ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
19:45 10.01.2012
პატიმრების წამების ბოლოდროინდელი მეთოდები - მედიკამენტების ნაცვლად ცემით მკურნალობა, თავზე დაფურთხება, მორგში ჩაყვანა, გაშიშვლება, გაკოჭვა, ცემა და გაუპატიურების მცდელობა (რასაც გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში დღემდე იყენებენ), ახლა ალბათ, რუსთავის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის N16 დაწესებულებაში დაინერგება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს მორიგი საკადრო ცვლილება, რის შესახებაც ადვოკატ მამუკა ნოზაძისგან შევიტყვე.
პატიმრების ცნობილი მწამებელი, გიორგი ავსაჯანიშვილი, რომელიც გლდანის N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ამავე დაწესებულების ყოფილმა დირექტორმა, ვაჟა ცხვედიანმა რუსთავის N16 დაწესებულებაში გადაიყვანა.
საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელთან, თეა სუხიშვილთან. “სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დავრეკავ და გავარკვევ. დღის ბოლოს შემეხმიანეთ“, - გვითხრა მან, მაგრამ მორიგ სატელფონო ზარს აღარ უპასუხა.
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის ყოფილი და ამჟამინდელი წარმომადგენლების: ვაჟა ცხვედიანის, გიორგი ავსაჯანიშვილის, ალექსანდრე თოლორდავასა და ზურაბ ბულბულაშვილის “საგმირო საქმეებზე“ ჩვენს ვებგვერდზე (და არა მარტო აქ) არაერთი სტატია გამოქვეყნდა. მსჯავრდებულებმა: მალხაზ არქანიამ, კახაბერ ბარათაშვილმა, ნიკოლოზ მირზაშვილმა, გიორგი ოქროპირიძემ, დენის ყვარელაშვილმა, ნიკოლოზ მირზაშვილმა და ზურაბ ბოსტოღანაშვილი ზემოხსენებულ პირები ღიად ამხილეს; მათ სახალხო დამცველის რწმუნებულებს ახსნა-განმარტებები მისცეს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, ევროპულ სასამართლოს საჩივრებით მიმართეს, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დაუსჯიათ.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დამნაშავეებს მიზანმიმართულად მფარველობს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა: დენის ყვარელაშვილმა, ზურაბ ბოსტოღანაშვილმა და ნიკოლოზ მირზაშვილმა 2010 და 2011 წლების მანძილზე არაერთხელ მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურორს თხოვნით, რომ დაწყებულიყო გამოძიება ვაჟა ცხვედიანის და N18 სამკურანო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების: გიორგი ავსაჯანიშვილის, ალექსანდრე თოლორდავასა და ზურაბ ბულბულაშვილის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ, მთავარი პროკურატურა დამნაშავეებს მიზანმიმართულად მფარველობს. დღემდე არ დაწყებულა გამოძიება ზემოხსენებული მსჯავრდებულების მიმართ ჩადენილ დანაშაულზე და არც დაიწყება.
საქართველოში უკანონობის ჩადენა მთავრობის მითითებით ხდება, რადგან ყველა პირს საჩივარი ევროპულ სასამართლოში აქვს. თითოეულ საქმეზე კომუნიკაცია დასრულებულია და ამჟამად გადაწყვეტილებას ველოდებით“.
მამუკა ნოზაძის თქმით, ვაჟა ცხვედიანმა ძალიან ბევრ პატიმარს უარი ათქმევინა ევროპულ სასამართლოში შეტანილ საჩივარზე:
“და ახლა ცხვედიანი იგივე საქმიანობის და დანაშაულების გასაგრძელებლად რუსთავის N16 დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქ ძალიან ბევრია ისეთი პატიმარი, რომელსაც ევროპულ სასამართლოში საჩივარი აქვს შეტანილი და ახლა მათზე გაგრძელდება ზეწოლა“.
ის რომ ვაჟა ცხვედიანი რუსთავის N16 დაწესებულებაში გადაიყვანეს და ის, რომ მან თან წაიყვანა გიორგი ავსაჯანიშვილი, ამის დანამდვილებით თქმა შეიძლება, მაგრამ ცხვედიანი დირექტორად დანიშნეს თუ მოადგილედ, ეს სამწუხაროდ, ვერ დავაზუსტე - გავრცელებული ინფორმაციით, ცხვედიანი დაწესებულების დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. პატიმრები კი ამბობენ, რომ დირექტორად გადაიყვანეს და არა მოადგილედ. ამ საკადრო ცვლილებების შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროსა და დეპარტამენტის ვებგვერდებზე ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის.
“გიორგი ავსაჯანიშვილი ცხვედიანმა წაიყვანა და რა თანამდებობაზე დანიშნა, ჯერ უცნობია. თუმცა, ეს ფაქტი თავისთავად ყურადსაღებია“, - ამბობს მამუკა ნოზაძე და იქვე დასძენს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების წამების ფაქტებზე მორიგი საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურატურაში კვირის ბოლოს შეაქვს - “სხვათა შორის, მთავარ პროკურატურას ყვარელაშვილისა და მირზაშვილის საქმეებზე მიმდინარე წელს სამჯერ (3, 6 და 9 იანვარს) მივმართე, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენიათ. მიუხედავად ამისა, მათ არ მოვასვენებ“.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
20:10 31.03.2015 ახალი სკანდალი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის ირგვლივ, სადაც ამჯერად ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს. ამერიკ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 20:00 24.10.2011 ოზია - ქრისტეს შობამდე მეშვიდე საუკუნის იუდეველთა მეფე იყო. ისტორიულ წყაროებში ოზია მიწა-წყლის მი...
-
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თანხის გამოძალვის ბრალდებით სვანეთში დაკავებულ სახელმწიფო მოხელეთა საქმის განხილვა დაასრულა. განსასჯელთა უმრა...
-
საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად მოთხოვნა მედიკამენტებსა და პირბადეებზე დღითიდღე იზრდება. დაავადებათა კო...
-
16:57 25.03.2014 დავით თარხან-მოურავი - დავაფასოთ პატრიარქი! იხილეთ ვიდეო:
-
ზუგდიდში, სადაც ადგილობრივი ჩინოვნიკები ყოველ საღამოს ქალაქის ცნობილ რესტორანში იკრიბებიან, 10 ნოემბერს მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა. რაიონ...
-
ინტერნეტტრაფიკის სიჩქარის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა, რეგიონის მასშტაბით კი - პირველზე. მიუხედავად ამისა, მომხმარებლები ინტ...
-
ავტორი თამუნა მაისაშვილი 19:06 10.02.2012 საქართველოში უკვე აღარავინ დაობს, რომ სახელმწიფოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი ძალია...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
წამების ექსპორტი
რუბრიკიდან: ადამიანის უფლებები, ეს სააკაშვილის საქართველოა
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
19:43 20.09.2011 2011 წლის 19–25 სექტემბრის ნომერში პოეტ ვახტანგ ხარჩილავას სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი&quo...
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
ავტორი b2p.ge 02:06 03.12.2011 "გაბრიელ გარსია მარკესი - 14 ფრაზა ცხოვრების შესახებ" 1. მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხა...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:47 17.05.2012 თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ო...