14:26 21.06.2011
მას შემდეგ რაც მეგრელებმა ლენინის ძეგლი ისტორიულ სანაგვეზე გაისტუმრეს, ზუგდიდის ცენტრში ეკლესიის მსახურთა ძალისხმევით დიდი თეთრი ჯვარი განთავსდა.
მრავალი წელია ქალაქში შემომსვლელ სტუმრებს ქრისტიანული სიმბოლო ეგებებოდათ, თუმცა დღეს, ჯვარის ადგილას ხელისუფლების კარზე მიღებული მომღერლის მერაბ სეფაშვილის ბილბორდია განთავსებული.
აღნიშნულ ფაქტს ზუგდიდელების პროტესტიც მოჰყვა, მოსახლეობა აცხადებს, რომ 22 ივნისს დაგეგმილ სეფაშვილის კონცერტს არ დაესწრებიან.
ჟურნალი „ღია ბოქლომი“ ზუგდიდ–ცაიშის ეპარქიაში მოღვაწე მღვდელმსახურს მამა ფრიდონ ასათიანს დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტი უარყოფითად შეაფასა:
„მერაბ სეფაშვილი, როგორც მომღერალი შეიძლება ბევრს უყვარდეს, მაგრამ ჯვარის ადგილას მისი ბილბორდის განთავსება დაუშვებელია“ – აცხადებს მოძღვარი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია კი ჩვენთან საუბრისას ინფორმაციას ჯვარის აღების შესახებ სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ პლაკატი, დროებით არის განთავსებული ქალაქის მთავარ მოედანზე. მისი მტკიცბით მერაბ სეფაშვილის კონცერტის დასრულების შემდეგ ჯვარი კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდება.