12:14 15.02.2012
2011 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ოდენობით პრემიას სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ზაზა გოროზია იღებდა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ავრცელებს.
საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი გუბერნატორის პრემიების 2 კვარტლის ჯამმა 2011 წელს 22 125 ლარი შეადგინა.
სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის გარდა, 2011 წლის ორ კვარტალში პრემიებს რეგულარულად იღებდნენ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები. თითოეულმა მათგანმა 6 თვეში 17 700 ლარის წახალისება მიიღო. შედარებით მოკრძალებულია ამავე პერიოდში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის, ოთარ სირაძის მიერ პრემიის სახით მიღებული თანხა, რომელმაც 11 800 ლარი შეადგინა.
IDFI-ის მოთხოვნები აღნიშნული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უპასუხოდ დატოვეს იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის გუბერნატორების ადმინისტრაციებმა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი პროექტს "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა" ახორციელებს, რომლის ვებგვერდზეც სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციები ქვეყნდება.
"ინტერპრესნიუსი"