Showing posts with label ადამიანის უფლებები. Show all posts
Showing posts with label ადამიანის უფლებები. Show all posts

ვლადიმერ ვახანია თავისუფალია! [video]

13:21 14.09.2012
დღეს, რუსთავის მე-6 საპყრობილიდან პოლიტპატიმარი ვლადიმერ ვახანია გაათავისუფლეს.

პოლიტიკური პარტია "მთლიანი საქართველოს" და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების მიხედვით 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ პოლიტპატიმარი დღეს გაათავისუფლეს.

ვლადიმერ ვახანია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში პირველი პატიმარია (პოლიტპატიმარი), რომელიც დარეგისტრირდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია სააკაშვილის პოლიციელებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს.








READ MORE - ვლადიმერ ვახანია თავისუფალია! [video]

ხვალ პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას გაათავისუფლებენ!

13:06 13.09.2012
ხვალ, 14 სექტემბერს 11 საათზე ზუგდიდის #67 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, პოლიტიკურ პატიმარ ვლადიმერ ვახანიას უკანონო პატიმრობის ვადა ეწურება.

რუსთავის მე-6 საპყრობილესთან ვლადიმერ ვახანიას მხარდამჭერები, ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადოების წევრები დახვდებიან.

დეპუტატობის კანდიდატი, მედიისათვის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პირველ განცხადებებს გააკეთებს.

ვლადიმერ ვახანია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში პირველი პატიმარია (პოლიტპატიმარი), რომელიც დარეგისტრირდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია სააკაშვილის პოლიციელებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს.

განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, ვლადიმერ ვახანიას საკუთარი ნებით გადასცა. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს.

2012 წლის 14 სექტემბერს, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას პატიმრობიდან 3 წელი და 6 თვე შესრულდება. სწორედ ხვალ ამოიწურება სასჯელის ვადა და საქართველოს სიყვარულისთვის დევნილი აკადემიკოსი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს.







READ MORE - ხვალ პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას გაათავისუფლებენ!

„ობიექტივი“ პატიმარ გენადი მაზანაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს მიმართავს

19:06 07.10.2012
უფლებადამცველსა და მედია–კავშირ „ობიექტივის“ წამყვან კოტე ინაშვილს ქალთა N5–ე კოლონიიდან პატიმარი ანა მაზანაშვილი დაუკავშირდა. მისი შვილი, გენადი მაზანაშვილი, რომელიც სასჯელს გლდანის N8–ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, ტუბერკულოზით არის დაავადებული.

ანა მაზანაშვილის ინფორმაციით, მის შვილს პლევრიტი განუვითარდა და ის საკნიდან N18 ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფილტვიდან წყლის ამოღების შემდეგ კი, ისევ საკანში დააბრუნეს.

მაზანაშვილმა დედამისს შეატყობინა, რომ ვეღარ სუნთქავს და შველას ითხოვს.

„მოვუწოდებ სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებს, მათ შორის N18 ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ დავით ასათიანს, გენადი მაზანაშვილის მიმართ გამოიჩინონ გულისხმიერება და გადაიყვანონ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“,–განაცხადა ინაშვილმა.

მედია–კავშირი „ობიექტივი“ ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს წერილობით მიმართავს.





READ MORE - „ობიექტივი“ პატიმარ გენადი მაზანაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს მიმართავს

ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი
13:06 20.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების გადაადგილებაზე ხელისუფლებამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა რამდენიმე დღით ადრე იზრუნეს. შედეგად კი, 6 ავტომანქანა სხვადასხვა მიზეზით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა გზის რამდენიმე მონაკვეთზე გააჩერეს და საჯარიმო სადგომებზე გადაიტანეს.

სენაკელი მიტროფანე ნაჭყებიას ავტომანქანის საწვავის ავზში კი ოზურგეთში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე უცხო პირებმა შაქარი ჩაყარეს და ძრავი მწყობრიდან გამოიყვანეს. „ქართული ოცნების“ სენაკის ოფისის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელს, დავით შენგელიას კი პატრულის ინსპექტორმა უსაფრთხოების ღვედის უქონლობის გამო რამდენიმე თვის წინ გამოწერილი ოქმი შეახსენა. მიუხედავად იმისა, რომ შენგელიამ გადახდის ქვითარი იქვე წარუდგინა, პატრულმა „გადაწყვეტილება“ არ შეცვალა და ავტომანქანა სენაკის საჯარიმო სადგომზე გადაიტანა.

ნოქალაქეველ გენადი კოკაიას კი საპატრულო ეკიპაჟი სენაკი-ფოთის მაგისტრალის ჭალადიდის მონაკვეთზე ჩაუსაფრდა და თითქოს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების მიზეზით ავტომანქანის გასაღები ჩამოართვა, მანქანაში მსხდომი ქალბატონები კი გზაზე ჩამოსხა. ტრასაზე უეცრად გამოჩენილი ევაკუატორის მიუხედავად, კოკაიას ავტომანქანა ფოთის საჯარიმო ავტოსადგომზე პატრულმა თავად გადაიყვანა, მძღოლი კი 200 ლარით დააჯარიმა.

ძმები ზურაბ და პაატა ლოლუები „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე“ საპატრულო ეკიპაჟმა სენაკის ერთ-ერთ ქუჩაზე გააჩერა, ავტომანქანიდან გადმოიყვანა და „გონივრული ეჭვი“ გააცნო, რომლის მიხედვითაც ძმები ლოლუები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ზუგდიდის ნარკოლოგიურ ცენტრში ტესტირების შემდეგ ლოლუები „ფხიზლად“ ცნეს და გაათავისუფლეს, თუმცა მათი ავტომანქანა საჯარიმო სადგომზე მაინც აღმოჩნდა.

აბესალომ და მამუკა ჭანტურიებმა კი 17 ივნისის ღამე სენაკის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარეს. სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული ჭანტურიები 18 ივნისს 400-ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს. სენაკის პოლიციის იზოლატორში მოხვდა ასევე ზურაბ ხურცილავა, რომელსაც პოლიციამ ჯერ ავტომანქანა ჩამოართვა, 200 ლარით დააჯარიმა, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა და ჟურნალისტებთან ფაქტის გახმაურების შემთხვევაში კი 4 000-ათას ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაემუქრა. პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან ძალადობის ფაქტზე ხურცილავა ჟურნალისტებთან ღიად არ საუბრობს. მასთან ინტერვიუს ჩაწერა, სამწუხაროდ, მხოლოდ ფარულად მოხერხდა. იმედია, სენაკის პოლიცია ჟურნალისტებთან დაკავშირებული მუქარის დანაპირებს არ შეასრულებს და ასაკოვანი მამაკაცისთვის „დამატებით ღონისძიებას“ არ გაატარებს.

თუ რა ხდებოდა სენაკიდან ოზურგეთამდე და რას ყვებიან დატერორებული მეგრელები, ნახეთ ვიდეოკადრებში.






READ MORE - ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012
გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე წუთის წინ სამტრედიიდან ზუგდიდში საკუთარი ავტომანქანით ჩამოიყვანა.


„რომ არა კახა, ჩვენი მომხედავი არავინ იყო და ალბათ მოვკვდებდით. ხელისუფლებიდან ამ სამი დღის განმავლობაში არავინ დაგვკავშირებია“, – უთხრა ჟურნალისტებს სვეტლანა გელანტიამ.

სამტრედიიდან ჩამოსულ გარემოვაჭრეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეხვდნენ საპროტესტო აქციის მონაწილე მოვაჭრეები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, თენგიზ შანავამ აქციის მონაწილეებს უთხრა, – „მე არ მინდოდა ასე მომხდარიყო“. შანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა არ დაიშვება და აქციის მონაწილეთათვის მაქსიმალურად კარგი სამუშაო პირობები იქნება შექმნილი. „სურსათით მოვაჭრეებს ნორმალურ პირობებს შეუქმნის ბაზრის ადმინისტრაცია. მოვაჭრეები ასევე გათავისუფლდებიან გადასახადებისგან 2013 წლის პირველ იანვრამდე. ისინი შესაბამის ხელშეკრულებასაც მოაწერენ ხელს“, – განაცხადა თენგიზ შანავამ.

„დაიცავი საქართველოს“ წევრის, კახა მიქაიას თქმით, „ზუგდიდის ბაზარში წილები აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ წილების გაყოფას შეეწირა გარემოვაჭრეების ჯანმრთელობა და შესაძლოა შეწირვოდა მათი სიცოცხლეც“. თავის მხრივ, თენგიზ შანავამ განაცხადა, რომ ადგილობივ ხელისუფლებას არავითარი პირადი ინტერესები არ ამოძრავებს და ის მხოლოდ გარევაჭრობის წინააღმდეგია.

გარემოვაჭრეებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წინადადება კვლავ მიუღებელია. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხვალ დილით მიიღებენ გადაწყვეტილებას პროტესტის როგორ ფორმას მიმართონ. გარემოვაჭრეები არ გამორიცხავენ შიმშილობის დაწყბასაც.





READ MORE - გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

კოტე ინაშვილი: „მოვითხოვთ სახელმწიფო გახდეს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლების გარანტი“

13:06 06.06.2012
4 წლის ვახტანგ ლორიას ესაჭიროება კვლევები და ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტოზური მკურნალობა. მედია-კავშირი „ობიექტივი“ მიმართავს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს უზრუნველყოს ვახტანგ ლორიას სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მკურნალობა.

ოთხი წლის ვახტანგ ლორია არის სოციალურად დაუცველი. ვახტანგის დედა თამარ ბაშარაძე პატიმარია. მას არ ჰყავს მამა და იზრდება დეიდასთან. ვახტანგი ეპილეფსიით არის დაავადებული. ვახტანგის დეიდა რუსუდან ბაშარაძე გვატყობინებს, რომ ბავშვის ამბოლატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის სახსრები არ გააჩნია.

რუსუდან ბაშარაძე: „უამრავი გამოკვლევებია საჭირო, წამლები ძალზედ ძვირი ღირს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვერ ვყიდულობთ. 4 წლის ვახტანგს ესაჭიროება ექიმის მეთვალყურეობა, ჩვენ მცხეთაში ვცხოვრობთ და თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გვიხდება სიარული, რაც ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მოგმართავთ თხოვნით, რომ გვიშუამდგომლოთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და იქნებ მოგვაქციონ სათანადო ყურადღება“.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია მედიაციის სამსახური, რომელსაც ჰყავს ომბუცმენი სოფიო ლებანიძე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციითა და მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებანი.

მოვითხოვთ სახელმწიფო გახდეს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლების გარანტი!!!

1. საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლი: ყველა ადამიანს აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება;

2. 1948 წლის 10 დეკემბრის გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25–ე მუხლი: ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისათვის შესაფერისი საცხოვრებელი პირობები – საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებელი ადგილის, სამედიცინო დახმარებისა და აუცილებელი სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისათვის;


3. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმი: „ჯაკარტას პრინციპები“ – წამება, სასტიკი და სხვა არაჰუმანური მოპყრობა; სამედიცინო შეურაცხყოფა;

4. კანონი „პაციენტთა უფლებების შესახებ“:
საქართველოს მოქალაქეებისათვის კანონით არის განმტკიცებული უფლება შესაძლებლობის ფარგლებში ტანჯვისა და ტკივილის აცილებაზე.

5. საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველჰყოს მოსახლეობისათვის აუცილებელი იმ 350 მედიკამენტის ხელმისაწვდომობა, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ;

6. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისაგან სოციალურად დაუცველი ფენებისათვის გაუქმებული სოციალური შეღავათების აღდგენას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული, საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების საქმით შესრულებას;

მედია-კავშირ „ობიექტივის“ გადაცემა „ხმა მიაწვდინე პატიმარს“ წამყვანი, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი კოტე ინაშვილი.




READ MORE - კოტე ინაშვილი: „მოვითხოვთ სახელმწიფო გახდეს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლების გარანტი“

ხელისუფლების შეთავაზებით უკმაყოფილო გარემოვაჭრეები თბილისისკენ ფეხით გაემართნენ [Video]

17:31 04.06.2012
რამდენიმე წუთის წინ სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილ გარემოვაჭრეებს „დაიცავი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, კახა მიქაიამ გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თენგიზ შანავას პასუხი აცნობა, რომლის მიხედვით გარემოვაჭრეების ნაწილი, ვინც პროდუქტებით ვაჭრობს, ბაზრის შიგნით მათთვის შეთავაზებულ ადგილებს უნდა დათანხმდნენ, ტანსაცმლით და წვრილი საქონლით მოვაჭრეებისთვის, თუ ისინი უარს ამბობენ ე.წ–ლ „როგავას ბაზრობის“ ტერიტორიაზე, გამგეობა რამდენიმე დღეში ალტერნატიულ სამუშაო ადგილს განიხილავს.

გარემოვაჭრეები არ დააკმაყოფილა თენგიზ შანავას პასუხმა და მიიღეს გადაწყვეტილება, თბილისში პრეზიდენტთან შესახვედრად ფეხით წავიდნენ. გარემოვაჭრეების თქმით, დედაქალაქში ფეხით ჩასვლა რთული იქნება, მაგრამ ვინც შეძლებს, უკან არ დაიხევს და საკუთარ პრობლემებზე ქვეყნის პირველ პირს თავად მოუყვება.






READ MORE - ხელისუფლების შეთავაზებით უკმაყოფილო გარემოვაჭრეები თბილისისკენ ფეხით გაემართნენ [Video]

გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.2012
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.

როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ქალთა N5-ე კოლონიაში ცალკე დგას შენობა, სადაც ბავშვებთან ერთად პატიმარი დედები იმყოფებიან. შენობაში ექვსი მცირე ზომის საკანია და ერთი სამზარეულო აქვთ. ექვს საწოლზე დაძინება კი ცხრა პატიმარ დედას უხდება.

„გაუსაძლის პირობებში გვიწევს ყოფნა. კვებისა და ჰიგიენის დაცვის პრობლემების გარდა, სამზარეულოდან სკამებიც კი გაიტანეს. საჭმელს ფეხზე დგომით ვჭამთ. ადმინისტრაციასთან დიდი ხვეწნა- მუდარის შემდეგ, დღეში მხოლოდ ერთი საათით გავყავრთ ეზოში. ღამის პირველ საათზე შეგვყრიან საკნებში და მხოლოდ დილით გვიღებენ კარს. ფაქტობრივად, კოლონიის რეჟიმში კი არა, ციხის რეჟიმში ვცხოვრობთ.

ციხის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენს ჩვენზე. ოფიცრები და კონტროლიორები გვლანძღავენ და გვაგინებენ, არაადამიანურად გვეპყრობიან და ღირსებას გვილახავენ.
ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ჩვენ, დედებმა უარი ვთქვათ მცირეწლოვან ბავშვებზე და გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში. გვემუქრებიან, რომ 6-საკნიან ციხეში ფეხმძიმე ქალებს კიდევ დავამატებთო.

ქალთა კოლონიაში გვანცა ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით არასამთავრობო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციიდანაც მოვიდნენ. მან საკუთარი თვალით ნახა არსებული რეალობა. მას შემდეგ გვინდა დაკავშირება ლიპარტელიანთან, მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობს. ბატონო კოტე, მოგმართავთ თხოვნით, საჯარო გახადოთ ჩვენი სიტუაცია და იქნებ ვინმე დაგვეხმაროს“,–აცნობეს ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიის პატიმარმა დედებმა.

უფლებადამცველი და ჟურნალისტი კოტე ინაშვილი კოლონიის დირექტორს მედიკო ალანიას მიმართავს ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ ფაქტს, რადგან ამ ბავშვების უფლებების შელახვისთვის მომავალში პასუხისგება მოუწევს.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მედია კავშირი „ობიექტივი“ წერილობით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს“,–
აღნიშნა კოტე ინაშვილმა.




READ MORE - გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია
22:58 30.05.2012
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლეებმა ნანა ჭიჭილეიშვილმა, თეა ძიმისტარიშვილმა და ნათია ქუთათელაძემ მოსარჩელე მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და ძალაში დატოვეს ე.წ. „უდოს“ კომისიის დადგენილება. კანონის დამცველების და მოპასუხე მხარის გულცივობამ დარბაზში მყოფი მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. განსასჯელის დამ ნანული ვახანიამ გადაწყვეტილება გააპროტესტა და დარბაზი დატოვა.

აკადემიკოსმა ვლადიმერ ვახანიამ პროცესზე დასწრების სურვილი წერილობით გამოთქვა და სასამართლოს საქმის მასალების გაცნობისთვის დრო სთხოვა, თუმცა
მოსამართლეებმა: ჭიჭილეიშვილმა, ძიმისტარიშვილმა და ქუთათელაძემ პატიმარს ამის საშუალება არ მისცეს, გადაწყვეტილება კი დაჩქარებული წესით, 5-წუთიანი თათბირის შემდეგ გამოიტანეს.

სასამართლომ ვლადიმერ ვახანიას ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება მტკიცებულებად არ ჩათვალა, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივების არსებობას ამტკიცებდა.

ვლადიმერ ვახანია: „შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენების საფუძველზე აშკარად იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მოტივი, რომელმაც გავლენა იქონია ჩემი კანონიერი უფლების დარღვევაზე.

ცოტა არ იყოს, გაუგებარია თუ საერთოდ მიუღებელი არა, მკვეთრად განსხვავებული სამართლებრივი შეფასება საბჭოს მხრიდან, რა დროსაც:

დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მსჯავრდებული გიორგი გორდაძე

1) გასამართლებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის,
2) დასჯილია მკაცრი სახდელით,
(კარცერი 5 დღე-ღამით)
3) ჰყავს მეუღლე, ორი შვილი;

შეფასების ფორმულით განისაზღვრა
საბოლოო ქულა – 3, 5

აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მსჯავრდებული ვლადიმერ ვახანია

1) იგივე,
2) არ ყოფილა დასჯილი,
3) ჰყავს მეუღლე, სამი შვილი;

შეფასების ფორმულით განისაზღვრა
საბოლოო ქულა – 7, 5

გაბედულად შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო მუშაობს ყველაზე უფრო დაბალი სტანდარტით სამართლებრივ საკითხთა გადაწყვეტის დროს, რაც მიანიშნებს სამართლის შერჩევითობაზე“ – წერს ვლადიმერ ვახანია სასამართლოსთვის გაგზავნილ შუამდგომლობაში.

პოლიტპატიმრის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სასამართლომ, ისევე, როგორც ე.წ. „უდოს“ კომისიამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნიშნით პიროვნების დისკრიმინაცია ხორციელდება.

ვლადიმერ ვახანიას და, ძმის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებას, პატიმარზე ზეწოლის გაგრძელებად აფასებს.

ნანული ვახანია: "SOS !!! რუსთავის №6-ე საპყრობილე აგრძელებს ვლადიმერ ვახანიას მოწამვლას!!! მისი ჯანმრთელობის გაუარესება შევნიშნე ჯერ კიდევ მარტში. მაშინვე დამიწყეს პაემანების შეფერხება, არ მაძლევდენ ძმასთან შეხვედრის უფლებას. ბოლოს, როგორც იქნა ვლადიმერს შევხდი. ჩემი ძმა გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეჭვი, რომ ისევ დაიწყეს ვლადიმერის მოწამვლა, გამართლდა.

მკვლელი და ჯალათი ხელისუფლება ძმას მიკლავს და მე ამას დიდი ხანია ვუყურებ და ვერაფრით ვშველი. დავამტკიცე, რომ ვლადიმერის სიცოცხლე საფრთხეშია და ის საპყრობილებში მოწამვლით დაავადდა. ეს პროცესი ისევ გრძელდება! ჩემი ძმის სიცოცლის ხელყოფით და „უდო“-ზე უარის თქმით საქართველოს პრეზიდენტი და მისი ძალოვანი სტრუქტურები ვლადიმერ ვახანიაზე საშინელ ზეწოლას აგრძელებენ, თუნდაც ვლადიმერის სიცოცხლის ფასად!!! მე, ვლადიმერ ვახანიას და, ნანული ვახანია, ვაცხადებ: ვადანაშაულებ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მის „კუდ“-ს, მის იუსტიციის მინისტრს, მის შინაგან საქმეთა მინისტრს, მის პროკურორებს (საქართველოს და თბილისის მთავარ პროკურორებს), საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს – პატიმრის მიზანმიმართულ ლიკვიდაციაში!!! თქვენზე საჩივარს შევიტან საერთოშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში! მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!“ – ამბობს ნანული ვახანია.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს.

განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, ვლადიმერ ვახანიას საკუთარი ნებით გადასცა. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს.

2012 წლის სექტემბერში, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას პატიმრობიდან 3 წელი და 6 თვე შესრულდება. სწორედ შემოდგომაზე ამოიწურება სასჯელის ვადა და საქართველოს სიყვარულისთვის დევნილი აკადემიკოსი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს.




READ MORE - ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან
16:33 20.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის ოფისიდან შინ საკუთარი ავტომანქანით ბრუნდებოდა. მისი განცხადებით, თავდამსხმელები მას სარკინიგზო გადასასვლელთან ჩაუსაფრდნენ. შეჩერებულ ავტომანქანაში ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შეღწევა მოახერხა და ქარდავას დახრჩობა სცადა. მან კი გაქცევის მიზნით უკუსვლა გადაწყვიტა, თუმცა თავდამსხმელმა საჭის მართვაში ხელი შეუშალა და ავტომანქანა რკინის ბოძს შეეჯახა.

დაზიანებული ავტომანქანიდან ქარდავა სამმა თავდამსხმელმა ძალის გამოყენებით გადმოაგდო და რკინის ხელკეტით სცემა, შემდეგ კი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მიატოვა და ხობის მიმართულებით „აუდის“ მარკის ავტომანქანით გაუჩინარდა. ნახევარი საათის შემდეგ მამუკა ქარდავამ ადგომა და საკუთარ მანქანასთან მისვლა მოახერხა, თუმცა პირადი ნივთები გატაცებული დახვდა. თავდამსხმელებს შემთხვევით მხოლოდ მობილური ტელეფონი გადაურჩა. სატელეფონო ზარებით მან მეგობრებისგან დახმარება ითხოვა.

შემთხვევის ადგილზე მალევე გამოჩნდნენ „ქართული ოცნების“ ხობისა და სენაკის ორგანიზაციების, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრები. ინციდენტიდან ორი საათის შემდეგ ნოჯიხევთან ხობის პოლიციის უფროსი, ლექსო რაფავა, მისი მოადგილეები, დათა ახალაია და ირაკლი ჯობავაც გამოცხადდნენ.

ახალაია presage.tv-სთან გაკეთებულ კომენტარში ირწმუნებოდა, რომ მომხდარზე გამოძიება სსს-კოდექსის 276-ე მუხლით, ავტოავარიის ფაქტზე აღიძრა. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს არაფერი უთქვამთ თავდასხმის მიზეზებზე, თავდამსხმელების ვინაობასა და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

თავისა და სხეულის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით მამუკა ქარდავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მასზე განხორციელებულ თავდასხმას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მასში ძალოვანი უწყებების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

მამუკა ქარდავა მიმდინარე წლის 10 მარტს ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასაც იხსენებს და ამბობს, რომ შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავებულს მომხდარი მაშინ შემთხვევითობად მიაჩნდა. დღეს კი მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ავტოავარია მის მიმართ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო.

კოალიციის ხობელი ლიდერი presage.tv-სთან მისი და შტაბის სხვა წევრების მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული დევნის, შანტაჟისა და ძალადობის მრავალ ფაქტს იხსენებს. ქარდავას განცხადებით, ერთ-ერთი უკანასკნელი ინციდენტი 18 მაისს, ირაკლი ალასანიას მიერ ჭალადიდში გამართულ შეხვედრაზე მოხდა, როცა ხობის გამგეობის თანამშრომლებმა და ხელისუფლების ე.წ. ზონდერ ჯგუფებმა ალასანიასთან დაპირისპირება და მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად საზოგადოებასა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია. იგი „ქართულ ოცნებას“ საკუთარი მხარდამჭერების დასაცავად უფრო მეტი ქმედითი ღონისძიებების გატარებას ურჩევს.

მამუკა ქარდავამ ხობის სამედიცინო ცენტრი დილის 6 საათზე დატოვა. ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის კურსს იგი ბინაზე გაივლის. ქარდავას მოსანახულებლად დღეს ხობში ირაკლი ალასანია ჩადის.

ნოჯიხევში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა: „ხობში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული, ხელისუფლებაში მყოფი მაფიოზური კლანის რეალური სახე. მათ ისღა შეუძლიათ, რომ ბნელ ღამეში ქურდულად მიეპარონ ოთხნი და ხელკეტებით სცემონ ერთ ადამიანს. ასეთი ქმედებით მათი არსებობის დასასრული კიდევ უფრო სწრაფად ახლოვდება. ღამ-ღამობით თარეშსაც მალე მოეღება ბოლო და ყველა დამნაშავე - ბრძანების გამცემიც და აღმსრულებელიც კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე. „ქართული ოცნება” ოქტომბერში გაიმარჯვებს და სამართლიანობას დაუყოვნებლივ აღადგენს, მაგრამ დღეს მოქმედ ხელისუფლებას კიდევ აქვს დრო, გონს მოეგოს და აღასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება. მივმართავთ ორი დღის უკან შექმნილ უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ დანაშაულზე და მოსთხოვოს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ ყველა საჭირო ქმედება დამნაშავეების გამოსავლენად“, -ნათქვამია განცხადებაში.



presage.tv



READ MORE - „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

სოსო მანჯავიძე დააკავეს


12:45 18.05.2012
რამდენიმე წუთის წინ "წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერი სოსო მანჯავიძე დააკავეს.

კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანჯავიძე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის მოძრაობის ოფისში შედიოდა.

არსებული ინფორმაციით სოსო მანჯავიძე თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი.

მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია "წინააღმდეგობის მოძრაობას". მანჯავიძის დაკავების ზუსტი მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულმა გუშინ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე მსვლელობის მოწყობის საშვალება არ მისცა და თანამოაზრეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" წევრებს მეცნიერთა აკადემიის შენობასთან გზა გადაუკეტა.




READ MORE - სოსო მანჯავიძე დააკავეს

„პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდი“ ხვალიდან პატიმართა ოჯახის წევრების მხარდამჭერ კამპანიას იწყებს


21:04 09.05.2012
„პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდი“ ოთხი დღის განმავლობაში აქციათა ციკლს „მადლის ქისა“ ჩაატარებს.

როგორც „ობიექტივში“ გამართულ ბრიფინგზე „პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდის“ დამფუძნებელმა კოტე ინაშვილმა განაცხადა, ოთხი დღის განმავლობაში პატიმრის ფორმებში გამოწობილი ოცამდე გოგონა სუპერმარკეტებში, სავაჭრო ცენტრებში, ბანკებსა და ბაზრობის ტიპის დაწესებულებებში პატიმრის ოჯახის წევრებისთვის შემოწირულობებს შეაგროვებს.

„დღეს საქართველო პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში მესამე, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა. პატიმართა ოჯახების უმრავლესობა გაჭირვების ზღვარს მიღმა იმყოფება. „პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდი“ თვლის, რომ არსებული ვითარება მოითხოვს საზოგადოების გააქტიურებას. ფონდი აქციათა ციკლს სწორედ ამ მიზნით იწყებს. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებისთვის ცნობილი ხელოვნებისა და მოდის სამყაროს წარმომადგენლები“, – განაცხადა კოტე ინაშვილმა.

პატიმართა და მათი ოჯახის წევრების დახმარების კამპანია დაიწყება 10 მაისს, 12:00 საათზე კინოს სახლთან.

პირველ დღეს აქციები გაიმართება სავაჭრო ცენტრებში. მაგალითად, 13:00 საათზე ჰიპერმარკეტ "გუდვილში" (საბურთალოზე). 12 მაისს აქციები მოეწყობა ბანკებში – 12:00 საათზე შეიკრიბებიან თიბისი ბანკის მარჯანიშვილის ფილიალში.

"ობიექტივი"




READ MORE - „პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდი“ ხვალიდან პატიმართა ოჯახის წევრების მხარდამჭერ კამპანიას იწყებს

ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა


17:06 09.04.2012
პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო.

როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა.

„სერგო ჩაჩიბაია სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების რეკომენდაციით, მოსამართლემ პროცესი შეწყვიტა“,- განაცხადა შავგულიძემ. მისი თქმით, მომდევნო სასამართლო პროცესი, 14 მაისს 12:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის პოლიციამ "თავისუფალი დემოკრატების" წევრი 27 მარტს იარაღის უკანონო ტარებისა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შეთითხნილი ბრალდებით დააკავა.




READ MORE - ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

რუსთავის მე-6 საპყობილეში 32 წლის პატიმარი ოთარ ლოლუა შიმშილობს


19:06 04.04.2012
პატიმარი ოთარ ლოლუა რუსთავის მე-6 საპყობილეში გაურკვველი მიზეზით შიმშილობს.

როგორც „ობიექტივს“ პატიმრის მეუღლემ ვერონიკა ნაზარეტიანმა განუცხადა, ციხის ადმინისტრაციამ მისი მეუღლე რამდენიმე თვის წინ მობილური ტელეფონის პოვნის გამო ერთი თვით „კარცერში“ გადაიყვანა.

„ამის გამო ჩემს მეუღლეს პაემნის უფლება შეუზღუდეს. როდესაც ციხის თანამშრომლებს ვკითხე, რატომ შეუზღუდეს პაემნის უფლება, მითხრეს, მობილური ტელეფონის პოვნის გამო არ ეკუთვნისო.

ჩემმა მეუღლემ გუშინ დამირეკა და მითხრა, რომ შიმშილობა დაიწყო, მიზეზი კი არ უთქვამს“, – განაცხადა ვერონიკა ნაზარეტიანმა.

obieqtivi.net



READ MORE - რუსთავის მე-6 საპყობილეში 32 წლის პატიმარი ოთარ ლოლუა შიმშილობს

დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა


18:04 04.04.2012
სასჯელაღსრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.

პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი ჰქონდა მისჯილი, საიდანაც 2 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ პატიმარი შიდსით იყო დაავადებული და ბოლო ერთ თვეზე მეტი მე-18 სამკურნალო დაწესებულების რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იწვა.

„თენგიზ ბელქანია სასჯელს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტის მიხედვით იხდიდა. ის შიდსით იყო დაავადებული და ბოლო ერთ თვეზე მეტი მე-18 სამკურნალო დაწესებულების რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იწვა. ის 20 დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაახლოებით, 1.5 საათის წინ კი გარდაიცვალა“, - განაცხადა ხარჭამაძემ.

ხარჭამაძის განცხადებითვე, დაცვის მხარემ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განაჩენის გადავადების მოთხოვნით მიმართა, მაგრამ აღნიშნული დაკმაყოფილებული არ იქნა.

ადვოკატს მიაჩნია, რომ თენგიზ ბელქანიას გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, პატიმრისთვის სათანადო მკურნალობა აღმოეჩინათ და მისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინათ.

"ჩვენს ასევე ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროების მუდმივ მოქმედ კომისიას მივმართეთ, რათა განსასჯელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეთვალისწინებინათ და გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ამაოდ. აღნიშნული კომისია, ფაქტობრივად არ მუშაობს“, –
განაცხადა ხარჭამაძემ.




READ MORE - დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012
წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა.

ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ, ბავშვთა აღმზრდელობით დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას 12 წლის მ.კ. გულმოდგინედ ცდილობდა, ხელები სვიტერის სახელოებში დაემალა. როგორც აღმოჩნდა, მას ამპუტირებული ჰქონდა თითი. შემთხვევის გახსენებისას აღსაზრდელი იძაბებოდა და უხერხულად იშმუშნებოდა.

,,ჩემით დამემართა ...ხო ნაჯახი დავირტყი, შეშას ვჩეხავდი .… საჭმელი რომ შევჭამე პირდაპირ შევედი შეშაში, სხვებიც შედიოდნენ, მეც მინდოდა, რომ მუშა ვყოფილიყავი, ,,საექთნოში შემიყვანეს, ჩემი თითი სად არის-მეთქი ვტიროდი... სასწრაფო გამოიძახეს ...მიაკერეს მაგრამ მერე გაშავდა და ზუგდიდში მომაშორეს" ,,700 ლარი დაუჯდა ,,მ" მასწავლებელს, თვითონ მითხრა შენი თითი 700 ლარი დამიჯდაო ", - თქვა წალენჯიხის ბავშვთა სახლის აღსაზრდელმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, სამედიცინო ბარათში აღნიშნული ფაქტის შესახებ ექიმის ჩანაწერი არასრულია.

ანგარიშის მიხედვით, დაწესებულებაში დღემდე ხდება ამავე აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობის უგულებელყოფა. ბენეფიციარს სამი წელი უტარდებოდა მკურნალობა გულის პათოლოგიის გამო (სამედიცინო ბარათში გულის პათოლოგიის არსებობა აღნიშნულია, მაგრამ კონკრეტული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა მითითებული არ არის), ორი წელია, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი არ ჩატარებია, ასევე არ უტარდება რეაბილიტაცია და მკურნალობა ამპუტირებული თითის ფალანგის შემდგომი მდგომარეობის გამო. ბოლო წლის განმავლობაში ამ საკითხის განხილვაც კი არ მომხდარა.

"გული მაწუხებს და რაღაც წამლები დავლიე ...რომ დავრბოდი წკრ-წკრ გული ასე მესმოდა, მითხრეს შუილი გაქვსო ...პარნიკის უფროსად დამნიშნა ...დირექტორმა… …მე ვმუშაობ, რომ დავთესო ყველაფერი. ვბარავთ ...…შაბათ-კვირას ვმუშაობ, სკოლიდან რომ მოვალ ვმუშაობ 3 საათიდან ასე 6 საათამდე ...ფუტკრების 6 სკაა, ადრე 14 სკა იყო, …წვიმა რომ იქნება სათბურში შევიტანთ ხოლმე მე და ,,X" , ძალიან ვიღლები და დავჯდები ხოლმე", - ამბობს ბენეფიციარი სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას.

ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული შემთხვევა აჩენს დასაბუთებულ ეჭვს წალენჯიხის ბავშვთა სახლში აღსაზრდელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ასევე ჩნდება კითხვები ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდების თვალსაზრისითაც.

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უფროსს: – უზრუნველყოს გაძლიერებული მონიტორინგი უსაფრთხოების პირობების დაცვასთან დაკავშირებით, ასევე - პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება აღნიშნული მიმართულებით.
სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2011 წლის დეკემბერში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგი 13 დიდ ბავშვთა სახლსა და 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლში განხორციელდა.





READ MORE - წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

სერგო ჩაჩიბაია: „კუდის უფროსი, რუსლან შამახია მემუქრებოდა, ბოლოს მოგიღებო“ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა
17:06 25.04.2012
სერგო ჩაჩიბაია დღეს ღიად ალაპარაკდა წინა სასამართლო სხდომაზე კუდი-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის, რუსლან შამახიას მხრიდან განხორციელებულ მუქარაზე. ბრალდებულის განმარტებით, ამ ფაქტის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები ინფორმირებული იყვნენ, თუმცა ძალოვანი უწყების მიერ დანაშაულის პროვოცირების თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. სამართალდამცავების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ სერგო ჩაჩიბაიამ იმ ვიდეომიმართვაშიც ისაუბრა, რომელიც დაკავებამდე 7 თვით ადრე, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიასთან მისივე თხოვნით ჩაწერა.

„მე გახლავართ სერგო ჩაჩიბაია, ყოფილი პოლიციისა და უშიშროების პოლკოვნიკი. ვარ ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი. მაქვს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპირებენ ჩემს დაკავებას. მინდა მოგახსენოთ, რომ სახლში გამაჩნია ოთხი ერთეული დარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. „ჩზ-ს (cz)“ სისტემის პისტოლეტი, „ხოლერის“ სისტემის რევოლვერი, კარაბინი და „სკს“ სისტემის კარაბინი. ამ სისტემის არც საბრძოლო და არც სანადირო ვაზნები ოჯახში არ გამაჩნია. ასევე არ გამაჩნია რაიმე სახის ფეთქებადი ნივთიერება. არ ვარ ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი, გადამზიდველი ან შემნახველი.“-აცხადებდა სერგო ჩაჩიბაია.

ცივი იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული სერგო ჩაჩიბაია თავს დამნაშავედ არ გრძნობს და დაპატიმრების ფაქტს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები თანაპარტიელის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე მიუთითებდნენ და მას სინდისის პატიმრად მოიხსენიებდნენ.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღევანდელი საქმის განხილვა ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს.

„ირაკლი აფშილავა არ არის დამოუკიდებელი მოსამართლე, მისი პირით საუბრობდა პროკურორი ახალაია. რეალურად, დაცვის მხრიდან მას ყველა არგუმენტი ჰქონდა მიცემული იმისათვის, რომ სასამართლო წარმართულიყო ობიექტურად და მან უარი თქვა მოწმეების ჩვენების მოსმენაზე სასამართლოში. ეს არის უპრეცენდენტო ფაქტი, როდესაც მოსამართლე თვითონ დგამს ნაბიჯებს, რომ შეჯიბრობითობის პრინციპი სასამართლოში იყოს დარღვეული და მხოლოდ ბრალდების მხარეს ჰქონდეს მეტი გავლენა საქმის განხილვისას. ეს არის დაუშვებელი“, - განაცხადა ალასანიამ.

სერგო ჩაჩიბაიას ადვოკატი, შალვა შავგულიძე ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაუშვებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიციის მიერ დანის მოპოვებისას არ ყოფილა დაცული სისხლის სამართლის პროცესით დადგენილი სტანდარტები. დალუქვის გარეშე არსებული ნივთმტკიცება კი, შავგულიძის თქმით, დანის შეცვლის ფაქტს არ გამორიცხავს.

დღევანდელ სასამართლო სხდომას NDI-სა და IRI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები ლუის ნავარო და ანდრეა ქერბსი ესწრებოდნენ, თუმცა სასამართლოს შენობა მათ კომენტარის გარეშე დატოვეს.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანიც მივიდა, რომელიც კახა მიქაიას დაკავების ფაქტზე ახსნა-განმარტების მისაცემად პოლიციის გამომძიებელმა, გოგიტა ქობალიამ დაიბარა. 27 მარტს, თეა წულუკიანმა მიქაიას უკანონო დაკავების გამო ზუგდიდის პოლიციის უფროსს, ლევან ქირიას განცხადებით მიმართა და მისი, როგორც თვითმხილველის განმარტების მოსმენა მოითხოვა. ნახევარსაათიანი მცდელობის მიუხედავად, წულუკიანი პოლიციის შენობაში არავინ შეუშვა.

სერგო ჩაჩიბაია 25 მარტს, ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ავტოსერვისთან მომხდარი ინციდენტის შედეგად დააკავეს. შეკეთებული ავტომანქანის გამოსაყვანად მეგობრებთან ერთად მისულ ჩაჩიბაიას მოულოდნელად გამოჩენილმა ოთარ ქეცბაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მან თავი შეიკავა და საპასუხო რეაგირება არ მოუხდენია. რამდენიმე წამში, ინციდენტის ადგილზე, პოლიციის ჯგუფები გამოჩნდნენ და სერგო ჩაჩიბაია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის სამმართველოში მიყვანის შემდეგ კი იგი სამართალდამცავების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაშიც დაადანაშაულეს. ჩაჩიბაიას საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 8 მაისს განახლდება.



presage.tv



READ MORE - სერგო ჩაჩიბაია: „კუდის უფროსი, რუსლან შამახია მემუქრებოდა, ბოლოს მოგიღებო“ [video]

ზუგდიდის პოლიცია მოკლული ტაბიძის ოჯახს განადგურებით ემუქრება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა
22:23 18.04.2012
აფხაზეთიდან დევნილი ბადრი ტაბიძის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ მისი დაკრძალვის დღეს, 4 მარტს, სათაურით „გაუხსნელი საქმე და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელები“ presage.tv უკვე წერდა. მაშინ, ჯერ კიდევ უცნობი იყო ის დეტალები, რომელიც ჭირისუფალს 24 წლის ბიჭის საფლავამდე მიტანისას გადახდა.

სამგლოვიარო პროცესიას, რომელიც სოფელ ოდიშიდან ზუგდიდის ე.წ. საჯვაროს სასაფლაომდე მიემართებოდა, პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები ოპერატიულ ავტომანქანებთან ერთად იმ „ტაქსებით“ მიაცილებდნენ, რომლის საჭეებთან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები ისხდნენ. სოხუმის ქუჩაზე მდებარე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან კი თანამშრომლების დიდი ოდენობით მობილიზება შეინიშნებოდა, ხოლო წინამდებარე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული ბუჩქებიდან ვითარებას შს სამინისტროს 4 ვიდეოკამერა „აკონტროლებდა“.

სწორედ ეს იყო ის ერთადერთი ცენტრალური გზა, სადაც ცხედარი სასაფლაომდე უნდა გაეტარებინათ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს იმ მიზეზის დადგენა, რის გამოც ბადრი ტაბიძის უკანასკნელ გზას ჭირისუფალთან ერთად პოლიცია ასე „გულდათუთქული“ მიუყვებოდა -სამართალდამცავები ყველა მეთოდით ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ სამმართველოს შენობის წინ ცხედრის დასვენების ფაქტი, რომელიც ტაბიძის ოჯახს ჰქონდა განზრახული. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ „თადარიგი“ დილიდანვე დაიჭირა და სოფელ ოდიშში „პრევენციული ღონისძიების ფარგლებში“ ოჯახთან და ნათესავებთან ერთად ლამის, მთელი სოფელი დააშინა, პროტესტის გამოხატვის მოლოდინი მაინც არსებობდა.

პარალელურად, პოლიცია ჭირისუფალთან „გარიგებასაც“ აწარმოებდა, ცხედრის გასასვენებლად სოხუმის ქუჩის ნაცვლად შემოვლითი და „მიხვეულ-მოხვეული“ გზებით „სარგებლობას სთავაზობდა.“

ბადრი ტაბიძის დედა, ქეთი გადელია ამბობს, რომ პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვის შემთხვევაში კი, ძალოვანები მასიური დაპატიმრებებითა და ოჯახის განადგურებით იმუქრებოდნენ. მისი თქმით, „განეიტრალების“ ოპერაციას თავად ზუგდიდის პოლიციის უფროსი, ლევან ქირია ხელმძღვანელობდა.

სწორედ სხვისი შვილების პოლიციის ძალადობისგან დაცვა გახდა იმის მიზეზი, რომ ქეთი გადელიამ საკუთარი შვილის მკვლელობით გამოწვეული პროტესტის გამოხატვა გადაიფიქრა. თუმცა ეს გრძნობა შვილმოკლულ დედას ბუნებრივია, არ განელებია და მიზეზების გარკვევას დღემდე უშედეგოდ ცდილობს. ქეთი გადელია სამართლის საძებნელად ზუგდიდიდან თბილისამდე ფეხით ჩასვლასაც გეგმავს. ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას შეეცდება და დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი შვილის მკვლელების დასჯაში დაეხმარება.

მანამდე კი, ტაბიძის ოჯახი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მოლოდინშია, რომლის შედეგები ქუთაისის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უნდა გამოაქვეყნოს. ამ შინაარსის წერილის მიღებას ქეთი გადელია 17 აპრილს უშედეგოდ ელოდებოდა. სამაგიეროდ, ცნობილი გახდა, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც თითქოს შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ „ვარდისფერ ლაქასა“ და ბადრი ტაბიძის სისხლის ანალიზს შორის არსებული იდენტურობა უნდა განესაზღვრა, ზუგდიდის პოლიციაში 13 აპრილს მიიღეს, მაგრამ გამოძიება დაზარალებული მხარისათვის მის გადაცემას არ ჩქარობს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო შედეგის გადმოცემის ზუსტი თარიღი უცნობია ტაბიძეების ადვოკატისთვისაც. ლონდა შამუგია presage.tv-სთან საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს, თუმცა დეტალების გახმაურებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. ადვოკატი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში საქმე სსკ-ის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

დაზარალებული ოჯახისათვის გამოძიების ამ მუხლით მიმდინარეობა მკვლელობის ვერსიაში პოლიციის მონაწილეობის შესახებ არსებულ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს, ვინაიდან ბადრი ტაბიძე ზუგდიდის სამედიცინო ცენტრში თავის ქალის უმძიმესი ტრავმებით შეიყვანეს, რის შედეგადაც იგი 29 მარტს გარდაიცვალა.

ზუგდიდის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რეანიმატოლოგი სულხან ორჟონია presage.tv-სთან ბადრი ტაბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვრცელ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით პაციენტის გარდაცვალება ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო.

სულხან ორჟონია, რეანიმატოლოგი: „ბადრი ტაბიძე კომატოზურ მდგომარეობაში შემოიყვანეს. თავის ქალაში დიდი ზომის ეპიდურული ჰემატომა აღმოჩნდა. ნეიროქირურგმა საწრაფო ოპერაცია ჩაატარა, რის შემდეგაც პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვითი სუნთქვის აპარატზე 27 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. შემდეგი მკურნალობისათვის ტრაქეოსტომული მილის გამოყენებით, პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს. დავაზუსტებ, რომ პაციენტის მდგომარეობა შემოსვლიდან გარდაცვალების მომენტამდე იყო უკიდურესად მძიმე.

მას ჰქონდა თავის ქალის დახურული ტრავმა, დაჟეჟილობით, შეშუპებით და ეპიდურული ჰემატომით, მაგრამ თუ რით იყო გამოწვეული ეს დაზიანებები, მე ვერ გეტყვით, ეს უკვე სხვა ინსტანციის საქმეა. ოპერაცია გაკეთდა ტრეპანაციითა და ჰემატომის ევაკუაციით. რაც შეეხება ტაბიძის ოჯახის ეჭვს, პაციენტის გაგუდვას, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია და ასეთი რამ არ შეიძლებოდა მომხდარიყო ამ კლინიკაში“.

ექიმების ვერსიას დღემდე არ ეთანხმება გარდაცვლილის დედა. ქეთი გადელია, დარწმუნებულია, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების ძალისხმევით დღითიდღე უმჯობესდებოდა. გარდაცვალების მიზეზად კი იგი გაგუდვას ასახელებს, რომელიც პოლიციის მონაწილეობით, ან მისი უშუალო დაკვეთით განხორციელდა. მისი თქმით, მკვლელმა დრო მაშინ შეარჩია, როცა პალატაში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. ქეთი გადელია ამბობს, რომ მისი გაგუდვა ტრაქეოსტომული მილიდან მკვლელს არ გაუჭირდებოდა, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ბადრი ტაბიძე არ ალაპარაკებულიყო.

„ჩემი შვილი კონტაქტს ცდილობდა. ბოლო დღეებში საკვების ყლაპვაც შეძლო, ყველაფერი ესმოდა და ყველას ცნობდა. ვთხოვდი, ენიშნებინა მიმიკით, ან მოქმედებით დაედასტურებინა ის, რომ მის უბედურებაში პოლიცია მონაწილეობდა. ამის გაგონებაზე მან უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ხელის მუშტების დაბერვით დამეთანხმა“, -აცხადებს ქეთი გადელია.

გარდაცვლილის ოჯახის ვერსიით ბადრი ტაბიძისათვის საბედისწერო აღმოჩნდა ის გაურკვეველი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, რომელიც პოლიციელებმა თავში მრავალჯერადი დარტყმით განახორციელეს. ტაბიძის დედის მონათხრობით, ახალი წლის დღეს ბადრი ტაბიძე სოფელ ოდიშში დეიდას სტუმრობდა. შექეიფებულმა ახალგაზრდამ საღამოს 8 საათისათვის ძმის ოჯახის მონახულება გადაწყვიტა და ზუგდიდის გზას ფეხით გაუყვა. მას დეიდა გაეკიდა, რომელიც შინ დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა ნასვამი ბიჭი არ დაემორჩილა და სვლა გააგრძელა. ცოტა ხანში მას ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდი-ჩხოროწყუს ცენტრალურ ტრასაზე აჩერებენ, „პიკაპში“ სვამენ და სამმართველოში გადაჰყავთ. იქ კი, სასტიკად სცემენ, მის სიკვდილში რწმუნდებიან, ცხედარი უკან მიაქვთ და იმავე გზაზე აგდებენ.

საღამოს 8 საათისათვის კი უგონო მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს სოფელ გრიგოლიშის საჯარო სკოლის მანდატური, ზამირა როგავა პოულობს და პოლიციასა და საპატრულო სამსახურს ატყობინებს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მიდის და ბიჭი საავადმყოფოში გადაჰყავთ. სამედიცინო დაწესებულებაში მას, როგორც უცხო მამაკაცს არეგისტრირებენ და მძიმე ოპერაციისთვის ამზადებენ. ექიმები პაციენტის ქურთუკის ჯიბეში პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ხურდა ფულს პოულობენ. მოწმობაში მხოლოდ გალის რაიონის სოფელი აჩიგვარაა მითითებული, სადაც დაიბადა, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, თბილისი, ნუცუბის პლატოზე მდებარე დევნილთა კომპაქტური ცენტრის მისამართი არსად ჩანს.

ექიმები პოლიციას პაციენტის ოჯახის პოვნას უშედეგოდ სთხოვენ. ტაბიძის ნათესავები მომხდარის შესახებ ცნობას მხოლოდ მეორე დღეს, პოლიციიდან განხორციელებული ზარის საშუალებით ღებულობენ. რამდენიმე საათში პოლიციის გამომძიებელი ოჯახის წევრებს ბადრი ტაბიძის პასპორტს ხელწერილით გადასცემს. საერთაშორისო პასპორტში ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართთან ერთად ახლო ნათესავებისა და ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები დევს. ტაბიძეები პოლიციის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ვინაობის შესახებ ცნობის მიუხედავად ოჯახთან არდაკავშირების მიზეზების გარკვევას ცდილობენ. პასუხად, პოლიცია მათ „უმადურებად“ იხსენიებს და აცხადებს „მადლობის მაგიერია, პასპორტი და ხურდა ფული შევუნახეთო.“

შემთხვევის ღამეს ბადრი ტაბიძის ცნობილი ვინაობა, პასპორტისა და შიგთავსში არსებული სატელეფონო ნომრების გადამალვა გახდა პოლიციის წინააღმდეგ ტაბიძეების მთავარი „სამხილი.“ გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ მომხდარით პოლიცია ისე დაიბნა, რომ ფაქტობრივად გარდაცვლილი ბიჭის გზის პირას დაგდებამდე მის ქურთუკში საერთაშორისო პასპორტის ჩადება დაავიწყდათ.

შვილის დაღუპვით გამოწვეული უბედურების შემდეგ ტაბიძეები ახალი უბედურების წინაშეც აღმოჩნდნენ. ზუგდიდის სამედიცინო ცენტრში ბადრი ტაბიძის მკურნალობის საფასურის 24 201 ლარის გადახდა მათ უპირობოდ მოუწევთ.

ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, როლანდ ახალაია ადმინისტრაციის მხრიდან დაშვებულ იმ შესაძლო შეღავათზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილის ოჯახს თანხის დაფარვა ეტაპობრივად შეეძლება. ახალაიას განმარტებით, პაციენტი არ ფლობდა ჯანდაცვის დაზღვევის პაკეტს და არც მისი ასაკი იძლეოდა გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას.

ქეთი გადელია ამბობს, რომ დავალიანების შესახებ მისთვის ცნობილი იყო, თუმცა ამ რაოდენობით თანხის გადახდას იგი წარმოუდგენლად მიიჩნევს. სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი ტაბიძეებს შვილის გარდაცვალებამდე აღუდგათ და შემწეობის თანხასა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეღავათებს ისინი აგვისტოს თვიდან მიიღებენ, თუმცა გამორიცხავენ, რომ დავალიანების დაფარვაზე იგი რაიმე გავლენას იქონიებს.

ქეთი გადელიამ მკურნალობისათვის საჭირო თანხების მისღებად შვილის სიცოცხლეშივე მიმართა თბილისის მერიასა და ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, თუმცა ყველა უწყებიდან უარყოფითი პასუხი მიიღო.

ქეთი გადელია: „ჩემი შვილს რომ ეცოცხლა, თავდაუზოგავად ვიმუშავებდი, ვითხოვდი, შევაკოწიწებდი და საავადმყოფოში მივიტანდი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მუშაობას ვერ შევძლებ, სიცოცხლე არ მინდა და ვისი ხათრით ვაკეთო რამე. ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე წამართვეს და უკვე სულერთია ჩემთვის, ვინ რას დამაკისრებს“.



presage.tv
READ MORE - ზუგდიდის პოლიცია მოკლული ტაბიძის ოჯახს განადგურებით ემუქრება [video]

სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი N17 ციხის დირექტორი ლაშა ბრეგვაძე პატიმრებზე „ვარჯიშობს“...

21:28 11.04.2012
უფლებადამცველი და მედია–კავშირ "ობიექტივის" წამყვანი კოტე ინაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ღია ბოქლომი" უცვლელად გთავაზობთ:

მედიაკავშირი „ობიექტივის“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ადვოკატთა ჯგუფმა იმდენად „შეაწუხა“ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაცია და მაღალჩინოსნობა, რომ ზოგიერთი (თითქმის ყველა) მათგანი ცდილობს პრობლემები შეუქმნას ადვოკატთა ჯგუფს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან პატიმრებს.

სასჯელაღსრულების N 17 დაწესებულების დირექტორს ლაშა ბრეგვაძეს, რომელიც პატიმრებს შიშისზარს სცემს და ცუდი რეპუტაციით სარგებლობს, გამოირჩევა პატიმრების ცემით, ღირსების შემლახავი ფაქტებით, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობით. პატიმართა საჩივრების საფუძველზე „ობიექტივის“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჯუმბერ მილორავამ აღწერა პატიმრების საჩივარი და პროკურატურას მიმართა. რათქმაუნდა პროკურატურა ჩვეულებისამებრ ასეთი სახის თემებზე არ რეაგირებს. სწორედ ასეთი „ზურგის“ იმედად N 17 დაწესებულების დირექტორი ლაშა ბრეგვაძე კიდევ ერთხელ არღვევს კანონს და ადვოკატ ჯუმბერ მილორავას ციხეში შეშვებაზე უარს აცხადებს.

2 თვიანი ბრძოლის შედეგად „ობიექტივმა“ გაიმარჯვა და ჯუმბერ მილორავამ კვლავ შეაღწია ციხის N17 დაწესებულებაში და განაგრძო საქმიანობა... მალე ლაშა ბრეგვაძე მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა, კერძოდ ციხის დირექტორმა ამავე ციხეში მსხდომ პატიმრებს – ვალერიან ფუტკარაძეს (დაბ. 27.04.1962 წ.) და იაგო ცაგურიშვილს (დაბ. 20.09.1958 წ), რომლებსაც მილორავა ემსახურებოდა, ალბათ ძალდატანებით დააწერია საჩივარი და მედია–კავშირ „ობიექტივისა“ და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ხელმძღვანელობის სახელზე გააგზავნა იმ იმედით, რომ მილორავას სამსახურიდან დაითხოვდნენ. წერილებში პატიმრები ი. ცაგურიშვილი და ვ. ფუტკარაძე ადვოკატის არაკვალიფიცირებულობაზე ამახვილებენ ყურადღებას და მას მატყუარას უწოდებენ. თუმცა პატიმარ ფუტკარაძეს ალბათ დაავიწყდა ან გამორჩა ის ფაქტი, რომ N17 დაწესებულების მთავარი ექიმი ზურაბ აფციაური სწორედაც ადვოკატ მილორავას განცხადების საფუძველზე უტარებს სამედიცინო გამოკვლევებსა და შესაბამისად მკურნალობას.

N17 დაწესებულების მთავარი ექიმი მილორავას წერილობით პასუხობს:–“ თქვენი 26.10.2011 წ–ის განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ მსჯ–ლი ვალერიან ფუტკარაძე არის ქრონიკული ავადმყოფი. დასმული დიაგნოზებიდან გამომდინარე (შაქრიანი დიაბეტი, II ტ. ინსულინ მომხმარებელი, გ.ი.დ. არტერიული ჰიპენტენზია I ხ.) ამჟამად მსჯ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. პათოლოგიების გამწვავებას ადგილი არა აქვს. აყვანილია ჩვენი დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივ (ყოველდღიურ) ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ“. და ა. შ... ანალოგიურად ადვოკატ მილორავას მომსახურება გაეწია პატიმარ ცაგურიშვილასც. ასე რომ N 17 დაწესებულების – ციხის დირექტორს ლაშა ბრეგვაძეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა... მზაკვრული გეგმა გაშიფრულია, შურისძიება კი მხილებული. და როგორც ქართულ ზღაპარში ამბობენ, – ჭირი იქა ლხინი აქა...

კოტე ინაშვილი | 11.04.2012




READ MORE - სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი N17 ციხის დირექტორი ლაშა ბრეგვაძე პატიმრებზე „ვარჯიშობს“...

ათდღიანი პატიმრობიდან კახა მიქაიას დღეს გაათავისუფლებენ [video]

11:47 06.04.2012
ათდღიანი პატიმრობიდან „ამომრჩეველთა ლიგის“ წევრს კახა მიქაიას დღეს გაათავისუფლებენ.

საზოგადოებრივი მოძრაობა “ამომრჩეველთა ლიგის” წევრები გია გაჩეჩილაძე, ბიძინა გეგიძე და დათო რურუა ერთ-ერთი ლიდერი, კახა მიქაიას პატიმრობის ათ დღიანი ვადა დღეს იწურება.

ჩხოროწყუში მის დასახვედრად მისი თანაპარტიელები ბიძინა გეგიძე და დათო რურუა და გია გაჩეჩილაძე გაემგზავრნენ.

მათი გტანცხადებით, კახა მიქაია ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ამხილა ხელისუფლება და საკუთრივ “ახალაიების კლანი” უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის მცდელობაში და სავარაუდოდ, მისი დაპატიმრებაც ამ ფაქტს უკავშირდება.

„საზოგადოებრივ მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგას“ მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება აძლიერებს რეპრესიებს, კიდევ უფრო აქტუალური ხდება საყოველთაო სოლიდარობის იდეა თითოეული მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად,“– აცხადებენ „ამომრჩეველთა ლიგის“ წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ კახა მიქაია 10 დღის წინ ზუგდიდში სასამართლოს ეზოში დააკავეს. ის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას დაპატიმრებას აპროტესტებდა.



ტრიბუნა.ge




READ MORE - ათდღიანი პატიმრობიდან კახა მიქაიას დღეს გაათავისუფლებენ [video]

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...