„მეფე არა მხოლოდ შიშველია, არამედ ტყუის კიდეც“

ავტორი მერაბ ბრეგაძე
15:26 29.07.2011
„ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინცდამაინც გულზე არ მეხატება“, – ამის შესახებ სააკაშვილმა პოლონელ კოლეგა ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, პირადად მას არ მოსწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და მნიშვნელოვანი პოლიტიკური შემობრუნება იყო ის, რომ რამდენიმე კვირის წინ ძირითად ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება მოხდა, საარჩევნო კოდექსის რეფორმირების თაობაზე:

„ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინცდამაინც გულზე არ მეხატება. ეს საკითხი დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას შეეხება. არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ საარჩევნი სისტემის შეცვლა, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მე ვიცი, რომ ჩვენი მეგობრის, ჩემი კოლეგის პარტია, პოლონეთში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას ითხოვს. სამწუხაროდ, საქართველოში მოხდა პირიქით...

ამიტომ, თუ თქვენ შეამცირებთ, ჩვენ მხოლოდ შეგვშურდება, მაგრამ ეს იყო ჩვენი კომპრომისი ოპოზიციასთან, რადგან ჩვენ გვინდა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ არჩევნებში მონაწილეობით რეზულტატი იყოს ლეგიტიმური და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს საქართველოს საზოგადოების მთელი სპექტრის ინტერესებს“.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოპოზიცია თანაგუნდელებისგან ვერ გაურჩევია.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, თუ პრეზიდენტი ვინმეს რამეზე გაურიგდა, ეს მმართველი პარტიისა და ფსევდოოპოზიციის პრობლემაა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა ძირითადი ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნა იყო:

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არასდროს თავისუფალ დემოკრატებს მსგავს შეთანხმებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. იგივე შემიძლია გითხრათ ექვსიანში შემავალ პარტიებზე. თუ ამგვარი რამ არსებობს, იქნებ ხელისუფლებამ ან გზააბნეულმა ოპოზიციამ წარმოადგინოს“.

რაც შეეხება „ქრისტიან-დემოკრატებს“ და „ახალ მემარჯვენეებს“, როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, ისინი რაზე და რის ფასად გაურიგდნენ ხელისუფლებას, ეს ძალიან მალე გამოჩნდება მას შემდეგ, რაც პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა დაიწყება.

მისი თქმით, 40 მანდატი ერთგვარი ფეშქაშია იმ პარტიებისთვის, რომელთათვისაც მიხეილ სააკაშვილის გარეშე არსებობაც კი შეუძლებელია:

„მათი გათვლა საკმაოდ პრიმიტიულია. ჰგონიათ, რომ ჩაყრილი ხმების შედეგად მომავალ პარლამენტში რამდენიმე მანდატი შეხვდებათ“.

„როგორც ჩანს, მეფე არა მხოლოდ შიშველია, არამედ ტყუის კიდეც“, - აცხადებს თავის მხრივ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დასჩემდა თვისება, რომ სჭირდება თუ არა, მაინც იტყუება.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, 8 ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის საკითხი ხელისუფლებასთან ურთიერთობის არც ერთ ეტაპზე არ დაუყენებია:

„პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის საკითხი თავად ხელისუფლებამ დასვა ჩვენს წინაშე მარტის თვეში, როდესაც მათ საპასუხო წინადადებები მოგვიტანეს. ჩვენ ამ წინადადებებზე უარი ვთქვით ბევრი მიზეზის გამო. ბოლო ერთი თვის თუ თვენახევრის განმავლობაში ვის რაზე შეუთანხმდა სააკაშვილი, ამაზე მე ვეღარ ვისაუბრებ“.

უსუფაშვილის თქმით, სააკაშვილმა იცის, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა არასწორი გადაწყვეტილებაა და პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრებას ცდილობს:

„ეს არ არის პირველი და არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლების არასრულფასოვან წინადადებებს დათანხმდა, სახელისუფლო პიარის მეშვეობით ასეთი თემები უკან შემოუბრუნდება. რაოდენობის გაზრდაც ნაციონალურ მოძრაობას უფრო სჭირდება, რადგან მათი გაზრდილი მადა მანდატების იმ რაოდენობაში ვერ ეტევა, რომელიც დღესაა განსაზღვრული“.

presage.tv


READ MORE - „მეფე არა მხოლოდ შიშველია, არამედ ტყუის კიდეც“

რატომ ვარ გეი ქორწინების წინააღმდეგი

ავტორი შოთა ხინჩაგაშვილი
15:26 26.07.2011
ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ.

სტრუქტურულ ჰომოფობიაზე ("უფლება არ გაქვს იქორწინო") სწორს პასუხს ინტერნალიზებული ჰომოფობია (შენ ნორმალური ხარ, მეც მინდა შენსავით ნორმალური ვიყო) ვერასდროს გასცემს. თუ გწამს, რომ ავადმყოფი ხარ, იურიდიული ფურცელი საწინააღმდეგოში ვერ დაგარწმუნებს.

სისტემის მიერ არანორმალურად მიჩნეული ყველა "განსხვავებული" მწყერი ვერ იქნება, რა თქმა უნდა.

რატომ?

სექსუალური, ემოციური და გონებრივი თავისუფლება ორიენტაციისა და იდენტობების საზღვრებზე არ გადის. არ შეიძლება სექსუალური ორიენტაციის თუ იდენტობის საფუძველზე განსაზღვრო, რას უნდა მოელოდე ადამიანისგან, რა არის მისი მისწრაფებები.

ადამიანებს სხვადასხვა (წარმოსახული) ინტერესები აქვთ. ერთ გეის შეიძლება ლამის ტრადიციული ოჯახის აწყობა სურდეს, სურდეს მოერგოს საზოგადოებისა და საკანონმდებლო სივრცის მიერ მოცემულ სტრუქტურებს, არაფერი ახალი და სხვებისთვის უცხო არ შექმნას და განორმალურდეს (ევფემიზმი: ინტეგრაცია); სურდეს რომ ჩაჯდეს იმ ოჯახის ინსტიტუტში, რომლის საფუძვლებშივეა გენდერული ჩაგვრა (მიზოგინია და ჰომოფობია) და რომლის საფუძვლებში ის ყოველთვის იქნება.

ამ დროს, მეორე ადამიანს, თუნდაც სთრეითს, შეიძლება საერთოდ არ იზიდავდეს ეს პატრიარქალური ძველი გადმონაშთი და საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრების მოთხოვნილება თუ აქვს, მას კარიკატურული ფორმალური სახე არ მისცეს, საკუთარი თავი, ისევე როგორც საყვარელი ადამიანი, უღელში ჩართულ ხარს არ მიამსგავსოს, რომელსაც სიყვარულის ნაცვლად სხვისთვის ხვნა და პატარა წიქარების ჩაბარებაღა ევალება.

ამიტომაც ვამბობ ხოლმე – ქვიარი არ არის ‘გაურკვევლობა’ და მოდა, ქვიარი სწორედ ის არის, როცა იცი, რა გავნებს და რა – გილამაზებს ცხოვრებას. ქვიარი ნიშნავს, შეინარჩუნო საკუთარი მეობა და ავტონომია და გააცნობიერო, რომ ამისთვის თუნდაც პასიური ბრძოლაა საჭირო (სასაცილო მიმიკრიაზე უარის თქმა), მიუხედავად იმისა, საკუთარი სქესი გიზიდავს თუ საპირისპირო… თუ ორივე… თუ საერთოდ არცერთი (რა შუაშია!).

ეკლესიის, სკოლის, ინტელიგენციის, მასკულტურის თუ მშობლების მიერ ნაკარნახევი და სახელმწიფოს მიერ გაფორმებული ყალბი მონოგამიისადმი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ადამიანურად სრულიად გასაგებია, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი თუ ტრანსგენდერი “ქორწინებისკენ” მიისწრაფოდეს. გასაგები და ახსნადია – ყველას აქვს უფლება, ბრმა იყოს იმ სტრუქტურებისადმი, რომელიც მას მთელი ცხოვრება აუბედურებს და ვერასდროს მიიღებს, მაქსიმუმ – შეიწყალოს, მოითმინოს, აიტანოს…

ისიც მესმის, რომ რიგ ქვეყნებში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებით თითქოს ამ ინსტიტუტის შინაარსის სუბვერსია ხდება. ესეც სრული ილუზია და გადმოგდებული ანკესია, თუმცა სათავეს რომ დავუბრუნდეთ:

როდესაც არის აკვიატება…

…სისტემა დაარწმუნო, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და კაცს შორის შემდგარი ცუდი კავშირი არ არის, მჩაგვრელი ინსტიტუტები და რეპროდუქცია თურმე არაფერ შუაშია, სიტყვა გათხოვება, დედა, მამა და ბარე მამამთილიც არ არსებობს და იქნება და კლუბში მიგიღონ.

…და ამ მარაზმის მაგივრად არ გიჩნდება კანონზომიერი სურვილი:

- შექმნა ახალი სტანდარტი რომანტიკული თანაცხოვრებისა, რომელსაც ძველი სახელი ბუნებრივად ვერ დაერქმევა.

- უფლებრივად გაათანაბრო ეს ახალი სტანდარტი და თავადაც ამით გათანაბრდე სხვასთან ისე, რომ ჰეტერონორმატიულ რელიკვიებს ‘ქორწინებას’ და ‘ოჯახს’ არ წაეპოტინო…

მაშინ მაპატიე, მაგრამ ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად – ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვს. პრობლემა გაქვს, რადგან გინდა გაღიაროს იმ სისტემამ, რომელიც არა მხოლოდ უფლებრივად, არამედ მორალურადაც უპირატესი მიგაჩნია, საკუთარი თავი კი – უარესი. უპირატესი და უფრო გონიერი რომ მიგაჩნდეს თავი, ეკლესიისა და ჰეტეროსექსისტური ნორმების სტანდარტი ვერ მიგიზიდავდა, ემოციურად შეუძლებელია.

როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანებს სრული უფლება აქვთ, იბრძოლონ ამ მარაზმისთვის ან მოიწონონ ის – ეს მათი არჩევანია, თუმცა ერთსქესიან ქორწინებას იმდენივე აქვს საერთო სექსუალურ და გენდერულ გათავისუფლებასთან, რამდენიც სამარხვო კატლეტს – ხორცთან. მეორე გვაქვს ქვეყანაში და პირველით თუ არ გავაფორმებთ ქართული ლგბტ მოძრაობა თავს, მხოლოდ მომგებიანი იქნება.

ეს ის შეცდომაა, რასაც ვიწროდ ჩაკეტილი, ‘იდენტობაზე’ დაფუძნებული ინტერესთა ჯგუფების ჩალიჩი იწვევს, რომლისთვისაც თანმდევია გეების ლესბოსელებისგან გაუცხოება, ამ ორივესი – სთრეითებისგან, ხოლო ყველა ამათის – მემარცხენე განმათავისუფლებელი ტრადიციისგან. თვითმფრინავის ნაწილი თავისით მარტო ვერ ფრინავს.

livepress.ge


READ MORE - რატომ ვარ გეი ქორწინების წინააღმდეგი

დაჩი კვიკვინიას სტატიები:

საპატრულო პორნო ამბავი

ავტორი დაჩი კვიკვინია14:27 00.10.2011გუშინ, ღამის 11 საათისთვის რედაქციიდან შინ ვბრუნდებოდი. სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნიის შენობას რომ მივუახლოვდი ჩემი ყურადღება შენობის წინ გაჩერებულმა საპატრულო სამსახურის ეკიპაჟმა მიიპყრო...ჩვეულებრივ, სამართალდამცავები...




ფრთხილად, თქვენი facebook-ის "გატეხვა" ადვილია!

ავტორი დაჩი კვიკვინია 20:20 14.08.2011 საქართველოში, სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად, მომრავლდნენ და გააქტიურდნენ ჰაკერთა სხვადასხვა ჯგუფები. ამჯერად სხვისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებული ჰაკერების მიერ ინტერნეტში ხორციელდება...




მოქალაქე ელენე ფოჩხუას კიდევ ერთი კრახი – ამჯერად ზუგდიდის თეატრში

22:59 11.08.2011 რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოქალაქე ელენე ფოჩხუას კონცერტი დასრულდა. რიგითმა მაყურებლებმა, რომლებმაც საღამოზე დასასწრებად 5 ლარი გადაიხადეს, უკმაყოფილება ჟურნალ "ღია ბოქლომთან"...




გამარჯობა, მე ვარ ბოზი – ქართული ბლოგების მიმოხილვა

ავტორი დაჩი კვიკვინია18:00 07.08.2011ჩემს მიერ გასულ თვეში მოზადებულ სტატიას სახელწოდებით "ხუთჯერ მომსტ***ეს და რაღაც ეგეთები" ბლოგერების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მკითხველებმა კონსერვატორად შემრაცხეს და მსუბუქად რომ ვთქვათ სტატია დაიწუნეს იმ კრიტიკის...




facebook-ი 15 მარტიდან იხურება?

“მე ფულზე არ ვზრუნავ. უბრალოდ, ძველი ცხოვრების დაბრუნება მინდა“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა, ერთ–ერთი ყველაზე დიდი სოციალური ქსელის შემქმნელმა, რომელმაც ამ პროექტით მილიონები იშოვა.გაზიარება [დაჩი კვიკვინია. 16:26 01-02-2011]2011 წლის 15 მარტიდან...




„მაფიოზი მერაბ სეფაშვილი“ და სანაგვეში მოსროლილი ჯვარი

14:26 21.06.2011ზუგდიდის ცენტრში, მას შემდეგ რაც ლენინის ძეგლი ადგილობრივებმა ისტორიულ სამარეში გაისტუმრეს, იქ ეკლესიის მსახურთა ძალისხმევით დიდი თეთრი ჯვარი განთავსდა.ფოტოს გადიდებამრავალი წელია ქალაქში შემომსვლელ სტუმრებს ქრისტიანული სიმბოლო ეგებებოდათ,...




15 წლის სტიქაროსანმა ეკლესიასთან თავი მოიკლა

ავტორი დაჩი კვიკვინია13:08 29.06.2011ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში 15 წლის სტიქაროსანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცხედარი ტაძართან ახლოს, დედათა მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდიდან მეორე დღეს მონაზონმა, ნანამ მიტოვებულ თავლაში, შემთხვევით...




"ხუთჯერ მომსტ***ეს და რაღაც ეგეთები" – ქართული ბლოგების მიმოხილვა

ავტორი დაჩი კვიკვინია15:26 02.07.2011ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი...
READ MORE - დაჩი კვიკვინიას სტატიები:

"პატრიარქმა სინოდის სხდომაზე ტირილი დაიწყო... ორად ორი სიტყვის გარდა, ვერაფერს ამბობდა: "სირცხვილია" "უხერხულია!"

02:10 26.07.2011
ორშაბათის ნომერში, მამა ელისბარის სენსაციურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი", სადაც საეკლესიო პირი გახმაურებულ სინოდის სხდომაზე საზოგადოებას დაწვრილებით ინფორმაციას აწვდის . უკომენტაროდ გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს სტატიიდან:

"პატრიარქმა სინოდის სხდომაზე ტირილი დაიწყო და ეს ბრძენი მოხუცი იმდენად დათრგუნული იყო, რომ ორად ორი სიტყვის გარდა, ვერაფერს ამბობდა: "სირცხვილია" "უხერხულია!"

"რუის ურბნისის მსგავსი საეკლესიო კრებაა სასწრაფოდ მოსაწვევი, ოღონდ ეს კრება ხელისუფლებამ და სინოდმა არ უნდა მოიწვიოს!"

"პატრიარქის ცრემლებზე ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა მის პირად მდივანს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს, რომელმაც სინოდის იმ 20 მოღალატე წევრს მიმართა, უწმინდესის ცრემლებს არ შეგარჩენთო!"

ინტერვიუს სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ გაზეთ "ასავალ დასავალის" 25–31 ივლისის ნომერში, რომლის შეძენაც შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ყველა საგაზეთო ჯიხურში.

„ის, ვინც ეკლესიაში განხეთქილების შეტანას ლამობს, მოწამებრივი სისხლითაც ვერ განიწმინდება!“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2011 წლის 24 ივლისს წმიდა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.

თავის ქადაგებაში ილია მეორე წმიდა სინოდის ახლახან ჩატარებულ სხდომას შეეხო. „რამდენიმე დღის წინათ წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა. ჩვენ განვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობანი. სხდომაზე ერთი ექსპერტის თვალსაზრისი უნდა გაჟღერებულიყო, თუმცა უმაღლესი სასულიერო პირების აზრი მის მოსმენასთან დაკავშირებით გაიყო. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მოგვიანებით იმ ადამიანებს, ვინც უმეტესობას არ ეთანხმებოდა, მოღალატეები უწოდეს. ეს სრულებით დაუშვებელია. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რაც, ღვთის ნებით, უკვე 33 წელია, გახლავართ, მსურს განვაცხადო: მე არ შემხვედრია მოღალატე სასულიერო პირი, მოღალატე ეპისკოპოსი! ამიტომ მოგიწოდებთ, ფრთხილად იყოთ და არ იტვირთოთ ასეთი ცოდვა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და წმიდა სინოდი იყო და დარჩება ერთ მთლიანობად, ერთ ძალად და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამსახურს სწორედ ასეთი სულისკვეთებით!“ – განაცხადა პატრიარქმა.


READ MORE - "პატრიარქმა სინოდის სხდომაზე ტირილი დაიწყო... ორად ორი სიტყვის გარდა, ვერაფერს ამბობდა: "სირცხვილია" "უხერხულია!"

ზვიად სიჭინავა: „ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, წავიდოდი სახლში, ავიღებდი იარაღს და...“

ავტორი მაგდა კლდიაშვილი
00:00 26.07.2011
ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს ჯერ კიდევ ფინანსურად უჭირს. დარჩება თუ არა „სიონი“ ლიგის მიღმა და აპირებს თუ არა პროფესიული ფეხბურთის ლიგაში წასვლას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საქინფორმი სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ესაუბრა.

ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდ კვირა რჩება. იყო დაპირება, რომ უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდი ახალ სტადიონზე დაიწყებდა თამაშს, მაგრამ პირობა ჯერ არ შესრულებულა. რა ეტაპზეა სამუშაოები?
– შეფერხება არ არის. „ლოკომოტივი“, როგორც დაგეგმილი იყო, ორ აგვისტოს უნდა ჩაგვაბარონ. ფოთში სამუშაოები დაწყებულია. გორი და ქობულეთი ჯერჯერობით შეჩერებულია. ტენდერები ჩავშალეთ, რადგან შემოთავაზებები არ იყო დამაკმაყოფილებელი იმისათვის, მოგვეწყო იმ დონის სტადიონები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება და როგორსაც ფიფა და უეფა ითხოვს. არ გვჭირდება ისეთი ბალახი, რომელიც წელიწად-ნახევარში გაფუჭდება. იყო შემოთავაზება, რომ 400 ათას ევროდ, ხუთ და ექვს სტადიონს გაგვიკეთებდნენ. ლაპარაკია დრენაჟისა და სარწყავი სისტემის სრულად შეცვლაზე. უეფას და ფიფას მოთხოვნებს მხოლოდ ჰოლანდიის, ინგლისის, საბერძნეთისა და საფრანგეთის სტადიონების ბალახის საფარი აკმაყოფილებენ. ჩვენ უკრაინულს გვთავაზობდნენ, ქვეყანა, რომელსაც თავად ყიდულობს ბალახს ჰოლანდიასა და ინგლისში. მეორეხარისხოვან ქვეყნად გვთვლიან, სადაც შეიძლება ყანაში თამაში. ამიტომ ჩავშალეთ ეს ტენდერი.

ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, ჩემპიონატის დაწყებამდე მოესწრება სტადიონების გაკეთება?
– ტენდერი გამოცხადდება 20 დღის განმავლობაში. მაშინაც იყო მოლაპარაკება, რომ სექტემბრის ბოლოს გაკეთდებოდა, მაქსიმუმ, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

ჩვენს ბოლო ინტერვიუში თებერვალში მითხარით, რომ ლანჩხუთის „გურია“ ესპანელებს უნდა აეღოთ...
– ირლანდიელებს...

ესპანელები თქვით მაშინ...
– შემეშალა, ირლანდიელები...

თუ ჩამოვიდნენ ირლანდიელები და რამდენად პერსპექტიულია პროექტი?
– მოლაპარაკება არ ჩაშლილა. ჩმოვიდნენ კიდეც. წერილები გამგებელს აქვს. ეს სიტუაცია ისე გართულდა, რომ ისინი ითხოვენ სადაზღვევო დახმარებებს. როგორც გუნდის მფლობელს, ისე სურთ მოსვლა. არის კომპანია, რომელსაც უნდა „ლანჩხუთის“ ყიდვა, სტადიონის, სკოლა-ინტერნატისა და გრიგოლეთის ბაზის საკუთრებაში გადაცემა,

ბევრი ფიქრობს, რომ როცა უმაღლესი ლიგის გუნდებს არ აქვთ სტადიონები, პირველი ლიგის გუნდზე არ უნდა გაკეთდეს აქცენტი, ქობულეთი მაქვს მხედველობაში... ინტენსიურად საუბრობენ ზუგდიდის სტადიონზე... რატომ – ქობულეთი?
– აჭარა ერთადერთი რეგიონია, სადაც სტადიონი არ არსებობს. ქობულეთიც ამიტომ ავირჩიეთ – ერთი მოედანი მაინც უნდა იყოს სადმე წესიერი. ფოთში კეთდება სტადიონი, სამეგრელოში – დასრულდა, იმერეთში ზესტაფონი და ქუთაისია. „ტორპედოს“ ყველაფერი ახალი ექნება. გორში ვაკეთებთ – გუნდი უკვე უმაღლეს ლიგაშია; რუსთავში არის, „დინამო“ თამაშობს პაიჭაძის მოედანზე, „ვიტ ჯორჯია“ წესრიგშია. ერთადერთ პრობლემად ზუგდიდი რჩება. ვიცი, რომ გეგმაშია კომბინატის ტერიტორიაზე ახალი სტადიონის აშენება, რომელიც 5 ათასამდე მაყურებელს დაიტევს.

კონკრეტული ვადები თუ არის გაწერილი, თუ მხოლოდ იდეის დონეზეა ამ სტადიონის მშენებლობა?
– ვფიქრობ, – წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს მშენებლობა.

ვინ დაფარავს მშენებლობის ხარჯებს?
– ჯერ არ ვიცი.

რადგან აჭარა ახსენეთ, ბათუმის სტადიონზეც გკითხავთ. ხშირად ვეკონტაქტებოდით „დინამოს“ პრესსამსახურს და გვეუბნებოდნენ, რომ მშენებლობა დღე-დღეზე დაიწყებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არც პროექტი იყო და არც მაკეტი. ეს საკითხი დღემდე ჰაერშია... ეშველება რამე სტადიონს?
– როგორც ვიცი, ბათუმის აღება სამ ძლიერ კომპანიას უნდა და სტადიონის გაკეთებაც მას დაევალება. ჯერჯერობით მათ ვინაობას ვერ დავასახელებ. ეს ნორმალურია, რადგან ბიზნესია და პირობებზე მიდის ლაპარაკი.

– ნახევარ წელიწადზე მეტია, თქვენგან გვესმის, რომ „მადნეული“, რომელიც თქვენი სპონსორი იყო, „სიონს“ დაუთმეთ. რეალურად აღმოჩნდა, რომ კონტრაქტი არც იყო გაფორმებული კლუბსა და „მადნეულს“ შორის და „სიონის“ მომავალიც გაურკვეველია.
– ტყუილია, მე შემიძლია, დაგიდოთ ეს კონტრაქტი, სადაც ხელია მოწერილი. გეტყვით, რაზეც წუწუნებდნენ და ყველა გუნდი ამასაა მიჩვეული. ქართველი ფეხბურთელები მიეჩვივნენ არაოფიციალური თანხების მიღებას. „მადნეული“ უხდიდა ხელფასს, მოგზაურობასა და ყოველგვარ ხარჯს სწევდა. შიდა სამზარეულოში ჩვენ არავინ შეგვახედებს. ვესაუბრე ხელმძღვანელობას და დამიდასტურეს, რომ ბოლნისში არიან და რამდენიმე დღეში გამაგებინებენ, თუ რა თანხაზე აცხადებენ მზადყოფნას.

ვიცით, რომ გუნდი ჯერ არ შეკრებილა და ვარჯიში არ დაუწყია. საუბრობდნენ, რომ რომელიმე პირველლიგელი ჩაანაცვლებდა მას. ეს გამოირიცხა?
– რა ინფორმაციაც მაქვს, ასეა და ვინ უნდა შეცვალოს? კლუბს ფეხბურთელების მიმაღ დავალიანება არ აქვს – „მადნეული“ უნაზღაურებდა, ორ კაპიკს გვიხდიდა ჩვენ და გადავიწყვიტეთ, „სიონისთვის“ დაგვეთმო. „მადნეულია“ ერთ-ერთია მათგან, ვისაც „დინამო ბათუმის“ ყიდვა უნდა.

გამოდის, „ბოლნისი“ მაინც უპატრონოდ რჩება...
– ამაზე არ მიფიქრია. „მადნეულმა“ დამარწმუნა, რომ წელს იქნებიან „სიონში“. ხვალ როგორ შეიცვლება , არ ვიცი.

ბევრი გუნდი ჯერ კიდევ ფინანსურ კრიზისშია და ასევე ჩაამთავრეს გასული ჩემპიონატი... „ბაია“, „კოლხეთი“, „სიონი“... ამ გუნდებმა ძლივს დაასრულეს ჩემპიონატი... მიუხედავად ამისა, რატომ გადაწყდა გუნდების რაოდენობის გაზრდა, როდესაც ისინი კვლავ წუწუნებენ ფინანსებზე. „ბაია“ რამდენიმე დღე არც ვარჯიშობდა...
– ასეთი ინფორმაცია არ მქონია. ფოთში პრობლემა არ არის.

რატომ გაიზარდა გუნდების რაოდენობა 12-მდე?
– გეოგრაფია გაიზარდა. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში დღეს ისაა, რომ 18 წლის მოზარდებს არ აქვთ სამუშაო. 12 წლიდან თამაშობენ ფეხბურთს და უმუშევრები არიან, რადგან არ არის კლუბები. თბილისის „დინამომ“ აქცენტი გააკეთა ესპანელებზე, იტალიელებზე, ინგლისელებზე, როდისღა აღიზარდონ ჩვენი ფეხბურთელები? ჩვენი ჩემპიონატი უნდა იყოს 18-გუნდიანი. მარტო დღეს დამატებით ორ გუნდში უკვე 60 ფეხბურთელია, 60 – დუბლების, ეს უკვე 120 გამოვიდა და ოთხი ასაკობრივი გუნდი – 25-25 ფეხბურთელი – ორასი გახდა. ანუ გამოდის, რომ 320 ფეხბურთელს მიეცა შანსი დღეს, გაიზარდოს ქართულ ფეხბურთში. ეს არის მიზანი, უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელი დასაქმდეს და არ წავიდეს უცხოეთში.

„სამტრედიის“ ფეხბურთელი დასაქმებულია? მთელი სეზონი ხელფასებსა და საკვებზე იყო ლაპარაკი. მოსახლეობა უგროვებდა პროდუქტს და მათთან მიჰქონდა...
– ნუ იწუწუნებს მერე, თუ არ უნდა წავიდეს და თოხი დაიჭიროს ხელში (საუბარში ლაშა დვალიშვილი ჩაერია, სფფ-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც ჩაწერას ესწრებოდა, – მ. კ.).

ცხინვალის „სპარტაკი“, მაგალითად, რამდენიმე წელია, სულ ბოლო ადგილებზე გადის, მაგრამ უმაღლესი ლიგა ჯერ არ დაუტოვებია. ხან რეგლამენტი შველის და ხან რომელიმე კლუბს ანაცვლებს...
– არაპოლიტიკურია, დედას გეფიცები...

პირადად საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, მაგრამ გავარდა „გაგრა“, იწვალა და ისევ დაბრუნდა უმაღლესში. ხომ შეიძლება ერთხელ ეს გუნდიც გავარდეს და ბევრი იმუშაოს დასაბრუნებლად?
– პრობლემა არ არის.

გათამაშების სტილი შეიცვალა და ახალი სეზონიდან მცირე სიახლეები იქნება ჩემპიონატში. რა დადებითი მხარე აქვს ამას?
– დღეს არის ორი წრე. მერვედან მეთორმეტე ადგილამდე მყოფ გუნდებს გავარდნის საფრთხე ემუქრება. დავაწესეთ თანხა – დარჩენილი რვა გუნდიდან შვიდი იღებს ფულს, მერვე კი დაჩაგრულია, დარჩენილი 4 გუნდი კი იმის დამტკიცებას ეცდება, რომ ღირსია უმაღლეს ლიგაში თამაშის. ამ პრინციპმა გვაჩვენა, რომ გორმა სამტრედია დაამარცხა, ცხინვალმა კი – საჩხერე.

გარიგებულ თამაშებზე რას იტყვით?
– კვლავ ვმუშაობთ, ვარკვევთ და ვაწვდით ინფორმაციას გამოძიებას. მქონდა საუბარი ერთ-ერთ ფეხბურთელთან, რომელიც გაუშვეს გუნდიდან („ბაიაზე“ მაქვს საუბარი). ფეხბურთელმა თქვა – თუ მე მაბრალებენ პენალტის აკიდებას, ე.ი. ქომეთიანი ყოფილა გარეული, რადგან მან შემომიყვანა შეცვლაზე ათი წუთით ადრე... ხომ ხვდებით, რა სიტუაციაა, თუ „იქ“ არ გაგვირკვევენ, უფროსები, ორგანოსი, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ.

თუმცა ორგანომ განაცხადა, რომ კეთილი ნება გამოვხატეთ და არავინ დავიჭირეთ და მეტი აღარ იქნებაო...
– ეგეც „მაგარი რაღაც“ გააკეთეს. ჩვენ მათ მიერ მოწოდებული ფირების მიხედვით ვიმსჯელეთ. ისე, აღმასკომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასწორი იყო?

სწორი იყო, უბრალოდ, მხოლოდ ხუთ კაცზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი; ყველა უნდა დაისაჯოს, თუ ვინმეს ოდესმე რამე გაუკეთებია...
– გასაგებია... ვთქვათ, 180 კაცია ამ საქმეში გარეული. მაშინ რა ვქნათ?

180-ვე დასაჯეთ.
– ანუ ჩავშალოთ ჩემპიონატი საერთოდ?

არ უნდა ჩავშალოთ;
– სულ 200 ფეხბურთელი გყავს;

რა მნიშვნელობა აქვს, თუკი 180 კაცია გარეული ამ საქმეში და მხოლოდ 5 დაისჯება, პრობლემა მოგვარდება ამით?
– გეუბნებით, ამას ისე არ დავტოვებთ და კიდევ ბევრი წამოეგება. ყველაზე მეტად დაისაჯნენ „ბაიას“ ფეხბურთელები, „ვიტ ჯორჯია“... ისე გამოვიდა, რომ დაისაჯა მხოლოდ ერთი კაცი. ე.ი. ხელმძღვანელები, მწვრთნელები და ფეხბუთელები საქმის კურსში არ იყვნენ და ერთი ბეჭვაია იყო „გლავარი“ და ის აკეთებდა „უგლავოებს“, „ჰაუტებს“?!. მესმის, რასაც ამბობთ, და იმის მომხრე, ვარ რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე. დღეს მჭირდება ფაქტები, უნდა მომაწოდოს ორგანომ...

ამ წერილებზე უნდა მეკითხა. უეფამ რამდენიმე მატჩის გამოძიება მოითხოვა. როცა ვეტერანი ფეხბურთელები და აღმასკომის წევრები „ქორთიარდში“ შეიკრიბნენ, რეზი არველაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ასეთი წერილები ფიფა-უეფადან პირველი ლიგის თამაშებზეც მოდიოდა. რატომ არ იხილა მაშინ იმ წერილებმა დღის სინათლე და რატომ – მხოლოდ ეს წერილი... რომელ გუნდებსა და თამაშებზე იყო საუბარი?
– დაიწყება გამოძიება. ასეთი წერილები კი მართლაც ყველა თამაშის შემდეგ მოდის. მათი უწყება აკვირდება ტოტალიზატორებს და იმ შემთხვევაში, თუ დიდი მოგება წამოვიდა რომელიმე თამაშზე, იგზავნება წერილი. საერთოდ, ახლა პროექტი მუშავდება, რომ ყველა ტოტალიზატორმა ფული გადაუხადოს ფეხბურთს.

რაში?
– როგორ – რაში, ჩვენს თამაშებს რომ დებენ – იმაში.

საქართველოს ჩემპიონატს ისედაც რამდენიმე ტოტალიზატორი თამაშობს. ხომ იტყვის – რაში მჭირდება ეს ჩემპიონატიო?
– სხვასაც ვერ ათამაშებენ, რადგან კეთდება ერთიანი სისტემა.

ფედერაციის ვალებსაც შევეხოთ. წინა ინტერვიუში მითხარით, რომ გამოძიება მიდიოდა და აუცილებლად დადგებოდა მაშინდელი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი. გარდა ნოდარ ახალკაცისა, დაისჯება ამ ვალების გამო ვინმე?
– ამ რამდენიმე დღის წინათ ფედერაციას მწვრთნელ პიტერ სეგრტის ვალი დაედო (სასამართლო მოგვიგო, 150 ათასი ევრო დაგვედო ვალად). საერთოდ არ ვიცოდი, ეს კაცი ვინ იყო, როდის იყო. საბუთებსა და ვალებს ბოლო არ უჩანს. თუმცა ნელ-ნელა წინ მივიწევთ, ღმერთის წყალობით. „პრივატბანკს“ რომ არ ემაიმუნა (ხუთასი ათასი ევრო რომ გადაგვახდევინეს), ამ წლის დეკემბერში ყველაფერს დავამთავრებდით.

სეგრტის ფული როდის უნდა გადაიხადოთ?
– ახლა ფიფას კომიტეტს უნდა გადავუხადო 11 ათასზე მეტი ევრო, რომ ჩაატარა, 150 ათასი კიდევ...

და ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?
– ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, წავიდოდი სახლში, ავიღებდი იარაღს და... აღარ უნდა ამას მეტი გაგრძელება. ხანდახან ყელში ამომდის სულ ვალი, ვალი...

ვის მიადგებოდით იმ იარაღით...
– ყველას... გარეულია მთელი ფედერაცია, დამლაგებლიდან დაწყებული.
იარაღზე ნუ ააწყობთ ახლა მთელ ინტერვიუს (ჩაერია ლაშა დვალიშვილი. – მ.კ).

ყოველთვის გეკითხებოდით – გარდა ნოდარ ახალკაცისა, ვინ იყვნენ ამ ამბავში ჩარეული, ოდესმე გვეტყვიან მათ სახელებსა და გვარებს?
– ვერასდროს იტყვი, ვინ დაღუპა ქართული ფეხბურთი, ყველას მიუძღვის ბრალი – მასაჟისტსაც და მწვრთნელსაც, რადგან არავინ არაფერს ითვლიდა. ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარადაა, მენეჯმენტი შეიცვალა...

„პრივატბანკის“ ვალს რაც შეეხება – გინდოდათ, აღმასრულებლის თანხა უკანვე დაგებრუნებინათ?
– თვის ბოლოსაა სასამართლო დანიშნული. ამას არ შევარჩენ. წინა სასამართლოზე მოსამართლემ საბუთები მოითხოვა, „ტაობანკმა“ წარდგენის ვადა გაწელა. ახლა ისევ შემოგვივარდა ქართულ ფეხბურთში. სპონსორია კია, მაგრამ მე ჩემს ფულს, ანუ ფედერაციის ფულს, არ შევარჩენ. იმას არ ვამბობ, რომ არ ეკუთვნოდა; რაც ეკუთვნოდა, აიღო და ზედმეტი რაც დამადო, იმას არ ვაღიარებ და უკანვე მოვითხოვ.

ამ საკითხთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, რომ ამ სესხის საგარანტიო ფურცელი დაკარგული იყო და არ იცოდით, ვინ იყო სესხის თავდები, თუმცა არაპირდაპირ მაინც მიანიშნებდით, რომ ეს იყო საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტი ილია კოკაია, რომელიც „ტაობანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა (თქვენ იმ პერიოდში რაღაც უთანხმოება გქონდათ მასთან)...
– მე ყველა გუნდის ხელმძღვანელთან მაქვს უთანხმოება, რადგან ყველა მათგანი ფედერაციას უყურებს არა როგორც ფეხბურთის მთავარ ორგანოს, არამედ – მე შენ გიხდი მონაწილეობისას და ანგარიში გამიწიე. რაც შეეხება წერილს, სასამართლო სწორედ იმიტომ გაიწელა, რომ ამ წერილზე გავაკეთეთ მოთხოვნა. იმედია, ამჯერად მოიტანენ და გვაჩვენებენ, ვინ იყო ამ სესხის გარანტორი.

პროფესიული ფეხბურთის ლიგა დაიშალა, რადგან ინვესტიციის მოზიდვია ვერ შეძლო და ჩემპიონატს ისევ სფფ ატარებს...
– არ დაშლილა.

ანუ ველოდოთ, ფენიქსივით როდის აღდგება?
– მე რომ წავალ ფედერაციიდან, რა იცით, იქნებ პფლ-ში წავიდე, სამსახურიც მექნება.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“
READ MORE - ზვიად სიჭინავა: „ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, წავიდოდი სახლში, ავიღებდი იარაღს და...“

www.naec.ge-ზე ეროვნული გამოცდების შედეგები განთავსდა

19:02 25.07.2011
გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - naec.ge ზოგადი უნარების, ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამოცდების შედეგები და აბიტურიენტთა ნაშრომების ასლები განთავსდა.

სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.

აბიტურიენტებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ, ამისათვის მათ სპეციალურ ნომერზე 9-ციფრიანი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ.




READ MORE - www.naec.ge-ზე ეროვნული გამოცდების შედეგები განთავსდა

"აფხაზეთი მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთან" - ალექსანდრე ანქვაბი

ავტორი თეა ინასარიძე
18:26 25.07.2011
„აფხაზეთი მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთან, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“ – განაცხადა ტელეკომპანია РБК-ТВ-ის ეთერში, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა. „ჩვენ, არ ვაპირებთ მუდმივი მტრობა გვქონდეს ვინმესთან. სწორედ ამის გამო, არ გამოვდივართ ჟენევის დისკუსიების ფორმატიდანაც”- განაცხადა მან.

ამასთან, ანქვაბმა ხაზი გაუსვა, რომ დღეისათვის არსებობს ყველა პირობა, რათა აფხაზეთი ითვლებოდეს სრულფასოვან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების აზრი, ასეთ საკითხებზე დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. ის ასევე მოუწოდებს, არ შეადარონ აფხაზეთი სხვა სახელმწიფოებს, რომლებმაც ახლახანს მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება, კერძოდ, კოსოვოსა და სამხრეთ სუდანს, რადგან ანქვაბის თქმით, გასათვალისწინებელია ყოველი ქვეყნის თვითმყოფადობა და ისტორიული განვითარების გზა.

90-იანი წლების სამხედრო კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებისას, ანქვაბი აცხადებს, რომ „მოხდა ის, რისკენაც აფხაზი ხალხი იწრაფოდა. ჩვენ ვუფრთხილდებით ამ მიღწევას და ვაპირებთ შევასრულოთ ყველა აღებული ვალდებულება”. ანქვაბმა, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმასაც, რომ რუსეთმა გადადგა აბსოლუტურად გააზრებული და ვაჟკაცური ნაბიჯი, როცა ახალგაზრდა სახელმწიფოს გვერდით დადგა.

მისი თქმით, დღეს აფხაზეთისათვის აქტუალურია არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური საკითხები. ანქვაბმა საჭიროდ ჩათვალა ისიც განემარტა, რომ 26 აგვისტოს დაგეგმილი არჩევნები რუსეთისათვის პრობლემად არ უნდა იქცეს.. „ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, ეს თითოეული ადამიანის არჩევანია. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერს ავნებს. ეს არ არის ის მიზეზი, რის გამოც შეიძლება მეგობრებთან ურთიერთობა გაიფუჭო” – განაცხადა მან.

ანქვაბმა, ასევე ისაუბრა აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული რუსი ტურისტების მდგომარეობაზე. კერძოდ, იმ ვითარებაზე, რაც რუსი ტურისტების უკმაყოფილების მიზეზი, ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა. მან აღნიშნა, რომ აფხაზი სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ სტუმრების უსაფრთხოებისთვის, მთავრობა კი ცდილობს, მათ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას. „ჩვენ გვინდა ავამუშაოთ სოხუმის აეროპორტი, მაგრამ არსებობს რაღაც საერთაშორისო ნორმები. ამიტომ, ახლა ვფიქრობთ, გვაქვს რამდენიმე საინტერესო ვარიანტი” – განაცხადა ანქვაბმა.

presa.ge

READ MORE - "აფხაზეთი მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთან" - ალექსანდრე ანქვაბი

რუსთაველზე, ავტოავარიის შედეგად, 20 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

16:26 24.07.2011
23 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე ავტოავარია მოხდა რუსთაველის გამზირზე. მეტრო „რუსთაველიდან“, თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, ქაშუეთის ეკლესიასთან ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. საგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის ირაკლი გონგლაძე ადგილზე გარდაიცვალა.

„ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილის მძღოლი, რომელმაც ავტოავარია მოახდინა, 1991 წელს დაბადებული დავით შამათავაა. აღსანიშნავია, რომ შამათავა ავტოავარიის მომენტში, ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, თუმცა იგი, წინასწარი ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დასაშვებზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა. წინასწარი მონაცემებით, სწორედ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა, 1991 წელს დაბადებული ირაკლი გონგლაძის გარდაცვალების მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე დასაშვებია 60კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა, შამათავა კი, ავტოავარიის მომენტში, 80/კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში, დავით შამათავას რამდენიმე ახალგაზრდა ახლდა.

დავით შამათავა, ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მთავარი რედაქტორის, ბაია ცანავას ვაჟია. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია, სააგენტოს ვებ-გვერდზე, ამ მომენტამდე არ დევს.

presa.ge

READ MORE - რუსთაველზე, ავტოავარიის შედეგად, 20 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

„არ შეიძლება, ვიღაც ვერონიკა ქობალიამ სატელევიზიო ანძის ბედი გადაწყვიტოს“ - ნინო ჯანგირაშვილი

ავტორი მანანა ნოზაძე
18:33 25.07.2011
ხელისუფლებამ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად საქართველოს ტელეანძა წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 1955 წელს აშენებული თბილისის ანძა სახელმწიფო საკუთრება და სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია, მას იოლად შეელიენ. ამასთან, ობიექტი გადარქმეული სახელით (ალფა-კომი) გაიტანეს აუქციონზე. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ეს გამიზნულად მოხდა, რათა საზოგადოება ვერაფერს მიმხვდარიყო და ზაფხულის პერიოდში გადაებარებინათ თბილისის ანძა სხვა მესაკუთრისთვის.

უკვე საუბრობენ, რომ გასხვისებულ ანძას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მედიის შესავიწროებლად გამოიყენებს. კონკრეტულად, სარელეო გადასახადებზე ძალიან მაღალ ტარიფებს დააწესებს, რასაც თავისუფლად გადაიხდიან სახელისუფლო ტელეკომპანიები, დამოუკიდებელი ტელევიზიები კი მაუწყებლობას შეწყვეტენ. საუბარია, ამ ობიექტში ჩართულ 35 სატელევიზიო და 34 რადიოარხზე.

მართალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საიტზე მითითებულა, თითქოს ტელეანძა 4 წლის მართვის უფლებით გაიცემა, მაგრამ საეჭვოა, მისი სრული გასხვისება არ ჰქონდეთ ჩაფიქრებული. მით უფრო, რომ მთელი ეს ქონება მიზერულ 10 მილიონ ლარადაა შეფასებული, რომ არაფერი ვთქვათ, მთაწმინდაზე არსებულ 358 000 კვადრატული მეტრ ფართზე, სადაც თბილისის ტელეანძა არის აღმართული. შესაბამისად, ეს ტერიტორიაც იმავე 10 მილიონ ლარად ახალი მმართველის ხელში გადავა.

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ აუქციონი ფორმალობაა. ამის ვარაუდს მას ისიც უმძაფრებს, რომ ეს თემა დახურულია და ეკონომიკის სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. მისი აზრით, ხელისუფლებას უკვე შერჩეული ჰყავს კომპანია, რომელიც მათივე „ძმაკაცებისგან“ შედგება და ფორმალური აუქციონის შემდეგ, ჯერჯერობით, ოთხი წლით, შემდეგ კი ტელეანძას, ალბათ, საბოლოოდ ჩაიგდებენ ხელში.

ნინო ჯანგირაშვილს ისიც აეჭვებს, რომ აუქციონის გამოცხადებიდან მის ჩატარებამდე სულ რაღაც 12 დღიანი ვადაა. მისი თქმით, ასე სწრაფად ვერცერთი კომპანია ვერ აიღებს 12 მილიონიანი თანხის დაბანდების ვალდებულებას, თუ სერიოზულად არ შეისწავლის იმ ბიზნესს, რაშიც 12 მილიონი უნდა ჩადოს. მით უფრო, რომ მარტო ანძის ქონების, აუდიტის დასკვნების შესწავლას ძალიან დიდი დრო სჭირდება.

„რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკური ინტერესია. თან საუბარი არაა მარტო თბილისის ანძაზე, არამედ აქ თავს იყრის მთელი საქართველოს მასშტაბით ასეულობით ანძა და სარელეო ხაზები. ვფიქრობ, ხელისუფლებას რაღაც ისეთი აქვს ჩაფიქრებული, რისი გაკეთებაც სახელმწიფო შპს-ს სახელით არ სურს, ამიტომ, მერე ხელისუფლება გვეტყვის, რომ ეს არის კერძო კომპანია და მე თავი გამანებეთო. თუ კერძო კომპანია ტელევიზიებისთვის გადასახადს გააძვირებს, ისევ ჩვენი ზურგიდან ამოიღებენ ამ ფულს, როგორც მოხდა „მარშრუტკების“ შემთხვევაში. ბუნებრივია, გადასახადს გააძვირებენ, რადგან 12 მილიონი აქვთ ჩასადები. არავინ მოიტანს ამ 12 მილიონს თავისი სახლიდან“, – აღნიშნავს ნინო ჯანგირაშვილი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში.

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი აცხადებს, რომ ორშაბათიდან ქართული მაუწყებლები უცხოურ ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, საელჩოებს მიაწვდიან ხმას, რადგან ასე ჩუმად, ყოველგვარი საჯაროობის გარეშე ამხელა სტრატეგიული ობიექტის გაყიდვა არ შეიძლება. მით უფრო, როცა აქ უშიშროების, შსს-ის, მობილური კომპანიების გადამცემებია დაყენებული. თუკი ვინმე რაიმე სიხშირეს იყენებს საქართველოში, ყველა მათგანი ტელეცენტრის მომსახურებით სარგებლობს.

„ტელევიზიების გაჩერების მცდელობას ამას ვერ დავარქმევ, რადგან ისეთი სკანდალი ატყდება, თვითონ დაინახავენ. ასე არ არის, ვიღაც ვერონიკა ქობალიამ გადაწყვიტოს და მიშამ. ამას დიდი საერთაშორისო რეზონანსი ექნება. საქტელერადიოცენტრს, რომელიც გადააკეთეს „ალფაკომად“, მაუწყებლობის შესახებ კანონით ევალება, რომ მაუწყებელს მოემსახუროს არადისკრიმინაციული ტარიფით. მაინტერესებს, როდესაც მედიის მდგომარეობა უარესდება, არის თუ არა ეს მედიაზე დარტყმა? „მაესტროზე“ ასეთი პირდაპირი დარტმა შეიძლება არ არის, რადგან „მაესტრო“, საერთოდ, ანძით სარგებლობს თუ არა, ესეც კი არ ვიცი, მაგრამ გადამცემები მეტ-ნაკლებად ყველას სჭირდება ანძაზე, იმავე საპატრიარქოს ტელევიზიას, რადიოებს. რეაგირებაც ვერ მოვასწარით, სრულიად შემთხვევით გავიგე პარასკევს, რადგან სახელი შეუცვალეს და დაარქვეს „ალფაკომი“, აბსოლუტურად ქურდულად, ჩუმად ზაფხულში გამოიტანეს აუქციონზე“.

იმის გამო, რომ ტელეანძა ერადერთი ბუნებრივი მონოპოლისტია თბილისში, ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ მის ახალ მმართველებს შეუძლიათ, კატასტროფულ თანხამდე გაზარდონ მომსახურება. ამდენად, ტელევიზიები მათ კეთილ ნებაზე იქნებიან დამოკიდებულნი.

„ერთადერთი მოთხოვნა, რასაც მათ აუქციონის პირობებით ევალებათ, პროფილის შენარჩუნებაა, ანუ უნდა დარჩეს ანძა და, დავუშვათ, წყალქვეშა ნავად არ უნდა გადააკეთონ. უცხოური პრეცენდენტებით ვერ ვისაუბრებთ, რადგან ევროპაში რამდენიმე ანძა აქვს თითოეულ ქალაქს თუ ქვეყანას. ბევრ ტელევიზიას, საერთოდ, საკუთარი ანძა აქვს. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ აღმოსავლეთ ევროპის მაგალითით, სადაც კარგად კონტროლდება ანძის ტარიფები, რადგან ეს მედიის დამოუკიდებლობას ურტყამს. საქართველოში კი აბსოლუტურად უნიკალური ვითარებაა, რადგან ჯერ კიდევ ათეულობით წლის წინ თბილისში ანძისთვის საუკეთესო ადგილი შეარჩიეს, საიდანაც შეიძლება დაიფაროს თბილისის სატელევიზიო და რადიოსიგნალი. არ გამოვრიცხავ, შარანგიების ინტერესი იყოს აქაც. ყველაფერი ხომ შარანგიების არის და მიშას ძმაკაცების. ანუ მიშა არის ჩვენი ბატონი, რომ წავიდეს პრეზიდენტობიდან, ყველაფერი მისი და მისი ძმაკაცების ხელშია, მოკლედ, ბატონ-ყმობა დავაბრუნეთ“, – ასეთია ნინო ჯანგირაშვილის შეხედულება.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი წელიწადნახევრის წინანდელ პერიოდს იხსენებს, როცა მან საჯაროდ განაცხადა, რომ ხელისუფლება საკაბელოების მონოპოლიას აპირებდა და მათ მალე ჩაიგდებდა ხელში.

„მართლაც, საკაბელოებს დაერივნენ. რაც შეხება ანძას, თუკი იგი გააძვირეს, შესაბამისად, გაიზრდება ტარიფები და აუტანელი სიტუაცია იქნება. ამით პირველ რიგში, დაარტყამენ თავისუფალ მედიას, რადიოებსა და ტელეკომპანიებს. არა მარტო „ტელემაესტრო“, არამედ „რადიომაესტროც“ სარგელობს ამ ანძით და აუცილებლად პრობლემები შეგვექმნება. წლიდან წლამდე ისედაც ძლივს გაგვაქვს თავი. მიუხედავად იმისა, რომ „მაესტროში“ ადრინდელთან შედარებით უკეთესი სიტუაციაა, ვერ ვიტყვით, რომ ფუფუნებაში ვცხოვრობთ. ხშირად გვაქვს ხელფასების დაგვიანება, ხელმომჭირნედ ვცხოვრობთ. აქედან გამომდინარე, ანძის გადასახადის გაზრდაზე საუბარი ზედმეტია. ანძას კიდევ არაფერი უშავს, ხომ იცით, „სილქნეტისა“ და „კავკასუსის“ პასუხი? -კერძო კომპანია ვართ, არ გვინდა და არ ჩავრთავთ „მაესტროსო“. ანძის მესვეურებიც ამავეს იტყვიან, კერძო კომპანია ვართ და არ ჩაგრთავთო“, – აცხადებს მამუკა ღლონტი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში.

მისი აზრით, სახელმწიფო ვერ გაიმართლებს თავს, თითქოს ანძის გასხვისებით რაიმე ეკონომიკურ სარგებელს ნახავს, რადგან არის ისეთი რამ, რისი გაყიდვაც არ შეიძლება.

„სტრატეგიული მნიშვნელობისაა ანძა. ანძას რამე რომ მოუვიდეს ან „ცუდი ადამიანის“ ხელში აღმოჩნდეს, ინფორმაციის გარეშე დარჩება მთელი საქართველო. სიტყვაზე, ვთქვათ, ვულკანმა ამოხეთქა, ცუნამი მოდის, მიწისძვრაა მოსალოდნელი, ვერაფერს გავიგებთ, რადგან ვის ხელში აღმოჩნდება, ღმერთმა იცის“.

მამუკა ღლონტი არ გამორიცხავს, ანძა რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, რადგან ხელისუფლების ლოგიკით, თუ ვინმე რუსთან თანამშრომლობს, თურმე აგენტი ყოფილა, ხოლო თვითონ რუსეთს რომ მიჰყიდეს ყველაფერი, ეს უკვე ბიზნესია.

„ტელეანძა სააკაშვილის ხელში გადავა, არავითარი შარანგიები. ყველაფერი არის სააკაშვილის, რადგან მის გარემოცვას, ბიზნესი იქნება თუ სხვა სფერო, შეხედეთ, რამხელა ვალები აქვთ, როგორ ეშინიათ სააკაშვილის. უბრალოდ, ამ ობიექტებით დროებით სარგებლობს სააკაშვილის გარემოცვა, თორემ ყველაფერი პრეზიდენტის ხელშია. იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიაა, სადაც ხალხს შეუძლია იმპიჩმენტი მოუწყოს პრეზიდენტს, სადაც ამომრჩეველს პატივს სცემენ, საშიში არაფერია. აი, მერდოკი რა დღეშია ახლა, ლამის იმპერია დაენგრეს. ჩვენთან კი, რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ“, – მიიჩნევს მამუკა ღლონტი.

მისი თქმით, სახელისუფლო ტელევიზიები, სინამდვილეში, არანაირ გადასახადს არ იხდიან. შესაბამისად, ახალი მმართველის ხელში ტელეანძის გადაცემა მათზე უარყოფითად არ აისახება.

„გახსოვთ ის 25 მილიონი, რომელიც „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ ჩამოაჭრეს? რახან ვალი არ გვქონდა, ვინმემ „მაესტროს“ მოგვცა ის 25 მილიონი წინასწარ? მას თუ შეღავათს უკეთებ, მეც ხომ უნდა ვისარგებლო ამ შეღავათით? ის, რომ სახელისუფლო არხებს აქვთ თავიანთი შემოსავალი, ეს ზღაპარია. ისინი სხედან ბიუჯეტზე, მიუხედავად იმისა, რომ რეკლამა აქვთ, ეს რეკლამაც ბიუჯეტიდან მოდის. წესით, ეს რეკლამა უნდა ნაწილდებოდეს მთელ მედიაზე, ამ დროს კი ნაწილდება სამ თუ ოთხ კომპანიაზე“.

ტელეანძასთან მიმართებით შექმნილი ვითარების მიუხედავად, მამუკა ღლონტი გამოსავალს ისევ მედიის გაერთიანებაში ხედავს. მით უფრო ახლა, როდესაც ჟურნალისტები საზოგადოების თვალში მაღალ ტალღაზე აღიქმებიან, რადგან ხალხმა პირველად ნახა, რომ ამ ქვეყანაში ვიღაცამ ბრძოლა მოიგო.

„ახლა თუ ვერ გავერთიანდებით, ხვალ ნაგლეჯ-ნაგლეჯ დაგვშლიან. ჩვენმა სოლიდარობამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იხსნა ახლახანს. მე მაქვს იდეა, რომლის განხორციელებას ვანდობ ჩემზე უფრი ავტორიტეტულ ჟურნალისტებს. მე არ ვიწყებ ამის განხრციელებას, გაერთიანდეს მედია, ორგანიზაციულად შევქმნათ, ხუმრობით რომ ვთქვათ, ნატოს მსგავსი ორგანიზაცია, სადაც ერთ მედიაგაერთიანებაზე თავდასხმა მთელ მედიაზე თავდასხმად აღიქმება და დავიცვათ ერთმანეთი. თუ ეს შევძელით, ვერანაირი ძალა ქართულ მედიას ვეღარასდროს ვერ მოერევა. თუ გაერთიანებისთვის მზად არ ვართ, ანძასაც გაყიდიან და ყველაფერსაც“, – აღნიშნა ღლონტმა.

პრესაგე.ტვ-მ ეკონიმიკის სამინისტროსთან დაკავშირება სცადა, თუმცა ამ უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ოფიციალური ინფორმაცია მათ საიტზე დევს და, რომ სამინისტრო დამატებით კომენტარს ტელეანძის გაყიდვამდე არ აპირებს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეანძის გაყიდვაში დიდი რისკია ჩადებული და განსაკუთრებით, საქართველოსნაირი ქვეყნებისთვისაა ეს საშიში.

„იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის ანძა კომუნიკაციების ბაზარზე ბუნებრივი მონოპოლისტია, წინააღმდეგი არ ვარ კერძო მენეჯერის ხელში გადავიდეს. თუმცა აქ უმკაცრესი რეგულაციები უნდა დაწესდეს: მომსახურების ფასებთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ უნდა რეგულირდებოდეს და სატენდერო პირობებში წინასწარ უნდა იყოს ჩადებული ის ზღვრული ტარიფები, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს ამა თუ იმ სუბიექტის მიმართ. ის, რომ ანძა მაინცდამაინც სახელმწიფოს ხელში იყოს, ასე არ ვაყენებ საკითხს.

მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიულ ობიექტად ითვლება?

– დიახ, ამის მიუხედავად. რამდენადაც მესმის, მისი პრივატიზება არ ხდება, უბრალოდ, ამ ეტაპზე აპირებენ მის მართვაში გადაცემას. ამდენად, მართვაში გადაცემას მხოლოდ ძალიან მკაცრად გაწერილი პირობებით შეიძლება დავთანხმდეთ. ისე არ მოხდეს, როგორც იმავე სამარშრუტო ტაქსებთან მიმართებით. გვიპრდებოდნენ, რომ ფასები არ გაიზრდებოდა და დღეს კი ფაქტის წინაშე დაგვაყენეს.

თავისუფალი ტელევიზიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტელეანძის სხვა მმართველის ხელში გადაცემა მათ ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება, და, რასაც უნდათ, იმ ტარიფს დაუწესებენ.
– მათ ბიუჯეტს იმ შემთხვევაში დაარტყამს, თუ მომსახურება გაუარესდა და ფასი გაიზარდა. ამიტომ წინასწარ ხელშეკრულებითა და სატენდერო პირობებით უნდა იყოს განსაზღვრული, რომ ტარიფებთან დაკავშირებით მკვეთრი ცვლილებები არ მოხდება, ისევე, როგორც – მომსახურების ხარისხთან მიმართებით. არ უნდა მოხდეს ისეთი რამ, როდესაც დღეს „სილკთივი“ „მაესტროს“ არ რთავს, რადგან „არ ევასება“ და რა ქნას? მის „გემოვნებაში“ ვერ ჯდება „მაესტრო“.

ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, რომ კერძო ოპერატორმა თქვას, რა ვქნა, აქუბარდიას თვალის ფერი არ მომწონს, ამიტომ, მისი ანტენა და მისი გადამცემი არ მჭირდებაო. აქ არის ერთი პარამეტრი, რაც საუკუნოდ უნდა იყოს გათვალისწინებული – პოლიტიკური რისკები. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ იქნება ანძის მფლობელი და რატომ?
წარმოიდგინეთ, ანძაზე საქართველოს მთელი საკომუნიკაციო სისტემების გადამცემებია. არ მოხდეს ისე, როგორც არაერთხელ ყოფილა, რომ რუსული ფეესბეს ხელში ჩავარდეს ეს ყველაფერი. თუ გამჭვირვალე არ იქნა ეს ყველაფერი და ისევ ობშორები დაგვახვედრეს და მათ მიაღებინეს მონაწილეობა, ასეთი რისკი ყოველთვის დარჩება.

ბუნებრივ მონოპოლიებთან მიმართებით რა პრეცენდენტები არსებობს უცხოეთში? როგორ ხდება ეიფელის, ოსტანკინოს შემთხვევაში?
– ოსტანკინოსთან დაკავშირებით რა მოგახსენოთ, მაგრამ ეიფელთან მიმართებით, კანონმდებლობით, იქ იმდენად ხარ დაცული, რომ შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ კერძო პირის ხელში გადავა ეს ყველაფერი. უცხოეთში დამცავი მექანიზმები არსებობს და ის საფრთხეები, რაც საქართველოშია, უბრალოდ, არ არის.

presage.tv

READ MORE - „არ შეიძლება, ვიღაც ვერონიკა ქობალიამ სატელევიზიო ანძის ბედი გადაწყვიტოს“ - ნინო ჯანგირაშვილი

წალენჯიხაში დღეს გიორგი (გუგე) ცანავა დაკრძალეს

16:00 23.07.2011
დღეს, 15 საათზე წალენჯიხაში, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიორგი იგივე გუგე ცანავა დაკრძალეს.

სამართლიანობისთვის მებრძოლი, პატიოსანი და პატრიოტი მამულიშვილი – სწორედ ასე ახასიათებდნენ დღეს გარდაცვლილს მეგობრები და თანაქალაქელები.

ცანავა პროფესიით ექიმი-ქირურგი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსეთისა და საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში. 2002-2003 წლებში იყო ქ. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე. 2004-2008 წლებში – საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. 2010 წლიდან კი პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილე.

გუგე ცანავა 18 ივლისს, გამთენიისას 57 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.


READ MORE - წალენჯიხაში დღეს გიორგი (გუგე) ცანავა დაკრძალეს

მთიდან ზღვაში ყვინთვა პრეზიდენტს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა

ავტორი ზურა ბაუჟაძე
16:26 22.07.2011
მთელმა საქართველომ ნახა თუ როგორ ტკბებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვარიათში სასტუმრო “ნეპტუნი”-ს სიახლოვეს ზღვის სიღრმეების თვალიერებით, მაგრამ არ გახმაურებულა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა სერიოზულ პრობლემებს ბეწვზე გადაურჩა.

ამის შესახებ tspress-ს კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

ბათუმში ჩასვლამდე პრეზიდენტი მესტიის რაიონში, მწვერვალ უშბას ძირში იმყოფებოდა, ზღვის დონიდან დაახლოებით 4000 მეტრის სიმაღლეზე. იქედან კი ვერტმფრენით პირდაპირ ბათუმის აეროპორტში დაეშვა. მას სარფში არ შეუსვენია და პირდაპირ ზღვაში ჩასაყვინთად გაეშურა.

მასთან ერთად იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსკაციანი სპეცდანიშნულების დაივერთა (მყვინთავთა) რაზმი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, დავით ფირცხაილიშვილი, რომელიც საორგანიზაციო საკითხებს ხელმძღვანელობდა. ჩაყვინთვის ადგილას პრეზიდენტი და თანმხლები პირები კატარღა “ტორნადო”-თი მივიდნენ, რომელიც მთავრობის კუთვნილებაა და მუდმივად ბათუმის იახტ-კლუბის ტერიტორიაზე დგას.

„ჟურნალისტები ან ოპერატორები მათ არ ახლდათ. ვიდეოკადრებს პრეზიდენტის გარემოცვის წარმომადგენელი იღებდა. რაც შემდეგ ტელევიზიებმა გააშუქეს, ეს ცენზურაგავლილი ვიდეო მასალა იყო,“-აცხადებს თვითმხილველი.

თავიდან ყველაფერი კარგად დაწყებულა. პრეზიდენტს ფირცხალაიშვილთან და სპეცრაზმის წევრებთან ერთად, 16 მეტრის სიღრმეზე ჩაუყვინთავს და ზღვის სიღრმეების დათვალიერება დაუწყია. „მას შემდეგ, რაც ზედაპირზე ამოსვლის დრო დადგა, პრეზიდენტს ძალა გამოეცალა. მხლებლები იძულებული გახდნენ, რომ მას ზედაპირზე ამოსვლაში დახმარებოდნენ, რაც მალევე მოხერხდა. თუმცა, სახეზე ნიღბის მოხსნის შემდეგ, სააკაშვილი კვლავ ცუდად გახდა, სახეზე ფერი დაკარგა და იახტაზე ასვლა ვერ შეძლო. ძალა იმდენად გამოეცალა, რომ სასწრაფოდ იახტის უკანა მხარეს, წყლის ზედაპირზე გამოშვერილ ძელზე ჩამოაჯინეს“,- აცხადებს თვითმხილველი.

ამ ფაქტმა იახტაზე მყოფთა შორის პანიკა გამოიწვია და თანხმლებს პირებს სასწრაფოდ ბაროკამერის (ჰერმეტული კამერა, რომელშიც ქმნიან სასურველ წნევას) სუფსის ტერმინალიდან ჩამოტანის გადაწყვეტილება მიუღიათ. მაგრამ პრეზიდენტი ცოტა ხანში უკეთ გამხდარა, რის შემდეგაც, ის სასწრაფოდ ნაპირზე გადაუყვანიათ.

ატმოსფერული წნევის მკვეთრმა ცვლილებამ, მესტიიდან შეუსვენებლად ზღვაში ჩაყვინთვამ, ორგანიზმზე უარყოფითი გავლენა იქონია. ზღვაში ჩასვლას დაივერები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან სიღრმეებზე ჩასვლისას წნევა მუდამ იცვლება. გამოცდილი მყვინთავის თქმით, ჩაყვინთვა ადამიანის ორგანიზმზე უდიდეს დატვირთვას ახდენს.

სააკაშვილი ისეთ სიღმეზე ჩავიდა, სადაც ატმოსფერული წნევა მაღალია და ის სერიოზულ გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ასეთ მოკლე პერიოდში სიმაღლისა და წნევის ასეთი მკვეთრი ცვლილება, ბევრ შემთხვევაში, დაივეერთა შორის ლეტალურადაც მთავრდება. როგორც გამოცდილი დაივერები ამბობენ, სააკაშვილი ჯანმრთელმა გულმა გადაარჩინა.

ამ ფაქტის მერე სააკაშვილი რედისონის გახსნასაც დაესწრო. ცუდად ყოფნის კვალი არც ეტყობოდა.

tspress

READ MORE - მთიდან ზღვაში ყვინთვა პრეზიდენტს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა

ზუგდიდის თეატრში დღეს სეზონისთვის ბოლო პრემიერაა

18:26 22.07.2011
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი იაპონელი მწერლის, რიუნოსკე აკუტაგავას შემოქმედებაზე სპექტაკლს წარმოადგენს. საპრემიერო ჩვენებაზე მაყურებელი იხილავს „დიალოგი წყვდიადში“ და „მაგიის საოცრებანის“ თეატრალიზებულ ვარიაციას, სადაც რეჟისორი გიორგი თავაძე იმ მისტიურ, მაგიურ მდგომარეობას წარმოადგენს, რომელიც ასე ახლოა იაპონური კულტურისთვის.

თეატრის მმართველი მაია კალანდია ამბობს, რომ სპექტაკლი თავის მხრივ, ზუგდიდის თეატრის ბაზის გათვალისწინებით ტექნიკურად, მატერიალურად და ინტელექტუალურადაც საკმაოდ თამამი ნაბიჯია, თუმცა წარმოდგენის იდეა შემოქმედებით ჯგუფს ერთხმად ეკუთვნის. საგანგებოდ ამ სპექტაკლისთვის თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ზუგდიდიდან, ონისე ჩაკვეტაძე ჩამოვიდა. იგი იაპონური საბრძოლო ხელოვნება „აიკიდოს“ მეოთხე ქამრის მფლობელია. წარმოდგენის ქორეოგრაფიულ გაფორმებაზეც სწორედ მან იზრუნა. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი მაყურებელს პრემიერას საღამოს რვა საათზე შესთავაზებს. ამ სპექტაკლით თეატრში სეზონი დაიხურება, თუმცა მომდევნო კვირას ყველა მსურველს კიდევ ორი, უკვე ნაჩვენები წარმოდგენის, „აღსარების“ და „მაგიის საოცრებანის“ ნახვა შეეძლება. მაია კალანდიას თქმით, იმ პირობებში, როცა თეატრის ბიუჯეტი ამოიწურა, გეგმავენ ისეთი სპექტაკლის დადგმას, რომელსაც „არ დასჭირდება განათება და სხვა ტექნიკური საშუალებები. ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ ყველა სიტუაციაში შეგვიძლია წარმოდგენის გაკეთება, მოსაწვევებს კი ქაღალდზე დავწერთ“, განუცხადა livepress.ge-ს თეატრის მმართველმა.
READ MORE - ზუგდიდის თეატრში დღეს სეზონისთვის ბოლო პრემიერაა

თეა თუთბერიძე: სამწუხაროდ, ეკლესიაში ვერ აცნობიერებენ, რომ არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში

ავტორი ლევან ნასრაშვილი
16:26 22.07.2011
“სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვერ აცნობიერებენ, რომ ისინი არ არიან პოლიტიკოსები, უნდა ექცეოდნენ საეკლესიო ჩარჩოებში და არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში“, - აცხადებს ტრიბუნა.ge-თან საუბრისას „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი თეა თუთბერიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებულ კანონზე საპატრიარქოს განცხადებები ყოლველგვარ საფუძველს მოკლებული იყო.

თეა თუთბერიძე: კანონი უნდა მიეღოთ გაცილებით ადრე, ვიდრე მიიღეს. ჩვენ თუ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და გვინდა ნატოსა და ევროკავშირის წევრობა მაშინ, ბუნებრივია, რომ ამ ქვეყნებში რა პრინციპებიც არის, სწორედ იმას უნდა ვიზიარებდეთ და არ უნდა ვაშენებდეთ სახელმწიფოს, რომელიც შესაძლოა, ირანს ჰგავდეს.

მას შემდეგ, რაც რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებული კანონის განმარტებით ბარათში ცვლილებები შევიდა და სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენლების მონაწილეობით კომისია შეიქმნა, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ეკლესიის წინაშე უკან დაიხია. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

ზუსტად რომ გითხრათ, კანონის მიღების შემდეგ პროცესებისთვის თვალი აღარ მიმიდევნებია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ასე არ არის და არაფერ შუაში არ არის მართლმადიდებლური ეკლესია. რელიგიური უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებაში მართლმადიდებლური ეკლესია საერთოდ არ უნდა იყოს კავშირში. არცერთი კონფესიის საქმე არ არის, რა დამოკიდებულებაში შევა სახელმწიფო სხვა კონფესიებთან, რა მნიშვნელობა აქვს, ვის ჰყავს მეტი მრევლი და ვის ნაკლები.

კანონის მიღებას თითქმის ყველა, მათ შორის, საპატრიარქოც მხარს უჭერდა, ისინი პრობლემას ხედავდნენ კანონის დაჩქარებით მიღებაში და კანონის მიღებამდე საზოგადოებაში დისკუსიის გამართვის აუცილებლობაზე საუბრობდნენ...

არ ვიცი, რა იგულისხმება დაჩქარებული წესით მიღებაში, ალბათ ის, რომ კანონი არ განიხილეს საპატრიარქოსთან, მაგრამ რა შუაშია აქ მართლმადიდებლური ეკლესია და საპატრიარქო. ეკლესიის განცხადებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო. ცალკე აღებულ რომელიმე კონფესიასთან ამ კანონის შესახებ სახელმწიფოს მოლაპარაკებები არ უნდა გაემართა. კანონით ვლინდება სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ ქვეყანაში არსებული კონფესიებისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ და რა შუაშია აქ მესამე პირი.

ამ შემთხვევაში უპირველეს არგუმენტად ასახელებენ მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიულ როლსა და გავლენას, რომელსაც სახელმწიფოც აღიარებს კონკორდატით და თუნდაც ამ კანონით...

ისტორიული როლი მარტო მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს? არ აქვთ ისტორიული როლი კათოლიკეებს? ყველა კონფესია ჩვენი კულტურისა და ისტორიის შემადგენელი ნაწილია. იგივე სომხური ტაძრები, რომლებიც ჩემთვის არის მხოლოდ კულტური ძეგლი და არ მაინტერესებს სხვა დანარჩენი. ჩემს ინტერესშია, რომ ამ ქვეყანაში ყველა კონფესიას ჰქონდეს თანაბარი უფლებები და არავინ გრძნობდეს თავს დაჩაგრულად. უფლებებს სახელმწიფო ანიჭებს და სწორედ იგი უნდა აყენებდეს საკუთარ მოქალაქეებს თანაბარ პირობებში და რომელიმე მათგანს უპირატესობას არ უნდა აძლევდეს. რეალური უპირატესობა, რაც მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს, არის მოცემულება, რომ მას ჰყავს მეტი მრევლი, სახელმწიფო არაფერ შუაშია. სახელმწიფო ვერავის მოუმატებს ან მოუკლებს მრევლს, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ერთნაირი მიდგომები. დანარჩენს, ვის რამდენი მრევლი ეყოლება, ვინ არის ბუნებრივად გაბატონებულ პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა.

თუ ამ კუთხით მივუდგებით საკითხს, მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონკორდატი უსამართლოა?

უსამართლო კი არა, არაკონსტიტუციურია. კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო თანაბარ პირობებში აყენებს ყველა რელიგიურ გაერთიანებას. როცა ეს გიწერია კონსტიტუციაში და ამ დროს ერთ კონფესიასთან დებ კონსტიტუციურ შეთანხმებას, ანუ კონკორდატს და დანარჩენებთან არა, ეს უკვე არაკონსტიტუციური გამოდის, რადგან იგი ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რაც კონსტიტუციაში დევს, შესაბამისად, კონკორდატი არაკონსტიტუციურია. მართლმადიდებლორ ეკლესიას არანაირი პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს, რადგან ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს. არ შეიძლება განსხვავებული პრივილეგიებით სარგებლობდეს მხოლოდ ერთი რელიგიური მიმდინარეობა.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, რომლებიც სასულიერო პირების მოწოდებების შემდეგ დაიწყო. ეს ფაქტი ეკლესიის მიერ სახელმწიფოს საქმეებში ჩარევად იქნა აღქმული. თქვენ როგორ ფიქრობთ?

საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება არსებობს. ვისაც რაზე უნდა იმაზე შეუძლია გამოვიდეს და გამოთქვას პროტესტი, მთავარია, მან არ დაარღვიოს კანონი. სასულიერო პირებმა მრევლს რამდენჯერაც უნდათ იმდენჯერ მოუწოდონ, გამოვიდნენ და გამოთქვან პროტესტი, ეს პრობლემას არ ქმნის. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად ლოგიკურ პროტესტს გამოთქვამენ და ეს მათი პრობლემაა.

რაც შეეხება სახელმწიფოს საქმეებში ჩარევას, სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვერ აცნობიერებენ, რომ ისინი არ არიან პოლიტიკოსები, უნდა ექცეოდნენ საეკლესიო ჩარჩოებში და არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში. როცა სეკულარულ სახელმწიფოს აშენებ, არც სახელმწიფო უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში და პირიქით.

თუმცა, ეკლესიის საქმებში სახელმწიფოს ჩარევას რაც შეეხება, საპროტესტო აქციის შემდეგ გამართულ სინოდის სხდომას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რის გამოც, გამოითქვა მოსაზრება, რომ სინოდმა შემრიგებლური გადაწყვეტილება სწორედ სახელმწიფოს ზეწოლის შედეგად მიიღო...

პირველ რიგში, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი, არამედ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოკიდებულება და პოლიტიკა ამ საკითხებთან მიმართებაში, ანუ რა გზას აირჩევს სახელმწიფო. მართლა ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რასაც ხელისუფლება გვეუბნება, თუ უარს ვამბობთ დემოკრატიულ პრინციპებზე. სინოდმა რა თქვა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა სინოდზე ზეწოლა და ეს ფაქტი ვინ როგორ აღიქვა, ნამდვილად არ ვიცი და არც მაინტერესებს, რადგან სინოდის სხდომას დაესწრება ქალაქის მერი, პრეზიდენტი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი, არ არის ჩემი საქმე, არამედ ეს სინოდმა უნდა გადაწყვიტოს. თუ ისინის სინოდის სხდომაზე, მაგალითად, ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელს მიიწვევენ მათი საქმეა. გიგი უგულავა სინოდის სხდომას დაესწრება თუ ვაკის პარკში ფესტივალს ჩემი საქმე არ არის, რადგან ის თვითონ წყვეტს სად მივიდეს და მერე სინოდი იქნება თუ სხვა რამ, თვითონ წყვეტს უნდა მოიწვიონ თუ არა იგი.

რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებული კანონი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში პროსომხურ, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სასარგებლო კანონად იქნა აღქმული, რამაც ანტისომხური განწყობები გააძლიერა. როგორ ფიქრობთ ამის შემდეგ საქართველოში არმენოფობიის გაძლიერების საფრთხე ხომ არ გაიზარდა?

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იყო მხოლოდ განცხადებები და ამით ვერაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, პირველ რიგში საკუთარ გაუნათლებლობასა და უკულტურობას ავლენენ, ამას სხვა სახელი არ შეიძლება ეწოდოს.

საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია ცხოვრობენ და არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ვიღაცეების მხრიდან ჰომოფობიურ განცხადებებსა და გამოხტომებს, რაც, რა თქმა უნდა, რეალურ პრობლემებს ვერ შექმნის. გარდა ამისა, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ქართული სასულიერო პირების რაღაც ნაწილი არიან უვიცები და გაუნათლებლები.

სწორედ ამის გამო შეიქმნა სინოდის ბოლო გადაწყვეტილების მიხედვით სასულიერო პირების ზენობრიობის შემსწავლელი კომისია...

რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მისასალმებელია, რადგან კარგია, როცა მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდი ხვდება, რომ მის რიგებში არის ბევრი უღირსი ადამიანი, რომლებიც არ უნდა იყვნენ სასულიერო პირები. თუ ისინი ამას ხვდებიან, ეს მათი მხრიდან წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ აქ იბადება კითხვა, ვინ შეფასებს, ვინ არის ღირსეული და ვინ არის უღირსი მათ რიგებში. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში მნიშვნელოვანი ვინ იქნება შემფასებელი, თუმცა ის, რომ ბევრი უღირსი ჰყავთ, ეს ისეც ვიცით.

ტრიბუნა.ge


READ MORE - თეა თუთბერიძე: სამწუხაროდ, ეკლესიაში ვერ აცნობიერებენ, რომ არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში

რეპორტიორიც პოლიციელი რომ ყოფილიყო!

15:55 21.07.2011
რა ხდება ამ ქვეყანაში, ძნელი გასაგებია. რიგითი მოკვდავისთვის სინამდვილეს ისეთი გაუმჭვირვალე ბურუსი აქვს გადაკრული, რომ მის მიღმა არაფერი ჩანს. იჭერენ ადამიანებს, დაუდგენელი რჩება, რისთვის! გვეუბნებიან, რომ დანაშაულია ჩადენილი, მაგრამ ამ დანაშაულის მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებენ, რადგან არსებობს ასეთი გამოსავალი - გრიფი "საიდუმლო"...

...ადვოკატები დაცვის ნაცვლად ბრალდებულთა დანაშაულს საჯაროდ ამტკიცებენ. ერთი სიტყვით, ყველაფერი აირია ირგვლივ და ჩვენს თავებშიც. დღეს ცნობილი ხდება ხელისუფლების კიდევ ერთი ბლეფის შესახებ. შსს-მ განაცხადა, რომ 26 მაისის ღამით რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევის დროს პროფესიული უფლებამოსილების გადამეტების საფუძველზე დაისაჯნენ პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის, მაღალჩინოსნები. თუმცა პოლიციელის დასჯა რაღაც სხვა რამ ყოფილა.

ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი აბაშიძე, რომელიც 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით "დასჯილ" მაღალჩინოსან პოლიციელთა შორის მოხვდა, მოგვიანებით (თუმცა რაღა მოგვიანებით, 2 თვის თავზე!) მცხეთა-მთიანეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.

რასთან გვაქვს საქმე? მარტო საზოგადოების მოტყუებასთან? მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების მოტყუებასთან? იქნებ თავად ხელისუფლების პირველი პირის მოტყუებასთან? ჩვენ გვახსოვს 15 ივლისი, როდესაც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა რიხითა და პასუხისმგებლობის განცდით გვაუწყა, რომ მისმა სტრუქტურამ გაითვალისწინა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნა, ენდო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებს, სახალხო დამცველის განცხადებას და თავისი რამდენიმე თანამშრომელი დასაჯა - კერძოდ, სამინისტროს ოთხი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს, ერთი თანამშრომელი თანამდებობიდან ჩამოაქვეითეს, სამს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, ხოლო რვას - საყვედური. მაშ როგორ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი, ადრესატი ამ საყვედურისა, ზემოთ ხსენებული პოლიციის მაღალჩინოსანი, ისევ მაღალჩინოსნურ თანამდებობაზე აღმოჩნდა?
ეს შემთხვევა არ გახლავთ ერთი კერძო შემთხვევა და აღმაშფოთებელიც სხვა მხრივ არის. ორმაგი სტანდარტი - ერთი საზოგადოების წინაშე თავის მოსაკატუნებლად, მეორე - საკუთარ კაბინეტებში საზოგადოებაზე ხითხითი. რას გააკეთებს ხვალ იგივე ან სხვა მაღალჩინოსანი პოლიციისა? როცა იცის, რომ მას არავინ დასჯის, დარწმუნებულია თავის ხელშეუხებლობაში? შესაძლოა, ამის მერე ერთ მომიტინგეს მისმა ათმა კი არა, 50-მა პოლიციელმა სცემოს, მარტო წიხლებით და ხელჯოხებით აღარ. გაატყავოს - ისე, როგორ გირგვლიანი გაატყავა. ესროლოს პირდაპირ და დამიზნებით - როგორც გამცემლიძეს ესროლა. პოლიციელები არ ისჯებიან. ამას კანონისა და სამართლის შერჩევითობა ჰქვია და ყველაზე ჩამოწერილ ქვეყნებში ბედავენ მის გამოყენებას. რა დემოკრატია! რის სასამართლო რეფორმა! ვანოს და შოთას კაბინეტებში წყდება ჩვენი სიცოცხლისა და სიკვდილის, თავისუფლებისა და პატიმრობის საკითხები! ეს ყველამ ვიცით, მაგრამ საქმე ისეა, რომ გინდ გცოდნია, გინდ არა.

გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ 26 მაისის მიტინგის დარბევა კანონის დარღვევით მოხდა!
გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ პოლიციის არც ერთი თანამშრომელი ამ დარღვევისთვის არ დასჯილა!
გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ ფოტორეპორტიორებიც რომ პოლიციელები ყოფილიყვნენ, მათაც ექნებოდათ ხელშეუხებლობის გარანტია!
გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ სამარშრუტო ტაქსში 80 თეთრი არ უნდა გადაიხადო ( მაინც გადაიხდი).
გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ რამდენიც უნდა წერო, მაინც ჩამოწერილი ხარ.

"ახალი 7 დღე"

READ MORE - რეპორტიორიც პოლიციელი რომ ყოფილიყო!

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...