ცნობილმა ტელეწამყვანმა ”ჟარას” ინტერვიუ მისცა.
გაზიარება
[07:41 13-09-2010]
-როცა მოვალე არ ხარ, ქმარს ანგარიში აბარო, სასიამოვნოა, თუ სამწუხარო?
-არასდროს ჩამიბარებია ქმრისთვის ანგარიში, მე და ანდრეის ასეთი ურთიერთობა არ გვქონდა. ასე ვიტყვი - არც უარესია და არც უკეთესი. ეს უბრალოდ სხვანაირი ყოფაა და მე ასეც შემიძლია.
-რას ნიშნავს სხვანაირი ყოფა?
-მაგალითად პასუხისმგებლობა ბავშვების მიმართ. ადრე ის ორ ადამიანზე იყოფოდა, ახლა მხოლოდ ჩემზე. მართალია ანდრეი მეხმარება, მაგრამ ბავშვები ხომ მაინც ჩემთან ცხოვრობენ.
- პოზიტიური მომენტები მარტოობაში არის?
- ერთის მხრივ, კარგია, როცა სრულფასოვანი ოჯახი გყავს მაგრამ მეორეს მხრივ, მე მომწონს, როცა საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელი ვარ. ანდრეი ჩემთვის მშობლიური ადამიანია, მაგრამ ის ჩემს მსოფლმხედველობას არ იზიარებდა. კარგია, რომ ამას დროულად მივხვდით. არც მე მიტკენია მისთვის გული, არც - მას.
-რამდენი ხანია მარტო ხარ?
-წელიწადი.
-ამ წლის მანძილზე გამოჩნდა კაცი, რომელთანაც ერთად ცხოვრებას წარმოიდგენდი?
-არავინ, საუკეთესონი დიდი ხანია დაქორწინებულნი არიან.
- არ გინდა ვინმე გიყვარდეს?
- შეიყვარო და ვინმე "შესაფერისი იპოვო" ორი სხვადასხვა რამეა. რეალისტი ვარ და კარგად შემიძლია სიყვარულისა და აუცილებლობის გარჩევა. მინდა მიყვარდეს და ამიტომ არავის ვეძებ. იმისთვის, რომ მიყვარდეს, უამრავი პირობა უნდა იყოს დაცული.
- მაგალითად?
- მამაკაცს ისევე უნდა უყვარდეს ცხოვრება, როგორც მე. ძალიან აქტიური ვარ. ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და შესაბამისად, მომთხოვნი - ადამიანის მიმართ, რომელიც გვერდით მყავს. გვიან ვწვები, ადრე ვდგები, ჩემს გვერდით გამოძინება შეუძლებელია. ვერ გავუგებ კაცს, რომელიც ლოგინში გორაობს, როცა მე კარის ზღურბლთან ვდგავარ და სახლიდან გავდივარ. თუ მას არსად ეჩქარება, ეს უკვე ჩემი მამაკაცი არ არის. ის სხვა სამყაროში ცხოვრობს.
-შენს სამყაროში აუცილებლად 8-ზე უნდა დგებოდნენ?
- დიახ, 9-ზე უკვე ფსიქოზი მეწყება.
- ძალიან ბევრ პირობას ხომ არ უყენებ კაცებს?
- ვიცი რას მიიღებს სანაცვლოდ. ძნელია ულამაზო, უმუშევარი, ცუდი მზარეული ცოლის გვერდით ცხოვრება. ლამაზი, წარმატებული და მეოჯახე ქალის გვერდით კი იოლია. ჩემს გვერდით ცხოვრება მშვენიერია.
-ხშირად გყვარებია?
- ცხოვრებაში სამჯერ, 34 წლის ასაკში მოკრძალებული ციფრია.
- რამე საერთო ქონდა სამივე შემთხვევას?
- არა. სამივე ადამიანი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო - საქმიანობით, გარეგნობით მსოფლმხედველობით. და ეს კარგია. თუ ძველი სიყვარულის მსგავს ეძებ, ესე იგი წარსულში ჩარჩი. სამივე ისტორია, მადლობა ღმერთს, აბსოლუტურად დასრულდა.
- ანდრეისთანაც?
- ხო.
- არც გესიზმრება?
- ხანდახან, მე ხომ ცოცხალი ადამიანი ვარ, მაგრამ მთლიანობაში, მე ის გავუშვი.
-"ფორბსმა" შენი შემოსავალი 1,5 მლნ დოლარად შეაფასა. სიმართლესთან ახლოა?
- კოლეგებს არ ეწყინოთ, მაგრამ ინფორმაციას არაკომპეტენტურად აგროვებენ. მისი შეგროვება, პრინციპში, შეუძლებელია. ვერასოდეს დათვლი წამყვანის რეალურ ჰონორარს. რაც ჩემს შემოსავალზე შემიძლია ვთქვა, ის ჩემი შრომის ადექვატურია.
- რა ფუფუნების უფლებას ვერ მისცემდი თავს?
- თვითმფრინავს. სპონტანურად გადაადგილება მიყვარს. ხანდახან ”დისქავერის” ვუყურებ და უცბად იაპონიაში ჩასვლა მომინდება. ახლა კი ამის საორგანიზაციოდ მთელი კვირა მჭირდება.
- შენი სამომავლო ბიზნეს-გეგმა როგორია?
- მინდა შევქმნა კომპანია, რომელიც ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების თვალსაზრისით საუკეთესო იქნება. ჩემთვის ბიზნესი მხოლოდ ფული არ არის. მინდა უფრო სერიოზულ პროცესებზე ვიქონიო გავლენა, ვიყო ინფორმაციის წყარო და არა მხოლოდ მისი მომხმარებელი.
- ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთება სახიფათოა. არ გეშინია?
- ჩემო კარგო, მე საქართველოდან ვარ. 18 წლის ასაკში სახლში იატაკზე ვიწექი და თავზე ტყვიები წიოდნენ. მეორე საინფორმაციო არხის სიახლეებს ვკითხულობდი და გვერდით "მხედრიონელები" მესხდნენ. მე შიშზე ავიცერი - ამას ომი ჰქვია. ასე რომ, შიში არ მაქვს, არის წინ სიარულის სურვილი და მათი გაძღოლისა, ვინც გვერდითაა.
heat.ru
ambebi.ge
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ჯაბა ხუბუა | "ასავალ-დასავალი" 00:54 28.11.2011 ძვირფასო მკითხველო, სააკაშვილის ხელისუფლებამ არასრულ ათ დღეში სამი ახალი ...
-
„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ გაზაფხულამდე პარტიაში გვეყოლება 50 ათასამდე წევრი, რომლებიც მზად იქნებიან ყველანაირი ამოცანის შესასრულებლად“-განაცხ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 17:50 18.01.2014 თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 იანვარს, 15 საათზე მოსამართლე დავით მგელიაშვილი გააგრძელებს 17 ...
-
17:41 04.07.2012 ბაჩოს პოლიცია ანაკლიაში ჟურნალისტებს ცივ იარაღს უდებს და სუიციდისკენ უბიძგებს . ვიდეოჩანაწერი რამდენიმე წუთის წინ სოციალ...
-
30 აგვისტოს განმუხურელებთან შესახვედრად მისულ საქართველოს პრეზიდენტს თავში ფეხსაცმელი უთავაზეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 30 წლამდე უცნ...
-
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და გერმანიის ელჩმა, პატრიცია ფლორმა გასული წლის ომის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის გორთან ახ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 21:23 16.09.2011 მესტიის რაიონის სოფელ ლახამულადან უნიკალური ხელნაწერის თბილისში წამოღება უნდათ, რასაც სოფელი ეწი...
-
ავტორი სოსო ხოფერია 21:31 24.08.2013 მიხეილ სააკაშვილმა ანაკლია მოინახულა და სასტუმრო ,,ოქროს საწმისს” ესტუმრა. პრეზიდენტი არც ჟურნალისტებ...
-
ლიბიის წინააღმდეგ დასავლეთის კოალიციური ჯარების მიერ დაწყებული საომარი ოპერაციის შედეგად, სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა . გაზი...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]

- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]

- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]

- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]

თინა კანდელაკი - წელიწადი მამაკაცის გარეშე
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
ავტორი სოსო ხოფერია 06:31 01.02.2014 ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისათვის" ლიდერი ლალი ანთია ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საქა...
-
გაზიარება სამეგრელო ზემო-სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზია ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ხვდება ქართული მედიასაშუალებების ყურადღებ...
-
ავტორი დაჩი კვიკვინია 12:31 24.05.2014 შსს სოდის ყოფილი თანამშრომელი და „ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი ზვიად მ...
-
“მშვიდობა ის საერთო სიმდიდრეა, რომელსაც შეჰნატრის კავკასიის ყოველი ერი. იგი ურთიერთ თანამშრომლობით, პიროვნების პატივისცემითა და კულტურათაშორ...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
გასულ კვირას "რუსთავი-2"-ში მიშას საქებარი მორიგი პროპაგანდისტული სიუჟეტი გავიდა. ამჯერად იგი ეძღვნებოდა ქსენია სოკოლოვას რუსულ ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....


































