ორშაბათს, 20 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, არასამთავრობო ორგანიზაცია "წინ"–ს წევრები, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” დაკავებული მომხრეების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის აქციას იწყებენ.
გაზიარება
[13:33 18-09-2010]
როგორც მოძრაობაში აცხადებენ შიმშილობის აქცია, რელიგიური - რწმენის პატიმრების გათავისუფლებამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ რვავე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
2010 წლის 7 მაისს, ახალგაზრდა ავტორის ერეკლე დეისაძის წიგნთან „საიდუმლო სირობასთან" დაკავშირებით ტელეკომპანია "კავკასიის" ტოქშოუ "ბარიერის" პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის დროს, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" (მმკ), ასევე "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" (სსმ) წარმომადგენლებსა და მათ ოპონენტებს შორის გაჩენილ უთანხმოებას ტელეკომპანიაში უცხო პირთა შეჭრა და ჩხუბი მოჰყვა. ინციდენტის ღამესვე საპატრულო პოლიციამ 8 ახალგაზრდა დააკავა...