ავტორი თეო ისაშვილი
17:06 21.02.2012
მაყურებელმა და ჟიურის წევრებმა 9 გამარჯვებულ კონკურსანტს შორის გამარჯვებული გამოვლინეს. შიდა შესარჩევი ტური საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. ხმის მიცემის პროცედურა კონკურსანტების გამოსვლის შემდეგ დაიწყო და 15 წუთი გაგრძელდა. რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები ბაქოში 22 და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება.
წელს კონკურსში 43 ქვეყანა მონაწილეობს. ანრი ჯოხაძე ბაქოს „Crystal Hall”-ში 24 მაისს მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებს.
