17:11 10.00.2014
სანდო წყაროს ცნობით, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "P.S"-ი ბაჩო და დათა ახალაიების დასახმარებლად ვრცელ სიუჟეტს ამზადებს.
სიუჟეტის თემა ნავთლუღის გახმაურებულ მკვლელობას უკავშირდება, სადაც დათა ახალაია თანამზრახველებთან ერთად, მკვლელობის ორგანიზატორად და შემსრულებლად კონკრეტულ მოწმეებს ჰყავთ მოხსენიებული. ასევე, საუბარი შეეხება იმავე დღეს, ანუ 2006 წლის 12 იანვარს რუსთავის პირველ და მეშვიდე დაწესებულებებში პატიმართა წამების ეპიზოდს, სადაც მოწმეები ხელს ბაჩო ახალაიას ადებენ. მოწმეთა ჩვენებები სასამართლომ ბრალდების დასკვნით სიტყვაში გასულ კვირას მოისმინა.
22 ოქტომბერს, მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. ჩვენი წყაროს ცნობით, „რუსთავი 2“-ის გადაცემა "P.S"-ი სიუჟეტს დათა და ბაჩო ახალაიების უდანაშაულო "გმირებად" წარმოჩენის მიზნით ამზადებს, ამისათვის უკვე ჩაწერილია რამდენიმე რესპოდენტი. მათ შორის, ადვოკატი გიორგი ონიანი, რომელიც მოწმეებზე განხორციელებულ "ზეწოლებსა" და ახალაიების წინააღმდეგ განხორციელებულ "პოლიტიკურ რეპრესიებზე" ისაუბრებს.
წყაროს ცნობით, სიუჟეტი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებით მზადდება, სამ დატვირთვას ატარებს: შეცდომაში შეიყვანოს მაყურებელი, დამნაშავეები წარმოაჩინოს უდანაშაულოდ და პირდაპირი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს მოსამართლეზე. წყაროს განცხადებით, ამ თემაზე საუბარს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში თავად შეესწრო.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის იანვარში, "რუსთავი 2-მა" ნავთლუღის სპეცოპერაცია წინასწარ გამოაცხადა დამნაშავეების წინააღმდეგ უმწიკვლოდ შესრულებულ სპეცოპერაციად, არადა სამი უდანაშაულო ახალგაზრდა ადგილზე დახვრიტეს.