უკრაინაში გრიპს, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, უკრაინაში გრიპის ეპიდემია რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპით სულ 191 ათასი ადამიანი დაავადდა, მათგან 7 383 საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ქვეყნის 9 ოლქში გამოცხადებულია კარანტინი, რის გამოც 2 ათასზე მეტი სკოლა, საბავშვო ბაღი, უნივერსიტეტი დაიკეტა და მასობრივი ღონისძიებები გაუქმდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰოსპიტალებისა და სამხედრო მედ-პერსონალის მობილიზაცია გამოაცხადა და ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით ევროპულ სახელმწიფოებს, აშშ-ს, ნატოს გენ-მდივანს და ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართა.
[წყარო: itv]