copoka.net : მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ფოტორეპორტიორების საქმეზე საუბრობენ [audio]

15:26 08.08.2011
copoka.net-ის მტკიცებით, პირველ ჩანაწერში ერთმანეთს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე შოთა უტიაშვილი სესაუბრებიან,

...მეორეში - მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, მესამეში - ისევ მერაბიშვილი და შოთა ხიზანიშვილი, მეოთხეში - მხოლოდ მერაბიშვილის ხმა ისმის, მეხუთეში - ისევ მერაბიშვილი და შოთა უტიაშვილი საუბრობენ, მეექვსეში კი მერაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ელაპარაკება.









წყარო: palitratv.ge


READ MORE - copoka.net : მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ფოტორეპორტიორების საქმეზე საუბრობენ [audio]

იგლესიასს ერთი კოცნა ორი თვის ხელფასი დაუჯდება?! [video]

READ MORE - იგლესიასს ერთი კოცნა ორი თვის ხელფასი დაუჯდება?! [video]

ჩემი კაბირია – რეზო კლდიაშვილი

ვტორი რეზო კლდიაშვილი
17:05 07.08.2011
მე მას კაბირია დავარქვი. ჩემი ფანჯრების წინ სამუშაოდ გამოსულს ხშირად ვაკვირდებოდი. მოკლე მკვრივ ფეხებზე მუხლებს ზემოთ შემოტკეცილი კაბა, გაცრეცილი, ჭიპამდე ქურთუკით და ერთობ გამომწვევი სიარულით გამვლელის ყურადღებას ნამდვილად იმსახურებდა. ხოლო მათ სახეებზე შემშრალი გაოცება, შეშფოთება თუ სინანული სულაც არ აწუხებდა, თუმცა, ყველაფერს გრძნობდა და კარგა ხნის მონელებულიც ჰქონდა. ღიმილი, ღიმილი იყო ის იარაღი, რომელსაც ადამიანებისთვის არ იშურებდა. და თუ გაოცებისგან კომაში ჩავარდნილი გამვლელი მზერას ჯიუტად მაინც არ აშორებდა, ერთი ორს გემრიელად შეუკურთხებდა და უმალ გონზე მოჰყავდა. ისინიც ნაბიჯს აუჩქარებდნენ. კაბირია კი ჩვეულებრისამებრ ჩაიღიმებდა.

ჩემი კაბირია სულ არ გავდა ჯულიეტა მაზინას გმირს. მსგავსება მხოლოდ ღამეების მათეულ ცხოვრების წესში შეიძლებოდა ყოფილიყო. მეხსიერებაში ჩარჩენილი იტალიელი კაბირიას მიამიტურ სახეს და გულწრფელ ცრემლებს არავითარი საერთო არ ჰქონდა საქართველოში დაბადებულ კაბირიასთან. უბრალოდ, ბედისწერა მათ ერთნაირად ათამშებდა.

დეკემბრის იმ სუსხიან ღამეს თითებს ამოსუნთქული ჰაერით ითბობდა და გათოშილი ფეხებით გეგონებოდათ ასკინკილას თამაშობსო. სიგარეტს ძლივსძლივობით მოუკიდა. ამასობაში მის მახლობლად მანქანაც მოცურდა. პირველი ნაფაზი გემრიელად დაარტყა და თავმომწონედ გაემართა. რაღაც უცნაურად, გვერდულად წარსდგა. მანქანის მინა მძიმედ დაეშვა და პატრონის სექსუალურმა გამოხედვამ წარბიც არ შეუტოკა. მოლაპარაკება ვერ შედგა და მანაც უდარდელად მიატოვა კლიენტი. მანქანა ნელი უკანა სვლით გაჰყვა. კაბირია შეჩერდა, აუღელვებლად ისმენდა მამაკაცის ვედრებას. ირონიული სახით კარები მიუჯახუნა და სიგარეტის ნამწვავი შორს მოისროლა. შეგინებას ორსართულიანი გინება დაადევნა. ახალი კლიენტის მოლოდინში ჯიბიდან პატარა სარკე ამოიღო და თმებს ღიღინ–ღიღინით ისწორებდა. ზურგჩანთაში სფონჯი მოძებნა და ფეხსაცმელები ააპრიალა. ხმაურიანი მუსიკის ხმა შემოესმა. მოედანზე საახალწლოდ მორთული კოკა–კოლას ფირმის გაჩირაღდნებული დიდი მანქანები გამოჩნდნენ. კაბირიას მოულოდნელობისაგან ბავშვური გულუბრყვილობა აღებეჭდა სახეზე. მანქანებს დაედევნა და გაშმაგებული ცეკვით მათთან ერთად საპატიო წრეს ურტყამდა მოედანს, როცა ისინი თვალს მიეფარნენ, ის მაინც განაგრძობდა ცეკვას.

ჩაბნელებულ მოედანზე, ტროტუართან მდგარი მანქანის პატრონი ხან ძლიერ შუქს მიანათებდა, ხან ღამის წყვდიადში გაინაბდებოდა. ასე, მანქანის ფარებით უხმობდა შუა მოედანზე ცეკვით გართულ კაბირიას. ისიც არ დაიბნა და თითით ანიშნა, შენ თვითონ მეახლეო. მანქანა ადგილს მოსწყდა და თითქოს ყალყზე შეაყენაო მის ცხვირწინ. კაბირია დაფრთხა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა. მიწოდებულ სიგარეტზე უარი არ უთქვამს მოსაკიდებლად რომ დაიხარა, კლიენტს მარჯვენა ძუძუ უკვე ხელში ჰქონდა მოგდებული. ძლიერი ტკივილი იგრძნო, ის კი სადისტური ღიმილით ტკბებოდა. როგორღაც გაქცევა სცადა, მანქანით დაედევნა, გადმოხტა და თმით დაითრია, მანქანაში ჩატენა. ცემისგან დარეტიანებულს გამკლავების თავი აღარ ჰქონდა. მანქანა რომ დაიძრა, კაბირიამ ბოლო გაბრძოლება სცადა და გაქანებული მანქანიდან კი არ გადმოხტა, გადმოვარდა. მეორე მხრიდან სწრაფად მომავალმა მანქანამ ჰაერში მოისროლა. მუხრუჭის ხმა იმდენად ძლიერი იყო, გეგონებოდათ, მთელი ქალაქი შეიძრაო. აივანზე გავვარდი, თვალებს არ დავუჯერე, ჩემს წინ მომაკვდავი კაბირია ეგდო. წამში მასთან გავჩნდი. თავი ფრთხილად წამოვუწიე, თვალებიდან ერთადერთი სიმწრის ცრემლი გადმოუგორდა. ნუ გეშინია, კაბირია, გიშველი, გიშველი. ხელში რომ ავიყვანე, თავი გვერდზე გადაუვარდა. ვიგრძენი, რომ გათავდა.

გამთენიისას მოედანის მყუდროება ჩვენი მეეზოვის, გულოს გოდებამ დააფრთხო, რომელსაც ხელში კაბირიას დაგლეჯილი ზურგჩანთა და რაღაც საბუთები ეკავა. გულო თავში ხელს იშენდა და მის მიერ მოედანზე აკრეფილ კაბირიას მიმოფანტულ ფოტოებიდან ორი წლის შვილთან გადაღებულ სურათს აფრიალებდა.

კაბირიებად არ იბადებიან, ბატონებო!

(ჟურნალი "ღია ბოქლომი" #6. გამოქვეყნების ექსკლუზიური ნებართვით)

READ MORE - ჩემი კაბირია – რეზო კლდიაშვილი

შიშველი ქალის დელფინებზე ჯირითი 12 წუთი გაგრძელდა [video]

15:26 02.08.2011
ნატალია ავსენკო რუსი მყვინთავია, რომელიც თავისი ექსტრემალური ინტერესებით არის ცნობილი.

მან -1,5 გრადუს წყალში დელფინებთან ერთად, სრულიად შიშველმა, 12 წუთი გაატარა.





palitratv.ge
kp.ru

READ MORE - შიშველი ქალის დელფინებზე ჯირითი 12 წუთი გაგრძელდა [video]

მედვედევის შიშველმა ფანებმა მოსკოვის ცენტრში ლუდის შხაპი მიიღეს [video]

00:26 07.08.2011
რუსულ სოციალურ ქსელში პრეზიდენტ მედვედევის თაყვანისმცემელთა ჯგუფმა პრეზიდნეტის იდეა, რომ ლუდი ალკოჰოლურ სასმელებს მიეკუთვნება, დიდი ენთუზიაზმით აიტაცა.

სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის - "მედვედევი ჩემი პრეზიდენტია" - წევრები შეეცადნენ დაერწმუნებინათ მოქალაქეები, რომ სპირტიანი სასმელის სისტემატურად მიღების ჩვევაზე უარი უნდა თქვან.

ალკოჰოლის მოყვარულებზე რომ ეფექტურად ემოქმედათ, ნახევრად შიშველი აქტივისტი გოგონები მოსკოვის ცენტრში განლაგდნენ და ბოთლით ხელში მოსეირნე გამვლელებს სასმელის ვედროში გადასხმას თხოვდნენ.

მომხიბვლელი აქტივისტებისთვის სასმელი არავის დანანებია. გამვლელები სასმელით სავსე ბოთლებს ვედროში ცლიდნენ, გოგონები კი სპირტიან სითხეს გარუჯულ სხეულებზე ივლებდნენ. ამ სანახაობაში ალკოჰოლის მოყვარულები სიამოვნებით მონაწილეობდნენ.

"სხვანაირად როგორ ვაიძულოთ ხალხი, რომ ლუდი დალევის ნაცვლად ვედროში გადააქციოს. ნახევრადშიშველი გოგონების გასაგრილებლად კი სასმელი არავის ენანება", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც მაისურზე შესაბამისი წარწერა ამშვენებდა: "აირჩიე - ლუდი ან მე". მისი თქმით, დაჯგუფებას სპონსორიც გამოუჩნდა, რომლის ვინაობაც გოგონებმა არ გაამხილეს.

მიუხედავად იმისა, რომ აქცია არასანქცირებული იყო, პოლიციას მისთვის ხელის შეშლა არც უცდია.

ანალოგიური აქცია ცოტა ხნის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემელთა ჯგუფმა "პუტინის არმიამ" გამართა.

palitratv.ge


READ MORE - მედვედევის შიშველმა ფანებმა მოსკოვის ცენტრში ლუდის შხაპი მიიღეს [video]

პატრიარქს ზღვაზე წასვლა არ აუკრძალავს

15:26 06.08.2011
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქმა ერთ-ერთი ქადაგების დროს ბრძანა, რომ ზღვაზე წასვლა არ შეიძლებოდა.

მრევლის რამდენიმე წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ მოძღვარმა პატრიარქის სახელით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ურჩია, არ წასულიყვნენ საზღვაო კურორტებზე.

ის ადამიანები, ვინც ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ კონკრეტულ წყაროს ვერ ასახლებდნენ, თუმცა ამბობდნენ, რომ რამდენიმე კვირის წინ პატრიარქმა ამის შესახებ ქადაგებაში ბრძანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პატრიარქი ზღვაზე დასვენების შესახებ არცერთ ქადაგებაში არ საუბრობს.

ტრიბუნა.ge საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელს მარიამ გაგუას დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ იგი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

„ინფორმაცია არა არის მართალი. პატრიარქს მსგავსი რამ არასდროს უთქვამს. ამ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ აქვს“, - განუცხადა გაგუამ „ტრიბუნა.ge“-ს.

ტრიბუნა.ge


READ MORE - პატრიარქს ზღვაზე წასვლა არ აუკრძალავს

ილია II: რუსეთსა და საქართველოს შორის ძმური ურთიერთობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

15:26 06.08.2011
„რუსეთსა და საქართველოს შორის ძმური ურთიერთობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად კიევო-პეჩორის ლავრაში ღვთისმსახურების ჩატარების შემდეგ.

პატრიარქის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დღეს არსებული ურთიერთობები დაუშვებელია, რადგან ჩვენ მოძმე მართლმადიდებელი ხალხები ვართ.

ასევე, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და საქართველოს ისტორიაში კირილი, როგორც მშვიდობისმყოფელი, რომელმაც ორ ხალხს შორის მშვიდობა დაამყარა, ისე შევა.



ტრიბუნა.ge


READ MORE - ილია II: რუსეთსა და საქართველოს შორის ძმური ურთიერთობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზე ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვს

20:26 06.08.2011
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზე ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვს .

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დღეებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას ჟურნალისტებზე და ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

განცხადების თანახმად, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს მანანა ქველიაშვილს სიცოცხლისა და თავისუფლების ხელყოფით დაემუქრა დუშეთის რაიონის საკრებულოს წევრი ზურაბ ოტიაშვილი. დაპატიმრებისა და ოჯახის წევრების მიმართ დევნის მუქარით ცენტრის რამდენიმე ადგილობრივმა თანამშრომელმა დატოვა სამუშაო ადგილი;

მათივე ინფორმაციით, ამავე ცენტრის თანამშრომლებმა ორი თვის განმავლობაში 20-ჯერ მიმართეს ადგილობრივ საჯარო დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით. დღემდე არცერთ მათგანზე პასუხი არ მიუღიათ, ხოლო გამგეობისა და საკრებულოს შენობის დაცვის უფროსმა ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა;

ქარტიის საბჭოს განცხადებით, გაზეთ "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს, შორენა ღლონტსა და გიორგი გირკელიძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდა სამი პოლიციელი, მათ შორის - შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიგა ჯაფარიძე. მათ ჟურნალისტებს ფოტოაპარატიდან წაუშალეს ფოტოები, რომელიც სამხარეო სამმართველოს შენობის წინ გადაიღეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საჯარო მოხელეების მხრიდან აღნიშნულ ქმედებებს ჟურნალისტებსა და გამოცემების სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლად აფასებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გმობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ტენდენციას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება განცხადებაში მოტანილ ფაქტებზე.

ipn.ge


READ MORE - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზე ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვს

ნორვეგიულ ტრაგედიას გადარჩენილი ნათია ჩხეტიანის პირველი ინტერვიუ [video]

00:43 06.08.2011
ნორვეგიაში კუნძულ უტოიაზე მომხდარ ტრაგედიას გადარჩენილმა ნათია ჩხეტიანმა პირველი ინტერვიუ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ "პალიტრა ტვ"-სა და "ინტერპრესნიუსს" მისცა. ჩვენს ჟურნალისტთან საუბარში გოგონა 23 ივლისის შემზარავ ამბავს დეტალურად იხსენებს.

“თამთა ოთახში დავტოვე, მე გავედი საპირფარეშოში. დაახლოებით 3-4 ან 5 წუთში უკან დავბრუნდი. თამთა ოთახში აღარ დამხვდა. წამოვედი უკანა გზით და როცა მთავარ შენობას მოვუახლოვდი უკვე არეულობა იყო... პანიკა... ისმოდა რაღაც სახის ხმები, რომელიც მე ვერ აღვიქვი, რომ შეიძლებოდა იარაღის ხმა ყოფილიყო. უკანა ოთახებისკენ ვიყავი, წინა ოთახებში კი უკვე შემოსული იყო ტერორისტი და ისროდა.”

“გზაზე მივრბოდით, 12-მდე ადამიანი იქნებოდა ჩაწოლილი, ყველა მოკლული, ერთადერთი რაც შევძელი გამეკეთებინა, ის იყო, რომ ვეძებდი თამთას მათ შორის. ამ ადამიანების სახეებს ვათვალიერებდი.”

“ დავინახე ადამიანი, რომელიც ისროდა და იარაღს ტენიდა. მე და რამდენიმე ადამიანი წყალში ჩავხტით. ბიჭი, რომელიც ზემოთ დარჩა, იძახოდა: გაცურეთ, ერთადერთი გამოსავალი ესააო. მერე თვითონაც გადმოხტა, ჰაერში ესროლა ტერორისტმა და უკვე გარდაცვლილი ჩავარდა ჩემს წინ, წყალში.”

“ როგორც მერე გადარჩენილებმა მითხრეს, ადამიანები, რომლებმაც შენობაში დარჩენა გადაწყვიტეს, უკანა ოთახებში იმალებოდნენ და შიგნიდან ჰქონდათ კარი ჩაკეტილი. ტერორისტი შებრუნდა შენობაში და დაიძახა, მე პოლიცია ვარ და ნუ გეშინიათ გამოდითო. უმეტესობამ კარი გააღო და გამოვიდა. აი, ამ დროს დახოცა ყველაზე მეტი ადამიანი.”

"მას მერე, რაც კუნძულიდან გადმოვყავდით, ნავში ადამიანები ულოცავდნენ ერთმანეთს და მეც მილოცავდნენ... ამბობდნენ, რომ ჩვენ იღბლიანები ვართ, მე არ ვფიქრობდი, რომ იღბლიანი ვარ, რადგან არ ვიცოდი, მელოდებოდა თუ არა მეორე ნაპირზე თამთა."




READ MORE - ნორვეგიულ ტრაგედიას გადარჩენილი ნათია ჩხეტიანის პირველი ინტერვიუ [video]

10 წლის მოდელის პროვოკაციული ფოტოები "ვოგის" გარეკანზე [video]

00:26 06.08.2011
თაილეინ ლოუბრი ბლონდუ 10 წლის მოდელია. ის ჟან-პოლ გოტიემ 5 წლის ასაკში აღმოაჩინა და მას შემდეგ გოგონას ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. სულ ცოტა ხნის წინ თაილეინის ფოტო ჟურნალ "ვოგის" გარეკანზე დაიბეჭდა, რასაც აშშ-ში დიდი დებატები მოჰყვა.

ფოტოზე ბლონდუს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ქალური კაბა აცვია, სახე კი მაკიაჟით მთლიანად აქვს დაფარული. აშშ-ის ფსიქოლოგების ასოციაციის დირექტორის, შერი მაილზ-კოენის თქმით, გოგონას ასეთი მიზნებისთვის გამოყენება არა მხოლოდ მის ფსიქიკას აზიანებს, არამედ მის მნახველ გოგონებსაც საკუთარი თავის მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებას უღვივებს, რაც შემდგომ მათში საკმაოდ მძიმე დაავადებებს იწვევს.

ფსიქოლოგების თქმით, გოგონებისთვის ასეთი სარეკლამო პლაკატის ხილვის შემდეგ ღირებულებათა სისტემა გარეგნული მონაცემების აღქმამდე ქვეითდება. მათთვის მთავარი ხდება, როგორ გამოიყურებიან. ასევე დიდია ადრეულ ასაკში სექსუალიზაციის საფრთხე.

"ეს საშინელებაა, არ მინდა 10 წლის ბავშვის ასეთ ფორმაში დანახვა!" - დაწერა საიტ Feminsting.com-ის რედაქტორმა ქლოია ენგიალმა.

მრავალი ადამიანის აზრით, ეს უბრალოდ ბავშვის მონაწილეობით გადაღებული პორნოგრაფიაა.

"ვოგის" წარმომადგენლებს ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.


amebebi.ge
palitratv.ge


READ MORE - 10 წლის მოდელის პროვოკაციული ფოტოები "ვოგის" გარეკანზე [video]

რესპონდენტთა 69% მხარს არ უჭერს დიმიტრი მედვედევის იდეას მიხეილ სააკაშვილის გამო ტრიბუნალის შექმნის შესახებ

15:26 05.08.2011
რადიო "ეხო მასკვის" ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა - ეთანხმებით თუ არა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის იდეას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ.

რესპონდენტებს პოზიციის დაფიქსირება შეუძლიათ როგორც ინტერნეტის, ისე სატელეფონო ზარის საშუალებით.
ინტერნეტის საშუალებით გამოკითხულთა 69% რუსეთის პრეზიდენტის ამ იდეას მხარს არ უჭერს, ხოლო 26,8% მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უნდა წარდგეს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე. გამოკითხულთა 15%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

სატელეფონო გამოკითხის შედეგები ასეთია: 31% მიიჩნევს რომ სააკაშვილი უნდა წარდგეს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, ხოლო 69%-ს პასუხი უარყოფითია.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიხეილ სააკაშვილის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მიესალმებოდა, მაგრამ მიაჩნია, რომ ამჟამად ეს არარეალურია. ამის შესახებ მედვედევმა ტელეკომპანიების – "პიკ"-ის, "რაშა თუდეის" და რადიოსადგურ "ეხო მასკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მე თუ მკითხავენ, ვუპასუხებდი: "დიახ". უბრალოდ მიმაჩნია, რომ საქართველოს თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე 2008 წელს იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. იმის გათვალისწინებით, რომ აქ შეუძლებელია მხოლოდ რუსეთის პოზიციაზე დაყრდნობა, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტრიბუნალის შექმნა მოცემულ მომენტში შეუძელებლია", – განაცხადა მედვედევმა.

interpressnews.ge


READ MORE - რესპონდენტთა 69% მხარს არ უჭერს დიმიტრი მედვედევის იდეას მიხეილ სააკაშვილის გამო ტრიბუნალის შექმნის შესახებ

პეტრე-პავლობის და ვლაქერნობის დღესასწაულისთვის პრემიები გაიცა

18:26 04.08.2011
თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ივლისში ხელფასის გათანაბრებული პრემია მიიღეს ზუგდიდის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა და მათი სამსახურების თანამშრომლებმა. პეტრე-პავლობის და ვლაქერნობის დღესასწაულებთან დაკავშირებით პრემიების გაცემის შესახებ დადგენილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ #88 განკარგულებით მიიღო. ზუგდიდის საკრებულოს 29 თანამშრომელზე პრემიის სახით ივლისში 16 ათას 990 ლარი გაიცა. აქედან, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ 2360 ლარი, ხოლო მისმა მოადგილემ გრიგოლ სხულუხიამ 1100 ლარის ოდენობის პრემია მიიღო.

პეტრე-პავლობის და ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრემიები გამგეობის სამსახურებმა, ასევე სამხედრო აღრიცხვის სამსახურის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს. ერთიანობაში გამგეობასა და მის სამსახურებზე გაცემულმა, ხელფასს გათანაბრებულმა პრემიამ 60 ათას ლარს მიაღწია. აქედან გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ ივლისში 2360 ლარის პრემია მიიღო, რაც მისი ყოველთვიური სარგოს იდენტურია.

პეტრე-პავლობის და ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრემიები მიიღეს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა. მათი პრემიის ოდენობა 400 ლარშს შეადგენდა, რაც ერთიანობაში 12 ათას ლარია.

livepress.ge


READ MORE - პეტრე-პავლობის და ვლაქერნობის დღესასწაულისთვის პრემიები გაიცა

ბურჯანაზე დაიკივლებს: „მე ვარ ირაკლი ოქრუაშვილი...“ გეგმა გამჟღავნებულია!

რუბრიკიდან კომე ძ ია
00:07 04.08.2011
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ოპოზიციამ ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმებით მისი ორეული დაიქირავა, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა საფრანგეთში, ფონტენბლოს ტყეში მდებარე ვილაზე ამზადებენ. გავრცელდა ვიდეო მასალაც სადაც ოქრუაშვილის ორეულს გრიმს უკეთებენ და ასწავლიან მის მსგავს მეტყველებას, მოწევას და დერსკობას. გეგმის მიხედვით პირველად მიტინგზე გამოჩნდება ორეული - ოქრუაშვილი, რომელიც გამომწვევად მოიქცევა და თავს დააპატიმრებინებს, რათა შეიქმნას საკმარისი მუხტი არეულობისათვის. ხოლო მოგვიანებით კი როდესაც ხელისუფლება ყურადღებას მოადუნებს ნამდვილი ოქრუაშვილი გამოჩნდება.

აზრთა სხვადასხვაობაა უშუალოდ ქვეყანაში შემოსვლის მეთოდთან დაკავშირებით. ბოროტი ენები საუბრობენ იმაზე, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ქალის ტანსაცმელში გადაცმული, ფრანგი ვიზაჯისტების გრიმით შენიღბული ჩამოფრინდება თბილისის აეროპორტში, როგორც ფრანგი ტურისტი ქალბატონი.

თუმცა ვრცელდება ინფორმაცია რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უკვე დაგმოკვეთა საქართველოს საზღვარი ცემენტით სავსე ცისტერნაში დამალულმა და ამჟამად გორი - თბილისის ტრასაზე იმყოფება, სწორედ ამიტომ გორიდან მომავალ მანქანებს თბილისში არ უშვებენ.

სხვა ვერსიით სარკოზი საქართველოს დიდ ხის ცხენს აჩუქებ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და ამ ცხენის შიგნით კი ოქრუაშვილი და მისი არმია იქნება დამალული.

ასევე არის ვერსია რომ თუკი ვერც ცისტერნა და ვერც სარკოზის ცხენი ვერ გასჭრის, ბურჯანაზე დაიკივლებს: „მე ვარ ირაკლი“! შემდეგ სხვანი და ბოლოს ყველა! და მთელი მიტინგი ოქრუაშვილად გადაიქცევა.

ხოლო თუკი ეს მეთოდიც არ გაჭრის მაშინ იტყვიან რომ ოქრუაშვილი მუდამ ჩვენთანაა, ჩვენს გულებშია და ყოველი ჩვენთგანის ნაწილია, ამიტომ ის აქაა მიუხედავად იმისა რო აქ არააო.

ანონიმური პოლიტოლოგების აზრით კი არსებობს ისეთი თეორიაც რომ გინდ ჩამოვიდეს გინდ არა, ამ ოპოზიციას მაინც აღარაფერი ეშველება!

P.S. იმ შემთხვევაში თუკი ირაკლი ოქრუაშვილი მართლა ჩამოვა და დაგვამხობს თავზე ქვეყანას ჩვენ განვაცხადებთ რომ ეს პოსტი ძალით დაგვაწერინეს! რა გვექნა დიქტატურაში ვცხოვრობდით.

წყარო: ბლოგი "საინფორმაციო გამოსვება"


READ MORE - ბურჯანაზე დაიკივლებს: „მე ვარ ირაკლი ოქრუაშვილი...“ გეგმა გამჟღავნებულია!

ენრიკე იგლესიასს ბათუმში კოცნისთვის დააჯარიმებენ!

რუბრიკიდან კომე ძ ია
23:00 03.08.2011
გუშინ, ბათუმში ჩადენილი საქციელისათვის ენრიკე იგლესიასი კანონის სრული სიმკაცრით დაჯარიმდება. შეგახსენებთ რომ ბათუმში გამართული კონცერტის მსვლელობისას ენრიკე იგლესიასმა სცენაზე აიყვანა ქართველი გოგონა, რომელსაც ჯერ საჯაროდ ეფერა, ჩაეხუტა და შემდეგ კი ტუჩებში აკოცა! მიუხედავად იმისა რომ მაყურებლები ოვაციებით ხვდებოდნენ აღნიშნულ ქმედებას, ენრიკე იგლესიას ჩადენილი საქციელი საქართველოში დასჯადია.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171–ე მუხლის მიხედვით "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა, - გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

ჯერ ჯერობით უცნობია სამართალდამცავები მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან თუ დააჯარიმებენ ენრიკეს. ასევე თვითმხილველები საუბრობენ რომ სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები ენრიკეს უყვიროდნენ "წესიერად!"-ო, მაგრამ სავარაუდოდ ენრიკემ ეს ან ვერ გაიგო ან არ გაითვალისწინა.

გოგონას ნათესავები კი აცხადებენ რომ რამეთუ ასეთი საქციელის შემდეგ გოგონას გათხოვება უკვე წარმოუდგენელია, ენრიკემ ის ცოლად უნდა მოიყვანოს.

წყარო: ბლოგი "საინფორმაციო გამოშვება


READ MORE - ენრიკე იგლესიასს ბათუმში კოცნისთვის დააჯარიმებენ!

ზუგდიდის ცენტრში, მიწაზე დაგდებული, ფეხქვეშ გათელილი და შეურაცხყოფილი ქართული დროშა და ჯვარი!!!

ავტორი თამარ ლეფსვერიძე
18:26 02.08.2011
"საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი." (საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ. მუხლი მე-2; ნაწილი პირველი) ეს ის დროშაა, რომელიც ქვემოთ, სურათზეა გამოსახული. დიახ, ზუგდიდის ცენტრში, მიწაზე დაგდებული, ფეხქვეშ გათელილი და შეურაცხყოფილი ქართული დროშა და ჯვარი!!! შადრევნის ფონად გამოყენებული და მიწაზე გართხმული ქართველთა უკვდავების სიმბოლო!!!

თუ არავის შერცხვა ამის გაკეთება, ცოდვა-მადლის მაინც არ შეეშინდათ?! როგორც ჩანს, არა და როგორც ჩანს, ილია ჭავჭავაძე, თავის ერთ-ერთ საშობაო წერილში "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?", სწორედ ამისთანა უგუნურ ადამიანებზე წერდა: "წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ...''

ვინ რა კაცობა გამოიჩინა საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის შეურაცხყოფისთვის და რაც მთავარია, რამდენი მილიონი გადაიხადეს ამ ,,დიად'' საქმეში, ამაზე დეტალურად მოგიყვებით. დანარჩენი თავად განსაჯეთ.

"ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს?! დრო-ჟამი ამას გვიქადის!!!..." – ილია ჭავჭავაძე

ქალაქ ზუგდიდის ცენტრს ამშვენებს ე. წ მოცეკვავე შადრევანი, რომლის ფონსაც წარმოადგენს მიწაზე გართხმული საქართველოს დროშა ხუთი ჯვრით. შადრევანი მუდმივად რომ ფუნქციონირებდეს, კიდევ რაღაცას იტყოდა ადამიანი ამ ,,დიდებული იდეის'' თავკაცთათვის სიტყვის შესაწევნად. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ მოცეკვავე შადრევანი ძირითადად, საპატიო სტუმრების ჩასვლისას ფუნქციონირებს. ყველაზე კურიოზული კი ის გახლავთ, რომ ეს ღირშესანიშნაობა სხვადასხვა დროს, სამჯერ გაიხსნა საზეიმო ვითარებაში. ერთხელ პრეზიდენტის ჩასვლისას, მეორედ ნინო ბურჯანაძის სტუმრობისას და მესამედ ფრიდონ თოდუას დახვედრის აღსანიშნავად. მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!!!

სხვა დროს კი ეს ,,შედევრი'' ცეკვის ხასიათზე სულაც არ არის, მხოლოდ დროშის ზემოთ ამოწვერილი რკინები მიგვანიშნებს იმაზე, რომ ზე-იდეაში აქ შადრევანი იგულისხმება.
და როგორ ფიქრობთ, რა დაუჯდათ ეს იდეა ადგილობრივი თვითმმართველობის ,,კორიფეებს''?! არც მეტი არც ნაკლები, მილიონ ასთხუთმეტი ათასი ლარი!!!
დიახ, ერთ მილიონზე მეტად შეფასდა ქართული დროშისა და მასზე გამოსახული ბოლნურ-კაცხური ჯვრის შეურაცხოფა!

ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომელიც 2007 წლის 13 აგვისტოთი თარიღდება, ერთის მხრივ ხელს აწერს ზუგდიდის რაიონის გამგებელი ალექსანდრე ქობალია (შემდგომში "შემსყიდველი'') და მეორეს მხრივ, შპს. "იმობილიარე''(შემდგომში მიმწოდებელი) მისი დირექტორის, ირაკლი ძაგანიას სახით.

ხელშეკრულების საგანი კი გახლდათ 2007 წლის 30 ივლისის #416 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთის ადგილას, შადრევანის დამონტაჟებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ახლა რაშია საქმე: სიტყვა "კეთილმოწყობა'', როგორც ჩანს, ყველას თავისებურად ესმის. ასე თავისებურად და სულისშემძვრელად გაიგო ეს სიტყვა ბატონმა ალექსანდრემაც და მრევლს, რომელმაც ეს ფაქტი გაპროტესტა, მოგვიანებით უმტკიცებდა – მე არაფერ შუაში ვარ, ეს თბილისელებმა დაპროექტეს და გააკეთესო. ვის გულისხმობს თბილისელებში, ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ "დიდი ალექსანდრეს'' ფეხრთქვეშგანრთხმული უშადრევნოდ დარჩენილი დროშის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ არაფერი იცის.

ვინმემ უსამართლობაში რომ არ ჩაგვითვალოს, აქვე დავძენთ, რომ ზოგჯერ შადრევანი საღამოობითაც ირთვება, სეირნობის ჟამს. მაგრამ ესეც ვერაა დიდი შეღავათი, რადგან სიწმინდის პატივისცემა სამარადჟამო საქმეა და არა სადღე-ღამისო.

ყურად არც ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ მამა მალხაზ (ჭანტურიას) შეგონება იღეს. მამა მალხაზმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასაგმობია ეს ფაქტი. მისი აზრით, დასაგმობია, რომ ქართული დროშა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ჰერალდიკურ სიმბოლოსა და ამავე დროს მართლმადიდებული რელიგიის სიწმინდეს, რომელიც ჯვრის სახით არის გამოსახული ქართულ დროშაზე, არ შეიძლება განრთხმული იყოს მიწაზე და მასზე ფეხით დადიოდნენ.

...ყურებში ბამბა დაცულებსა და თვალებზე ხელ-აფარებულებს, 9 ძმა ხერხეულიძეზეც არაფერი სმენიათ?!

ეჰ, დიდი ილია ცოცხალი რომ იყოს, ვინ იცის მერამდენედ შეუძახებდა ამ ხალხს: ,,გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?''

ხალხი ყოველთვის ბრძენია და ზუგდიდის მოსახლეობა და მრევლი, როგორც ყოველთვის, სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდა. მათ ძალიან მკაცრად და კატეგორიულად დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრება ე. წ შადრევანთან დაკავშირებით.

ზუგდიდის მოსახლეობის განცხადების შინაარსს, რომლითაც ისინი მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, მაჟორიტარ დეპუტატს, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის გუბერნატორს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სრულად გთავაზობთ:

"გვტკივა, განვიცდით და ვლოცულობთ იმისათვის, რომ რუსული აგრესიის პირობებში, ეკლესიისა და სახელმწიფო ერთიანობის სიმშვიდისა და დათმენის მაგალითი მივცეთ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს, რადგანაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა ყოველთვის პირდაპირ დაკავშირებულ იყო ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობასთან. მადლობას გიხდით მატერიალური თუ მორალური მხარდაჭერისთვის, ეს იქნება ახალი ეკლესიების მშენებლობა თუ უძველესი სულიერ-კულტურული ძეგლების შენარჩუნება, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. სამშობლოს მოყვარული ადამიანისთვის, ადვილად შესამჩნევია ის თავდაუზოგავი შრომა, რომელსაც აკეთებენ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები ქალაქებსა და სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მოგმართავთ თხოვნით იმ ქალაქიდან, სადაც დაბრძანებულია ღვთისმშობლის კვართი და სხვა ქრისტიანული სიწმინდეები, რომელიც ბევრჯერ გადაურჩა უამრავ შიდა თუ გარე მტრის ავ განზრახვას, ქალაქიდან, რომელიც ღვთის შეწევნითა და ხელისუფლების აქტიურობით, დღითიდღე ლამაზდება და მშვენდება.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს წარსულში, ჩვენი ქვეყნის ჰიმნი არ იცოდა მოსახლეობის ერთმა პროცენტმაც კი, ხოლო სახელმწიფოს უპირველესი სიმბოლო, დროშა, არ გამოირჩეოდა ესთეტიური თვალსაზრისით, მასზე ნაკლებად აისახებოდა ქვეყნის ისტორიულ-პატრიოტული მოტივაცია. ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა საამაყოა თითოეული ჩვენთაგანისთვის და მას სიამაყით ეპყრობა თოთოეული ქართველი."

არის საკითხები, რომელიც აუცილებელია დაიცვას ყველა ქრისტიანმა და მისი შეუსრულებლობა წარმოადგენს ცოდვას, რომელიც გადმოდის თითოეულ ჩვენთაგანზე. ცნობილი ფაქტია, რომ 1227 წელს, ხვარაზმელმა დამპყრობლებმა მტკვარზე გადებულ ხიდთან მიიყვანეს თბილისის მოსახლეობა, შუაში დაალაგეს ხატები და ჯვრები, მის გასწვრივ კი ხვარაზმელი მეომრები განლაგდნენ დაშიშვლებული ხმლებით და მათ მიეცათ ბრძანება მხოლოდ ისინი გაეშვათ იქ შეყრილი ხალხისგან, ვინც ხატებზე და ჯვრებზე გადაივლიდა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მათ თავის მოკვეთით დაემუქრნენ, სულთნის მეომრები ადგილზე სჯიდნენ ყოველს, ვინც მათ ბრძანებას არ ასრულებდა. ამ დღეს ასი ათასი ქართველი მორწმუნე ქრისტიანი დასაჯეს, ვინც მათი ბრძანება არ შეასრულა, რწმენა არ უარყო და საკუთარი ქრისტიანული ვალის მოსახდელად სიცოცხლე გაწირა.

ცნობილ მარაბდის ბრძოლაში, სადაც შაჰ-აბასის ურიცხვი ჯარის წინააღმდეგ იბრძოდნენ ქართველი მეომრები, ხალხის თქმულებით ამ ბრძოლის გმირებს, ცხრა ძმა ხერხეულიძეს, დედა გვერდიდან არ მოშორებია, ამხნევებდა მათ. როცა შვილები იღუპებოდნენ, სასიკვდილოდ დაჭრილი შვილების ხელიდან ხელში, დროშა დედას გადაჰქონდა, როგორც გამარჯვებისა და დაუმარცხებლობის სიმბოლო, რომელიც დაბლა არ უნდა დაცემულიყო.
ქალაქ ზუგდიდის ცენტრს ნამდვილად ამშვენებს მოცეკვავე შადრევანი, სადაც პატარები ერთობიან მზიან ამინდში, მაგრამ სამწუხარო ფაქტია და ამავე დროს, როგორც ქრისტიანული, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით მიუღებელია ის ფაქტი, რომ შადრევანის ფონს წარმოადგენს დროშა ხუთი ჯვრით, რომელზეც ბუნებრივად ხდება ფეხის დაბიჯება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არის ქვეყნები, სადაც დროშის ძირს დაგდება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

ჩვენი მოთხოვნაა, შადრევანზე შეიცვალოს აღნიშნული სიმბოლიკა, რათა ცოდვა, რომელიც საუკუნის წინ მტერმა ძალის გამოყენებით ვერ ჩაგვადენინა, დღეს ჩვენი უნებური საქციელით არ ჩავიდინოთ.

ჩვენ იმედი გვაქვს კეთილგონიერების.

ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისა და თქვენს მიერ დასახული მომავალი გამარჯვებისთვის.''

პ.ს. ეს მცირე ისტორიული მიმოხილვა კი ყურებში ბამბა დაცულთა და თვალებზე ხელ აფარებულთა გასაგონად და წასაკითხად გვინდა მოვიყვანოთ. მათთვის, ვინც უზარმაზარი თხრილის წინაშე დგას და ვერ გრძნობენ. უფრო მეტად კი მისთვის, ვისაც ბავშვობისას 9 ძმა ხერხეულიძის თავდადების ამბავი არც წაუკითხავს და არც გაუგონია...

1625 წლის 1 ივლისი. საზიარებლად გაემზადა ქართველთა ლაშქარი: წესისამებრ, მეომრები ომის დაწყების წინ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ ცოდვათა მისატევებლად და ბრძოლაში წარმატების საწინდრად.

მეომართა გვერდით იარაღით შეჭურვილი სამღვდელოებაც დამდგარიყო, რადგან ესეც წესად იყო დადებული: ყოფნა-არყოფნის ზღვართან მყოფ საქართველოს ჯვრით და მახვილით იცავდა ერი და ბერი.

რუისელმა ეპისკოპოსმა დალოცა მხედრობა, თვითონაც, აბჯრით შეჭურვილი, მეწინავე რაზმში ჩადგა. გორგასლიან-დავითიან-თამარიან დროშას ცხრა ძმა ხერხეულიძე დაუყენეს დარაჯად.

შეტევა გარიჟრაჟზე დაიწყო. მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია, მაგრამ გამოცდილმა მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა არ დათმო ბრძოლა.

ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ - ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.

"თავისუფალი გაზეთი"


READ MORE - ზუგდიდის ცენტრში, მიწაზე დაგდებული, ფეხქვეშ გათელილი და შეურაცხყოფილი ქართული დროშა და ჯვარი!!!

მეუფე დიმიტრი: „სინოდის სხდომის მიმდინარეობის დროს უცებ გაიღო კარი და შემოვიდნენ საერო პირები...“

17:09 02.08.2011
გაზეთი „ასავალ დასავალი“ 1–7 აგვისტოს ნომერში, გახმაურებულ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით, საეკლესიო პირთა სენსაციურ ინტერვიუებს აქვეყნებს. უკომენტაროდ გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს თეა ასათიანის მიერ მომზადებული სტატიიდან:

რა შეიცვალა სინოდის სხდომის შემდეგ რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონში და არსებობს თუ არა დღეს ის საფრთხეები, რის გამოც პატრიარქი ამ კანონზე ვეტოს დადებას ითხოვდა? – ამ შეკითხით გაზეთმა წმინდა სინოდის წევრებს მიმართა:
მეუფე დიმიტრი: „სინოდის სხდომის მიმდინარეობის დროს უცებ გაიღო კარი და შემოვიდნენ საერო პირები. რა ესაქმებათ საერო პირებს სინოდის სხდომაზე?“

მეუფე ეფრემი: „საქართველოს პატრიარქი არ დაუშვებს, რომ ერი და ეკლესია დააყენოს რაიმე საფრთხის წინაშე! თუ საფრთხე გამოჩნდება, მე პირველი დავუდგები წინ!“

მეუფე იეგუდიელი: „ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის და ჩვენი ეკლესიის დაჩაგვრის უფლებას არავის მივცემთ!“

მეუფე ლუკა: „საფრთხეები ისევ არსებობს, სრულიად არ არის განეიტრალებული!“

მეუფე ანანია: „ველოდები პარლამენტის დადგენილებას, სადაც იქნება დაფიქსირებული საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი!“

მეუფე ელისე:
„არაფერი ვიცი ვერაფერს გიპასუხებთ!“

მეუფე საბა:
„არაფერს არ გიპასუხებთ!“

მეუფე იოანე: რა საფრთხეებზე საუბრობთ? პატრიარქმა ითხოვა ვეტოს დადება? არ ვიცი მე არ გამიგია!“

სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ გაზეთ „ასავალ დასავალის“ ამ კვირის ნომერში.


READ MORE - მეუფე დიმიტრი: „სინოდის სხდომის მიმდინარეობის დროს უცებ გაიღო კარი და შემოვიდნენ საერო პირები...“

ზუგდიდში კომპაქტური ჩასახლებებიდან დევნილთა გასახლების პროცესი დაიწყო

ყოფილი გრენქარხანის შენობიდან დევნილების გასახლება მიმდინარეობს
11:50 02.08.2011
ამ წუთებში დევნილთა 20 ოჯახის გასახლება შალვა დადიანის ქუჩა # 21–დან, ყოფილი გრენქარხანის შენობიდან მიმდინარეობს. სამმართველოს რეგიონული წარმომადგენლები, გოჩა ელერჯია და ლევან მიქავა ფოთში, კერძოდ მალთაყვაში წამსვლელთა სიებს ადგენენ.

გრენქარხანის ტერიტორიაზე მობილიზებულია ხუთ სატვირთო მანქანა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ დევნილთა ახალ ობიექტში შესახლება ფოთში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სამეგრელო ზემო–სვანეთის სამმართველოს უფროსი ლევან მიქავა ესაუბრა დევნილებს და უთხრა მათ, რომ გზის ხარჯებს მთლიანად სამმართველო გაიღებს, იმ ოჯახებისთვის კი, რომლებიც დღეს ყოყმანობენ და უარს ამბობენ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე, პასუხი არ აქვს თუ რა მოელით. დევნილები მოსალოდნელი გასახლების თაობაზე ერთი დღით ადრე, მხოლოდ გუშინ გააფრთხილეს. იძულებით გადაადგილებულ პირთა უკმაყოფილების მიზეზიც გვიან დაუწყებაა. Livepress.ge-სთან დევნილები აცხადებენ, რომ მათ ძალიან ცოტა დრო მისცეს მოსამზადებლად და დასაფიქრებლად. მიუხედავად ამისა მათი ნაწილი მალთაყვაში უკეთესი პირობების, დასაქმების იმედით მიდის, დანარჩენი კი იმ მიზეზით უარობს, რომ ზუგდიდში მუშაობენ. ამას გარდა ოკუპირებულ გალის რაიონში თხილიც აქვთ, რაც მათი შემოსავლის ერთ ერთი ძირითადი წყაროა. დევნილებმა სამმართველოს უფროსისგან 15 დღიანი ვადა ითხოვეს მოსაფიქრებლად, თუმცა ლევან მიქავა მათ თხოვნას არ გამოხმაურებია. შეგახსენებთ, გრენქარხანის დევნილთა ჩასახლებაში დღემდე სულ 40 ოჯახი ცხოვრობდა.

დევნილთა გასახლების პროცესი დაიწყო გრიბოედის ქუჩაზე
13:07 02.08.2011
ამ წუთებში ზუგდიდში გრიბოედოვის ქუჩაზე, ყრუ-მუნჯთა საზოგადოების ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილების გასახლების პროცესი მიმდინარეობს.

დასახლებაში სადაც 33 ოჯახი ცხოვრობს, ლტოლვილთა სამმართველოს წარმომადგენლები გუშინ მივიდნენ და გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ დღეს მათ მალთაყვაში გადაიყვანდნენ. ყველა მობინადრემ თანხმობა განაცხადა, თუმცა დღეს მალთაყვაში დევნილთა მცირე ნაწილი გადაყავთ. ” სამმართველოს წარმომადგენლებს სიები შედგენილი ჰქონდათ და ჩვენც ვიყავით იქ ჩაწერილი, თუმცა დღეს გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე თქვენი წაყვანა ვერ ხერხდებაო”, ამბობს სოხუმიდან დევნილი თეა ქაჯაია. მისივე თქმით, დევნილები დიდი ხანია სამმართველოს სხვაგან გადაყვანას სთხოვენ, რადგან მათ საცხოვრებელ შენობაში გაუსაძლისი პირობებია.

#6 ბაღში ჩასახლებული დევნილები გასახლებაზე გააფრთხილეს
13:35 02.08.2011
ყოფილი გრენქარხანის შენობიდან დევნილების ფოთში ახალ რაიონში გადაყვანის შემდეგ, კოსტავას ქუჩაზე #6 ბაღში ჩასახლებულ ოჯახებს გაასახლებენ.

აქ მცხოვრები დევნილები livepress.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ მათთან გუშინ დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლები მივიდნენ, გასახლების თაობაზე გააფრთხილეს და მოსამზადებლად 3 დღე მისცეს. ბაღში ათამდე დევნილი ცხოვრობს. დევნილების თქმით, ისინი გასახლების წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა ფოთში დასაქმებას ითხოვენ.

livepress.ge საბავშვო ბაღებიდან დევნილთა შესაძლო გასახლებაზე ჯერ კიდევ 19 ივლისს წერდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ეკა გულუამ ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში მაშინ სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ „ზუგდიდის ბაღებიდან დევნილების გამოსახლება ჯერ არ იგეგმება“.

livepress.ge


READ MORE - ზუგდიდში კომპაქტური ჩასახლებებიდან დევნილთა გასახლების პროცესი დაიწყო

"კახა მიქაია ზუგდიდელი "ზონდერების" სიას აქვეყნებს

ავტორი ნინო მაისურაძე
16:26 01.08.2011
ქართული პარტიის" ყოფილი წევრი კახა მიქაია აღშფოთებას ვერ მალავს ზუგდიდის ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედების გამო და იმ ზუგდიდელი "ზონდერების" სიას აქვეყნებს, რომლებიც 26 მაისს აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ.

კახა მიქაიამ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადების შეფასებით დაიწყო:

- ლევან გაჩეჩილაძე დღემდე რჩება მთავარ პოლიტიკურ სამიზნედ. ხელისუფლებამ იცის, რომ გაჩეჩილაძეს შეუძლია ჩამოაყალიბოს "ნაცმოძრაობის" ალტერნატიული მოძრაობა, ამიტომაც აგორებენ მის წინააღმდეგ უამრავ უსაფუძვლო ბრალდებას.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძემ ხელისუფლებას 5 მილიონად მიჰყიდა მისი სამოქმედო გეგმა, რის გამოც ვეღარ ჩამოვიდა საქართველოში.
- ჩვენ არ ვიცოდით, რა გეგმები ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს, თუმცა მალე გაირკვა, რომ მას არავითარი გეგმა არ ჰქონია და რომც ჰქონოდა, ჩვენ ამ გეგმის განხორციელებაში ხელს ვერ შევუშლიდით. ოქრუაშვილის ნათქვამი - ლევან გაჩეჩილაძემ და ნინო ბურჯანაძემ გეგმა ჩამიშალეს და ამიტომ ვერ ჩამოვედი საქართველოშიო, მისი მხრიდან თავის გამართლების უსუსური მცდელობაა.

ადრე ამბობდნენ, გაჩეჩილაძემ ხელისუფლებას 2 მილიონი გამოართვაო, ახლა - ხუთი მილიონიო. ერთ კითხვას დავსვამ: 26 მაისის საზარელ ღამეს, შვილების, რატის და გაგას დასახიჩრებისთვის, თავისი ძმის, "უცნობის" ფეხების მომტვრევისთვის, ჩემზე, ბიძინა გეგიძეზე და მის სხვა უამრავ მეგობარზე აღარაფერს ვამბობ, რომლებიც იმ ჭყლეტასა და ხოცვა-ჟლეტაში მოვყევით, ამ ყველაფერში რამდენი მილიონი აიღო ლევან გაჩეჩილაძემ?

ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, 26 მაისს თბილისში მომიტინგეებს ზუგდიდელი "ზონდერბრიგადის" წევრები არბევდნენო და დაგვპირდით, რომ მათ ვინაობას დაადგენდით...
- ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიას, პროკურორ როლანდ ახალაიას და ზუგდიდის გამგებელ ქობალიას ჰყავთ საკუთარი "ზონდერჯგუფები". ლევან კონჯარია, ვიდრე "ნაცმოძრაობის" წევრი გახდებოდა, იყო სუნამოების დისტრიბუტორი და ამიტომ მას ზუგდიდში მეტსახელად "დუხის" ეძახიან... მე ახლა გადმოგცემთ იმ "ზონდერების" სიის ნაწილს, რომლებსაც 26 მაისს ქართველი ხალხის სისხლის ღვრაში დიდი წვლილი მიუძღვით. ესენი არიან:

თემურ მალანია, მეტსახელად "ფიფიტო", ლაშა ხარძიანი, მიშა ახვლედიანი, გია, იგივე გუდუნა თოლორაია, ლაშა თოლორაია, გიორგი გოგოხია, ჩემი მოგვარე თემურ, მეტსახელად "ხრუშა" მიქაია, გოგა ლაშხია და საკო ჯიქია. აღსანიშნავია, რომ 26 მაისის შემდეგ ზუგდიდში ხელისუფლების მხრიდან კიდევ უფრო გაძლიერდა ზეწოლა უბრალო მოსახლეობაზე და მათ წინააღმდეგ კიდევ უფრო აღვირახსნილად მოქმედებენ.

კონკრეტულად რა ჩაიდინეს?
- 24 ივნისს ზუგდიდის პოლიციამ დაიჭირა არასრულწლოვანი ნიკა დაგარგულია. მან რაღაც მოიპარა და დანაშაულიც აღიარა. თუმცა შემდეგ ექვსმა პოლიციელმა ისე სასტიკად სცემა, რომ ბავშვმა გონება დაკარგა, ხოლო როდესაც გონს მოვიდა და თვალი გაახილა, სახეში მუშტი სთხლიშა კოხტა კოდუას და ყბა გაუტეხა. კოხტა კოდუა არის ცნობილი პოლიციელი და "ზონდერი", რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა.

რატომ დაარტყა?
- როდესაც ბავშვს სცემდნენ, კოხტა კოდუამ ბრძანება გასცა, დამიჭირეთ ეს ნაძირალა, უნდა გავაუპატიუროო. ამიტომაც სთხლიშა ბავშვმა ყბაში მუშტი. ამჟამად ეს არასრულწლოვანი ციხეშია და ღმერთმა იცის, რას უზამენ.

მეორე ამბავსაც გიამბობთ, რომელიც ასევე 26 მაისის შემდეგ მოხდა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერის ქვეგანყოფილების უფროსმა ლაშა ექონიამ, თავის ხელქვეით პოლიციელებთან ერთად, ტყეში წაიყვანა სოფელ ზედაეწერის მკვიდრი ალექსანდრე სართანია და ისე სცემეს, სიკვდილის პირას მიიყვანეს. ლაშა ექონიას მეუღლე სტომატოლოგია, რომელთანაც მკურნალობდა ალექსანდრე სართანია.

მას ღრძილი გაუსივდა და ექონიას მეუღლეს მისწერა მესიჯი, სადაც რჩევას ეკითხებოდა. ეს მესიჯი ნახა ლაშა ექონიამ, იეჭვიანა და ამიტომაც სცემა სართანიას. ექონიას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის გაათავისუფლეს და ახლა გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც არ ითვალისწინებს სასჯელს განზრახ ზიანის მიყენებისთვის. ცნობილია, რომ ექონიას მფარველობენ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შეფი თენგიზ გუნავა და პროკურორი როლანდ ახალაია. ისინი ცდილობენ, ექონიას მსუბუქი განაჩენი გამოუტანონ.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, სამეგრელოს ხელისუფლებამ საჯარო პირებს ჟურნალისტებთან ურთიერთობა აუკრძალაო...
- გიკვირთ, ასე რომ იქცევიან? იმდენ დანაშაულს სჩადიან ყოველდღიურად, რომ თავიანთი კრიმინალური მოქმედების გამოაშკარავება არ სურთ...

და კიდევ - ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ლტოლვილები ცხოვრობენ, იქ მრავალსართულიანი სახლების სარდაფები სავსეა დამყაყებული წყლით, სადაც გველები, ბაყაყები და მღრღნელები ბუდობენ. ვინაიდან სასმელი წყლის გაყვანილობა დაჟანგული და მოშლილია, ბინძური წყალი სასმელ წყალს ერევა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმდენი ვერ მოახრეხა, რომ ეს წუმპე ამოტუმბოს. მოსახლეობა მათ ცალ ფეხზე ჰკიდიათ.

კარგი არაფერი ხდება სამეგრელოში?
- (იღიმის) რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

"ყველა სიახლე"
ambebi.ge


READ MORE - "კახა მიქაია ზუგდიდელი "ზონდერების" სიას აქვეყნებს

ზუგდიდის რესურსცენტრის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს

13:50 02.08.2011
განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის შენობის წინ ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერის მოსახლეობა საჯარო სკოლის დახურვას აპროტესტებს და მისი აღდგენის მოთხოვნით გამოდის. ოქტომბერის #1 საჯარო სკოლის დახურვის შესახებ მშობლებმა რამდენიმე დღის წინ გაიგეს. ამ სკოლას თარგამულის უბანში მდებარე, ყოფილ საბაზო სკოლას უერთებენ.

თარგამულის სკოლაში მხოლოდ 30 მოსწავლეა, ოქტომბერის სკოლაში კი 150–მდე მოსწავლე სწავლობს. „ჩვენს შვილებს თარგამულის სკოლამდე 7–10 კილომეტრის გავლა მოუწევთ, სკოლის ავტობუსზეც უარი გვითხრეს. 150 ბავშვი რომ არ ვატაროთ 30 ბავშვიან სკოლაში მათ იარონ ჩვენთან. ეს სკოლა 100 წელზე მეტს ითვლის.“ ამბობს livepress.ge–სთან საუბარში მშობელი ასმათ როგავა. აქციაზე უფროსკლასელებიც იმყოფებიან, ოქტომბერის #1 საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლე ნათია ყურუა ამბობს,რომ მასწავლებლები დაშინე

ბული არიან და აქციაზე არ გამოდიან, თუმცა ფარულად ყველა მათგანი უკმაყოფილებას გამოხატავს. „სკოლას შარშან რემონტი ჩაუტარდა გადახურეს, მეტალო პლასტმასის კარფანჯრები ჩასვეს და ახლა რატომ ხურავენ იქნებ ვინმემ აგვიხსნას?! თუ შედეგს ვერ მივაღწიეთ ცაიშის ცენტრალურ გზას გადავკეტავთ და ყველას გავაგებინებთ რაც ხდება. ეს მხოლოდ დღევანდელი პრობლემა არ არის, სოფელს სკოლა სჭირდება და როცა კონტიგენტი ჰყავს ის უნდა არსებობდეს,“ ამბობს ნათია ყურუა. კომენტარისთვის livepress.ge-მ განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსს აზა ჯოჯუას მიმართა. თუმცა აზა ჯოჯუამ განაცხადა, რომ ეს აქცია არ არის და კომენტარისთვის განათლების სამინისტროსთვის მიგვემართა. ჩვენი ჟურნალისტი ამ წუთებში განათლების სამინისტროს პრესსამსახურს უკავშირდება, რომლის შესახებაც მასალას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში სოფელ ოდიშის და ხეცერას საბაზო სკოლებიც დაიხურა. სკოლები ოდიშის პირველ და ურთის საჯარო სკოლებს შეუერთდა. სკოლების დახურვას აზა ჯოჯუა მაშინ მოსწავლეების მცირე კონტიგენტით ხსნიდა.

livepress.ge


READ MORE - ზუგდიდის რესურსცენტრის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს

16 ტელეკომპანიას და 30 რადიოსადგურს დახურვა ემუქრება

ავტორი თეონა ხარაბაძე
01:30 01.08.2011
საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ანძის გასხვისებასთან დაკავშირებით განმარტეტებს პირადად ეკონომიკის მინისტრს სთხოვს. ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა ქობალია ახლადშექმნილი ფრაქციის სხდომაზე, მაგრამ ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ არმისვლა „ფრაქციის, როგორც პარლამენტის სტრუქტურის უპატივცემულობა“ იქნება და იმედოვნებს, რომ მთავრობა პარლამენტს პასუხისმგებლობით მოეკიდება.

აღსანიშნავია, რომ ფრაქციის სხდომაზე მინისტრის მისვლა-არმისვლის საკითხი იმ მიზეზით დაისვა, რომ რეგლამენტის ერთი ჩანაწერის მიხედვით, ცაგარეიშვილის ფრაქცია შექმნილად ითვლება, რადგან მათ მიღებული აქვთ წესდება და არსებობს წევრთა თანხმობა. თუმცა, რეგლამენტის მეორე ჩანაწერში იმაზეც არის საუბარი, რომ ფრაქციას არეგისტრირებს ბიურო. ბიურო კი, ამ ფრაქციის შექმნის შემდეგ არ ჩატარებულა და, შესაბამისად, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ჯერ დარეგისტრირებული არ არის.

თუმცა, როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, ამ შემთხვევაში დარეგისტრირებას მისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ფრაქცია შეიქმნა. ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, სათანადო შეტყობინება მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს ხათუნა კაპანაძეს უკვე გადასცა და სთხოვა, დღესვე აცნობოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას, რომ პირველ აგვისტოს ფრაქციის სხდომაზეა დაბარებული.

ცაგარეიშვილის თქმით, სხდომაზე მიწვეულები იქნებიან მედიაკოალიციის წარმომადგენლები და მინისტრისთვის კითხვის დასმის საშუალება მათაც ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობას თბილისის ანძის მფლობელი კომპანია „ალფა-კომი“ ელექტრონულ აუქციონზე გააქვს. კომპანიის მართვის უფლების მოპოვების ღირებულება 100 000 ლარია. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიის ახალი მმართველი ვალდებულია, მას პროფილი შეუნარჩუნოს და 4 წლის განმავლობაში 12 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. ელექტრონული აუქციონი პირველი აგვისტოსთვის არის დაგეგმილი.

ამასთან, ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფმა გუშინ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სატელეკომუნიკაციო ანძის კერძო კომპანიაში გადასვლით საფრთხე ექმნებათ იმ ტელევიზიებსა და რადიოებს, რომლებსაც, ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

მედიის წარმომადგენელთა ამ შეშფოთებას გია ცაგარეიშვილიც იზიარებს და აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს.

„ერთ-ერთი წამყვანი კითხვა იქნება, რატომ გადაერქვა სახელი და თან, აუქციონის გამოცხადებამდე 2 კვირით ადრე? უნდა აგვიხსნან, ეს რა მიზნით მოხდა. ასევე გვაინტერესებს, რატომ ხდება გასხვისება მაინცდამაინც ახლა, შუა ზაფხულში. რატომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და საერთოდ, გვაინტერესებს, ეს საწარმო მომოგებიანია თუ წამგებიანი. რატომ ყიდის მას სახელმწიფო. ვინც მართავს, მას რაიმე პრობლემები ჰქონდა თუ არა,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ამ კითხვებიდან, მისი თქმით, მთავარი არის ანძისთვის სახელის გადარქმევა, რადგან, როგორც ვარაუდობს, ეკონომიკის სამინისტრომ „საქართველოს ტელერადიო ცენტრს“ „ალფა-კომი“ მხოლოდ იმიტომ დაარქვა, რომ მოსახლება შეცდომაში შეეყვანა და მისი გასხვისება მოეხდინა.

„საზოგადოებამ და, პირველ რიგში, მედიამ ვერაფრით დაადგინა, რატომ შეეცვალა სახელი ამ იურიდიულ პირს, რომლის დამფუძნებელი არის სახელმწიფო. სახელი აუქციონის გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე შეეცვალა და მაინტერესებს, ეს რატომ მოხდა. სახელი „ალფა კომი“ ინვესტორებს უფრო მოიზიდავს? შპს „ნარგიზა“ ან რაიმე ნებისმიერი სახელი რომ ყოფილიყო, უფრო გაიყიდებოდა?

ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ნამდვილად თვალშისაცემია ის, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის არის გაკეთებული. ეტყობა, მინისტრი და მისი ქვეშევრდომები იმასაც ნატორობენ, რომ გამოქვეყნების ვალდებულება არ ეკისრებოდეთ და ისე გაყიდიდნენ ყველაფერს, რომ კაციშვილი ვერ გაიგებდა. მაგრამ, მათთვის სამწუხაროდ, ეს ვალდებულებები ეკისრებათ და იძულებულნი არიან, რომ ათასგვარ ხრიკს მიმართონ,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.

გარდა ამისა, როგორც იგი აღნიშნავს, გაუგებრობს იწვევს პრივატიზირების განცხადების ტექსტი.

„განცხადების მიხედვით გაუგებარია, რისი პრივატიზება უნდა მოხდეს. იყიდება სარელეო ხაზები თუ რესტორნების ქსელი. აქ წერია, რომ იყიდება 358 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართი და 91 შენობა-ნაგებობა. რა სახის შენობა-ნაგებობებია, როგორი პროფილის არის, აქ არ ჩანს. წერია, რომ ობიექტის მართვის უფლების გადაცემის შემდეგ, 4 წლის განმავლობაში პროფილი უნდა იყოს შენარჩუნებული. თუმცა, შენობა-ნაგებობას რა პროფილი აქვს, ვერ გავიგე, რადგან აქ არ არის მითითებული.

მე ვფიქრობ, ეს იმიტომ არ არის მითითებული, რომ საზოგადოება ვერ გარკვეულიყო, ამასობაში აუქციონის ჩატარებისთვის აუცილებელი ვადა გასულიყო და დაინტერესებულ სუბიექტს აუქციონში მონაწილეობის სურვილი ვერ დაეფიქსირებინა,” - აცხადებს ცაგარეიშვილი.

როგორც იგი აღნიშნავს, მას ამ ეჭვს ისიც უძლიერებს, რომ აუქციონი ტარდება შუა ზაფხულში, როდესაც ადამიანების უმტესობა ისვენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აუქციონის ჩატარებისთვის განსაზღვრულია 2 კვირიანი ვადა, 18 ივლისიდან 1 აგვისტომდე, მაშინ, როდესაც სხვა აუქციონები ერთი თვის ვადაში იმართება და, ცხადია, ეს საკითხიც ეჭვებს აჩენს. ცაგარეიშვილი კი ამ ყველაფერს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეგნებულად ხდება იმიტომ, რომ მედიის ბოლო თავისუფალი კუნძულები სააკაშვილმა საბოლოოდ მოსპოს და გაანადგუროს. ერთია „იმედში“ შეჭრა და ტელეკომპანიის პატარკაციშვილის ოჯახისთვის „ახევა“ და მეორეა ეკონომიკური და საფინანსო საშულებებით მედიის მოხრჩობა. ეს უფრო ცივილიზებული მეთოდებია და მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს პუტინის რუსეთიდან არის გადმოღებული. გაგახსენებთ რუსული ტელეკომპანიების ბედს, აქ წილები ხელისუფლებამ როგორ დაისაკუთრა და მერე მისთვის სასურველ პირებზე როგორ გაასხვისა. ზუსტად იგივე სცენარი ვითარდება აქაც. ხელისუფლება იტყვის, რომ ეს ობიექტი სასურველი პირობებით გაყიდა და ხელები დაუბანია.

ვფიქრობ, ხელისუფლებას უნდა, რომ მედიასაშუალებებზე გარკვეული კონტროლი დააწესოს და მხოლოდ ორი ტელევიზია არ არის ჩართული. დამოუკიდებელ ტელევიზიებს და რადიოებს დახურვის საშიშროება ემუქრება. საუბარია იმ რადიოებზე, რომლებიც ქვეყნის მთელი მასშტაბით ფუნქციონირებს,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ, მისივე ინფორმაციით, ამ ობიექტის კუთვნილებაა 36 ანძა, თბილისის ანძის ჩათვლით, ამ ანძით სარგებლობს 16 ტელეკომპანია და 30 რადიოსადგური. აუქციონის პირობები ობიექტისთვის 4 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნებას კი ითვალისწინებს, მაგრამ ცაგარეიშვილი შიშობს, რომ პროფილის შენარჩუნება ტელეკომპანიების და რადიოსადგურების უეჭველ ფუნქციონირებას არ განაპირობებს.

„პროფილს, რა თქმა უნდა, შეინარჩუნებს, მაგრამ ფასს გაზრდის, რაც მედიასაშუალებების გაკოტროებას გამოიწვევს. თუკი ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამ გარიგების უკან დგას ხელისუფლებასთან დაახლოვებული რომელიღაც ბიზნესჯგუფი, რა თქმა უნდა, დაავალებენ მედიასაშუალებების გაკოტრებას. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

არჩევნების წინ თბილისის ანძის გასხვისება მხოლოდ იმიტომ დაიგეგმა, რომ ახალმა მფლობელმა გადასახადები ისე გაზარდოს, რომ ტელეკომპანიებს „კავკასიას“, „მაესტროს“ და ხელისუფლებისთვის სხვა არასასურველ მედიის წარმომადგენლებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას... სააკაშვილი გადაულახავი, თავისუფალი მედიის პრობლემის მოგვარებას, ასე ცდილობს,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.

როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემები საკმაოდ ბევრია. ძნელია იმის თქმა, ეკონომიკის მინისტრის ფრაქციის სხდომაზე მისვლა რაიმეს თუ შეცვლის, მაგრამ ფაქტია, რომ კითხვები არსებობს და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. თუმცა, ჯერჯერობით, თავად მინისტრის ფრაქციაზე მისვლის საკითხი დგას კითხვის ქვეშ.

presage.tv


READ MORE - 16 ტელეკომპანიას და 30 რადიოსადგურს დახურვა ემუქრება

ცრუპენტელა პეპსი – გათამაშება რომელშიც 1 ბოთლი სასმელიც არავის მოუგია?

01:00 31.07.2011
"პეპსი საქართველოს მიერ დაწყებული კიდევ ერთი გათამაშება მომხმარებლების მოტყუებით დასრულდა" – ასე აფასებენ მსოფლიო ბრენდის წამოწყებას ინტერნეტმომხმარებლები. კომპანიამ აქცია ივლისის პირველ რიცხვებში დაიწყო და ტელეკომპანიების მეშვეობით საზოგადოებას აუწყა, რომ თითოელი ბოთლის მყიდველს საშუალება ჰქონდა მოეგო 100 ველოსიპედი, 200 როლიკი და 20 000 უფასო პეპსი. გათამაშების პირობების თანახმად პრიზის მფლობელი გახდებოდა ის მყიდველი, რომელიც საცობის ქვეშ პრიზის ლოგოს აღმოაჩენდა.

გათამაშებას, რომელში გამარჯვებული ვერ ვიპოვეთ, სოციალურ ქსელებზეც არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. facebook-ზე რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად "ექსტრემალურ ზაფხულში" ერთი ბოთლი სასმელიც კი ვერ მოიგეს:

ნანა: "საერთოდ არაფერი მომიგია. წლებია პეპსის ვყიდულობ."

გუკა: "ერთი თვეა ყოველ დღე თითო ბოთლს ვყიდულობ, მაგრამ არაფერი მომიგია. ადრე მოვიგე ფოტოაპარატი და წუნიანი აღმოჩნდა."

ნან: "მე არასდროს არაფერი მომიგია."

ილია: "წელიწადზე მეტია ყოველდღიურად ვყიდულობ პეპსის და არცერთ გათამაშებაში არ მომიგია არაფერი. კოკა–კოლაც ატარებდა ხოლმე გათამაშებებს, არც იქ გამმართლებია მაინცდამაინც, მაგრამ ერთ ბოთლ სასმელს მაინც ვიღებდი საჩუქრად. რაც უნდათ ის ქნან, ვის რაში უნდა მათი საჩუქრები, მაგრამ ნუ გვატყუებენ!"

ჰყავს თუ არა რეალურად გათამაშებას მოგებულები? – ამ კითხვით ჩვენ კომპანიას მივმართეთ. როგორც პეპსის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს თითოეული იღბლიანის და მათთვის გადაცემული პრიზის შესახებ ინფორმაცია საიტზეა განთავსებული. pepsi.ge–ზე მართლაც არის გამოქვეყნებული რამდენიმე მცირე ხარისხის ფოტო, მაგრამ იქ აღბეჭდილი პირები ქართველები არიან თუ აფრიკის რომელიმე ფერადკანიან ტომში მცხოვრებლები ვერ გაარკვევთ....



READ MORE - ცრუპენტელა პეპსი – გათამაშება რომელშიც 1 ბოთლი სასმელიც არავის მოუგია?

გიგი უგულავა სოციალური ტერორით ცდილობს ხალხის ამხედრებას სააკაშვილის წინააღმდეგ

ავტორი "ახალი 7 დღე"
18:49 30.07.2011
თბილისში გრძელდება გაზის მრიცხველების გამოცვლის პროცესი. ამ დღეებში ეს პროცესი დიღმის მასივის მესამე კვარტალში დაიწყო. „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მერიის სამსახურისგან აქვთ მიღებული მკაცრი გაფრთხილება იმი9ს თაობაზე, რომ თუ რომელიმე ოჯახი არ გამოცვლის მრიცხველს, მას გაზის მიწოდება შეუწყვიტონ.

საქარტველოში ყოველი ახალი გაზის კომპანიის შემოსვლა მოსახლეობის ზურგზე გადადიოდა, რადგან ახალი კომპანია ახალ მრიცხველს ითხოვდა ხარჯის კონტროლისთვის. თბილისელებმა ამასობაში სამჯერ გამოცვალეს მრიცხველები და ყველა ჯერზე – საკუთარი სახსრებით. მრიცხველის გამოცვლა ამჯერად 125 ლარი დაგიჯდებათ. ბრიგადები, რომლებიც მოვლენ თქვენს სახლებში გადმოგცემენ მერიის შემონათვალს, რომ თურმე მერია თქვენი თანადამფინანსებელია, რადგან ის ისე ხვრეტს თქვენს კედლებს, რომ ამაში ფულს ღ გახდევინებთ.

დიღმის მოსახლეობა აღშფოთებას ვერ მალავს. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ არ აქვს მრიცხველის გამოსაცვლელი ფული.

მარინა ჩიჯავაძე: არ მაქვს და არც მექნება. ეს უკვე ტერორია. იციან, რომ ხმის ამომღები აღარავინ არის და თავზე დაგვასხდნენ – დასუფთავება დენზე გადააბეს, გაზის მრიცხველები გამოაქვთ და ამაში ამხელა თანხას გვახდევინებენ.

თამაზ სანიკიძე: ფეხებით რომ დამკიდონ, ვერსაიდან მოვიტან ამხელა თანხას. აეც პოლიტიკა მაინტერესებს და არც ის, ვინ იქნება პრეზიდენტი. თავი დაგვანებონ, ისედაც შიმშილით წყდება ხალხი, ფულს ნუღარ გვაწერებენ.

ნინო ჯანიაშვილი: მერისთან აქციას გავმართავთ. უბრალოდ, გვითხრან, საიდან მოვიტანოთ უმუშევრებმა და შემოსავლის გარეშე მყოფებმა ამხელა ფული.

შერმადინ შერმადინი: ეს უკვე ნამეტანია. აღარაფერს ჰგავს. უგულავა ერთ რამეს აკეთებს_ ასეთი სოციალური ტერორით გადარეული ხალხის რისხვა იცის, რომ საქართველოს პირველ პირს დაატყდება თავს, ეს კარგი გზაა მისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

ამ წუთებში დიღმის მასივის მესამე კვარტალში ხალხის ჯერჯერობით შეუმჩნეველი მღელვარებაა.



READ MORE - გიგი უგულავა სოციალური ტერორით ცდილობს ხალხის ამხედრებას სააკაშვილის წინააღმდეგ

გამოლეღვებული თაობა?!

ავტორი სალომე ლილუაშვილი
17:26 29.07.2011
... და იხილა (იესომ) ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ. და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად“(მთ. 21,19).

ვაზი და ლეღვი აღიქმებოდა არა მარტო სასოფლო-სამეურნეო კულტურად, ძველ აღთქმაში ისრაელი სახელდებული იყო „"უფლის ვენახად" ან "ლეღვის ხედ". ლეღვის ხე ასევე სამყაროსა და ებრაელი ერისადმი უფლის კეთილგანწყობის სიმბოლო იყო.

ლეღვის ფოთოლი იყო პირველი შესამოსელი სამოთხეში მყოფი ადამისა და ევასი. ინდოეთში ლეღვი ითვლებოდა შემეცნების წმინდა ხედ - ანუ ამ ხის ქვეშ ბუდამ შეიმეცნა ჭეშმარიტება.
კარაბადინში წერია: "კაცი თუ ბევრს ლეღვსა სჭამს, მუწუკებს გამოასხამს და სტომაქ მხურვალსა კაცსა ცხელებასა აუგდებს".

ლეღვი თანამედროვე გაგებით...
ბათუმი ედემია საქართველოსი.ბათუმი პრეზიდენტ სააკაშვილის ქალიშვილიც გახლავთ... (საინტერესოა, მომდევნო პრეზიდენტიც თუ განაცხადებს პრეტენზიას მის შვილობაზე. ან იქნებ სქესიც შეუცვალოს და ვაჟად აქციოს).

ბათუმი კურორტია - ზღვა, მზე და ბევრი ფული თუ გაქვს, კარგი ნამზეური და დასვენება გარდაუვალია, მაგრამ... (ოჰ, ეს "მაგრამ" რომ არ არსებობდეს, სამყაროში ყველაფერი სრულყოფილებამდე იქნებოდა, მათ შორის - ჩვენს ქვეყანაშიც.)

... მაგრამ, თუ ბევრი ფული არ გაქვთ და "ედემში" ვერ წახვალთ, მადლობა ღმერთს, გვაქვს არაერთი საზღვაო კურორტი, სადაც შეგიძლიათ შედარებით იაფად, მაგრამ ჯანსაღად დაისვენოთ. ხაზს ვუსვამ - ჯანსაღად.

... მაგრამ, თუ ზღვაზეც ვერ ახერხებთ წასვლას, არსებობს მთა, მდინარე, ბოლოს და ბოლოს, ქალაქთან ახლოს ან ქალაქში არსებული ხელოვნური ტბები, წყალსაცავები... ალტერნატივა მრავალგვარია.

... მაგრამ, თუ ამასაც ვერ ახერხებთ, ბოლოს და ბოლოს, მომრავლებულ საცურაო აუზებს ესტუმრებით.

... მაგრამ გოგონების (თურმე ბიჭებისაც!) უმეტესობა ნამზეურის სურვილით მაინც სახლის სახურავებზე, აივნებსა და ფანჯრის რაფებზე წამოწოლას არჩევს. ხომ გაგიგიათ, "მზე მანახე და კარგ "ზაგარს" განახებო"? ჰოდა, საზოგადოება მიეჩვია მიწისგან შორს და მზესთან ახლოს გასარუჯად გაწოლილი "მანანების" ხილვას.

ყველაზე მეტად კი ის მაინტერესებს, რომელმა მშვენიერმა ალქიმიკოსმა გადაწყვიტა, მიეღო ლეღვის ნახარშისგან ჯადოსნური სითხე, რომლითაც ცდებს საკუთარ მეგობრებსა და შოკოლადისფერ კანზე გახელებულ თანატოლებზე ჩაატარებდა?

და ისიც მაინტერესებს, ტელევიზორში მოსმენილი საგანგაშო ინფორმაციის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ლეღვის ფოთლების ნახარშის კანზე წასმისა და მზეზე გაწოლის შედეგად დადაგულ-დაფუფქული გოგონა რეანიმაციაში მოათავსეს, როგორღა გაუჩნდა აზრი და სურვილი ახალგაზრდებს, საკუთარ თავზე (კანზე) გამოეცადათ იგივე მაზოხისტური მეთოდი?
ისიც საინტერესოა, ვისი ან რისი ბრალია ეს ყველაფერი? პრეზიდენტის, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქალიშვილი-ბათუმის მორთვა-მოკაზმვაზე ფიქრობს და ამ დროს დანარჩენი ქალიშვილები მძიმე ეკონომიკურ-სოციალური პირობების გამო კურორტის გარეშე დარჩენილნი თავს (ტანს) კორპუსების სახურავებზე სასიკვდილოდ დებენ? იქნებ მშობლების, რომელთაც სათანადო ყურადღება ვერ მიაქციეს მოზარდებს ან უბრალოდ, თავის დროზე იმდენი ვერ ასწავლეს ან წააკითხეს, რომ მსგავსი უმეცრება არ ჩაიდინონ? ან იქნებ ტელევიზიის, რომელმაც პროპაგანდა გაუწია ლეღვის ფოთლების არასწორად გამოყენებულ ნახარშს და თან არ დაურთო სრულყოფილი, კომპეტენტური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეღვის ფოთოლის ნახარში კანის ქიმიურ დამწვრობას იწვევს? ან იქნებ სოციუმის დაბალ ინტელექტუალურ დონეზე მიუთითებს ეს ფაქტი? საით მივექანებით, ხომ არ არის ეს ევოლუციური რეგრესი?

იმის გასაგებად, რა ხდება დამწვრობის ცენტრში, ცენტრის დირექტორის მოადგილეს სამკურნალო დარგში გუგა ქაშიბაძეს დავუკავშირდით:

"ეს ნახარში მზის სხივების გარეშეც იწვევს კანის ქიმიურ დამწვრობასა და ქსოვილის დაზიანებას. შარშან-შარშანწინ მსგავსი შემთხვევა ერთეული იყო. წელს კი, როდესაც გავიდა პირველი სიუჟეტი ამ ნახარშით მიღებული მძიმე დამწვრობის შესახებ, მსგავსი დიაგნოზით პაციენტები მომენტალურად მომრავლდნენ(?!). როგორც ჩანს, სიუჟეტმა უკურეაქცია გამოიწვია, საზოგადოების ამ ნაწილის პროვოცირება მოახდინა.

ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ იმ 15 წლის გოგონამ ლეღვის ფოთლის ცხელი ნახარში გამოიყენა და ამიტომაც დაშავდა, თავად კი გაცივებული წაისვეს... დღეში სამი-ოთხი პაციენტი შემოდის მსგავსი დამწვრობით. ოთხმოცდაათი პროცენტი ამბობს, რომ ტელევიზიაში გასული სიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტეს, ნახარში გამოეყენებინათ. დანარჩენი ათი პროცენტი კი ინფორმაციის წყაროდ მეგობარს ასახელებს.

ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენება იწვევს შეშუპებას, კანის აჭრელებას, ქიმიურ დამწვრობას, დისკომფორტს... ორი კვირა მაინც სჭირდება დაზიანებული კანის შეხორცებას, მერე კი დიდი ხნის განმავლობაში დაზარალებული მზეზე ვერ გავა, თორემ პიგმენტაცია გარდაუვალია.

გარდა დისკომფორტისა, ეს გახლავთ ეკონომიკური ზარალიც, როგორც ვიცი, არც ერთი სადაზღვევო კომპანია მსგავს შემთხვევაში მკურნალობას არ ანაზღაურებს, რადგან ეს თვითნებურად მიყენებული, დაგეგმილი დაზიანებაა. პაციენტთა ასაკი თოთხმეტიდან ოცდაერთ წლამდეა. დაზარალებულებს შორის მხოლოდ ერთია ბიჭი. ის დღემდე ვერ მალავს გაოცებას, რატომ მიიღო მძიმე დამწვრობა, როცა გაცივებული ნახარში წაისვა?

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მზით დამწვრობამ წინა წლებთან შედარებით სტატისტიკურად მოიმატა. იმის თქმა, მიზეზი რა არის, მზე გაცილებით მცხუნვარე და აგრესიულია წელს თუ უფრო მოუახლოვდა დედამიწას, ჩემი კომპეტენცია არ არის და დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ამდენი პაციენტი არასდროს გვყოლია".

დაბოლოს, მოდას აყოლილებს ერთი "სვეტსკი" რჩევა მინდა მოგცეთ: - ნამზეური მოდური აღარ არის. გადახედეთ მსოფლიოს ულამაზესი ქალების რჩევებს - არც ერთი მათგანი მზეს აღარ ეფიცხება - ბუნებრივად შეფერილი და დაუბერებელი კანი გაცილებით ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურება. ჯანსაღად ცხოვრება კი დღეს მსოფლიოში ყველაზე მოდური ტენდენციაა. გირჩევთ, ნუ გამოლეღვდებით. აჰყევით მოდას!

"კვირის პალიტრა"
ambebi.ge


READ MORE - გამოლეღვებული თაობა?!

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...