ავტორი ალექსანდრე ანდრიაძე
15:26 09.09.2011
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის სასტარტო ბრძოლას ხვალ თბილისის დროით 16.30 საათზე მაკედონიასთან გამართავს - F ჯგუფის პირველ მატჩში იგორ კოკოშკოვის რაზმი თავისი ლიდერის და კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გარეშე ვილნიუსის “სიმენს არენაზე” შეეტაკება გუნდს, რომელმაც პირველ ეტაპზე 4 გამარჯვება მოიპოვა და ურთულეს C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
მაკედონიელები მეტად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი საქართველოს ნაკრებთან თამაშის წინ და ვერ მალავენ თავიანთ აღფრთოვანებას ზაზა ფაჩულიას არყოფნის გამო: “გუნდში ჯერ კიდევ შეიგრძნობა ეიფორია, მაგრამ მე მიხარია მოთამაშეებთან ერთად, რომ პირველ ჯგუფურ ეტაპზე სარეკორდო 4 გამარჯვება მოვიპოვეთ.
ახლა მთლიანად საქართველოსთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი და კარგად ვაცნობიერებთ იმ ინფორმაციის მნიშვნელობას, რომელიც ახლახანს მივიღეთ - მეტოქეს საუკეთესო კალათბურთელი ზაზა ფაჩულია არ ეყოლება, რაც ჩვენი გამარჯვების და საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შანსებს ძალიან ზრდის” - თქვა მაკედონიის კალათბურთი ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში მაკედონიის ნაკრების დირექტორმა ვრბიცა სტეფანოვმა.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე საყვარელი ნაკრების მხარდასაჭერად მაკედონიიდან დამატებით 400-მდე გულშემატკივარი ჩამოვიდა, რომლებიც ხვალ ლიტვის დედაქალაქის 11 000-იან “სიმენს არენაზე” ჩემპიონატზე უკვე სახელდაგდებულ ქართველ ფანებს კონკურენციას გაუწევენ.
პირველი ეტაპის შემდეგ მაკედონიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი წარმოშობით ამერიკელი, სიენას “მონტეპასკის” გამთამაშებელი ბო მაქლიბია, რომელიც საშუალოდ 20,6 ქულას, 3,2 მოხსნას და 4,2 შედეგიან გადაცემას აკეთებდა. ხოლო მოსხნებში საუკეთესო სანკტ პეტერბურგის “სპარტაკის” 210 სანტიმეტრიანი ცენტრი პერო ანტიჩი გახდა, რომელიც საშუალოდ 13,4 ქულას, 9,4 მოხსნას და 1,6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
მაკედონიის ნაკრების შემადგენლობა
უკანა ხაზი: 4.დიმიტარ მირაკოვსკი (“რაბოტნიჩკი”), 5.ვლადო ილიევსკი (“უნიონ ოლიმპია” სლოვენია), 6.დარკო სოკოლოვი (“ფენი ინდუსტრი”), 7.ბო მაქლიბი (“მონტეპასკი” იტალია), 8.ვოიადან სტოიანოვსკი (“ფენი ინდუსტრი”), 9.დამიან სტოიანოვსკი (“ლუკოილ აკადემიკა” ბულგარეთი), 10.მარკო სიმონოვსკი (“რაბოტნიჩკი”).
ფორვარდები და ცენტრები: 11.ტოდორ გეჩევსკი (“პაოკ” საბერძნეთი), 12.პერო ანტიჩი (“სპარტაკი” რუსეთი), 13.ივიცა დიმჩევსკი (უკლუბო), 14.გიორგი ჩეკოვსკი (“ლევსკი” ბულგარეთი), 15.პრედრაგ სამარჯინსკი (“ოლინ ედირნე” თურქეთი).
ევროპის ჩემპიონატს მეორე ჯგუფური ეტაპი
F ჯგუფი
1.მაკედონია 2 2 0 144-128 4
2.რუსეთი 2 2 0 130-122 4
3.სლოვენია 2 1 1 151-140 3
4.საბერძნეთი 2 1 1 139-133 3
5.საქართველო 2 0 2 133-152 2
6.ფინეთი 2 0 2 131-153 2
(P.S: ქულები გადმოყვათ პირველი ეტაპიდან იმ გუნდებთან ნათამაშებ შეხვედრებში, რომლებიც მეორე ეტაპზეც გავიდნენ)
8 სექტემბერი
საქართველო - მაკედონია (16.30)
10 სექტემბერი
საქართველო - ფინეთი (16.30)
12 სექტემბერი
საქართველო - საბერძნეთი (19.00)

presa.ge