21:39 10.11.2013
პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის დავით თარხან-მოურავისა და მედია-კავშირი „ობიექტივის“ ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის ვიზიტი ვაშინგტონში დასრულდა.
ვიზიტმა ზედმიწევნით წარმატებით ჩაიარა. დავით თარხან-მოურავი არა მარტო აშშ-ის კონგრესსა და სენატში, არამედ თეთრ სახლშიც მიიღეს; მას აშშ-ის პრეზიდენტის პირადი მრჩეველი მეტ ნოსანჩუკი და ცსს-ს ყოფილი დირექტორი ჯეიმს ვულსი შეხვდნენ.
“ობიექტივის” ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო–ამერიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
მისივე განმარტებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმების განვითარების გზაზე ახალ პრემიერს ამერიკის ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება. გარდა ამისა, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, შეხვედრებზე “ობიექტივის” თემას დიდი ყურადღება დაეთმო.
„კონგრესშიც, სენატშიც და თეთრ სახლშიც საკმაოდ ფართო საუბარი იყო “ობიექტივზე”, როგორც ერთადერთ მედია საშუალებაზე, რომელიც არ წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ანუ "ობიექტივი" ეს არის არასამთავრობო, არასამეწარმეო ორგანიზაცია. ერთადერთი საქართველოში, რომელიც ფლობს შესაბამის ლიცენზიას და მაუწყებლობს როგორც მეტრულ დიაპაზონში ასევე, სატელიტზე და მრავალ საკაბელოში, აქვს რადიო მაუწყებლობა, რომელსაც უშუალოდ ჟურნალისტები მართავენ. ამიტომ, საუბარი იყო იმაზე, რომ სწორედ ასეთ მედია-სასუალებებს სჭირდებათ ხელშეწყობა”.

2013 წლის 7-8 ნოემბერი. ვაშინგტონი, თეთრი სახლი. დავით თარხან- მოურავი და Matt Nosanchuk, პრეზიდენტ ობამას პირადი მრჩეველი. საჯარო და მთავრობათაშორისი ურთიერთობების ხელმძღვანელი. |
2013 წლის 7-8 ნოემბერი. ვაშინგტონი. დავით თარხან- მოურავი და სენატორი Joe Donnelly. Joe Donnelly 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მხარდასაჭერად პირველი ჩამოვიდა თბილისში. |
2013 წლის 7-8 ნოემბერი. ვაშინგტონი. დავით თარხან- მოურავი და Robert James Woolsey, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ექს- დირექტორი. |
ირმა ინაშვილი თეთრ სახლში. |