Showing posts with label მედია. Show all posts
Showing posts with label მედია. Show all posts

ლარი კინგი: მეამაყება, რომ „მეცხრე არხის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი გავხდი

16:52 05.09.2012
ტელეკომპანია მეცხრე არხის ხელმძღვანელობამ დღეს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა. მრჩეველთა საბჭო არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგება. ესენი არიან: საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტი და საერთაშორისო გვერდის რედაქტორი ლეს გელბი, ყოფილი კონგრესმენი, თერთმეტი სექტემბრის კომისიის თანათავმჯდომარე ლი ჰამილტონი, „სიენენზე“ ლარი კინგის შოუს წამყვანი და ქველმოქმედი ლარი კინგი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი და ფრანგი ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების საერთაშორისოდ აღიარებული დამცველი რობერტ მენარდი.

ლარი კინგის განცხადებით, როგორც ჟურნალისტისა და მედია კომენტატორისთვის ჟურნალისტთა უფლებების დაცვა პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვა, მსოფლიოს მასშტაბით, მისი კარიერის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

„მეამაყება, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრი გავხდი, როგორც ჟურნალისტისა და მედია კომენტატორისთვის ჟურნალისტთა უფლებების დაცვა პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოს მასშტაბით ჩემი კარიერის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „მეცხრე არხი“ როგორც ნებისმიერი სხვა ახალი დამოუკიდბელი ახალი ამბების გამავრცელებელი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისგან უპრეცედენტო გამოწვევებს აწყდება, რაც ხელს უშლის მის მისიას ემსახუროს საქართველოს მოსახლეობას, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი საინფორმაციო და მედიაწყარო. მისი ახალგაზრდა და იდიელისტური პერსონალი იმსახურებს იმ ამერიკელებისა და ევროპელების მხარდაჭერას, რომლებიც მათ მისიას იზიარებენ“, - განაცხადა ლარი კინგიმ.



READ MORE - ლარი კინგი: მეამაყება, რომ „მეცხრე არხის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი გავხდი

"სოლიდარობამ მედიის თავისუფლებისთვის" მთავარ პროკურატურასთან ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია გამართა

09:01 18.07.2012
მედია გაერთიანებამ "სოლიდარობამ მედიის თავისუფლებისთვის" მთავარ პროკურატურასთან ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებს სიმბოლურად ერთჯერადი თეფშები ეჭირათ, რომელზეც "მე-9 არხის", "ინფო9"-ის, "მაესტროს" და "გლობალ ტვ"-ის ლოგოები იყო გამოსახული.

მხარდამჭერ აქციაში თხუთმეტამდე მედიასაშუალების წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთა განცხადებით, ის, რაც ხდება, მხოლოდ "მაესტროს" პრობლემა არ არის.

მათივე თქმით, "მაესტროს" მიმართ განხორციელებული ქმედებები თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას წარმოადგენს".

როგორც "პირWელს" მაესტროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განუცხადა, "ანტენები "მაესტროსთვის" ისეთივე აუცილებელია, როგორც გაზეთისთვის - ფურცელი".

"პროკურატურის მთავარი ამოცანა პროცესის არჩევნებამდე გაწელვაა, რათა ინფორმაციის რეგიონებში გავრცელება ვერ განვახორციელოთ, იმ შემთხვევაში, თუკი პრობლემაზე მხოლოდ "მაესტროს" თანამშრომლები ისაუბრებენ, ხელისუფლება და მთავარი პროკურატურა ფაქტს მხოლოდ ბიზნეს ინტერესებს დაუკავშირებს", - აცხადებს ღლონტი.





READ MORE - "სოლიდარობამ მედიის თავისუფლებისთვის" მთავარ პროკურატურასთან ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია გამართა

"სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" აპროტესტებს ტელეკომპანია "მაესტრო"-ს მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებს

13:42 16.07.2012
მედიაგაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ტელეკომპანიამ "მაესტრო", როგორც მედია სფეროში მომუშავე ბიზნეს სუბიექტმა, საკუთარი ინიციატივითა და რისკების გათვალისწინებით, გადაწყვიტა ჩაეტარებინა პიარკამპანია "მაესტრო ყველა ოჯახში", რომლის მიზანიც აუდიტორიის რიცხოვნული და გეოგრაფიული ზრდა იყო.

მიუხედავად იმისა რომ ტელეკომპანია "მაესტრო"-ს აღნიშნული კამპანია მიმართული იყო იმისკენ, რომ ბიზნესსუბიექტს მოეპოვებინა და კიდევ უფრო განემტკიცებინა მედიაბაზარზე საკუთარი პოზიციები, რაც ნებისმიერი საწარმოსთვის ბუნებრივი და ლოგიკურია, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სრულიად უსაფუძვლოდ და ტენდეციურად აღნიშნული ქმედება ინტერპრირებულ იქნა როგორც "სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი". რასაც შედეგად პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, "მაესტრო"-ს ტექნიკური საშუალებების დაყადაღების შესახებ სასამართლოს ოპერატიული გადაწყვეტილება მოჰყვა.
პროკურატურამ კიდევ ერთხელ სრულიად ცინიკურად თავისი უკანონო ქმედების საფუძვლად "წინაასარჩევნო პროცესების დაცვა შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა" დაასახელა.

"სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებით პროკურატურამ და სასამართლომ ერთის მხრივ ტელეკომპანია "მაესტრო"-ს, როგორც მედია-სუბიექტის თავისუფლება შეზღუდეს, ხოლო მეორეს მხრივ ამავე ქმედებით შეიზღუდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებული "ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება". საარჩევნო პერიოდში კი არასრულად და ცალმხრივად ინფორმირებული ამომრჩეველი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისათვის მანიპულირების შესანიშნავი საშუალებაა.

"სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" აპროტესტებს ტელეკომპანია "მაესტრო"-ს მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებს და დღეს, 15 საათზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ აქციას მართავს.

მოვუწოდებთ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ერთობლივი, კონსოლიდირებული ძალებით წინ აღუდგეთ თავისუფალი მედიის შევიწროების ფაქტებსა და ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს 15 მედიასაშუალება აწერს.







READ MORE - "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" აპროტესტებს ტელეკომპანია "მაესტრო"-ს მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებს

“სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ განცხადება

22:25 20.06.2012
2012 წლის 21 ივნისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან 2012 წლის 20 ივნისს კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, რაც თითქოსდა ვლინდება „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ მომხმარებლისათვის სატელევიზიო ანტენების დაყენებაში.

ამასთანავე, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურის აღნიშნული ქმედება არის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული. პროკურატურა, ისევე როგორც იუსტიციის მთელი სისტემა, ხელისუფლების ხელში იქცა პოლიტიკური ოპონენტების დევნის, საკუთარი ხალხის დაშინებისა და თავისუფალი პრესის მიმართ რეპრესიების გატარების იარაღად.

სრულიად ცინიკური და უზნეოა პროკურატურის განცხადება, რომ თითქოსდა აღნიშნული ყადაღის მიზანია „მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა“.

სწორედ რომ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მცდელობა და მოწოდება, რაც შეიძლება გააფართოვოს აბონენტთა რიცხოვნული და გეოგრაფიული არეალი, უწყობს ხელს თითოეულ მოქალაქემდე ალტერნატიული და მრავალმხრივი ინფორმაციის მიტანას.

“სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ კატეგორიულად გმობს ხელისუფლების მცდელობას გახადოს მედია მის მიერ მართული და უკანონო და არასამართლიანი გზებით, ფაქტობრივად ტერორის გამოყენებით გაანადგუროს კონსტიტუციურად აღიარებული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება.

“სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ მის ხელთ არსებული ყველა ლეგიტიმური საშუალებით წინ აღუდგება თავისი წევრი მედია-სუბიექტების, და მათ შორის „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" კანონიერი უფლებების შეზღუდვას.

2012 წლის 21 ივნისი




READ MORE - “სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ განცხადება

გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012
დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.


ია თინიკაშვილი ახრისში სოფლის ისტორიის შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად იმყოფებოდა. ის თავად არ დაშავებულა, მაგრამ ამ ინციდენტის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. თინიკაშვილის ტელეფონს მისი მეგობარი, მარიამ გიგაშვილი პასუხობს, რომელმაც აღნიშნა, რომ ამჟამად ჟურნალისტს სოფელ ბერბუკთან სამედიცინო დახმარებას უწევენ და ლაპარაკი არ შეუძლია. მისი თქმით, ინციდენტამდე მას გზაზე არავინ დაუნახავს და ამ ინციდენტს ჯერჯერობით ვერაფერს უკავშირებს.

ია თინიკაშვილი ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გაზეთის, ”გორის მაცნეს” რედაქტორია. Media.Ge-ი მომხდარი ფაქტის შესახებ დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ.




READ MORE - გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012
მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადება

გვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.

სისტემატური ხასიათი აქვს ჩვენი ოფისის წინ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა „მორიგეობას“.

„ობიექტივის“ წამყვანისა და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სოსო მანჯავიძისა და „ობიექტივის“ კიდევ ერთი წამყვანის კოტე ინაშვილის საცხოვრებელ კორპუსებთან მუდმივად დგანან „კუდის“ ავტომანქანები და ადგილი აქვს სრულიად უსაგნო და, რაც მთავარია, უკანონო თვალთვალსა და სატელეფონო მოსმენას.

მე, მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს, „ღამის სტუდიის“ დასრულების შემდეგ (ღამის 00.3 საათიდან 03.30-ის ფარგლებში) სახლის სადარბაზომდე სისტემატურად მაცილებს უნომრო, დაბურულმინიანი ავტომანქანა.

წინააღმდეგობის მოძრაობის თავმჯდომარეს და „ობიექტივის“ წამყვანს დავით თარხან-მოურავს ძალოვანი სტრუქტურებიდან ემუქრებიან დაპატიმრებით, თუ საქართველოს არ დატოვებს.
2012 წლის 18 მაისს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით გაასამართლეს წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „ობიექტივის“ წამყვანი სოსო მანჯავიძე.

ჟურნალისტი კოტე ინაშვილი, რომელიც პირობითი მსჯავრდებულია, მოულოდნელად დაადანაშაულეს საჯარიმო გადასახადის პროკურატურისთვის გადაუხდელობაში. გადასახადი „ლიბერთი ბანკში“ ერთი წლის წინაა შეტანილი, მაგრამ (თურმე) კოტე ინაშვილის ბრალია, რომ ბანკმა ეს გადასახადი პროკურატურის ანგარიშზე არ გადარიცხა. ინაშვილი გუშინ, 2012 წლის 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს. მორიგი სასამართლო პროცესი 2012 წლის 17 ივლისაა დანიშნული. ჩვენი ინფორმაციით, 17 ივლისს კოტე ინაშვილის დაპატიმრებაა დაგეგმილი, რომელსაც პირობით სასჯელს „გაუცოცხლებენ“.

მედია-კავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელი და წამყვანი მამუკა გობეჩია ცოტა ხნის წინ გაასამართლეს, ავტობუსის გამყოლთან შელაპარაკების გამო და, გირაოს სახით, 2000 ლარი შეატანინეს სახელმწიფო ბიუჯეტში. გობეჩიას საქმე დღემდე დახურული არაა და მომავალ სასამართლო პროცესზე ემუქრებიან დაპატიმრებით.

ასევე, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა.

„ობიექტივის“ ოფისის წინ, კინოს სახლის მიდებარე ტერიტორიაზე, სისტემატურად აზიანებენ „ობიექტივის“ წამყვანებისა და სტუმრების ავტომანქანებს. გუშინ, 2012 წლის 29 მაისს, ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს საკუთარი ავტომანქანა დაზიანებული დახვდა.

„ობიექტივის“ დამწყებ ჟურნალისტებს ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებიან, რომ თუ ისინი „ობიექტივს“ არ დატოვებენ, მათი ოჯახის წევრებს დააპატიმრებენ.

შექმნილი ვითარებისა და ინფორმაციის სარწმუნოობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა წყაროებიდან ვფლობთ, ვაცხადებთ:

1.მედია-კავშირ „ობიექტივისა“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ხელმძღვანელობა არ აპირებს არც საქართველოს დატოვებას და არც რეჟიმის წინააღმდეგ (ჯერ კიდევ 9 წლის წინ დაწყებული) ბრძოლის შეწყვეტას.

2.ვერანარი ზეწოლა და დაშინება ვერ გამოიწვევს ჩვენს დემორალიზაციას და „ობიექტივის“ საქმიანობის შეჩერებასა, თუ შეფერხებას.


3.ყველა პროექტი, რომელსაც „ობიექტივი“ საქართველოში და ევროპაში, კონკრეტულად, ბრიუსელში, პარიზსა და სტრასბურგში ახორციელებს, ავტომატურ რეჟიმში განაგრძობს მოქმედებას, თუ მოახდენენ დავით თარხან-მოურავის, ირმა ინაშვილის, ან სოსო მანჯავიძის დაპატიმრებას. „ობიექტივის“ პროექტებს ხელისუფლება ვერ გააჩერებს.

სასარგებლო იქნება, თუ უფლებადაცველი ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია-საშუალებები გამოხატავთ სოლიდარობას და მიმართავთ თქვენს საერთაშორისო პარტნიორებს. თავის მხრივ, „ობიექტივი“ ამ განცხადების ტექტს უგზავნის ყველა საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციას, რომელთა დიდი ნაწილიც ჩვენი პარტნიორი და მეგობარია.

| ირმა ინაშვილი
მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი
2012 წლის 30 მაისი. თბილისი.
|





READ MORE - მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა - პროცესი დაიძრა!

15:20 22.05.2012
მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.

ბესელიამ გადაცემის წამყვანის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოღვაწეობის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროცესების დაძვრის საქმეში ჩაჩიბაიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

„როდესაც ზუგდიდში მარტო ან რამდენიმე ადამიანის მხარდაჭერით ბედავდი და ახალაიებისა და მისი მომხრეების უზარმაზარი კლანის წინააღმდეგ იბრძოდი, ამით ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთე – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროცესი დაიძრა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, უშიშარი და სიმართლის დასაცავად თავგანწირულად მებრძოლი ახალგაზრდა ბიჭის მაგალით გადამდები აღმოჩნდა.

„ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ საჭიროა სოლიდარობა. თუ პრობლემის მიმართ საზოგადოება გულგრილია, ხელისუფლება თამამდება და ბოროტდება, ამიტომ როდესაც არსებობს პრობლემა, უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა, გამოვიდეთ გარეთ და ადამიანს ვაგრძნობინოთ, რომ მარტო არ არის. თუ საზოგადოება აქტიურია, ისეთი მთავრობაც კი, რომლისთვისაც ადამიანის უფლებები არაფერს წარმოადგენს, ზედმეტს ვეღარ ბედავს. ეს აკლია ჩვენს საზოგადოებას – საყოველთაო სოლიდარობა“ – აღნიშნა ეკა ბესელიამ (ვიდეო).

READ MORE - ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა - პროცესი დაიძრა!

ეკა ბესელიამ ილია ჩაჩიბაიას გადაცემაში "ქართული ოცნების" ახალ პოლიტიკურ ეტაპზე ისაუბრა


19:03 19.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, 27 მაისიდან „ქართული ოცნება“ ახალ პოლიტიკურ ეტაპს იწყებს.

როგორც „ობიქეტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას გადაცემაში ბესელიამ აღნიშნა, აქციაზე ივანიშვილი საარჩევნო კამპანიის დასაწყებად მთავარ გზავნილებს გამოაცხადებს.

„27 მაისს მსვლელობები პირველი საათიდან დაიწყება. შეკრება კი სამ საათზე თავისუფლების მოედანზე დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება. ეს აქცია მშვიდობიანი იქნება.

ბიძინა ივანიშვილმა უკვე მოუწოდა ყველას, ვისაც სურს ქვეყნის გამთლიანების პროცესში მონაწილეობის მიღება, „ქართული ოცნების“ პირველ შეკრებას დაესწროს. ვთვლი, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვა. საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილია გააპროტესტოს არსებული მდგომარეობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანას არ გეგმავს, თუმცა, ბუნებრივია, აქციაზე დასწრება ყველას შეუძლია.

"ობიექტივი" გადაცემის ჩანაწერი>>>




READ MORE - ეკა ბესელიამ ილია ჩაჩიბაიას გადაცემაში "ქართული ოცნების" ახალ პოლიტიკურ ეტაპზე ისაუბრა

ფოთელი ჟურნალისტი "1 არხის" კორესპონდენტს თავს დაესხა [video]

17:33 10.05.2012
ფოთში, დევნილების დასახლებაში, ირაკლი ალასანიას ვიზიტისას "1 არხის" ჟურნალისტს ნატო ბერულავას, რომელიც ალასანიას ესაუბრებოდა, კამერით მიეჭრა tspress-ის ჟურნალისტი იზა სალაყაია და მისი პროვოცირება სცადა, ბერულავამ სალაყაია მიკროფონით მოიგერია...

ეს tspress-ის ჟურნალისტების მიერ განხორციელებული პირველი პროვოკაცია არ არის... სკანდალზე ორიენტირებული მედიის წარმომადგენლები კოლეგების გარდა ადგილობრივი ხელისუფლების წევრების უსამართლოდ მწყობრიდან გამოყვანასაც არ ერიდებიან და ამით საკუთარი დაბალრეიტინგული ინტერნეტ–გვერდის რეკლამირებას ცდილობენ...






READ MORE - ფოთელი ჟურნალისტი "1 არხის" კორესპონდენტს თავს დაესხა [video]

მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ პეტიცია

17:06 09.04.2012
ხუთშაბათს, 14 საათზე, მედიაგაერთანების წევრები კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის შენობის წინ საპროტესტო აქციას „მარეგულირებელო არეგულირე! ნუ ზღუდავ!“ გამართავენ. აქციაზე, მედიაგაერთიანების წევრები ტელეკომპანიებზე - „მე-9 არხი“ და „თრიალეთი“, მარეგულირებლის მხრიდან მიმდინარე ზეწოლას გააპროტესტებენ. იმავე დღეს, პეტიცია გადაეგზავნებათ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს.

პეტიცია

საქართველოში სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებას კვლავ სერიოზული საფრთხე ემუქრება. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, ცივილიზებული საზოგადოებისათვის შეუწყნარებელი ვანდალიზმით, მოახდინა დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიების დარბევა, საქართველოს სამაუწყებლო ბაზარზე აღარ არსებობს სამაუწყებლო კომპანია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას ალტერნატიულ ინფორმაციას მიაწოდებს.

თითზე ჩამოსათვლელი ადგილობრივი დამოუკიდებელი მაუწყებლები კონკურენციას ვერ უწევენ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ეროვნულ მაუწყებლებს, რომლებიც ყოველდღიურად საზოგადოებას ხელისუფლების მაამებელი, ხოლო განსხვავებული აზრის მქონე პირთა მიმართ აგრესიული ინფორმაციით კვებავენ.

რამდენიმე ხნის წინ, გაჩნდა შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მოსახლეობამ ინფორმაცია კიდევ ერთი ალტერნატიული საინფორმაციო წყაროსაგან მიიღოს. სწორედ ასეთი პოტენციალი გააჩნია ტელეკომპანია „მე-9 არხს“, რომელიც მაუწყებლობის დაწყებას რამდენიმე დღეში აპირებს. წინასწარ არის ცნობილი, რომ სამაუწყებლო ბაზრის სხვა მოთამაშეების უმრავლესობისგან განსხვავებით, ტელეკომპანია „მე-9 არხი“ არ აპირებს განახორციელოს ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა.

პირიქით, მისი მიზანია მაყურებელს მიაწოდოს ოფიციოზისგან განსხვავებული ინფორმაცია, მოუყვეს მოსახლეობას ისეთი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ, რომლებზეც მუდმივად თვალს ხუჭავენ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი მაუწყებლები, შესთავაზოს მაყურებლებს ალტერნატიული ხედვა და თვალსაზრისი საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ელექტრონული მედიის ბაზარზე მისი კონტროლის მიღმა მყოფი ახალი მოთამაშის გამოჩენა ძლიერ აშინებს. ამაზე მეტყველებს უკანასკნელი თვეების განმავლობაში სატელევიზიო არხის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული, უფრო მეტიც, დანაშაულებრივი მოქმედებები. კერძოდ, საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ჩვეულებად იქცა ტელეკომპანია „მე-9 არხისთვის“ განკუთვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მოწყობილობების განზრახ დაზიანება, რაზეც საგამოძიებო ორგანოები არავითარ რეაგირებას არ ახდენენ.

არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე აღნიშნული მოწყობილობა გამართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შესაბამისად, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგი, რასაც ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყება უნდა მოჰყოლოდა. თუმცა, საქართველოში ეს არ მომხდარა, რაც ამ ფაქტთან სახელმწიფო ორგანოების კავშირზე მიუთითებს.

პარალელურად, მიმდინარეობს იმ საკაბელო ქსელების ოპერატორების დატერორება, რომლებიც პოტენციურად შეიძლება გახდნენ ტელეკომპანია „მე-9 არხის“ რეტრანსლაციის განმახორციელებლები. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ საჯაროდ გამოუცხადა თავის აბონენტებს, რომ თავის საკაბელო პაკეტში ტელეკომპანია „მე-9 არხის“ სიგნალსაც შეიტანდა.

უკანასკნელი კვირების მოვლენები ადასტურებს, რომ სადღაც, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში იგეგმება და ცენტრალიზებულად იმართება სხვადასხვა სახის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომელთა მიზანი ახლო მომავალში შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრიდან განდევნა და კომპანიის გაკოტრება წარმოადგენს.

საკმარისია რამდენიმე ფაქტის დასახელება, რომ ასეთი განცხადების მართებულობა თვალსაჩინო გახდეს ნებისმიერი ობიექტური და ნეიტრალური პირისათვის. ათიოდე დღის წინ, სულ რამდენიმე დღის ინტერვალით, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ მიიღო მოთხოვნები ტელეკომპანიებისგან „ტელეიმედი“, „რუსთავი-2“, „ახალი არხი“, „მზე“ და „საქართველო“, რომლებმაც მსგავსი მოტივებით შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ საკაბელო პაკეტიდან მათი არხების ამოღება მოსთხოვეს.

პარალელურად, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აბონენტთა რიგებს, ერთი-მეორის მიყოლებით სტოვებენ სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებსაც აქამდე ამ საკაბელო ქსელის ოპერატორის მიმართ რაიმე პრეტენზიები არ გამოუთქვამთ.

რამდენიმე დღის წინ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ მიმართ იგივე, კარგად აპრობირებული „ხერხი“ იქნა გამოყენებული, რომელსაც აქამდე მარტო ტელეკომპანია „მე-9 არხის მიმართ“ იყენებდნენ. აეროპორტის საბაჟოზე ფუნქციონალურად მწყობრიდან იქნა გამოყვანილი საერთო ჯამში 36,000 აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკური მოწყობილობები, რომელთა გარეშეც აბონენტები ვერ შესძლებენ საკაბელო ოპერატორის მიერ გადაცემული სიგნალის მიღებას. ეს პირდაპირ ზიანს აყენებს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ახალ მარკეტინგულ სტრატეგიას, რომლის მიზანი საკაბელო კომპანიის აბონენტთა ქსელის რადიკალური გაფართოვება წარმოადგენს.

ამ კანონსაწინააღმდეგო სქემაში, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც. ამას წინათ, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ მიიღო აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის წერილი, რომლითაც მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელი, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლისა და უფლებამოსილების გარეშე, საკაბელო ქსელის ოპერატორისგან ითხოვს „თავი შეიკავოს“ ერთ-ერთი პოპულარული უცხოური სატელევიზიო არხის - THT-ს რეტრანსლირებისაგან.

მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ ვერ წარუდგინა კომისიას THT-ს სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოში ტრანზიტული გავრცელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობას შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ იმდენადვეა მოკლებული, რამდენადაც ნებისმიერი სხვა საკაბელო ოპერატორი, რომელსაც თავის პაკეტში THT-ს არხი აქვს შეტანილი. ასეთი შესაძლებლობა გააჩნია მხოლოდ თავად THT-ს, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისდიქციის მიღმა იმყოფება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო არ ახორციელებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მქონე პირთა ინტერესთა დაცვას, რადგან თავად ამ უფლებების კერძოსამართლებრივი ხასიათის გამო, ასეთი უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო სასამართლოს გააჩნია.

ასეთი სქემის წარმატებით ექსპერიმენტირების შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეუძლია შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ ასეთივე მოთხოვნა - „არხის რეტრანსლირებისაგან თავის შეკავების თაობაზე“ - ნებისმიერ სხვა არხთან დაკავშირებითაც წარუდგინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ საკაბელო პაკეტის გარეშე დარჩება. ცხადია, რომ ასეთ პირობებში საკაბელო კომპანიისათვის შეუძლებელი გახდება ყველაზე ერთგული აბონენტის შენარჩუნებაც კი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ მოხდა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“-ს სანქცირება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან, რომელიც გაფრთხილებით შემოიფარგლა. ეს იყო ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი კომპანიის შევიწროებისა და მისი დისკრიმინაციის მიზნით. კომისია გასცდა მისი რეგულირების სფეროს. გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო კომპანიის სანქცირების მიზნით არ არის სამართლებრივად დასაბუთებული, ვინაიდან იგი სცილდება მარეგულირებელი კომისიის იურისდიქციის ფარგლებს. კომისიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები სულ უფრო ნათელს ხდის ხელისუფლების მიზანს.

ზემოთ აღწერილი გარემოებების თანამიმდევრულობა და სისტემურობა პრაქტიკულად გამორიცხავს მათ სპონტანურობას. აშკარაა, რომ ყველაფერი ერთი საკონტროლო ცენტრის მიერ არის ორგანიზებული. ცხადია ისიც, რომ ასეთი საკონტროლო ცენტრი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არის საძიებელი. ეს არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომლის ამოცანაა საქართველოს მოსახლეობის დატოვება მხოლოდ ერთი საინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანის ამარა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ერთი პოლიტიკური ძალის გამარჯვება მომავალ არჩევნებში.

ყოველივე ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებასთან, მედიის პლურალიზმთან და გამოხატვის თავისუფლებასთან. ეს ღირებულებები საქართველოს მოსახლეობისათვის სულ უფრო და უფრო ხელმიუწვდომელი ხდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, შეწყდეს ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, შეწყდეს დისკრიმინაცია კონკრეტული მედია საშუალებების და მოხდეს მათი თანაბარუფლებიან პირობებში ჩაყენება.




READ MORE - მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ პეტიცია

ჟურნალისტი ნანა ფაჟავა მისი შესაძლო დაკავების შესახებ საუბრობს

17:06 28.03.2012
ტელეკომპანია “მაესტროს” და ინტერნეტგამოცემა “პრესაგე.ტვ”–ს ჟურნალისტი ნანა ფაჟავა მისი შესაძლო დაკავების შესახებ საუბრობს.

როგორც ფაჟავამ ზუგდიდის სასამართლოსთან კახა მიქაიას დაკავების შემდეგ განაცხადა, მას არ აპატიებენ იმას, რომ ირაკლი ალასანიასთან ერთად უკანონო ბანდფორმირებების შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა.

“მე აქამდე თავს ვიკავებდი მაგრამ, დღეს ვამბობ: ვინც რა უნდა დამაბრალოს ის ადამიანები რომლებიც მე გადავიღე და განლაგებული არიან სხვადასხვა ქუჩაზე თუ სახლებში, ისინი ხალხის დასაშინებლად და არჩევნების ჩასაშლელად არიან მობილიზირებული”–აცხადებს ფაჟავა.

ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ რაც მან, დაჯგუფების წევრების გადაღება მოახერხა, აღნიშნული ტერიტორიები უკვე ცარიელია.

epn.ge



READ MORE - ჟურნალისტი ნანა ფაჟავა მისი შესაძლო დაკავების შესახებ საუბრობს

ე.წ. ბათუმელი ლიბერალები „ობიექტივის“ გადაცემების წინააღმდეგ

ავტორი დაჩი კვიკვინია
17:06 26.03.2012
რამდენიმე დღის წინ ბათუმის 25-ე არხის ახალმა დირექტორმა გია სურმანიძემ ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ცალკეული, ე.წ. ლიბერალური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციები მას „ობიექტივის“ გადაცემების შეჩერების რჩევით მიმართვენ.

ციტატა: presage.tv :" ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციები გია სურმანიძისგან, როგორც „ტვ25“-ის გენერალური დირექტორისგან მოითხოვენ, რომ მათ არხზე შეწყდეს „ობიექტივის“ გადაცემების ტრანსლირება. presage.tv-სთან საუბრისას გია სურმანიძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა - „ამგვარ მოთხოვნაზე მხოლოდ პირად საუბრებში აღნიშნავენ, მაგრამ ასევე, არიან ადამიანები, რომლებსაც „ობიექტივის“ გადაცემები ძალიან მოსწონთ და კმაყოფილებას გამოხატავენ“.

ჩვენი წყაროების ცნობით, ამ ე.წ. ლიბერალურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორისაა ცალკეული ამერიკული ფონდების მხრიდან დაფინანსებული მედია–საშუალებები. მაგალითისთვის, გაზეთი „ბათუმელები“ და “ნეტგაზეთი“, ასევე, დონორების მიერ დაფინანსებული ჯგუფები, რომლებიც აჭარის რეგიონში თითქოსდა რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის თემატიკით არიან დაკავებულნი. ცნობილი ფაქტია, რომ ამ ორგანიზაციებს აჭარის რეგიონში სოლიდური დაფინანსების წყარო აქვთ და ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ „ობიექტივის“ გადაცემების საწინააღმდეგო კამპანია ფონდების სამეთვალყურეო საბჭოებში მოკალათებული ე.წ. ექსპერტების მიერ იმართება. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ცოტა ხნის წინ „მოდერატორმა“ ზვიად ქორიძემ მედია–კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს ბათუმის 25–ე არხის თვითრეგულაციის ორგანოში ( ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევის მოტივით) უჩივლა. სხდომა, რომელსაც სამი მხარე ( „ობიექტივი“, ბათუმის 25–ე არხი და მოქალაქე ზვიად ქორიძე) უნდა დაესწროს, 2012 წლის 1 აპრილსაა დანიშნული. მანამდე მოქალაქე ზვიად ქორიძემ ( ამ სტატუსით აქვს ქორიძეს საჩივარი შეტანილი) უარი განაცხადა ბათუმის 25–ე არხის შემოთავაზებაზე ,– მიეღო მონაწილეობა დებატებში ირმა ინაშვილთან ერთად. ჩვენი ინფორმაციით, 25–ე არხი ამ წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს ზვიად ქორიძესა და ირმა ინაშვილს. 1 აპრილს განვითარებული პროცესების შესახებ დეტალურად გაცნობებთ, მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმის 25–ე არხის დირექტორი მერაბ მერკვილაძე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მოტივით, თანამდებობიდან გადადგა. მერკვილაძემ სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“, ერთ–ერთ კომენტარში აღნიშნა, რომ მას ხშირად ექმნებოდა პრობლემები „ობიექტივის“ გადაცემების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მერაბ მერკვილაძეს არ დაუკონკრეტებია, ვისგან ექმნებოდა ეს პრობლემები, ცნობილია, რომ „ობიექტივის“ საწინააღმდეგო პოლიტიკას ე.წ. ბათუმელი ლიბერალები ახორციელებდნენ და დღესაც ახორცელებენ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა,– რატომ? ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: აჭარის რეგიონში მედია–კავშირ „ობიექტივის“ გადაცემები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ობიექტივმა“, რომლის ფორმატიც ითვალისწინებს ყველა სატელეფონო და სკაიპ–ზარის ეთერში შეყვანას, აჭარის რეგიონის მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობა შესამჩნევად გაზარდა. ეს „პატარა დეტალი“ ყურადღების ცენრტიდან არ გამოჰპარვიათ იმ ე.წ. ლიბერალური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აჭარაში სიტუაციის გასაკონტროლებლად დონორებისაგან კოლოსალური მოცულობის საგრანტო დაფინანსებას იღებენ. უნდა ითქვას, რომ ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი სინამდვილეში ბათუმში აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობის მომხრეა და ეწინააღმდეგება ყველა იმ მშვიდობიან, სამოქალაქო აქტივობას, რაც აზიზის სახელობის მეჩეთის თემაზე იგეგმება, ან მომავალში დაიგეგმება. „ობიექტივმა“ აქაც „არასასურველი როლი“ შეასრულა ე.წ. ლიბერალური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. „ობიექტივის“ გადაცემებში სისტემატურად მონაწილეობენ როგორც მართლმადიდებლური, ისე მუსულმანური მრევლის წარმომადგენლები, რომლებიც აზიზის სახელობის მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან. „ობიექტივის“ გადაცემებმა აჩვენა, რომ აჭარაში არ არსებობს რელიგიური დაპირისპირების არც ერთი ნიშანი. არც ნიშანი და არც სულისკვეთება, ანუ პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი და სწორედ ამ მიზნით აფინანსებენ ცალკეულ „ენ–ჯე–ო“–ებს მსხვილი დონორები. მოკლედ, პრინციპი მარტივია: „ როცა არაა გაზაფხული, შენ უნდა შექმნა“, „როცა არ არსებობს პრობლემა, შენ უნდა შექმნა“.

ერთი სიტყვით, უახლოეს ხანში „ობიექტივის“ ირგვლივ მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. გამორიცხული არაა, ეს პროცესი იმ ე.წ. ექსპერტების მხილების ღერძად იქცეს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველა ცნობილი ფონდის სამეთვალყურეო საბჭოებში სხედან და ქვეყანას ზიანს აყენებენ.




READ MORE - ე.წ. ბათუმელი ლიბერალები „ობიექტივის“ გადაცემების წინააღმდეგ

"თავისუფალი საქართველო" ოპოზიციას სოფო ნიკოლაშვილის მხარდასაჭერად გაერთიანებისკენ მოუწოდებს

15:16 13.02.2012
"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია კახეთში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივი საპროტესტო აქციის ორგანიზებისკენ მოუწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, გამოძიების მსვლელობისას პრესით გახმაურდა, რომ ნიკოლაშვილი ადვოკატის გარეშე დაკითხეს.

"მოვუწოდებთ კახეთში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას, იდეოლოგიური სხვაობის მიუხედავად, გაერთიანებული ძალებით თელავში მოვაწყოთ საპროტესტო აქცია დამნაშავე გიორგი სიბაშვილის დაკავების მოთხოვნით. ამასთანავე, კახეთის საზოგადოებას ვთხოვ, ამ უსამართლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას შეუერთდნენ. დღევანდელი სასამართლო ისეთი უსამართლოა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს მისი მსხვერპლი.

ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სოფო ნიკოლაშვილისგან სიბაშვილი ინფორმაციას ითხოვდა მამამისის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც კუდ-ის ხელწერას წარმოადგენს. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ამ კონკრეტული საკითხის გამო გაერთიანებისკენ, რათა ერთობლივი ძალებით მოვახერხოთ არა მარტო დამნაშავის, არამედ მათი მფარველების დასჯა", - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამილა გურაშვილმა.

31 იანვარს გურჯაანში ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავეს, რომლის წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"ინტერპრესნიუსი"



READ MORE - "თავისუფალი საქართველო" ოპოზიციას სოფო ნიკოლაშვილის მხარდასაჭერად გაერთიანებისკენ მოუწოდებს

მამუკა ნოზაძე: “ნიკოლაშვილის საქმეზე ჟურნალისტების აქტიურობამ პროკურატურას უკან დაახევინა“

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 11.02.2012
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით დაპატიმრებული 20 წლის ჟურნალისტის, სოფო ნიკოლაიშვილის საქმეში არსებულ სიახლეებზე გთავაზობთ ინტერვიუს მისი უფლებების დამცველთან, ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან, რომელიც მიიჩნევს, რომ ნიკოლაშვილის საქმეზე პროკურატურას ქართველმა ჟურნალისტებმა უკან დაახევინეს.

ის, რაშიც ბრალს სდებენ ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილს, თქვენი აზრით წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის შედეგია, თუ ეს ემოციის ნიადაგზე მომხდარი შემთხვევითობაა?

მამუკა ნოზაძე: საქმის ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად ადასტურებს იმას, რომ ესაა მიზანმიმართული პროვოკაცია, ჩადენილი სოფო ნიკოლაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ.

იქნებ განმარტოთ რატომ?

-სოფო ნიკოლაშვილის მამა არის გურჯაანის რაიონში პოლიტიკურად აქტიური ადამიანი. ამჟამად იგი ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. მან ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით რამდენიმე ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ეს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ე.წ. დაზარალებულ გიორგი სიბაშვილის ბიძა არჩევნებში მაჟორიტარული წესით “ნაცმოძრაობიდან“ გურჯაანში კენჭს იყრიდა. იგი დამარცხდა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფო ნიკოლაშვილის მამის აქტიურ ოპოზიციონერობას. შესაბამისად, ამ ოჯახზე სიბაშვილები თავიდანვე გადამტერებულები იყვნენ.

გიორგი სიბაშვილი, რომელიც მუშაობს კახეთის სამხარეო პოლიციაში, შევიდა ნდობაში 20 წლის ჟურნალისტ გოგონასთან და 2011 წლის 2 ნოემბერს სოფიკო ნიკოლაშვილი ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით გააუპატიურა, რის შემდეგაც ფოტოები გადაუღო. როდესაც სოფო ნიკოლაშვილი გონზე მოვიდა, სიბაშვილმა გადაღებული კადრები აჩვენა და თანამშრომლობა, კერძოდ, ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფოტოების ინტერნეტში განთავსებით დაემუქრა.

რა ტიპის ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა ნიკოლაშვილს?

-ძირითადად მამამისის საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია, თუ ვინ აპირებდა გაწევრიანებას საზოგადოებრივ ორგანიზაცია “ქართულ ოცნებაში“, რომელიც გურჯაანში ჯერ არ არის დაფუძნებული და შემდეგ ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიაში ვინ გეგმავდა შესვლას, რომელიც ჯერ თბილისშიც არ დაფუძნებულა.

მოკლედ, ნიკოლაშვილს ივანიშვილის მხარდამჭერების მონაცემთა ბაზა უნდა გადაეცა, რაც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისთვის (და არა მარტო მათთვის) მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რათა შემდეგ ამ ადამიანებზე ზეწოლა განეხორციერლებინათ და იმ ტერორისტული მეთოდებით გასწორებოდნენ (რაც ამგვარ შემთხვევებში ახასიათებთ).

რა ხდებოდა 2 ნოემბრიდან 31 იანვრამდე?

-ეს იყო სოფო ნიკოლაშვილის პირადი ტრაგედია, უბედურება და მას არ უნდოდა ეს გაეგო ოჯახის წევრებს.

და ამ ხნის განმავლობაში ინფორმაციას აწვდიდა?

-მას სიბაშვილისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. სწორედ ამაში ვლინდება დანაშაულის პროვოცირება. გიორგი სიბაშვილისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სოფო ნიკოლაშვილის მამას, დავით ნიკოლაშვილის ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი გაფორმებული. მოგეხსენებათ, ამ კუთხით მონაცემთა ბაზა პოლიციელისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილს სთხოვა ენახვებინა მამამისის კუთვნილი ტაბელური იარაღი.

იმის შიშით რომ გადაღებული ფოტოები არ გავრცელებულიყო, სოფო ნიკოლაშვილი ამაზე დათანხმდა. 31 იანვარს სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილი მანქანაში ჩაისვა, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაიყვანა, სადაც ხალხი არ იყო, სიბაშვილმა ამ იარაღიდან რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა, შემდეგ ნიკოლაშვილი პოლიციაში მიიყვანა და განაცხადა, რომ ვითომდა ნიკოლაშვილმა მისი მოკვლა სცადა.

მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ნიკოლაშვილის საქმეს გრიფით საიდუმლო არ ადევს და ამ დროს, ორი დღით თქვენ და მეორე ადვოკატი, მაგული ღვალაძე მასმედიასთან საპირისპიროს აცხადებდით - რა ხდება სინამდვილეში?

-სინამდვილეში ხდება ის, რომ ნიკოლაშვილის საქმეზე ქართველი ჟურნალისტების და უფლებადამცველი ორგანიზაციების აქტიურობამ პროკურატურას უკან დაახევინა. ეს არის ფაქტი. “ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ამ საქმეზე სპეციალური განცხადება გააკეთა. სწორედ ამგვარი აქტიურობის შემდეგ გაავრცელა პროკურატურამ განცხადება.

არადა, ამ განცხადების გაკეთებამდე ორი დღით ადრე მე დამიკავშირდა გურჯაანის პროკურატურის პროკურორი, ბაკურ აბულაძე და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა. როდესაც ჩავეძიე და ვთხოვე განემარტა რა საგამოძეიბო მოქმედებაში უნდა მიმეღო მონაწილეობა გურჯაანის პროკურატურაში, მაშინ, როცა სოფო ნიკოლაშვილი უკვე გადაყვანილი იყო ციხეში, კერძოდ, რუსთავის ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში, პროკურორმა ასეთი პასუხი გამცა - “ჩვენ საქმის მასალებს ვასაიდუმლოებთ და თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ გაფრთხილებაზე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ ისაუბრებთო“.

რასაკვირველია, ამაზე უარი განვაცხადე და მოვითხოვე ჩემთვის გამოეგზავნათ შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იქნებოდა რატომ აპირებდნენ საქმის გასაიდუმლოებას.

მაგრამ მეორე ადვოკატმა ხომ მოაწერა ხელი საქმეზე გრიფით საიდუმლოს დადებას?

-დიახ და ეს არაერთ ინტერვიუში დაადასტურა, პირადად მეც დამიდასტურა.

მაგული ღვალაძე სახაზინო ადვოკატია, თუ ოჯახმა აიყვანა?

-ოჯახმა აიყვანა. იგი დაახლოებით 20-25 წელი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მე პროკურორი მესაუბრე, ნიკოლაშვილები გავაფრთხილე არ დათანხმებოდნენ და ასევე ვთხოვე ეთქვათ მეორე ადვოკატისთვის არ დათანხმებოდა პროკურატურას, რადგან გრიფით საიდუმლოს ისეთ დოკუმენტს ადებენ, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ან ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რაც საზოგადოებას ზიანს მოუტანს. ამ სისხლის სამართლის საქმეში ასეთი საფუძვლები არ არის. ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი თავად შესძინეს და საპატიმროებში მყოფ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს სოფო ნიკოლაშვილიც შემატეს, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლოს მიხვდნენ, რომ ამ საქმისთვის გრიფით საიდუმლოს დადება უკვე ნამეტანი იქნებოდა.

დღეს სოფო ნიკოლაშვილი არის პოლიტპატიმარი, პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი. მამამისს რომ ვერანაირი საფუძველი ვერ მოუძებნეს, რომ პოლიტიკური საქმიანობისთვის ჩამოეშორებინათ, მისი 20 წლის გამოუცდელი შვილი სიბაშვილების ხელით ბრმა იარაღად გამოიყენეს.

ამჟამად რა ეტაპზეა საქმე, ექსპერტიზის ბიურომ დაიწყო თუ არა მოქმედება და ხელმეორედ როდის დაიკითხება სოფო ნიკოლაშვილი?

-სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნულია, მაგრამ სამშაბათის მონაცემებით ექსპერტიზის ჩატარება დაწყებული არ იყო. გასულ ორშაბათს სოფო ნიკოლაშვილმა მიმართა: საქართველოს მთავარ პროკურორს, კახეთის საოლქო პროკურორს და გურჯაანის პროკურორს. ის მოითხოვს ხელმეორედ დაკითხვას, რადგან სრულფასოვანი ჩვენების მიცემის საშუალება არ მიეცა. მოგეხსენებათ იგი პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდა და ამ დროს დაჟინებით ითხოვდა ადვოკატით უზრუნველყოფას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს კონსტიტუციით და ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლით პოლიცია ვალდებული იყო სოფო ნიკოლაშვილი დაკავებისთანავე უზრუნველეყო ადვოკატით. ამასთან, დაკავებისას სოფო ნიკოლაშვილს დაკავებისა და ბრალის წაყენების საფუძველი და მიზეზი არ განუმარტეს. სოფო ნიკოლაშვილი ბრალდებულად დაიკითხა ადვოკატის გარეშე და ასევე ბრალიც ადვოკატის გარეშე წაუყენეს.

საჩივარში სოფო ნიკოლაიშვილმა ასევე მოითხოვა გამომძიებელ მარინა ფოცხვერაშვილის მიმართ გამოძიების დაწყება. ეს ის გამომძიებელია, რომელმაც სოფო ნიკოლაშვილს დაცვის უფლება უკანონოდ შეუზღუდა. ასევე ნიკოლაშვილი მოითხოვს გამოძიების დაწყებას პოლიციის უფროსის მოადგილის მიმართ. ამასთან სოფო ნიკოლაშვილი მოითხოვს მთლიანად აცილებულ იქნას მის მიმართ შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება კახეთის რეგიონისგან (ე.წ. დაზარალებულის ოჯახის სტატუსიდან გამომდინარე).

ანალოგიური შინაარსის საჩივრებით საქართველოს მთავარ პროკურატურას მეც მივმართე. ნიკოლაშვიოლის საქმეზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში წინასწარი სასამართლო სხდომა 9 მარტსაა დანიშნული, რომელზეც მტკიცებულებების დაშვება-არდაშვების განხილვა მოხდება.

თქვენ, ან ოჯახმა მიმართეთ თუ არა სახალხო დამცველს, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საელჩოებს და ასევე საინტერესოა, მათგან ხომ არავინ ახორციელებს დაკვირვებას ნიკოლაშვილის საქმეზე?

-ამ ეტაპზე არავისთვის მიგვიმართავს, უკანონობის წინააღმდეგ მხოლოდ სამართლებრივი კუთხით ვიბრძვით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სახალხო დამცველისთვის ალბათ, ცნობილია თუ რა უკანონო ქმედებებია განხორციელებული ნიკოლაშვილის მიმართ და თუ თავად არ დაიწყებენ მონიტორინგს, ჩვენ ამგვარი მოთხოვნით აუცილებლად მივმართავთ.

"ობიექტივი"



READ MORE - მამუკა ნოზაძე: “ნიკოლაშვილის საქმეზე ჟურნალისტების აქტიურობამ პროკურატურას უკან დაახევინა“

წყაროს მითითების გარეშე მუდმივად იყენებენ „ობიექტივის“ ექსკლუზიურ მასალებს

ავტორი მედია-კავშირი „ობიექტივი“
01:37 11.02.2012
მოგეხსენებათ, რომ მედია-კავშირი „ობიექტივი“ 24-საათიან რეჟიმში მაუწყებლობს. შესაბამისად, ჩვენი ეთერით ყოველდღიურად ყველაზე მეტი ახალი ამბავი და აქტუალურ საკითხებზე ცნობილი ადამიანებისა და პოლიტიკური ლიდერების მოსაზრებები ვრცელდება. ეთერში გასულ ახალ ამბებს „ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები პროდუქტად ამუშავებენ და ავრცელებენ. ეს პროცესი გულისხმობს არა მარტო შრომას, არამედ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობას.

სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები და სატელევიზიო არხები, თუ სტუდიები „ობიექტივის“ მიერ მომზადებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას არა მარტო ავრცელებენ წყაროს მითითების გარეშე, არამედ ქმნიან კონკრეტულ სიუჟეტებს, რამაც ბოლო დროს ტენდენციის სახე მიიღო.

ამ სამწუხარო გარემოების გათვალისწინებით, ჩვენს კოლეგებს კეთილი რჩევით მივმართავთ: „ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის მიერ მომზადებული ინფორმაციის გამოყენების შემთხვევაში, წყაროდ აუცილებლად მიუთითონ „ობიექტივი“.

წინააღმდეგ შემთხევაში, იძულებული გავხდებით, საჯაროდ დავასახელოთ ის მედიასაშუალებები, რომლებიც წყაროს მითითების გარეშე მუდმივად იყენებენ „ობიექტივის“ ექსკლუზიურ მასალებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კოლეგები გულისხმიერებითა და გაგებით მოეკიდებიან ჩვენს კოლეგიალურ რჩევას.



READ MORE - წყაროს მითითების გარეშე მუდმივად იყენებენ „ობიექტივის“ ექსკლუზიურ მასალებს

მედიაგაერთიანებაში 31 მედიასაშუალება გაწევრიანდა

19:29 03.02.2012
მედიაგაერთიანებაში „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ 31 მედიასაშუალება გაერთიანდა. წევრმა კომპანიებმა მემორანდუმზე ხელი 1 თებერვალს მოაწერეს.

ორგანიზაციის წევრი მედიაორგანიზაციები არიან: “ალია ჰოლდინგი“, „რეზონანსი“, „ობიექტივი“, „მედია პალიტრა“, რადიო კომპანია „საქართველოს ხმა“, ტელეკომპანია „საქართველოს ხმა“, გაზეთი „ვერსია“, ინტერნეტ გამოცემა „presage.tv“, ჟურნალი „ღია ბოქლომი“, გაზეთი „ბანკები და ფინანსები“, „messenger”-ი, რადიო “მაესტრო“, ტელეკომპანია „მაესტრო“, მედია კორპორაცია „ასავალ-დასავალი“, გაზეთი „ბორჯომი“, ჟურნალი „ქვაკუთხედი“, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ („გლობალ.ტვ“), „საქართველო და მსოფლიო“, საინფორმაციო სააგენტო „ივერიონი“, ჟურნალი „ ბიზნესი და კანონმდებლობა“, გაზეთი „დღეს და ხვალ“ , სააგენტო „თბილისი“ „სტუდია GNS“, ტელერადიო კომპანია „თრიალეთი“. საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, შპს „იგრიკა“ („მეცხრე არხი“), გაზეთი „რუსთავის ამბები“, გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“, გაზეთი „გურია ნიუსი“ და გაზეთი „ქართული სიტყვა“.

მედიაგაერთიანებაში შესვლა მომდევნო დღეებში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობის შემთვევაში.

„მთავარი ამოცანაა უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა და ერთმანეთის დაცვა“, - თქვა ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა აღნიშნული მედიაორგანიზაცია.

„იმედი მაქვს, რომ აღმოგვაჩნდება სოლიდარობის გრძნობა და იმ საკითხებს მივაქცევთ ყურადღებას, რაც მემორანდუმშია ჩამოთვილი. პირველ რიგში ვიქნებით სოლიდარულები ყველას მიმართ, მოგვწონს თუ არა მისი პროდუქტი და ვეთანხმებით თუ არა მის სარედაქციო პოლიტიკას“, - უთხრა Media.Ge-ს ია მამალაძემ, „გურია ნიუსის“ გამომცემელმა.

მედიაგაერთიანება 2012 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. მემორანდუმის თანახმად წევრ მედიასაშუალებებზე ხელისუფლების ზეწოლის შემთხვევაში, ყველამ ერთობლივად უნდა იმოქმედოს „როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“. მედიაგაერთიანების წევრმა მედიასაშუალებებმა საინფრომაციო კამპანია, მშვიდობიანი მანიფესტაციები, მიტინგები, საქველმოქმედო და სხვა ტიპის აქციები უნდა განახორციელონ, დაამყარონ კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებთან, „დაგეგმონ და განახორციელონ მოქმედებები ევროსტრუქტურებში, უფლებათადაცვით და ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციებში“.

media.ge



READ MORE - მედიაგაერთიანებაში 31 მედიასაშუალება გაწევრიანდა

ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის მამა შვილის დაკავებას პოლიტიკას უკავშირებს

18:06 03.02.2012
“ნახეს, რომ მე მყავდა ქალიშვილი, თანაც ჟურნალისტი... მიპოვეს სუსტი ადგილი და ზუსტად იმ ადგილზე დამარტყეს“, – აცხადებს "კახეთის საინფრომაციო ცენტრთან" ინტერვიუში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ჟურნალისტის, სოფო ნიკოლაშვილის მამა დავით ნიკოლაშვილი. ის შვილის დაკავებას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

დათო ნიკოლაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, რასაც media.ge-სთან საუბარში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილიც ადასტურებს.

დათო ნიკოლაშვილი ick.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მის გარემოცვაზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამოაზრეებთან ერთად ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

“ამათ ძალიან კარგად იციან, რომ მე უკანდამხევი ამ ეტაპზე და არცერთ ეტაპზე არ ვიყავი. იფიქრეს, გავამწარებთ და ეს აქტიურ პოლიტიკას თავს დაანებებსო. დამიჯერეთ, გაათმაგებული ძალებით ვიბრძოლებ ამათ წინააღმდეგ და ყოველთვის მივაღწევ იმას, რომ ესენი ხელისუფლებაში არ იყვნენ და წავიდნენ”, - ამბობს ნიკოლაშვილი. ის უფლებადამცველებს მისი შვილის საქმით დაინტერესებას და დარღვევებზე, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე რეაგირებას სთხოვს.

ინტერნეტგამოცემა “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში დათო ნიკოლაშვილი განმარტავს, რომ მისი შვილი თავს გაუპატიურებისგან იცავდა და გიორგი სიბაშვილს ცეცხლსასროლი იარაღი ამიტომ დაუმიზნა.

”ბავშვმა იარაღი ჩანთიდან ამოიღო შესაშინებლად, გაუპატიურება უნდოდა მისი. მან ხელი უტაცა იარაღზე. ამათ უნდათ ბრალი წაუყენონ განზრახ მკვლელობის მუხლით. ეს განზრახ მკვლელობა რომ ყოფილიყო, მაშინ ჩანთიდან ესროდა. იარაღი სეიფიდან მე მომპარა”, - აცხადებს ნიკოლაშვილი.

მისი თქმით, სოფო ნიკოლაშვილს იზოლატორში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება დასჭირდა.

სამართალდამცავების ცნობით, ნიკოლაშვილი პოლიციის თანამშრომლის, გიორგი სიბაშვილისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას 31 იანვარს საღამოს ქალაქ გურჯაანში შეეცადა. სიბაშვილმა იარაღის წაართმევა მოახერხა და პოლიციაში მიიყვანა.

დაკავებულის უფლებებს, ადვოკატი მაგული ღვალაძე იცავს. სოფო ნიკოლაშვილი თელავის წინასწარი დაკავებისიზოლატორშია მოთავსებული. ის 2008 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე გაზეთ “კახეთის ხმაში” მუშაობდა.

media.ge



READ MORE - ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის მამა შვილის დაკავებას პოლიტიკას უკავშირებს

პოლიციელები რუსთაველზე მხეცებივით იქცეოდნენ

ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
17:00 29.01.2012
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ექვსი წლისთავის აღნიშვნას მშვიდად არ ჩაუვლია - 7 ახალგაზრდა დააკავეს, “მორიგე მოსამართლის“ საშუალებით 400-400-ლარიანი ჯარიმები დააკისრეს და გაათავისუფლეს, მაგრამ მანამდე რუსთაველის გამზირზე ათამდე ადამიანის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე იმდენი პოლიციელი მოიყვანეს, რომ იქაურობა გაალურჯეს.

მართალია წლევანდელი პროტესტი და ხმაური არ იყო ისეთი სიმძაფრის, როგორიც წლების წინ, როცა “თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები ქუჩებში მანქანებითა და მეგაფონებით დარბოდნენ, შუა რუსთაველზე, გზის სავალ ნაწილზე პროტესტის ნიშნად სხდებოდნენ და მჭადისა და ხაჭაპურის “გადატრიალებებს“ აწყობდნენ... მაგრამ, სამაგიეროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია იყო საინტერესო - რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციის იმდენი მანქანა მოვიდა, რომ იქ მყოფებს სათვალავი აგვერია, მათ ფეხოსანი პოლიციელებიც მოჰყვნენ, ლურჯი ფორმებით, რომლებიც ჯაბა ჯიშკარიანის და მისი მეგობრების ლამის ყველა გადაადგილებაზე რეაგირებდნენ და ჯგუფ-ჯგუფად დაჰყვებოდნენ.

ჯაბა ჯიშკარიანი თავის მეგობრებთან, გნებავთ – თანამებრძოლებთან ერთად, გზის სავალ ნაწილზე მეგაფონით ხელში გადავიდა შეძახილებით - “მიეცით სიცოცხლის სიგნალი, მიეცით სიცოცხლის სიგნალი“. ტროტუარიდან ორი ნაბიჯი ჰქონდათ გადადგმული, როცა ქაშუეთის მხრიდან ამოვარდნენ ფორმიანი და უფორმო პოლიციელები, აქციის მონაწილეებს დაეტაკნენ, მაგრამ მათგან მხოლოდ ზაზა სვანაძე დააკავეს; უფრო სწორად, ძირს დაგდებულს ხელი სტაცეს და მანქანაში შეტენეს. დიდი ბოდიში, მაგრამ სხვა, უფრო შესაფერი სიტყვა ვერ მოვნახე.

რამდენიმე წუთი პოლიციელები ტროტუარის გასწვრივ გამწკრივდნენ. ჯიშკარიანმა მეგაფონით მიმართა - ზაზა სვანაძის გასათავისუფლებლად 15-წუთიან ვადას გაძლევთო. პოლიციელებმა ქაშუეთისკენ გადაინაცვლეს, მათი უმრავლესობა თვალს მიეფარა. ჯიშკარიანმა და მისმა მეგობრებმა პარლამენტის წინ, გზის სავალ ნაწილზე, კერძოდ, ღერძულა ხაზზე დაიწყეს მოძრაობა, ქაშუეთის მიმართულებით და ხელმეორედ გამოვარდნენ პოლიციელები - ჯიშკარიანს დაეტაკნენ და მანქანისკენ გააქანეს. შემდეგ, ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს მივარდნენ. რას მერჩითო - ხმამაღლა იკითხა მან, მაგრამ ხელები გადაუგრიხეს და მანქანისკენ წაათრიეს.

მოგვიანებით, სასამართლოზე შევიტყვე, რომ ეს ახალგაზრდა კობა ცერცვაძე ყოფილა. ის, რაც ზემოთ მის შესახებ დავწერე, სასამართლოზე მოწმის სტატუსით ჩვენებაში ვთქვი.

არ დამინახავს, მაგრამ გავიგე, რომ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაიაც დაუკავებიათ, გადაღებული ვიდეომასალა წაუშლიათ და დაახლოებით საათნახევრის შემდეგ შსს-ს ახალ შენობასთან მანქანიდან გადმოუგდიათ. სხვა დაკავებულებისთვის დათო ფაცაცია და ირაკლი ბერაიაც მიუყოლებიათ.

დავინახე მიშა მუმლაძის დაკავება ქაშუეთის უკან, ალექსანდრეს ბაღის გვერდზე - მუმლაძე თავისთვის იდგა, როცა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი, გვარიანად ჩასუქებული ახალგაზრდა კაცი მივარდა და მუმლაძე მანქანისკენ წაათრია. მას ფორმიანებიც წამოეშველნენ. მუმლაძეს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ ისიც ძალით ჩატენეს მანქანაში.

ილია წურწუმია სად დააკავეს, არ დამინახავს, მაგრამ სასამართლოში, რომ მივედით, ის უკვე სახდელდაკისრებული დაგვხდა - 10 წუთში, უადვოკატოდ გაუსამართლებიათ და 400-ლარიანი ჯარიმა დაუკისრებიათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი, რომელზეც მოსამართლე კობა გოცირიძემ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით რიგრიგობით ასამართლებდა რუსთაველის გამზირზე დაკავებულებს, ღამის პირველის ხუთ წუთზე დასრულდა - ილია წურწუმიას, ზაზა სვანაძეს, კობა ცერცვაძეს, მიშა მუმლაძეს, ირაკლი ბერაიას, დათო ფაცაციას და ჯაბა ჯიშკარიანს 400-400-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ისე, როგორც სხვა შემთხვევებში, პროცესზე არ იყვნენ წარმოდგენილნი ისინი, ვინც ზემოხსენებული პირები დააკავა, მაგრამ იბრალებდნენ - გინდა თუ არა ჩვენ დავაკავეთო; თუმცა, როცა დაკავებულები კითხვას უბრუნებდნენ, სად, რომელ მონაკვეთში და როგორ დაგვაკავეთო, ამაზე მხოლოდ იმას ამბობდნენ, “ყველაფერი ოქმში წერიაო“.

ეს პროცესი აქამდე გამართულებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ექვსივე დაკავებული ერთმა მოსამართლემ გაასამართლა, რომელსაც ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა მორიგე მოსამართლე დაარქვა და კიდევ, წინა პროცესებისგან განსხვავებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების საგულშემატკივროდ თითებზე ჩამოსათვლელზე ცოტა მეტი ადამიანი იყო მოსული.

საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს ესწრებოდნენ: კახა კუკავა, თედო კობახიძე, მერაბ ჭიქაშვილი, გიორგი ხარაბაძე, მიშა მესხი, ნანა კაკაბაძე, ლევან ჩიტაძე, ილია ჩაჩიბაია. ირაკლი კორძაია, ლაშა ჩხარტიშვილი და ადა მარშანია შენობიდან გავიდნენ და უკან აღარ შემოუშვეს. სასამართლოს შენობაში იყვნენ მანდატურები, საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი და სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები, რომლებსაც ხელში რაციები ეჭირათ და ამბობდნენ, რომ მანდატურები იყვნენ.

პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს შემოსასვლელთან იდგა ირაკლი სესიაშვილი, რომელიც თურმე შენობაში არ შემოუშვეს და პროცესის დასრულებას ეზოს გარეთ, მანქანაში ელოდებოდა.

დაკავებულების უფლებებს იცავდნენ: “ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენლები: ელგუჯა ჩხაიძე, ჯუმბერ მილორავა და ქეთევან ვარდანაშვილი; ადვოკატი მარიამ წერეთელი და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ფილიალის წარმომადგენლები: მაია გრძელიშვილი, ქეთევან ბებიაშვილი და ნონა ასკილაშვილი.



READ MORE - პოლიციელები რუსთაველზე მხეცებივით იქცეოდნენ

მედია–კავშირ "ობიექტივის" განცხადება

17:06 29.01.2012
მედია–კავშირი „ობიექტივი“ გმობს 28 იანვარს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის 6 წლის თავზე, აქციის დაშლის დროს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტებას, რაც პირველ რიგში გამოიხატა ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლითა და ზეწოლით. ასევე ვგმობთ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაპატიმრებას და მათთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას.

პოლიციელებმა და სამოქალაქო ფორმიანმა სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებს და ცდილობდნენ მათთვის გადამღები აპარატურა დაეზიანებინათ.

თავდასხმის ობიექტი გახდა მედია–კავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. მიუხედავად ილია ჩაჩიბაიას განმარტებისა, რომ იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მაინც დააკავეს, გადაღებული ვიდეომასალა წაუშალეს და თავისუფლების რამდენიმესაათიანი აღკვეთის შემდეგ საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანიდან გადმოსვეს.

ჟურნალისტებისთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლასა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე ევროპაში მყოფი მედია–კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერი დავით თარხან–მოურავი ინფორმაციას მიაწვდიან – ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას, ორგანიზაციას "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ბრიუსელში და სხვა გავლენიან უფლებადამცველ ორგანიზაციებს. მედია–კავშირმა "ობიექტივმა" მათ უკვე მიაწოდა ფოტო, ვიდეო და აუდიომასალა და მაღალი დონის შეხვედრების დროს ევროპელ პოლიტიკოსებს და უფლებადამცველებს პირადად გადასცემენ.

ამჯერად ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ იმ პოლიტიკოსებსა და უფლებადამცველებს, ვისთანაც გაიმართება ეს შეხვედები, რადგან ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუშალოს მედია–კავშირ "ობიექტივისა" და "წინააღმდეგობის მოძრაობის" ხელმძღვანელებს ვიზიტის დაგეგმვასა და შეხვედრების გამართვაში.



READ MORE - მედია–კავშირ "ობიექტივის" განცხადება

სამართალდამცველებმა დღეს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია გაათავისუფლეს

20:06 28.01.2012
სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე, სანდრო გირგვლიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია უკვე გაათავისუფლეს.

როგორც "პირWელს" თავად ჩაჩიბაიამ განუცხადა, იგი პოლიციელებმა შსს-ს მთავარ სამმართველოსთან მანქანიდან ჩამოსვეს და გააფრთხილეს, რომ "მათზე ცუდი არ დაწეროს".

"მე, როგორც მედიაკავშირ "ობიექტივის" ჟურნალისტი, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. სანამ ჩართვისთვის დამირეკავდნენ, მიმდინარე პროცესებს ტელეფონით ვიღებდი, რის გამოც პოლიციამ ჩემი მანქანაში ჩასმა მოინდომა. ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩამსვეს. მე, როგორც ჟურნალისტმა, მოქალაქემ და უფლებადამცველმა ახალგაზრდების დაკავება გავაპროტესტე. მანქანაში მეუბნებოდნენ, "ახლა შენმა ოპოზიციამ და ივანიშვილმა გიშველონო". მერე ტელეფონი შემიმოწმეს, წამიშალეს აქციაზე გადაღებული ვიდეო, სამმართველოსთან ჩამომსვეს და გამაფრთხილეს, რომ მათზე ცუდი არ დამეწერა", - განუცხადა "პირWელს" ჩაჩიბაიამ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე, სანდრო გიგრგვლიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაზე ახალგაზრდული ორგანიზაციების ათამდე აქტივისტი დააკავეს.

როგორც "პირWელს" მოძრაობა "არას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ჩიტაძემ განუცხადა, დაკავებულები არიან ჯაბა ჯიშკარიანი, ირაკლი ბერაია, დავით ფაცაცია, ზაზა სვანაძე, კობა ცერცვაძე, მიხეილ მუმლაძე და ილია წურწუმია.

"პირWელი"



READ MORE - სამართალდამცველებმა დღეს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია გაათავისუფლეს

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...