15:23 23.12.2013
ჟურნალ "ღია ბოქლომის" ბლოგზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ "ევროპა ბეთში" არასრულწლოვანთა შესვლა არ კონტროლდება, ჩვენს ჟურნალისტს კაზინოს გენერალური დირექტორი დაუკავშირდა.
გიორგი გედევანიშვილმა მედიასაშუალებას შეურაცხყოფა მიაყენა, ჟურნალისტს კი უშვერი სიტყვებით მიმართა და რედაქციის წარმომადგენელი საქმის გასარჩევად დაიბარა.
ჟურნალი "ღია ბოქლომი" სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს უმოკლეს ვადაში გაავრცელებს, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა კანონით ისჯება. მასმედიაზე თავდასხმა ანუ, დაშინების მცდელობის გზით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს...
"ევროპა ბეთში" არსებულ ვითარებასთან და დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რედაქცია რამდენიმე დღეში პრეს-კონფერენციის გამართვას გეგმავს.