18:06 25.02.2012
„კონსერვატიული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მოსამართლე ნანა დარასელიამ რამდენიმე წუთის წინ 400-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.ამის შესახებ „ობიექტივს“ სასამართლო პროცესიდან, „ობიექტივის” წამყვანმა და უფლებამდამცველმა მერაბ ჭიქაშვილმა აცნობა.
კიკვიძის ბაღში პოლიციის შენობის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით გამართულ საპროტესო აქციაზე კიდევ 5 ადამიანი დავით ფაცაცია, მიშა მესხი, გიორგი აფხაიძე, გიორგი ფარესაშვილი და თემურ მურვანიძე დააკავეს.
შეგახსენებთ,რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისის მერიამ დედაქალქის რამდენიმე უბანში მრავლწლოვანი ნარგავების გაჩეხვა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, გაჩეხილი ხეების ადგილას პოლიციის გამჭვირვალე შენობები შენდება.
"ობიექტივი"
