ავტორი ნინო მიქიაშვილი
19:26 06.09.2013
წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პასუხშია აღნიშნული , რაზეც უფრო ვრცლად ამ მასალის მეორე ნახევარში გიამბობთ. სოფელ ნადიბანთან ასევე იავარქმნილ სულხან-საბას ძეგლს რა ბედი ელის, კულტურის სამინისტროს ჯერ არ უცნობებიათ.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, პოეტ შალვა წიკლაურთან ერთად გახლდით ილიას და სულხან-საბას ძეგლების გადასაღებად. 29-ში გამოვაქვეყნე სტატია სათაურით - ილიას და სულხან-საბას ძეგლებს ქვეწარმავლები დაეპატრონნენ. 1 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას ერთაბზაციანი განცხადებით მივმართე - “ბატონო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრო, წარმოგიდგენთ სოფელ წიწამურთან ილიას და სოფელ ნადიბანთან სულხან-საბას იავარქმნილი ძეგლების ფოტოებს, რომელიც 2013 წლის 23 ივნისს გადავიღეთ. გთხოვთ, დაინტერესდეთ ძეგლების მდგომარეობით და მიიღოთ შესაბამისი ზომები. თუ მათი რესტავრაცია სცილდება თქვენი კომპეტენციის ფარგლებს, მაშინ, გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილი ნება და წერილობით გვაცნობოთ ვის მივმართოთ“. ამ განცხადებას თან დავურთე დისკი, რომელშიც ილიასა და სულხან-საბას ძეგლების 35 ფოტო იყო ჩაწერილი.
11 ივლისს კულტურის სამინისტროდან წამოვიღე დოკუმენტი, რომელიც წინა დღითაა დათარიღებული. ამ წერილიდან ჩანს, რომ სამინისტრომ ჩემი განცხადება, თანდართული დისკით გადაუგზავნა მცხეთის და დუშეთის გამგეობებს - “თქვენი კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გიგზავნით მოქ. ნინო მიქიაშვილის განცხადებას (N5618,01.07.2013) წიწამურთან ილიას და სოფ. ნადიბანთან სულხან-საბას ძეგლების მდგომარეობის თაობაზე“. ამ დოკუმენტს ხელს აწერს მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ბერიკაშვილი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან 9 აგვისტოს წამოვიღე ამავე რიცხვით დათარიღებული დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს მინისტრის პირველი მაოდგილე მარინე მიზანდარი - “ქალბატონო ნინო, თქვენი 2013 წლის 1 ივლისის N5618 განცხადებაზე პასუხად დამატებით გიგზავნით მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შემოსულ კორესპონდენციას (N5252, 24.07.2013) სოფ. წიწამურთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით დაგეგმილი კონკურსის თაობაზე. იხილეთ დანართი 1 ფურცელი“.
დანართში, რომელსაც ხელს აწერს მცხეთის გამგებელი გივი გიუტაშვილი, აღნიშნულია, რომ ილიას ძეგლის რეაბილიტაციას-რეკონსტრუქციას ნოემბრამდე ვერ დაიწყებენ:
“საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მაოდგილის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ მანანა ბერიკაშვილს - ქალბატონო მანანა, მიმდინარე წლის 10 ივლისის N02/08-28/19 მომართვის პასუხად გაცნობებთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაწყვეტილი აქვს გამოაცხადოს კონკურსი და ტენდერი წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საუკეთესო პროექტის და სამშენებლო ორგანიზაციის გამოსავლენად.
საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის III პუნქტის საფუძველზე შეჩერებულია ცვლილებების შეტანა ადგილობრივ ბიუჯეტში. შესაბამისად, ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები განხორციელდება მიმდინარე წლის ნოემბრიდან“.
აქვე შევნიშნავ, რომ ილიას ძეგლის მძიმე მდგომარეობაზე ხმაური კარგა ხანია ატეხილი, როგორც სოციალურ ქსელში, ისე მას-მედიის საშუალებებში. რაც შეეხება სულხან-საბას ძეგლს - ის თბილისიდან შედარებით მოშორებითაა და თვალსაც უფრო იშვიათად ხვდება. ჩემი აზრით, ამიტომ არ აქვთ ადამიანებს ინფორმაცია სულხან-საბას ძეგლის უმძიმეს მდგომარეობაზე. ეგრეთ წოდებული გონივრული ვადით დაველოდები დუშეთის გამგეობის პასუხს და თუ ამგვარ დოკუმენტს გადმომცემენ, დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

გაუზიარე ეს სტატია შენს მეგობრებს და გაიგე რას ფიქრობენ ისინი ამ საკითხზე