გოგა ხაინდრავა – “მალე სააკაშვილი გეი-აღლუმს ჩაიბარებს”

გაზიარება
[ანნა მანია. [22:40 12.06.2010]

დღეს ყველაზე თავისუფალი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ, ჩვენ დავეშვით ფსკერზე, იმის იქეთ აღარაფერი არის, ახლა უნდა დავიწყოთ ნულიდან, ფსკერიდან ამოსვლა უნდა დავიწყოთ, ამ შემთხვევაში ვარ ყველაზე თავისუფალი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაზე ბედნიერი ვარ. ალბათ, ასეთი უბედური აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი- აცხადებს შემართებით ყოველთვის გამორჩეული გოგა ხაინდრავა. თუ რამ აუცრუა “სტაჟიან” ოპოზიციონერს გული და რას საყვედურებს კოლეგა პოლიტიკოსებს ამ საკითხებზე “პრესა.გე-ს” ესაუბრა:

- მთაწმინდაზე, სადაც სკოლაში ვსწავლობდი, რომელთანაც დაკავშირებულია ჩემი გული, ჩემი აღზრდა, ყველაფერი რაც მეძვირფასება. თუ შესაძლებელია, რომ შალვა შავგულიძეს, კაცს, რომელიც ჩემთვის არის ღირსების, თავდადების, ვაჟკაცობის, მებრძოლის მაგალითი არჩევნები მოუგოს მამუკა ახვლედიანმა, რომელიც არის ერთ-ერთი აპოლოგეტიც სექსუალური აღვირახსნილობის, მაშინ ქვეყანა თავზე დაგვქცევია.

ბატონო გოგა, ეს სერიოზული ბრალდებაა. რის საფუძველზე აცხადებთ, რომ ახვლედიანი სექსუალური უმცირესობების აპოლოგეტია?
– ჰო, მამუკა ახვლედიანი მაგათი აპოლოგეტია. დარწმუნებული ვარ, თუ ამ გზით წავედით საქართველოში გეიპარადი ჩატარდება და ერთ-ერთი მონაწილე მამუკა ახვლედიანი იქნება.

რატომ? ის ლობირებს სექსუალურ უმცირესობებს?
– დიახ.ლობირებს. თუ ვინმე ლობირებს გეიპარადის ჩატარებას საქართველოში ერთ-ერთი ლობისტი მამუკა ახვლედიანია.

თუ არის შესაძლებელი, რომ ორი ასეთი მენტალობის ადამიანებს შორის უპირატესობა მიეცეს იმ პერსონას, რომელიც სექსუალური უმცირესობების აპოლოგეტია და მის სასარგებლოდ გადაწყდეს არჩევნები ისეთ ტრადიციულ უბანში, როგორიც მთაწმინდაა, ჩემთვის ეს არის ტრაგედია.

თუ არაფერია ამ საზოგადოებისთვის ტრაგიკული იმაში, რომ ტანგაში გამოწყობილი კაცები ჩაივლიან რუსთაველზე, მაშინ ჩვენ სხვა საზოგადოებას მოვძებნით. ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება ნამდვილად არ მინდა, სადაც ტრაგიკული არ არის,რომ მამათმავლები და სხვა და სხვა სჯულის გაუკუღმართებული ურთიერთობების მონაწილეები აღლუმს ჩაატარებენ. თუ ამაში ტრაგედია არ არის, მაშინ ჩვენი გზები სერიოზულად გაიყო და სხვა ქვეყნის შვილი და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვყოფილვარ. იმიტომ რომ ეს ჩემთვის საქართველო არ არის.

კარგი, ბატონო გოგა, გასაგებია თქვენი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ, ახლა, უნდა გკითხოთ, თვითმართველობის არჩევნებს როგორ შეაფასებთ?
- საქართველოში არჩევნები არ არსებობს. ეს არის დაძალებები. თუ შეფასებებს მივცემთ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანები ნაციონალურ მოძრაობას აძლევენ ხმას, მაინც არჩევანი არ არის. ეს არის გამოუვალი მდგომარეობა, ეს არის იძულება.

საქართველოში არჩევნები არ არსებობს, ეს არის პროცესი, რომელიც ხორციელდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც ცივილიზებულ მსოფლიოში არჩევნებს ეძახიან.

ყველანი ვიყავით მომსწრე აბსოლუტურად გაუკუღმართებული პროცესისა, რომელსაც აქ ჰქონდა ადგილი მთელი ამ დროის განმავლობაში. იმიტომ რომ, ეს არ იყო მარტო 30 მაისს, ეს ხდება იმ დღიდან, რაც გამოცხადდა ვადამდელი ადგილობრივი არჩევნები. ამ პერიოდის განმვლობაში მიდიოდა ძალადობა, მიდიოდა გაუკუღმართებული ურთიერთობები ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის.

ძალადობა კონკრეტულად რა ფორმით ხდებოდა?
– სამსახურიდან გაშვების ფორმით, მუქარებით, მოსყიდვებით, შეშინებით. უამრავი მეთოდით, რომელიც ხელთ უპყრია ამ ავტორიტარულ და აბსოლუტურად მაფიოზურ რეჟიმს, კრიმინალურ დაჯგუფებას. მათი ძალადობის მსხვერპლი ათი ათასობით ადამიანია. თუმცა არის რაღაც პატარა ნაწილი საზოგადოებისა, ვინც არ ეგუება, ვინც ამას ეწინააღმდეგება და არის ძალიან პატარა ნაწილი ადამიანების, ვინც ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობს, ყველაფერი დანარჩენი რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ეს არის ჯაყოს ხიზნები.

რა ჩადეთ ამ ფრაზაში?
– ჩავდე ის, რაც მიხეილ ჯავახიშვილმა ჩადო. დიახ, დღესდღეობით მიხეილ სააკაშვილი არის ნამდვილი ჯაყო, რომელიც აუპატიურებს ამ საზოგადოებას, აუპატიურებს ამ ქვეყანას და ის ადამიანები ვისი მოვალეობაც არის ამის აღკვეთა, გადატრიალებულები ვართ ზურგით და ვიყურებით სხვა მხარეს, ვითომ არაფერი ხდება.

საზოგადოების თხოვნა იყო ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა, ახლა ჩნდება პარტიები შემდეგი სლოგანით-ყველა ნოღაიდელის გარეშე, როგორ შეაფასებთ ამ ტენდენციას?
– ეს იყო აბსოლუტურად არასერიოზული საბაბი, იმისთვის რომ საკუთარი უსუსურობა, ხშირ შემთხვევაში საკუთარი კომპლექსები რაღაცით შეენიღბათ. იმიტომ რომ, ნოღაიდელი არაფერს წარმოადგენდა არც ადრე, არც ახლა და არც არასოდეს იქნება რაიმე სერიოზული პრობლემის მატარებელი.

ჩემი აზრით, ერთადერთი რისთვისაც ნოღაიდელი გამოჩნდა ამ ასპარეზზე და ეს პირნათლად შეასრულა, იყო ხელისუფლების მცდელობა ოპოზიციის დაპირისპირების და გახეთქვის, ძალიან კარგად იყო ეს ფანდი გამოყენებული სააკაშვილის მიერ. რაც მთავარია და ამავე დროს, რაც ჩემთვის ძალიან სავალალოა, ოპოზიციამ ეს ჭამა, გადაყლაპა ფანდი და დაიწყო გაუთავებელი ბრძოლა ნოღაიდელის წინააღმდეგ, სინამდვილეში რას წარმოადგენს ნოღაიდელი? ეს იყო კაცი რომელმაც იკადრა რუსეთის მმართველის წინაშე თავჩაქინდრული დგომა და იმ ძალასთან შეთანხმების გაფორმება, რომელიც განსაზღვრავს საქარველოს ყოფას დღეს და ეს ყოფა არის ძალიან მძიმე, ეს ყოფა რეალურად ქვეყნის ნაწილის ოკუპაციაა, ეს არის ძალადობა და საქართველოს სუვერენული უფლებების ფეხქვეშ გათელვა მეტი მას არაფერი გაუკეთებია.

არა მგონია, რომ ეს იყოს საბაბი იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დაგვეყენებინა შესაძლებლობა ნაციონალური მოძრაობის დამარცხებისა. ახლა, ის რომ, ნოღაიდელი არსებობს ამ ქვეყანაზე ეს არის ფაქტი, ის რომ პრორუსული განწყობების ამ ქვეყანაში ესეც არის ფაქტი. ის რომ ტრადიციულად არსებობს ამ ქვეყანაში ადამიანები, ვინც მზად არიან, ვისაც გინდა მიეყიდონ, მოწინააღმდეგეს, ეშმაკს, ჯანდაბას და ოხრობას საკუთარი ინტერესების და საკუთარი კეთილდღეობის გამო ესეც არის ფაქტი.

არაფერი ახალი აქ არ არის, ახლა იმის გაოცება, აუუჰ, როგორ აღმოჩნდა ქართულ პოლიტიკაში ადამიანი, რომელიც მზად არის ოკუპანტებს ელაპარაკოს აბსურდია, ეს არის სიცრუე, ეს არის თვალმაქცობა, იმიტომ რომ, ერთი ეპოქა და ეპიზოდი გამახსენონ საქართველოს ისტორიიდან, როდესაც ასეთი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში და ქართულ რეალობაში არ არსებობდნენ. ისინი არსებობენ ყოველთვის და იარსებებენ ყოველთვის.

დარწუნებული ვარ, სულ ცოტა დრო გავა და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ლაყუჩებს იხევდა ფორმულით ყველა მინუს ერთი ისევე წაცუნცულდება მოსკოვში მოლაპარაკებებზე, როგორც წაცუნცულდა ნოღაიდელი და ამას ძალიან მალე ნახავთ თქვენ, ძალიან მალე, ზუსტად ის ადამიანები, ვინც აი, ამ პროცესში, თავს იკლავდნენ,ყველა მინუს ნოღაიდელიო, აღმოჩნდება, რომ ეს იყო საბაბი გვერდზე გადგომის. ეს, ჩემი აზრით, არის შემგუებლობა სააკაშვილის რეჟიმთან და აბსოლუტურად ფუჭი ოცნება.

ერთადერთი რაც დაანგრევს ამ ბოროტების კოშკს საქართველოში ეს არის ერთობა, ხალხის ერთობა, პოლიტიკური ძალების ერთობა მიუხედავად იმისა, ვინ რომელი კარის მიმართულებით ყნოსავს ჰაერს. ნებისმიერ გონიერ პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გარეშე რაიმე შედეგის მიღწევა საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის არის სრუილიად ილუზორული. დღეს ეს არის რთული, კი ბატონო, ეს არის არაპოპულარული, კი ბატონო, ამის განხორცილება ძნელია, კი ბატონო, რუსეთს თავისი მიზნები აქვს, რა თქმა უნდა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ზემოდან წამოაჯდეს ნებისმიერ ვითარებას საქართველოში, კი ბატონო, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს, რომ ჩვენ ხელი ჩავიქნიოთ და უარი ვთქვათ ამ პროცესზე: საკუთარი ქვეყნის განკურვაზე, გამოჯანმრთელებაზე და ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობაზე.

ის ისტერია, რომელიც იყო მოწყობილი ნოღაიდელთან დაკავშირებით ეს იყო შემგუებლობა სააკაშვილის რეჟიმთან და შედეგიც ზუსტად ის დადგა, რა შედეგიც უნდა დამდგარიყო. იმიტომ რომ ნოღაიდელის გამო ერთობაზე უარის თქმა იყო მხოლოდ და მხოლოდ საბაბი, დიდი ხანია გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ილუზია გააჩნიათ, რომ იმათ დამოუკიდებლად შეუძლიათ რაღაც სერიოზული შედეგების მიღწევა და ჩვენ დიდ ხანს გვესმოდა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, აღმოჩნდა რომ „გაიმარჯვეს“ კიდეც.

ერთი სააკაშვილმა გაიმარჯვა აგვისტოს ომში, მეორე რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა გაიმარჯვა ადგილობრივ არჩევნებში. თუ ვინმე თვლის, რომ ის შედეგი, რაც მათ მიიღეს ეს არის გამარჯვება ესე იგი ჩვენ სხვა და სხვანიარად გვესმის რა არის გამარჯვება და სხვადასხვანაირად გვესმის რას ნიშნავს რეალობა.

თქვენ დაამკვიდრეთ ტერმინი კომბლების პოლიტიკა, ხომ არ დადგა უკვე კომბლების დრო?
– დიდი ხანია ეს დრო დადგა, რაც უფრო მეტი ხანი გადის და რაც უფრო მეტი შტრეიხბრეხენული ძალა ჩნდება ქართულ საზოგადოებაში, რომელიც საქართველოში ილუზიას ქმნის პოლიტიკური პლურალიზმის და არჩევითობის პრინციპის პრიმატობის, ამის აუცილებლობა მატულობს.

ვთვლი, რომ ეს არის შეგნებულად, თუ შეუგნებელად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, საზოგადოების დამონებაში ხელშეწყობა, მიუხედავად ჩემი დიდი მხადაჭერისა და პატივისცემისა ირაკლი ალასანიასადმი ის განცხადებები, რომლიც მან გააკეთა არჩევნების მერე, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.ეს არ არის სიმართლე, რომ შესაძლებელია, რომ ერთადერთი გზა საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვის ეს არჩევნების გზაა.

მე გული ძალიან მწყდება, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ მინდა, გავიმეორო: – „ირაკლი, ეს არ არის სიმართლე, აი, შენთვის შეიძლება ერთადერთი გზა ეს არის, ოღონდ მინდა დაგარწმუნო, ჩემო კარგო, რომ სანამ სააკაშვილის რეჟიმია ამ ქვეყანაში, შენ ამ გზით ცვლილებს ვერ მიაღწევ“.

მითუმეტეს, გამოცხადება, რომ 2012 წლის არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას, იქ დავამარცხებთ ნაციონალურ მოძრაობას, არის ბრძოლისგან გარიდება. არა, ის არ არის ბრძოლისგან გარიდება, რასაც ბატონი ბერძენიშვილი ბრძანებდა სუბარზე, არამედ ზუსტად ეს არის ბრძოლისგან გარიდება. სუბარი ბრძოლაში რჩება და აი, ბერძენიშვილი ბრძოლას გაერიდება, ისევე როგორც ეს ალიანსი. ეს არის ბრძოლისგან გარიდება, დალოდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არის ზუსტად ბრძოლიდან გარიდება და სააკაშვილის ბნელი ზრახვების ნებსით უნებლიედ მხარდაჭერა.

არსებობს ვარაუდი, რომ ალიანსიდან წასული კოკა გუნცაძე, ლაშა ნაცვლიშვილი, სოზარ სუბარი და სხვათა შორის, ლევან გაჩეჩილაზე არის საუბარი ბურჯანაძის ბლოკში ვიხილოთ...
– ასეთი მოლაპარაკებები არსებობს, ასეთი შესაძლებლობა არსებობს,ეს არ ნიშნავს ნინო ბურჯანაძესთან, რას ნიშნავს ნინო ბურჯანაძესთან? ეს არის არასწორად საკითხის დაყენება, იქნება, ნინო ბურჯანაძის ხილვა გველის ლევან გაჩეჩილაძესთან, სოზართან და კოკა გუნცაძესთან.

ის არ უდირიჟორებს ამ პროცესებს?
– რატომ უდირიჟორებს? როდის იყო, რომ ოპოზიციის პროცესებს ნინო ბურჯანაძე დირიჟორობდა? რამდენადაც ვიცი, როგორი არჩევანის გაკეთდება, იმის მიხედვით გადაწყდება. რახან დღის წესრიგში დგება საკითხი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების, იქ აუცილებლად დადგება კანდიდატის საკითხი, თუ ასეთი ერთობა მოხდება, სხვათა შორის, ამ ერთობაში ირაკლი ოქრუაშვილიც მოიზარება, ამ ერთობაში მოიაზრება სხვა პერსონებიც და მათ შორის, გამოიკვეთება ლიდერი.

ვფიქრობ, რომ ეს სწორი გზაა. აუცილებელია ამ ერთობის ჩამოყალიბება, ყოველ შემთხვევაში საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ აპირებს თანამშრომლობას ხელისუფლებასთან. იმიტომ რომ, ამ თანამშრომლობას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, ეს არის ილუზია და ძალიან მავნე ილუზია. ამის მოწმეები ჩვენ ერთხელ ვიყავით, როცა დაიწყო სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან ჯერ მოლაპარაკებები, მერე დაიწყო მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოსთან და კანონთან დაკავშირებით, მერე წინასაარჩევნო ბატალიები დაიწყო ძალიან ცივილურ ფორმებში, რა თქმა უნდა, სამივე შემთხვევაში, ის ძალები, რომლებიც ოპოზიციიდან მონაწილეობდნენ ამ პროცესში პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ, არაფერი იოტისოდენაც კი, ნაციონალურ მოძრაობას არ შეუცვლია.

ჩვენ ვაფრთხილებით ამის შესახებ, ხმამაღლა ვლაპარაკობდით და ვიძახდით, რომ ეს არ არის ძალა, რომელსაც კოპრომისების, შეთანხმების ან რაიმე სახის ცივილიზებული დიალოგის უნარი გააჩნია. ესენი არიან კრიმინალები, ნარკორეალიზატორები. უამრავი მძიმე კრიმინალური და ასევე სახელმწიფო დანაშაულის ავტორები. ამიტომ მათთან ცივილიზებული დიალოგის შედეგად რაიმე რესურსის მიღება შეუძლებელია, ვისაც უნდა ამ მითით იცხოვროს იმან იცხოვროს დიახ, ვისაც უნდა, ჩემი ძმით დაწყებული რომელიც იმავე ალიანსის წევრია, სადაც ირაკლი ალასანიაა და ვისიც გინდათ დამთავრებული. ჩემთვის პლატონი ძვირფასია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მნიშვნელოვანი.

ამიტომ ვინც გინდა იყოს იქ, ეს არის ილუზია, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ჩვენ არა ერთხელ დავრწმუნდით ამაში. შედეგი, რომელიც ასე ვთქვათ წარმოდგენილია, ამ შემთხვევაში მცდელობა მისი წარმატებით წარმოსახვისა არის სამარცხვინო და თუ დროზე იქნება სერიოზული გადაწყვეტილებები მიღებული ამასთან დაკავშირებით და თეთრს თეთრი დაერქმევა და შავს შავი, ხომ ძალიან კარგი, თუ არადა, მე ვფიქრობ, რომ მსგავსი პოლიტიკის მქონე ადამიანების შედეგი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც იყო საპარალმენტო არჩევნების დროს და ახლა თვითმართველობის არჩევნების დროს, ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდით ერთადერთი ლიდერი ოპოზიციური ძალაო, ეს სასაცილოა.

ირაკლი ალასანია დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა და არც საპრეზიდენტო არჩევნებს დასწრებია და არც საპარალამენტო არჩევნებს, ამიტომ არ იცის რას ნიშნავს ეს დროებითი წარმოჩენა, ასე ვთქვათ, ლიდერ ოპოზიციური ძალად. რასაც ვანო მერაბიშვილი და ნაციონალური მოძრაობა წერს, იმ „შედეგების“ უმტკივნეულად მიღება. უნდათ ადამიანებს ილუზიებში ყოფნა და იყვნენ, მაგრამ ეს მათ ავტორიტეტს ლახავს, მათდამი ნდობას და სამწუხაროდ, ჩვენს ურთიერთობასაც ჩრდილს აყენებს.

– არჩევნები დამთავრდა „დაიცავი საქართველო“ ბრძოლის ახალ ეტაპს როგორ ხედავს?
– ჩვენთვის ეს ეტაპი არ ყოფილა, ამ ეტაპში არც ვმონაწილეობდით, არანაირი ილუზიები ამასთან დაკავშირებით არ გვქონდა და არც არანაირი მოლოდინები ყოფილა. უფრო სწორად, რა მოლოდინიც იყო სწორედ ის მოლოდინი ახდა. ვანო მერაბიშვილმა თავის მშობლიურ კომერსანტში წინ და წინ განაცხადა, თუ რა შედეგი დადგებოდა არჩევნებზე.

ყველა ჩვენთაგანი კომბლად უნდა გადაიქცეს. ეს ერთადერთი გზა, რაც დაგვიტოვეს. ილუზიებს თავი უნდა დავანებოთ, ამ ჯოჯოებს კომბლების მეტი არაფერი უშველით, კომბლებით თუ გავყრით აქედან. თორემ სხვა შემთხვევაში ყველა გზა მიდის მამათმავლების აღლუმისკენ საქართველოში. სააკაშვილის მეთაურობით ჩატარდება ეს აღლუმი. დიახ, სწორედ სააკაშვილი ჩაიბარებს საქართველოში გეი-აღლუმს.
presa.ge

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...