16:26 24.07.2011
23 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე ავტოავარია მოხდა რუსთაველის გამზირზე. მეტრო „რუსთაველიდან“, თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, ქაშუეთის ეკლესიასთან ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. საგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის ირაკლი გონგლაძე ადგილზე გარდაიცვალა.„ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილის მძღოლი, რომელმაც ავტოავარია მოახდინა, 1991 წელს დაბადებული დავით შამათავაა. აღსანიშნავია, რომ შამათავა ავტოავარიის მომენტში, ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, თუმცა იგი, წინასწარი ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დასაშვებზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა. წინასწარი მონაცემებით, სწორედ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა, 1991 წელს დაბადებული ირაკლი გონგლაძის გარდაცვალების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე დასაშვებია 60კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა, შამათავა კი, ავტოავარიის მომენტში, 80/კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში, დავით შამათავას რამდენიმე ახალგაზრდა ახლდა.
დავით შამათავა, ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მთავარი რედაქტორის, ბაია ცანავას ვაჟია. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია, სააგენტოს ვებ-გვერდზე, ამ მომენტამდე არ დევს.
presa.ge
