15:26 06.08.2011
„რუსეთსა და საქართველოს შორის ძმური ურთიერთობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად კიევო-პეჩორის ლავრაში ღვთისმსახურების ჩატარების შემდეგ. პატრიარქის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დღეს არსებული ურთიერთობები დაუშვებელია, რადგან ჩვენ მოძმე მართლმადიდებელი ხალხები ვართ.
ასევე, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და საქართველოს ისტორიაში კირილი, როგორც მშვიდობისმყოფელი, რომელმაც ორ ხალხს შორის მშვიდობა დაამყარა, ისე შევა.
ტრიბუნა.ge
