Showing posts with label ეს სააკაშვილის საქართველოა. Show all posts
Showing posts with label ეს სააკაშვილის საქართველოა. Show all posts

სააკაშვილი ზუგდიდში ზონდერებს წვრთნის [video]

13:06 11.08.2012
ზუგდიდში, კრილოვის ქუჩაზე ფარითა და ხელკეტით აღჭურვილი ასამდე ადამიანის გაურკვეველი სამზადისი მიმდინარეობს.

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული გეგმიურ წვრთნებს უკავშირდება.

"ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით კი, ამ ჯგუფებში როგორც პოლიციელები, ასევე ზონდერები, სამოქალაქო პირები, ე.წ რეზერვისტები არიან გაერთიანებული.

"პროცესს აკონტროლებს და კოორდინაციას კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უწევს. ზუგდიდში დიდი ხანია, საუბრობენ იმ მიტინგის დარბევაზე, რომელსაც სექტემბერში ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში გეგმავს. კადრში კარგად ჩანს ყოფილი ცნობილი ზონდერი, ეხლა მაღალჩიონოსანი პოლიციელი გიორგი სამუშია, რომელიც 2007 წლის ოქტომბერში მიტინგების დარბევაში აქტიურად მონაწილეობდა", - განაცხადა მიქაიამ.






READ MORE - სააკაშვილი ზუგდიდში ზონდერებს წვრთნის [video]

ვინ და რატომ ირაზმება მიხეილ სააკაშვილის სამეგრელოში დაგეგმილ ვიზიტამდე? [video]

09:01 2.07.2012
სამეგრელოს რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის’’ მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია.

ბუნებრივია, წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტური ინტერესი მოსახლეობასთან ოპოზიციური თუ სახელისუფლებო შეხვედრების მიმართ განსაკუთრებულად იზრდება, მითუმეტეს, თუ მას ქვეყნის პრეზიდენტი მართავს. თუმცა, ბოლო პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის მოსახლეობასთან ღია ცის ქვეშ ჩატარებული შეხვედრები დახურულად ცხადდება და ტელეეკრანებზე მხოლოდ პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ დამონტაჟებული კადრები ხვდება.

სამეგრელოში მომუშავე ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა დღეს სწორედ ასეთ დახურულ შეხვედრამდე, სოფელ ცაიშში პრეზიდენტის ლოდინში დარაზმული ადამიანების გადაღება და მათთან გასაუბრება გადაწყვიტა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რესტორან „დიარონიდან“ ჯერ წალენჯიხაში გაემგზავრა და ზუგდიდის მთავარ ქუჩებზე ძალოვანების ორსაათიანი პიკეტი მოიხსნა.

მიხეილ სააკაშვილს სოფელ ცაიშში დღეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალური ტრანსპორტით მიყვანილი სხვა მოქალაქეებიც ელოდებოდნენ. იქ შეკრებილ 120-მდე ადამიანში ზუგდიდის პოლიციის, კუდ-ის, სოდ-ისა და სამთავრობო დაცვის თანამშრომელიც მრავლად იყო. „for.ge“-ს, „livepress.ge“-ს, „ტვ-9“ სა და „მაესტროს“ ჟურნალისტების გამოჩენას კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალოვანებთან ერთად ადგილობრივი „ნაცელიტის“ სრული მობილიზაცია მოჰყვა. თუმცა, შეხვედრის ადგილიდან 5 ნომრით „დამშვენებული“ წითელმაისურიანი ყმაწვილკაცები რატომღაც გაქრნენ.

პრესის წარმომადგენლებს მოულოდნელად ქალბატონი მიუახლოვდა, რომელმაც თავი მათ პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლად გააცნო. მან შეხვედრა პროტოკოლის მიხედვით დახურულად გამოაცხადა, თუმცა მასში პრეზიდენტის მონაწილეობა არ დაადასტურა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჟურნალისტები შესაბამის პრესსამსახურში გადაამისამართა. თავის მხრივ, „გულღია და უშუალო“ ქალბატონი „პრესსამსახურის“ ფუნქციასაც მოხერხებულად ითავსებდა და ინტერვიუს ჩაწერის პროცესს საკუთარი მობილური ტელეფონის ვიდეოკამერით აფიქსირებდა. „მცველმა“ ქალბატონმა პრეზიდენტის გამოჩენამდე ჟურნალისტებს შეკრებილ მოსახლეობასთან ინტერვიუს ჩაწერის ნებართვაც თავადვე მისცა.

ამგვარი სიტყვიერი ნებართვის მიუხედავად, ჟურნალისტები ძალოვანებმა ქვის ღობეს არ გადაატარეს და პრეზიდენტის მომლოდინე ადამიანებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. ხელოვნურად შექმნილი ბარიერის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილმა მედიასთან გასაუბრების სურვილი თავად გამოთქვა. ღობის გაღმიდან ჟურნალისტებს პირველად ცაიშში მცხოვრები ქალბატონი, როზა წყაბელია მიუახლოვდა და ინტერვიუ იმ კითხვებით დაიწყო, რის დასმასაც პრეზიდენტთან შეხვედრისას აპირებდა. პირველივე წინადადება მას პოლიციისა და კუდ-ის თანამშრომლებმა გააწყვეტინეს, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ინტერვიუს ჩაწერა გაგრძელდა. საკუთარი დუხჭირი ყოფისა და დაავადებულ, მედიკამენტებისა და საკვების გარეშე დარჩენილ ოთხ შვილიშვილზე საუბარისას იგივე პირებმა ვიდეო კამერას უკვე მეორედ, ძალის გამოყენებით მოაშორეს. როზა წყაბელია სამართალდამცავებმა ჯერ მიწაზე ათრიეს, ხოლო შემდეგ ყოფილი ამბულატორიის ფიცრულ შენობაში გამოამწყვდიეს. ქალბატონის მიმართ გამოჩენილი სისასტიკე 85 წლის ცაიშელმა, პალიკო ჯანაშიამ იქვე გააპროტესტა და ჟურნალისტებს განუცხადა, „ქალის მიმართ ასეთი ძაღლური მოპყრობა დანაშაულია.“

პალიკო ჯანაშია მედიასთან სოფლის მეურნებაში არსებულ იმ პრობლემებზეც საუბრობდა, რომელმაც გლეხი წელში გაწყვიტა. „თუ პრეზიდენტი სოფლის მეურნეობას ვერ მიხედავს, ის პრეზიდენტი აღარ არის. ამბობენ, სოფლის მეურნეობა ავაყვავეთო. როგორ ააყვავეს, როცა სასუქი 45 ლარი ღირს, მიწას დამუშავება უნდა... ტრაქტორი არ არის. პრეზიდენტს ვეტყვი, რომ სოფელს, გლეხს უჭირს და იგი გაჭირვებიდან უნდა ამოიყვანოს. ენგურჰესი ხომ ჩვენია? როგორ უნდა გადავიხადოთ ასე გაძვირებული დენის საფასური...“ - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო პალიკო ჯანაშიამ, რომელიც ძალოვანებმა ამჯერად, „კორექტულად“, ქალბატონ წყაბელიას გზას გაუყენეს.

რამდენიმე წუთში, საღამოს 6 საათისთვის მიხეილ სააკაშვილი მთავრობისა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გამოჩნდა. ჟურნალისტებს მისი გადაღების საშუალება ძალოვანებმა არ მისცეს. მიხეილ სააკაშვილის ხმა ჟურნალისტებს მხოლოდ ღობის გაღმიდან ესმოდათ...






READ MORE - ვინ და რატომ ირაზმება მიხეილ სააკაშვილის სამეგრელოში დაგეგმილ ვიზიტამდე? [video]

ამომრჩეველთა სიები კუდ-ისა და ნაცმოძრაობის ოფისებში „ზუსტდება“ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა
09:01 20.07.2012
ამომრჩეველთა ლიგის რეგისტრატორებზე, ნიკოლოზ ჭურღულიასა და თორნიკე თაკალანძეზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმას ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისში დღეს საგანგებო ბრიფინგი მიეძღვნა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო, ამომრჩეველთა ლიგის წევრები სამართალდამცავებს უნდობლობას უცხადებენ, რადგან მიიჩნევენ რომ თავდასხმა სწორედ პოლიციისა და ნაცმოძრაობის ერთობლივი ჯგუფების მიერ განხორციელდა.

ორგანიზაციის წევრები სამართალდამცავებისგან რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების დაბრუნებას მოითხოვენ. ამომრჩეველთა ლიგის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კახა მიქაიამ ხელისუფლება ზუგდიდის, დარჩელისა და რუხის ტერიტორიაზე მომუშავე რეგისტრატორებზე განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟშიც დაადანაშაულა, რის შედეგადაც ამომრჩეველთა დაზუსტებულ სიებში გარდაცვლილთა რაოდენობა ხელოვნურად გაიზარდა.

კახა მიქაიას განცხადებით, რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველთა ლიგაში წარმოდგენილი სიები კუდ-ის ან ნაცმოძრაობის ოფისშია შედგენილი, რაც მომავალში ამომრჩეველთა ლიგის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტს ისახავდა მიზნად.







READ MORE - ამომრჩეველთა სიები კუდ-ისა და ნაცმოძრაობის ოფისებში „ზუსტდება“ [video]

700-მდე პატიმარი წამების წინააღმდეგ უპრეცედენტო ბრძოლას იწყებს

16:25 11.07.2012
ჟურნალისტისა და უფლებადამცველის კოტე ინაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქსნის N15 დაწესებულების 700-მდე პატიმარმა ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი, რომელშიც ისინი სახალხო დამცველს ციხეში უკანონო ქმედებების შესახებ ატყობინებდნენ, მათზე ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლა გაძლიერდა.

როგორც კოტე ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, „ობიექტივი“ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარია გარდაცვლილი, რომელთაც ციხეში წამების ფაქტების მამხილებელ განცხადებაზე ჰქონდათ ხელი მოწერილი.

„ფაქტის მიჩქმალვის მიზნით შესაძლოა პატიმართა ცხედრები ქსნიდან სხვადასხვა ციხეებში გადაანაწილონ.

მოგმართავთ ყველას, თუ ფლობთ ციხეში პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას, ან თქვენს ქალაქსა და რაიონში პატიმარს ჩამოსვენებენ აუცილებლად დაგვიკავშირდით მედია–კავშირ „ობიექტივში“ და შეგვატყობინეთ.

უკანასკნელ პერიოდში, ციხეებში, ადმინისტრაციის ჯალათი თანამშრომლების მიერ მოკლულ პატიმართა რიცხვი უპრეცედენტოდ გაიზარდა.

იმედია სამართალი იზეიმებს და ციხის ადმინისტრაციის ჯალათი თანამშრომლები, რომლებიც პატიმართა წამებაში და მკვლელობაში იღებენ მონაწილეობას სათანადოდ დაისჯებიან“, –
განაცხადა კოტე ინაშვილმა.






READ MORE - 700-მდე პატიმარი წამების წინააღმდეგ უპრეცედენტო ბრძოლას იწყებს

შსს-ს თანამშროლებმა „ტაქსისტებად“ დაიწყეს მუშაობა

20:25 10.07.2012
შსს-ს თანამშრომლებმა ტაქსის მძღოლებად დაიწყეს მუშაობა. ეს მათ გაჭირვების გამო არ გაუკეთებიათ. ნაციონალებმა ახალი სქემა შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც, შსს-ს თანამშრომლების ნაწილს დავალება მისცეს, რომ ტაქსის მძღოლებად „გარდაიქმნენ“ და მოსახლეობას მოემსახურონ.

შსს-ს თანამშრომლებმა საკუთარ მანქანებს ტაქსის აღმნიშვნელი ნიშანი დაადგეს და „სატაქსაოდ“ გავიდნენ. მოქალაქე, რომელიც ტაქსს აჩერებს, აზრადაც არ მოსდის, რომ მას შსს-ს თანამშრომელი ემსახურება და არა ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლი.

ასეთი ფაქტის მოწმე ამ დღეებში რამდენიმე თბილისელი გახდა. მათ ტაქსი გააჩერეს და როდესაც დანიშნულების ადგილას მივიდნენ, ეზოში მდგარმა ბიჭებმა საკუთარი რაიონის პოლიციის თანამშრომელი ამოიცნეს. რისთვის დაჭირდათ შსს-ს თანამშრომლებს ამგვარი ტრანსფორმაცია ძნელი გამოსაცნობი არ არის, თუ იმ საუბრის შინაარსს გავითვალისწინებთ, რომელიც ვითომ ტაქსის მძღოლსა და მის მგზავრს შორის გაიმართა.

შსს-ს თანამშრომლები მგზავრთან საუბარს ნაციონალების კრიტიკით იწყებენ და ამით მოსახლეობის განწყობის გაგებას ცდილობენ. მას შემდეგ რაც მგზავრის რეაქციას მიხვდებიან, პირდაპირ საქმეზე გადადიან. მათი ტექსტის შინაარსი დაახლოებით ასეთია: ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მიერ გამოგზავნილი კაცია, მას ხალხი ბრმად არ უნდა ენდოს, რადგან ქვეყანას დაღუპავს. მგზავრთან „გულახდილი“ საუბრისას, მძღოლს მეტი დამაჯერებლობისთვის გარკვეული მაგალითებიც მოჰყვს, რომელიც ივანიშვილის რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან კავშირზე მიუთითებს.

ტაქსის მძღოლის საქმიანობას ამოფარებულ შსს-ს თანამშრომლებს მოსახლეობაში ჭორებისა და ინფორმაციის „დიდი დოზით“ გავრცელება ევალებათ.

ასე, რომ ნაციონალებმა ხალხზე „ზრუნვა“ იმდენად მოინდომეს, რომ საკუთარი „ტაქსით“, არც მეტი არც ნაკლები, შსს–ს მაღალი თუ დაბალი რანგის ჩინოვნიკები მოგემსახურებიან.






READ MORE - შსს-ს თანამშროლებმა „ტაქსისტებად“ დაიწყეს მუშაობა

"პოდიუმი" პოლიციის კიბეებზე - როგორ დგამენ სცენებს ოპერატიული ვიდეომასალისთვის [video]

ავტორი დარეჯან პაატაშვილი
20:20 09.07.2012
ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს!

წერეთლის გამზირზე მდებარე საპატრულო პოლიციის შენობაში ოთხი დაკავებული მიიყვანეს, რომელთათვისაც, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი ხელბორკილი იყო გამოყოფილი.

როდესაც საპატრულო პოლიციის შენობაში მყოფი დაკავებული კამერის წინ ორჯერ შეიყვანეს შენობაში დაკავების იმიტაციით, მას ხელბორკილი შეხსნეს და მეორე დაკავებულს დაადეს. ამის შემდეგ უკვე მეორე დაკავებულმა გაიარა ორჯერ "პოლიციურ პოდიუმზე".









READ MORE - "პოდიუმი" პოლიციის კიბეებზე - როგორ დგამენ სცენებს ოპერატიული ვიდეომასალისთვის [video]

სააკაშვილმა ზუგდიდის აეროპორტთან დაკავშირებით იცრუა [Video-Photo]

ავტორი თამარ ზანთარაია
16:00 08.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა, 25 ივნისს, საკუთარ რეზიდენციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თბილისის, ბათუმის და მესტიის შემდეგ აეროპორტი ზუგდიდშიც აშენდა.

„ჩვენ თბილისის აეროპორტის შემდეგ ავაშენეთ ბათუმის აეროპორტი. ავაშენეთ პატარა აეროპორტები – მესტიის აეროპორტი, ზუგდიდის აეროპორტი. ვიწყებთ თელავის აეროპორტის მოდერნიზაციას. დაიწყო ფოთის აეროპორტის მშენებლობაც. სექტემბერში გაიხსნება ქუთაისის დიდი საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ აეროპორტის მშენებლობა გურიაში, კერძოდ სოფელ მერიაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.


პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, „უკვე აშენებულ“ აეროპორტში, რომელიც 90 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს, „ლაივპრესმა“ გადაიღო ვიდეორეპორტაჟი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ აეროპორტის მშენებლობა დასრულებული არ არის. მეტიც, იქ ამჟამდ სამშენებლო სამუშაოებიც არ მიმდინარეობს. ტერიტორია შემოსაზღვრულია რკინის ბადით. არ არის სტენდიც, რომელიც აეროპორტის მშენებლობის პრეზენტაციის დღისთვის დამონტაჟდა.

| ზუგდიდის აეროპორტის შესასვლელი |

აეროპორტის ერთ–ერთი ტექნიკოსი ფელიქს ჩარგაზია, რომელმაც ვიდეოკადრებში გამოჩენა არ ისურვა ამბობს, რომ შარშან ზაფხულს, სამუშაოების მხოლოდ პირველი ეტაპი – ასაფრენი ბილიკის მოასფალტება დასრულდა და მას შემდეგ მშენებლობის პროცესი არ გაგრძელებულა.

„სავარაუდოდ სექტემბერში გააგრძელებენ მუშაობას. ახლა აქ 8 თანამშრომელი ვმუშაობთ და ერთმანეთს ვცვლით რომ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე არავინ შემოვიდეს. ვმუშაობთ მაშინაც, როცა სამთავრობო თვითმფრინავები დაფრინდებიან, სიგნალები რომ მივიღოთ მაგისთვის“, – ამბობს ფელიქს ჩარგაზია, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის აეროპორტის ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია. ის აეროპორტში 1982 წლიდან მუშაობდა.

„მაშინ ამას ინგირის აეროპორტს ეძახდნენ ახლა ის ანაკლია–ზუგდიდის აეროპორტია. ბოლო რეისი 1990 წელს შესრულდა. აფხაზეთის ომის პერიოდში აეროპორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა“, – ამბობს ფელიქს ჩარგაზია.


| ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ, 1994 წელს, ინგირის აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, თუმცა არ დასრულებულა. |

2011 წლის 9 მაისს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აეროპორტის ახლადგაკეთებული ასაფრენი ბილიკი გახსნა. პრეზიდენტი „სენას“ ტიპის თვითმფრინავს თავად მართავდა. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აეროპორტს იტალიელი არქიტექტორები დააპროექტებდნენ და ერთ წელიწადში რეისები მესტია-ზუგდიდისა და ზუგდიდი-ბათუმის მიმართულებით შესრულდებოდა.

„მომავალ წელს ვყიდულობთ ფრანგულ თვითმფრინავებს და რეგულარულ რეისებს დავიწყებთ. ფოთში იქნება დიდი აეროპორტი, მაგრამ რეისები ზუგდიდშიც შესრულდება. ტურისტები აქედან მესტიასა და ანაკლიაში ივლიან. ზუგდიდი დიდი ქალაქია 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და აეროპორტი აუცილებელი იყო“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ზუგდიდი არ იქნება არაფრისგან მოწყვეტილი. ზუგდიდი გახდება ცენტრი, როგორიც უნდა იყოს. ეს არის ჩემი დაპირება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის 9 მაისს ინგირის აეროპორტში.

ასაფრენი ბილიკის გახსნისას სააკაშვილს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორი და ახლა უკვე სოლფის მეურნეობის მინისტრი, ზაზა გოროზია ახლდა, რომლის განცხადებითაც, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდებოდა და აეროპორტი იქნებოდა სრულფასოვანი.



რამდენიმე თანამშრომელი იცავს ტერიტორიას ეს არის და ეს. ზოგჯერ სამთავრობო თვითმფრინავი თუ დაჯდება ამ აეროპორტში. პრეზიდენტის თვითმფრინავი ჯდება ხოლმე, როცა სამეგრელოში ჩამოდის“, - ამბობს გიორგი ქარჩავა.

ადგილობრივების ნაწილს აეროპორტის შესახებ ინფორმაცია სამი თვის წინ ჩამოხსნილი ბილბორდიდან აქვს.

„ჩვენ ვიცით, რომ ადგილობრივი დანიშნულების რეისები უნდა შესრულდეს. ისე, იყო ჭორი და მითქმა-მოთქმა, რომ ინგირის ცენტრში მოუწევს რამდენიმე ოჯახს გადაბარგება, რადგან აეროპორტის სიახლოვეს მოსახლეობა არ უნდა იყოსო. ჩვენთან ოფიციალურად არავინ მოსულა რაიმე წინადადებით“, - ამბობს მირანდა მაისაშვილი.

აეროპორტის სიახლოვეს მცხოვრებნი ამბობენ, რომ აქვთ შიში აეროპორტის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ თვითმფრინავების ხშირი ფრენისას მათი სახლები არ დაზიანდეს. ამავდროულად ადგილობრივები აეროპორტის მშენებლობის დადებით მხარეებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ შეიძლება დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას.









READ MORE - სააკაშვილმა ზუგდიდის აეროპორტთან დაკავშირებით იცრუა [Video-Photo]

რა ხდება ზუგდიდის ნაგავსაყრელზე, რომელიც ორ სოფელს ესაზღვრება [Video]

ავტორი მანანა ხუბულავა
15:49 08.07.2012
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში 2010 წელს ნაგავსაყრელი მოეწყო. მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაგავსაყრელი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს გაკეთდა. იგი ორ სოფელს, ცაიშს და დიდინეძს ესაზღვრება.

ცაიშის მკვიდრნი ამბობენ, რომ სოფელი პრაქტიკულად ყოველ დილა-საღამოს კვამლშია გახვეული. იწვის დაგროვილი ნარჩენები. მომრავლდნენ მავნე მწერები და მღრღნელები. „ლაივპრესის“ მიერ გადაღებულ ვიდეორეპორტაჟში ნათლად ჩანს, რომ ნაგავსაყრელიდან რამდენიმე მეტრში სიმინდის ყანებია.

ე.წ ცაიშის ნაგავსაყრელის დარაჯი, გიორგი კვაშილავა „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ ნაგავსაყრელს ცეცხლი ორი თვის წინ, მხოლოდ ერთხელ, „ნაგვის გახურების“ შედეგად გაუჩნდა.

„უმნიშვნელო ცეცხლი მხოლოდ ერთხელ იყო და ისიც ჩაქრა. ცეცხლის ეს პატარა კერები კი ორი თვის წინ რომ წაეკიდა, ის არის, გახურდა და დაბლიდან იწვის. მის მერე წვიმები არ ყოფილა და არ ჩაქრა“, - ამბობს დარაჯი და განმარტავს, რომ კვამლი მოსახლეობისთვის საშიში არ არის.

|ზუგდიდის ნაგავსაყრელი სოფელ ცაიშში |

გიორგი კვაშილავასგან განსხვავებით, მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგავსაყრელის სუნი და კვამლი მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

„ნაგავსაყრელიდან სუნი მოდის, ბუზი მოდის. საკვებს ბუზი რომ დააფრინდება, მაგას ყველაფერს ვყრით. ეს ძლიან სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ძალიან ცუდ პირობებში ვართ. ზაფხული ახლა დაიწყო, თორემ აწი უარესი იქნება“, - ამბობს ცაიშის მკვიდრი მიმოზა სახურია.

„დილით ქარი რომ დაუბერავს და კვამლს ჩვენკენ წამოიღებს, კარებს ვერ ვაღებთ. გარეთ რომ გავიდეთ, სუნი მოგვკლავს“, - მიხსნის ლეილა ქირია.

სოფლელები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, ნაგავსაყრელი რკინის ბადით არის შემოღობილი და უცხო პირების შესვლა აკრძალულია, მოსახლეობის ნაწილი მაინც შედის და ჯართს აგროვებს. ცაიშის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ იქ ბავშვებიც დადიან და სხვადასხვა ნივთებთან ერთად საკვებსაც აგროვებენ.

„იქ ერთი ბავშვი რომ წავა, მერე სხვებიც მიდიან ჯართის შესაგროვებლად. მაღაზიებიდან რომ მოაქვთ ჩამოწერლი საქონელი: პური, ბრინჯი, კოკა-კოლა, ყველაფერი სახლში მიაქვთ და იქაც ჭამენ ბავშვები. ხომ შეიძლება მოიწამლონ?“ - ამბობს მიმოზა სახურია.

სოფლის მკვიდრნი ამბობენ, რომ როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მათ სოფელში ნაგავსაყრელის მოწყობა გადაწყვიტა, პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.

„მაშინ დაგვპირდნენ, ორმოებს ამოვიღებთ და იქ ჩავყრით და ისევ მიწით დავფარავთო, მაგრამ ეს არ გააკეთეს. მინდვრად ყრიან ყველაფერს. რაიმე ზომები მიიღონ, თორემ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ისედაც ვიწამლებით და კიდევ ამით გვწამლავენ. რა იქნება უფრო შორს რომ წაიღონ? ადგილების მეტი რა არის,“ – ამბობს მიმოზა სახურია.

„ზუგდიდდასუფთავების“ სამსახურის დირექტორი ნუგზარ მოლაშხია „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ ნაგავსაყრელზე ცეცხლის გაჩენა იშვიათად ხდება და მოსახლეობა „პატარა რაღაცაზე პანიკას ტეხავს“.

„ზუგდიდის პირობებში რაც შესაძლებელია, ყველაფერი კეთდება. არამგონია ჩვენზე უკეთესი ნაგავსაყრელი სადმე იყოს. შემოღობილია. მუდმივად ხდება შეწამვლა, მავნე მწერები რომ არ გამრავლდეს. ცეცხლი რომ გაჩნდება, მუდმივად ვაქრობთ. მოსახლეობა კი, პატარა რაღაცაზე პანიკას ტეხავს.

ასევე, უახლოეს მომავალში ნაგავსაყრელის ხობში გადატანა და იქ ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება. თუ ასე მოხდება, ნაგავის პრობლემა მოისპობა“, – ამბობს „ლაივპრესთან“ საუბარში ნუგზარ მოლაშხია.

მისივე თქმით, ნაგავსაყრელების საკითხს მომავალში რეგიონალური განვითარების სამინისტრო მიხედავს, რადგან ნაგავსაყრელები ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.






READ MORE - რა ხდება ზუგდიდის ნაგავსაყრელზე, რომელიც ორ სოფელს ესაზღვრება [Video]

ახალაის ზონდერმა ირაკლი ალასანიას თვალებში შეაფურთხა [video]

15:20 04.07.2012
ზუგდიდში ირაკლი ალასანიას შეხვედრა ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან ხმაურით მიმდინარეობდა. უცნობი პირების უცენზურო შეძახილებით ადგილობრივები გაღიზიანდნენ. პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებმა აგრესიულ ახალგაზრდებს შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი ამოიცნეს. ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ადგილობრივი სააგენტო Smsportal.ge Youtube-ზე ავრცელებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ინციდენტის ინიციატორები ზუგდიდის საკრებულოს მაღალჩინოსნებთან ერთად ახლომდებარე ქუჩაზე შეიკრიბნენ, თუმცა ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კახა ქირიამ საკუთარი ავტომანქანა სანომრე ნიშნით QKM-777 ადგილზე დატოვა, თავად კი მიიმალა. მასთან ერთად ჟურნალისტების გამოჩენისთანავე გაუჩინარდნენ საკრებულოს "ნაციონალი" წევრი გელა თოლორია და საკრებულოს აპარატის უფროსი თემურ ბასილაია - იუწყება Smsportal.ge.






READ MORE - ახალაის ზონდერმა ირაკლი ალასანიას თვალებში შეაფურთხა [video]

დონაძე–მერაბიშვილის მწყერ–ჩიტობა! [video]

14:30 04.07.2012
ჟურნალისტების დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ "რეალ ტივის" კამერით. პირი, რომელიც კითხვებს სვამს "არის თუ არა მე-9 არხის ჟურნალისტი ოცნების პრეს-სამსახურის თანამშრომელი"- თავად არის შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეს-სამსახურიდან. ის გადაღებულია პოლიციის სპეცფორმით.

გორი, თელავი, ზუგდიდი - ბოლო პერიოდში მე-9 არხის რეგიონულ ჟურნალისტებს რეალ ტივის მიკროფონით გადამღები ჯგუფები დაყვებიან და უცნაურ კითხვებს უსვამენ.

მაგალითად: რამდენი მათი ხელფასი? ან რომელ რაიონში ვის წარადგენს ქართული ოცნება მაჟორიტარად? შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის მუშაობის ხელის შეშლის დაუფარავ მეთოდებზე გადავიდა.






READ MORE - დონაძე–მერაბიშვილის მწყერ–ჩიტობა! [video]

ანუ - რა ატამი?! რი ატამი?! [video]

14:06 04.07.2012
ანუ - რა ატამი?! რი ატამი?! [video]

"ატმის ფასი იმდენად მცირეა, რომ ბანკიდან აღებულ სესხებსაც ვერ დავფარავთ."- ჩივიან კახელი გლეხები.







READ MORE - ანუ - რა ატამი?! რი ატამი?! [video]

მოზარდს რვა ოპერაცია ჩაუტარდა [video]

15:53 04.07.2012
მოზარდს რვა ოპერაცია ჩაუტარდა [video]

დახმარების მოლოდინში....






READ MORE - მოზარდს რვა ოპერაცია ჩაუტარდა [video]

პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას ჩაფიძის კლინიკა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს [video]

21:06 29.06.2012
ოჯახის წევრთა მცდელობის მიუხედავად, პოლიტპატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.

ნანული ვახანია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მის ძმას საავადმყოფო ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს და უკვე საპყრობილეშია გადაყვანილი.

სასჯელაღსრულების სამინისტროში ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად მისულ ჟურნალისტებს და პატიმრის ოჯახის წევრებს, შენობის მისაღებში განგვიცხადეს, რომ კალმახელიძის სტრუქტურაში პასუხისმგებელი პირი არ იმყოფებოდა. შენობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ძალადობის გზით სამინისტროში შესვლის საშუალება არ მოგვცეს.

ვახანიას ადვოკატებმა, მოგვიანებით სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოახერხეს. როგორც საჯარო დაწესებულებაში იურისტ სოსო ბარათაშვილს განუცხადეს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია;

ჩაფიძის კლინიკაში ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს.

განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, ვლადიმერ ვახანიას საკუთარი ნებით გადასცა. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს.

2012 წლის სექტემბერში, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას პატიმრობიდან 3 წელი და 6 თვე შესრულდება. სწორედ შემოდგომაზე ამოიწურება სასჯელის ვადა და საქართველოს სიყვარულისთვის დევნილი აკადემიკოსი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს.






READ MORE - პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას ჩაფიძის კლინიკა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს [video]

ზაზა ღოროზიას აზრით ჩაი მოდაში აღარაა და აჭარას იაპონური ჯიშის მანდარინი სჭირდება

ავტორი ჟანა მეგრელიშვილი
20:54 24.06.2012
"ადრე, საქართველოში მხოლოდ ოთხი კულტურა იყო, ჩაი, მანდარინი, ყურძენი და ვაშლი. შეიცვალა სიტუაცია, ჩაი აღარაა კონკურენტუნარიანი, რადგან საბჭოთა კავშირის პერიოდში, მას თავად საბჭოთა კავშირი ყიდულობდა. ერთი არის კიდევ, თხილი, რომელიც დღეს ყველაზე მთავარი საექსპორტო პროდუქტია ჩვენთან. 2011 წელს, დაახლოებით 160 მილიონი დოლარის ექსპორტი მოხდა, წელს უფრო მეტი იქნება. ჩვენ დავიწყეთ ჩაის ადგილას ახალი ჯიშების გამოცდა ჩაის ყოფილ მიწებზე, რადგანაც ჩაის კი აქვს პერსპექტივა, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ადრე, საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო," - ეს განცხადება და უახლესი ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა გოროზიამ, მექანიზაციის ცენტრის ეზოში, საჯარო სივრცეში გააკეთა.

გოროზია გურიის რეგიონის ფერმერთა მომსახურების ცენტრში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის რწმუნებულს, სოფლის ა(ა)იპ განვითარების ცენტრის თანამშრომლებსა და რამდენიმე ფერმერს ოზურგეთში, გურიის რეგიონის ფერმერთა მექანიზაციის ცენტრში, ჟურნალისტებთან ერთად შეხვდა. გოროზია, ოზურგეთში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი პირველი სტუმრობის შესახებ "გურია ნიუსმა" შემთხვევით გაიგო, ამჯერად კი ოფიციალურად გვაცნობეს.

"ყველაზე მეტად, რაც სოფლის მოსახლეობას აწუხებდა და აწუხებს რეგიონებში, ეს არის ტექნიკის არქონა. ჩვენ შევქმენით ეს ცენტრი, სადაც რაღაც რაოდენობის ტექნიკა გვაქვს, წელს კიდევ შემოვა. შარშანდელთან შედარებით ცოტათი გავაიაფეთ ტექნიკით მომსახურება, თუმცა კიდევ შემოვა და გავაიაფებთ. რაც უფრო მეტია თანამედროვე ტექნიკა, მით უფრო მეტად არის შესაძლებელი გავაიაფოდ ტექნიკით მომსახურება, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მეტ გლეხს მოვემსახუროთ," - ანუგეშა მინისტრმა გლეხები ამ "სეილით" და თანამედროვე ჯიშების პოპულარიზაციაზე გადავიდა.

"წელს, გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ჩვენმა ბიზნესმენებმა დაიწყეს უცხოელი აგრონომების ჩამოყვანა, რომელმაც გამოიწვია ახალგაზრდების ხედვა იმისკენ, რომ მათაც ჩააბარონ აგროსექტორში. სამწუხაროდ, კომუნისტების პერიოდში, აგრონომის ზრდა ვერ ხერხდებოდა, იმიტომ რომ საქართველოში უამრავი პრობლემების გამო ეს შეუძლებელი გახდა. თუ ჩვენ თანამედროვე ჯიშები თანამედროვედ არ გავაკეთეთ, პრაქტიკულად, ის ჯიშები, რომელიც ჩვენთან არის, მოძველებულია და ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. მაგალითად, მანდარინზე გეტყვით, ჩაქვში შემოვიტანეთ და დავრგეთ ახალი თანამედროვე იაპონური ჯიშები..."

გოროზიას თქმით, მისი გურიაში ჩამოსვლის მიზანი იყო გლეხებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გაეცნო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, "გურია ნიუსმა" ზაზა გოროზიას რამდენიმე კითხვით მიმართა.

- ბატონო ზაზა, ამერიკულ პეპელასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში არ შეუწამლიათ ხეები. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მანქანები უბრალოდ გარედან ასხურებენ წამალს, ზოგიერთ სოფელში საერთოდ არ ყოფილან. დიდი პრობლემის წინაშე დგას მოსახლეობა. ფლობთ თუ არა ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით?

- თქვენ გგონიათ, რომ მინისტრი არ ფლობს ინფორმაციებს?

- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მცხოვრებლები, ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგანან, ისინი აცხადებენ, რომ მანქანა იქ საერთოდ არ ყოფილა.

- მე მინდა ერთი რამ გითხრათ - ამერიკული პეპლის შეწამვლას აქვს თავისი პერიოდი. ჯერ უნდა გაიგოთ, როდის უნდა მოხდეს მისი შეწამვლა. სანამ ის ჭუპრიდან არ გამოვა, სანამ ის პირველი პერიოდი არ გაივლის, წამლის მოსხმას აზრი არ აქვს. თუ ეს მოხდება, მაშინ ეს იქნება სახელმწიფო ქონების განიავება. ჩვენ იმ პერიოდში ვასხამთ წამალს, როცა ეს არის აუცილებელი და ეს მატლი იქნება განადგურებული. მე მესმის აბსოლუტურად ყველა იმ გლეხის, რომელიც ხედავს, რომ მატლი გამოვიდა და მასზე რეაგირება არ ხდება. ჩვენს მიერ ხდება ამის კონტროლირება.

- ბატონო ზაზა, "გურია ნიუსის" კითხვებზე ადგილობრივი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსი გვეუბნება, რომ კომპეტენტური არ არის და ინფორმაციის მისაღებად თბილისს უნდა დავუკავშირდეთ, ამიტომ გეკითხებით თქვენ.

- რას ქვია, კომპეტენტური არ არის? ეს ალბათ, თქვენ გგონიათ, რომ ასეა. თუ ასეთ კითხვებს გააგრძელებთ, მეც შემეპარება ეჭვი თქვენს არაკომპეტენტურებაში, რადგან არ იცით, რას ნიშნავს, მატლი როგორ უნდა შეიწამლოს და ასე შემდეგ.

- ბატონო ზაზა, თქვენ ნაციონალური მოძრაობის წევრი ბრძანდებით?

- ვიყავი და ვიქნები კიდეც, - გვითხრა გოროზიამ და სწრაფი ნაბიჯებით გაგვეცალა.




READ MORE - ზაზა ღოროზიას აზრით ჩაი მოდაში აღარაა და აჭარას იაპონური ჯიშის მანდარინი სჭირდება

სტუდენტები ანაკლიაში - “წინასაარჩევნო” ტრენინგები

ავტორი ლიკა ზაკაშვილი
12:19 22.06.2012
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილს,

ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა
განცხადება:

2012 წლის მაისიდან დღემდე ანაკლიაში თსუ-დან რამდენიმე ნაკადად გაემგზავრნენ სტუდენტები. კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდება სტუდენტების შერჩევა, გაურკვეველია. ასევე ჩვენთვის მიუწვდომელია პროგრამის აღწერა და შინაარსი. გთხოვთ, უზრუნველყოთ პროგრამის შინაარსისა და მონაწილეობის მისაღები კრიტერიუმების გასაჯაროვება, რათა ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს შეეძლოს მასში მონაწილეობის მიღება."


რექტორის სახელზე შედგენილ განცხადებას ხელს შვიდასამდე სტუდენტი აწერს, სტუდენტები რექტორისაგან "ანაკლიის პროექტის" დეტალების გასაჯაროებას ითხოვენ.

თსუ-ს სტუდენტების თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თსუ-ს 400-მდე სტუდენტი სპორტის სამინისტროს სპეციალური პროგრამით ანაკლიას ეწვია. ამბობენ, რომ მათ იქ უცხოელ ტრენერთა ხელმძღვანელობით საგანგებო სასწავლო კურსი გაიარეს.

„ერთიანი სტუდენტური მოძრაობის"აქტივისთა გარდა ამ პროექტის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობდა. უამრავი მცდელობის მიუხედავად, ვერც ჩვენ, თვითმმართველობის არჩეულმა დელეგატებმა ვერ შევძელით ვერანაირი ინფორმაციის მოპოვება."- გვითხრა ლევან ლორთქიფანიძემ, ის თსუ-ს თვითმმართველობის დამოუკიდებელი დელეგატია „ნარინჯისფერთა" ალტერნატიული ჯგუფიდან.

თვითმმართველობის პრეზიდენტის დაჩი გუბაძის განაცხადებით, თვითმმართველობამ ანაკლიაში გასამგზავრებლად სტუდენტები რექტორის დავალებით მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით შეარჩია.

"ჩვენი ფაკულტეტის 49 წარჩინებული სტუდენტიდან არც ერთი არ წაუყვანიათ.თვითმმართველობასთან დაახლოებული პირები წაიყვანეს. არაოფიციალური ინფორმაციით ყველა თვითმმართველობის წევრს შეეძლო 4 კაცის დასახლება. ასე შეარჩიეს ანაკლიაში წასაყვანი სტუდენტები."- გვითხრა ლევან ლორთქიფანიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით, სპორტისა და ახალზრდობის სამინისტროს ანაკლიაში სტუდენტები სხვა უმაღლესი უნივერსიტეტებიდანაც მიჰყავს.

რომელი პროგრამის ფარგლებში ხდება სტუდენტების ანაკლიაში ჩაყვანა და რა სახის ტრენინგები უტარდებათ მათ იქ, ამ კითხვით სპორტისა და ახალგაზრობის სამინისტროში ახალგაზრდობის დეპარტამენტის მთავარ სპეციალიტს შორენა შიუკაშვილს მივმართეთ. მისი თქმით, სამინისტრო ანაკლიაში პატრიოტისა და ლიდერთა სკოლის პროგრამებს ახორციელებს.

"ლიდერთა სკოლის პროგრამა გვაქვს და პატრიოტების პროგრამა. რომელ პროგრამას გულისხმობთ ზუსტად ვერ ვხვდები"- გვითხრა შიუკაშვილმა და ანაკლიის პროექტების კორდინატორებთან დაკავშირება გვირჩია.

პატრიოტის პროგრამის კორდინატორის უჩა ვარამშვილის თქმით, ანაკლიაში სტუდენტების ჩაყვანა პატრიოტის პროგრამის ფარგლებში არ ხდება, ამიტომ კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცა. ლიდერთა სკოლის კორდინატორ ამირან ქართველიშვილთა დაკავშირება კი ვერ შევძელით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, ანკლიაში ტრენინგზე ის ახალგაზრდული ნაციონალური ფრთის სიით მიდის, წელს ანაკლიაში ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის" წევრებთან ერთად ტრენინგებს "ჩვეულებრივი" სტუდნეტებიც ესწრებიან.

"წინა წლებში ამ სახის ტრენინგებს მხოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის" წევრები და აქტივისტები ესწრებოდნენ."- გვითხრა სტუდენტმა.

"გამჭირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის, ეკა გიგაურის თქმით, ანაკლიაში სტუდენტების დასასვენებლად ჩაყვანის ფაქტი იმ შემთხვევაში ჩაითვლება წინასარჩევნო მოსყიდვად, თუ იქ სტუდენტებს პრეზიდენტი, ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ხვდებიან და მოახლოვებული არჩევნების შესახებ ესაუბრებიან.

"გააჩნია რა ფორმატში მიმდინარეობს შეხვედრები. რაზეა საუბარი იქ,კიდე მნიშვნელოვანია რით იყო გამოწვეული ეს და ტარდებოდა თუ არა ეს პროგრამა გასულ წლებშიც" - გვითხრა ეკა გიგაურმა.




READ MORE - სტუდენტები ანაკლიაში - “წინასაარჩევნო” ტრენინგები

გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012
გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე წუთის წინ სამტრედიიდან ზუგდიდში საკუთარი ავტომანქანით ჩამოიყვანა.


„რომ არა კახა, ჩვენი მომხედავი არავინ იყო და ალბათ მოვკვდებდით. ხელისუფლებიდან ამ სამი დღის განმავლობაში არავინ დაგვკავშირებია“, – უთხრა ჟურნალისტებს სვეტლანა გელანტიამ.

სამტრედიიდან ჩამოსულ გარემოვაჭრეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეხვდნენ საპროტესტო აქციის მონაწილე მოვაჭრეები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, თენგიზ შანავამ აქციის მონაწილეებს უთხრა, – „მე არ მინდოდა ასე მომხდარიყო“. შანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა არ დაიშვება და აქციის მონაწილეთათვის მაქსიმალურად კარგი სამუშაო პირობები იქნება შექმნილი. „სურსათით მოვაჭრეებს ნორმალურ პირობებს შეუქმნის ბაზრის ადმინისტრაცია. მოვაჭრეები ასევე გათავისუფლდებიან გადასახადებისგან 2013 წლის პირველ იანვრამდე. ისინი შესაბამის ხელშეკრულებასაც მოაწერენ ხელს“, – განაცხადა თენგიზ შანავამ.

„დაიცავი საქართველოს“ წევრის, კახა მიქაიას თქმით, „ზუგდიდის ბაზარში წილები აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ წილების გაყოფას შეეწირა გარემოვაჭრეების ჯანმრთელობა და შესაძლოა შეწირვოდა მათი სიცოცხლეც“. თავის მხრივ, თენგიზ შანავამ განაცხადა, რომ ადგილობივ ხელისუფლებას არავითარი პირადი ინტერესები არ ამოძრავებს და ის მხოლოდ გარევაჭრობის წინააღმდეგია.

გარემოვაჭრეებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წინადადება კვლავ მიუღებელია. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხვალ დილით მიიღებენ გადაწყვეტილებას პროტესტის როგორ ფორმას მიმართონ. გარემოვაჭრეები არ გამორიცხავენ შიმშილობის დაწყბასაც.





READ MORE - გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012
გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე წუთის წინ სამტრედიიდან ზუგდიდში საკუთარი ავტომანქანით ჩამოიყვანა.


„რომ არა კახა, ჩვენი მომხედავი არავინ იყო და ალბათ მოვკვდებდით. ხელისუფლებიდან ამ სამი დღის განმავლობაში არავინ დაგვკავშირებია“, – უთხრა ჟურნალისტებს სვეტლანა გელანტიამ.

სამტრედიიდან ჩამოსულ გარემოვაჭრეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეხვდნენ საპროტესტო აქციის მონაწილე მოვაჭრეები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, თენგიზ შანავამ აქციის მონაწილეებს უთხრა, – „მე არ მინდოდა ასე მომხდარიყო“. შანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა არ დაიშვება და აქციის მონაწილეთათვის მაქსიმალურად კარგი სამუშაო პირობები იქნება შექმნილი. „სურსათით მოვაჭრეებს ნორმალურ პირობებს შეუქმნის ბაზრის ადმინისტრაცია. მოვაჭრეები ასევე გათავისუფლდებიან გადასახადებისგან 2013 წლის პირველ იანვრამდე. ისინი შესაბამის ხელშეკრულებასაც მოაწერენ ხელს“, – განაცხადა თენგიზ შანავამ.

„დაიცავი საქართველოს“ წევრის, კახა მიქაიას თქმით, „ზუგდიდის ბაზარში წილები აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ წილების გაყოფას შეეწირა გარემოვაჭრეების ჯანმრთელობა და შესაძლოა შეწირვოდა მათი სიცოცხლეც“. თავის მხრივ, თენგიზ შანავამ განაცხადა, რომ ადგილობივ ხელისუფლებას არავითარი პირადი ინტერესები არ ამოძრავებს და ის მხოლოდ გარევაჭრობის წინააღმდეგია.

გარემოვაჭრეებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წინადადება კვლავ მიუღებელია. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხვალ დილით მიიღებენ გადაწყვეტილებას პროტესტის როგორ ფორმას მიმართონ. გარემოვაჭრეები არ გამორიცხავენ შიმშილობის დაწყბასაც.





READ MORE - გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

ხელისუფლების შეთავაზებით უკმაყოფილო გარემოვაჭრეები თბილისისკენ ფეხით გაემართნენ [Video]

17:31 04.06.2012
რამდენიმე წუთის წინ სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილ გარემოვაჭრეებს „დაიცავი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, კახა მიქაიამ გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თენგიზ შანავას პასუხი აცნობა, რომლის მიხედვით გარემოვაჭრეების ნაწილი, ვინც პროდუქტებით ვაჭრობს, ბაზრის შიგნით მათთვის შეთავაზებულ ადგილებს უნდა დათანხმდნენ, ტანსაცმლით და წვრილი საქონლით მოვაჭრეებისთვის, თუ ისინი უარს ამბობენ ე.წ–ლ „როგავას ბაზრობის“ ტერიტორიაზე, გამგეობა რამდენიმე დღეში ალტერნატიულ სამუშაო ადგილს განიხილავს.

გარემოვაჭრეები არ დააკმაყოფილა თენგიზ შანავას პასუხმა და მიიღეს გადაწყვეტილება, თბილისში პრეზიდენტთან შესახვედრად ფეხით წავიდნენ. გარემოვაჭრეების თქმით, დედაქალაქში ფეხით ჩასვლა რთული იქნება, მაგრამ ვინც შეძლებს, უკან არ დაიხევს და საკუთარ პრობლემებზე ქვეყნის პირველ პირს თავად მოუყვება.






READ MORE - ხელისუფლების შეთავაზებით უკმაყოფილო გარემოვაჭრეები თბილისისკენ ფეხით გაემართნენ [Video]

გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.2012
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.

როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ქალთა N5-ე კოლონიაში ცალკე დგას შენობა, სადაც ბავშვებთან ერთად პატიმარი დედები იმყოფებიან. შენობაში ექვსი მცირე ზომის საკანია და ერთი სამზარეულო აქვთ. ექვს საწოლზე დაძინება კი ცხრა პატიმარ დედას უხდება.

„გაუსაძლის პირობებში გვიწევს ყოფნა. კვებისა და ჰიგიენის დაცვის პრობლემების გარდა, სამზარეულოდან სკამებიც კი გაიტანეს. საჭმელს ფეხზე დგომით ვჭამთ. ადმინისტრაციასთან დიდი ხვეწნა- მუდარის შემდეგ, დღეში მხოლოდ ერთი საათით გავყავრთ ეზოში. ღამის პირველ საათზე შეგვყრიან საკნებში და მხოლოდ დილით გვიღებენ კარს. ფაქტობრივად, კოლონიის რეჟიმში კი არა, ციხის რეჟიმში ვცხოვრობთ.

ციხის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენს ჩვენზე. ოფიცრები და კონტროლიორები გვლანძღავენ და გვაგინებენ, არაადამიანურად გვეპყრობიან და ღირსებას გვილახავენ.
ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ჩვენ, დედებმა უარი ვთქვათ მცირეწლოვან ბავშვებზე და გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში. გვემუქრებიან, რომ 6-საკნიან ციხეში ფეხმძიმე ქალებს კიდევ დავამატებთო.

ქალთა კოლონიაში გვანცა ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით არასამთავრობო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციიდანაც მოვიდნენ. მან საკუთარი თვალით ნახა არსებული რეალობა. მას შემდეგ გვინდა დაკავშირება ლიპარტელიანთან, მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობს. ბატონო კოტე, მოგმართავთ თხოვნით, საჯარო გახადოთ ჩვენი სიტუაცია და იქნებ ვინმე დაგვეხმაროს“,–აცნობეს ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიის პატიმარმა დედებმა.

უფლებადამცველი და ჟურნალისტი კოტე ინაშვილი კოლონიის დირექტორს მედიკო ალანიას მიმართავს ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ ფაქტს, რადგან ამ ბავშვების უფლებების შელახვისთვის მომავალში პასუხისგება მოუწევს.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მედია კავშირი „ობიექტივი“ წერილობით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს“,–
აღნიშნა კოტე ინაშვილმა.




READ MORE - გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან
16:33 20.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის ოფისიდან შინ საკუთარი ავტომანქანით ბრუნდებოდა. მისი განცხადებით, თავდამსხმელები მას სარკინიგზო გადასასვლელთან ჩაუსაფრდნენ. შეჩერებულ ავტომანქანაში ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შეღწევა მოახერხა და ქარდავას დახრჩობა სცადა. მან კი გაქცევის მიზნით უკუსვლა გადაწყვიტა, თუმცა თავდამსხმელმა საჭის მართვაში ხელი შეუშალა და ავტომანქანა რკინის ბოძს შეეჯახა.

დაზიანებული ავტომანქანიდან ქარდავა სამმა თავდამსხმელმა ძალის გამოყენებით გადმოაგდო და რკინის ხელკეტით სცემა, შემდეგ კი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მიატოვა და ხობის მიმართულებით „აუდის“ მარკის ავტომანქანით გაუჩინარდა. ნახევარი საათის შემდეგ მამუკა ქარდავამ ადგომა და საკუთარ მანქანასთან მისვლა მოახერხა, თუმცა პირადი ნივთები გატაცებული დახვდა. თავდამსხმელებს შემთხვევით მხოლოდ მობილური ტელეფონი გადაურჩა. სატელეფონო ზარებით მან მეგობრებისგან დახმარება ითხოვა.

შემთხვევის ადგილზე მალევე გამოჩნდნენ „ქართული ოცნების“ ხობისა და სენაკის ორგანიზაციების, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრები. ინციდენტიდან ორი საათის შემდეგ ნოჯიხევთან ხობის პოლიციის უფროსი, ლექსო რაფავა, მისი მოადგილეები, დათა ახალაია და ირაკლი ჯობავაც გამოცხადდნენ.

ახალაია presage.tv-სთან გაკეთებულ კომენტარში ირწმუნებოდა, რომ მომხდარზე გამოძიება სსს-კოდექსის 276-ე მუხლით, ავტოავარიის ფაქტზე აღიძრა. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს არაფერი უთქვამთ თავდასხმის მიზეზებზე, თავდამსხმელების ვინაობასა და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

თავისა და სხეულის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით მამუკა ქარდავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მასზე განხორციელებულ თავდასხმას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მასში ძალოვანი უწყებების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

მამუკა ქარდავა მიმდინარე წლის 10 მარტს ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასაც იხსენებს და ამბობს, რომ შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავებულს მომხდარი მაშინ შემთხვევითობად მიაჩნდა. დღეს კი მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ავტოავარია მის მიმართ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო.

კოალიციის ხობელი ლიდერი presage.tv-სთან მისი და შტაბის სხვა წევრების მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული დევნის, შანტაჟისა და ძალადობის მრავალ ფაქტს იხსენებს. ქარდავას განცხადებით, ერთ-ერთი უკანასკნელი ინციდენტი 18 მაისს, ირაკლი ალასანიას მიერ ჭალადიდში გამართულ შეხვედრაზე მოხდა, როცა ხობის გამგეობის თანამშრომლებმა და ხელისუფლების ე.წ. ზონდერ ჯგუფებმა ალასანიასთან დაპირისპირება და მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად საზოგადოებასა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია. იგი „ქართულ ოცნებას“ საკუთარი მხარდამჭერების დასაცავად უფრო მეტი ქმედითი ღონისძიებების გატარებას ურჩევს.

მამუკა ქარდავამ ხობის სამედიცინო ცენტრი დილის 6 საათზე დატოვა. ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის კურსს იგი ბინაზე გაივლის. ქარდავას მოსანახულებლად დღეს ხობში ირაკლი ალასანია ჩადის.

ნოჯიხევში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა: „ხობში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული, ხელისუფლებაში მყოფი მაფიოზური კლანის რეალური სახე. მათ ისღა შეუძლიათ, რომ ბნელ ღამეში ქურდულად მიეპარონ ოთხნი და ხელკეტებით სცემონ ერთ ადამიანს. ასეთი ქმედებით მათი არსებობის დასასრული კიდევ უფრო სწრაფად ახლოვდება. ღამ-ღამობით თარეშსაც მალე მოეღება ბოლო და ყველა დამნაშავე - ბრძანების გამცემიც და აღმსრულებელიც კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე. „ქართული ოცნება” ოქტომბერში გაიმარჯვებს და სამართლიანობას დაუყოვნებლივ აღადგენს, მაგრამ დღეს მოქმედ ხელისუფლებას კიდევ აქვს დრო, გონს მოეგოს და აღასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება. მივმართავთ ორი დღის უკან შექმნილ უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ დანაშაულზე და მოსთხოვოს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ ყველა საჭირო ქმედება დამნაშავეების გამოსავლენად“, -ნათქვამია განცხადებაში.



presage.tv



READ MORE - „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...