19:22 28.03.2015
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთის გზაზე, გომბორის გადასახვევთან ახლოს. ერთმანეთს სამგზავრო მიკროვატობუსი და საპატრულო პოლიციის მანქანა შეეჯახა.
თვითმხილველის თქმით, საგზაო წესები საპატრულო ეკიპაჟმა დაარღვია. მომხდარის შესახებ მიკროავტობუსის მძღოლი უკვე დაკითხეს, ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმებაც, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.
მსუბუქად დაშავდნენ მიკროავტობუსის მგზავრები. ისინი საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად 2 დაშავებული რჩება კლინიკაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ადასტურებენ, თუმცა უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას პატრულის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
მომდარზე გამოძიება დაწყებულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების დარღვევის მუხლით.