ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
02:00 25.01.2012
ყოფილი წყალბურთელი, ამჟამად მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე, რომლის ცემა-წამების შესახებ არაერთი წერილი გამოქვეყნდა, გამოძიებამ დაზარალებულად ცნო, მაგრამ არა მისი წამების ფაქტზე, არამედ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ამ სიახლის შესახებ ოქროპირიძის დედის, ცირა გოდერძიშვილისგან შევიტყვე.
ოქროპირიძის უფლებების დამცველი ადვოკატის, მანანა კობახიძის განმარტებით, როგორც წესი პროკურატურა მსგავს ფაქტზე გამოძიებას იწყებს არა წამების, არამედ უფლებამოსილების გადამეტების კუთხით და შემდეგ სტატისტიკურ მონაცემებში უთითებს, რომ წამების არც ერთი ფაქტი არ მომხდარა.
ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა “ემპათია“, რომლის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანია, გიორგი ოქროპირიძის წამების ფაქტზე სტამბულის პროტოკოლის მიხედვით (საერთაშორისო სტანდარტი, რომლის მიხედვით იწერება დასკვნა) მომზადებული დასკვნა დადო. პატიმრის დედის, ცირა გოდერძიშვილის განმარტებით, სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოითხოვა წამების ფაქტზე გამოძიების დაწყება ოქროპირიძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მიხეილ ღოღაძემ, რომელიც ამავდროულად “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მუშაობს, მაგრამ პროკურატურამ გამოძიება არა წამების ფაქტზე, არამედ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (333-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაიწყო, გიორგი ოქროპირიძე დაზარალებულად ცნო და ხელმეორედ დაკითხა.
თუ გამოძიება ზემოხსენებული მუხლის მიხედვით დამნაშავეს გამოავლენს, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან ამავე ვადით საქმიანობის ჩამორთმევის, ან თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდება.
კიდევ ერთი სიახლეა - 25 იანვარს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ყანჩაველმა წარმოებაში არ მიიღო გიორგი ოქროპირიძის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც პატიმარს ციხის N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორის N106 განკარგულება ჰქონდა გასაჩივრებული, სასურსათო ბარათის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ოქროპირიძის უფლებების დამცველი ადვოკატის, მანანა კობახიძის განმარტებით, მოსამართლემ კანონი არასწორად განმარტა და საჩივრის ნაცვლად სარჩელის შეტანა მოითხოვა:
“რაც აბსურდია, რადგან კანონში საჩივრის შეტანაა მითითებული, მაგრამ რადგან გვინდა, რომ სასამართლომ ამ უკანონობაზე იმსჯელოს, იძულებულნი ვართ სარჩელი წარვადგინოთ“.
მოსამართლის მითითებით სარჩელის შეტანა შვიდ დღეში უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ზემოხსენებულ ფაქტზე აღარ იმსჯელებს. ამასთან, მანანა კობახიძის თქმით, სარჩელის შეტანა დაკავშირებულია ბაჟის გადახდასთან და კიდევ იმასთან, რომ სასამართლომ სარჩელში წარმოდგენილი საკითხი სამი ან ხუთი თვე შეიძლება არ განიხილოს, მაშინ, როცა ერთთვიანი ადმინისტრაციული სახდელი ოქროპირიძეს უკვე მოხდილი აქვს (სასურსათო ბარათის შეზღუდვის ათვლა 22 დეკემბერს დაიწყო).
“პროცესზე გიორგის ჰკითხეს - “სასურსათო ბარათის შეზღუდვის ვადა ხომ ამოწურულია და რაზე ასაჩვრებო?“ მან მიუგო - “მე არაფერი დამიშავებია, შინაგანაწესი არ დამირღვევია და გამომდინარე აქედან, არ მინდა ჩემს პირად საქმეში ეს უკანონო ადმინისტრაციული სახდელი დაფიქსირებული იყოსო“. ამ ფაქტთან დაკავშირებით გიორგის თანასაკნელები დაკითხეს და მათ დაადასტურეს ის, რომ ჩემს შვილს შინაგანაწესი არ დაურღვევია.
მის პროვოცირებას ახდენდა ექთანი სახელად ნანა, რომელიც მას აიძულებდა უზმოზე მიეღო ისეთი წამლები, რომლის დალევა ჭამამდე დაუშვებელია. სწორედ ამ ექთნის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შემდეგ გიორგის სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეუვარდნენ და მისი ცემა-წამება დაიწყეს“, - ამბობს ცირა გოდერძიშვილი.
ასევე:
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი ნატო გოგელია 23:15 06.09.2011 მთავრობის მიერ გაპიარებულმა ჰიბრიდულმა მოსავალმა კრახი განიცადა. გურიაში ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის ...
-
ორი აზრი გაზიარება მოწინააღმდეგე ვერ დავიბრუნებთ თემური, 52 წლის, ქუთაისი - ამ პოლიტიკით არა მგონია. რაღაც შანსები რომ იყო, მაშინ ომი დაიწყო...
-
საყოველთაო ნიჰილიზმისა და სასურველი ცვლილებების მოლოდინში ეს შეკითხვა სულ უფრო ხშირად გაისმის ქართულ საზოგადოებაში. ადრე აქტუალური იყო კითხ...
-
19:22 28.03.2015 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთის გზაზე, გომბორის გადასახვევთან ახლოს. ერთმანეთს სამგზავრო მიკროვატობუსი და საპატრულო პო...
-
ავტორი თამუნა მაისაშვილი 18:21 01.12.2011 ტელეკომპანია „მაესტროში“ ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. შეგახსენებთ, რომ „ქართული პარტიის“ ერთ–ერ...
-
18:15 05.07.2011 გამოვხატავთ ჩვენს უკიდურეს აღშფოთებას, საქართველოს ხელისუფლების მიერ "კანონის რელიგიური დენომინაციების შესახებ" ...
-
15:26 06.09.2011 საქართველოს ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე, ნაკრების წევრებმა და გულშემატკივრებმა კლაიპედას ქუჩებში მ...
-
17:06 11.11.2011 ქართულ პრესაში გამოქვეყნდა იმ ადამიანთა სიის ფრაგმენტული ნაწილი, რომელთაც ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უ...
-
15:59 23.01.2012 "ღია ბოქლომი" გთავაზობთ მედია–კავშირ "ობიექტივის" მიერ საქართველოს დიდ ქალაქებში ჩატარებული გამოკითხვ...
-
მოწინააღმდეგე ეროსი კიწმარიშვილი, „ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გაზიარება [15:26 01-12-2010] „ქართული პარტიის" პოლიტიკური მ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]

- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]

- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]

- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]

22 წლის გიორგი ოქროპირიძე გამოძიებამ დაზარალებულად ცნო
რუბრიკიდან: ადამიანის უფლებები, პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
ორშაბათს, 20 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, არასამთავრობო ორგანიზაცია "წინ"–ს წევრე...
-
ავტორი ნატო გოგელია 23:15 06.09.2011 მთავრობის მიერ გაპიარებულმა ჰიბრიდულმა მოსავალმა კრახი განიცადა. გურიაში ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის ...
-
13:06 19.05.2012 ბიჭი თავის ტყუპისცალის სხეულის ნაწილებით დაიბადა, რომელიც მუცლად ყოფნის დროს გარდაიცვალა,თუმცა კი ამ ტყუპისცალის ორგანიზმს...
-
17:06 04.10.2011 სომხეთის უშიშროების საბჭომ რელიგიურ სექტებს ომი გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის უშ...
-
18:15 05.07.2011 გამოვხატავთ ჩვენს უკიდურეს აღშფოთებას, საქართველოს ხელისუფლების მიერ "კანონის რელიგიური დენომინაციების შესახებ" ...
-
20:06 10.10.2011 ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ გასულ კვირას ღიად განაცხადა, ჟურნალმა Prospect-მ...
-
საყოველთაო ნიჰილიზმისა და სასურველი ცვლილებების მოლოდინში ეს შეკითხვა სულ უფრო ხშირად გაისმის ქართულ საზოგადოებაში. ადრე აქტუალური იყო კითხ...
-
20:10 31.03.2015 ახალი სკანდალი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის ირგვლივ, სადაც ამჯერად ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს. ამერიკ...



































