16:26 30.06.2011
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სესია ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში ინციდენტით დასრულდა.ქალაქის მეორე სჯარო სკოლასთან, სადაც საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ბიჭი დააკავეს. ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე მისულ "ღია ბოქლომს" იქ მყოფმა მოქალაქეებმა უამბეს. როგორც გაირკვა ბიჭის აყვანის მიზეზი ფოტოების გადაღება გახდა, სამართალდამცავებს ის ჟურნალისტი ეგონათ, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. მოზარდის ვინაობა უცნობია. პოლიციის ინფორმაციით დაკავებული უკვე თავისუფალია.
