„ეკა კვალიაშვილს რომ ჰკითხო, დიდი პატრიოტია თავისი ქვეყნის, მაგის პატრიოტობას რა ვუთხარი. ეგ იყო ხუბუტიას რომ ეხვეწებოდა, რუსეთში თავშესაფრის მიღებაში დამეხმარეო. იმ კაცს ფული გამოსძალა, მაგრამ მერე მიუხვდა ხუბუტია და „აახვევინა“ რუსეთიდან. ეკას ფულს რომელი პარტიაც გადაუხდის, იქით წავა. არ მინდა დავასახელო ის თანამდებობის პირი, რომელთან ერთადაც შავ საქმეებს აკეთებდა, რადგან არ მინდა ის კაცი ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში, თორემ ეს ყველაფრის ღირსია. ყველაფერს ვიტყვი, კვალიაშვილმა რომ მარინა ბერიძეს საფერფლე ესროლა და შერჩა, მე იმაში ხომ არ ვეშლები?იმ დროს, როცა რუსეთ-საქართველოს შორის ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა არსებობდა, რუსეთის ელჩს, 2000 დოლარად აკეთებინებდა ვიზებს, ხოლო გერმანიის საელჩოში შენგენის ვიზების გაკეთებას პირდებოდა ხალხს და „გადაყარა“, ზოგს პასპორტები გაუფუჭა. პატარკაციშვილს რომ ფულს სძალავდა ეს რატომ არ აინტერესებს პრესას?“ – განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას პარაფსიქოლოგმა და მსახიობმა, ირაკლი ლომაიამ, რომელმაც მომღერალ ეკა კვალიაშვილის ბრალდებებსა და მის წინააღმდეგ აგორებულ პიარ-კამპანიაზე უკრაინიდან ისაუბრა.
ირაკლი ლომაია: საპრეზიდენტო არჩევნების დროს კვალიაშვილი გაქანებული ოპოზიციონერი იყო. არჩევნების მეოთხე დღეს ხელისუფლების დაკვეთილ კონცერტზე ხობში გაქანდა. სულ წუწუნებდა, წურწუმია მიბლოკავს კონცერტებს და არსად არ მეძახიან, მიშა მაგას სწყალობსო. სადაც მე უნდა წავსულიყავი, ყველგან ლელა „ჩაეკვეხაო“. კვალიაშვილი სულით მდაბიო ავადმყოფია, რომელიც სიმდიდრისა და ფუფუნების სენითაა შეპყრობილი, მთელი ცხოვრება „ვიგოდნიკობით“ ცხოვრობს.
–თავად შარლატანი გიწოდა, ამის გამო დაიძაბა თქვენს შორის ურთიერთობა?
–იცით, როგორი მეგობრები ვიყავით? არ მესმის ამ ქალს რა დავუშავე საამისო, რომ მიწასთან ასე გამასწორა. რაც ვიცნობ, კარგისა და პატივისცემის მეტი არაფერი მიკეთებია. ჯერ კიდევ საკითხავია, შარლატანი მე ვარ თუ ის, ვინც ხალხს ვითომ შენგენის ვიზებს უკეთებს. წინასწარ 500 ევროს "ახევს" და ბოლოს ეტყვის, კონსულმა ვიზა არ გასცა თქვენზე, რა ჩემი ბრალიაო. ასეთმა ადამიანმა რა უნდა ისაუბროს ჩემზე? ხუთი ადამიანის ვიდეო ჩანაწერი მაქვს, რითაც კვალიაშვილის თაღლითობას დავამტკიცებ. ისე საინტერსოა, მე თუ შარლატანი ვიყავი, რატომ დადიოდა ჩემთან და რატომ მეგობრობდა ამ ხნის განმავლობაში შარლატანთან? ან თუ არაფრისმცოდნე და არაპროფესიონალი ვიყავი, რატომ ისარგებლა ჩემი მომსახურეობით ორჯერ? ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები დღეს ჩემს ორგანიზაციაში ინახება. მოაკლდა ფული ჩემგან და დამიპირისპირდა. ესეც არ იყოს, მითხრა, ცოლად მომიყვანეო. რამდენი ქალთან გავივლი, ყველა ცოლად მოვიყვანო? მე ცოლიც მყავს და შვილებიც.
–ირაკლი, კვალიაშვილი მოსკოვში რომ ჩავიდა, თავშესაფარი უნდოდა რუსეთისთვის ეთხოვა?
–კი, სწორედ ამ მიზნით ჩავიდა. სააკაშვილი ისე სძულდა, რომ იფიქრა, კარიერასაც ავიწყობო. ჩავიდა მოსკოვში წუწუნით, საქართველოში მავიწროებენ, ყველაფერს მიბლოკავენ, მიჭირს, სააკაშვილის რეჟიმი მებრძვის და თავშესაფარი მომეცითო. უნდოდა, გმირი გამხდარიყო, მაგრამ ვერ მივართვით...
–ამბობენ, რომ ხუბუტიამ კონცერტები დაუფინანსა...
–არა, ამ ქალბატონმა სთხოვა, რუსეთისგან თავშესაფარი "მიჩალიჩეო", მაგრამ ხუბუტია იქ ღმერთი კი არაა. ისევ უკან ჩამობრძანდა. ეხლა ამერიკაში უნდოდა წასვლა და ვენაცვალე კონსულს, ვიზა არ მისცა. ამას ხომ ვერ გაამხელდა და თქვა, კონცერტი გადავდეო.
ეკას მორწმუნედ მოაქვს თავი. არასოდეს დამავიწდება, მითხრა, წამოდი, ჩემს მოძღვარს გაგაცნობო. მეც გამიხარდა და გავყევი. რომ მივედით, მოძღვარი მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა. გამოვლისას ეკა მეუბნება, შენ გგონია, ამის მჯერა ან მწამსო? ეს ასეა საჭირო, რომ ხალხმა დაინახოს, რომ მოძღვარი მყავსო. ამის მერე რა უნდა ისაუბრო ამ ქალზე?
–შენ ამბობ, რომ ფულს გძალავდა, პარაფსიქოლოგი ვერ მიუხვდი განძრახვას?
–ასე არაა, პარაფსიქოლოგია არ ნიშნავს არც მკითხაობას და არც წინასწარმეტყველებას. აქ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ბიო-ენერგეტიკულ ველებზეა აქცენტი აღებული.
რესტორან "ტრიუმფში" გავაკეთე პრეზენტაცია. როგორც ამბობდა მისი მეპატრონე უცხოელია და დათრევა მინდა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო, მაგრამ ვერ შეაბა ის კაცი და მერე ამან თავის მართლება დაიწყო, თავად არ მომეწონა, მე ტემპერამენტიანი ქალი ვარო. ეკასთვის სულერთია, ვისთან იქნება, თანამდებობის პირთან თუ უბრალო ადამიანთან, მთავარია, გავლენა ჰქონდეს. ვისაც ფული აქვს, ყველასთვის გზის არევას ცდილობს.
ცნობილი ფაქტია, კვალიაშვილი თუ გაგაცნობთ ვინმე შვილისტოლა ბიჭს და გეტყვით, ჩემი ნათლულიაო, ესე იგი მასთან დადის.
–ირაკლი, პატარკაციშვილსაც ფულს სძალავდა?
–რა თქმა უნდა, მაგით დაიწყო გამოძალვების სერია. არა მარტო ფული, ძვირფასი სამკაულებიც მიისაკუთრა-ასევე ჩემგანაც. შედიოდა სამათხოვროდ პატარკაციშვილთან და მის დებთან, რაღაც პროექტებს სთავაზობდა და აფინანსებინებდა. თუ ვთქვათ, პროექტი ღირდა 10 000, ეს 20 000-ს ართმევდა. ეს არ არის შარლატანობა? ასე გამომძალა ფული მეც წიგნის პრეზენტაციისთვის. დამპირდა, მომღერლებს მოგიწვევო. ორგანიზატორობაში ფული მოტეხა. რაც მომღერლებს ეკუთვნოდათ ჰონორარის სახით, ისიც მიითვისა. ზოგიერთები არ მოვიდნენ და მითხრა, მე კი დავპატიჟე, მაგრამ მათი მოუსვლელობის მიზეზი არ ვიციო. მერე გაირკვა, რომ არც დაკავშირებია არავის. მაია ბარათაშვილმა და ვერიკო ტურაშვილმა თავად მითხრეს, ჩვენთვის არც დაურეკავსო. პატარკაციშვილი რომ მოკვდა, მაშინ მის დებთან შეძვრა და წველა, როგორც შეეძლო. ლელა წურწუმიას დღეს რესტორნის მომღერალს ეძახის, თავად კი დაავიწყდა, რომ რესტორნის კახპაა.
ისეთები აქვს ნათქვამი და გაკეთებული ლელასთვის, ეგ რომ ვთქვა, მისი ბუნდღა არ იქნება საქართველოში. ახლა რომ ჩავალ საქართველოში, სხვა და სხვა გადაცემებში ვარ მიწვეული და მანდ "ვაქებ" კიდევ კარგად. რა ეგონა აბა, მარტო მას შეეძლო ინტერვიუების მიცემა?
[ჟანა ასანიძე]