21:40 29.06.2011
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ხვალ პარტია "მთლიანი საქართველოს" ლიდერის, პოლიტიკურ პატიმრად აღიარებული ვლადიმერ ვახანიას ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს განიხილავს. როგორც "პირWელს" "მთლიანი საქართველოდან" აცნობეს, ევროპულ სასამართლოში ვახანიას ინტერესების დამცველმა სოსო ბარათაშვილმა მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნის არდაკმაყოფილების თაობაზე სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
"ვახანიას საქმე იმთავითვე რეზონანსული იყო და მისი დაპატიმრება არაერთმა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ორგანიზაციამ პოლიტიკური ნიშნით დევნად შეაფასა. იმას, რომ ვახანიას საქმე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ევროპის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თომას ჰამარბერგის ვახანიასთან საპყრობილეში სტუმრობაც ადასტურებს. ამდენად, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ეტაპზეც ხვალინდელი სასამართლო პროცესი უფლებადამცველი ორგანიზაციების და ზოგადად საზოგადოების მაღალ ინტერესს გამოიწვევს, რაც დღევანდელ ინკვიზიციურ სასამართლოს კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ მისცემს და აიძულებს, დაცვის მხრის მოთხოვნები სამართლიანად დააკმაყოფილოს", – განაცხადა პარტია "მთლიანი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ჯემალ შელიამ.
"პირWელი"
