ავტორი politico
14:47 30.04.2018
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი რუსეთთან კონტაქტის აღდგენის მომხრეა. როგორც მან განაცხადა, ევროპაში უსფართხოება რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია. ამის შესახებ politico წერს.
"ჩვენ უნდა ვისწავლოთ რუსეთთან თანასწორუფლებიანი საუბარი. ჩვენ, ევროპელებს, ხანდახან გვგონია, რომ მთელი სამყაროს მმართველები ვართ. გვავიწყდება, რომ დიდი სამყაროს პატარა ნაწილი ვართ. ჩვენ ვკარგავთ ეკონომიკურ სიძლიერეს. დემოგრაფიული დანაკარგიც სახეზეა. დედამიწის სხვა ნაწილს ყური უნდა დავუგდოთ", – განაცხადა იუნკერმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მსოფლიო დონი მოთამაშეა და მისი უგულებელყოფა შეუძლებელია. მანვე ვლადიმერ პუტინს თავისი მეგობარი უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი წლებია მეგობრობენ.
„ჩემი მეგობარი ვლადიმირ პუტინი – ჩვენ წლებია ვმეგობრობდით, მიუხედავად იმისა რომ დღეს პუტინის მეგობრად მოხსენიება არ შეიძლება – ძალიან შეწუხებული იყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, რომელშიც მან რუსეთი რეგიონულ მოთამაშედ მოიხსენია. ეს ასე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.