ავტორი ნინო მიქიაშვილი
01:08 07.12.2014
საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან ახლოს არავის უშვებენ. შორიდან ჩანს რომ იქ ტრაქტორები მუშაობენ. ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე მუშტმა“ 7 იანვარს გაავრცელა, რასაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა წყაროსთან ვაზუსტებდი. ბრა მაღაროს ირგლივ ტრაქტორების მუშაობა. მისივე თქმით, უკვე ერთი კვირაა, რაც იქ ტრაქტორებს ხედავს, მაგრამ ოქროს მომპოვებელი კომპანიის დაცვა ახლოს არავის უშვებს - “ჩამოდით და თქვენი თვალით ნახეთ რაც ხდება“. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამუშაოების დაწყებაზე არანაირი ნებართვა არ გაუცია. ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა სატელეფონო საუბრისას განმიცხადა და იქვე დასძინა, რომ ოფიციალურ განცხადებას მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს მარინე მიზანდარსა და ამავე სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის დირექტორს ბესიკ მაცაბერიძეს შევხვდი და ვესაუბრე, 9 დეკემბერს ბერლინში გამართული ორმხრივი შეხვედრის დეტალებზე და საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს აფეთქების შესაძლებლობაზე. ინტერვიუ 29 დეკემბერს ჩავწერე, მაგრამ დრესასწაულებისდ გამო გამოქვეყნებისგან თავი შევიკავე. ამასთან, რადგან გერმანიაში გამართულ შეხვედრაში მონაწილე ჯგუფის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი იყო, საყდრისთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოვითხოვე.
დავინტერესდი რა ჩანაწერი გაკეთდა საყდრისთან დაკავშირებით, 9 დეკემბერს გაფორმებულ დოკუმენტში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია ინგლისურად გამომიგზავნა!!! ალბათ, ამ სადღესასწაულო დღეებში ბევრი საქმე ჰქონდათ და გადაღლილებს დაავიწყდათ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული! საყდრისის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ნათია ღვინაშვილმა მიღებული პასუხი ინგლისურიდან ქართულად გადათარგმნა:
“ქართული მხარისათვის ცნობილია რურის უნივერსიტეტისა და გერმანიის სამთო მუზეუმის მიერ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულების შესახებ. 2004 წელს ამ ინსტიტუტების მეშვეობით ცნობილი გახდა ის ადრეული აღმოჩენები, რომლებიც მათ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად. ორივე მხარე ხაზგასმით ადასტურებს საყდრისის საბადოს საკითხის გარშემო დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას. გერმანული მხარე გამოვიდა ინიციატივით, რომ ეს საკითხი უნდა გადაეცეს შესასწავლად და გადაწყვეტილების მისაღებად საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას, რაც უზრუნველყოფს საკითხის სწორად შეფასებასა და გადაწყვეტას. ქართული მხარე ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნულ წინადადებას და მზადაა შემდგომი ურთიერთობებისათვის შესაბამის ორგანოებთან, რომლებთანაც ის გააგრძელებს მოლაპარაკებებს ამ თემაზე“.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მაოდგილე მარინე მიზანდარის პასუხი ჩემს კითხვებზე ასეთი შინაარსისაა:
გთხოვთ, გვიამბოთ 9 დეკემბერს ბერლინში გამართული შეხვედრის შესახებ.
მარინე მიზანდარი: ეს იყო ქართულ-გერმანული კომისიის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც 2003 წლის შემდეგ არ გამართულა. საქართველოსა და გერმანიას შორის ურსთიერთობა დღესაც კი 1993 წლის ხელშეკრულებით რეგულირდება. 2013 წლის 9 დეკემბერს 50-მდე საკითხი განვიხილეთ, კულტურული მემკვიდრეობის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. შეთანხმების ოქმი შედგა, რომელშიც განსახილველი და დასამუშავებელი საკითხებია ჩამოთვლილი.
რაზეც ერთობლივად უნდა იმუშაოთ?!
-რასთან დაკავშირებითაც 2014 წლის ივნისამდე ხელშეკრულებას მოვამზადებთ. დელეგაციაში შევდიოდით: საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები. გერმანულ მხარეს წარმოადგენდა გერმანიის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა - დირექტორი და მისი მოადგილეები.
რაზე შეთანხმდით საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით?
-ორივე მხარემ აღნიშნა გერმანულ-ქართული ექსპედიციის მნიშვნელოვანი წვლილი, უძველესი მაღაროს აღმოჩენის და შესწავლის საკითხში და ამავე ექსპედიციის დამსახურება, რომელიც 2004 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა. გერმანულმა მხარემ დიალოგის გაგრძელების სურვილი გამოთქვა და რა თქმა უნდა, ქართულმა მხარემ მზაობა დაადასტურა. ამასთან, გერმანულმა მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ საყდრისის საკითხის ამომწურავად შესწავლის მიზნით, შეიქმნას საერთაშორისო კომისია, რომელიც არქეოლოგიურ ობიექტს შეისწავლის. ქართულმა მხარემ გერმანული მხარის ეს სურვილი ცნობად მიიღო.
კი მაგრამ, კულტურის მინისტრმა ხომ მისცა გერმანულ მხარეს წერილობითი თანხმობა, საერთაშორისო კომისიის შექმნაზე და ახლა იგივე საკითხი ცნობად რატომ მიიღეთ, თანხმობა რატომ არ განაცხადეთ?
-წერილობითი თანხმობა, რაზეც თქვენ საუბრობთ, წაღებულიც მქონდა, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენმა სამინისტრომ ამაზე თახმობა უკვე განაცხადა, მაგრამ ეს მოხდა გასული წლის ადრიან შემოდგომაზე. მას შემდეგ სურათი შეიცვალა - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საყდრისთან დაკავშირებით დამატებითი კვლევებისა და დასკვნის მომზადების ვალდებულება მეცნიერაბათა ეროვნულ აკადემიას გადაეცა. ამასთან, სამინისტროს თანხმობის შემდეგ არანაირი კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია, საერთაშორისო კომისიის შექმნის პირობებზე, სავარაუდო წევრებზე. ამ მიმართულებით გერმანული მხარისთვის, არც ჩვენ შეგვითავაზებია რაიმე.
9 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე გერმანულმა მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კონკრეტულ წინადადებებს გამოგზავნიან.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მინისტრს შეხვედრის დეტალები სიტყვიერად ვუთხარი, შემდეგ მოხსენებითი ბარათიც წარვუდგინე. 9 დეკემბერს ბერლინში გამართული ქართულ-გერმანული მოლაპარაკების ანგარიში საქართველოს მთავრობას საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა წარადგინოს.
ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ მივიღეთ ცნობად საერთაშორისო კომისიის შექმნის საკითხი და რატომ არ განვაცხადეთ ამაზე თახმობა - როგორც ზემოთ გითხარით, სამივე უწყებიდან მოადგილეების დონეზე ვიყავით წარდგენილი, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გვქონდა. ამიტომ, ჩვენ ცნობად მივიღეთ გერმანული მხარის წინადადება და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ ამ ინფორმაციას სათანადო უწყებებსა და პასუხისმგებელ პირებს მივაწვდიდით. ქართულმა მხარემ დიალოგის გაგრძელების სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
გერმანიაში ყოფნისას განიხილეთ თუ არა მაღაროს ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის და მუზეუმის მოწყობის საკითხი?
-ამ საკითხზე გერმანიაში აღარ გვისაუბრია. თავიდან გადატანის საკითხი, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი ნამდვილად განიხილებოდა, ამის გაკეთება პირადად მეც კი შესაძლებლად მიმაჩნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეცნიერებათა აკადემიიდან, მეტალურგიის ინსტიტუტიდან და სხვა სამეცნიერო დაწესებულებებიდან, სხვადასხვა დარგის ექსპერტებისგან დასკვნები (ერთგვარი მტკიცებულებები) მოვიდა, რაც ადასტურებდა, რომ გადატანა შეუძლებელია. ახლა გადატანაზე საუბარი აღარ არის. თუ ძეგლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი, სასურველია შენარჩუნდეს ადგილზე, თუნდაც ნაწილობრივ, მცირედად, მაგრამ ადგილზე.
ბესო მაცაბერიძე: “55 ტომარა ქვის იარაღები ბოლნისის მუზეუმის ეზოში დაყარეს“
იმაზე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია ოქროს მომპოვებელ კომპანიას საყდრისის ოქროს მაღაროს აფეთქება, ამას კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის დირექტორი ბესიკ მაცაბერიძე განმარტავს:
ამ წუთას კანონი იცავს თუ არა საყდრისის მაღაროს, აფეთქებისგან?
ბესიკ მაცაბერიძე: მიუხედავად იმისა რომ ამ ეტაპზე საყდრისის მაღაროს ძეგლის სტატუსი არა აქვს და არქეოლოგიური დაცვის ზონაც გაუქმებულია, ის დღემდე რჩება არქეოლოგიურ ობიექტად. იქ ოქროს მომპოვებელი კომპანია აპირებს წიაღისეულის მოპოვებას. ჩვენი კანონის მიხედვით, ესაა მეხუთე კატეგორიის, განსაკუთრებული სახის სამუშაოები, რომლის დაწყებამდე აუცილებელია ტერიტორიის სრული არქეოლოგიური შესწავლა. ამას გაკეთებას კანონი პირდაპირ ავალდებულებთ.
არქეოლოგიური შესწავლის ანგარიში სამინისტროში უნდა წარმოადგინონ. ეს ანგარიში უნდა ადასტურებდეს იმ არქეოლოგიური ობიექტის სრულფასოვნად შესწავლას, მის სრულად გამოვლენას, რომ სამინისტროს ჰქონდეს წარმოდგენა რასთან არის საქმე, რა ხდება იქ. მოკლედ, ამომწურავი ინფორმაციის წარდგენას კანონი ავალდებულებთ.
წარმოდგენილი ანგარიშის შემდეგ სამინისტრომ უნდა გასცეს წიაღისეულის მოპოვებაზე სამუშაოების დაწყების ნებართვა.სამინისტროს ნებართვის გარეშე წიაღისეულის მოსაპოვებლად სამუშაოების დაწყება კანონდარღვევაა.
სამინისტროში ხომ წარადგინეს ორთვიანი არქეოლოგიური სამუშაოების საფუძველზე მომზადებული დოკუმენტი?!
-დიახ, ასე იყო, მაგრამ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე სამინისტროს მიერ დასკვნის გაცემა წარმოუდგენლად მიმაჩნია, ისევე, როგორც მაღაროს გადატანა, მაგალითად, ბოლნისის მუზეუმში - კედელზე ფოტოები უნდა გაეკრათ და იქვე იარაღები დაელაგებინათ?!
სრულფასოვანი შესწავლის შემდეგ თუ რამის გადატანის მიზანშეწონილობაზე იქნებოდა საუბარი, ეს შესაძლებელი შეიძლებოდა ყოფილიყო იქვე, ახლოს, ისეთივე ბუნებრივ გარემოში. შემდეგ ოქროს მომპოვებელი კომპანია საუბრობდა ახალი მუზეუმის გაკეთებაზე, მაგრამ რეალურად რა მივიღეთ?! ვითომ შეისწავლეს იქაურობა და 55 ტომარა ქვის იარაღები ბოლნისის მუზეუმის ეზოში დაყარეს.
სამინისტროში ხომ არ განიხილება იმ ბრძანებების გაბათილების საკითხი, რის გამოც ახლა სასამართლო დავაა - დავით სახვაძე და “მწვანე ალტერნატივა“ საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის შესახებ ბრძანების გაუქმებას ითხოვს.
-2006 წელს ძეგლს სტატუსი არასწორად მიენიჭა. იქ იურიდიული ხასიათის სპეციფიური მომენტებია. იმჟამინდელ სამართლებრივ აქტში საყდრისი არ უნდა მოხვედრილიყო, ვიღაცამ არასწორად მიაწერა. ამიტომ 2006 წლის სამართლებრივი აქტიდან საყდრისის ამოღება მოხდა, რაც არ გამორიცხავს ობიექტისთვის მოქმედი კანონმდებლობით სტატუსის მინიჭებას.