20:10 31.03.2015
ახალი სკანდალი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის ირგვლივ, სადაც ამჯერად ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს.
ამერიკული მედია ავრცელებს ყოფილი სახელმწიფო მდივნისთვის მისი თანაშემწის სიდნი ბლუმენტალის მიერ გაგზავნილ წერილებს, რომელიც 2012 წლით თარიღდება.
ერთ-ერთ ელექტრონულ შეტყობინებას ის თან ურთავს ბიძინა ივანიშვილის წერილს.
მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი ჰილარი კლინტონს სწერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რუსეთის მიმართ ცივი ომის რიტორიკა საქართველოსა და დასავლეთის ინტერესებში არ შედის. მისი თქმით, ეს ყველაფერი დასავლეთთან უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის. აქვე ივანიშვილი ჰილარი კლინტონს სწერს, რომ შეერთებული შტატების რეგიონული ინტერესებისთვის არ იქნება კარგი საქართველოსა და რუსეთს შორის გაყინული ურთიერთობები. წერილის ბოლოში კი იმედს გამოთქვამს, რომ მასსა და სახელმწიფო მდივანს შორის დიალოგის შესაძლებლობები გაჩნდება.
თუ დამტკიცდა, რომ ბლუმენტალი მართლაც ლობირებდა ქართული ოცნების ლიდერს, ეს ფედერალური კანონის დარღვევა იქნება.