ავტორი დაჩი კვიკვინია
13:08 29.06.2011
ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში 15 წლის სტიქაროსანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცხედარი ტაძართან ახლოს, დედათა მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდიდან მეორე დღეს, მონაზონმა ნანამ მიტოვებულ თავლაში, შემთხვევით აღმოაჩინა. თუ რა გახდა მოზარდის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზები უცნობია. ზალიკო შენგელიამ სიკვდილამდე რამოდენიმე წუთით ადრე წერილიც დაწერა, სადაც ზუგდიდ ცაიშის ეპისკოპოსს მიტროპოლიტ გერასიმეს პატიებას სთხოვდა. მეზობლები და ნათესავები გარდაცვცლილს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ბავშვი კეთილშობილებით და ეკლესიის სიყვარულით გამოირჩეოდა.
დამახინჯებული ცხედრის ამოცნობა ზალიკო კვარაცხელიას მეგობარმა იმ ქურთუკის მეშვეობით შეძლო, რომელიც ბიჭს წინა დღით ათხოვა.
იოსებ მოლაშხია: „ცხედარი იმდენად იყო დასიებული, რომ მეუფე გერასიმემაც ვერ იცნო. დიდი ხანი ეკიდა თოკზე, ამიტომ სახე შეცვლილი ჰქონდა. განუყრელი მეგობრები გახლდით და ვერ ვხვდები რატომ შეიძლებოდა თავი მოეკლა. წინა დღით ფსკვნილი მაჩვენა, რომელიც ბაზრობაზე 2 ლარად უყიდია, ეს ნივთი გარდაცვლილს ხელზე ეკეთა, რაც დამეხმარა მის ამოცნობაში. ხშირად ვაკითხავდით მონასტრის დედებს, როგორც ვიცი ზალიკო ეპისკოპოსის ნათლულია შესაბამისად მიტროპოლიტ გერასიმესთან ძალიან ახლოს იყო...“.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ზუგდიდის რაიონულმა პოლიციამ დაიწყო. ექსპერტიზამ სუიციდის ფაქტი უკვე დაადასტურა.
შენგელიების გაჭირვებულ ოჯახში, სადაც 6 ადამიანი, 2 ოთახისგან შემდგარ ვიწრო ქოხში ცხოვრობს, მომხდარისგან გამოწვეული შოკის გამო კომენტარს არ აკეთებენ. დაკრძალვის ხარჯების დაფარვა , ზუგდიდ ცაიშის ეპისკოპოსმა საკუთარ თავზე აიღო.
ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა მალხაზი ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს თვითმკვლელობის ცოდვის სიმძიმეზე.
მამა მალხაზი: „ეკლესია ძალიან დიდი სიფრთხილით მოუწოდებს ყველას და განსაკუთრებით მოზარდებს, რომ მსგავსი საქციელი არ ჩაიდინონ. თვითმკვლელობა არის უდიდესი ცოდვა, როდესაც ადამიანი სპობს ღვთის მიერ მინიჭებულ სიცოცხლეს. განსაცდელის ჟამს ლოცვა უნდა დავიწყოთ და უფალი გამოსავალს აუცილებლად დაგვანახებს“.