Showing posts with label გამოკითხვა. Show all posts
Showing posts with label გამოკითხვა. Show all posts

"ობიექტივის" კვლევის შედეგებს "წინააღმდეგობის მოძრაობა" გამოეხმაურა

17:48 24.01.2012
მედია-კავშირ "ობიექტივის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს დღეს "წინააღმდეგობის მოძრაობა" გამოეხმაურა.

მოძრაობის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცახდებით, ის, რომ კვლევის თანახმად, "წინააღმდეგობის მოძრაობამ" მაღალი რეიტინგი აჩვენა, არავის გაბრაზების საგანი არ უნდა გახდეს.

"კვლევამ აჩვენა, რომ დღეს საზოგადოების რეალური მხარდაჭერა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს. მისი რეიტინგი ყველა დანარჩენის ჯამურ რეიტინგს აღემატება. ჩვენი, 4-5%-ის გამო გაბრაზებულებს მინდა ვუთხრა: ნუ ბრაზობთ. "წინააღმდეგობის მოძრაობა" არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას, ის მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობაა. მეტსაც გეტყვით, საკუთარ თავს პოლიტიკოსად საერთოდ არ მოვიაზრებ, არც პრეზიდენტობის პრეტენზია მაქვს, არც პრემიერ-მინისტრობის და არც პარლამენტის თავმჯდომარეობის. როგორც მითხრეს, კვლევის ფარგლებში "წინააღმდეგობის მოძრაობა" ხალხმა დაასახელა და საზოგადოების თხოვნით მოხვდა გამოკითხვის ანკეტაში", - აცხადებს თარხან-მიურავი.

მედია-კავშირ "ობიექტივის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც 2011 წლის 13-დან 15 დეკემბრამდე მიმდინარეობდა, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების წინასაარჩევნო განწყობები ასახა. კვლევის პირველი შედეგები გუშინ გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, ლიდერი ორგანიზაცაა "ქართული ოცნება", მეორე პოზიციაზეა "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო მესამე ადგილზე – "წინააღმდეგობის მოძრაობა".

გამოკითხვა ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქში, ახალციხეში, ახმეტაში, ბოლნისში, ბორჯომში, გალში, გარდაბანში, გორში, თეთრიწყაროში, თელავში, მარნეულში, სენაკში, საჩხერეში, ყვარელში, ხაშურში. სულ გამოიკითხა 3 263 ადამიანი.





READ MORE - "ობიექტივის" კვლევის შედეგებს "წინააღმდეგობის მოძრაობა" გამოეხმაურა

"ქართული ოცნება" ლიდერია!

15:59 23.01.2012
"ღია ბოქლომი" გთავაზობთ მედია–კავშირ "ობიექტივის" მიერ საქართველოს დიდ ქალაქებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს. მოქალაქეებმა სულ 20 კითხვას უპასუხეს. ამჯერად, „ობიექტივი“ ავრცელებს პასუხებს პირველ ოთხ კითხვაზე:

1. „არის თუ არ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო?“ - გამოკითხულთა 17.0%–ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი გარემოა, 72.66%ფიქრობს, რომ ასეთი გარემო არ არის, 9.62%–მაარ იცის, 0.64%–მა კი შეკითხვას არ უპასუხა.

2. 15.29% მხარს უჭერს დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას 150–დან 190–მდე, 69.1% – მხარს არ უჭერს, 15.26%–მა არ იცის, მხარს უჭერს თუ არა, 0.33% –მა შეკითხვას არ უპასუხა.

3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს 81.33%, 8.15% არ აპირებს, 9.86%-ს არ გადაუწყვეტია, 0.61%-მა შეკითხვას არ უპასუხა.

4. შეკითხვაზე - „2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება რომ მიეცეს ყველა პარტიას და საზოგადოებრივ მოძრაობას,გთხოვთ დაასახელოთ რომელს დაუჭერდით მხარს?“ – პასუხები ასე განაწილდა:

1. „ქართული ოცნება“ (ბიძინა ივანიშვილი) – 62.12%
2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (მიხეილ სააკაშვილი) – 13.37%
3. „წინააღმდეგობის მოძრაობა“ (დავით თარხან-მოურავი) – 4.81%
4. „თავისუფალი დემოკრატები - ჩვენი საქართველო“ (ირაკლი ალასანია) – 3.34%
5. „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ (გიორგი თარგამაძე) – 3.12%
6. „ახალი მემარჯვენეები“ (დავით გამყრელიძე) –2.35%
7. „ლეიბორისტული პარტია“ (შალვა ნათელაშვილი) – 2.23%
8. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (გოგი თოფაძე) – 1.28%
9. „ეროვნული ფორუმი“ – 1.07%
10.„სახალხო კრება“ – 0.92%
11. „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო“ (ნინო ბურჯანაძე) – 0.79%
12. „მწვანეთა პარტია“ (გია გაჩეჩილაძე) – 0.77%
13. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ბაჩუკი ქარდავა) – 0.73%
14. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ (დავით უსუფაშვილი) – 0.73%
15. „ქართული პარტია“ (ირაკლი ოქრუაშვილი) – 0.33%
16. „კონსერვატიული პარტია“ (ზვიად ძიძიგური) –0.27%
17. „საქართველოს გზა“ (სალომე ზურაბიშვილი) – 0.24%
18. „ხალხის პარტია“ (კობა დავითაშვილი) – 0.24%
19. „ქართული დასი“ (ჯონდი ბაღათურია) – 0.15%
20. „ტრადიციონალისტთა კავშირი“ (აკაკი ასათიანი) – 0.06%

შეკითხვას არ უპასუხა გამოკითხულთა 1.08%-მა.

სულ გამოიკითხა 3 263 ადამიანი. მათგან – 49% მამაკაცი, 51% – მანდილოსანი. გამოკითხულთა 36% 18–30 წლამდე ასაკისაა, 47% - 30–60 წლამდე, 17% 60 წელს აღემატება. გამოკითხულთა 21% მუშაობს, 37% უმუშევარია, დანარჩენებმა არ გაამხილეს, მუშაობენ თუ არა.



READ MORE - "ქართული ოცნება" ლიდერია!

დღეს, სამ ქართველ ჟურნალისტს ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედლი გადაეცემა

00:01 20.10.2011
დღეს, 20 ოქტომბერს, 17 საათზე, სამეფო უბნის თეატრში ნაზი შამანაურის სახელობის მედლის გადაცემის ცერემონია გაიმართება. სამ ქართველ ჟურნალისტს სამი ოქროს მედალი გადაეცემა. ჯილდოს სიმბოლოა ჩიტი. გამარჯვებულების ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ირმა ინაშვილი, მედია–კავშირი ობიექტივი: "ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე გამოკითხვა, იმისათვის, რომ შედეგი ყოფილიყო მაქსიმალურად ობიექტური. პირველი გამოკითხვა ჩატარდა სოციალურ ქსელში, მეორე რადიო 105-ის ეთერში – რეკავდა მსმენელი, მესამე იყო სატელეფონო გამოკითხვა, სადაც 800-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. შემდეგ თბილისის მასშტაბით სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. აგრეთვე გამოიკითხნენ ცნობილი პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები, მათ დაასახელეს ნომინაციაზე მათთვის სასურველი კანდიდატურა. სპეციალური ჟიური, სადაც შესული არიან საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები, რომელთა კომპეტენციაშიც და პროფესიონალიზმშიც ეჭვი არავის ეპარება, გამოკითხვის შედეგების გამოვლენას დაესწრებიან და ნახავენ, რომ ეს ყველაფერი არის საჯარო და ღია. გამოაცხადებენ სამ ჟურნალისტს, ნომინაციაზე სიმართლისთვის მებრძოლი".

მიუხედავად იმისა რომ რადიო და ინტერნეტ გამოკითხვებში ხმათა ყველაზე დიდი ნაწილი ირმა ინაშვილმა დააგროვა ის ამბობს, რომ მედალის აღებას არ აპირებს.

"გავიმარჯვებ თუ არა, მე ამ მედალს არ ავიღებ. ვარ პროექტის ავტორი, ჩემი მიზანია ნაზი შამანაურის სახელი დავუბრუნოთ საზოგადოებას, რადგან დღესაც კი მას გიჟად მოიხსენიებენ. მეც მეძახდნენ ( და ზოგჯერ ახლაც მეძახიან) გიჟს და ვიცი, რას ნიშნავს ეს. მაშინ, როდესაც ეს სიტუაცია იყო, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც არ დამტოვა, გახლდათ საქართველოს პატრიარქი, რომელმაც მაშინ, როდესაც "თავისუფლების ინსტიტუტი" გიჟს მეძახდა, დამიბარა, დამლოცა და მითხრა:" თუ ადამიანს გიჟს დაუძახებენ იმისათვის, რომ ის იცავს სარწმუნოებას, ეს დიდი ბედნიერებაა და ერთ-ერთი მთავარი ნეტარების აღსრულებაა". ამიტომ მე მაქვს ორი მიზანი. პირველი დავუბრუნო შამანაურის სახელი საზოგადოებას და მეორე სტიმული მივცე ჩვენ კოლეგებს" - ამბობს ინაშვილი.

ნაზი შამანაური 1940 წლის 5 ივლისს ქ. დუშეთში დაიბადა. ბავშვობის პირველი წლები მამის მშობლიურ სოფელ ოძისში გაატარა. 1944 წელს დედა - სარა ინაშვილი და ნაზი საცხოვრებლად დუშეთში გადავიდნენ. 1958 წელს ნაზიმ დაამთავრა დუშეთის პირველი საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ფრანგული ენის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1965 წელს, ისევ მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა, პირმისაანთკარის სკოლა-ინტერნატში დაიწყო აღმზრდელად მუშაობა. 1966 წელს ისევ სტუდენტურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ამჯერად თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, რომელიც 1971 წელს წარჩინებით დაამთავრა. იმავე წელს მუშაობას იწყებს ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის სამკერვალო ფაბრიკის რადიოგადაცემათა რედაქციაში, საიდანაც ერთი წლის შემდეგ შტატების შემცირების საბაბით გაანთავისუფლეს. ამ დროისათვის მისი, როგორც ჟურნალისტის თვალი და გონება სწვდება უამრავ მანკიერ მოვლენას და სხვებისაგან განსხვავებით იწყებს მათ მხილებას.

აქვეყნებს წერილებს, სადაც გაბედულად ამბობს იმას, რაც თითოეულის გულში იყო, მაგრამ შიშის გამო ვერ ბედავდნენ თქმას. ბოლო წერილი მან გამოაქვეყნა 1974 წლის 7 ივნისს გაზეთ "სოფლის ცხოვრებაში". ამის შემდეგ, როგორც რესპუბლიკური, ისე რაიონული გაზეთების რედაქციათა კარები მისთვის გამოიკეტა. 1982 წლის 14 აგვისტოს, ჩარგალში, "ვაჟაობის" დღესასწაულზე ნაზი შამანაური სიტყვით გამოვიდა და არნახული გაბედულებით ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა თვითნებობა და ბოროტმოქმედებანი, აგრეთვე საქართველოს სავალალო მდგომარეობა, რისთვისაც იგი მაშინვე დააკავეს უშიშროებისა და მილიციის თანამშრომლებმა. დუშეთის უშიშროების განყოფილების გამგემ იქვე წაართვა მას მხილების ტექსტი (77 გვერდზე). მასთან ერთად დაკავებული იქნა დედამისიც. დუშეთის რაიონის სასამართლომ დედა-შვილს იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა თბილისის ასათიანის სახ.

რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ნაზიმ შიმშილობა გამოაცხადა და იშიმშილა 70 დღე. მიუხედავად ამისა მას მაინც აწამებდნენ ინსულინური შოკებითა და ნეიროლეპტიკების ინექციებით, რითაც მძიმედ დააავადეს. 1983 წლის იანვარში ნაზი შამანაური საავადმყოფოს პერსონალმა სასიკვდილოდ სცემა, რის შედეგადაც მან მიიღო თავის ქალის ტრავმა და პერიტონიტი. იგი გადაყვანილ იქნა თბილისის მეცხრე კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. ქირურგმა ოპერატორმა და პათანატომმა დაადასტურეს, რომ იგი ცემით იყო მოკლული, თუმცა ექსპერტიზა დღემდე მალავს ამ ფაქტს. ნაზის დასაფლავებას 80 კაცამდე თუ ესწრებოდა, უმრავლესობა დედაქალაქიდან ჩასული ახალგაზრდობა იყო. დუშეთის რაიონის მცხოვრებლებმა შიშის გამო ვერ გაბედეს მისვლა. 1991 წელს შოთა ჭინჭარაულმა შეაგროვა ნაზი შამანაურის დღიურები, თარგმანები და წერილები, და გამოსცა წიგნი "ჩემი სიმართლე ჩემი მტერია".


READ MORE - დღეს, სამ ქართველ ჟურნალისტს ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედლი გადაეცემა

რესპონდენტთა 69% მხარს არ უჭერს დიმიტრი მედვედევის იდეას მიხეილ სააკაშვილის გამო ტრიბუნალის შექმნის შესახებ

15:26 05.08.2011
რადიო "ეხო მასკვის" ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა - ეთანხმებით თუ არა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის იდეას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ.

რესპონდენტებს პოზიციის დაფიქსირება შეუძლიათ როგორც ინტერნეტის, ისე სატელეფონო ზარის საშუალებით.
ინტერნეტის საშუალებით გამოკითხულთა 69% რუსეთის პრეზიდენტის ამ იდეას მხარს არ უჭერს, ხოლო 26,8% მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უნდა წარდგეს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე. გამოკითხულთა 15%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

სატელეფონო გამოკითხის შედეგები ასეთია: 31% მიიჩნევს რომ სააკაშვილი უნდა წარდგეს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, ხოლო 69%-ს პასუხი უარყოფითია.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიხეილ სააკაშვილის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მიესალმებოდა, მაგრამ მიაჩნია, რომ ამჟამად ეს არარეალურია. ამის შესახებ მედვედევმა ტელეკომპანიების – "პიკ"-ის, "რაშა თუდეის" და რადიოსადგურ "ეხო მასკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მე თუ მკითხავენ, ვუპასუხებდი: "დიახ". უბრალოდ მიმაჩნია, რომ საქართველოს თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე 2008 წელს იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. იმის გათვალისწინებით, რომ აქ შეუძლებელია მხოლოდ რუსეთის პოზიციაზე დაყრდნობა, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტრიბუნალის შექმნა მოცემულ მომენტში შეუძელებლია", – განაცხადა მედვედევმა.

interpressnews.ge


READ MORE - რესპონდენტთა 69% მხარს არ უჭერს დიმიტრი მედვედევის იდეას მიხეილ სააკაშვილის გამო ტრიბუნალის შექმნის შესახებ

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა. მოქალაქეებს ხმის მიცმის საშუალება ერთი ID–მისამართიდან მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ. გთავაზობთ გამოკითხვის გამაოგნებელ შედეგებს:

გაზიარება
[00:24 18-12-2010]
1. ვანო მერაბიშვილი 17% (90 ხმა)
2. ლევან გაჩეჩილაძე 11% (58 ხმა)
3. ირაკლი ალასანია 10% (53 ხმა)
4. ნინო ბურჯანაძე 10% (52 ხმა)
5. კოკო გამსახურდიას 8% (44)
6. ირაკლი ოქრუაშვილი 8% (43 ხმა)
7. დავით ბაქრაძე 4% (23 ხმა)
8. გიორგი თარგამაძე 3% (15 ხმა)
9. დავით გამყრელიძე 1% (6 ხმა)
10. სხვა 28% (150 ხმა)

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, უმრავლესობა, ხმას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს აძლევს; მეორე ადგილზეა „ქართული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, მას 1% ირაკლი ალასანია (10%) და ნინო ბურჯანაძე (10%) ჩამორჩებიან, ამ ორ ლიდერს შორის 1 ხმით ალასანია ბურჯანაძეს უსწრებს.

მეხუთე ადგილზეა „ქართული პარტიის“ კიდევ ერთი წევრი ირაკლი ოქრუაშვული, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოკითხულთა 8% ნდობა დაიმსახურა; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 4%–ით უსწრებს „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს გიორგი თარგამაძეს (3%); დღეისთვის, ყველაზე დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია „მემარჯვენე“ დავით გამყრელიძე (1%).

უცნობია პასხუხში „სხვა“ ვის და რამდენ პოლიტიკოსს გულისხმობდნენ ჩვენი რესპოდენტები მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე მეტი ხმა სწორედ ამ პასუხმა დააგროვა (28%).

გამოკითხვა მიზნად ისახავდა ჩვენი ჟურნალის მკითხველთა პოლიტიკური შეხედულებების გარკვევას და არა რომელიმე საპრეზიდენტო არჩევნების, შესაძლო მონაწილის რეიტინგის გაზრდას ან დაკნინებას. სკეპტიკოსებს შეუძლიათ ეს შედეგები სერიოზულად არ ჩათვალონ და ზოგიერთმა, გაყალბებულადაც კი მიიჩნიოს, მაგრამ რედაქციას შედეგების ფალსიფიკაციის არანაირი მოტივი არ გააჩნია...

სანამ საქართველოს მოსახლეობა ღრმა ძილს მისცემია მავანი მერაბიშვილი 2013 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის უკვე სერიოზულად იბრძვის და თუ დღეს, ერთხმად არ ვუთხარით სააკაშვილი–მერაბიშვილის ხელისუფლაბას „არა“ – მომდევნო 10 წლის განმავლობაში თავზე ისე წამოგვასკუპდებიან, რომ გამოფხიზლებასაც ვერ მოვასწრებთ.

„ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემს ქვეყნის ძილს ეალერსება.
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.“ –
ილია ჭავჭავაძის „ელეგია“ (ნაწყვეტი).
READ MORE - ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

მერობის კანდიდატებს შორის, ირაკლი ალასანია 33%–ით ლიდერობს

გაზიარება
[07:36 28.05.2010]
საინფორმაციო სააგენტო “ჯეოტოპნიუსისა“ და ჟურნალ “ღია ბოქლომის“ ერთობლივი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის 33 % –ით ”ალიანსი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია ლიდერობს. მეორე ადგილზე, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გიგი უგულავა 29 % –ით, ხოლო “ეროვნული საბჭოს“ მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური 13 % – ით მესამე ადგილზე გავიდა. სხვა კანდიდატებზე კი ხმები ასე დაგანაწილდა: გოგი თოფაძე – 5 %, გიორგი ჭანტურია – 4 %, ნიკა ივანიშვილი – 3 %, თამაზ ვაშაძე – 1 %, დავით იაკობიძე – 0 %, გიორგი ლაღიძე – 0%. გამოკითხულთა 11 % –ს კი მხარი არცერთ კანდიდატისტვის არ დაუჭერია. ერთობლივი ინტერნეტ გამოკითხვა, “ჯეოტოპნიუსმა“ და “ღია ბოქლომმა“ 15 –27 მაისს ჩაატარეს და მასში სულ 2048 იუზერმა მიიღო მონაწილეობა.


READ MORE - მერობის კანდიდატებს შორის, ირაკლი ალასანია 33%–ით ლიდერობს

უარი რუსეთთან დიალოგს – ეს კარგს არაფერს მოგვიტანს?

გაზიარება

დიდი რუსეთის იმპერიასთან დიალოგის დადებით და უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსები აზრთა სხვადასხვაობით გამოირჩევიან. მსგავსად პოლიტიკოსებისა მოსახლეობაშიც რუსეთთან ურთიერთობის “დათმობაზე” ორმხრივი პოზიციები ფიქსირდება. დღეს, ოკუპანტი ჩრდილოელი მეზობლის “კეთილი” სურვილების თითქმის არავის სჯერა.

რუსეთ-საქართველოს შორის მრავალ საუკუნოვანი ისტორია არსებობს. მათ ჰქონდათ პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ურთიერთობები მაგრამ სამწუხაროდ რუსეთისთვის საქართველო მოისაზრებოდა არა როგორც მეზობელი სახემწიფო, რომლისთვისაც პატივი უნდა ეცა, არამედ მისი სამფლობელოს ერთი კუთხე, რომლისთვისაც ის დღემდე იბრძვის. ამ ორ ქვეყანას შორის მრავალჯერ დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლებიც რუსეთის მხრიდან ყოველთვის ირღვეოდა. მშვიდობის ალამს ამოფარებული ოკუპანტების მიერ არაერთხელ მოხდა ქართული მიწის დაპყრობა. დღეს, საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 1,5 ნაწილი რუსეთის მიერაა დაპყრობილი და მოსახლეობაში მათ მიმართ ნდობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

ბოლო დროს თავი იჩინეს იმ პოლიტიკოსებმაც რომლებიც დიდ მეზობელთან კარგი ურთიერთობების დამყარების მომხრე არიან. ორი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი რუსეთის პრემიერმინისტრს უკვე შეხვდა სხვებმა კი საქართველოს მტრებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.

იმ ფონზე, რაც აგვისტოს მოვლენებმა დაგვიტოვა, საზოგადოებაში რამოდენიმე ორაზროვანი იდეოლოგია წარმოიშვა, თუმცა სახემწიფო პოლიტიკას უბრალო მოსახლეობა ადვილად იგებს და ხშირად მსხვერპლიც თვითონ ხდება.

საჭიროა თუ არა აღდგეს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები?; უნდა დავიწყოთ თუ არა დიალოგი რუსეთთან?; რას ფიქრობთ იმ ოპოზიციონერებზე, რომლებიც ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ? - ეს ის კითხვებია, რომელიც “ღია ბოქლომმა” ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს დაუსვა.

ეკა რიგვავა, ფინანსისტი: “ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის მიუღებელია ოკუპანტებთან თანამშრომლობა”.

ელზა ანთია, პედაგოგი: “დიალოგი რათქმაუნდა საჭიროა, რადგანაც ბირთვული იარაღის მქონე სახემწიფოსთან უმჯობესია მოლაპარაკებები, ვიდრე ომი. ჩემი აზრით საჭიროა დაიწყოს ურთიერთობების დათბობის პროცესი. საქართველომ უნდა დაიბრუნის დაკარგული ტერიტორიები. ეს ოპოზიციონერები, რომლებიც პუტინს შეხვდნენ აკეთებენ სამშობლოსთვის სასიკეთო საქმეს...”

თენგო ხუციშვილი ენერგეტიკოსი: “რუსეთთან პოლიტიკურმა ურთიერთობამ ყოველთვის დაგვღუპა. გავიხსენოთ 1783 წელი. უკეთესია საქართველო იყოს ნეიტრალური ქვეყანა, რუსეთთან და ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობების გარეშე. ერთ დროს პოლიტიკურ წრეებთან ვმეგობრობდი, თუმცა არ მომწონს მათი საქციელი და მხარს აღარ ვუჭერ”.

ზური ალანია: “არ არის საჭირო რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობა. ჩემი აზრით ეს ქვეყნის ღალატია და სხვა არაფერი”.

ლამარა ჟვანია, დიასახლისი: “მეზობელთან კარგი ურთიერთობა კარგია ეს მხოლოდ კარგს მოგვიტანს. ჩვენი მოსახლეობის ნაწილი მუშაობს და ცხოვროგს რუსეთის ფედერაციაში და არჩენს ოჯახებს. ნოღაიდელი და ბურჯანაძე ძალიან კარგ პოლიიკას ატარებენ”.

ზოია კვარაცხელია, ფინანსისტი: “არ არის საჭირო პოლიტიკური ურთიერთობების განახლება მოსკოვთან. მათ აგვისტოში აგვაწიოკეს ახალგაზრდები დაგვიხოცეს, ოკუპანტებთან და მკვლელებთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება?! ჩემი აზრით ცუდი ნაბიჯი გადადგეს პოლიტიკოსებმა, როდესაც პუტინს ეახლნენ - ეს ქვეყნის ღალატი არ არის, მაგრამ უპასუხისმგებლო ნაბიჯი ნამდვილად შეიძლება დავარქვათ”.

ჩვენს გამოკითხვაში როგორც ხედავთ მოსახლეობის აზრი ორად გაიყო. ზოგისთვის რუსეთთან დიალოგი ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი საშუალებაა. საზოგადოების მეორე ნაწილი კი კრემლთან დიალოგის კატეგორიული წინააღმდეგია - ისინი ფიქრობენ, რომ დიალოგი დიდი რუსეთის კიდევ ერთხელ, კარგად დაგებული მახეა.

უცნობია როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები საქართველოში თუმცა ერთი კი ცხადია: დღეის მდგომარეობით თვითმმართველობის არჩევნების მოგების შანსი ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც დაბალი აქვს.

[დარია როგავა, “ღია ბოქლომი“ 11 (15)]

READ MORE - უარი რუსეთთან დიალოგს – ეს კარგს არაფერს მოგვიტანს?

ეროვნული საბჭო გამოკითხვას ჩაატარებს

პრაიმერში მონაწილე პარტიები თბილისის მერობის კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიურ გამოკითხვას 6, 7 და 8 აპრილს ჩაატარებენ.

"კახა კუკავამ დღეს ჟურნალისტებს, პარტიის ოფისში გამართული შეხვედრისას განუცხადა. მისი თქმით, დღეს დასრულდა იმ პარტიების რეგისტრაცია, რომელთაც სურვილი ექნებოდათ პრაიმერში მონაწილეობის მიღებისა.

დღევანდელი მონაცემებითაც, პრაიმერში მონაწილეობას მიიღებენ "კონსერვატორი" ზვიად ძიძიგური, "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი და "მომავლის პარტიის" ლიდერი გია მაისაშვილი.

კახა კუკავამ დასძინა, რომ 6, 7 და 8 აპრილს, "კარდაკარის" პრინციპით გამოიკითხება დედაქალაქის 15 ათასამდე მცხოვრები და სწორედ ამის შედეგად წარსდგება აღნიშნული ჯგუფი საერთო კანდიდატით თბილისის მერის არჩევნებში, რომელიც 30 მაისს ჩატარდება.

READ MORE - ეროვნული საბჭო გამოკითხვას ჩაატარებს

აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია, პრემიერ-მინისტრი იტყუება

საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად მოთხოვნა მედიკამენტებსა და პირბადეებზე დღითიდღე იზრდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეისათვის ლაბორატორიულად 647 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 8 მძიმე შემთხვევაა. საშიში ვირუსით 5 ადამიანის გარდაცვალებამ მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო.

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტებისა და პირბადეების საკმარისი მარაგი არსებობს. ჩვენთან საუბრისას ამას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე შოთა ცანავა. თუმცა, ჩვენ ამ ინფორმაციაში ეჭვი შევიტანეთ და ქალაქის აფთიაქებში სპეციალური გამოკითხვა ჩავატარეთ. ექსპერიმენტმა სრულიად განსხვავებული სურათი გვიჩვენა. როგორც ირკვევა, პირბედეების სერიოზული დეფიციტია და პრემიერ-მინისტრი, ფაქტობრივად, იტყუება.

15-16 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა უბანში ჩვენს მიერ გამოკითხული 24 აფთიაქიდან პირბადეები მხოლოდ სამ აფთიაქში აღმოვაჩინეთ. ესენია - აფთიაქი „ჯიპისი“ (აღმაშენებლის 116), მისი პარტნიორი აფთიაქი „წითელი A“ (გლდანის მე-5 მკ/რ-ნი) და აფთიაქი „ნიუ ფარმა“ (გლდანის მე-3 მკ/რ-ნი). ფასი 27-დან 40 თეთრამდე მერყეობს.

პირბადეების დეფიციტი განსაკუთრებით პრობლემურია „ავერსისა“ და „პეესპეს“ აფთიაქებში, რომლებიც ქალაქში, როგორც წესი, გვერდიგვერდ არის გახსნილი. ჩვენ სრულად წარმოგიდგენთ იმ აფთიაქების სიას, სადაც პირბადეები არ ჰქონდათ.

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელი: ყაზბეგის გამზირი #5; ყაზბეგის გამზირი #8; მეტროსადგური „სამედიცინო ინსტიტუტი“, ხიზანიშვილის ქ #6, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატთან“, გლდანის მე-7 მიკრორაიონი, გუდამაყრის ქუჩა #4; გაგარინის მოედანი.

ყაზბეგის გამზირი #5-ის „ავერსის“ფარმაცევტმა ზურაბ კიკვაძემ გვითხრა: „უკრაინაში არსებული ვითარება რომ აჩვენეს ტელევიზიით და თქვეს, რომ იქ პირბადეებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, შემიძლია ვთქვა, მეორე დღეს ჩვენთან არსებული პირბადეები მთლიანად გაიყიდა. ამჟამად კვლავ დეფიციტია. პირბადეები ბაზაშიც არ არის და ყოველდღე ველოდებით“.

„ავერსის“ ცხელ ხაზზეც დაგვიდასტურეს, რომ ქსელში პირბადეების დეფიციტია.

სერიოზული დეფიციტია „პეესპეშიც“, კერძოდ, პირბადეები შემდეგ აფთიაქებში არ ჰქონდათ: ყაზბეგის გამზირი #8; ხიზანიშვილის ქ. #6; აღმაშენებლის გამზირი 97; გლდანის მე-7 მიკრორაიონი; გაგარინის მოედანი.

პირბადეები ასევე არ ჰქონდათ: „სახალხო აფთიაქი“ მეტრო „პოლიტექნიკურთან“;
გლდანის მე-3 მიკრორაიონში, სუპერმარკეტ „მასივში“ არსებული აფთიაქი; გლდანის მე-5 მიკრორაიონში, აფთიაქში 36/6; „ჯიპისი“, ყაზბეგის #10; მეტროსაგური „ახმეტელთან“ სუპერმარკეტი „მარიამი“ - კერძო აფთიაქი.

„ბოლო 2 თვეა, პირბადეებზე მოთხოვნა გაიზარდა. ჩვენთან დიდი ხანია დეფიციტია“, - გვითხრა აფთიაქ „გეას“ (ყაზბეგის გამზირზე # 13) ფარმაცევტმა, ქეთი მაისურაძემ.

თბილისში პირბადეების დეფიციტი რომ შეიმჩნევა, ფაქტია. მოთხოვნაც არათუ მცირდება, არამედ ყოველდღიურად იზრდება. პირბადეები ძირითადად ჩინეთიდან შემოაქვთ.

ქალაქში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მივაწოდეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, შოთა ცანავას და ამ პრობლემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

„მე კერძო აფთიაქებში არსებულ ვითარებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ცენტრებში მედიკამენტების და პირბადეების საკმარისი რაოდენობაა“, - გვიპასუხა შოთა ცანავამ და დასძინა, რომ შესაბამისად, მოსახლეობამ პირბადეები არა კერძო აფთიაქებში, არამედ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მოიკითხოს.

ჩვენ რამდენიმე პოლიკლინიკაში დავრეკეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ პირბადეები მხოლოდ თანამშრომლებისთვის აქვთ და მოქალაქეებზე კი არ გაიცემა. „მიაკითხეთ აფთიაქებს“, - გვირჩიეს პოლიკლინიკებიდან.

www.Humanrights.ge აგრძელებს ჟურნალისტურ მოკვლევას ამ თემაზე. ახალ ინფორმაციებს უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

[თაკო ხუციშვილი, ანა შეშაბერიძე. Humanrights.ge]

READ MORE - აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია, პრემიერ-მინისტრი იტყუება

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...