უჩა გოდელაძე – კიდევ ერთი წამებით მოკლული ქართველი

გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია]

2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგივე უჩა გოდელაძის გარდაცვალების ფაქტზე. ტელეკომპანია იტყობინებოდა, რომ _ "ბათუმში გვიან ღამით საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას მოკლეს, კანონიერი ქურდი უჩა გოდელაძე". პოლიციის ინფორმაციით გოდელაძე კანონიერი ქურდის სტატუსით სარგებლობდა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით კი გოდელაძე ამ დროის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

მაშინ დუმილს ინარჩუნებდა იუსტიციისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროები, რომლებიც, როგორც წესი ინფორმაციას პატიმართა გარდაცვალების შესახებ ვებ-გვერდზე ანთავსებენ.

პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებდა სახალხო დამცველის აპარატი, მაგრამ კომენტარისგან თავს იკავებდა ექსპერტიზის დასკვნის არ არსებობის გამო.

სახელმწიფო ადვოკატი ჟურნალისტების შეკითხვაზე _ "ფლობდა თუ არა რაიმე ინფორმაციას მისი დაცვის ქვეშ მყოფის გარდაცვალების შესახებ," აცხადებდა, რომ არაფერი იცოდა რადგან აღარ იყო ამ საქმის ადვოკატი, შესაბამისად პატიმრის გარდაცვალების შემდეგ, მას უკვე არაფერი არ ეხებოდა.

ჟურნალისტების კითხვებზე არ პასუხობდნენ ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომლები, და მათ პროფესიული ეთიკისკენ მიუთითებდნენ. ერთადერთი ინფორმაცია რისი მოპოვებაც მოხერხდა "ღუდუშაურის კლინიკის" დასკვნა იყო სადაც ეწერა, რომ "უ. გოდელაძე გარდაიცვალა "გაურკვეველ" ვითარებაში". მანმადე კლინიკის მთავარმა ექიმმა მიშა დოლიძემ ინფორმაციის გასაცემად ჟურნალისტებს პაციენტის (გარდაცვლილი უ. გოდელაძის) ნებართვა მოსთხოვა.

მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელების მიერ დამალული იქნა ყველანაირი ინფორმაცია გოდელაძის გარდაცვალების თაობაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უშანგი გოდელაძის გარდაცვალების მიზეზს ყველა ინსტანციაში ტაბუ დაადეს.

უფრო ინფორმირებული და გულახდილი აღმოჩნდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი დოდო გუგავა, რომელმაც განაცხადა, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან პატიმარი დროულად იქნა გადაყვანილი "ღუდუშაურის" კლინიკაში, ასე, რომ ციხის ადმინისტრაცია ყველანაირ პასუხისმგებლობას თავიდან იხსნის და ღუდუშაურის კლინიკას აკისრებს.

გარდაცვლილის ოჯახმა, იმის შიშით, რომ შესაძლებელი იყო მათაც შექმნოდათ პრობლემები, თავის შეიკავეს ხელთ არსებული ინფორმაციის გავრცელებისგან. დღეს კი მოკლულის მეუღლე ნინო გოდელაძე ასსეთ კომენტარს აკეთებს:
"უჩა საქართველოდან მაშინ წავიდა, როცა ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაანთავისუფლეს, ჩვენ ერთად დავტოვეთ საქართველო, "სოდის" თანამშრომლებმა მიგვაცილეს საზღვრამდე, პასპორტიც მათ გაუკეთეს უჩას 2 საათში. ოფიციალურად გაათავისუფლეს და ცხადია ძებნილიც არ იყო.

21 სექტემბერს უჩას დაკავების შესახებ არავის უცნობებია "არამიანიცის" პროზექტურიდან შეგვატყობინეს, რომ უჩას გვამი იყო მიტანილი, როგორც გავიგეთ სამი დღის განმავლობაში სხვა საავადმყოფოში ესვენა, ცხედარზე მძიმე დაზიანებები აღინიშნებოდა, არ ვიცი ვინ, სად და როგორ დააკავა.. მომხდართან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილებაში დაიწყო გამოძიება, ერთხელ მოვიდნენ და დაგვკითხეს ამის მეტი არაფერი ვიცით".

ადვოკატმა ლალი აფციაურმა, რომელიც ამ ბურუსით მოცული საქმის დეტალებით დაინტერესდა სენსაციური ფოტომასალა მოგვაწოდა, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ იქნა მოკლული უჩა გოდეკლაძე.

ლალი აფციაური ადვოკატი: _ "უჩა გოდელაძის "დაუდგენელ" ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი ალბათ დიდხანს Dდარჩებოდა ბურუსით მოცული, რომ არ ერთი კონკრეტული შემთხვევა. 2010 წლის 21-24 თებერვალს ავსტრიაში ყოფნის დროს გადმომცეს ფოტოსურათები, რომელზედაც აღბეჭდილი იყო სასტიკად ნაწამები გარდაცვლილი ადამიანის გვამი. აშკარად ჩანდა, რომ ნაწამები უჩა გოდელაძის ფოტოსურათები გადაღებული იყო პროფესიონალის მიერ, ვინაიდან ფოტოსურათებზე აღბეჭდილი იყო გვამზე არსებული უამრავი მძიმე დაზიანება.

პოლიციის მუშაკთა უკანონო ქმედებების შესახებ რა თქმა უნდა არაერთხელ გვსმენია და მათ მიერ ნაწამები ბევრი ადამიანიც გვინახავს მაგრამ ამ კონკრეტულმა ფაქტმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, შესაძლებელია უჩა გორდელაძე კრიმინალი იყო მაგრამ არა იმ სამართალდამცავებზე მეტი, რომლებმაც გორდელაძის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა ჩაიდინეს.

საქმის მასალების მიხედვით, კერძოდ: ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გოჩა ფუტკარაძის 2009 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით – აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ ირკვევა, რომ 2009 წლის 17 სექტემბერს 21:00 საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის #1 სამმართველოს გამომძიებელმა შოთა მამულაძემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე უშანგი გოდელაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ. მოსამართლე გ. ფუტკარაძე დაპატიმრების ბრძანებაში აღნიშნავს შემდეგს: - “წარმოდგენილი შუამდგომლობითა და მასზე დართული მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 17 სექტემბერს უშანგი გოდელაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ა/ქვეპუნქტითა და 2231-ე მუხლის II ნაწილით და 260-ე მუხლის III ნაწილის “ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. უშანგი გოდელაძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: უშანგი გოდელაძემ, რომელიც რამოდენიმე წელია არის კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროში სარგებლობს მეტსახელით “უჩა” ცხოვრობს ქურდული წესების შესაბამისად და არის ქურდული ტრადიციების მიმდევარი, ახორციელებს ქურდულ გარჩებვებს, ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს და პირთა გარკვეულ ჯგუფს, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, განიზრახა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, გოჩა მურადოვთან ერთად. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იგი 2009 წლის 14 სექტემბერს, თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის სიმბარათის ნომრიდან 899-15-98-15 დანაშაულებრივად დაუკავშირდა მის ნაცნობსა და ქურდული ტრადიციების მიმდევარს მინდია კახიძეს, ამ უკანასკნელის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე, რომლის სიმბარათის ნომერია 899-62-01-42 და თხოვა დახმარება, რათა მინდია კახიძეს გაეწია ორგანიზება ე.წ კანონიერი ქურდის უშანგი გოდელაძესა და მისი თანმხლების პირის გოჩა მურადოვისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, რაზედაც მინდია კახიძემ, ნიშნად ქურდული სამყაროს და კანონიერი ქურდის პატივისცემისა, განაცხადა თანხმობა, რის გამოც 2009 წლის 14 სექტემბერს, საღამოს საათებში, მინდია კახიძემ, ვინაიდან იგი არ იმყოფებოდა ქ. ბათუმში თავის მობილური ტელეფონიდან, რომლის ნომერია 899-62-01-42 დაურეკა დედამისს ნანი კახიძეს. და უთხრა: რომ მასთან სახლში ირაკლი გოგილიშვილი მიიყვანდა სტუმრებს, რომელთაგან ერთ-ერთი უშანგი გოდელაძე მეტსახელად "უჩა" იყო კანონიერი ქურდი და ამ უკანასკნელისათვის მიექცია განსაკუთრებული ყურადღება. მოგვიანებით უშანგი გოდელაძე და გოჩა მურადოვი, მინდია კახიძესთან წინასწარი შეთანხმებით, ირაკლი გოგოლიშვილის დახმარებით მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმი, ანგისის დასახლება, იმედის ქუჩა #16-ში, 2009 წლის 15 სექტემბერს, უშანგი გოდელაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი"-ს უკანონო შეძენა შენახვისათვის დაკავებული იქნა ეჭვმიტანილის სახით, რა დროსაც მან პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ იგი არის კანონიერი ქურდი, არის ქურდული ტრადიციების მიმდევარი და ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად პირადი ჩრეკისა და მისი დაკავების ოქმს ხელს არ მოაწერს.

აღნიშნული ქმედებით უშანგი გოდელაძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის II ნაწილით.

კანონიერმა ქურდმა, უშნგი გოდელაძემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1।471 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და უკანონოდ მოკლე შარვლის – ე.წ შორტის
მარცხენა გვერდითა ჯიბეში, მოთავსებულს სიგარეტ "პარლამენტის"
კოლოფში, რაც 2009 წლის 15 სექტემბერს, ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის დროს, ხოლო უშანგი გოდელაძე დაკავებული იქნა ეჭვმიტანილის სახით.

აღნიშნული ქმედებით უშანგი გოდელაძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის III ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
მანვე, ვინაიდან იგი არის კანონიოერი ქურდი, მეტსახელად ”უჩა” და იცოდა, რომ მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ცნობილი იყო...

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის ბრძანების ტექსტის ეს ნაწილი დაუმთავრებელია და გრძელდება იმით, რომ უშანგი გოდელაძის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა ალბათობის მაღალი ხარისხით დადასტურებულია: _ "მისი პირადი ჩხრეკის ოქმით, დაკავების ოქმით, საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ დადგენილებით, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობისა და საქმეზე დართვის დადგენილებით, მოწმეთა ჩვენებებით და გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით”.

უჩა გოდელაძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის მონაწილეობა, (თუ დავესესხებით მისივე სიტყვებს), ალბათობის მაღალი ხარისხით დადასტურებულია მის მიერვე - 2009 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს სახელით გამოცემული ბრძანებით, - უჩა გოდელაძის დაპატიმრების შესახებ~ - ამბობს ლალი აფციაური.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის ლ. კვეზერელის #904//33 დასკვნის მიხედვით:უშანგი გოდელაძის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრამვის შედეგად განვითარებული მასიური სისხლჩაქცევა თავის ტვინში. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით სიკვდილი დადგა 21.09.09 წელს 21:00 საათზე, რაც არ ეწინააღმდეგება გვამის გამოკვლევისას განვითერებულ გვამურ მოვლენებს. უშანგი გოდელაძის გვამს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი შემდეგი სახის დაზიანებები:მასიური სისხლჩაქცევა სუბდურულად, სუბაარაქნოიდალურად და ინტრავენტრიკულურად. ნაჭდევები: – მარჯვენა წინა მხრის, მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის, ორივე მუხლის სახსრის, მარცხენა წვივისა და ორივე კოჭ-წვივის სახსრის არეში. სისხლნაჟღენთები: მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მარჯვენა მხრის, მუცლის წინა და გვერდითა კედლის, მარცხენა თეძოს ფრთის, მარცხენა წინამხრის, მარცხენა წვივისა და მარჯვენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის არეში. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხანდაზმულობით 3-4 დღისაა.

შ.პ.ს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი "ვექტორი"-ს მიერ, ოჯახის მოთხოვნით ჩატარებული იქნა ექსპერტიზა, რომელმაც ანალოგიური დასკვნა გასცა. წარმოდგენილი ფოტომასალები გადაღებულია შ.პ.ს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი "ვექტორი"-ს მიერ.

როგორც უკვე აღინიშნა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხანდაზმულობით 3-4 დღისაა. ამავე ექსპერტიზის დასკვნით უჩა გოდელაძის ბიოლოგიური სიკვდილი 21 სექტემბერს დადგა ე.ი ხანდაზმულობის მიხედვით დაზიანებები 18 ან 19 რიცხვში უნდა მიეღო.

ლალი აფციაური, ადვოკატი: _ "ურთიერთგამომრიცხავი მასალები უჩა გოდელაძის დაპატიმრებასთან და გარდაცვალებასთან დაკავშირებით და გვამზე არსებული დაზიანებები რომლებიც მის წამებას ადასტურებენ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა კიდევ ერთ უკანონო და არაადამიანურ მოპყრობაზე მიგვანიშნებს.

"არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს " თანამეგობრობა აგრძელებს დამოუკიდებელ გამოძიებას და მოპოვებულ მასალებს გააცნობს საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს და უფლება დაცვით ორგანიზაციებს.

ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას, აღნიშნულ ფაქტზე შესაძლებლობების ფარგლებში მოახდინოს რეაგირება და რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევისა და წამების ფაქტების აღსაკვეთად".



რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...