16:00 23.07.2011
დღეს, 15 საათზე წალენჯიხაში, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიორგი იგივე გუგე ცანავა დაკრძალეს.სამართლიანობისთვის მებრძოლი, პატიოსანი და პატრიოტი მამულიშვილი – სწორედ ასე ახასიათებდნენ დღეს გარდაცვლილს მეგობრები და თანაქალაქელები.
ცანავა პროფესიით ექიმი-ქირურგი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსეთისა და საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში. 2002-2003 წლებში იყო ქ. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე. 2004-2008 წლებში – საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. 2010 წლიდან კი პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილე.
გუგე ცანავა 18 ივლისს, გამთენიისას 57 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
