თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 სექტემბერს არ დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, რომელმაც, „იურისტების“ ცნობით, არ გასცა ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის და მისი მოადგილეების შრომითი ხელშეკრულებისა და სახელფასო განაკვეთის შესახებ।სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო მაუწყებელს ამ ინფორმაციის გაეცემას აიძულებდა.თამარ კორძაია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, აცხადებს, რომ მის ორგანიზაციას ჯერ არ მიუღია დოკუმენტი სასამართლოდან, სადაც დაფიქსირებულია მოტივირებული გადაწყვეტილება. იურისტის თქმით, საიამ ხსენებული ინფორმაცია თავდაპირველად საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მოითხოვა, რაზედაც უარი მიიღო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციით, ზოგადადმინისტრაციულ კოდექსში არ არის მითითებული მაუწყებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირები, შესაბამისად, მაუწყებლის აღმასრულებელ ხელმძღვანელებზე არ ვრცელდება ამ კოდექსის ის ნორმები, რომელიც საჯარო პირების საქმიანობის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს॥ ზოგადადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მიხედვით, ესა თუ ის საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი საჯარა ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია, რომელიც შეეხება ამ სტრუქტურებში მომუშავე სახელმწიფო მოხელეების სამსახურეობრივ საქმიანობას।ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობის პირები ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე და ინფორმაცია მათი პროფესიული საქმიანობის შესახებ უნდა იყოს საჯარო, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, შესაბამისად, ამ დაწესებულების თანამდებობის პირთა ხელფასებს სახელმწიფო აფინანსებს।თამარ კორძაიას თქმით, საიამ საზოგადოებრივ მაუწყებლისგან შარშანაც მოითხოვა ანალოგიური ინფორმაცია, თუმცა მაშინაც უარი
„მხოლოდ ლევან ყუბანეიშვილმა, მაუწყებლის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, საკუთარი ინიციატივით მოგვაწოდა ინფორმაცია მისი ხელფასის ოდენობის შესახებ, რომელიც 6 ათას ლარს უტოლდებოდა“, თქვა საიას წარმომადგენელმა।
[წყარო:მედია.გე]