16:31 09.02.2012
უკვე თითქმის ყველამ იცის, რომ მისი საუბრის ნებისმიერი დეტალი უჩინარი აპარატისა თუ პიროვნებისთვის სრულიად ხელმისაწვდომია.
მობილური ტელეფონიების მოსმენა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. უკვე თითქმის ყველამ იცის, რომ მისი საუბრის ნებისმიერი დეტალი უჩინარი აპარატისა თუ პიროვნებისთვის სრულიად ხელმისაწვდომია. თანაც ისე, რომ ამისათვის შესაბამისი სანქციები სულაც არაა საჭირო. პრობლემა უკვე გასცდა რომელიმე ცალკეული ქვეყნის ფარგლებს და უკვე ყველამ იცის რომ "მას" უსმენენ.
ადამიანები აღნიშულზე ზოგჯერ ცინიკურად, ზოჯერ კი სრულად მშვიდად რეაგირებენ – "მისმინონ, რას ვამბობ ასეთს?..."
ამის მიუხედავად, თქვენ მაინც შეგიძლიათ განსაზღვროთ გისმენენ თუ არა და იქნებ თქვენზე სწრაფადაც კითხულობენ თქვენთვის გამოგზავნილ SMS-ს შეტყობინებებს.
პრინციპში თქვენი ტელეფონის მოსმენა მხოლოდ "ძალოვანი უწყებების" წარმომადგენლებს კი არა, ცნობისმოყვარე უფროსს, ეჭვიან მეუღლეს, ან სულაც სხვა დაინტერესებულ პირსაც შეუძლია. გააჩნია, ვინ რამდენად კეთილსინიდისიერად გამოიყენებს მას, ან გამოიყენებს კი საერთოდ?.
თუ თქვენ გარკვეული ეჭვები გაქვთ, არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც გაგიფანტავთ ან დაგიდასტურებთ თქვენი წინათგრძნობის ნამდვილობას.
ელემენტის ტემპერატურა
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურება რომ თქვენ "გისმენენ" არის ელემენტი. იმ შემთხვევაში, თუ გამოუყენებელ მდგომარეობაში შეამჩნევთ, რომ ელემენტი თბილი ან სულაც ცხელია, ეს ნიშნავს რომ "მიზანში" ხართ.
ელემენტი ხურდება ან თბება ტელეფონის გადამეტებული გამოყენებისას. შესაბამისად, ელემენტი მხოლოდ მაშინ უნდა იყოს თბილი, თუ თქვენ ტელეფონზე "სულ ახლახან" ისაუბრეთ.
ტელეფონის ელემენტი ძალიან სწრაფად "ჯდება"
თუ თქვენ პერიოდულად ტელეფონის დატენვა უფრო ხშირად გიწევთ, ვიდრე სხვა შემთხვევებში, მაშინ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა რომ თქვენ პოტენციური საფრთხის ქვეშ იმყოფებით. როდესაც ტელეფონი ისმინება, მისი ელემენტი იმაზე უფრო ადრე ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივ. ტელეფონი, რომელიც ისმინება, მუდმივად იწერს საუბარს იმ გარემოში, სადაც ის დევს, თუნდაც გარეგნულად მას ამის არავითარი ნიშანწყალიც არ ჰქონდეს.
თუმცა ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, რამდენად ახალია თქვენი ტელეფონი და ელემენტის სიძველეს "პოტენციურ მტრებს" ნუ დააბრალებთ.
დაყოვნება გამორთვისას
იმ შემთხვევაში თუ ტელეფონის გამორთვისას წარმოშვა პაუზა, არ ქრება ეკრანი, ან სულაც ვერ შეძელით გამორთოთ ის, მაშინ, სავარაუდოდ, თქვენ ანკესზე ხარ დაკიდებული.
მუდმივად მიაქციეთ ყურადღება როგორ მუშაობს თქვენი მობილური ჩვეულებრივ რეჟიმში და ტელეფონის პროგრამულ უზრუნველყოფაში წარმოქმნილი პრობლემა პანიკაში ნუ ჩაგაგდებთ.
უცნაური აქტიურობა
ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ ტელეფონს თავისით აენთო ეკრანი, თავისით "გამოიყარა" სხვა მონაცემები, რომელიც თქვენ არ აგირჩევიათ, ან სულაც თავისით გამოირთო? Uუცნაური აქტივობა, შესაძლოა, იმის სიგნალი იყოს, რომ "ვიღაც" მართავს "თქვენს" კუთვნილ ნივთს. აქვე დააკვირდით, ხომ არ უკავშირდება ეს პროცესი მონაცემების გადაცემაში რაიმე სახის შეფერხებას. თუ დარწმუნდებით, რომ ამ მხრივ ყველაფერი ნათელია, მაშინ თქვენი ეჭვები საფუძველსმოკლებული არ არის.
ფონის ხმაური
როდესაც თქვენ საუბრობთ და თუ თქვენი ტელეფინი ისმინება, შესაძლოა. იგრძნოთ "ხარვეზები" _ რაღაც ექოს მაგვარი, ჩამრთველის ჩართვა გამორთვის მაგვარი ხმა, წკაპუნი _ თუ ეს ყველაფერი გარემო პირობებს, ან დაკავშირებასთან არსებულ ხარვეზებს არ უკავშირდება, მაშინ ტელეფონზე და მის ხარისხზე ნუ გაბრაზდებით, უბრალდ თქვენი საუბარი ვიღაცას აინტერესებს.
თუ პულსირებულ ხმაურს ისმენთ თქვენი ტელეფონიდან, როდესაც ის არ მუშაობს _ ეს სერიოზული პრობლემაა.
ხარვეზები
თუ თქვენ ტელეფონს სხვა ელექტრომოწყობლობების სიახლოვეს იყენებთ, მაგალითად ტელევიზორთან ახლოს, და ქმნის გარკვეულ ხარვეზებს, ეს, შესაძლოა, იმის შედეგი იყოს, რომ მობილურის კორპუსში უცხო მოწყობილობაა შეერთებული. Mმეტწილად, ზემოქმედებითი ხარბეზები ნორმალური მდგომარეობაა, მაგრამ თუ ეს ხდება მაშინ, როდესაც ტელეფონი აქტიურ მდგომარეობაში არაა, ანუ როდესაც თქვენ არ საუბრობთ, მაშინ თქვენ "ხაფანგში" ხართ მოყოლილი.
გახდი დეზინფორმატორი
თუ თქვენ ეჭვობთ, რომ თქვენ ტელეფონს უსმენენ, ან თქვენს საუბარს იწერენ, მაშინ შეგიძლიათ გახდეთ დეზინფორმატორი, რათა სრულად დაადასტუროთ თქვენი ეჭვები. შეატყობინეთ მას ვისაც ენდობით თქვენი "საიდუმლო" ინფორმაცია ტელეფონით. თუ თქვენ მოგვიანებით გაიგებთ, რომ თქვენი საიდუმლოს შესახებ სხვებმაც გაიგეს, გამოდის რომ ეჭვებიც გააქარწყლეთ _ გისმენენ.
მიიღეთ დახმარება
თუ თქვენ ეჭვობთ, რომ გისმენენ მაშინ მიმართეთ დახმარებისთვის პოლიციას, რადგან მას აქვს შესაბამისი მოწყობილობა, რათა დაადგინოს თუ ვინ გისმენთ. მაგრამ ამ გზით წასვლა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებულნი ხართ რომ სწორედ ისინი არ გისმენენ, ვისაც უნდა შესჩივლოთ.
დასკვნა
ჩამოთვლილი გარემოებები სულაც არაა სავალდებულო იმაში დასაეჭვებლად, რომ გისმენენ. უპირველესად დარწმუნდით, რომ ეს ყველაფერი არაა ცუდი კავშირის, დაძველებული ელემენტის, ან კიდევ გაფუჭებული ტელეფონის ბრალი.
და მაინც, თუ გსურთ რომ უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი დაბლოკეთ თქვენი ტელეფონი პაროლით, მუდმივად გქონდეთ თან და თუ მას არ იყენებთ კორპუსიდან მოხსენით ელემენტი.
არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ისინი ვინც გისმენენ "უფრო ჭკვიანები", გამოცდილები და ტექნუკურად აღჭურვილები არიან და თუ სურთ, ტელეფონის გარეშეც მოგისმენენ.