვახანიას მოკვლა იგეგმება"

სომხეთში მეორე ქართულ-რუსული მედიაფორუმი დასრულდა

03:12 25.06.2011
მეორე ქართულ-რუსული მედიაფორუმი სომხეთის საკურორტო ქალაქ ცახკადზორში ხუთშაბათს გაიხსნა. ორდღიანი ფორუმის ფარგლებში მისი მონაწილენი რუსეთსა და საქართველოში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებსა და ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ჰარმონიზაციას განიხილავდნენ.

მედიაფორუმზე შეეხენ მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც უშუალოდ მედიისა და ექსპერტთა პრობლემებს მოიცავს. მედიაფორუმში მონაწილეობდნენ რუსული გამოცემების – „კომერსანტი“, „მოსკოვსკიე ნოვოსტი“, „ნეზავისიმაია გაზეტა“, „როსიისკაია გაზეტა“, „ექსპერტი“ და სხვათა – ჟურნალისტები. ქართულ მხარეს წარმოადგენენ "ასავალ დასავალის", „საქართველო და მსოფლიოს“, „ახალი თაობის“, ჟურნალ "ღია ბოქლომის" „მწვანე ტალღის“, „საქართველოს რესპუბლიკის“, „Presage.tv“-სა და სხვა მედიასაშუალებათა წარმომადგენლები.

saqinform.ge

READ MORE - სომხეთში მეორე ქართულ-რუსული მედიაფორუმი დასრულდა

რიყის პარკის დაცვას წყვილებისთვის კოცნის აკრძალვა აღარ ევალება

ავტორი მადლენა მაჭარაშვილი
18:50 25.06.2011
„ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას. 24 ივნისს, პარასკევს, საღამოს 8 საათზე მოგვყავს ჩვენი შეყვარებულები/მეგობრები/GF/BF-ები, ცოლები/ქმრები და ყველანი სახალხოდ ვზასაობთ რიყის ახალ პარკში, მინი ამფითეატრთან! თუ კოცნა დანაშაულია, მაშინ ვამაყობთ, რომ ჩვენ ამხელა დანაშაულს ჩავდივართ ერთმანეთის მიმართ! ♥“ - ამ განცხადებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უცნაური საპროტესტო აქცია დაიგეგმა.

დათქმული დროისთვის ახალი რიყის პარკში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა შეიკრიბა. თუმცა, როგორც გაირკვა, მათი უდიდესი უმარავლესობა სანახაობის საყურებლად მოვიდა. ამიტომაც იყო, რომ უამრავი ჩართული ფოტო და ვიდეოკამერა ერთდროულად იღებდა იმ სამიოდე წყვილს, რომლებმაც სხვებზე მეტი სითამამე გამოიჩინეს და „პროტესტი“ საჯარო კოცნით გამოხატეს. მათ შორის ერთ-ერთი „გაბედული“ ბესიკ ლიპარტელიანი იყო.

„მართალია, სულ სამიოდე წყვილმა აკოცა დღეს ერთმანეთს, მაგრამ აქცია მაინც შედგა. ალბათ ბევრს გაუჭირდა სხვების წინაშე „ეზასავათ“, ბევრი ბარიერია, მარტივი ასახსნელია ეს ყველაფერი - საქართველოში ვცხოვრობთ.

მთავარია, რომ გავაპროტესტეთ. დღეს თუ ამას დავუთმობდით ხელისუფლებას, ხვალ მეტს მოგვთხოვდნენ. ის, რაც ჩვენ დღეს გავაკეთეთ არის მოქალაქეობრივი ვალის მოხდა სამშობლოს წინაშე,“- ასე განმარტა რიყის პარკში მოსვლის მიზანი და დანიშნულება ბესიკ ლიპარტელიანმა.

აქცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. აქციის დასასრულს, ახალი რიყის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან მდგარ დაცვის სამსახურის თანამშრომლებს გავესაუბრეთ.

„უკვე აღარ იკრძალება აქ კოცნა. სამი დღის წინ გაგვაფრთხილა უფროსობამ, რომ თუ ვინმეს კოცნა უნდა, აღარ დავუშალოთ,“- გვითხრა დაცვის სამსახურის ტანმორჩილმა თანამშრომელმა. შემდეგ კი კითხვით თავად მოგვმართა: „ასე დაწვრილებით რატომ გაინტერესებთ, ჟურნალისტები ხართ? მაშინ აღარაფერს გეტყვით. უფროსობა კოცნის აკრძალვას აღარ გვავალებს, მაგრამ გაფრთხილებულები ვართ, ჟურნალისტებს არაფერზე ვესაუბროთ.“



READ MORE - რიყის პარკის დაცვას წყვილებისთვის კოცნის აკრძალვა აღარ ევალება

მერაბ სეფაშვილის ბილბორდს ზუგდიდში განთავსებული ჯვარი ემსხვერპლა!

14:26 21.06.2011
მას შემდეგ რაც მეგრელებმა ლენინის ძეგლი ისტორიულ სანაგვეზე გაისტუმრეს, ზუგდიდის ცენტრში ეკლესიის მსახურთა ძალისხმევით დიდი თეთრი ჯვარი განთავსდა.

მრავალი წელია ქალაქში შემომსვლელ სტუმრებს ქრისტიანული სიმბოლო ეგებებოდათ, თუმცა დღეს, ჯვარის ადგილას ხელისუფლების კარზე მიღებული  მომღერლის მერაბ სეფაშვილის ბილბორდია განთავსებული.

აღნიშნულ ფაქტს ზუგდიდელების პროტესტიც მოჰყვა, მოსახლეობა აცხადებს, რომ 22 ივნისს დაგეგმილ სეფაშვილის კონცერტს არ დაესწრებიან.

ჟურნალი „ღია ბოქლომი“ ზუგდიდ–ცაიშის ეპარქიაში მოღვაწე მღვდელმსახურს მამა ფრიდონ ასათიანს დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტი უარყოფითად შეაფასა:

„მერაბ სეფაშვილი, როგორც მომღერალი შეიძლება ბევრს უყვარდეს, მაგრამ ჯვარის ადგილას მისი ბილბორდის განთავსება დაუშვებელია“ – აცხადებს მოძღვარი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია კი ჩვენთან საუბრისას ინფორმაციას ჯვარის აღების შესახებ სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ პლაკატი, დროებით არის განთავსებული ქალაქის მთავარ მოედანზე. მისი მტკიცბით მერაბ სეფაშვილის კონცერტის დასრულების შემდეგ ჯვარი კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდება.


READ MORE - მერაბ სეფაშვილის ბილბორდს ზუგდიდში განთავსებული ჯვარი ემსხვერპლა!

„ვაჟკაცობაშელახულების“ მორიგი ინტერპრეტაციები „მგრძნობიარე“ ზუგდიდში [video]

ავტორი ნანა ფაჟავა
21:48 20.06.2011
„ზოგი ამ ქალაქს ვაჟკაცობას უწუნებდა, ზოგი კიდევ ვაჟკაცობას ეფიცებოდა და თანადგომას სთხოვდა. ვერ გაუგიათ ამ ადამიანებს, რომ ეს ქალაქი არის მგრძნობიარე, ის სიყალბესაც გრძნობს და თუ მას არ დაარწმუნებ, არ იქნები იმ პოზიციაზე, როგორადაც ეს ქალაქი დეტალებში აფასებს, მას გვერდში ვერ დაიყენებ.“–ასე დაიწყო მშობლიურ ქალაქში „ეროვნულ–დემოკრატიული“ პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ თავის მხარდამჭერებთან გამოსვლა.

კინოთეატრ „ატრიუმის“ სცენიდან პარტიის აქტივისტებისთვის გაკეთებულ მიმართვაში ქარდავას კონკრეტული ადრესატი არ დაუსახელებია, თუმცა ლევან გაჩეჩილაძე ყველას გაახსენდა. მათ შორის ალბათ იმათაც, ვინც ედპ–ს კონფერენციას, განურჩევლად სქესისა, კოლექტიური ძილით თუ კიბის კუთხეში მხართეძოზე წამოწოლილი ისმენდა. განმარტებები, ქარდავამ მოგვიანებით, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ მაშინ „დაწუნებული მეგრული ვაჟკაცობის“ შეასახებ გაჩეჩილაძის განცხადება თბილისში მოისმინა და „გული დაწყდა.“

„გულდაწყვეტილი“ ქარდავა ორი წლის შემდეგაც ისეთივე „გულდათუთქული“ იხსენებდა ამ ამბავს, რომ ედპ–ს პრიორიტეტულობაზე საუბრისას, პოზიციების შეუთანხმებლობის შემთხვევაშიც კი, ზუგდიდელებთან პირობა დადო, რომ ვაჟკაცობას არ დაუწუნებდა და არც სხვა ეპითეტებით შეამკობდა. მან იქვე გია ჭანტურიას სიტყვებიც გაიხსენა, სადაც ედპ–ს მაშინდელი ლიდერი სამეგრელოს ქვეყნის საყრდენად მოიხსენიებდა.

საქართველოს საყრდენად თუ ხერხემლად სამეგრელოს რეგიონს სხვადასხვა დროში, სხვადასხვა პოლიტიკოსები ერთნაირი წარმატებით რომ იხსენიებდნენ, საზოგადოების მეხსიერებას კარგად შემორჩა. მათმა მეხსიერებამ თუ არა ვიდეო–კამერებმა გაჩეჩილაძის „ვაჟკაცობის გაკვეთილებიც“ შემოინახა. (http://WWW.youtube.com/watch?v=O8ZBMEVVSNG) 2009 წლის 21 მაისს, იმავე „ატრიუმის“ წინ „გაერთიანებული ოპოზიციის“ მაშინდელი ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და ედპ–ს ლიდერის შეფასებებზე განმარტებები დღეს ლევან გაჩეჩილაძის თანამებრძოლს, კახა მიქაიას ვთხოვეთ.

„საერთოდ, ედპს არანაირი მორალური უფლება არ აქვს სამეგრელოზე ილაპარაკოს, რადგან ყველას კარგად გვახსოვს, 90–იან წლებში შევარდნაძესთან და მხედრიონთან ერთად ედპ–მ როგორ მიიღო მონაწილეობა ყველა იმ ეგზეკუციაში, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ მოუწყო სამეგრელოს. რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, მას იმდენად დიდი წარმოდგენა აქვს მეგრელების ვაჟკაცობაზე, რომ მან უბრალოდ გამოხატა გაკვირვება მეგრელების დუმილით, დღევანდელი სამეგრელოს მდგომარეობით, როცა ის ყველაზე მეტად დაშინებულია და სააკაშვილის რეჟიმს ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს. 26 მაისის ღამეს, ძალიან ბევრი მეგრელი, კონკრეტულად ზუგდიდელი, როგორც რიგითი მოქალაქე, ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად იდგა რუსთაველის გამზირზე და იცავდა საკუთარი ქვეყნისა და კუთხის ღირსებას. ეს იყო მეგრელების მიერ გამოჩენილი ვაჟკაცობის კიდევ ერთი დიდი მაგალითი და იქ ედპ არავის უნახავს. ზუგდიდში ლევან გაჩეჩილაძის ძაგება სააკაშვილის საამებლად და საზოგადოებისათვის მისი ნათქვამის არასწორად მიწოდება და ინტერპრეტირება არ არის ვაჟკაცობა, ამას ქალაჩუნობა ქვია“.–განაცხადა კახა მიქაიამ.

presage.tv


READ MORE - „ვაჟკაცობაშელახულების“ მორიგი ინტერპრეტაციები „მგრძნობიარე“ ზუგდიდში [video]

თეატრალური უნივერსიტეტის გამოცდები ზუგდიდში

19:00 20.06.2011
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების შემოქმედებითი ტური ამ წუთებში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში დაიწყო. საგამოცდო კომისიას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.

სპეციალური „სამიზნე ჯგუფების პროგრამით“ სამეგრელოდან უნივერსიტეტში წელს სულ 21 სტუდენტს მიიღებენ, მათ შორის ზუგდიდიდან 12 სტუდენტი უნდა შეირჩეს. შემოქმედებითი ტურის გავლის შემდეგ აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს გაივლიან, თეატრალურ უნივერსიტეტში მოსახვედრად კი მათთვის მინიმალური ქულებიც საკმარისი იქნება. ჩარიცხვის შემდეგ სტუდენტებთან ადგილობრივი თეატრები ხელშეკრულებას დადებენ, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ისინი იმ თეატრებში დასაქმდებიან, რომელი თეატრის კვოტითაც გავიდნენ და 5 წლის განმავლობაში სხვაგან მუშაობა აეკრძალებათ. მათ სწავლას კი კულტურის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ერთობლივად დააფინანსებენ, ამ საკითხზე შეთანხმება უკვე დადებულია. გამოცდების შედეგებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში რამოდენიმე დღეში გამოაკრავენ. ზუგდიდის თეატრი სამიზნე ჯგუფების შერჩევაში წელს პირველად ჩაერთო.

livepress.ge

READ MORE - თეატრალური უნივერსიტეტის გამოცდები ზუგდიდში

„ვანო მერაბიშვილი სად იქნება, ეს დამოკიდებულია ზურაბ ადეიშვილზე“

ავტორი ნანა მაისაშვილი
17:34 20.06.2011
ივანე (იგივე ვანო) მერაბიშვილი საქართველოს ხერხემალია, - ბრძანა სააკაშვილმა, მეოცნებეები კი ხერხემლის „სქოლიოზზე“ ალაპარაკდნენ და მის გამრუდებას დაელოდნენ. ხერხემალი არ გაიღუნა, შესაბამისად სქოლიოზსაც გადაურჩა და რეანიმაციასაც, პირიქით უფრო გაძლიერდა და დღეს შეიძლება ითქვას, როცა პოლიციურ სახელმწიფოზე საუბრობენ, ეს ივანე-ვანოს დამსახურებაა.

წლების წინ, ვერავინ წარმოიდგენდა ვანო მერაბიშვილისაგან ძლევამოსილი ადამიანი, მით უფრო, შიშით ზარდამცემი შინაგან საქმეთა მინისტრი დადგებოდა. იგი იყო ერთი ჩუმი, მოკრძალებული ახალგაზრდა, რომელმაც არასამთავრობო სექტორში, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში აიდგა ფეხი.

პირველი და წარმატებული გამოცდა ვანო მერაბიშვილმა სწორედ ამ ასოციაციაში ჩააბარა. სწორედ აქ შედგა პირველი სკანდალი, რომელიც ვანო მერაბიშვილის სახელს და გრანტის სახით გამოყოფილ მილიონებს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ამერიკული გრანტი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციამ მიიღო, რამაც გააღიზიანა ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერთა დიდი ნაწილი და ისინი გრანტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ალაპარაკდნენ. მეცნიერები მაშინ იმასაც ამბობდნენ რომ მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაციას ეს გრანტი „ჩაწყობით“ გამოუყვეს. დავა საპარლამენტო კომისიის განხილვის საგნად იქცა. მეცნიერებმა პარლამენტს და პროკურატურას მიმართეს. პროკურატურამ გამოძიების დაწყება იმ მოტოვით გადადო, რომ ჯერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა უნდა დადებულიყო. ჩაინიშნა კომისიის სხდომა.

პროკურატურაში დღემდე დევს ოფიციალური მასალა, რაც პარლამენტში ჩატარებული კომისიის ჩაშლის საკითხს ეხება. ამ დასკვნით ირკვევა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვანო მერაბიშვილი და გიგა ბოკერია შეიჭრნენ, ბოკერიამ კომისიის წევრებს უცენზურო სიტყვებით აგინა, რასაც დიდი გაწევ-გამოწევა მოყვა. მიუხედავად მომხდარისა პროკურატურამ თავი შეიკავა ხულიგნობის მუხლით საქმის აღძვრაზე და ასე დარჩა ქაღალდზე ფიქსირებული ეს დავა.

დეკლარირებული შემოსავლები

ვანო მერაბიშვილის ქონებრივ დეკლარაციას თუ გადავხედავთ, იგი დაბალანაზღაურებადი დაქირავებული თანამშრომელი არასდროს ყოფილა. მინისტრის რანგში შევსებული მისი პირველი დეკლარაცია 2005 წელს შეივსო. 2005 წლის პირველ სამ თვეში ვანო მერაბიშვილმა როგორც მინისტრმა ხელფასის სახით დაქვითვით ხელზე აიღო 7867 ლარი და 20 თეთრი. ანუ თვეში 2 622 ლარი და 40 თეთრი. ვანო მერაბიშვილის ყველაზე დაბალი ხელფასი უშიშროების საბჭოში ქონდა მდივნის პოსტზე - თვეში 823 ლარი და 75 თეთრი, ხოლო როგორც სახელმწიფო უშიშროების მინისტრს, ხელფასის სახით 2365 ლარს უხდიდნენ. ამ დროს აქვს მას აღებული გრანტი 23 733.

არასამთავრობო სექტორიში მერაბიშვილს წელიწადში 11 340 ლარი აუღია. 2006 წელს მერაბიშვილის ხელფასია 31 468 ლარი, მინისტრის სამივლინებო ხარჯები 2006 წელს 20 132 ლარს შეადგენს. 2007 წელს მერაბიშვილი გამდიდრებას იწყებს და თუ წინა წლებში ხელფასი, შემდეგ ხელფასი და მივლინება ფიქსირდება მის ქონებრივ დეკლარაციაში, 2007 წელს მას სახელმწიფო ხელფასის სახით, 31 662 ლარს, პრემიის სახით კი - 14 080 ლარს უხდის.

ძნელი სათქმელია უკავშირდება თუ არა მიტინგების აგორებას, ან დარბევას მერაბიშვილის პრემია, მაგრამ ფაქტია 2007 წლამდე მინისტრის დეკლარაციაში პრემია არ ფიქსირდება. ამ პერიოდში, შესაბამისად, იზრდება სამივლინებო ხარჯებიც და საქართველოდან გასვლის სიხშირეც. 2007 წელს მერაბიშვილი ქვეყნიდან სულ რვაჯერ გავიდა და საერთო ჯამში 24 699 ლარი მიიღო. დეკლარაციაში არაა მითითებული რომელ ქვეყანაში იქნა მინისტრი მივლინებული.

2005 წლიდან 2006 წლამდე მერაბიშვილს შპს „ბარბთან“ გაფორმებული ქონდა ბინის ქირავნობის 6 ათას დოლარიანი ხელშეკრულება. 2008 წელს ხელფასის სახით მან 40909 ლარი, პრემიის სახით კი - 7955 ლარი მიიღო. ამჯერადაც, საქართელოს საზღვარი რვაჯერ გადაკვეთა და სამივლინებო ხარჯებმა 31 304 ლარი შეადგინა. ბინის ქირავნობის ხელშეკრულება კი იგივე ფირმასთან 4500 დოლარამდე შემცირდა.

2009 წელს მერაბიშვილს პრემია არ აუღია, ხელფასმა კი 49 480 ლარი შეადგინა. მერაბიშვილს მეტ-ნაკლები რაოდენობით ანგარიში გახსნილი აქვს თი-ბი-სი ბანკში, რესპუბლიკა ბანკში, ქართუ ბანკში, საქართველოს ბანკსა და ტაო ბანკში. თანხა სხვადასხვა ანგარიშზე 200 ლარიდან 7 000-მდე მერყეობს. რაც შეეხება უძრავ ქონებას, ყველა დეკლარაციაში ორად ორი სახლია ფიქსირებული თბილისსა და ახალციხეში, მერაბიშვილს აქვს ასევე მიწის ნაკვეთი.

მერაბიშვილმა 2006 წელს საპატრულო პოლიციისაგან 1800 ლარად ღირებული ავტომობილინი „ნივა“ შეიძინა, რაც მომავალ წელს „მერსედეს ბენცით“ შეცვალა. 2009 წლის დეკლარაციის მიხედვით, მერაბიშვილს მანქანა საკუთრებაში აღარ ყავს.

მერაბიშვილის ცოლი, თამარ მერაბიშვილი (ქალიშვილობაში სალაყაია) შეხვედრების კოორდინატორად მუშაობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც თავის დროზე, ვანო მერაბიშვილმა ჩამოაყალიბა და ხელფასის სახით, სხვადასხვა წელს 10-12 ათასი აქვს წლიურად. ესაა ოფიციალური მონაცემები.

ვანო მერაბიშვილს არაოფიციალურად საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მინისტრად ასახელებენ და მის ანგარიშზე ბიზნეს ინტერესებსაც ითვლიან. არაოფიციალური ვერსიის გადამოწმება ვარდყვავილოვანი საქართელოს პირობებში ჭირს იმ „უბრალო მიზეზით“, რომ კომენტარს როგორც წესი არავინ აკეთებს. მითუმეტეს, თუ საკითხი ეხება ვანო მერაბიშვილს, უხერხემლო საქართველოს ხერხემალს და, როგორც ოპოზიცია ამბობს სააკაშვილის „სამეფო კარზე, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას“.

ინტერესები

რა წილებს ფლობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელ ბიზნესს ლობირებს და რატომ შეაქვს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები? ამ თემაზე პრესაგე.ტვ-ს ესაუბრება „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფიო ხორგუანი:

– ვანო მერაბიშვილს არ სჭირდება დეკლარაციაში ოფიციალურად ქონების შეტანა, იგი ნებისმიერ სურვილს ისრულებს და რას შეიტანს დეკლარაციაში ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მარტივ მაგალითს გეტყვით: მადნეულის ყოფილი დირექტორის ლობჟანიძის სახლი კვარიათში, რომელიც მისი სიდედრის სახელზე იყო გაფორმებული, იყიდა ფეხბურთელმა ყაველაშვილმა. ადგილზე მისულ ყაველაშვილს სახლი დალუქული დახვდა, რის გამოც მან გააუქმა ხელშეკრულება. უკან დასაბრუნებელი ფული გადაიხადა იმ ავსტრიულმა კომპანიამ, სადაც ლობჟანიძე მუშაობდა. ლობჟანიძე იმ პერიოდში უკვე შვეიცარიის მოქალაქე იყო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კვარიათის სადაო სახლში და, რომელშიც ავსტრიულმა კომპანიამ გადაიხადა თანხა, ვანო მერაბიშვილი ისვენებს ხოლმე, ოჯახთან ერთად. ხაზგასმით ვამბობ, ეს ხდებოდა იმ დროს, როცა სახლზე დავა მიმდინარეობდა და წესით, დალუქული უნდა ყოფილიყო.

სხვათაშორის ეს ფაქტი პრესაგე.ტვ-სთან ერთ-ერთმა კვარიათელმა ჩვენმა რესპოდენტმა ღიად დაადასტურა, რაც გამოვაქვეყნეთ კიდეც (ქალბატონის გვარი სამწუხაროდ აღარ მახსოვს), ქალბატონი ამბობდა, რომ ადგილობრივებს, როცა შუქი გაუთიშეს, მათ კვარიათში მყოფი ვანო მერაბიშვილი დაეხმარათ.
– წავიკითხე ეს სტატია. ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში არაოფიციალური ქონების და ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია. მეტსაც გეტყვით, მეზობლებმა ვინც კი იციან, რომელი ჩინოსანია ამა თუ იმ სახლის მფლობელი, ხმამაღლა ამის თქმას ერიდებიან. მე მესმის მათი, შიშის სინდრომი მოქმედებს. მაგრამ ვიცი, რომ აბასთუმნის ცენტრში უზარმაზარი სახლის მფლობელი არის ვანო მერაბიშვილი და ამ სახლის მშენებლობას ვანო მერაბიშვილის სიმამრი აკონტროლებდა. მთელმა აბასთუმანმა იცის, რომ სახლი მერაბიშვილის კუთვნილებაა, თუმცა რთულია იმ დოკუმენტის მოპოვება, ვის სახელზე აქვს მერაბიშვილს ეს სახლი გაფორმებული.

თქვენ გინდათ თქვათ რომ ვინმე ამ დოკუმენტებს მოგცემთ? ეს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ერთ ჩინოვნიკს - ზურაბ ადეიშვილს! გაბედოს ადეიშვილმა და შეისწავლოს ვანო მერაბიშვილის ფინანსური ინტერესები. გაარკვიოს ვის ურეკავს მერაბიშვილი, რა თემებზე ვის ელაპარაკება. ხომ უსმენენ ყველას? მოუსმინონ ვანო მერაბიშვილს და მის მაღალჩინოსნებს. მოუსმინონ მესხელს, მერაბიშვილს და გაარკვიოს რა ინტერესები აქვს მას „ბათოილში“, რა კონტაქტები აქვს „დილასთან“.

სამცხე-ჯავახეთი ვანო მერაბიშვილის კონტროლის ქვეშ არის, საკვები პროდუქტების ბიზნესი, ენერგეტიკა. მტკიცებულებები კი, ზურაბ ადეიშვილმა წარმოადგინოს, ეს მისი საქმეა. გაბედოს და დაინტერესდეს ვანო მერაბიშვილის ფინანსური ინტერესებით სხვადასხვა ბიზნესში.

როგორც ჩანს, ადეიშვილს მერაბიშვილისათვის „არ სცალია“, რადგან უმთავრესია ის „კონტრაბანდისტი“ ქალები ჩასვან ციხეში, ვისაც საზღვარზე „ჩულქები“ გადმოაქვს განუბაჟებლად – ვანო მათთან შედარებით „მეწვრილმანეა“...
– ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს რეჟიმი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ვანო მერაბიშვილია. ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან კრიმინალური საქმეებით არიან გადაბმულები. გირგვლიანის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში, პირდაპირ წერია, რომ გამოძიებისათვის ხელი რომ შეეშალათ, სახელმწიფო უწყებები შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ. ამ საქმეში პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმეტიც დევს, შეწყალების აქტი, რომლითაც მან გირგვლიანის მკვლელები გაათავისუფლა.

ამ სიებს ვანო მერაბიშვილი, ან ზურაბ ადეიშვილი რომ ადგენს, ეს არა ერთხელ განაცხადა ელენე თევდორაძემ.
– დიახ, ადამიანები, რომლებიც ამ მკვლელობაში მონაწილეობდნენ ყველანი სახელმწიფო უწყებებში მუშაობენ. ეს იყო ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, რომ დანაშაულის დასაფარად მთელი სახელმწიფო აპატარი მუშაობდა, იმიტომ, რომ ამ საქმეში ფიგურირებდა ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია. რაც შეეხება საკუთრების ხელყოფის შემთხვევებს, მახსენდება სიღნაღის თემა. იმ პერიოდში მე ვიყავი სახალხო დამცველის მოადგილე და შეხება მქონდა იმ მოქალაქეებთან, რომლებიც აიძულეს საკუთარი ქონება ეჩუქებინათ სახელმწიფოსათვის. გაფორმება ხდებოდა პროკურატურაში ნოტარიუსთან ერთად, მაგრამ მოქალაქეებზე ზეწოლას ახორციელებდა - პოლიცია!

ვანო მერაბიშვილის დავალებით?
– საკუთარი ინიციატივით პოლიცია ასეთ „ოპერაციებზე“ არ მიდის და თან არ ამბობენ“ - „შენს ჯიბეში, ან შენი შვილის ჯიბეში ნარკოტიკი აღმოჩნდება, ახლობლებს შეექმნებათ პრობლემები“. გახსოვთ, ალბათ, 7 ნოემბრის აქციის დარბევის წინა დღეებში, კერძოდ, 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ახალაიები, გოკა გაბაშვილი და სხვები იყვნენ იმ შეხვედრაზე, სადაც დაიგეგმა აქციის დარბევა, მოქალაქეების დაშინება, ტერორი. ამის შესახებ მაშინ სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გააკეთა განცხადება, მაგრამ პარლამენტმა არ შეიმჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ჩინოსნები გადაბმულები არიან ერთმანეთზე, აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ამ ადამიანების პოლიტიკური ინტერესები მსხვერპლს მოითხოვს და რომელიმე მათგანს გაწირავენ. მთავარია, ვინ დაასწრებს.

ვანო მერაბიშვილის გაწირვასაც გაბედავენ?
– მერაბიშვილი თავის თამაშს ითამაშებს, მას რომ პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა, ეს უცხო არაა. ზურაბ ადეიშვილიც კი გამოჩნდა, რომელიც მუდმივად ჩრდილში იყო. გახსოვთ როგორი პომპეზურობით ხსნიდა გამჭვირვალე პოლიციის შენობებს ვანო მერაბიშვილი, ამ ბოლო დროს ადეიშვილმა მას მიბაძა და ახლა ყველა ერთად ვართ იმის შემსწრე, თუ როგორ ხსნის ადეიშვილი იუსტიციის სახლებს. ეს არის ერთგვარი მცდელობა ხალხში, მათ მეხსიერებაში დაფიქსირდნენ, როგორც „აღმშენებლები“. თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ ხელისუფლების გადანაწილებისათვის ბრძოლა მიმდინარეობს? ეს ბრძოლა აუცილებლად მოითხოვს მსხვერპლს.

დღეს არ ვფიქრობ, რომ ადეიშვილს ეყოფა გამბედაობა, პოლიტიკური განაცხადი გააკეთოს, რაც შეეხება მერაბიშვილს, მე ძალიან კარგად მახსოვს მისი ერთი წლის წინანდელი ინტერვიუ, რომელიც რუსულ პრესას მისცა და სადაც პირდაპირ განაცხადა, რომ ქართველები ჩეჩნებს ეხმარებოდნენ და, რომ ევროპელ ჩინოვნიკებს არ უნდა დაუჯერო. ეს იყო მისი პირველი ინტერვიუ როცა საუბრობდა, არა როგორც შს მინისტრი, არამედ როგორც პოლიტიკოსი. ის შეიძლება არ იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ რატომ არა – პრემიერობის კანდიდატი? და მისი მცდელობები ამ მიმართულებით იქნება.

გიგი უგულავამ ფეისბუქით ჩატარებული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ პოლიციამ 26 მაისს გადამეტებით გამოიყენა ძალა. არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ გიგი უგულავა წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული? ერთი შეხედვით ეს არის მონოლითური ძალა, როცა საფრთხე არსებობს, მაგრამ, როცა უჩნდებათ განცდა, რომ საფრთხე არ არსებობს, ისინი საკუთარი ძალაუფლებისთვის და საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის იბრძვიან. ინფორმაცია მაინც ჟონავს, მიუხედავად იმისა, რომ მღერიან „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“. სააკაშვილი ამ დროს ამბობს, რომ იგი არ იქნება „კოჭლი იხვი“, ანუ არ დათმობს პოზიციებს. ასე რომ ვანო მერაბიშვილი სად იქნება, ეს უკვე დამოკიდებულია ზურაბ ადეიშვილზე, თუ ის ჭკვიანია, ექნება მასალები მერაბიშვილის წინააღმდეგ, ისე როგორც მერაბიშვილს ადეიშვილის წინააღმდეგ.

საკუთრების წართმევის ფაქტებს გულისხმობთ?
– თქვენ რომ ამოიღოთ რეესტრიდან შესაბამისი დოკუმენტაცია, ნახავთ, როგორ იცვლება დიდი კომპანიების მფლობელების სახელები და გვარები, ხელისუფლებაში იმ დროისთვის ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკის შესაბამისად. „შინხოფერით“ დაწყებული ებრაელების საქმით დამთავრებული, არა ერთი საქმის გახსენება შეიძლება, სადაც ეს ადამიანები საერთაშორისო სკანდალსაც კი არ მოერიდნენ.

სხვათა შორის, სამშენებლო ბიზნესებსაც მერაბიშვილს უკავშირებენ.
– ფაქტია, სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ვანო მერაბიშვილს დაავალა დევნილებისთვის სახლების აშენება. მშენებლობის კურირება შს მინისტრს დაავალო, ამაში ლოგიკა მითხარით.

ფული...
– დიახ, ორი წლის შემდეგ, 25 მილიონია საჭირო ამ სახლების რეაბილიტაციისათვის.

ენერგეტიკის სფეროც მერაბიშვილის ინტერესების სფეროში შედის?
– ნიკა გილაური ვანო მერაბიშვილის კადრია, ამით ყველაფერი ვთქვი ალბათ, ხომ? ის, რომ ვანო მერაბიშვილი საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობს, ეს ფაქტია. ნახეთ, სისხლის სამართლის კოდექსში რა ცვლილება შედის, პოლიციელები და მათი ოჯახის წევრები ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში უკვე კანონის ძალით აღმოჩნდებიან. ჩვენ გვაქვს ბელგიური კანონები და რეალობა თურქმენული. დღეს ჩვენ მივდივართ იმ გზაზე, კანონებიც თურქმენული გვექნება. ამ ცვლილებებით, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივი საქმიანობასთან დაკავშირებით, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ან საკუთრების ხელყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7 დან 20 წლამდე, ან უვადოდ. ეს რას ნიშნავს იცით? თქვენ თუ ვინმეს შეედავებით, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება პოლიციელის ახლობელი, თქვენ ყველაზე ცოტა, 7 წლით დაგაპატიმრებენ. ესაა გამოძახილი 26 მაისის აქციებისა, ისე როგორც წინა აქციების გამოძახილი იყო 90 დღიანი პატიმრობა.

ანუ ჩვენ რეალურად უკვე კანონის დონეზეც ვხდებით პოლიციური სახელმწიფო, სხვა ცვლილებებზე არ ვლაპარაკობ... ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ ერთი ნიშნით - ვანო მერაბიშვილი ცდილობს კანონებით გაიმყაროს პოზიციები. ის ამბობს - დიახ, რაც მინდა იმას ჩავდებ კანონში და ვერც ვერავინ შემაჩერებს. მხოლოდ სახალხო დამცველის ანგარიში იქნებოდა საკმარისი შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად, ის რომ უკანონო რეზინის ტყვიები აღმოჩნდა შსს-ს არსენალში, როგორ გგონიათ ეს არ არის საკმარისი მერაბიშვილის პასუხისმგებლობისთვის.

გამოდის მისი დრო არასდროს დადგება და საქართველოს ხერხემალს „სქოლიოზი“ არ ემუქრება.
– ვერ დაგეთანხმებით, ყველა რეჟიმს აქვს საერთო - ის აუცილებლად მთავრდება. და მითიც მერაბიშვილის უძლეველობის შესახებ, ძალიან ადვილად დაიმსხვრევა.

presage.tv

READ MORE - „ვანო მერაბიშვილი სად იქნება, ეს დამოკიდებულია ზურაბ ადეიშვილზე“

რობერტ სტურუა: „ბარამბოს რედაქტორს“ ბროლის ქოში არ მოერგო

17:23 20.06.2011
რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ალეგორიული ფორმით აკრიტიკებს. რეჟისორს ალეგორიად კონკიას ზღაპარი აქვს გამოყენებული. იგი კონკიას კრებით სახედ უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ცოლს, ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს მოიაზრებს. რობერტ სტურუა ჩერგოლეიშვილს „კონკიას“ გარდა „ბარამბოს რედაქტორის“ ეპითეტითაც მოიხსენიებს.

„...არ გიკვირთ, ასე რატომ გააფრთდნენ სწორედ ის ადამიანები, ვის ხელშია ჩემი ბედკრული ქვეყანა? რატომ გაჰკივიან დუჟმორეულნი სწორედ ისინი, ვინც საქართველოში ყველაზე ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს (რაც გინდა სულო და გულო - შენია)? ნუთუ იმიტომ ღელავენ, რომ ასეთი ჰუმანისტები არიან და ასე უყვართ მოყვასნი თვისი?! არა მგონია! წლევანდელი 26 მაისი სულ სხვას გვეუბნება!

მაშინ რა, ასე არაადამიანურად შესტკივათ გული აფრიკელი ველური ტომის შვილის გამო? ვერ მოგვატყუებენ - არ დაგავიწყდეთ, შენიანს თუ უმოწყალოდ ექცევი, სხვას ვერ შეიყვარებ!

და როცა "ბარამბოს" რედაქტორის ბოროტებისაგან შეცვლილ სახეს შევხედე, ყველაფერს მივხვდი! კონკიას დები გამახსენდა - გამწარებულებმა ბროლის ქოშს რომ ვერ მოურგეს ფეხი! იციან, გრძობენ, ვინ არის ამ ქოშის ჭეშმარიტი მფლობელი და შხამიან ოფლში იწურებიან! იციან და პირველად რეალურად ხვდებიან, რა უბადრუკი დასასრული ელით მათ.

‎მეც ვიცი, არა, მჯერა, არა, მწამს - ადრე თუ გვიან - ჩამოვა სხვენიდან ჩემი დაკონკილი საქართველო და ღიმილით მოირგებს იმას, რაც მას ასე უნამუსოდ წაგლიჯეს დედინაცვალმა და მისმა ნეობოლშევიკებმა,“- წერს რობერტ სტურუა „ფეისბუქში“.

რობერტ სტურუას მიერ დაწერილ ამ კომენტარებს წინ შემდეგი ამბები უძღვოდა: 16 მაისს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „საქინფორმის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა მისმა ინტერვიუმ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ინტერვიუში სტურუამ მიხეილ სააკაშვილზე ასეთი რამ თქვა - „სომეხია და რა ვქნათ... ეს ხომ არ არის დამალული?“

ფაქტს მალევე მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელებში. მედიის ყურადღება კი ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა დაიმსახურა: „ვინც ამ ინტერვიუს შემდეგ მეტყვის, რომ რობერტ სტურუა სრული სირი არ არის, აღარ დამირეკოს. სრული კი არა, დეგრადირებული სირია(!)“.

tribuna.ge

READ MORE - რობერტ სტურუა: „ბარამბოს რედაქტორს“ ბროლის ქოში არ მოერგო

თიკო სადუნიშვილი: "ეტყობა, ანუკის ჩოხა წმინდა სამოსად აქვს წარმოდგენილი..."

ავტორი ალექსანდრე აკობია
16:26 18.06.2011
ჟურნალი ,,თბილისი ლაივი“ „ფეისბუქური კონფლიქტის“ მიზეზი გახდა.


კონფლიქტი ,,თბილისი ლაივის“ პროდიუსერს, ,,იმედის“ გენერალური დირექტორის, გიორგი არველაძის მეუღლეს ალინა არველაძესა და კახი კალაძის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს შორის მოხდა.

კონფლიქტის მიზეზის გასარკვევად, ,,პრესა.ჯი“ ანუკი არეშიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, „კამათის მიზეზი ჟურნალ ,,თბილისი ლაივის“ გარეკანზე გამოსახული სტრიპტიზიორია, რომელსაც ქართული ჩოხა აცვია და ხელში ხინკალი უჭირავს“.

,,ყველაფრის მიზეზი იყო ახლადგამოცემული ჟურნალი ,,თბილისი ლაივი“, რომლის გარეკანზე გამოსახულია ჩოხაში ჩაცმული სტრიპტიზიორი. ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამოვთქვი, რომ მიუღებელია ქართული ჩოხა სტრიპტიზიორს ეცვას. ჩოხა მე გამიგია ქორწილში, ნათლობაში და ა.შ. ალინა არველაძეს არ მოეწონა ჩემი ნათქვამი და ამის გამო გოიმი მიწოდა. ზოგიერთები კარგად რომ იცნობდნენ ქართულ კულტურას, მიხვდებიან, თუ რატომ არ შეიძლება სტრიპტიზიორს ჩოხა ეცვას. ვურჩევ მათ, კარგად გაეცნონ ქართულ კულტურას,”- განუცხადა ,,პრესა.ჯი“-ს ანუკი არეშიძემ.

,,პრესა.ჯი“ ასევე დაუკავშირდა ჟურნალ ,,თბილისი ლაივის“ წამყვანს, თიკო სადუნიშვილს, რომელიც ალინა არველაძის მეგობარია.

თიკო, თუ იცი, რის გამო მოხდა კონფლიქტი ალინა არველაძესა და ანუკი არეშიძეს შორის?
- რა თქმა უნდა, ვიცი, თუმცა ეს არ იყო კონფლიქტი, უბრალო შელაპარაკება იყო. ჟურნალ ,,თბილისი ლაივის“ გარეკანზე გამოსახულია ჩოხაში ჩაცმული მანდილოსანი. ეს ფოტო არ მოეწონა ანუკი არეშიძეს.

ჩვენთან საუბარში ანუკიმ თქვა, რომ მიუღებელია ჩოხა სტრიპტიზიორს ეცვას.
- ეტყობა, ანუკის ჩოხა წმინდა სამოსად აქვს წარმოდგენილი. ჩოხა უძველესი სამოსია და ის კარგ ადამიანებსაც ეცვათ და მსუბუქი ყოფაქცევის ხალხსაც. ასე რომ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ანუკი ამის გამო რატომ გადაირია, ვერ გავიგე. იცით რამ გამახალისა, ანუკიმ ამ ფოტოს დანახვაზე თქვა, ეს რომ დათა თუთაშხიას ენახა, რას იტყოდაო.

მან ისიც თქვა, რომ ზოგიერთებმა ქართული კულტურა კარგად რომ იცოდნენ, სრიპტიზიორს ჩოხას არ ჩააცმევდნენო.
- ანუკიმ, საზღვარგარეთის ისტორიას და კულტურას გადახედოს. ეს ის ანუკი არ არის, თავის მაისურებს იმ ადამიანის ფოტო რომ დაახატა (ადოლფ ჰიტლერის – ავტ.), რომელმაც უამრავი ადამიანი დახოცა, მერე მთელ საქართველოს მოუწოდა, ეს მაისურები ჩაიცვითო და 200 ლარი დააფასა?!“.

ალინა არველაძეს მისთვის გოიმი უწოდებია. თქვენც გოიმად თვლით?
- არა, ანუკი არ არის გოიმი, ძალიან კარგი გოგოა (იცინის)...

p.s: ვცადეთ დავკავშირებოდით ალინა არველაძეს, თუმცა ის ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება ანუკი არეშიძის მიერ ჩოხის და დათა თუთაშხიას ხსენებას, ჩოხა მართლაც ძველი ქართული სამოსია, თუმცა ჭაბუა ამირეჯიბის რომანში მისი მთავარი გმირი ერთ ეპიზოდში ამბობს: "ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა სწორედ..." – ალბათ, ანუკი არეშიძეს მოუწევს გახსენება, რომ დათა თუთაშხიას იძულებით გახადეს, მისმა მეუღლემ კი, როგორც ქვემოთ თანდართულ ფოტოებზე ჩანს, ნებით გაიხადა...



READ MORE - თიკო სადუნიშვილი: "ეტყობა, ანუკის ჩოხა წმინდა სამოსად აქვს წარმოდგენილი..."

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...