12:43 07.11.2013
კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო.
ორგანიზაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერი შენგელაიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მხოლოდ კოალიციის გამარჯვებული კანდიდატის პლაკატებს ჩამოხსნიან:
„დასუფთავების აქცია იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ უკვე პრეზიდენტის ყველა პლაკატს არ ჩამოვხსნით ქალაქში“.
ახალგაზრდული ორგანიზაცია მოუწოდებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მათაც თავად იზრუნონ საკუთარი კანდიდატების პლაკატების ჩამოხსანზე.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
livepress.ge