ავტორი ნინო მიქიაშვილი
00:06 04.01.2012
ქართულ ციხეებში პატიმრების ცემა-წამება 2012 წელსაც გაგრძელდება. ამის თქმის საფუძველს იძლევა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის პრიორიტეტების ჩამონათვალი და ის, რომ გასულ წლებში პატიმრების ცემა-წამების გამო, არც ერთი ადამიანი არ დასჯილა. მეტიც, ისინი სხვადასხვა სასამართლო პროცესებზე ბრალმდებლის როლში გამოდიან და ნაწამებ პატიმრებს იქით ადანაშაულებენ - უმისამართოდ ყვიროდა, იგინებოდა და აგრესიული იყოო.
ასე მოხდა 2011 წლის 31 დეკემბერს, 22 წლის გიორგი ოქროპირიძის შემთხვევაში - N18 სამკურნალო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პატიმრების წამებით სახელგანთქმული გიორგი ავსაჯანიშვილი სააპელაციო სასამართლოში ადგა და ოქროპირიძე იქით დაადანაშაულა, უმისამართო გინებასა და ყვირილში. მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი ავსაჯანიშვილს გულდასმით უსმენდა, ისევე, როგორც 22 წლის პატიმარს, რომელმაც კონკრეტულ პირებს (ალექსანდრე თოლორდავას, გიორგი ავსაჯანიშვილს, ზურაბ ბულბულაშვილს) ხელი დაადო და დეტალურად მოყვა რა მეთოდებით აწამებენ, იმისთვის, რომ აიძულონ და ევროპული სასამართლოდან საჩივარი გამოატანინონ. როგორც ჩანს, ნაწამები პატიმრის ჩვენება მოსამართლემ ცნობად მიიღო და თავისი გადაწყვეტილებით პატიმრის წამებაში მხილებულს გაუმაგრა პოზიციები.
ადვოკატ მამუკა ნოზაძის განმარტებით, გასულ წელს გიორგი ავსაჯანიშვილი სასამართლოზე იგივე როლში კიდევ ორ პატიმართან - დენის ყვარელაშვილთან და ზურაბ ბოსტოღანაშვილთან მიმართებაშიც გამოდიოდა.
“ მოსამართლეებმა უკანონობა ამ შემთხვევაშიც ნოტარიულად დაამოწმეს“, - ამბობს მამუკა ნოზაძე. მისივე თქმით, ყვარელაშვილის საქმეც ევროსასამართლოში იყო გასაჩივრებული და ამის გამო პატიმარს სისტემატუირად სცემდნენ, აწამებდნენ და ამ გზით აიძულებდნენ უარი ეთქვა ევროსასამართლოში შეტანილ საჩივარზე. ძირითად საჩივართან ერთად ადვოკატმა ევროსასამართლოში ყვარელაშვილის წამების ფაქტიც გაასაჩივრა.
3 იანვარს გიორგი ოქროპირიძის დამცველმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცემა-წამების ფაქტიც გაასაჩივრა. ამასთან, ოქროპირიძის მშობლებისგან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორი, ვაჟა ცხვედიანი სხვაგან გადაიყვანეს და ახლა დირექტორის მოვალეობას მისი მაოდგილე ასრულებს. ცხვედიანიც არაერთ გახმაურებულ საქმეში (მათ შორის ზემოთ დასახელებულ საქმეებში) ფიგურირებს, როგორც პატიმრების მწამებელი.
კალმახილიძის პრიოტეტები
ახლა რაც შეეხება იმ პრიორიტეტებს, რომელთა ჩამონათვალი სააგენტო “ინტერპრესნიუსმა“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა:
2012 წელს იგეგმება ოზურგეთის რაიონის, დაბა ლაითურში 4 000-კაციანი ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულების აშენება, რომელიც ხუთ საპატიმრო დაწესებულებას ჩაანაცვლებს (ბათუმის, ხონის, ზუგდიდის, და თბილისის ორთაჭალაში მდებარე N1 და N12). ლაითურში ახალი საპატიმრო დაწესებულების მშენებლობაზე 1 000 ადამიანის დასაქმება იგეგმება, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ - 500-ის. ხათუნა კალმახილიძის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ დაბა ლაითურის საპატიმროს აშენების შემდეგ ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი პირობები მთელ ციხეთა სისტემაში გაუმჯობესდება.
კალმახელიძის პრიორიტეტებში შედის პროექტი “გისოსებს გარეშე“, რაც გულისხმობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “პერსპექტივას“ მიერ დასაქმების ობიექტების შექმნას, სადაც მსჯავრდებულები დასაქმდებიან. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია განმარტებული, სასჯელს აღასრულებს პრობაციის ეროვნული სააგენტო.
კალმახელიძის სამინისტროს მესამე პრიორიტეტად სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან საზოგადოებრივი მისაღების გახსნა აქვს დასახელებული, რითაც “პროცედურები გამარტივდება, კონსულტაცია კვალიფიციური იქნება და სწრაფი სერვისებით კომფორტულ გარემოში მოემსახურებიან“.
ხათუნა კალმახელიძის სამინისტრო დამატებითი სერვისების: საბანკო მომსახურება, უფასო ინტერნეტი, საბავშვო კუთხე, საინფორმაციო დაფა, უფასო იურიდიული კონსულტაცია დანერგვასაც გეგმავს.
“დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს 2012 წლის პრიორიტეტია. კერძოდ, ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულების მშენებლობა, ქალთა დაწესებულებაში ნორვეგიული სტანდარტის ბიბლიოთეკის და საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, პროფესიული განათლების სარეაბილიტაციო სახლების მშენებლობა, გრძელვადიანი პაემნების ინფრასტრუქტურის მშენებლობა, იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრების გახსნა, არასრულწლოვან ბრალდებულთა განათლებისა და რეაბილიტაციისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის შესაფერისი გარემოს უზრუნველყოფა.
სამინისტროს 2012 წლის პრიორიტეტად რჩება პენიტენციური ჯანდაცვა - პირველადი ჯანდაცვის სრულყოფილად დანერგვა, ტუბერკულოზთან ბრძოლის გაგრძელება, პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში სამოქალაქო სექტორის ჯანდაცვასთან გათანაბრების პროცესის გაგრძელება.
საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაც სამინისტროს პრიორიტეტია. 2012 წელს იგეგმება ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, სასამართლოსთან ვიდეო-კავშირის დამყარება, იურიდიული დახმარების სამსახურში სისხლის სამართლის საქმეთა აღრიცხვისა და დამუშავების ელექტრონული პროგრამის დანერგვა, ელექტრონული სამედიცინო ბარათების დანერგვა.
სასჯელაღსრულების ნაწილის გარდა, სამინისტრო პრობაციის მიმართულებითაც აქვეყნებს 2012 წლის გეგმას - განხორციელდება ეფექტური კონტროლი, შეიქმნება კონტროლის დამატებითი მექანიზმი სერვისის სახით არასამუშაო საათებში, გამოიყოფა ფართი ინტენსიური სარეაბილიტაციო პროგრამებისათვის, დაინერგება ინდივიდუალური მიდგომა, რისკების შეფასება ყველა პრობაციონერის მიმართ“, - აი, ასეთია პატიმრების მწამებელი ადამიანების მფარველი კალმახელიძის სამინისტროს პრიორიტეტები.
"ობიექტივი"
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
14:00 05.02.2020 „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 18:58 18.04.2020 „ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
15:00 10.12.2019 მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზი...
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...
-
palitratv.ge 23:43 04.09.2013 გაფრთხილებთ, კადრები მძიმე სანახავია! ჯონი ბაკარაძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გადა...
-
stars.ge:რამდენიმე თვის წინათ რუსთავიდან სალონიკში მეუღლესთან, ვაჟიკო ციცაგთან ერთად გადასახლებული ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი პოპულარ...
-
შსს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. შსს-ს ინფორმაციით, დღეს, ზუგდიდში პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით...
-
“მშვიდობა ის საერთო სიმდიდრეა, რომელსაც შეჰნატრის კავკასიის ყოველი ერი. იგი ურთიერთ თანამშრომლობით, პიროვნების პატივისცემითა და კულტურათაშორ...
-
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2 ოქტომბერს ზუგდიდის თეატრს უმასპინძლებს დასაწყისი: 12:00 სთ, კვირა, 2 ოქტომბერი. ადგილი: კოტე მა...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
ქართულ ციხეებში პატიმრების ცემა-წამება 2012 წელსაც გაგრძელდება
რუბრიკიდან: ადამიანის უფლებები, პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით
-
14:00 05.02.2020 „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთ...
-
15:00 10.12.2019 მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 18:58 18.04.2020 „ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, ...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 15:20 30.10.2011 კინოს სახლში, “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება –...
-
გაზიარება [სიმონ ჯანაშია. 17:18 23-06-2010] განათლების ცნობილი მკვლევარი და თეორეტიკოსი ჯონ დიუი თავის ცნობილ წიგნში "დემოკრატია და გან...
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...
-
საერთაშორისო ორგანიზაცია ”აირექსმა”, რომლის ზოგიერთ პროგრამას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების...
-
17:11 13.10.2014 საქმე # N1006805. ფრაგმენტი პროკურორის დასკვნითი სიტყვიდან:“ფაქტია, რომ დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა,...
-
palitratv.ge 23:43 04.09.2013 გაფრთხილებთ, კადრები მძიმე სანახავია! ჯონი ბაკარაძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გადა...