“მე ფულზე არ ვზრუნავ. უბრალოდ, ძველი ცხოვრების დაბრუნება მინდა“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა, ერთ–ერთი ყველაზე დიდი სოციალური ქსელის შემქმნელმა, რომელმაც ამ პროექტით მილიონები იშოვა.
გაზიარება
[დაჩი კვიკვინია. 16:26 01-02-2011]
2011 წლის 15 მარტიდან სოციალური ქსელი Facebook–ი იხურება. მარკ ცუკერბერგზე დაყრდნობით, ინფორმაციას ამის შესახებ მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები ავრცელებენ. ცნობა facebook–ის დახურვის შესახებ, თავად სოციალური ქსელის ოფიციალურ ჯგუფშიც დადასტურდა.
„facebook-ი კონტროლს არ ექვემდებარება და ამ კომპანიის მართვამ ჩემი ცხოვრება დაანგრია, ამ უგუნურებას ბოლო უნდა მოვუღო“, – მრავალმნიშვნელოვნად ამბობს ცუკერბერგი, ის ადასტურებს, რომ 15 მარტიდან მომხმარებლებს აღარ შეეძლებათ საკუთარი ანგარიშის მართვა. მისივე განმარტებით, ქსელის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო.
„სიმართლე გითხრათ, ეს უკეთესიც იქნება, facebook–ის დახურვის შემდეგ ხალხი იძულებული იქნება, გარეთ გამოვიდეს და მეგობრები რეალურად შეიძინოს, ეს კი ყოველთვის კარგია“, – თქვა ცუკერბერგმა.
როგორც ჩანს მარკს ავიწყდება, რომ მის მიერ შექმნილი facebook-ის გარდა მსოფლიოში უამრავი სოციალური ქსელი არსებობს, მაგალითად: myspace, twitter და odnoklassniki რომლეთაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. მართალია არცერთი ჩამოთვლილი ქსელი მოქნილი და სრულად თავისუფალი არ არის, მაგრამ თუ facebook–ი დაიხურება მსოფლიო საზოგადოება ყურადღებას სწორედ მათზე გადაიტანს...
„15 მარტიდან ვებ–გვერდი იხურება“, – ეს განცხადება კი facebook-ის ტექნიკურ საქმეთა ვიცე–პრეზიდენტმა ავრეტ ჰუმარტიმ გააკეთა.
არავინ იცის, მართლა შეწყვეტს თუ არა გაზაფხულზე თითოეული ჩვენგანისთვის საყვარელი ქსელი ფუნქციონირებას, მაგრამ ერთი კი ფაქტად რჩება: ვებ–გვერდის თანამშრომლები არ მალავენ რომ კომპანიაში შიდა დაპიურისპირება არსებობს, თუ facebook-ის მესვეურები პრობლემას მოაგვარებენ, იქნებ 3 მილიარდი ადამიანი გაწბილებული აღარ დარჩეს…