ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 03.12.2011
რადგან ეროვნულმა მუზეუმმა არასრულყოფილად მიპასუხა მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში, ე.წ. კონტეინერებიდან მუსიკალური სკოლის შენობაში 2 დეკემბერს გადატანილ ეროვნულ საგანძურთან დაკავშირებით და თან, პასუხის ბოლოს მომწერა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხს აღარ გასცემენ, იძულებული გავხდი საქართველოს კულტურის მინისტრის, ნიკა რურუასთვის ადმინისტრაციული საჩივრით მიმემართა, რომლის მომზადებაში დამეხმარა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციასიასთან“ არსებული “მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის“, “კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და “ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ სემინარებზე მიღებული ცოდნა. ამასთან, ადმინისტრაციულ საჩივარში კორექტივები ჩემი თხოვნის საფუძველზე ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ შეიტანა.
ადმინისტრაციული საჩივარი (ქმედების განხორციელების და პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე) სამინისტროს კანცელარიაში 15 დეკემბერს ჩავაბარე, რომლის შინაარსი ამ მასალაში სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ. ამასთან, ასევე სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ეროვნული მუზეუმიდან 12 დეკემბერს მიღებულ პასუხს, ჩემს კითხვებზე.
სხვადასხვა მედიასაშუალებებთან საუბრისას, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და მუზეუმის გარკვეული წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეროვნულ საგანძურსა და მათთან ერთად სხვა ექსპონატებს, არც ე.წ. კონტეინერებში ემუქრებოდა საფრთხე (რომელიც თურმე კლიმატკონტროლის აპარატთან ერთად იტალიიდან გამოუწერიათ) და არც იმ შენობაში ემუქრება საფრთხე, სადაც 2 დეკემბერს გადაიტანეს.
თუ მართლაც ასეა, მაშინ რა არის დასამალი? რატომ ამბობს უარს ეროვნული მუზეუმი საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცემაზე, რომელიც თუნდაც იმას დაადასტურებს, რომ მესტიის მუსიკალური სკოლის შენობა, რომელშიც 2 დეკემბერს საგანძური გადაიტანეს, არ არის ნაპრალებიანი, დამეწყრილი და ნესტიანი?! რატომ არ იძლევიან იმის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლს, რომ კონტეინერები (რომელიც ვინტილაციისთვის სახელდახელოდ დახვრეტეს და ზედ ნეილონის ფარდის ნაჭერი ააფარეს) კლიმატკონტროლის აპარატთან ერთად მართლაც იტალიიდან გამოიწერეს და არ იყიდეს მაგალითად, თურქეთში, ან თუნდაც ლილოს ბაზრობაზე?!
ადმინისტრაციული საჩივარი:
“2011 წლის 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადებებით მივმართე საქართველოს ეროვნული მუზეუმის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 40 მუხლების თანახმად, გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებთან დაკავშირებით.
აღნიშნულ განცხადებებზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის პასუხი 12 დეკემბერს ჩამბარდა, რომლითაც ფაქტიურად უარი მითხრეს საჯარო ინფორმაციაზე, რადგან ჩემს კითხვებზე სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი ვერ მივიღე.
“თქვენს მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან ირკვევა, ა.წ. 18 ნოემბერს სვანეთში დაცული საგანძურის გადასარჩენად შექმნილმა საზოგადოების ჯგუფის წევრებმა და პირადად თქვენ მიმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას N13/51402 წერილით გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი დღეიდან პასუხს გასცემს მხოლოდ გამოძიების პროცესში დასმულ შეკითხვებს“, - ნათქვამია ეროვნული მუზეუმიდან მიღებული წერილის ბოლო ფრაზაში.
რეალურად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილ საჩივარს არაფერი აქვს საერთო ჩემს მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან და ამასთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმი არ უთითებს ადმინისტრაციული კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე ამბობს უარს უპასუხოს ჩემს მიერ დასმულ კითხვებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42 მუხლის (“ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია“) “ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია იმ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა, რომელიც 2011 წლის 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს ეროვნული მუზეუმისგან გამოვითხოვე, რადგან ეს ინფორმაცია არ წარმოადგენს, არც სახელმწიფო, არც კომერციულ და არც პირად საიდუმლოებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 28-ე და 37-ე მუხლების თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად, აგრეთვე, მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.
საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა შემიზღუდა სრულყოფილი საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება, რისი მიღების უფლებაც გარანტირებული მაქვს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით და რის გაცემასაც მუზეუმს ავალდებულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 28-ე და 37-ე მუხლები.
სახეზეა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რაც გამოიხატა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტისა და 178-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ზემდგომ პირს, ადმინისტრაციული საჩივრის გადასაწყვეტად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 198-ე და 199-ე მუხლების შესაბამისად, გთხოვთ, ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოთ ზეპირი მოსმენის სხდომაზე და მიიღოთ შემდეგი გადაწყვეტილებები:
1.ეროვნული მუზეუმის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს დაევალოს ჩემს მიერ 2011 წლის 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემა;
2.საქართველოს ეროვნული მუზეუმის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა, მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო“.
ეროვნული მუზეუმის პასუხი ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე:
“გაცნობებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით ძალზე დიდია საზოგადოების ინტერესი, რასაც ცხადყოფს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემოსული მრავალი წერილი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა შეკითხვებით.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცნობიერებს რა მთელ პასუხისმგებლობას ეროვნული საგანძურის დაცვა-შენახვაზე და აგრეთვე ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის კოლექციების გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აკეთებს შემდეგ განცხადებას:
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის N626 ბრძანებულების საფუძველზე - შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ს.ჯანაშიას ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის, გ.ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის, ი.გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმისა და ო.ლორთქიფანიძის სახელობის ვანის მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - “საქართველოს ეროვნული მუზეუმი“. სწორედ ამ პერიოდიდან სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ფილიალს, შევიდა “საქართველოს ეროვნული მუზეუმების“ დაქვემდებარებაში.
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების საჭიროება დიდი ხანია იდგა დღის წესრიგში. 2011 წელს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო მუზეუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროცესი, კოლექციების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი უფრო მეტი დამთვალიერებლისათვის მისაწვდომობის მიზნით.
მესტიის მუზეუმის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების გამო საჭირო გახდა კოლექციების დროებით საცავში გადატანა, ვინაიდან ზემო სვანეთის მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნა იყო საგანძური მუზეუმის ეზოდან არ გასულიყო. კოლექციებისთვის დროებითი საცავი მოეწყო მესტიის მუზეუმის ეზოში დადგმულ სათანადო კონტეინერებში.
საგანძურის საცავისთვის განკუთვნილი კონტეინერი აღიჭურვა კლიმატკონტროლით და სტელაჟებით. სპეციალისტების მიერ ხორციელდებოდა კლიმატის მონიტორინგი.
დროებით საცავს და ეზოს პერიმეტრს სათანადო ბრძანებების საფუძველზე 24 საათის განმავლობაში გაძლიერებულად იცავდა და სასაშვო რეჟიმს ახორციელებდა საქართველოს შსს სსიპ-დპდ ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველო.
კოლექციები, თითოეული ექსპონატის მდგომარეობის გათვალისწინებით, კვალიფიციური რესტავრატორების მიერ შეიფუთა სათანადო მასალით. ყოველი შეფუთვა წარმოადგენს მიკროკლიმატურ კაფსულას, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ნივთებზე კლიმატის ცვალებადობით (ფლუქტუაციით) გამოწვეული აგრესია. ამასთანავე, საამორტიზაციო შეფუთვა არბილებს შესაძლო ვიბრაციის ზემოქმედებას და იცავს ექსპონატებს მექანიკური დაზიანებებისგან. შეფუთვა გათვალისწინებულია ნივთების გრძელვადიანი დაცვა-შენახვისთვის. მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობისას გამოიკვეთა, რომ შენობის ძირითადი ნაწილი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე გადაწყდა ამორტიზირებული შენობის დანგრევა, რამაც სამუშაოების დასრულების ვადა გადასწია.
შესაბამისად დღის წესრიგში დადგა მუზეუმის ტერიტორიაზე განთავსებულ დროებით საცავში დაცული ექსპონატების გადატანა კაპიტალურ ნაგებობაში. მესტიის და ზემო სვანეთის ეპარქიისა და ადგილობრივი გამგეობის მიერ დროებითი საცავისათვის შემოთავაზებულ იქნა 8 შენობა. მათი ტექნიკური მახასიათებლების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ორი ფართი: წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მუსიკალური და სამხატვრო სკოლა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული კოლექციების და ფონდების ერთიანობის და განუყოფლობის პრინციპით, არჩევანი გააკეთა მუსიკალური და სამხატვრო სკოლის შენობაზე, სადაც მისაღები პირობები იყო კოლექციის სრულად დაბინავებისა და მუზეუმის თანამშრომლების მიერ სამუზეუმო საქმიანობის განხორციელებისათვის. შენობა აკმაყოფილებს მოთხოვნებს ფართობის, უსაფრთხოების დაცვის და სტაბილური კლიმატის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
აღნიშნული პოზიცია შეთანხმდა საპატრიარქოს მიერ შექმნილ კომისიასთან, სამხარეო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
დღეისათვის ექსპონატები გადატანილია ზემოაღნიშნულ შენობაში და ინახება ყველა წესის დაცვით. ექსპონატების გადატანა უზრუნველყვეს სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებმა და თბილისიდან მივლინებულმა ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა. საგანძურის გადატანის სრულ პროცესს ესწრებოდნენ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის წარმომადგენლები, მთავარეპისკოპოსის, ილარიონ ქიტიაშვილის ხელმძღვანელობით.
აქვე გაცნობებთ, რომ როგორც თქვენს მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან ირკვევა, ა.წ. 18 ნოემბერს სვანეთში დაცული საგანძურის გადასარჩენად შექმნილმა საზოგადოების ჯგუფის წევრებმა და პირადად თქვენ მიმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას N13/51402 წერილით გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი დღეიდან პასუხს გასცემს მხოლოდ გამოძიების პროცესში დასმულ შეკითხვებს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახური“.
და ბოლოს, თუ იმ შეკითხვების გაცნობის სურვილი გაქვთ, რომლითაც ეროვნულ მუზეუმს 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს მივმართე, ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ მოიძიოთ ჩემს მიერ მომზადებული სტატიები: სვანეთის საგანძურზე ეროვნული მუზეუმისგან საჯარო ინფორმაციას ველოდებით; სვანეთის საგანძურის გადატანის შესახებ ინტერვიუზე ეროვნულმა მუზეუმმა უარი თქვა.
"ობიექტივი"
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
რუბრიკიდან კომე ძ ია 23:00 03.08.2011 გუშინ, ბათუმში ჩადენილი საქციელისათვის ენრიკე იგლესიასი კანონის სრული სიმკაცრით დაჯარიმდება. შეგახსენ...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
02:20 29.10.2011 გურამ დონაძის სახელობის სახელმწიფო ტელევიზია "რეალTv" პოლიტიკაში ახლად გამოჩენილ მილიარდელს ბიძინა ივანიშვილს ს...
-
13:06 18.05.2012 ზუგდიდში პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ პრეზენტაციაზე ისაუბრა...
-
ავტორი ჯაბა ხუბუა | "ასავალ-დასავალი" 17:06 03.11.2011 ძვირფასო მეგობრებო, საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" რვაწლი...
-
15:06 29.06.2012 მოძრაობა "არა"-ს წევრი ოთარ ბექაური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარაში ადანაშაულებს, როგორც ბექაურ...
-
ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილმა, ირინა ბათიაშვილმა განაცხადა, რომ მას საფრანგეთიდან სულხან მოლაშვილი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პარიზში აპ...
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
გაზიარება [ ნიკოლოზ ნეფარიძე. 02:00 01-07-2010] არგენტინის ნაკრები მუნდიალზე ჯერჯერობით მარშით მიდის, დიეგო მარადონას გუნდი ერთ-ერთი საუკეთე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
სვანეთის საგანძურზე ინფორმაციას ადმინისტრაციული საჩივრით ვითხოვთ
რუბრიკიდან: პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
19:24 22.05.2012 "ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონ...
-
რუბრიკიდან კომე ძ ია 23:00 03.08.2011 გუშინ, ბათუმში ჩადენილი საქციელისათვის ენრიკე იგლესიასი კანონის სრული სიმკაცრით დაჯარიმდება. შეგახსენ...
-
ავტორი შოთა ხინჩაგაშვილი 15:26 26.07.2011 ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ...
-
“თავს ვგრძნობ ინდიანა ჯონსად, რომელიც რაღაც ახალს აღმოაჩენს”, - მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებმა მთელ რიგ საკითხებში სიცხადე შეიტანა. თორემ ზ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:00 24.11.2013 საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან მიმართებაში განვითარებული მოვლენების გამო პრემიერ-მინისტრმა კულ...
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
ავტორი მანანა ნოზაძე 20:00 30.04.2012 გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა დ...
-
15:06 29.06.2012 მოძრაობა "არა"-ს წევრი ოთარ ბექაური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარაში ადანაშაულებს, როგორც ბექაურ...