ლაშა ჩხარტიშვილი 400-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

18:06 25.02.2012
„კონსერვატიული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მოსამართლე ნანა დარასელიამ რამდენიმე წუთის წინ 400-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამის შესახებ „ობიექტივს“ სასამართლო პროცესიდან, „ობიექტივის” წამყვანმა და უფლებამდამცველმა მერაბ ჭიქაშვილმა აცნობა.

კიკვიძის ბაღში პოლიციის შენობის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით გამართულ საპროტესო აქციაზე კიდევ 5 ადამიანი დავით ფაცაცია, მიშა მესხი, გიორგი აფხაიძე, გიორგი ფარესაშვილი და თემურ მურვანიძე დააკავეს.

შეგახსენებთ,რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისის მერიამ დედაქალქის რამდენიმე უბანში მრავლწლოვანი ნარგავების გაჩეხვა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, გაჩეხილი ხეების ადგილას პოლიციის გამჭვირვალე შენობები შენდება.

"ობიექტივი"




READ MORE - ლაშა ჩხარტიშვილი 400-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

კიკვიძის ბაღში ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

14:06 24.02.2012
კიკვიძის ბაღში პოლიციის თანამშრომლებმა ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კიკვიძის ბაღიდან იუწყება, ლაშა ჩხარტიშვილი მშენებარე პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ორმოში იყო ჩასული, არ აძლევდა ტექნიკას და მუშებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას და ორმოდან არ ამოდიოდა. პოლიციის თანამშრომლებმა ის ორმოდან ამოიყვანეს, საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მცხოვრებლები და გარემოს დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი აპროტესტებენ ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებისა და კიკვიძის ბაღში პოლიციის შენობის მშენებლობის ფაქტს.

ამ დროისთვის კიკვიძის ბაღში, სადაც პოლიციის შენობისთვის ხეები გაიჩეხა, სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"



READ MORE - კიკვიძის ბაღში ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

ყველაზე მზარდი ქართული გვარები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში

17:06 22.02.2012
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების სტატისტიკით, გამოვლინდა ყველაზე მზარდი ქართული გვარები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

მონაცემები მიღებულია დაბადება–გარდაცვალების შედარების საფუძველზე. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული გვარების უმრავლესობა აჭარული გვარებია.

1. ბერიძე, 2.ბოლქვაძე, 3.შაინიძე, 4.სურმანიძე, 5.კაპანაძე, 6.ცეცხლაძე, 7.დავითაძე, 8.დიასამიძე, 9.მახარაძე, 10.აბაშიძე, 11.დუმბაძე, 12.ფუტკარაძე, 13. მიქელაძე, 14.აბულაძე, 15.ზოიძე.

16.თურმანიძე, 17.გელაშვილი, 18.შავაძე, 19.ირემაძე, 20.ქათამაძე, 21.ლომიძე, 22.ტაბატაძე, 23.ნოზაძე, 24.ბარბაქაძე, 25.მაჭარაშვილი, 26.გორგაძე, 27.ჭაღალიძე, 28.აბრამიშვილი, 29.წიკლაური, 30.ცერცვაძე.





READ MORE - ყველაზე მზარდი ქართული გვარები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში

„ევროვიაზია 2012“–ზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს

ავტორი თეო ისაშვილი
17:06 21.02.2012
მაყურებელმა და ჟიურის წევრებმა 9 გამარჯვებულ კონკურსანტს შორის გამარჯვებული გამოვლინეს. შიდა შესარჩევი ტური საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. ხმის მიცემის პროცედურა კონკურსანტების გამოსვლის შემდეგ დაიწყო და 15 წუთი გაგრძელდა.

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები ბაქოში 22 და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება.

წელს კონკურსში 43 ქვეყანა მონაწილეობს. ანრი ჯოხაძე ბაქოს „Crystal Hall”-ში 24 მაისს მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებს.




READ MORE - „ევროვიაზია 2012“–ზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს

ირაკლი ცირეკიძე საერთაშორისო ტურნირებს 19 აპრილამდე გამოტოვებს

ავტორი თეონა ისაშვილი
17:06 08.02.2012
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს დოპინგის გამოყენების გამო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 3 თვიანი დისკვალიფიკაცია მიანიჭა, რომელიც 19 თებერვლიდან 19 აპრილამდეა განსაზღვრული.

როგორც ირკვევა, ქართველ სპორტსმენს დოპინგი 2011 წლის დეკემბერში ტოკიოში გამართული გრანდ სლემის ტურნირის შემდეგ აღმოუჩინეს. საბოლოო გადაწყვეტილება კი, შემოწმებიდან 2 თვეში გახდა ცნობილი.

დისკვალიფიკაციის გარდა, ცირეკიძეს ტოკიოს გრანდ სლემზე მოგებული ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური თამაშებისთვის საჭირო 120 სარეიტინგო ქულაც ჩამოერთვა.




READ MORE - ირაკლი ცირეკიძე საერთაშორისო ტურნირებს 19 აპრილამდე გამოტოვებს

“ფერიის ეკლესიასთან ახლოს სააკაშვილს კიდევ ერთ გასართობ ობიექტს უშენებენ“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი
23:06 20.02.2012
ბათუმელმა “ლეიბორისტებმა“ დიდების მემორიალის გარშემო სადემონტაჟო ღობე სამჯერ გადაანგრიეს, მაგრამ ამისთვის ისინი, არც დაუკავებიათ და არც დაუჯარიმებიათ.

იმაზე, თუ რის აშენება აქვს ხელისუფლებას დაგეგმილი მემორიალის ადგილას და რატომ პასიურობდა საპატრულო პოლიცია, ამაზე “ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეს, დავით რობაქიძეს სკაიპის საშუალებით ვესაუბრე.

ამ წუთისთვის რა ხდება დიდების მემორიალთან ?

დავით რობაქიძე: ამ წუთისთვის დიდების მემორიალი შემოღობილია. ბათუმში თოვლსა და წვიმას ბოლო ორი დღე ძლიერი ქარიც დაერთო და ალბათ, კლიმატური პირობების გამო მემორიალის დემონტაჟისგან თავს იკავებენ. თავის დროზე ამ მემორიალს ქვედა ნაწილი ჩამოამტვრიეს, რაც იმ ფოტოებზეც შესანიშნავად ჩანს, რომელიც სკაიპით გადმოგიგზავნეთ.

ღობე პირველად 15 თებერვალს გადავანგრიეთ, მაგრამ მანამდე იქვე ბრიფინგი გავმართეთ - ადგილობრივ ხელისუფლებას მოვუწოდეთ დემონტაჟი შეეჩერებინათ. რათა ისინი დარწმუნებულიყვნენ, რომ ჩვენ ამ ფაქტთან შეგუებას არ ვაპირებდით, ავდექით და ღობე გადავანგრიეთ.

ეს რამდენმა კაცმა გააკეთეთ?

-იმ მომენტისათვის ოფისში რამდენი ადამიანიც ვიყავით, იმდენი მივედით მემორიალთან, ბრიფინგი გავმართეთ და და ღობე გადავანგრიეთ. ეს ვიდეოკადრებშიც ჩანს. დაველოდეთ ხელისუფლების რეაქციას. ჩვენს მიმართვასა და ქმედებაზე მათი პასუხი იყო ის, რომ ღობის განახლება და მემორიალის ირგვლივ ქვაფენილის აღება დაიწყეს.

სად იყო ამ დროს პოლიცია?

-პოლიციელები შორიახლოს იდგნენ, საპატრულო მანქანაც იქვე იყო. ისინი მშვიდად გვიყურებდნენ როგორ ვანგრევდით ღობეს.

თქვენი აზრით რატომ პასიურობდნენ?

-დანამდვილებით ვერ გეტყვით რატომ პასიურობდნენ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ - დღეს ბათუმს პოლიცმაისტერი არ ჰყავს და ალბათ, ესაა ერთ-ერთი მოტივი იმისა, რომ საპატრულო პოლიციამ რაღაც ქმედებებზე უარი განაცხადა. ღობე მესამედ 19 თებერვალს გადავანგრიეთ, მაგრამ 20-ში რომ გავიარე, ისევ აღდგენილი დამხვდა.

სხვათა შორის, მემორიალის სადემონტაჟო სამუშაოს ის კომპანია ახორციელებს, რომელიც თვითმართველობის არჩევნებზე “ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი იყო - “გზამ“ 250 000 ლარი გაიღო “ნაციონალების“ გამარჯვებისთვის. ეს მონაცემი ცესკოს ვებგვერდზე შეგიძლიათ თქვენც ამოიკითხოთ. კომპანია “გზას“ ერთ-ერთი მეწილეა ლევან ვარშალომიძის ძმა, ირაკლი ვარშალომიძე და ეს კომპანია ახორციელებს ბათუმში თითქმის ყველა სადემონტაჟო და ხშირ შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოსაც.

რის აშენებას აპირებენ დიდების მემორიალის ადგილას?

-მემორიალის ადგილას საბაგირო გზა შენდება, რომელიც დაუკავშირდება ფერიის მთაზე უზარმაზარ გასართობ კომპლექსს. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ფერიის მთაზე გარკვეული ტერიტორია თურქებს 1 ლარად გადასცა.

გასართობ კომპლექს “არგოს“ გულისხმობთ?

-დიახ. ამ საბაგიროთი აპირებენ ბათუმს დააკავშირონ გასართობი კომპლექსი. პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, თურქები მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთ გასართობ ობიექტს უშენებენ. ბოდიში ამ სიტყვისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ბორდელი, რომელიც ქალაქ ბათუმს დაემატება.

გასართობი კომპლექსი ფერიის მთაზე დანგრეულ და ხელახლა აშენებულ ეკლესიასთან ახლოს იქნება?

-გასართობი კოპლექსი ეკლესიიდან დაახლოებით 20-25 მეტრში შენდება. მაკეტის მიხედვით ეს კომპლექსი ბათუმს გადმოჰყურებს და მის უკან რჩება ფერიის მთაზე ერთხელ უკვე დანგრეული და ხელმეორედ აშენებული ეკლესია.


"ობიექტივი"





READ MORE - “ფერიის ეკლესიასთან ახლოს სააკაშვილს კიდევ ერთ გასართობ ობიექტს უშენებენ“ [video]

საქართველოში 8 ილია ჭავჭავაძე და 55 აკაკი წერეთელი ცხოვრობს

17:58 20.02.2012
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 8 ილია ჭავჭავაძე, 55 აკაკი წერეთელი და 7 ლუკა რაზიკაშვილი ცხოვრობს.

ცნობისთვის: ანა კალანდაძე - 109, მიხეილ ჯავახიშვილი – 51 , ივანე ჯავახიშვილი – 54, ნინო რამიშვილი – 160, ილიკო სუხიშვილი – 1, ლადო ასათიანი – 8, ნიკოლოზ ბარათაშვილი – 26, თენგიზ აბულაძე – 59, ელენე ახვლედიანი 45, აკაკი ბაქრაძე 12, იაკობ გოგებაშვილი 4, კონსტანტინე გამსახურდია 5, დავით გურამიშვილი 8, ცოტნე დადიანი 26, ჰამლეტ გონაშვილი – 2, ლადო გუდიაშვილი – 1, ნოდარ დუმბაძე - 77, სერგო ზაქარიაძე - 6, ნატო (ნატალია) ვაჩნაძე - 8, რეზო თაბუკაშვილი - 11, მედეა ჯაფარიძე - 28, მიხეილ თამარაშვილი - 8, ექვთიმე თაყაიშვილი - 1, გიორგი ლეონიძე - 27, გალაკტიონ ტაბიძე – 2, აკაკი შანიძე – 15, სოფიკო ჭიაურელი – 1, მიხეილ ხერგიანი – 7.



READ MORE - საქართველოში 8 ილია ჭავჭავაძე და 55 აკაკი წერეთელი ცხოვრობს

სვანეთის საგანძურზე საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიდა

ავტორი ნინო მიქიაშვილი
19:06 18.02.2012
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებსა და სიწმინდეებთან დაკავშირებით, რომელიც სახელდახელოდ შეკრული კონტეინერებიდან 2011 წლის 2 დეკემბერს გადაიტანეს მესტიის მუსიკალური სკოლის ნესტიან, ნაპრალებიან და დამეწყრილ შენობაში, მე, ნინო მიქიაშვილმა, როგორც ინტერნეტგამოცემა “პრესაგე.ტვ“-სა და მედია-კავშირ “ობიექტივის“ კორესპონდენტმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე. ჩემს უფლებებს სასამართლოში ადვოკატი მამუკა ნოზაძე დაიცავს.

ვითხოვ საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურის 2011 წლის 9 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ეროვნულ მუზეუმს დაავალოს ქმედების განხორციელება - კერძოდ, ჩემს მიერ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებთან დაკავშირებით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა.

კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა, ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე და მიხეილ სააკაშვილი სულ ახლახანს, ცენტრალური ტელეარხების საშუალებით ირწმუნებოდნენ, რომ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულ საქართველოს საგანძურს პრობლემები, არც ე.წ. კონტეინერებში ყოფნისას შექმნია და რომ ამჟამადაც შესანიშნავ პირობებშია შენახული.

თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რატომ მალავენ ინფორმაციას, რომელიც საჯაროა და საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს?! ჩემი ადმინისტრაციული საჩივარი უპასუხოდ დატოვეს და სწორედ ამიტომ სასამართლოს მივმართე. ამ საქმეს ჩემი უფლებების დამცველ ადვოკატთან, მამუკა ნოზაძესთან ერთად ბოლომდე მივყვები და თუ ქართული სასამართლო ჩემს სამართლიან მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და სრულყოფილ ვერ მივიღებ საჯარო ინფორმაციას საგანძურთან დაკავშირებით, საჩივარს ევროპულ სასამართლოში გავგზავნით.

ეროვნულ მუზეუმს ორჯერ - 2011 წლის 30 ნოემბერს და ამავე წლის 6 დეკემბერს მივმართე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 40 მუხლების თანახმად, გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებთან და სიწმინდეებთან დაკავშირებით.

ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურმა 9 დეკემბერს არასრულყოფილი პასუხი გამცა, რომლის ბოლოს აღნიშნულია - “როგორც თქვენს მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან ირკვევა, ა.წ. 18 ნოემბერს სვანეთში დაცული საგანძურის გადასარჩენად შექმნილმა საზოგადოების ჯგუფის წევრებმა და პირადად თქვენ მიმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას N13/51402 წერილით გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი დღეიდან პასუხს გასცემს მხოლოდ გამოძიების პროცესში დასმულ შეკითხვებს“.

პროკურატურაში შეტანილ საჩივარს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან საერთო, რომ არაფერი აქვს, ეს ორჯერ ორი ოთხია და ამიტომ, ამ სტატიაში შესაბამისი იურიდიული განმარტების გაკეთება ზედმეტად მიმაჩნია.

სხვათა შორის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 18 ნოემბერს შეტანილი საჩივარი სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს, როლანდ ახალაიას 30 ნოემბერს გადაუგზავნა და იქიდან მოყოლებული დღემდე, საჩივარზე ხელმომწერებს (შოთა გლურჯიძე, სოსო მანჯავიძე, თეა წულუკიანი, დავით ლილუაშვილი, მანანა კვაჭაძე, მაია ბარნაველი, მირონ ფირცხელანი, თამარ იმნაძე, ლია სიხარულიძე, არჩილ ლეკიშვილი, ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, ნინო მიქიაშვილი) გამომძიებელი არ შეხმიანებია. ანუ ჩვენ არ ვიცით რა ეტაპზეა ეს საქმე.

სასამართლოში შეტანილი სარჩელის წინა ისტორიას მივუბრუნდები და გიამბობთ 2011 წლის 15 დეკემბერს ადმინისტრაციული საჩივრით რატომ მივმართე კულტურის მინისტრს, ნიკა რურუას - 2004 წლის 30 დეკემბრით დათარიღებული, პრეზიდენტის მიერ გამოცემული N626 ბრძანებულების მიხედვით, კულტურის სამინისტრო ახორციელებს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლს. სწორედ ამიტომ, ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციების სამსახურიდან მიღებული წერილი გავასაჩივრე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, მაგრამ ჩემი საჩივარი სამინისტროდან მუზეუმში გადააგზავნეს.

კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ყიფიანმა 2011 წლის 23 დეკემბრით დათარიღებულ წერილში მომწერა - “გაცნობებთ რომ საქართველოს ზოგადო ადმინისტრაციული კოდექსის მე-80-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თქვენს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლები გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს“.

ვინაიდან ჩემი ადმინისტრაციული საჩივარი რეაგირების გარშე დარჩა, 2012 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანე.

კითხვებს, რომლებზეც ეროვნული მუზეუმისგან პასუხის გაცემას ვითხოვ, სურვილის შემთხვევაში, ინტერნეტის საშუალებით ჩემს მიერ მომზადებულ და გამოქვეყნებულ ამ ორ მასალაში შეგიძლიათ გაეცნოთ - სვანეთის საგანძურზე ეროვნული მუზეუმისგან საჯარო ინფორმაციას ველოდებით; სვანეთის საგანძურის გადატანის შესახებ ინტერვიუზე ეროვნულმა მუზეუმმა უარი თქვა.

"ობიექტივი"



READ MORE - სვანეთის საგანძურზე საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიდა

თეა წულუკიანი: “საქართველო–თურქეთს შორის გაფორმებული ოქმის სრული გასაიდუმლოება აბსურდია“

ავტორი ნინო მიქიაშვილი
20:06 15.02.2012
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების სამართლებრივ და მორალურ მხარეს ქართველი იურისტები უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ესაა საზოგადოებისა და საქართველოს ეკლესიის ზურგს უკან, კონსტიტუციის უგულებელყოფით მიმდინარე პროცესი.

კითხვებზე - რამდენად შესაბამისობაშია კანონთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი და მაქვს თუ არა ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების საფუძველი? მივმართე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს თეა წულუკიანს, რომელიც ამავდროულად “თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილეა და ადვოკატ მამუკა ნოზაძეს.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 იანვარს შემდეგი კითხვები ჩავაბარე: 1.რა ეტაპზეა თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ - მოეწერა თუ არა ხელი ხელშეკრულებას? თუ მოეწერა, მაშინ, გთხოვთ მაცნობოთ, როდის და ვინ მოაწერა ხელი; 2.შეიცვალა თუ არა ხელშეკრულების პირობები? ხელისუფლების წევრების (ნიკა ვაჩეიშვილი, ნინო კალანდაძე) მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე 4 ქართული ძეგლის აღდგენის სანაცვლოდ საქართველოში 3 მუსულმანური ძეგლის რესტავრაცია და ბათუმში 1 მეჩეთის აშენება იყო გათვალისწინებული. 3.თუ ხელშეკრულების პირობები შეცვლილია, მაშინ, გთხოვთ, მაცნობოთ მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ“.

აი, ამ კითხვებზე საგარეო სამინისტროს საჯარო ინფორმაცის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, ირაკლი ქოიავამ მიპასუხა:

“საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში არსებული თურქული კულტურული უძრავი ქონებისა და თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ქართული კულტურული უძრავი ქონების აღდგენის შესახებ“ ოქმი დღეის მდგომარეობით გაფორმებული არ არის. აღნიშნული ოქმის პროექტზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

რაც შეეხება ოქმის პირობებს, გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების შინაარსი მის ოფიციალურად გაფორმებამდე არ ექვემდებარება გასაჯაროებას. “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის “ა“ ქვეპუნქტისა და “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 4.1 და 4.1.1 პუქტებიდან გამომდინარე. ამასთანავე გაცნობებთ, რომ “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება შესაძლებელია მისი ძალაში შესვლის შემდეგ“.

მაშ, ასე - კითხვაზე, რამდენად შესაბამისობაშია კანონთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი? თეა წულუკიანის პასუხი ასეთია:

“სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ინფორმაციათა კატეგორიას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილის მიხედვით, საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ოქმი და მისი პირობები სახელმწიფო საიდუმლოებაა, ამ კანონის მე-7-ე მუხლის მე-3-ე “ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

არადა, ამ ქვეპუნქტის დებულება ეხება იმ ინფორმაციას, რომელიც საგარეო ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება, ეხება საგარეო პოლიტიკასა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს და მათი წინასწარი გამჟღავნება ზიანს მოუტანს სახელმწიფო ინტერესებს.

ამ მუხლის საფუძველზე საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ოქმის სრული გასაიდუმლოება აბსურდია, რადგან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ არის გამოცხადებული ის ფაქტი, რომ საზოგადოებამ იცოდეს მისი სახელით რა დათმობებზე წავიდა ხელისუფლება თურქეთთან მოლაპარაკებებში და შეიძლებოდა თუ არა, რომ მოლაპარაკებები თავიდანვე სხვა მიმართულებით წასულიყო, მოგვეთხოვა უფრო მეტი, ვიდრე მივიღეთ და ვიცოდეთ სხვა თუ არაფერი, რა მივიღეთ კონკრეტულად - თურქეთის ფულით დაფინანსებული მეჩეთი საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც თურქეთის საკუთრება იქნება? მეჩეთი თუ კულტურული ცენტრი? თუ მეჩეთია, იქნება თუ არა მოქმედი? როგორი კონსტრუქცია იქნება? ვინ უნდა იყოს არქიტექტორი - ქართველი თუ თურქი და ა.შ...

გარდა ამისა, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ საკუთარი ხალხის ზურგს უკან გამართული მოლაპარაკების ხანა წარსულს ჩაბარდა და დემოკრატიული საზოგადოებები ამგვარი მოლაპარაკებების ხერხს არ მიმართავენ, საზოგადოებრივი კრიტიკის თავიდან ასაცილებლად“.

იმაზე, მაქვს თუ არა იმის საფუძველი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრო, ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ გასაჩივრების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი მაძლევს, რომელშიც აღნიშნულია:

“საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“.

მამუკა ნოზაძე: “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი დაუსაბუთებელი და უკანონოა, იმის გამო, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს უფლება აქვს მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც მისი ინტერესის სფეროში შედის, რომელიც ეხება პირადად მას, ან რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს. კონკრეტულ შემთხვევაში ის საკითხი, რასაც თქვენ ითხოვთ, ეხება ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და ამავდროულად, წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. ამ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ შეიძლება დამალოს ეს ინფორმაცია და აპელირება გააკეთოს საქართველოს კანონით “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ და “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით, ვინაიდან ეს კანონები არის მიმდინარე, ჩვეულებრივი კანონები და მათზე იერარქიულად უფრო მაღლა დგას საქართველოს კონსტიტუცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ ფარული გარიგების საფუძველზე თურქეთთან საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მოლაპარაკების დეტალები დაფარული და გასაიდუმლოებული არ იქნებოდა.

ამასთან, 9 თებერვალს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ზემოხსენებული მოლაპარაკების პროცესში საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს ეკლესიისთვის აზრი არ უკითხავს, რაც არის 2002 წელს სვეტიცხოველში სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების უხეში დარღვევა. კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობების მოვლა-პატრონობისთვის“.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან 14 თებერვალს მიღებულ პასუხს ადმინისტრაციული წესით ხვალ, 16 თებერვალს გავასაჩივრებ. აქვე მადლობას ვუხდი ადვოკატ მამუკა ნოზაძეს, რომელიც საჩივრის მომზადებაში მეხმარება.

"ობიექტივი"



READ MORE - თეა წულუკიანი: “საქართველო–თურქეთს შორის გაფორმებული ოქმის სრული გასაიდუმლოება აბსურდია“

თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებას გრიფით საიდუმლო ადევს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 08.02.2012
თურქეთ-საქართველოს სახელმწიფოებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც ითვალისწინებს თურქეთის ტერიტორიაზე ოშკისა და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასა და ახალციხის რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე “აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციას, გრიფით საიდუმლო ადევს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გარკვეული კითხვებით წერილობით მივმართე, რომელზეც დღეს მივიღე წერილობითი პასუხი. საგარეოდან მიღებულ პასუხს უცვლელად გთავაზობთ, მაგრამ მანამდე უპრიანია წაიკითხოთ ის კითხვები, რომელი სამინისტროში 30 იანვარს ჩავაბარე:

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 40 მუხლების თანახმად, გთხოვთ, მაცნობოთ:

-რა ეტაპზეა თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ - მოეწერა თუ არა ხელი ხელშეკრულებას? თუ მოეწერა, მაშინ, გთხოვთ მაცნობოთ, როდის და ვინ მოაწერა ხელი;

- შეიცვალა თუ არა ხელშეკრულების პირობები? ხელისუფლების წევრების (ნიკა ვაჩეიშვილი, ნინო კალანდაძე) მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე 4 ქართული ძეგლის აღდგენის სანაცვლოდ საქართველოში სამი მუსულმანური ძეგლის რესტავრაცია და ბათუმში ერთი მეჩეთის აშენება იყო გათვალისწინებული.

- თუ ხელშეკრულების პირობები შეცვლილია, მაშინ, გთხოვთ, მაცნობოთ მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ“.

საქართველოს საგარეო სამინისტროდან 14 თებერვალს ჩემს კითხვებზე მიპასუხა საჯარო ინფორმაცის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, ირაკლი ქოიავამ:

“თქვენი ამა წლის 30 იანვრის განცხადების პასუხად გაცნობებთ რომ “საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში არსებული თურქული კულტურული უძრავი ქონებისა და თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ქართული კულტურული უძრავი ქონების აღდგენის შესახებ“ ოქმი დღეის მდგომარეობით გაფორმებული არ არის. აღნიშნული ოქმის პროექტზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

რაც შეეხება ოქმის პირობებს, გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების შინაარსი მის ოფიციალურად გაფორმებამდე არ ექვემდებარება გასაჯაროებას. “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის “ა“ ქვეპუნქტისა და “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 4.1 და 4.1.1 პუქტებიდან გამომდინარე. ამასთანავე გაცნობებთ, რომ “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება შესაძლებელია მისი ძალაში შესვლის შემდეგ“.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი დღესვე გადავუგზავნე იურისტებსა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს. ხვალისთვის ველოდები მათ პასუხს და თუ გაირკა, რომ თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების გასაიდუმლოება არ შეესაბამება კანონმდებლობას, ამ საკითხს ადმინისტრაციული საჩივრით გავასაჩივრებ და თუ მაინც ვერ მივიღებ პასუხს კითხვებზე, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს, საქალაქო სასამართლოში სარჩელს შევიტან.

"ობიექტივი"



READ MORE - თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებას გრიფით საიდუმლო ადევს

ილგარ მამედ–ზადეს ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ავტორი ნინო მიქიაშვილი
20:06 15.02.2012
ილგარ მამედ-ზადემ გასული წლის 15 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რვა ადამიანის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მამედ-ზადეს სხეულის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით გამოძიება დაიწყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა. ეს ინფორმაცია ილგარ მამედ-ზადეს უფლებების დამცველმა, ადვოკატმა თედო კობახიძემ მომაწოდა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 15 სექტემბერს მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადეს, რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი ლაშა ბრეგვაძე და მისი მოადგილე, დავით ბუხრაშვილი, ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შესახებაც ჩვენთვის ცნობილი გახდა უშუალოდ მამედ–ზადეს მიერ სახალხო დამცველის სახელზე დაწერილი 4–გვერდიანი განცხადება–საჩივრიდან.

მამედ–ზადეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ზემოხსენებულ საპატიმრო დაწესებულებაში აურ–ზაური მოჰყვა – 21 სექტემბერს პატიმრებმა ის ეგრეთ წოდებული მაყურებლები სცემეს, რომლებმაც დაწერეს, რომ მამედ–ზადემ 15 სექტემბერს თვითდაზიანებები მიიყენა. საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარი არეულობის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს, გელა ნიკოლაიშვილისგან შევიტყვეთ. მან აღნიშნა ისიც, რომ ის პატიმრები, რომლებმაც “მაყურებლები“ სცემეს, არეულობის შემდეგ სხვადასხვა საპყრობილეებში გადაანაწილეს.

ადვოკატ თედო კობახიძის განმარტებით, მსჯავრდებულ ილგარ მამედ-ზადეს რეჟიმიც დაუმძიმეს და 2012 წლის 4 იანვარს რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებიდან რუსთავის N6 საპყრობილეში გადაიყვანეს - “რა გახდა მისთვის რეჟიმის დამძიმების მიზეზი, ამის შესახებ ინფორმაცია დავით მარგებაძისგან წერილობით გამოვითხოვე და ახლა პასუხს ველოდები“.

იმათ შორის, ვის წინააღმდეგაც მამედ-ზადემ ჩვენება მისცა, არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე; ასევე რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი, ლაშა ბრეგვაძე, მისი მოადგილეები: ავთანდილ კენკებაშვილი და დავით ბუხრაშვილი; რეჟიმის უფროსი ბადრი ფანქველაშვილი , დაწესებულების იმჟამინდელი მთავარი ექიმი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ოთარ კვაჭაძე.

“ამასთან, ახლა გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ გასული წლის 17 სექტემბერს ლაშა ბრეგვაძეს მიუმართავს სასჯალაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის, გიორგი გვარჯალაძისთვის, რომ თითქოს მამედ-ზადემ სხეულზე დაზიანებები განზრახ მიიყენა. ახლა საქმეს იძიებს ამავე დეპარტამენტის გამომძიებელი, ვასილ გოგიშვილი. სანამ მამედ-ზადე ჩვენებას მისცემდა, გოგიშვილმა მას ასეთი რამ შესთავაზა - “თუ დაწერა, რომ თვითდაზიანებები მიიყენე, საქმეს შევწყვეტთო“. მამედ-ზადემ მოითხოვა ჩემი თანდასწრებით დაეკითხათ და თებერვლის დასაწყისში ასეც მოხდა“, - ამბობს თედო კობახიძე.

მისივე აზრით, სასჯალაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტის გამოძიებული საქმე არ იქნება ქმედითი, ჯეროვანი და ობიექტური, რადგან მამედ-ზადეს ჩვენება უშუალოდ ამ უწყების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აქვს მიცემული.

“ამიტომ, პროკურატურას კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ მათ დაიწყონ გამოძიება. დღეს ილგარ მამედ-ზადემ სახალხო დამცევლს გიორგი ტუღუშს წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი სახალხო დამცველისგან ითხოვს გასული წლის სექტემბერში მის მიერ დაწერილი განცხადებები და ახსნა-განმარტებები გახდეს საჯარო და შესაბამისი მსვლელობა მიეცეს. ამავე წერილში მამედ-ზადე აღნიშნავს, რომ მას აქვს უშაულოდ გიორგი ტუღუშის იმედი, რომელსაც სთხოვს პატიმრის სანახავად გაგზავნოს ისეთი თანამშრომელი, რომელიც ვითარებას რეალურად ასახავს“, - აღნიშნა თედო კობახიძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასული წლის 27 სექტემბერს მოვამზადე და გამოვაქვეყნე წერილი სათაურით - ილგარ მამედ–ზადე მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს. ამ წერილში აღნიშნული იყო და მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ 15 სექტემბრის ინცინდენტის დეტალების შესახებ მსჯავრდებულმა 16-ში სახალხო დამცველს განცხადება-საჩივარი გაუგზავნა, მაგრამ შემდეგ თავადვე მოითხოვა ამ ახსნა-განმარტებას შემდგომი მსვლელობა არ მისცემოდა, რაც 27 სექტემბერს თედო კობახიძისადმი მიწერილ წერილში ასე ახსნა:

“16 სექტემბრის განცხადებას, რაც შეეხება (ვინაიდან მაქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ განცხადებას თუ მივცემ მსვლელობას, შეიძლება ჩემს ოჯახს შეექმნას საფრთხე), ამ ეტაპზე არ ვაპირებ აღნიშნულ განცხადებას მივცე შემდგომი რეაგირება... მინდა აცნობოთ ქვეყნის პირველ პირს და ყველა შესაბამის უწყებას, რომ დაიცვან ჩემი ოჯახის უსაფრთხოება და ასევე უზრუნველყონ ჩემი უსაფრთხოებაც“.

რა შინაარსის განცხადებას გაავრცელებს სახალხო დამცველის ოფისი, ჩვენთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მათთან მივა მამედ-ზადეს გაგზავნილი წერილი. მანამდე კიდევ ერთხელ გთავაზობთ 2011 წლის 16 სექტემბერს, სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის სახელზე დაწერილი განცხადება-საჩივრის შინაარსს, რომლის შემდგომ მსვლელობაზე პატიმარმა უარი თქვა:

“2008 წლის აგვისტოდან სასჯელს ვიხდი რუსთავის N17 დაწესებულებაში. მოგახსენებთ, რომ სასჯელის მოხდის დაწყების დღიდან დღემდე რაიმე დარღვევა არ ჩამიდენია და ვემორჩილები ციხის შინაგანაწესს, რაც კანონით არის განსაზღვრული.

ამა წლის 15 სექტემბერს შემხვდა ციხის უფროსი, ლაშა ბრეგვაძე და მითხრა – “რატომ ეკითხები სახელს ჩემს ახალ თანამშრომელსო“, რაზედაც მე მას ვუპასუხე, რომ შემხვდა ახალი თანამშრომელი და მინდოდა სახელი მცოდნოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ზრდილობის ამბავია, ადამიანს მიმართო მისი სახელით, რაზედაც ბატონმა ლაშამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომმართა.

მე ციხის უფროსს ვუთხარი რომ ტყუილად შეურაცმხყოფდა და ვთხოვე, რომ არ მოეყენებინა შეურაცხყოფა. ლაშა ბრეგვაძემ ჩემი თხოვნის და სამართლიანი მიმართვის (არ გამოეყენებინა შეურაცხყოფა) შემდეგ კვლავ გააგრძელა ჩემი დამცირება და ამიყვანა თავის ოთახში, სადაც შესვლისთანავე მოიხსნა საათი, სათვალე და უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 6–7 თანამშრომელთან ერთად დამიწყო უმოწყალოდ ცემა. მე ვთხოვდი შეეწყვიტათ ჩემი ცემა. თუმცა, ციხის ადმინისტრაციის 7–8 თანამშრომლებიდან ნაწილი მიჭერდა, რომ არ გავნძრეულიყავი, ხოლო დანარჩენები, ციხის უფროსის ჩათვლით, აგრძელებდნენ ჩემს ფიზიკურ შეურაცხყოფას.

აქვე გეტყვით – ცემის დროს ციხის უფროსი მეუბნებოდა, რომ პატიმრებს არ თვლის ადამიანებად და განაგრძობდა ჩემს ცემას. აქვე აღვნიშნავ, რომ ციხის უფროსს ვეუბნებოდი, რომ ვარ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფი და სრულიად ადვილი შესაძლებელი იყო ლეტალური შედეგით დამთავრებულიყო ჩემი ცემა, რისი გაგონებაც მას არ სურდა.

ბოლოს, როგორც იქნა ოთახში შემოვიდა სხვა თანამშრომელი, რომელიც არ იღებდა ჩემს ცემაში მონაწილეობას. შემთხვევით შეესწრო აღნიშნულ ფაქტს და მისი დახმარებით გამოსვლა შევძელი ციხის უფროსის ოთახიდან. თუმცა, დერეფანში გამოჰყვა ლაშა ბრეგვაძე, ჩემს გინებას განაგრძობდა და მეუბნებოდა – “ახლა სადაც გინდა იქ მიჩივლე, არ მაინტერესებს“ და ისევ იგინებოდა, ამბობდა, რომ “ვერაფერს დავაკლებდი“.

ამის შემდეგ ჩამიყვანეს “კარცერში“, სადაც გავხდი ცუდად. დაახლოებით ნახევარსაათიანი მოთხოვნის შემდეგ მომიყვანეს ექიმი, რომელმაც გამსინჯა და ვინაიდან მქონდა მაღალი წნევა, 180–100–ზე, სახეზე ცემისაგან ვიყავი გასიებული, ტუჩები მქონდა დახეთქილი, თავბრუ მეხვეოდა და მქონდა გულისრევის შეგრძნება, გამიკეთა ნემსები. მე ვთხოვე მას დაეფიქსირებინა დაზიანებები ჩემს სხეულზე, რაც ვიზუალურად კარგად ჩანდა.

აქვე აღნიშნავ, რომ ექიმთან ერთად შემოსული იყო “დეპეენკას“ ოფიცერი, “სმენის“ უფროსი სოსო, რომელიც ასევე იღებდა ჩემს ცემაში მონაწილეობას და ეუბნებოდა ექიმს, რომ დაეფიქსირებინა არა ცემა, არამედ ის, რომ თითქოს თავი მივარტყი საწოლს.

ამის შემდეგ მოვითხოვე სოციალური მუშაკის მოსვლა, რომელსაც ვუთხარი, რომ ვაცხადებდი შიმშილობას, რადგან ვიყავი ნაცემი და ვითხოვდი სახალხო დამცველთან და ადვოკატთან შეხვედრას. ეს ყოველივე, სოციალურ მუშაკთან საუბარი ხდება 15 სექტემბერს, შუადღეზე, დაახლოებით 15 საათზე. ამის შემდეგ ჩემთან “კარცერში“ ჩამოდის დავით ბუხრაშვილი, ციხის უფროსის მოადგილე და მეუბნება, ტყუილა ნუ ჩივიხარ, მაინც არაფერი არ გამოგივა და ამასთანავე დაგიმატებთ სასჯელს, წინააღმდეგობის გაწევაზე, ან უკანონო ნივთის შენახვაზე, რასაც ძალიან ადვილად ჩაგიდებთ და მოწმეებსაც ასევე ადვილად მოვნახავთო.
მე არ გავეცი დავით ბუხრაშვილს პასუხი, ველოდებოდი ადვოკატის და სახალხო დამცველის აპარატიდან ვინმეს შემოსვლას, რათა დამხმარებოდნენ, არ მიეცათ საშუალება დავეჩაგრე ციხის ადმინისტრაციის ხალხს, რადგან მართლა არაფერი დამიშავებია.

დღეის მდგომარეობით, მინიმუმ ჩემს ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. აღნიშნულ განცხადებას ვატან ჩემს ადვოკატს, თედო კობახიძეს და ასევე, მას ვთხოვ, რომ გაახმაუროს აღნიშნული ფაქტი, მისცეს შესაბამისი მსვლელობა და აღნიშნული განცხადება, საჩივრის ასლები მიაწოდოს მისი შეხედულისამებრ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მასმედიას.

ბატონო გიორგი, ვინაიდან შეიძლება ჩემს ფიზიკურ, არა მხოლოდ დაზიანებას, არამედ ლიკვიდაციასაც ჰქონდეს ადგილი, გთხოვთ, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღეთ ყველა ზომა, რათა დაცულ იქნეს ჩემი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება. იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერების და კანონის უზენაესობის.

გთხოვთ, აცნობოთ პარლამენტს აღნიშნული ფაქტის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების (მინიმუმ) ფაქტებზე“.

"ობიექტივი"





READ MORE - ილგარ მამედ–ზადეს ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2011 წელს ზაზა გოროზიას პრემიების ორი კვარტლის ჯამმა 22 125 ლარი შეადგინა

12:14 15.02.2012
2011 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ოდენობით პრემიას სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ზაზა გოროზია იღებდა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ავრცელებს.

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი გუბერნატორის პრემიების 2 კვარტლის ჯამმა 2011 წელს 22 125 ლარი შეადგინა.

სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის გარდა, 2011 წლის ორ კვარტალში პრემიებს რეგულარულად იღებდნენ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები. თითოეულმა მათგანმა 6 თვეში 17 700 ლარის წახალისება მიიღო. შედარებით მოკრძალებულია ამავე პერიოდში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის, ოთარ სირაძის მიერ პრემიის სახით მიღებული თანხა, რომელმაც 11 800 ლარი შეადგინა.

IDFI-ის მოთხოვნები აღნიშნული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უპასუხოდ დატოვეს იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის გუბერნატორების ადმინისტრაციებმა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი პროექტს "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა" ახორციელებს, რომლის ვებგვერდზეც სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციები ქვეყნდება.

"ინტერპრესნიუსი"



READ MORE - 2011 წელს ზაზა გოროზიას პრემიების ორი კვარტლის ჯამმა 22 125 ლარი შეადგინა

ხელისუფლების მორიგი ისტერია ოშკის გადარჩენის საბაბით

ავტორი ნინო მიქიაშვილი
15:30 13.02.2012
საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას თურქეთის წინააღმდეგ ამხედრებს და ამაში ბოროტად იყენებს გარკვეული მუზეუმებისა და სამეცნიერო დაწესებულებების დირექტორების, მათი მოადგილეების, ცალკეული ხელოვნებათმცოდნეების, ისტორიკოსების პოზიციას (თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლები სასწრაფო შველას ითხოვსო). ხელისუფლებას ამ საქმეში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენში, ჯიბის ტელევიზიები და განსაკუთრებით ტელეკომპანია “იმედი“ ეხმარება.

თურქეთ-საქართველოს შორის 2005 წელს დაწყებული და საქართველოს ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო რამდენჯერმე გაყინული მოლაპარაკებების ირგვლივ მორიგი ისტერია 26 იანვრის შემდეგ დაიწყო. ამჯერად საქართველოს კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ “დაუსვა წერტილი“ გაწელილ მოლაპარაკებას, რომლის თანახმად, ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების და ახალციხეში აჰმედიეს მეჩეთის რესტავრაციაში თურქული მხარის ჩართვის სანაცვლოდ ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე ოშკსა და იშხანს რესტავრაცია ჩაუტარდება.

ისე, ნიკა რურუამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვა გაცილებით ადრე, 20 წლის წინ დაიწყო, ოღონდ მაშინ მთავრობის სასახლეს ჩაუტარა “რესტავრაცია“, ავტომატით ხელში და ახლა ამ საქმეს მინისტრის ამპლუაში აგრძელებს. ახლანდელ მაგალითად ბაგრატის ტაძრის დასახელებაც კმარა, რომელსაც ქართველი ხელოვნებათმცოდნეების განმარტებითა და იუნესკოს დასკვნების თანახმად, “შეუქცევადი ჩარევებით“ პირვანდელი სახე და ის ღირებულება, რაც გააჩნდა, მთლიანად დაკარგვინეს.

2012 წლის 26 იანვარს რურუა ანკარაში მის თურქ კოლეგას შეხვდა და თბილისში დაბრუნების შემდეგ განცხადება გაავრცელა - მე დავთანხმდი, ხოლო საზოგადოება დეტალებს მას შემდეგ შეიტყობს, რაც შეთანხმებას ხელი მოეწერებაო. რურუას ანკარაში სტუმრობის შედეგი პალიტრატვ.გე-ს ეთერში, კერძოდ, გადაცემა “პროვოკატორში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხათუნა ოჩიაურმა დააკონკრეტა, რომ თურმე თურქეთთან ხელშეკრულების გაფორმება ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც უაღრესად მომგებიანი იქნება, რადგან ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხას და ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ ასაშენებელ ფულს თურქები გამოყოფენ; ეს იქნება ჯაჭვური რეაქცია და იშხანსა და ოშკს მიჰყვება სხვა ძეგლებიო, - აღნიშნა, მაგრამ ამ “ჯაჭვურ რეაქციას“ საქართველოში რა მოჰყვება, ამაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს აღარაფერი უთქვამს.

საქართველოს კულტურის სამინისტრო და მისი პოზიციის გამზიარებელი დირექტორები, მოადგილეები, ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები გვარწმუნებენ, რომ ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებას (რაც ყველაზე რთულად განსახორციელებელი პუნქტია თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში) თურქული მხარე მოითხოვს.

ამ კონკრეტულ საკითხზე თურქულ მხარეს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. საკითხავია ეს ნამდვილად თურქეთის მოთხოვნაა, თუ საქართველოს ხელისუფლების სარფიანი წინადადება.

“აზიზიეს მეჩეთთან“ დაკავშირებით თურქულმა მხარემ, კერძოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთადერთი კომენტარი 2011 წლის 11 თებერვალს, ბათუმში სტუმრობისას გააკეთა, რომელიც ერთადერთმა ტელევიზიამ - ტვ25-მა გააშუქა - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით “აზიზიეს“ აშენებაზე შეთანხმება ერდოღანისა და სააკაშვილის შეხვედრის დროს მოხდაო.

სხვათა შორის, გასულ წლებში მიმდინარე მოლაპარაკებისას ისტორიულ საქართველოში ოთხი ძეგლი (ოთხთა, ხანძთა, ოშკი და იშხანი) უნდა აღდგენილიყო და ამის სანაცვლოდ საქართველოში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასთან ერთად რესტავრაცია უნდა ჩატარებოდა: კვირიკეს ჯამეს (ქობულეთის რაიონში), მხარჯავის მეჩეთს (ადიგენის რაიონში) და ახალციხის რაბათის კომპლექსსა(სადაც სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი ფუნქციონირებს) და იქვე არსებულ წყვილ აბანოს.

სხვათა შორის, ახალციხის რაბათის კომპლექსის რესტავრაცია-კონსევრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა დაიწყო და ეს რომ ნამდვილად ასეა, გასული წლის 22 ივლისს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა, ციური ლაფაჩმა ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში (სათაურით - ახალციხის რაბათის რეაბილიტაციას ვანო მერაბიშვილი კურირებს) დაადასტურა.

ამ კონკერეტულ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ თურქებთან სარფიანი გარიგება არჩია მერაბიშვილის მიერ წამოწყებულ რესტავრაცია-კონსერვაციას, თუ თავად მერაბიშვილი დათანხმდა თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკების ფარგლებში ახალციხის რაბათის კომპლექსის დატოვებას, ჩემთვის უცნობია.

ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ოშკისა და იშხანის მდგომარებით “გულდადთუთქული“ საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფოსა და ეკლესიის შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების, საპატრიარქოსა და საზოგადოების გვერდის ავლით აპირებს გასაიდუმლოებული შეთანხმების გაფორმებას.

ორშაბათს, ან მაქსიმუმ სამშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისგან უნდა მივიღო პასუხი კითხვებზე, თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რასაც დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

"ობიექტივი"



READ MORE - ხელისუფლების მორიგი ისტერია ოშკის გადარჩენის საბაბით

"თავისუფალი საქართველო" ოპოზიციას სოფო ნიკოლაშვილის მხარდასაჭერად გაერთიანებისკენ მოუწოდებს

15:16 13.02.2012
"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია კახეთში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივი საპროტესტო აქციის ორგანიზებისკენ მოუწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, გამოძიების მსვლელობისას პრესით გახმაურდა, რომ ნიკოლაშვილი ადვოკატის გარეშე დაკითხეს.

"მოვუწოდებთ კახეთში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას, იდეოლოგიური სხვაობის მიუხედავად, გაერთიანებული ძალებით თელავში მოვაწყოთ საპროტესტო აქცია დამნაშავე გიორგი სიბაშვილის დაკავების მოთხოვნით. ამასთანავე, კახეთის საზოგადოებას ვთხოვ, ამ უსამართლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას შეუერთდნენ. დღევანდელი სასამართლო ისეთი უსამართლოა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს მისი მსხვერპლი.

ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სოფო ნიკოლაშვილისგან სიბაშვილი ინფორმაციას ითხოვდა მამამისის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც კუდ-ის ხელწერას წარმოადგენს. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ამ კონკრეტული საკითხის გამო გაერთიანებისკენ, რათა ერთობლივი ძალებით მოვახერხოთ არა მარტო დამნაშავის, არამედ მათი მფარველების დასჯა", - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამილა გურაშვილმა.

31 იანვარს გურჯაანში ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავეს, რომლის წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"ინტერპრესნიუსი"



READ MORE - "თავისუფალი საქართველო" ოპოზიციას სოფო ნიკოლაშვილის მხარდასაჭერად გაერთიანებისკენ მოუწოდებს

მამუკა ნოზაძე: “ნიკოლაშვილის საქმეზე ჟურნალისტების აქტიურობამ პროკურატურას უკან დაახევინა“

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 11.02.2012
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით დაპატიმრებული 20 წლის ჟურნალისტის, სოფო ნიკოლაიშვილის საქმეში არსებულ სიახლეებზე გთავაზობთ ინტერვიუს მისი უფლებების დამცველთან, ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან, რომელიც მიიჩნევს, რომ ნიკოლაშვილის საქმეზე პროკურატურას ქართველმა ჟურნალისტებმა უკან დაახევინეს.

ის, რაშიც ბრალს სდებენ ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილს, თქვენი აზრით წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის შედეგია, თუ ეს ემოციის ნიადაგზე მომხდარი შემთხვევითობაა?

მამუკა ნოზაძე: საქმის ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად ადასტურებს იმას, რომ ესაა მიზანმიმართული პროვოკაცია, ჩადენილი სოფო ნიკოლაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ.

იქნებ განმარტოთ რატომ?

-სოფო ნიკოლაშვილის მამა არის გურჯაანის რაიონში პოლიტიკურად აქტიური ადამიანი. ამჟამად იგი ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. მან ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით რამდენიმე ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ეს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ე.წ. დაზარალებულ გიორგი სიბაშვილის ბიძა არჩევნებში მაჟორიტარული წესით “ნაცმოძრაობიდან“ გურჯაანში კენჭს იყრიდა. იგი დამარცხდა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფო ნიკოლაშვილის მამის აქტიურ ოპოზიციონერობას. შესაბამისად, ამ ოჯახზე სიბაშვილები თავიდანვე გადამტერებულები იყვნენ.

გიორგი სიბაშვილი, რომელიც მუშაობს კახეთის სამხარეო პოლიციაში, შევიდა ნდობაში 20 წლის ჟურნალისტ გოგონასთან და 2011 წლის 2 ნოემბერს სოფიკო ნიკოლაშვილი ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით გააუპატიურა, რის შემდეგაც ფოტოები გადაუღო. როდესაც სოფო ნიკოლაშვილი გონზე მოვიდა, სიბაშვილმა გადაღებული კადრები აჩვენა და თანამშრომლობა, კერძოდ, ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფოტოების ინტერნეტში განთავსებით დაემუქრა.

რა ტიპის ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა ნიკოლაშვილს?

-ძირითადად მამამისის საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია, თუ ვინ აპირებდა გაწევრიანებას საზოგადოებრივ ორგანიზაცია “ქართულ ოცნებაში“, რომელიც გურჯაანში ჯერ არ არის დაფუძნებული და შემდეგ ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიაში ვინ გეგმავდა შესვლას, რომელიც ჯერ თბილისშიც არ დაფუძნებულა.

მოკლედ, ნიკოლაშვილს ივანიშვილის მხარდამჭერების მონაცემთა ბაზა უნდა გადაეცა, რაც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისთვის (და არა მარტო მათთვის) მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რათა შემდეგ ამ ადამიანებზე ზეწოლა განეხორციერლებინათ და იმ ტერორისტული მეთოდებით გასწორებოდნენ (რაც ამგვარ შემთხვევებში ახასიათებთ).

რა ხდებოდა 2 ნოემბრიდან 31 იანვრამდე?

-ეს იყო სოფო ნიკოლაშვილის პირადი ტრაგედია, უბედურება და მას არ უნდოდა ეს გაეგო ოჯახის წევრებს.

და ამ ხნის განმავლობაში ინფორმაციას აწვდიდა?

-მას სიბაშვილისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. სწორედ ამაში ვლინდება დანაშაულის პროვოცირება. გიორგი სიბაშვილისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სოფო ნიკოლაშვილის მამას, დავით ნიკოლაშვილის ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი გაფორმებული. მოგეხსენებათ, ამ კუთხით მონაცემთა ბაზა პოლიციელისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილს სთხოვა ენახვებინა მამამისის კუთვნილი ტაბელური იარაღი.

იმის შიშით რომ გადაღებული ფოტოები არ გავრცელებულიყო, სოფო ნიკოლაშვილი ამაზე დათანხმდა. 31 იანვარს სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილი მანქანაში ჩაისვა, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაიყვანა, სადაც ხალხი არ იყო, სიბაშვილმა ამ იარაღიდან რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა, შემდეგ ნიკოლაშვილი პოლიციაში მიიყვანა და განაცხადა, რომ ვითომდა ნიკოლაშვილმა მისი მოკვლა სცადა.

მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ნიკოლაშვილის საქმეს გრიფით საიდუმლო არ ადევს და ამ დროს, ორი დღით თქვენ და მეორე ადვოკატი, მაგული ღვალაძე მასმედიასთან საპირისპიროს აცხადებდით - რა ხდება სინამდვილეში?

-სინამდვილეში ხდება ის, რომ ნიკოლაშვილის საქმეზე ქართველი ჟურნალისტების და უფლებადამცველი ორგანიზაციების აქტიურობამ პროკურატურას უკან დაახევინა. ეს არის ფაქტი. “ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ამ საქმეზე სპეციალური განცხადება გააკეთა. სწორედ ამგვარი აქტიურობის შემდეგ გაავრცელა პროკურატურამ განცხადება.

არადა, ამ განცხადების გაკეთებამდე ორი დღით ადრე მე დამიკავშირდა გურჯაანის პროკურატურის პროკურორი, ბაკურ აბულაძე და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა. როდესაც ჩავეძიე და ვთხოვე განემარტა რა საგამოძეიბო მოქმედებაში უნდა მიმეღო მონაწილეობა გურჯაანის პროკურატურაში, მაშინ, როცა სოფო ნიკოლაშვილი უკვე გადაყვანილი იყო ციხეში, კერძოდ, რუსთავის ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში, პროკურორმა ასეთი პასუხი გამცა - “ჩვენ საქმის მასალებს ვასაიდუმლოებთ და თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ გაფრთხილებაზე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ ისაუბრებთო“.

რასაკვირველია, ამაზე უარი განვაცხადე და მოვითხოვე ჩემთვის გამოეგზავნათ შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იქნებოდა რატომ აპირებდნენ საქმის გასაიდუმლოებას.

მაგრამ მეორე ადვოკატმა ხომ მოაწერა ხელი საქმეზე გრიფით საიდუმლოს დადებას?

-დიახ და ეს არაერთ ინტერვიუში დაადასტურა, პირადად მეც დამიდასტურა.

მაგული ღვალაძე სახაზინო ადვოკატია, თუ ოჯახმა აიყვანა?

-ოჯახმა აიყვანა. იგი დაახლოებით 20-25 წელი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მე პროკურორი მესაუბრე, ნიკოლაშვილები გავაფრთხილე არ დათანხმებოდნენ და ასევე ვთხოვე ეთქვათ მეორე ადვოკატისთვის არ დათანხმებოდა პროკურატურას, რადგან გრიფით საიდუმლოს ისეთ დოკუმენტს ადებენ, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ან ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რაც საზოგადოებას ზიანს მოუტანს. ამ სისხლის სამართლის საქმეში ასეთი საფუძვლები არ არის. ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი თავად შესძინეს და საპატიმროებში მყოფ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს სოფო ნიკოლაშვილიც შემატეს, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლოს მიხვდნენ, რომ ამ საქმისთვის გრიფით საიდუმლოს დადება უკვე ნამეტანი იქნებოდა.

დღეს სოფო ნიკოლაშვილი არის პოლიტპატიმარი, პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი. მამამისს რომ ვერანაირი საფუძველი ვერ მოუძებნეს, რომ პოლიტიკური საქმიანობისთვის ჩამოეშორებინათ, მისი 20 წლის გამოუცდელი შვილი სიბაშვილების ხელით ბრმა იარაღად გამოიყენეს.

ამჟამად რა ეტაპზეა საქმე, ექსპერტიზის ბიურომ დაიწყო თუ არა მოქმედება და ხელმეორედ როდის დაიკითხება სოფო ნიკოლაშვილი?

-სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნულია, მაგრამ სამშაბათის მონაცემებით ექსპერტიზის ჩატარება დაწყებული არ იყო. გასულ ორშაბათს სოფო ნიკოლაშვილმა მიმართა: საქართველოს მთავარ პროკურორს, კახეთის საოლქო პროკურორს და გურჯაანის პროკურორს. ის მოითხოვს ხელმეორედ დაკითხვას, რადგან სრულფასოვანი ჩვენების მიცემის საშუალება არ მიეცა. მოგეხსენებათ იგი პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდა და ამ დროს დაჟინებით ითხოვდა ადვოკატით უზრუნველყოფას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს კონსტიტუციით და ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლით პოლიცია ვალდებული იყო სოფო ნიკოლაშვილი დაკავებისთანავე უზრუნველეყო ადვოკატით. ამასთან, დაკავებისას სოფო ნიკოლაშვილს დაკავებისა და ბრალის წაყენების საფუძველი და მიზეზი არ განუმარტეს. სოფო ნიკოლაშვილი ბრალდებულად დაიკითხა ადვოკატის გარეშე და ასევე ბრალიც ადვოკატის გარეშე წაუყენეს.

საჩივარში სოფო ნიკოლაიშვილმა ასევე მოითხოვა გამომძიებელ მარინა ფოცხვერაშვილის მიმართ გამოძიების დაწყება. ეს ის გამომძიებელია, რომელმაც სოფო ნიკოლაშვილს დაცვის უფლება უკანონოდ შეუზღუდა. ასევე ნიკოლაშვილი მოითხოვს გამოძიების დაწყებას პოლიციის უფროსის მოადგილის მიმართ. ამასთან სოფო ნიკოლაშვილი მოითხოვს მთლიანად აცილებულ იქნას მის მიმართ შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება კახეთის რეგიონისგან (ე.წ. დაზარალებულის ოჯახის სტატუსიდან გამომდინარე).

ანალოგიური შინაარსის საჩივრებით საქართველოს მთავარ პროკურატურას მეც მივმართე. ნიკოლაშვიოლის საქმეზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში წინასწარი სასამართლო სხდომა 9 მარტსაა დანიშნული, რომელზეც მტკიცებულებების დაშვება-არდაშვების განხილვა მოხდება.

თქვენ, ან ოჯახმა მიმართეთ თუ არა სახალხო დამცველს, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საელჩოებს და ასევე საინტერესოა, მათგან ხომ არავინ ახორციელებს დაკვირვებას ნიკოლაშვილის საქმეზე?

-ამ ეტაპზე არავისთვის მიგვიმართავს, უკანონობის წინააღმდეგ მხოლოდ სამართლებრივი კუთხით ვიბრძვით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სახალხო დამცველისთვის ალბათ, ცნობილია თუ რა უკანონო ქმედებებია განხორციელებული ნიკოლაშვილის მიმართ და თუ თავად არ დაიწყებენ მონიტორინგს, ჩვენ ამგვარი მოთხოვნით აუცილებლად მივმართავთ.

"ობიექტივი"



READ MORE - მამუკა ნოზაძე: “ნიკოლაშვილის საქმეზე ჟურნალისტების აქტიურობამ პროკურატურას უკან დაახევინა“

”მრავალეროვანი საქართველო” თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში საპატრიარქოს ჩართვას ითხოვს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
16:45 11.02.2012
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო” თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში საპატრიარქოს ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ამავე ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან ინტერნეტის საშუალებით გუშინ, გვიან საღამოს მივიღე.

უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

“გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ თურქულ მხარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვან საქართველოს” მიაჩნია, რომ ქვეყანაში განუხრელად უნდა იყოს დაცული საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება. ეს თავისუფლება სხვასთან ერთად მოიცავს საკულტო ნაგებობების აშენების, რესტავრაციის, მოვლისა და მისით სარგებლობის უფლებას, რომელიც ცალსახად ვრცელდება ყველა დენომინაციასა თუ რელიგიურ ჯგუფზე.

სახელმწიფოს ამ სფეროში გააჩნია, როგორც ნეგიტიური, ასევე პოზიტიური ვალდებულება. შესაბამისად, მან არა მარტო ხელი არ უნდა შეუშალოს პირთა ამ უფლების რეალიზებას, არამედ მიიღოს კიდევაც ზომები საკულტო ნაგებობების სათანადოდ დაცვისა და ფუნქციონირებისთვის.

მიგვაჩნია, რომ გარდა რელიგიური დატვირთვისა, ახალციხეში მდებარე ახმედის მეჩეთის რესტავრაცია წარმოადგენს საქართველოში კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისაკენ მიმართულ ნაბიჯს და შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კულტურული მრავალფეროვნების განვითარებასა და პოპულარაზაციაში.

”მრავალეროვანი საქართველო” აცხადებს, რომ ნებისმიერი რელიგიისა თუ კონფესიის კუთვნილი ტაძრის მშენებლობა, რესტავრაცია, თუ აღორძინება უნდა ხდებოდეს უპირველეს ყოვლისა ტაძართა მესაკუთრე ადგილობრივ რელიგიურ თემთა ინტერესების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

რაც შეეხება თურქეთში მდებარე ქართულ ტაძრებს, რომელთა თაობაზეც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებებს, ყველა მხარეს მოვუწოდებთ დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმები და უზრუნველყონ მისი ისტორიული მესაკუთრის - ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართვა ამ პროცესში.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთების რესტავრაციასა და აღორძინებასთან დაკავშირებით, არ წარმოქმნის ახალ რელიგიათშორის დაძაბულობას და მისაღები იქნება ყველა დაინტერესებული სუბიექტისთვის“.

"ობიექტივი"



READ MORE - ”მრავალეროვანი საქართველო” თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში საპატრიარქოს ჩართვას ითხოვს

წყაროს მითითების გარეშე მუდმივად იყენებენ „ობიექტივის“ ექსკლუზიურ მასალებს

ავტორი მედია-კავშირი „ობიექტივი“
01:37 11.02.2012
მოგეხსენებათ, რომ მედია-კავშირი „ობიექტივი“ 24-საათიან რეჟიმში მაუწყებლობს. შესაბამისად, ჩვენი ეთერით ყოველდღიურად ყველაზე მეტი ახალი ამბავი და აქტუალურ საკითხებზე ცნობილი ადამიანებისა და პოლიტიკური ლიდერების მოსაზრებები ვრცელდება. ეთერში გასულ ახალ ამბებს „ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები პროდუქტად ამუშავებენ და ავრცელებენ. ეს პროცესი გულისხმობს არა მარტო შრომას, არამედ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობას.

სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები და სატელევიზიო არხები, თუ სტუდიები „ობიექტივის“ მიერ მომზადებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას არა მარტო ავრცელებენ წყაროს მითითების გარეშე, არამედ ქმნიან კონკრეტულ სიუჟეტებს, რამაც ბოლო დროს ტენდენციის სახე მიიღო.

ამ სამწუხარო გარემოების გათვალისწინებით, ჩვენს კოლეგებს კეთილი რჩევით მივმართავთ: „ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის მიერ მომზადებული ინფორმაციის გამოყენების შემთხვევაში, წყაროდ აუცილებლად მიუთითონ „ობიექტივი“.

წინააღმდეგ შემთხევაში, იძულებული გავხდებით, საჯაროდ დავასახელოთ ის მედიასაშუალებები, რომლებიც წყაროს მითითების გარეშე მუდმივად იყენებენ „ობიექტივის“ ექსკლუზიურ მასალებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კოლეგები გულისხმიერებითა და გაგებით მოეკიდებიან ჩვენს კოლეგიალურ რჩევას.



READ MORE - წყაროს მითითების გარეშე მუდმივად იყენებენ „ობიექტივის“ ექსკლუზიურ მასალებს

„ქართულ ოცნებას“ არქიფო სააკაშვილის ასინეთა მარად თან სდევს

ავტორი თამუნა მაისაშვილი
19:06 10.02.2012
საქართველოში უკვე აღარავინ დაობს, რომ სახელმწიფოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი ძალიან დიდია. ირღვევა მრავალი ადამიანის უფლება, მაგრამ პროტესტს ცოტა თუ გამოხატავს. დუშეთის მკვიდრი რევაზ ოთარაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს და სამსახურში აღდგენას მოითხოვს.

ოთარაშვილები დუშეთში სამეწარმეო ფართს ფლობენ, რომლის გაქირავებითაც ოჯახი დამატებით შემოსავალს ღებულობს. იანვრის პირველ რიცხვებში შენობით „ქართული ოცნების“ რეგიონული წარმომადგენლობა დაინტერესდა და რევაზ ოთარაშვილის ბებიასთან, იჯარით აღების თაობაზე მოლაპარაკებები აწარმოეს, თუმცა, მოგვიანებით ფართი დაიწუნეს, საქმიანი ურთიერთობა კი აღარ შედგა.

ოპოზიციური პარტიის დაინტერესება რევაზ ოთარაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გადა. 14 იანვარს სამსახურში მისული ოთარაშვილი რაიონის გამგებელმა ლაშა ჯანაშვილმა საკუთარ კაბინეტში შეიყვანა და „ქართულ ოცნებასთან“ არშემდგარი საქმიანი ურთიერთობის ბრალდებით, სამსახურიდან გაათავისუფლა.

რევაზ ოთარაშვილი: „როცა გავიგე, რომ გამგებელი მიბარებდა არ გამკვირვებია – ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვი. მისვლისას ჯანაშვილმა მითხრა: რეზიკო, შენ პირად ქონებას აქირავებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე, ამიტომ, თავფისუფალი ხარ სამსახურიდანო!

მართალია ჩემი გათავისუფლების მიზეზი ნამდვილად გაურკვეველი იყო, მაგრამ არავის არაფერი აუხსნია, ერთი კვირის მანძილზე დაცვა არ მიშვებდა მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში. ჟურნალისტ გელა ზედელაშვილს კი ლაშა ჯანაშვილმა უთხრა, რომ სამსახურიდან არ ვიყავი გათავისუფლებული; ამასთანავე ჯანაშვილი ამტკიცებს, რომ მე ინვალიდი არ ვარ, ეს უკვე სასაცილო ფაქტია. მაინტერესებს თუ არ ვარ გამოგდებული, რატომ არ შეიძლება შევიდე გამგეობაში?! სამსახურიდან გათავისუფლების რაიმე ოფიციალურ საბუთზე ხელი არ მომიწერია. შემდეგ შევიტყვე, რომ გათავისუფლების მიზეზად დასახელებულია ჩემი სამსახურში გამოუცხადებლობა. აღმოჩნდა, რომ ის ერთი კვირა, როდესაც სამსახურში არ მიშვებნდენ გაცდენილად ჩამითვალეს . მინდა ავღნიშნო რომ იქ მუშაობის მანძილზე არც ერთი შენიშვნა არ მიმიღია.

მაინტერესებს, არსებობს კანონი, რომელიც მიკრძალავს ივანიშვილის პარტიის რომელიმე წევრთან საუბარს?!

ამ ყველაფერთან ერთად მე არ დამინიშნეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფის დახმარება როცა არასამართლიანად ენიშნებათ ისეთი კატეგორიის ხალხს ვისაც დახმარება ნამდვილად არ ჭირდებათ. ლადო ჭინქაძემ მითხრა, რომ მე დახმარება არ დამენიშნებოდა და მიზეზი ის იყო , რომ სახლში მაქვს კომპიუტერი. ეს კომპიუტერი არ არის ჩემი!...

მადლობელი ვარ ლალი აფციაურის და გიორგი ცაგარეიშვილის – ეს ადამიანები დაინტერესდნენ და გულთან მიიტანეს ჩემი პრობლემა. დუშეთის მუნიციპალიტეტში არიან ძირითადად უნარშეზღუდული ადამიანები, ხშირად ირღვევა მათი უფლებები, მაგრამ ეს ფაქტები არაა გახმაურებული – რაც ძალიან მაწუხებს" – ამბობს რევაზ ოთარაშვილი.





READ MORE - „ქართულ ოცნებას“ არქიფო სააკაშვილის ასინეთა მარად თან სდევს

საპატრიარქომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასა და ახმედის მეჩეთის რესტავრაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

17:06 08.02.2012
საქართველოს საპატრიარქომ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასა და ახალციხეში ახმედის მეჩეთის რესტავრაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გერმანიაში ყოფნის პერიოდში, მასმედიით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს, თანხმობა მისცეს ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას და ახალციხეში ახმედის მეჩეთის რესტავრაციას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით, რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში; მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი პრინციპული, მაგრამ, ამავე დროს, კონსტრუქციული პოზიცია ყოველთვის გვქონდა.

ეს პოზიცია დაფიქსირდა თურქეთის პრემიერ-მინისტრ, ბატონ რეჯებ თაიფ ერდოღანისადმი 2011 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ მიწერილ წერილშიც, რომლის პასუხიც სამწუხაროდ, დღემდე არ მიგვიღია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მეტად პრობლემატურია ხელისუფლების სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთ-კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რასაც ძველი მეჩეთის აღდგენად წარმოაჩენენ.

არა აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ეს კეთდება ოშკისა და იშხანის გადარჩენის მიზნით, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამიტომაც, ხელისუფლებას ამ მიზნით წლების წინ უნდა მიემართა იუნესკოსთვის (რაც არაერთხელ შევახსენეთ) და ეს თემა დღეს განხილვის საგნად არ უნდა ექცია.

მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩვენ წამოვაყენეთ ისეთი წინადადება, რომელიც შესაძლებელს გახდის ქართულ-თურქული ამ მოლაპარაკებების ორმხრივად მისაღები გზით განვითარებას. ამიტომაც იყო, რომ საქართველოში და პირველ რიგში აჭარაში გახსნილი ასობით მეჩეთისა და ჯამეს საპირწონედ ტაოსა და ლაზეთში თითო-თითო ეკლესიის აღდგენა-ამოქმედება შევთავაზეთ და ამასთან საპატრიარქოს ჩართვა აღნიშნულ მოლაპარაკებებში.

ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს და ამ ეტაპზე აღარ ვაყენებთ ხახულის ეკლესიის (ტაოს მხარე) ფუნქციონირების საკითხს. ვითხოვთ, მხოლოდ უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში (ლაზეთის მხარე), მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა-ამოქმედებას. (შევნიშნეთ, რომ ამ რეგიონში ქართული სხვა არაერთი გაცილებით დიდი ძეგლია) და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით. ხოლო, თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ასეთი ქმედებით ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანების შორის დაძაბულობის პროვოცირება; არადა, საქართველოში მუსლიმები რომელი ერის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ისევე, როგორც სხვა რელიგიის აღმსარებელნი, არასოდეს იზღუდებოდნენ, პირიქით, ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს და ამიტომაც იყო, რომ არაერთმა მათგანმა შესწირა სიცოცხლე საქართველოს დაცვას; ეს დღესაც ასეა და ამას პირველ რიგში ქართველი ადამიანის შემწყნარებლური ქრისტიანული ბუნება განაპირობებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ როგორც თურქეთის, ისე საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს შეთავაზებას და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნებს შორის პრობლემების შექმნას შეუწყობს ხელს",- ნათქვამია განცხადებაში.




READ MORE - საპატრიარქომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასა და ახმედის მეჩეთის რესტავრაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

გაინტერესებთ გისმენენ თუ არა?

16:31 09.02.2012
უკვე თითქმის ყველამ იცის, რომ მისი საუბრის ნებისმიერი დეტალი უჩინარი აპარატისა თუ პიროვნებისთვის სრულიად ხელმისაწვდომია.

მობილური ტელეფონიების მოსმენა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. უკვე თითქმის ყველამ იცის, რომ მისი საუბრის ნებისმიერი დეტალი უჩინარი აპარატისა თუ პიროვნებისთვის სრულიად ხელმისაწვდომია. თანაც ისე, რომ ამისათვის შესაბამისი სანქციები სულაც არაა საჭირო. პრობლემა უკვე გასცდა რომელიმე ცალკეული ქვეყნის ფარგლებს და უკვე ყველამ იცის რომ "მას" უსმენენ.

ადამიანები აღნიშულზე ზოგჯერ ცინიკურად, ზოჯერ კი სრულად მშვიდად რეაგირებენ – "მისმინონ, რას ვამბობ ასეთს?..."

ამის მიუხედავად, თქვენ მაინც შეგიძლიათ განსაზღვროთ გისმენენ თუ არა და იქნებ თქვენზე სწრაფადაც კითხულობენ თქვენთვის გამოგზავნილ SMS-ს შეტყობინებებს.

პრინციპში თქვენი ტელეფონის მოსმენა მხოლოდ "ძალოვანი უწყებების" წარმომადგენლებს კი არა, ცნობისმოყვარე უფროსს, ეჭვიან მეუღლეს, ან სულაც სხვა დაინტერესებულ პირსაც შეუძლია. გააჩნია, ვინ რამდენად კეთილსინიდისიერად გამოიყენებს მას, ან გამოიყენებს კი საერთოდ?.

თუ თქვენ გარკვეული ეჭვები გაქვთ, არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც გაგიფანტავთ ან დაგიდასტურებთ თქვენი წინათგრძნობის ნამდვილობას.

ელემენტის ტემპერატურა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურება რომ თქვენ "გისმენენ" არის ელემენტი. იმ შემთხვევაში, თუ გამოუყენებელ მდგომარეობაში შეამჩნევთ, რომ ელემენტი თბილი ან სულაც ცხელია, ეს ნიშნავს რომ "მიზანში" ხართ.

ელემენტი ხურდება ან თბება ტელეფონის გადამეტებული გამოყენებისას. შესაბამისად, ელემენტი მხოლოდ მაშინ უნდა იყოს თბილი, თუ თქვენ ტელეფონზე "სულ ახლახან" ისაუბრეთ.

ტელეფონის ელემენტი ძალიან სწრაფად "ჯდება"

თუ თქვენ პერიოდულად ტელეფონის დატენვა უფრო ხშირად გიწევთ, ვიდრე სხვა შემთხვევებში, მაშინ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა რომ თქვენ პოტენციური საფრთხის ქვეშ იმყოფებით. როდესაც ტელეფონი ისმინება, მისი ელემენტი იმაზე უფრო ადრე ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივ. ტელეფონი, რომელიც ისმინება, მუდმივად იწერს საუბარს იმ გარემოში, სადაც ის დევს, თუნდაც გარეგნულად მას ამის არავითარი ნიშანწყალიც არ ჰქონდეს.

თუმცა ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, რამდენად ახალია თქვენი ტელეფონი და ელემენტის სიძველეს "პოტენციურ მტრებს" ნუ დააბრალებთ.

დაყოვნება გამორთვისას

იმ შემთხვევაში თუ ტელეფონის გამორთვისას წარმოშვა პაუზა, არ ქრება ეკრანი, ან სულაც ვერ შეძელით გამორთოთ ის, მაშინ, სავარაუდოდ, თქვენ ანკესზე ხარ დაკიდებული.

მუდმივად მიაქციეთ ყურადღება როგორ მუშაობს თქვენი მობილური ჩვეულებრივ რეჟიმში და ტელეფონის პროგრამულ უზრუნველყოფაში წარმოქმნილი პრობლემა პანიკაში ნუ ჩაგაგდებთ.

უცნაური აქტიურობა

ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ ტელეფონს თავისით აენთო ეკრანი, თავისით "გამოიყარა" სხვა მონაცემები, რომელიც თქვენ არ აგირჩევიათ, ან სულაც თავისით გამოირთო? Uუცნაური აქტივობა, შესაძლოა, იმის სიგნალი იყოს, რომ "ვიღაც" მართავს "თქვენს" კუთვნილ ნივთს. აქვე დააკვირდით, ხომ არ უკავშირდება ეს პროცესი მონაცემების გადაცემაში რაიმე სახის შეფერხებას. თუ დარწმუნდებით, რომ ამ მხრივ ყველაფერი ნათელია, მაშინ თქვენი ეჭვები საფუძველსმოკლებული არ არის.

ფონის ხმაური

როდესაც თქვენ საუბრობთ და თუ თქვენი ტელეფინი ისმინება, შესაძლოა. იგრძნოთ "ხარვეზები" _ რაღაც ექოს მაგვარი, ჩამრთველის ჩართვა გამორთვის მაგვარი ხმა, წკაპუნი _ თუ ეს ყველაფერი გარემო პირობებს, ან დაკავშირებასთან არსებულ ხარვეზებს არ უკავშირდება, მაშინ ტელეფონზე და მის ხარისხზე ნუ გაბრაზდებით, უბრალდ თქვენი საუბარი ვიღაცას აინტერესებს.

თუ პულსირებულ ხმაურს ისმენთ თქვენი ტელეფონიდან, როდესაც ის არ მუშაობს _ ეს სერიოზული პრობლემაა.

ხარვეზები

თუ თქვენ ტელეფონს სხვა ელექტრომოწყობლობების სიახლოვეს იყენებთ, მაგალითად ტელევიზორთან ახლოს, და ქმნის გარკვეულ ხარვეზებს, ეს, შესაძლოა, იმის შედეგი იყოს, რომ მობილურის კორპუსში უცხო მოწყობილობაა შეერთებული. Mმეტწილად, ზემოქმედებითი ხარბეზები ნორმალური მდგომარეობაა, მაგრამ თუ ეს ხდება მაშინ, როდესაც ტელეფონი აქტიურ მდგომარეობაში არაა, ანუ როდესაც თქვენ არ საუბრობთ, მაშინ თქვენ "ხაფანგში" ხართ მოყოლილი.

გახდი დეზინფორმატორი

თუ თქვენ ეჭვობთ, რომ თქვენ ტელეფონს უსმენენ, ან თქვენს საუბარს იწერენ, მაშინ შეგიძლიათ გახდეთ დეზინფორმატორი, რათა სრულად დაადასტუროთ თქვენი ეჭვები. შეატყობინეთ მას ვისაც ენდობით თქვენი "საიდუმლო" ინფორმაცია ტელეფონით. თუ თქვენ მოგვიანებით გაიგებთ, რომ თქვენი საიდუმლოს შესახებ სხვებმაც გაიგეს, გამოდის რომ ეჭვებიც გააქარწყლეთ _ გისმენენ.

მიიღეთ დახმარება

თუ თქვენ ეჭვობთ, რომ გისმენენ მაშინ მიმართეთ დახმარებისთვის პოლიციას, რადგან მას აქვს შესაბამისი მოწყობილობა, რათა დაადგინოს თუ ვინ გისმენთ. მაგრამ ამ გზით წასვლა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებულნი ხართ რომ სწორედ ისინი არ გისმენენ, ვისაც უნდა შესჩივლოთ.

დასკვნა

ჩამოთვლილი გარემოებები სულაც არაა სავალდებულო იმაში დასაეჭვებლად, რომ გისმენენ. უპირველესად დარწმუნდით, რომ ეს ყველაფერი არაა ცუდი კავშირის, დაძველებული ელემენტის, ან კიდევ გაფუჭებული ტელეფონის ბრალი.

და მაინც, თუ გსურთ რომ უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი დაბლოკეთ თქვენი ტელეფონი პაროლით, მუდმივად გქონდეთ თან და თუ მას არ იყენებთ კორპუსიდან მოხსენით ელემენტი.

არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ისინი ვინც გისმენენ "უფრო ჭკვიანები", გამოცდილები და ტექნუკურად აღჭურვილები არიან და თუ სურთ, ტელეფონის გარეშეც მოგისმენენ.





READ MORE - გაინტერესებთ გისმენენ თუ არა?

მობილური ქსელის აბონენტთა რაოდენობა საქართველოში 3 მილიონ 980 000-სს შეადგენს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 09.02.2012
საქართველოში მობილური ქსელის აბონენტთა რაოდენობა 3 მილიონ 980 000-სს შეადგენს, ფიქსირებული ქსელის აბონენტთა რაოდენობა - მილიონ 105 883-სს, ხოლო ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 300 050-სს. ესაა 2010 წლის ბოლოსთვის არსებული მონაცემები, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშშია წარმოდგენილი.

კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი - 2010 წლის განმავლობაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე დარიცხულმა შემოსავალმა 5 600 241 12 ლარი შეადგენა.

ეს და სხვა საინტერესო მონაცემები, თანდართული რეკომენდაციებით “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, იგივე საიამ სასტუმრო “რედისონში“ გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახი ყურაშვილიც ესწრებოდა.

როგორც საიას წარმომადგენლებმა - ეკატერინე ფოფხაძემ და თამარ კორძაიამ განმარტეს, მათი ორგანიზაცია კვლევას სახელწოდებით “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი და უფლებამოსილების ფარგლები“ ახორციელებდა “ლევან მიქელაძის ფონდთან“ ერთად, “იუსაიდისა“ და “აირექსის“ მხარდაჭერით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესისა და უფლებამოსილების ფარგლების შესახებ საიას იურისტმა ნათია კაპანაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, კომისიაში 5 წევრია, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი 6-6 წლით ნიშნავს, მათი გათავისუფლებაც მხოლოდ სააკაშვილს შეუძლია; კომისიის წევრებს იმუნიტეტი იცავთ - მათი დაკავება, ან დაპატიმრება, აგრეთვე გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის თანხმობის შემდეგ არის შესაძლებელი; გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და თუ პარლამენტი თანხმობას არ მისცემს, კომისიის დაკავებული, ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

პლუს ამას, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კომისიის წევრების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სააკაშვილის ხელმოწერა აღემატება სასამართლოს გადაწყვეტილებას. საია მიიჩნევს, რომ კომისიის ამა თუ იმ წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს.

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელწმიფო ორგანოებისგან და მოქმედებს კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, ტელევიზიის, რადიოსიხშირეების და სატელეფონო კომუნიკაციების რეგულირება შედის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროში“, - ნათქვამია საიას მიერ წარმოდგენილ კვლევაში.

საინტერესო ისაა, რომ ამავე კვლევის მიხედვით, 2010 წლის მანძილზე კომისიასთან არსებულ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 108 განცხადება შევიდა, მაშინ, როცა მაგალითად, საიასთან არსებული “ქართული მედიის სამართებრივი დაცვის ცენტრში“ ბოლო ერთი წლის მანძილზე 117 დოკუმენტი მომზადდა და ამავე ორგანიზაციის მიერ 1136 კონსულტაცია გაიცა.

საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტატისტიკის ფონზე, მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შესული განცხადებების სიმცირე მომხმარებელთა არაინფორმირებულობაზე მეტყველებს - ადამიანებმა არ იციან, რომ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს.

როგორც “რედისონში“ გამართულ ღონისძიებაზე გაირკვა, საიას მიერ წერილობით წარმოდგენილ რეკომენდაციებს დეტალურად და ყურადღებით გაცნობია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახი ყურაშვილი. მისი შენიშვნების მცირე ნაწილი საიამ გაიზიარა.

“დღევანდელი ღონისძიება არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ კომისიის მუშაობა უფრო ეფექტური გახდეს. მზად ვართ ჩვენი რეკომენდაციები თქვენს შენიშვნებთან შეჯერდეს, რის შემდეგაც რეკომენდაციების საბოლოო ვერსიას პარლამენტს წარვუდგენთ“, - განაცხადეს ორსაათიანი ღონისძიების დასასრულს საიას წარმომადგენლებმა.

"ობიექტივი"






READ MORE - მობილური ქსელის აბონენტთა რაოდენობა საქართველოში 3 მილიონ 980 000-სს შეადგენს

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...