ავტორი ნინო მიქიაშვილი
16:00 19.00.2013
დათო არქანიაზე მორიგი ზეწოლა განხორციელდა, მას შემდეგ, რაც მან “ობიექტივის“ ეთერში პირდაპირ ამხილა ის პირები, ვინც ზეწოლას ახორციელებს მოწმეებზე, რომლებიც 2011 წელს ლაშა არქანიას წამების ფაქტს შეესწრნენ. ზეწოლის შესახებ დათო არქანიამ თავად შემატყობინა. “ობიექტივის“ ეთერში გამოსვლამდე მასთან ინტერვიუ ჩავწერე, სათაურით “მწამებლების გარდა ყველა დაკითხეს“. ეს ინტერვიუ 12 აგვისტოს გამოქვეყნდა “ობიექტივსა“ და “ღია ბოქლომზე“. პლუს ამას, 6 აგვისტოს მან განცხადებით მიმართა იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორს და მისი ძმის წამების საქმის გამოძიების დაჩქარება მოითხოვა.
დათო არქანიას მობილური ტელეფონით, დაახლოებით ერთი საათის წინ ვესაუბრე. მისი თქმით, გუშინ ორმა პირმა კეთილისმსურველის პოზიციიდან ურჩია, რომ უმჯობესი იყო გაჩუმებულიყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი პრობლემები შეექმნებოდა, რომ მისი ძმის საქმის გამოძიების საქმისთვის ვეღარ მოიცლიდა.
“ეს საუბარი თბილისში, მეზობელთან შედგა, სადაც ორი პირი იყო სტუმრად მისული. მათ ვინაობას დავადგენ. ვითომ კეთილის მსურველის პოზიციიდან მირჩიეს გაჩუმება, რადგან ეს ისეთი საქმეა, რომ “ვიღაც აუცილებლად უნდა მოკვდეს,რადგან იქითა
მხრიდან დამთმობი არავინაა და ამ საქმეს ვიღაც შეეწირებაო“. 17-18 წლის ბიჭები მყავს და რაღაც, რომ მოხდეს, იმ შემთხვევისთვის გეუბნებით. ამგვარი ზეწოლის ფაქტები ადრეც იყო და ახლაც გრძელდება. ხვალ რა იქნება არ ვიცი“, - ამბობს დათო არქანია.
მისივე თქმით, ზემოხსენებული ზეწოლის ფაქტის შესახებ აუცილებლად აცნობებს მისი ძმის წამების საქმის გამომძიებელს - “დიახ, ვაცნობებ, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?! ალბათ, ელოდებიან რაღაც როდის მოხდება. იმდენი ვაცნობეთ და იმდენი მტკიცებულებები უდევთ, რომ იმაზე არ ახდენენ არანაირ რეაგირებას და ახლა არა მგონია ჩემს შეტყობინებაზე გაიგიჟონ თავი და რაიმე ტიპის რეაგირება მოახდინონ“.
შეგახსენებთ, რომ ლაშა არქანიას წამების ფაქტზე ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ ეს პროცესი დღემდე არ დასრულებულა. კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ლაშა არქანიას ახსნა-განმარტებას, რომელიც მან სახალხო დამცველის რწმუნებულს 2011 წლის 17 ივნისს მისცა. ამ ახსნა-განმარტებიდან შეიტყობთ ცემით და გაუპატიურების მუქარით როგორ დააწერინეს მას სასურველი ჩვენება. აქვე შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს მიცემული ახსნა-განმარტების სრული ტექსტი 2011 წლის 27 ივნისს, დათო არქანიას თხოვნით გამოვაქვეყნე სათაურით, “35 წლის პატიმარ ლ.ა-ს ცემით და გაუპატიურების მუქარით სასურველი ჩვენება დააწერინეს“:
”მოგახსენებთ, რომ 2011 წლის 14 ივნისს, ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა დამაკავეს ჩემი სოფლის გზაზე, სადაც მე აღმოვჩნდი ჩემს მობილურ ტელეფონზე განხორციელებული ზარის საფუძველზე, სადაც მთხოვა შეხვედრა ჩემმა ნაცნობმა, ვ. ც-მ. მე მასთან არ მქონდა ახლო ურთიერთობა. ამიტომ დავურეკე მის ბიძაშვილს, კ. ა-ს და ვუთხარი, რომ მისი მამიდაშვილი შეხვედრას მთხოვდა.
იყო საღამოს 21-22 საათის შუალედი. ჩვენ დავხვდით გზაზე. ამ დროს გადმომივარდა სამი შეიარაღებული პიროვნება, რომლებიც არ იყვნენ პოლიციის ფორმაში და არც მანქანა იყო პოლიციის. გზაზე მათ დამიწყეს ცემა და მითხრეს, რომ იყვნენ ”კაი ბიჭები” და ჩემთან პირადი ინტერესი ჰქონდათ.
ენგურის ნაპირზე, სოფელ ჩალის გადასახვევთან, გააჩერეს მანქანა და ენგურის ნაპირზე საქმის გარჩევით დამემუქრნენ. ამ დროს გამოჩნდნენ პოლიციის ავტომანქანები და ვიფიქრე მეშველა-მეთქი, მაგრამ ამ დროს ჩემი თავი წარუდგინეს პიროვნებას, რომელმაც განმიცხადა, რომ იყო წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროსი და წამიყვანეს ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილებაში, სადაც მიყვანისთანავე დამიწყეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, გამორთეს შუქები და დამიწყეს ცემა.
კონკრეტულად, მირტყამდნენ გაშლილ ხელს, ორივე ყურზე ერთდროულად, რაც აუტანლად მტკივნეულია; თუმცა, ძალადობის ფიზიკურ კვალს არ ტოვებს. ამ დროისთვის მეტყობა სისხლნაჟღენთი ჩაქცევა მარცხენა თვალბუდის არეში. გარდა ამისა, ჩალურჯებული მაქვს მარცხენა ბეჭის მიდამო და ღვიძლის მიდამო, მარცხენა წვივი. ამ ჩალურჯებებს თვითონაც არიდებდნენ თავს, მაგრამ ვინაიდან ჩემი ცემა გაგრძელდა 4-5 საათის განმავლობაში, შესაბამისად ვერ მოახერხეს ვეცემე ისე, რომ კვალი არ დამტყობოდა.
ამის შემდეგ ცემის პროცესში და ცემის შემდეგ მიყენებდნენ პირობებს - თუ დავეხმარებოდი მათ ძებნილი ზვიად არქანიას დაკავებაში, მაშინ, პირდაპირ განყოფილებიდან გამათავისუფლებდნენ. უარის გაცხადების შემთხვევაში, დამპირდნენ რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მაგიდაზე იდო, იყო ჩემი. გარდა ამისა, იყო საქმეები, რომელიც დაკავშირებული იყო აფეთქებებთან და მკვლელობებთან, იქნებოდა ჩემი.
აგრეთვე ვიქნებოდი აღიარებული სამშობლოს მოღალატედ, რაზეც შევთავაზე, რომ მოვეკალი გაქცევის მცდელობისას, რაც მათ პასუხისმგებლობას, მე კი უსაფუძვლო ბრალდებებს ამარიდებდა, რაზედაც მიპასუხეს, რომ მე მათ ციხეში ხალხის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის ვჭირდებოდი.
როდესაც დარწმუნდნენ, რომ ცემას აზრი არ ჰქონდა, დამიდეს უჩემოდ დაწერილი ჩვენება და მუქარით, რომ ჩემზე განახორციელებდნენ სექსუალურ ძალადობას, ხელკეტის გამოყენებით მაიძულეს ხელი მომეწერა ჩვენებაზე. წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ გარდა ავტომატური იარაღისა, ნახსენები იყო ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი, 0,242 გრამის ოდენობით.
როდესაც ვუთხარი, რომ მე სავარაუდოდ, მხოლოდ მარიხუანის ტესტს შეეძლო დადებითი ეჩვენებინა, ხოლო ჰეროინი არასოდეს მომიხმარია, მაშინ მითხრეს, რომ უკვე მიღებული მქონდა. მე კი სავარაუდოდ, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი საქმის გამომძიებლის, ჯვარის პოლიციის დეტექტივის, ილუშა აქუბარდიას მიერვე დაწერილ ჩვენებაში ამოვიკითხე, რომ ეგ მე თურმე ტყეში ნაპოვნ ”სუმკა”, თუ პარკში პოვნის შემდეგ წყალში გახსნის გზით მივიღე, მქონდა გულისრევის შეგრძნება, მძიმე თავბრუსხვევა, მძაფრი ტკივილი მუცლის არეში და სისუსტე.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პოლიცის გარკვეული თანამშრომლები თანამიგრძნობდნენ. ნაწილი კი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. მე შემიძლია ნაწილი სახელით და გვარით მივუთითო. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ჯვარის პოლიციის უფროსი. დანარჩენებს ვიზუალურად ამოვიცნობ.
გარდა ამისა, მე ვითხოვდი მოეცათ უფლება ტელეფონის საშუალებით დავკავშირებოდი ჩემს ახლობლებს და მეცნობებინა მათთვის ჩემი დაკავების ამბავი, რაზეც ასე მიპასუხეს, რომ მალე ისინი საერთოდ არ მეყოლებოდა. გარდა აღნიშნული მუქარისა, ჩემი 73 წლის მამა და ორივე ძმა, ჩემზე უარეს დღეში აღმოჩდებოდნენ.
ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც მე უნდა დამეფიქსირებინა ჩემი ცემის ფაქტი, არ დავაფიქსირე, ორი მიზეზის გამო: 1) რომ მათ ჩემს მობილურ ტელეფონში არსებული მოკლე ტექსტური შეტყობინების საფუძველზე, სადაც ნახსენებია ჩემი ცხენიდან გადმოვარდნის შესახებ, ამას გამოიყენებდნენ, რომელიც არც ვიცი არის თუ არა ჩემი, იმიტომ რომ ხშირად ჩემი ახლობლები ჩემს ტელეფონზე უცნაურ პასუხებს მწერდნენ. 2) რომ ხმის ამოღების შემთხვევაში ადრინდელ მუქარებს მახსენებდნენ.
ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატები - ლონდა შამუგია და ანჟელა ჯობავა დამემოწმებიან, სამგერელო ზემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში, მათგან დაფარულად შემოვიდა ზემოაღნიშნული გამომძიებელი, ილუშა აქუბარდია და ხელმეორედ დამემუქრა ჩემს ახლობლებზე, თუ ადვოკატებთან ”ბუინს” დავიწყებდი. თან მიმახვედრა, რომ დაკავებულ ვ. ც-ს ჩემთან ბევრი ჰქონდა საერთო და მალე გაირკვეოდა მინიმუმ 20 წლით მომიწევდა თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმ მოწმეებს, თუნდაც 40-ნი ყოფილიყვნენ, არ იყო პრობლემა, ჩემნაირ დღეში ყოფილიყვნენ.
კ. ა-ს, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ მე დამაკავეს საღამოს 22 საათზე და არა ღამის სამ საათზე და შესაბამისად, არც იარაღით და არც ნარკოტიკის ზემოქმედებით; ანუ გაბრუებული, სუსტი და ღებინების შეგრძნებით, რომ არ ვიყავი ვიზუალურად.
მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას ანალოგირუი ზეწოლით, ჩემი უსამართლობის დამტკიცების უფლებას არ მისცემენ, ხოლო იმ პიროვნებას, რომელიც უშუალოდ შეესწრო ჩემს ე.წ. ცხენიდან გადმოვარდნას, ანალოგიურადვე შეაშინებდნენ, ხოლო სოფელს, რომელთგანაც ბევრი უშუალოდ მხედავდა, რომ არავითარი დაზიანება არ მქონია სახის არეში დაკავებამდე, იმედია ვერ შეაშინებენ.
აქვე აღვნიშნავ რომ ვარ მართლმორწმუნე ქრისტიანი და არ ვაპირებ სიცოცლის თვითმკვლელობით დასრულებას და არც ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები არ არიან კრიმინალები. ახსნა-განმარტება დაწერილია ჩემი ხელით, გადავიკითხე, სწორია, რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით. აქვე გამოვთქვავ თანხმობას გამოყენებულ იქნას სახალხო დამცველის აპარატის მიერ კონფიდენციალურობის დაცვით. გთხოვთ, არ გაამჟღავნოთ ჩემი ვინაობა მასმედიის საშუალებებთან”.