სასწრაფოდ: ქართველმა ჰაკერებმა "ღია ბოქლომის" ბლოგი გატეხეს...

ჟურნალ „ღია ბოქლომის“ ბლოგი ჰაკერებმა გატეხეს. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ბლოგი მიუწვდომელი იყო ვიზიტორებისთვის. რედაქციამ სისტემაში შესვლა იმეილის დახმარებით შსძლო. საავტორიზაციო მონაცემების შეცვლა 5–ჯერ გახდა აუცილებელი თუმცა ჰაკერებმა 5–ჯერვე მოახრეხეს პაროლის გატეხა.

რთული კოდის და იაჰუს ახალი ელექტრონული მისამართის შექმნის შემდეგ, „ღია ბოქლომის“ პროგრამისტმა დათო როგავამ მოახერხა ბლოგზე კონტროლის აღდგენა. ჰაკერებმა დომენის წაშლაც სცადეს. google-ს gmail.com-ზე კი დასტურის არ მიცემის შემდეგ ბლოგდომენი განახლდა.

შეტევა არ ჰგავდა უცხოეთიდან ქართულ საიტზე თავდასხმას, ეს შედარებით დაბალი განათლების ჰაკერების ხელწერაა. – ამბობენ "ღია ბოქლომში".

რედაქცია მომხდარში კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტს ადანაშაულებს.
boqlomi.blogspot.com-ი 2009 წელს შეიქმნა და დღემდე ის 34 860–მა ადამიანმა დაათვალიერა.  უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა კი დღეში საშუალოდ 133–ს შეადგენს



READ MORE - სასწრაფოდ: ქართველმა ჰაკერებმა "ღია ბოქლომის" ბლოგი გატეხეს...

პოლიციამ ეჭვმიტანილი ტვინის შერყევამდე სცემა

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შეფასებით საქართველოში არსებულ წინასწარი პატიმრობის იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში დაკავებულთა მიმართ ძალადობის ფაქტებმა იკლო, თუმცა გამონაკლისი შესაძლოა სამეგრელოს რეგიონი იყოს, სადაც პოლიციელები ამ დაწესებულებებში დაკავებულთა ცემას დღემდე “წარმატებით” ახორციელებენ.

პოლიციელთა მხრიდან ეჭვმიტანილის მიმართ გამოჩენილმა ძალადობამ 19 წლის ყმაწვილის ჯანმრთელობა ისე შეარყია, რომ გიორგი შენგელია საავადმყოფოში ტვინის მძიმე შერყევით მოხვდა.

24 აგვისტოს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ქალაქის “წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრში” გადაყვანილი შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ცენტრის მედპერსონალი არ ახმაურებს.

მიმღების მთავარი ექიმი, ქეთევან წყაროზია სარეგისტრაციო ჟურნალში კითხულობს, რომ პაციენტს აღენიშნებოდა თავბრუსხვევა ტკივილებით, რაც თავის ტვინის შერყევით იყო გამოწვეული, რომელიც, როგორც შენგელია საკუთარი ხელმოწერით იმავე ჩანაწერში ადასტურებს, ორი დღით ადრე დაცემის შედეგად მიიღო.

მთავარმა ექიმმა Presa.ge-სთან ისიც აღნიშნა, რომ პაციენტი გამოკვლევას საჭიროებს და იგი სტაციონარში კვლავ უნდა დააბრუნონ. თუ რატომ გაიყვანეს საავადმყოფოდან მძიმე ავადმყოფი მოულოდნელად, წყაროზიას პასუხის გაცემა უჭირს, მაგრამ აშკარა იყო, რომ ეჭვმიტანილის თანმხლები 20-მდე პოლიციელი ჟურნალისტის გამოჩენამ დააფრთხო.

პოლიციის დეტექტივმა, გიორგი გაწერელიამ, რომელიც საავადმყოფოს მიმღებში “მოვალეობას” ასრულებდა, ვიდეო-კამერაში “სამართალდამცავების პოზიცია” შუა თითის ჩვენებით გამოხატა. თუ რას ნიშნავს ამგვარი მოქმედება, ძნელი მისახვედრი არ არის...

პოლიციელების უზნეობასა და თავხედობაზე არსებული შეხედულება კიდევ უფრო გაამყარა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თორნიკე რუხაძემ, რომელმაც სტაციონარში შენგელიას მოხვედრის ფაქტი იმ დროს უარყო, როცა მიმღებიდან პოლიციელების თანხლებით ეჭვმიტანილის გამოყვანას ათეულობით თვითმხილველი შეესწრო.

Presa.ge -მ მიმღების სარეგისტრაციო ჟურნალში ვერც ის ჩანაწერი აღმოაჩინა, სადაც წესით გიორგი შენგელიას სახის არეში არსებული სისხლჩაქცევები, სილურჯეები და ნაკერები უნდა აღნიშნულიყო. წამების კვალი კი Presa.ge-მ ვიდეო-კამერით დააფიქსირა.

ეჭვმიტანილის ნახვის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული წარმომადგენლებისთვისაც. შენგელიასთან შეხვედრა ვერც მისმა ადვოკატმა, მებრძოლი ჭკადუამ მოახერხა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს მის ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 4 საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა.

მებრძოლი ჭკადუა: “ეჭვმიტანილის ნახვის უფლება არც პოლიციაში და არც საავადმყოფოში მომცეს. აშკარაა, რომ სასტიკად ნაცემია. მისი გადამალვა კი ძალადობის კვალის დაფარვას უკავშირდება. შენგელიების ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” და გადაჭრილი თოფი. ვფიქრობ, რომ პოლიციას სხვა საქმეზე უნდა გასვლა და ეჭვმიტანილი ამის გამო დაამუშავეს”.

იმაში, რომ პოლიციელებმა ბინის სამზარეულოში ცეცხლსასროლი იარაღი დადეს, ეჭვი არც დაკავებულის ბებიას, ნუცა შამუგიას ეპარება.

- “დავიჯერებდი, რომ არა ერთი გარემოება – ზუსტად 20 წუთის წინ, იმ ადგილადან, საიდანაც პოლიციელებმა თითქოს იარაღი ამოიღეს, არყის ბოთლი გადავმალე. იმ ოთახში მას შემდეგ არავინ შესულა. დაკავების მერე შვილიშვილმა მითხრა, ჩემი არ არის ეს თოფი, მაგრამ ახლა უკვე ხომ ჩემიაო”, – ამბობს ნუცა შამუგია.

შვილიშვილის სხეულზე ძალადობის კვალი ბებიამ საავადმყოფოს პალატაში მაშინ შენიშნა, როცა მას პოლიციელებმა დაკავებულისთვის ტანსაცმლის შეტანის უფლება მისცეს. ნუცა შამუგია აცხადებდა, რომ შვილიშვილის სამოსი, რომელიც დაკავებამდე ეცვა, შემოხეული იყო. ტანზე კი სილურჯეები ჰქონდა.

ნუცა შამუგია დაკავებული შვილიშვილის ცემას საკუთარი სახლიდან უყურებდა. მისი ნაამბობიდან ირკვევა, რომ ჩხრეკის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე შორიახლო მდგარი ექვსამდე პოლიციის ავტომანქანიდან ერთ-ერთში გიორგი შენგელიას უმოწყალოდ სცემდნენ.

ადვოკატი მებრძოლი ჭკადუა, რომელმაც ეჭვმიტანილი პოლიციის იზოლატორში საავადმყოფოდან მიყვანის შემდეგ მოინახულა, აცხადებს, რომ შენგელიას ცემის შედეგად სხეულის ყველა ნაწილი დაზიანებული აქვს და მრავლობითი სილურჯეები აღენიშნება.

დაცვის მხარისთვის ჯერჯერობით უცნობია აღიარებს თუ არა ეჭვმიტანილი პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, რადგან სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბარში შენგელიამ დაზიანებების მიყენების დროდ დაკავებამდე პერიოდი დაასახელა.

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი, presa.ge]

READ MORE - პოლიციამ ეჭვმიტანილი ტვინის შერყევამდე სცემა

“დაიცავი საქართველო” ხელისუფლებას ადანაშაულებს

საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველო” ხელისუფლებას მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრის, კახა მიქაიას დევნაში ადანაშაულებს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საზოგადოებრივი მოძრაობიდან აცნობეს, კახა მიქაიას და მისი თანამოაზრეების მიმართ ხელისუფლების მხრიდან მუქარები უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. 
  კახა მიქაია ზუგდიდში მიმდინარე საკნების საპროტესტო აქციის ორგანიზატორია.  
“დაიცავი საქართველო” მშვიდობიან საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ზეწოლის შეწყვეტას მოითხოვს. 

ამასთან, კახა მიქაიას ან მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ფორმის ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში, მოძრაობა სრულ პასუხისმგებლობას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებს.







READ MORE - “დაიცავი საქართველო” ხელისუფლებას ადანაშაულებს

ილია მეორე - საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა...

სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. 
წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ ღვთისმშობლის მიძინება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში. 
  • ეს არის საოცარი დღესასწაული, რადგან ერი ზეიმობს ღვთისმშობლის მიძინებას, გარდაცვალებას და, თითქოს ეს დღე არ უნდა იყოს საზეიმო. თუმცა, ღვთისმშობელმა მხოლოს სამი დღით მიიძინა და შემდეგ ამაღლდა ზეცად, დაიკავა ადგილი თავისი ძის გვერდით”,-ბრძანა პატრიარქმა. 
    მისივე თქმით, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ნიშნავს. 
    “საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რაც დიდი მადლია და დიდი პატივი. ასევე, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. რაც ეპატიება სხვა ერს, არ გვეპატიება ჩვენ’”, - აღნიშნა უწმინდესმა. 
    პატრიარქის განცხადებით, ადამიანი არის ცვალებადი. ადამიანის გონება არის ისეთი, რომ ერთ ადგილას ვერ გაჩერდება; თუმცა, ადამიანმა უნდა იცოდეს, საით უნდა მიდიოდეს და მისი მიზანი უნდა იყოს სასუფევლისკენ სვლა. 
    “დღეს ჩვენ შევთხოვთ დედა ღვთისმშობელს, რომელიც არის ჩვენი პატრონი, გვაკმაროს განსაცდელი, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო
    ”, - ბრძანა უწმინდესმა. 

პატრიარქმა დღესევ რამდენიმე მღვდელმთავარი დააჯილდოვა და სხვადასხვა სამღვდელო ხარისხში აიყვანა.






READ MORE - ილია მეორე - საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა...

ზუგდიდში საკნის „პატიმრებს“ თავს დაესხნენ

წუხელ გვიან ღამით ინციდენტი მოხდა ზუგდიდის ცენტრში განთავსებულ „საკნებთან“. დიასპორის საკითხებში მინისტრის მოადგილე მერაბ ჩუხუა, როგორც ამას ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, თავს დაესხა „საკნების აქციის მონაწილეებს.

ზუგდიდის რაიონული და საპატრულო პოლიციის, ჩარევის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.

„ღია ბოქლომი“ მინისტრის მოადგილეს ტელეფონით დაუკავშირდა:

„ვაღიარებ, შელაპარაკება ნამდვილად მოხდა, მაგრამ მე კახა მიქაიასთან მქონდა საქმე და ვცდილობდი გავსაუბრებოდი, თუმცა შემდეგში სიტუაცია დაიძაბა. სიცრუეა, რომ ამბობენ, თითქოს მე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. ზუდიდში ჩამოსული ვარ იმისთვის, რომ შეხვედრა გავმართო მოსახლეობასთან და არა იმისთვის, რომ ვინმეს თავს დავესხა“ – გვითხრა მერაბ ჩუხუამ.

„საკნის პატიმარი“ კახა მიქაია კი ჩვენთან საუბრისას მომხდარს ასე იხსენებს:

„შუაღამისას თავს დაგვესხნენ მერაბ ჩუხუა და მისი მეგობრები, დაახლოებით ხუთი კაცი იქნებოდა. ილანძღებოდნენ და გვეუბნებოდნენ „თქვენ კიდევ აქ ხართ საკნები აღარ უნდა აიღოთ“–ო?.

კამათი ჩხუბში გადაიზარდა, ნაცემია არასრულწლოვანი, რომელიც შემთხვევით შეესწრო ინციდენტს და ვითარებაში გარკვევა სცადა. სიტუაცია, რომ დაიძაბა სამართალდამცავები მოვიდნენ და მინისტრის მოადგილე და მისი თანმხლები პირები დააშოშმინეს. ჩვენი ერთი მომხრე დაკავებულია“.

ინციდენტის ადგილზე რაიონის გამგებელი ალექსანდრე ქობალია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლევან მესხია იმყოფებოდნენ. მერაბ ჩუხუამ საკნების ტერიტორია ქობალიას ავტომანქანით დატოვა.

„საღამოს მუნიციპალიტეტის შენობაში, რომ ვიყავით ხმაური შემოგვესმა გარეთ გამოვედით და ვნახეთ, როგორ ჩხუბობდნენ „საკანში“ მსხდომი პირები. პატრულის გამოჩენის შემდეგ ინციდენტი ამოიწურა. მერაბ ჩუხუა ჩვენს ავტომანქანაში ჩაჯდა და შინ წავიყვანეთ.“ – ამბობს მესხია.




READ MORE - ზუგდიდში საკნის „პატიმრებს“ თავს დაესხნენ

კომუნიკაციის კომისიამ ტელეკომპანია „მაესტროს“, საკაბელო ქსელში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშვების უფლება მისცა

კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ, 2 დეკემბერს, გამოაქვეყნა პრესრელიზი, სადაც ნათქვამია, რომ დღეს, კომისიამ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ლიცენზიის მოდიფიცირება მოახდინა და არხს, საკაბელო ქსელში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით შეუძლია გავიდეს.


„ამიერიდან, ტელეკომპანია „მაესტრო“ ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე შეძლებს ნებისმიერი თემატიკის გადაცემებით მაუწყებლობას“, ნათქვამია პრესრელიზში.


აქამდე, ტელეკომპანია „მაესტრო“ სპეციალიზებული მაუწყებლობის (შემეცნებითი, გასართობი და მუსიკალური მაუწყებლობა ) ლიცენზიას ფლობდა. არხი საკაბელო ქსელით, თბილისში და რუსთავში მაუწყებლობს.
„მაესტრომ“, გასულ წელს, რამდენჯერმე გაუშვა ეთერში პოლიტიკური გადაცემა, რის გამოც გაფრთხილება მიიღო კომუნიკაციის ეროვნული კომისიისგან.
2 თვის წინ, „მაესტროს“ ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე, პარლამენტში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაც გახდა საჭირო.


„მაესტროს“ დამფუძნებელმა და გენერალურმა პროდიუსერმა მამუკა ღლონტმა, 2 დეკემბერს განაცხადა, რომ არ მიმართავს კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას არხისთვის სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფის თხოვნით.
„პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში „მაესტროს“ სიხშირეს არ მისცემენ, ამიტომ, ჯერჯერობით, გავაგრძელებთ საკაბელო მაუწყებლობას, შემდეგ დემოკრატიული მთავრობა თუ მოვიდა ქვეყნის სათავეში, არხი ჩვეულებრივ სიხშირულ მაუწყებლობას მოითხოვს“, განაცხადა „მაესტროს“ დამფუძნებელმა


ღლონტის ცნობით, 2 დეკემბრიდან, „მაესტროს“ ეთერში გავა შემდეგი საზოგდოებრივ-პოლიტიკური გადაცემები „პროფესია ჟურნალისტი“, „გამოკითხვა“ და „კომენტარის გარეშე“.


„მაესტროს“ სარედაქციო პოლიტიკას, მამუკა ღლონტის ინიციატივით, სამეურვეო საბჭო ხელმძღვანელობს, რომელიც ცნობილი ჟურნალისტებისგან შედგება.



READ MORE - კომუნიკაციის კომისიამ ტელეკომპანია „მაესტროს“, საკაბელო ქსელში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშვების უფლება მისცა

გადამალეთ ბავშვები!!!

გაზეთმა ,,ქრონიკა" 24 აგვისტოს "ქიზიყის" აღმასრულებელი რედაქტორის ილია მარტყოფლიშვილის  სკანდალური ინტერვიუ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა. გთავაზობთ ამ სტატიას საინტერესო ნაწყვეტებს:

,,ქრონიკის" 10 აგვისტოს ნომერში გამოვაქვეყნეთ დედოფლისწყაროს რაიონში მოღვაწე დამოიკიდებელი ჟურნალისტისა და ინტერნეტ-გაზეთ ,,ქიზიყის" რედაქტორის, ილია მარტყოფლიშვილის ინტერვიუ, სადაც იგი გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ლევან ჯამალაშვილსა და ადგილობრივი "კუდის" თანამშრომელს, სოსო ბენაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ეს ორივე პიროვნება პერიოდულად უთვლიდა, თუ არ გაჩერდები, სადაც დაგიჭერთ, იქ გიხმარებთო. ინტერვიუში იმაზეც იყო საუბარი, თუ როგორ მიუვარდა "კუდის" თანამშრომელი, სოსო ბენაშვილი მარტყოფლიშვილთან მომუშავე ჟურნალისტს, თამილა გურაშვილს სახლში და როგორ დაემუქრა, ბავშვს გაუფრთხილდიო. როდესაც ამ მასალაზე ვმუშაობდი, მაშინ თამილა გურაშვილი ისე იყო შეშინებული, ინტერვიუზე უარი განაცხადა, ჯერჯერობით თავს შევიკავებო. თუმცა, მოგვიანებით, მარტყოფლიშვილის ნაამბობის გამოქვეყნების შემდეგ არაერთხელ შემეხმიანა და ფაქტები დაადასტურა. მეტიც, როგორც ის ამბობს, "ქრონიკის" გამოსვლისთანავე მასთან სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და ბინის ხელახალი დათვალიერება მოითხოვეს (იგი, როგორც მარტოხელა დედა, სახელმწიფო დახმარებას იღებს). მას შემდეგ, რაც გურაშვილმა ისინი დაითხოვა, ანუ სახლში არ შეუშვა, საერთოდ აღარ გამოჩენილან. "ქრონიკაში" გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ კახეთის ადამიანის უფლებათა ცენტრმა სამხარეო პროკურატურას მიმართა, რათა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა და 21 აგვისტოს გამომძიებელმა გიორგი ლომთაძემ დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტებიც დაკითხა. თუ როგორ ჩაიარა დაკითხვამ, ამის შესახებ კვლავ ილია მარტყოფლიშვილი მოგვითხრობს: 

_ კი, მთელი სამი საათის განმავლობაში გვკითხავდა გამომძიებელი. მე და თამილა გურაშვილმა წერილობითი ჩვენება მივეცით, ხელიც მოვაწერეთ, რაც ინტერვიუში ვთქვი, იგივე გავიმეორე იქაც. თამილამაც ყველაფერი დაადასტურა, დაწვრილებით დაწერა, რაც მოხდა.

_ ესე იგი, რა გამოდის, გამგეობას და ადგილობრივი "კუდის" თანამშრომელს უკვე ბრალი ედებათ ადამიანის უფლებების დარღვევაში?

_ ჩემი დაკითხვის დროს გამომძიებელი აღნიშნავდა, რომ სიტყვა"ხმარება" შეიძლება ჩაითვალოსო როგორც მუქარაო და არა როგორც პირდაპირ რაღაც... ასეთ განმარტებას იძლევა.

_ კი, მუქარაა, მაგრამ მუქარასაც გააჩნია, შეიძლება გაუპატიურების მცდელობადაც ჩაითვალოს.

_ კი... მან თქვა, არ ვიცი, როგორ წავა ძიებაო... შედარებით კარგი შთაბეჭდილება დაგვრჩა, უფრო ცუდს ველოდით, ტელეფონში მკაცრი ტონით გველაპარაკებოდა. ჯერჯერობით ნორმალურად წავიდა ყველაფერი.

_ რა თქვა გამომძიებელმა, სოსო ბენაშვილისა და ლევან ჯამალაშვილის დაკითხვასაც ვაპირებო?

_ კი, რა თქმა უნდა, ორივეს დაკითხავს... პირად საუბარში გამომძიებელმა ისიც თქვა: მე არ მეგონა, თუ ამდენად რთულად იყო საქმე, ვიფიქრე, გაზეთმა გააზვიადა, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ მართლა ჰქონდა ადგილი ზეწოლასო. ორივე ცალკ-ცალკე დაგვკითხა... გუშინ პატრიარქი იყო ჩამოსული დედოფლისწყაროში, `კუდის~ მეორე თანამშრომელი მოვიდა ჩემთან ეკლესიაში, მე მის უწმინდესობას ვუღებდი ფოტოებს და დაინტერესდა, ყველაფერი კარგად გადაიღეო? კი, რაღაც მოვახერხე-მეთქი. მისი გვარი და სახელი არ ვიცი, სახეზე ვიცნობ. ჯამალაშვილიც იქ იყო, გამიარ-გამომიარა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
 
_ ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემ... ცოტა ფრთხილად იყავი, ემანდ ვინმემ არაფერი ჩაგიდოს, თორემ მერე `ქრონიკა~ კი არა, მამა ღმერთი ვეღარ გიშველის.

_ ააა... ჰოო... ვითომ ტაძარშიც იკისრებდნენ რამეს?

_ არა, ეგენი ძალიან მორწმუნეები არიან, არაფერს კადრულობენ...

_ გასაგებია.... აუცილებლად გავითვალისწინებ. ისე, ჩემთან გამომძიებელს რამე პოზიცია არ დაუფიქსირებია. არც გაზეთთან აქვს პრეტენზია, მე მკითხა, ინტერვიუ ნებით მიეციო? რა თქმა უნდა, ერთხელ ჩვენ ზეწოლის ფაქტები არ გავახმაურეთ და ახლა "ქრონიკისთვის" ეს რომ არ გვეთქვა, ყველაფერი დაუსრულებელ სახეს მიიღებდა-მეთქი. ამ ინტერვიუს ქსეროასლიც თან ჰქონდა გამომძიებელს. ვნახოთ, მე მგონი, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.

,,ქრონიკა" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის რეგიონულ ხელმძღვანელს, გელა მთივლიშვილსაც ესაუბრა:

_ ჩვენ როდესაც გაზეთ ,,ქრონიკაში" გამოქვეყნებულ წერილს გავეცანით, აღმოჩნდა, რომ იქ მოყვანილი ფაქტები შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, გავაკეთეთ მიმართვა კახეთის საოლქო პროკურორის, თამაზ ცაბუტაშვილის სახელზე და მოვითხოვეთ, რომ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. საქართველოში მოქმედი კანონის თანახმად, პროკურატურა თვითონაც იყო ვალდებული, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაეწყო, მაგრამ როგორც წესი, ასეთ რამეს არ აკეთებენ ხოლმე. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჟურნალისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო და ისინი უკვე დაკითხეს.

_ ეგ ვიცი, რომ დაკითხეს, მაგრამ ერთი რამე მაინტერესებს, პროკურატურამ ოფიციალური პასუხი გამოგიგზავნათ?

_ არა, საოლქო პროკურატურიდან ამ დრომდე არაფერი მიგვიღია. ამიტომ ჩვენთვის უცნობია, რა მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. თუმცა მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ იქ იყო არა მხოლოდ მუქარის ფაქტები, არამედ ისეთი ფაქტებიც, რომლებიც მძიმე დანაშაულს შეიცავს. თუ გამოძიება მარტო მუქარას განიხილავს, ეს ჩემთვის გაუგებარი იქნება. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე იმედი არ მაქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებს. 

_ უკეთეს შემთხვევაში რა შედეგი უნდა იყოს?

_ მე თვითონ პროფესიით იურისტი ვარ და ვიცი, რომ როდესაც ადამიანი ჟურნალისტს სახლში უვარდება და ემუქრება, ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული, ამ დროს, ,,კუდის" თანამშრომელს, სულ მინიმუმ, გამოძიებას საკმაო მასალები რომც არ ჰქონდეს მოპოვებული, უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს, ხოლო მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ უნდა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე უნდა გაუკეთონ სოციალური დახმარების სამსახურის უფროსს. ვნახოთ, მე დიდი იმედი არ მაქვს, რომ ასე მოიქცევიან.

კახეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი, გიორგი ლომთაძე თვლის, რომ მე არ ვარ კომპეტენტური და შესაბამისად, არ შეიძლება ვიცოდე ყველაფერი გამოძიების მინდინარეობის შესახებ:

_ ბატონო გიორგი, სისხლის სამართლის საქმე რა მუხლით აღიძრა?

_ გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაზე.

_ ვიცი, რომ თქვენ ჟურნალისტები უკვე დაკითხეთ.

_ დიახ.
_ მეორე მახარის დაკითხვასაც აპირებთ?

_ რა თქმა უნდა.

_ როგორ ფიქრობთ, აქ მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა იკვეთება?

_ აქ ლაპარაკია სისხლის სამართლის საქმეზე და არა ხართ თქვენ ის კომპეტენტური პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს, რა ბედი ეწევა ამ საქმეს. მხოლოდ ერთს გეტყვით, გამოძიება ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდება.

_ დიდი მადლობა, იმედია, ასე იქნება.

როგორც მოგვიანებით გახდა ჩვენთვის ცნობილი, გამოძიების პროცესში გამოჩნდა მოწმე, თამილა გურაშვილის მეზობელი, რომელმაც კარგად დაინახა, თუ როგორ მიუვარდა ჟურნალისტს სახლში "კუდის" თანამშრომელი, სოსო ბენაშვილი და როგორ იმუქრებოდა. მოწმის ჩვენება უკვე საქმეში დევს. ვნახოთ, როგორ წარიმართება გამოძიება... წესით, ორი პიროვნება, რომელიც ჟურნალისტებზე ზეწოლას ანხორციელებდა, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რათა რეგიონებში ჩინოვნიკების პარპაში ცოტათი მაინც აილაგმოს.



READ MORE - გადამალეთ ბავშვები!!!

54 წლის ქალს თვალები დათხარეს და დაბმულს ეზოში დაატარებდნენ...

დედოფლისწყაროში ახლახან სადისტურად მოკლული 54 წლის მარინა მაისურაძის დედა, ნუშო თეთრაძე, რაიონულ პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს და გენერალურ პროკურატურას პოლიციის მაღალჩინოსანთა დასჯას სთხოვს. მისი თქმით, პოლიციელთა საქმისადმი დაუდევარი მიდგომის გამო ორი ქალბატონი ცემით მოკლეს. მაისურაძისა და შურა გვრიტიშვილის მკვლელობის შემდეგ, დედოფლისწყაროს პოლიციამ გივი ჭინჭარაული და რომან და ვალერი კასიანოვები დააკავა. დაზარალებული ნუშო თეთრაძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ დაკავებული რომან კასიანოვი მის შვილს მოკვლით მანამდეც ემუქრებოდა, რის თაობაზეც პოლიცია ინფორმირებული იყო, თუმცა ქმედითი ნაბიჯები მანამ არ გადაიდგა, ვიდრე კონფლიქტი მკვლელობით არ დასრულდა. შვილმკვდარი დედა მიიჩნევს, რომ ადგილობრივ პოლიციას აქტიურად რომ ემოქმედა, მისი შვილი სიკვდილს გადაურჩებოდა... საგულისხმოა, რომ მაისურაძეების ოჯახში ეს პირველი ტრაგედია არ გახლავთ. 


დედოფლისწყაროს მკვიდრი მარინა თეთრაძე-მაისურაძე 2008 წლის 5 აპრილს, საკუთარი დეიდის შვილიშვილმა ორ თანამოაზრესთან ერთად, სასტიკი წამების შედეგად მოკლა და თავი ტყეს შეაფარა. იგივე დაჯგუფება, იმავე პერიოდში, სოფელ ჯაფარიძის მკვიდრ პენსიონერს, მარტოხელა შურა გვრიტიშვილსაც დაესხა თავს. სასტიკად ცემეს და 108 ლარი გაიტაცეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, რამდენიმე დღეში ეს ქალბატონიც გარდაიცვალა. 


როგორც "ღია ბოქლომმა" გაარკვია, პენსიონერის ცემიდან რამდენიმე დღეში რომან და ვალერი კასიანოვები გივი ჭინჭარაულის ბინაში საღამოს ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ. ნასვამ რომა კასიანოვს მაისურაძეების მიმართ შურისძიების ჟინი აღეძრა. დაახლოებით ღამის 10 საათისთვის, მარინა მაისურაძეს ოთახის კარი შეუმტვრიეს და თავს დაესხნენ. ცემდნენ, ყელზე მავთული შეაბეს, აქეთ-იქით დაათრევდნენ და აიძულებდნენ ფული გამოეჩინა. მკვლელობის დღის დეტალებს უფრო დაწვრილებით "ღია ბოქლომთან" საუბრისას გარდაცვლილის უფროსი შვილი იხსენებს: 


ალიკა მაისურაძე (მოკლულის ვაჟი): "იმ ღამით სახლში მარტო ვიყავი, მეძინა. დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე ქუჩიდან ხმაური მომესმა. რომკას ხმა ვიცანი, დედაჩემს დაჰყვიროდა "მალე, მალეო"... ხმაზე შევატყე, რომ დედაჩემი ძლიერად ნაცემი და დასუსტებული იყო, ნამტირალევი ხმა ჰქონდა... ვიცოდი, რომკას გამოჩენა ჩვენთვის სახიფათო იყო. უცებ, მესერზე რკინის რახუნის ხმა გავიგონე, შემეშინდა და უკანა ფანჯრიდან გადავხტი. მეზობელთან გავიქეცი და მაშინვე პოლიცია გამოვიძახეთ. სულ რაღაც 3 წუთში უკან მოვბრუნდი და ფანჯრიდან გარკვევით დავინახე ერთ-ერთი თავდამსხმელი ზურგით იდგა და სკამის ფეხს დედაჩემს გამეტებით თავში ურტყამდა. რადგან ღამე იყო, მისი ვინაობა ვერ ამოვიცანი, თან ნიღბებით იყვნენ. ჩვენი ნათესავი რომა კი ხმაზე ვიცანი. 5 - 6 წუთში პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მოვიდა, მაგრამ დედაჩემი უკვე გარდაცვლილი იყო, სხეულზე ძლიერი დაზიანებები აღენიშნებოდა. ვეღარ იცნობდით, სხეული სულ ჩაშავებული ჰქონდა. საშინელი სურათი დაგვხვდა."


შემთხვევის ადგილზე დედოფლისწყაროს მკვიდრი გივი ჭინჭარაული დააკავეს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო. დანარჩენმა ორმა პირმა მიმალვა მოახერხა. ისინი პოლიციამ მკვლელობიდან მესამე დღეს ე.წ. დედოფლისწყაროს "ლეტნიკის" ტყეში აიყვანა... 


სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მაისურაძის გვამი, რომელსაც უამრავი დაზიანება აღენიშნებოდა და ტვინი მთლიანად ამოცლილი ჰქონდა დედოფლისწყაროს პროზექტურაში გადაასვენა. 


კახეთის კრიმინალური განყოფილების ექსპერტის ვალერი მესხის მიერ გაცემულ დასკვნაში წერია, რომ ჯერ კიდევ მკვლელობამდე 2 თვით ადრე დედოფლისწყაროს პოლიციამ კასიანოვის ბინიდან ამოიღო სამხედრო დანიშნულების ნაღმსაძებნი ხელსაწყო და ორლულიანი თოფი. 


გარდაცვლილი მაისურაძის ოჯახი აცხადებს, რომ ნათესაური კავშირის მიუხედავად, რომან კასიანოვი მათ ხშირად ემუქრებოდა. როგორც "ღია ბოქლომმა" შეიტყო, მათ კონფლიქტური ვითარება მანამდე ჰქონდათ. 


"წელიწადნახევრის წინ, მარინამ სახლიდან ცხვრები და საოჯახო ნივთები დაკარგა. ზამთარი იყო და თოვლზე დატოვებულმა კვალმა ჩემი შვილი კასიანოვების ბინასთან მიიყვანა. ამის გამო მან პოლიციაში განაცხადიც შეიტანა. რომკა მას შემდეგ გადაგვემტერა და სულ გვემუქრებოდა. "არაერთხელ გამაგონა 'შვილს და სახლს გაუფრთხილდითო"... რომკა ჩემი გაზრდილია, ბავშვობაში ჩვენთან ხშირად რჩებოდა. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად ბოლო დროს "კობრას" მეძახდა, რა ვიცოდი შვილს თუ მომიკლავდა... წარსულშიც რამდენჯერმე ნასამართლევია... როდესაც ჯაფარიძეში პენსიონერი დააყაჩაღეს, პოლიციამ დამნაშავეთა ვინაობა იცოდა, მაგრამ მანამდე არ დააპატიმრა, სანამ ჩემი შვილიც არ შეიწირეს... ყელზე მავთული ჰქონდა წაჭერილი, როგორც ჩანს მკვლელობამდე პირუტყვივით დაბმულს ეზოში დაატარებდნენ. თვალები დათხარეს, ტანსაცმელიც სულ შემოწეწილი ჰქონდა. ძარცვის მოტივს საერთოდ გამოვრიცხავ. ეს უდაოდ განზრახ მკვლელობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ რომკა ჩემი დის შვილიშვილია, გამუდმებით მოკვლით გვემუქრებოდა..." - იხსენებს გარდაცვლილის დედა ნუშო თეთრაძე. 


ექსპერტ ეთერ ზარდიაშვილის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ჭინჭარაულის საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილ ტანსაცმელზე არსებული სისხლი გარდაცვლილ მაისურაძის სისხლის ანალოგია. 

"შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხის ექვს ჯოხზე, ლითონის მილზე, ელექტროსადენზე, მობილური ტელეფონის სახურავზე აღმოჩენილი სისხლი ასევე მაისურაძის ჯგუფისაა. საბანზე, ბალიშისპირზე და ქსოვილის ნაჭერზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც გარდაცვლილის ჯგუფს განეკუთვნება." - ნათქვამია დასკვნაში. 


კახეთის სამხარეო პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაასრულა და საქმე დედოფლისწყაროს სასამართლოს გადასცა განსახილველად. როგორც გაარკვია, პროკურატურა დამნაშავეთა 17 წლით დაპატიმრების შუამდგომლობას აყენებს, დაზარალებულები კი დამნაშავეთა სამუდამო პატიმრობას მოითხოვენ... 


გარდაცვლილ მარინა თეთრაძეს, ორი წლის წინ, 26 წლის ვაჟი ხვიჩა მაისურაძე, საეჭვო ვითარებაში მოუკლეს. იგი თანაკურსელმა ზურა სამხარაძემ დეიდაშვილის დაბადების დღეზე, ლილოს დასახლებაში წაიყვანა. მას შემდეგ, ხვიჩა აღარავის უნახავს. 18 დღის შემდეგ, თბილისის ზღვამ უცნობი მამაკაცის გვამი გამორიყა, რომელიც მეთევზეებმა შენიშნეს და პოლიციას აცნობეს. როგორც საბუთებიდან გაირკვა გვამი ხვიჩა მაისურაძეს ეკუთვნოდა. 


საქმე დღემდე გაუხსნელია. ძირითადი მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, რომ ვანო ბიბილურის ოჯახში გაშლილ სუფრასთან, ხვიჩა და ზურა 23:00 საათამდე შეყოვნდნენ. მოწმეები კონფლიქტის არსებობას მალავენ, თუმცა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ჩხუბი მართლა მოხდა. ზურამ ხვიჩა იქვე, მეზობლად მცხოვრებ ნუკრი ხმალაძის ოჯახში დასაძინებლად წაიყვანა. ორივე დაწვა, თუმცა ხვიჩა 5 წუთში ადგა და თქვა - "აქ ვერ გავჩერდები, უნდა წავიდე, დილით ადრე დედოფლისწყაროში მივდივარო." მას ნუკრი შეეწინააღმდეგა და დარჩენა არაერთხელ შესთავაზა. 


როგორც ირკვევა, ხმალაძის ბინიდან ხვიჩა გვიან ღამით, მარტო გავიდა. ამ ფაქტს არ ეთანხმება ხვიჩას ოჯახი. ისინი მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, იგი სწორედ ხმალაძის ოჯახში უნდა მოეკლათ. ირკვევა, რომ ნუკრი ხმალაძემ ხვიჩა ტახტზე პირქვე დააგდო, ზემოდან დააწვა და სახლიდან არ უშვებდა. გარდაცვლილის ოჯახი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, ხვიჩა სწორედ ამ მომენტში უნდა მოგუდულიყო... ამ ვერსიის რეალობაზე ის ფაქტიც მიანიშნებს, რომ ამ დროს ხვიჩას მარტო შარვალი ეცვა, ზღვამაც სწორედ ასეთ ვითარებაში გამორიყა, გვამს კი ყელთან ძალადობის კვალი აშკარად აღენიშნებოდა. ბოლო წუთებში, ხვიჩასთან ერთად მყოფი ყველა მოწმე ჩვენებაში ხაზს უსვამს, რომ იგი ხმალაძეების ოჯახიდან მშვიდად გავიდა და აღარავის შეუნიშნავს. 


მოწმეთა მსგავსად, გამოძიებაც უცნაურად მოქმედებდა. დაზარალებულთა ინტერესების დაცვის ნაცვლად, სამართალდამცველები შვილმკვდარ დედას უხეშად ეპყრობოდნენ. აშკარა იყო, რომ სიმართლის დადგენით მხოლოდ მოკლულის დედა იყო დაინტერესებული. ეკონომიური სიდუხჭირის მიუხედავად, მარინა მაისურაძე სამართლის საპოვნელად დედაქალაქში ხშირად ჩადიოდა და ერთი პროკურატურიდან მეორეში დადიოდა. რა არ იღონა, მაგრამ... წუხდა, 2 წელი გავიდა და საქმე წინ ვერ წავწიე, გამომძიებელი კი ტელეფონზეც აღარ მპასუხობსო. პოლიციას დღემდე არავინ დაუკავებია. დედა, რომელიც შვილის მკვლელების დასასჯელად ხმალამოღებული იბრძოდა, ახლახან თავადაც მკვლელების მსხვერპლი გახდა... 


ნუშო თეთრაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ შვილის მკვლელების დასასჯელად ყველა ღონეს იხმარს და მხოლოდ დამნაშავეთა მუდმივ პატიმრობას დაეთანხმება, სხვაგვარ გადაწყვეტილებებს კი ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს. იგი იქვე დანანებით აღნიშნავს, რომ უსახსრობის გამო 26 წლის შვილიშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს. სავარაუდოდ. ხვიჩა მაისურაძის მკვლელობის საქმე კვლავაც დიდხანს იქნება მტვრიან თაროზე შემოდებული...

[ილია მარტყოფლიშვილი
ჟურნალი "ღია ბოქლომი"]



READ MORE - 54 წლის ქალს თვალები დათხარეს და დაბმულს ეზოში დაატარებდნენ...

„მაესტრო“ ტელეწარმოებისთვის ფინანსებს ეძებს

საკაბელო ტელეარხი „მაესტრო“, რომელიც 2 დეკემბრიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით დაბრუნდება ეთერში, ტელეწარმოებისთვის ფინანსებს ეძებს.


„ტელეწარმოება ძვირია და დიდ სახსრებს მოითხოვს“, განაცხადა „მაესტროს“ ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა 24 ნოემბერს , გადაცემა „უცნობი კავკასიის“ ეთერში.


ღლონტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „მაესტრომ“ შეძლო ფინანსების მოზიდვა, საეთერო დროის დიდი ნაწილი დაეთმობა საინფორმაციო გამოშვებებს, რადგან, მისი თქმით, „რაც დღეს საინფორმაციო სივრცეში ხდება, ეს არის სრული კატასტროფა.“
ღლონტის ცნობით, პოლიტიკურმა ძალებმა მას უკვე შესთავაზეს ფინანსური დახმარება და ის მზად არის ასეთი დახმარება მიიღოს, მხოლოდ ერთი პირობით: ისინი არ უნდა ჩაერიონ ჟურნალისტების საქმიანობაში.
„მაესტროს“ დირექტორს არ დაუსახელებია ეს პოლიტიკური ძალები. მას არც ის დაუზუსტებია, დაეთანხმნენ თუ არა ისინი „მაესტროს“ პირობებს.


„„ჩვენი ტელეკომპანია მზად არის დაფინანსება თვით სააკაშვილისგანაც (საქრთველოს პრეზიდენტი-media.ge) მიიღოს, თუ სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს, ანუ შენარჩუნდება „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობა“, განაცხადა ღლონტმა.
„მაესტროს“ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ დაფინანსების გარეშე ტელეწარმოება საქართველოში შეუძლებელია და მაგალითისთვის ერთმანეთს რადიო „უცნობისა“ და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო ტარიფები შეადარა.
„რადიო „უცნობში“ რეკლამის ყველაზე დაბალი ფასი 60 ლარია, ხოლო „რუსთავი 2“-ში 30 აშშ დოლარი. როგორ შეიძლება თბილისში მაუწყებელ რადიოში უფრო ძვირი ღირდეს რეკლამა, ვიდრე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში? ეს სპეციალურად ხდება, რომ არ შეიქნას რეკლამით დაფინანსებული სატელევიზიო სტრუქტურები“, განაცხადა ღლონტმა.


მისი აზრით, ამ ეტაპზე, ვიდრე ქვეყანას მოქმედი ხელისუფლება მართავს, დაფინანსება აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონიერი და უპირობო დახმარება.


კომუნიკაციის ეროვნული კომისია 28 ნოემბერს გადაწყვეტს „მაესტროს“ სპეციალიზირებული მაუწყებლობის ლიცენზიის საერთო მაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირების საკითხს, რაც არხს საზოგადოებრივი-პოლიტიკური გადაცემების ეთერში გაშვების შესაძლებლობას მისცემს.
[media.ge]
READ MORE - „მაესტრო“ ტელეწარმოებისთვის ფინანსებს ეძებს

წყლის დალევასაც გვაყვედრიან...

[ქიზიყი]დედოფლისწყაროს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანა ბენაშვილი საზოგადოებას ქალაქის ცენტრში დადგმული ორი წყლის ნიჟარისთვის მადლობის გადახდას აიძულებს.
ამგვარი მოწოდება ბენაშვილმა გაზეთ ,,შირაქის" გუშინდელ ნომერში გამოაქვეყნა: ,,თანხების სიმცირის გამო პროექტში გათვალისწინებული არ იყო სასმელი წყლის ნიჟარების დადგმა, თუმცა მაინც გაკეთდა. ასე რომ ქალაქში მოსიარულეებს წყურვილი აღარ შეაწუხებთ. ეს კი კეთილი ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც საზოგადოებისგან გულწრფელ მადლობას იმსახურებენ`` - წერს ბენაშვილი.

მისი ამგვარი დამოკიდებულება მოსახლეობამ დაყვედრებად აღიქვა, ბევრმა მათგანმა ამ განცხადებას ბრიყვული უწოდა: ,,წყალზეც მადლობის თქმას გვავალდებულებენ. აღარაფრის ცხვენიათ. ისე გამოდის, თითქოს ქალაქის გალამაზება მათ მოვალეობაში არ შედის. - წუხან დედოფლისწყაროელები.





READ MORE - წყლის დალევასაც გვაყვედრიან...

სამეგრელოში ოპოზიციური მუხტი მატულობს...[video]

ზუგდიდის ცენტრში განთავსებულ 4 „საკანს“ კიდევ ერთი შეემატა, რომელშიც ოპოზიციის 4 მომხრე ჩაჯდა. ალექსანდრე მოლაშხია, მანუჩარ მალანია, ირაკლი თორდია და რამაზ მოლაშხია აცხადებენ, რომ ზუგდიდში არსებული  ტერორი გაუსაძლისი ხდება, და ისინი ამ ნაბიჯით ცდილობენ ხელი შეუწყონ საზოგადოებაში შიშის სინდრომის გატეხვას.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „საკნების“ საპროტესტო აქცია უკვე ოთხთვეზე მეტია მიმდინარეობს. თბილისისგან განსხვავებით, ოპოზიციის ლიდერების თქმით, სამეგრელოში, პროტესტის ამ ფორმას თავისი მნიშვნელობა ჯერ არ დაუკარგავს.

როგორც „საკნის“ პირველი „პატიმარი“ კახა მიქაია ამბობს, „ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის დასრულებამდე გაგრძელდება“...



READ MORE - სამეგრელოში ოპოზიციური მუხტი მატულობს...[video]

პარტია „თავისუფლება“ დაიშალა? [video]

პარტია „თავისუფლების" ოფისის 17-მა თანამშრომელმა და პრესმდივანმა პარტია დატოვა. თანამშრომელთა წასვლის მიზეზად სანდრო ბრეგაძე ინტერპრესნიუსთან საუბარში ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. პრესმდივანი ავალიშვილი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს რომ პარტიის ოფისის დატოვება ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა და ის დროთა განმავლობაში მწიფდებოდა. სანდრო ბრეგაძე კომენტარისთვის მიუწვდომელია.
კადრები ეკუთვნის itv–ს
READ MORE - პარტია „თავისუფლება“ დაიშალა? [video]

“მაესტროს” საკითხი კვლავ გაურკვეველია...

1 ტომბრიდან ტელეკომპანია “მაესტრო” განალებული გადაცემებით და სტუდიებით წარსდგება მაყურებლის წინაშე, მაგრამ შესაძლოა მამუკა ღლონტმა მაყურებლის ყველაზე დიდი მოლოდინი ვერ გაამართლოს და სატელიტზე მაუწყებლობა კვლავ ვერ შეძლოს. თუმცა, ამჯერად ეს არა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიზეზით, არამედ იმიტომ ვერ მოხერხდება, რომ “მაესტროს” ყოველთვიურად მაუწყებლობის საფასურის 18 ათასი დოლარის გადახდის სახსრები არ გააჩნია.

ლიცენზიის მოპოვების პერიოდში მამუკა ღლონტი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებდა, რომ მთავარი ბარიერი გადალახული იყო და თანხის გადახდას როგორმე მოახერხებდა, თუმცა, დღეს ღლონტი აცხადებს, რომ ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა და რომ ოქტომბერში მათ ისევ აქვთ ფინანსური პრობლემები, როგორც მანმადე. შესაბამისად არ არის გამორიცხული რამდენიმე თვიანი ბრძოლის შედეგად მოპოვებული ლიცენზია “მაესტრომ” კვლავ თაროზე შემოდოს. 

როგორც მამუკა ღლონტი აცხადებს, თუ კი მის არხს საკმარისი რეკლამები არ ექნება თანხას ვერ შეაგროვებს შავი გზით გადახდილ თანხებს კი ტელევიზიაში არ ჩადებს. 

არხის განახლების საკითხებზე და სატელიტზე მაუწყებლობის შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს, “მაესტროს” გენდირექტორთან და დამფუძნებელთან მამუკა ღლონტთან:

- როგორც ცნობილია “მაესტრო” 1 ოქტომბრიდან განახლებული ფრომატით წარსდგება მაყურებლის წინაშე, კონკრეტულად რა ცვლილებებს გეგმავთ არხზე?

მამუკა ღლონტი: ჩვენ გვინდა გავაკეთოთ სრულად საინფორმაციო არხი. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ 24 საათის განმავლობაში გადიოდეს ჩვენ არხზე ინფორმაცია, აქ რა თქმა უნდა აქ არ იგულისხმება მხოლოდ პოლიტიკური სახის ინფორმაცია, აქ იგულისხმება, როგორც კულტურა, ასევე სპორტი, ამინდი, მოდა და საერთოდ ყველაფერი, მაგრამ როგორ გამოგვივა ეს უკვე სხვა თემაა. თუმცა, მონდომება და სურვილი დიდია. 

- ამ ეპატზე თუ მიმდინარეობს უკვე არხის განახლებაზე მუშოაბა და რა ეტაპზე ხართ? 

- რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები, სწორედ ამიტომ არ გადის ეთერში ჩვენი საინფორმაციო გამოშვება “უკომენტაროდ” და გადაცემა “საკანი #5”, რადგან დაშლილია აპარატურა და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ ეს ტექნიკური საკითხები, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავიდეთ ეთერში, იქნებ ოქტომბრამდეც კი მოვასწროთ ეს ყველაფერი,. 

- ასევე ცნობილია, რომ “მაესტრო” იცვლის ოფისს, სად აპირებთ გადასვლას და ასევე რა სახსრებით აკეთებთ ამას?

- ჩვენ გადავდივართ ნუცუბიძის #98. შედარებით უფრო დიდ ოფისში, მაგრამ შედარებით, რადგან ეს არ არის რაღაც უზარმაზარი ოფისი. აქ იქნება სულ 12 ოთახი, აქამე კი სულ 5 ოთახში ვიყავით, მაგრამ სატელევიზო ოფისისტზვის ესეც ძალიან ცოტაა მერწმუნებთ, მაგრამ რისი საშვალებაც გვაქვს იმას ვაკეთებთ. 

“რ”: თუ არხის საიდუმლოება არ არის თუნდაც ამ გაფართოებისთვის დახარჯული თანხები საიდან მოიპოვა “მაესტრომ”, რეკმაიდან თუ..…

- ჩვენ რა თქმა უნდა რეკლამიდან გვაქვს შემოსავალი, უმთავრესად ეს არის რამდენიმე სერიოზული ფირმისგან და ოპოზიცური პარტიებისაგნ შემოსული რეკლამები, სწორედ ამ უსახსრობის გამო ჩვენ არ გადავდივართ დიდ ოფისში სადაც გვექნება დიდი სტუდიები, გადავდივართ ისევ კერძო სახლში. 

- ასევე ცნობილია, რომ რამდენიმე ახალ თოქ -შოუს გეგმავთ ახალი სეზონისთვის, ეს თუ შეესაბამება სიმართლეს და რა ტიპის თოქ- შოუები შეიძლება ვიხილოთ ოქტომბრიდან “მაესტროზე”?

- მე საქართველოში ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი თოქ-შოუების, შესაბამისად დიდი თოქ-შოუები ჩვენთან არ იქნება, როგორც იქნა დავარწმუნე ჩემი კოლეგები ამაში. რადგან ერთი და იგივეს ლაპარაკს წლების განმავლობაში აზრი არ აქვს. დღეს ჩემი აზრით მაყურებელს სჭირდება ობიექტური ინფორმაცია. ღაც შეეხება თოქ-შოუს ჟანრს, ეს იქენბა, მაგრამ ძალიან მცირე დოზით, მაქსიმუმ 15-20 წუთის განმავლობაში, ისიც რამოდენიმე და ცოტა მოგვიანებით ალბათ უფრო ნოემბრისკენ, ოქტომბერში ეს არ მოესწრება. 

- ხომ არ გეგმავთ რაიმე ცვლილებებს საკადრო კუთხით, იგივე ახალი სახეების გამოჩენას “მაესტროზე”?

- სადღაა ახალი სახეები და ჟურნალსიტები ქართულ მედია სივრცეში, რაც კი კადრებია განაწილებულია უკვე ყველგან. ჩვენ ვინც ვართ ისინი დამასაქმებინა და ახალ სახეებს აღარ დავეძებ. კადრებს რაც შეეხება ეჭვი მეპარება ასე ვინმე გამოჩნდეს ჩვენთან, მაგრამ შეიძლება ვითანამშრომლოთ ისევ პრაქტიკანტებთან და სტაჟიორებთან, რომლებთანაც აქამდეც ვთანამშრომლობდით. 

- საინტერესოა ახალი სეზონიდან ისევ თუ გაგარძელდება “საკანი #5” და თუ წაიყვანს მას ისევ გია გაჩეჩილაძე?

- აუცილებლად გაგრძელდება, გიას ახლაც ვერ ვაჩერებთ. დღესაც ითხოვს ჩართეთ კამერა და შემიშვით საკანშიო, მაგრამ ეს ტექნიკურად შეუძლებელია, შესაბამისად საკანი გავა მხოლოდ მას შემდეგ რაც ჩვენ ტექნიკურად შევძლებთ ამას და შევიცვილიუთ ოფისს. ამ გადაადგილებას გარკვეული დრო დასჭირდება, მანამდე არავითარ შემთხვევაში არ გავა ეთერში არცერთი გადაცემა, რადგან ეს ტელევიზიაა და არ მიდა რაღაც გადაცემა 2 დღე ჩაირთოს მერე ისევ გამოირთოს. 

- იგივე ფორმატით გავა ეს გადაცემა ეთერში თუ აქაც გეგმავთ რაიმე ცვლილებებს და სიახლის შეტანას?

- მე დაკავებული ვარ სწორედ ამ ფორმატზე ფიქირით. ვიცი რომ გიას ასევე რაღაც ახალი გეგმები აქვს, ცოტა სხვანაირად უნდა რაღაცეების გაკეთება, და ვფიქრობ აქაც გვექნება გარკვეული სიახლეები. 

- კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ამაზე ჩვენ ადრეც გვისაუბრია, მაგრამ მაინტერესებს რა ხდება დღეს, ანუ როგორ გადაიხდის “მაესტრო” სატელიტზე მაუწყებლობის საფასურ 18 ათას დოლარს? ანუ, ამას აპირებთ ისე შემოწირულობების მიღებით თუ რაიმე სხვა შემოსავლებით?

- ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და მივხვდით რომ ესემესებით და შემოწირულობებით, რომ გადავიხადოთ ეს თანხა და ეს მოვთხოვოთ მაყურებელს არ იქნება სწორი ნაბიჯი და ჩვენგან მართალი, რადგან თუ ვინმეს დახმარება სურს თავისი ნებით დაგვეხამერბა. ოპოზიცია გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ხმას ვერ აწვდიან და ა.შ. აჰა ბატონო ბურთი და მოედანი, მოიტანონ, გააკეთონ ჩვენთან რეკლამა, რადგან სხვა სახით ჩვენ მათგან ფულს არავითარ შემთხვევაში არ ავიღებთ. ჩვენ არავის არასდროს არ მოვახვევთ ჩვენს პრობლემებს თავს. შესაბამისად არ ვიცით როგორ შევძლებთ და შევძლებთ თუ არა საერთოდ ამ თანხის გადახდას. 

- ანუ, დგას იმის ალბათობა, რომ ოქტომბრიდან ლიცეზიის მოპოვების მიუხედავათ ისევ ვერ გახვიდეთ სატელიტურ მაუწყებლობაზე ფინანსური პრობლემების გამო? 

- დიახ ოქტომბერში “მაესტროს” სატელიტზე ჩართვა არ ჩართვის საკითხი გაურკვეველია.შეიძლება ნამდვილად ევრ გავიდეთ სატელიტურ მაუწყებლობაზე, რადგან არ გვაქვს შემოსავალი და ვერ ვიხდით ამ თანხას. მაგალისთისთვის გეტყვით, რომ მთელი ოპოზიცია გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ხმას ვერ აწვდიან და ა.შ. აჰა ბატონო ბურთი და მოედანი, მოიტანონ, გააკეთონ ჩვენთან რეკლამა, რადგან სხვა სახით ჩვენ მათგან ფულს არავითარ შემთხვევაში არ ავიღებთ, როგორც ამას სხვები აკეთებდნენ, მოიტანონ რეკლამა თუ ჩვენ გვენდობიან და გაიგებს მთელი საქართველო მათ ხმას აღარ მოუწევთ ფეხით სიარული სოფელ-სოფელ და ქალქ- ქალაქ. 
]
ასევე ბევრ თბილისელს ბევრ ბიზნესმენს რატომ უნდა ვთხოვო მე დამხმარება, თუ მას შესტკივა გული ადგეს და თავდ მოიტანოს რეკლამა, ან ჩვენ გავქვს ანგარიში და დარიცხოს იქ, მაგრამ ისე, რომ მე მივიდე ვინმესათან და ვთხოვო 5 ლარი მომეცი ან 5 ათასი ლარი მომეცითქო ეს გამორიცხულია. 

- ახლა თქვით, რომ რეკლამის გარდა სხვა ფულს არ მიიღებთ, მაგრამ ხომ არ შემოგთავაზათ ოპოზიციამ ამ თანხის გადახდა?

- არა, არავის არ შემოუთავაზებია. ჯერ ერთი რატრომ უნდა გადაიხადონ? ადგნენ და იყიდონ რეკლამა. ახლა მერის არჩევნები მოდის, ალბათ კიდევ იქნება რამე არჩევნები, ან ასევე უბრალოდ სოციალური კლიპები, როგორც გადიოდა ჩვენთან იგივე ქიბარ ხალვაშის კომპანიასთან დაკავშრებით, იგივე ნინო ბურჯანაძის კლიპები, ამ ფორმით ძალიან კარგია ურთიერთობა, მითუმეტეს, რომ სახელმწიფო არხები მათ რეკლამა რომც მიუტანონ არ უშვებენ. ასეთ საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ. აAნუ ამ ფრომით ოპოზიციას შეულძია ჩვენც დაგვეხამროს და “კავკასიასაც”, მაგრამ თუ ისინი გააგრძელებენ ისევ იმის საუბარს, რომ ოპოზიცია ხმას ვერ აწვდენს ხალხს და ასე შემდდეგ ამას უკე ვერ მივიღებთ, ოღონდ გაითვალსიწინეთ ამას საყვედურის სახით არ ვამბობ. ჰა, ბატონო მე ვიბრძოლე და მოვიპოვე ლიცენზია, ამიტომ მოიტანონ რეკლამები, რადაგნ მე არ მინდა რომ “მასესტროში” იყოს რაიმე ისეთი ფული რაც რაიმეს დამავალდებულებს ვინმესთან. Aარმინდა გამოვართვა ვინმეს ისე ფული, რომ ვიყო მასზე დამოკიდებული ან ამ ფულმა იქონიოს ჩვენს ტელევიზიაზე გავლენა, რადგან მე რომ არც ვთქვა ეს ჩვენთან უამრავი ადამიანი მუშოაბს და ყველა ხედავს, რომ აქ ყველა ჟურნალსიტი თავისუფასლია.

აქედან გამომდინარე მე მივიღებ თანხას შემოწირულობების სახითაც, მაგრამ არავითარი ვალდებულება არ მექნება არავის წინაშე. ასე შეგვეძლება არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას გავაგებინოთ ობიექტური ინფორმცია, არამედ საზრვრებს გარეთ მცოხვრებ ქართველებასაც, რადაგნ ძალიან ბევრი ემიგრანტი გვაყვას. 

- ასევე როგორც ცნობილია “მაესტროში” ძალიან დიდი პრობლემები იყო ხელფასების მხრივაც, ახალი სეზონიდან ეს პრობლემა მაინც თუ იქნება მოგავრებული?

- დღეს პრობლემა მოგავრებული არ არის, მაგრამ ალბათ მოგავრდება, რადგან სულ, რომ სახლის გაყიდვა დამჭირდეს მაინც გავაკეთებ ობიექტურ ტელევიზიას. 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 3 ივლისს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანია “მესტროსთვის” სატელიტიდან მაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი 5 წუთში, ზედმეტი ხმაურის და დისკუსიის გარეშე, გადაწყდა. 

ანტისამთავრობო ტელეკომპანია „მაესტრომ“, რომელიც ამჟამად საკაბელო ქსელით თბილისსა და რამდენიმე ქალაქში მაუწყებლობს, კომუნიკაციების კომისიას სატელიტიდან მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თხოვნით გაზაფხულზე მიმართა, თუმცა კომისიამ, ბოლო დრომდე, ვერ მიიღო გადაწყვეტილება.

ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ „რუსთავი 2“-მა კომისიაში „მაესტროს“ წინააღმდეგ იჩივლა და ის არალიცენზირებული ფილმების ჩვენებაში დაადანაშაულა, მეორე შემთხვევაში კი, კომისიის სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა.

ამან საბაბი მისცა „მაესტროს ხელმძღვანელობას, რომ კომუნიკაციების კომისია მათ მიმარ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებაში დაედანაშაულებინა, რაც მათივე მტკიცებით, ხელისუფლების დაკვეთით ხდებოდა.

ტელაკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლებმა, მათმა მხარდამჭერებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, სიტყვის თავისუფლების მოთხოვნით, ლიცენზიის მინიჭებამდე “პირაკრულთა აქციაც”კი გამართეს კომუნიკაციების კომისიის შენობის წინ.

მამუკა ღლონტმა, “მესტროს” ხელმძღვანელმა კომისიის გადაწყვეტილების შედეგ განაცხადა, რომ სატელიტით მაუწყებლობის მიზნით, ტელეკომპანია აპირებდა ხელშეკრულების გაფორმებას თურქულ კომპანია „თურქსატთან.“ ღლონტის თქმით, ამ კომპანიასთნ ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ტელეკოპანიებს: „რუსთავი 2“, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლებიც სატელიტით მაუწყებლობისთვის, თურქულ კომპანიას ყოველთვიურად, დაახლოებით, 18-18 ათას აშშ დოლარს უხდიან.

„ჩვენ შევეცდებით, რომ „თურქსატი“ უფრო ნაკლებ თანხაზე დავითანხმოთ. ჩვენ გავქვს გეგმა, თუ როგორ მოვიზიდოთ თანხები, ვაპირებთ მივმართოთ მოსახლეობას დახმარებისთვის, ასევე ადგილობრივ თუ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს“, აცხადებდა რლონტი ივლისში, თუმცა მან დღეს გადაწყვეტილება შეიცვალა და თუ კი ოპოზიცია და ბიზნესმენები საკუტარი სურვილით არ მიიტანენ მაესტროში რეკლამას, ის არავისთვის არაფრის თხოვნას არარ აპირებს.


ფრაზა” მამუკა ღლონტი: “ოპოზიცია გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ხმას ვერ აწვდიან და ა.შ. აჰა ბატონო ბურთი და მოედანი, მოიტანონ, გააკეთონ ჩვენთან რეკლამა, რადგან სხვა სახით ჩვენ მათგან ფულს არავითარ შემთხვევაში არ ავიღებთ”.

ფრაზა: “გიას ახლაც ვერ ვაჩერებთ. დღესაც ითხოვს ჩართეთ კამერა და შემიშვით საკანშიო, მაგრამ ეს ტექნიკურად შეუძლებელია, შესაბამისად საკანი გავა მხოლოდ მას შემდეგ რაც ჩვენ ტექნიკურად შევძლებთ ამას”.

[წყარო: ჯეოტოპნიუსი]


READ MORE - “მაესტროს” საკითხი კვლავ გაურკვეველია...

"ლაპარაკი საქმის ნაცვლად": ობოლ ბავშვებს თამბაქო და ქალის საცვლები?!

უკვე რამდენიმე კვირაა ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის და სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის თანმშრომლებმა დაიწყეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი დევიზის "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" რეალურად განხორციელება. ყოველი კვირის ორშაბათ დღეს კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელები და გამგეობის თანამშრომლები გაღარიბებულ და გაჭირვებულ გარემოვაჭრეებს აწიოკებენ. გარევაჭრობის აღკვეთის მოტივით მოვაჭრეებს თამბაქოს და სხვდასხვა პროდუქტს, ძალის გამოყენებით ართმევენ. პოლიციელები გამოირჩევიან არნახული სისასტიკით, ქალებს და მოხუცებს მიმართავენ უცენზურო სიტყვებით. "ღია ბოქლომმა" ხალხის პრობლემა ტრადიციულად გულთან ახლოს მიიტანა და გარემოვაჭრეებს გაესაუბრა: 

"ჩვენი დაწიოკება, როგორც გვეუბნებიან გამგებლის დავალებით ხდება. პოლიციელები დაგვდევენ გვაგინებენ და საქონელი მიაქვთ ან ძირს გვიყრიან. თუ ქართველებმა ერთმანეთი არ დავინდეთ გარე მტერი როგორღა დაგვინდობს. არჩევნების პერიოდში მთელი ორი თვის განმავლობაში არავის შევუწუხებივართ, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავრობაში კვლავ სააკაშვილი მოვიდა განახლდა ჩვენი დევნა. 
"შეშინებულები ვართ, პოლიციელის დანახვისთანავე ვმალავთ საქონელს. ან ვაჭრობის ნებართვა დაგვრთონ ან აამუშავონ ფაბრიკა ქარხნები და დაგვასაქმონ. შვილები ხომ უნდა ვარჩინოთ?! ის პროდუქტი, რომელსაც ვყიდით ბანკებიდან გამოტანილი სესხებით გვაქვს ნაყიდი. პოლიციელები და გამგეობის თანამშრომლები კი გვაჯარიმებენ ხშირად ყველაფერს გვართმევენ, ამბობენ ობოლ ბავშვებს მივცემთო. აბსურდია. ობოლ ბავშვებს თამბაქო და ქალის საცვლები როგორ უნდა მიუტანო. ალბათ, ნაძარცვს თვითონ იყოფენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და პოლიციელები.
ქობალიების ტელევიზია კი ამზადებს სიუჟეტებს, სადაც გრევაჭრობა კატეგორიულადაა დაგმობილი, გამყიდველების მატერიალურ სიდუხჭირეზე კი ყურადღების გამახვილება არ უნდათ, ტელევიზიის მეპატრონე გამგებელს ხომ მარ აწყენინებენ?! "- შემოგვჩივლეს გარემოვაჭრეებმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლევან მესხია ჩვენთან საუბრისას გარემოვაჭრეთა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ რეიდები გარევაჭრობის აღმოსაფხვრელად მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით გამგეობა დაინტერესებულია მოვაჭრეები დასაქმდნენ კერძო ინვესტორთა მიერ შექმნილ ალტერნატიულ სამუშაო ადგილებში.

[დაჩი კვიკვინია

ჟურნალი "ღია ბოქლომი"]

 

READ MORE - "ლაპარაკი საქმის ნაცვლად": ობოლ ბავშვებს თამბაქო და ქალის საცვლები?!

ზუგდიდის გამგებელის მანქანის ქვეშ ქალი შეძვრა [video]

გასულ კვირას, შუადღისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ შეკრებილი მოსახლეობის ყურადღება ერთმა მეტად მნიშვნელოვანმა ფაქტმა მიიპყრო. გამგებელ ალექსანდე ქობალიას 50 000 დოლარიანი ავტომანქანის ქვეშ ახალგაზრდა ქალბატონი ლიკა შენგელია შეძვრა და მისმა მოთქმა-გოდებამ ქალაქი მოიცვა.

გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 16:26 29-08-2009]
შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალისტებს გამგეობის წინ 20-მდე პოლიციელი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაგვხვდა. ქალბატონი კონტაქტზე არ გამოდიოდა, ტიროდა და გაიძახოდა “ალიკა ჩამოვიდეს და დამელაპარაკოს”-ო.

1 საათის განმავლობაში დიდი თუ პატარა ცდილობდა შენგელია გამოსვლაზე დაეთანხმებინა, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს პოლიციელებმა ადამიანი, რომელიც საზოგადოებას საფრთხეს არ უქმნიდა და კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ჩადიოდა, წიხლების და მუშტების დახმარებით გამოათრიეს. ცხოველივით საკაცეზე დააგდეს და საავადმყოფოსკენ გაამგზავრეს. საპატრულო პოლიციის ვერაგობის ამბავი, კარგადაა ცნობილი ამიტომ “03”-ის ავტომანქანას უკან გავყევით. “წმინდა ლუკას” სახელობის საავადმყოფოს ეზოში სიტუაცია სრულებით შეიცვალა: 5 ფორმიანი სამართალდამცავი სასწრაფოს მანქანას ეცა ლიკა შენგელია გადმოათრიეს და გასასვლელის მიმართულებით გაუჩინარება სცადეს, მაგრამ ჟურნალისტებმა, რომ ვკითხეთ თუ სად მიჰყავდათ ისედაც გაუბედურებული ქალი _ უკან დაიხიეს და თავის მართლება დაიწყეს, ექიმთან მიგვყავს-ო, თუმცა კი ფაქტი საპირისპიროს მეტყველებდა.

უკვე, ზუგდიდის მოსახლეობის 50%-მა მაინც იცის თუ ვინ არის ლიკა შენგელია, ის ზუგდიდელი პროკურორის ფატი შენგელიას და გახლავთ და ადგილობრივი კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი გაწერელიას, ცოლის დაა.

გამგებელზე შეყვარებული ლიკა შენგელია, მრავალი წელია ალექსანდრეს მოსვენებას არ აძლევს. რა მოხდა და რა ჩაიდინა სააკაშვილის გამგებელმა ქალი ამ დღემდე, რომ მიიყვანა, ჩვენთვის მაინც გაურკვევლი დარჩა, მაგრამ ეჭვი მეპარება, ლიკა შენგელია ფსიქიკურად ჯანმრთელი იყოს, სხვა შემთხვევაში როგორ შეიძლება ადამიანს ქობალიას მიმართ რაიმე გრძნობა გაუჩნდეს?!

საავადმყოფოს მიმღებში სიტუაციის გარკვევას შევეცადე და ლიკა შენგელიას აღნიშნული ა-ლოგიკური საქციელის მიზეზი ვკითხე, რომელიც გაიძახოდა: სახლში მინდა, სახლში მინდაო, მაგრამ პოლიციელები წასვლას არ ანებებდნენ. მიპასუხა: “ძალიან მიჭირს და არ მეხმარებიან, გავწვალდი გენაცვალე, აღარ მინდა სიცოცხლე”-ო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა თავზე სამართალდამცავები წამოგვადგნენ, შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება, და შეეცადე დაწყნარდე-ო ირონიული და მუქარა ნარევი ტონით უთხრეს შენგელიას...

როგორც ჩანს, კუდ-ის უფროსმა პატივცემულმა ირაკლი გაწერელიამ “კარგად” იზრუნა, იმაზე, რომ ეს საქმე არ გახმაურებულიყო...



READ MORE - ზუგდიდის გამგებელის მანქანის ქვეშ ქალი შეძვრა [video]

რუბრიკები




READ MORE - რუბრიკები

სასწრაფოდ! ძალადობა ვანოს სახელით[video]

[18.08.2009 19:26]  ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი განახლდა. შეგახსენებთ, რომ სამი თვის წინ ვახანიას, საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, ჩხრეკის მიზეზი კი ჟურნალისტ ლელა ხუბულავასთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლის ფაქტი გახდა.
ვლადიმერ ვახანია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და საკმაოდ მდიდარი ბიზნესმენის სახელით სარგებლობს, საქართველოში ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავდა. როგორც მისი ახლობლები აცხადებენ ბიზნესმენის დაკავების ნამდვილი მიზეზი სწორედ ეს გახდა.
აკადემიკოსი ვახანია არასამთავრობო ორგანიზაციათა კოლიცია „საზოგადოებრივმა დამცველმა“ უკვე აღიარა პოლიტიკურ პატიმრად.
18 აგვისტოს გამართული 6 საათიანი სასმართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიუხედავად ეჭვმიტანილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს თბილისის ორთაჭალის ციხეში.
პროცესის დასრულების შემდეგ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შეკრებილებს და ჟურნალისტებს, რომლებიც პროფსიულ მოვალეობას ასრულებდნენ... დაპირისპირების მიზეზი გახდა ვახანიას დის სურვილი დედაქალაქში გადაყვანამდე, მისი ძმისთვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ „03“–ის თანამშრომლებს.
„ღია ბოქლომის“ თანამშრომლებმა მოძალადე პოლიციელთა სახის გადაღება შესძლეს.


READ MORE - სასწრაფოდ! ძალადობა ვანოს სახელით[video]

რამდენი გადაუხადეს გალიდან გადმოსულ აფხაზს ბარამიას გასაპიარებლად?

[18.08.2009] აფხაზეთის მთავრობა აფხაზეთში ვერ შედის მაგრამ საზღვართან პრესკონფერენციების მოწყობასა და სპექტაკლების დადგმაში ბადალი რომ არ ყავს ეს რამდენიმე დღის წინაც დადასტურდა როცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ ზედ ენგურის ხიდდთან პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა: “მოდით, აღვადგინოთ დაკარგული ნდობა. ვალდებულნი ვართ, გადავლახოთ ტკივილი და წყენა, დავივიწყოთ უთანხმოება, სიძულვილი, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი ურთიერთგაგების, თანხმობის აღდგენისა და შერიგებისთვის“. 


მთავრობის თავმჯდომარეს სიტყვა დამთავრებული არ ქონდა როცა “ჩატეხილი ხიდი”-ს პირველი აღმდგენელი ვინმე რამაზ ლაკერბაია გამოჩნდა და ბარამიას თავშესაფარი სთხოვა. როგორც წესი ასეთ შემთხვევაში სააკაშვილი იმავე დღეს თუ არა მეორე დღეს გამოდის და “გმირს” წაღმა-უკუღმა ატრიალებს. ლაკერბაიას შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა... და რატომ არ მოხდა ამაზე “ალიას” სამეგრელოში მოღვაწე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ესაუბრება.


ილია ჩაჩიბაია: 
-პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ რაულ ქირია მე და ნანა ფაჟავას მსგავს ღონისძიებებზე არ გვაწვდის ინფორმაციას, იმიტომ რომ მან კარგად იცის ჩვენ გავაშუქებთ რეალობას და არა იმას რასაც ხელისუფლების ჯიბის ჟურნალისტები აკეთებენ. ჩვენ ჩვენი წყაროებით შევიტყვეთ ამ პრესკონფერენციის შესახებ და მივედით ენგურის ხიდზე. დაიწყო პირდაპირ ეთერში ბრიფინგი, რომლის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში გიორგი ბარამიას სიტყვებს გამოეხმაურა “აფხაზეთში მცხოვრები” (ბრჭყალებში იმიტომ ვხმარობ ამ სიტყვას რომ არავინ იცის ეს კაცი სად ცხოვრობს საერთოდ) რომელმაც ბარამიას სთხოვა საქართველოს მოქალაქეობა, მოითხოვა თავშესაფარი, აღნიშნა რომ ცოლ-შვილი ყავს დატოვებული აფხაზეთში და ეშინია მათ სიცოცხლეს ვინმემ საფრთხე არ შეუქმნას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი აქ ისაა, რომ პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ, როცა ჟურნალისტები წასასვლელად მოვემზადეთ, მოვიდა ქირია და გვითხრა: “არ წახვიდეთ ახლა აქ რაღაც უნდა მოხდესო”. ჩვენ მსგავს სპექტაკლებს მიჩვეულები ვართ, შარშან აფხაზეთიდან თითქოს ცეცხლი გაგვიხსნეს, ესეც სპექტაკლი იყო, გახსოვთ ალბათ. ამ “გამოცდილების” ფონზე ცოტა არ იყოს შევშინდით ჟურნალისტები, რას ელოდებოდა ეს ხალხი ხომ არ ვიცოდით? საბედნიეროდ აღმოჩნდა რომ სროლების დადგმა არ მონდომებიათ, გამოჩნდა ეს კაცი, ვინმე რამაზ ლაკერბაია და გააკეთა განცხადება.


-სად არის ეს პიროვნება?


-არავინ იცის. როგორც მოულოდნელად გამოჩნდა ისევე მოულოდნელად გაქრა, ვინ და სად წაიყვანა, არავინ იცის. მოვიძიეთ შემდეგ, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერსად მივაგენით. ეს იყო ჩვეულებრივი სპექტაკლი, თუ რეალურად მოითხოვს ადამიანი თავშესაფარს ამის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ქონდეს, მაგრამ რატომ უნდა დგამდნენ ოფიციალური სტრუქტურები სპექტაკლებს ეს არ მესმის. ბარამია შეჰპირდა იმ კაცს საქართველოს მოქალაქეობასაც და მისი ოჯახის დაცვასაც, სადაა შედეგი? როგორ იცავენ აფხაზეთში ქართველებს ეს მაინტერესებს ძალიან. წინასწარ იცოდა რა თქმა უნდა ბარამიამაც ვიღაცა რო უნდა `“ადმოსულიყო საზღვარზე“...

-ფული გადაუხადეს? რას ამბობენ ზუგდიდში?


-რა თქმა უნდა... ძალიან უჭირს ხალხს და ნებისმიერი პიროვნება დათანხმდება ასეთ სამუშაოს. თან ხომ არ გგონიათ რომ ბევრს გადაუხდიდნენ? ზუსტი თანხა არ ვიცი, მაგრამ 100 ლარიც საკმარისი იქნებოდა ისეთი გაუბედურებული კაცისთვის როგორიც ის იყო... საერთოდ ძალიან მაინტერესებს ბარამია როგორ თანამშრომლობს ქირიასთან. ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი წევრი ლალი ანთია რაულ ქირიას მისი მკვლელობის მოწყობაში ადანაშაულებდა. ქირია იყო საინფორმაციო სააგენტოს „info news georgia“-ს რედაქტორი, რაც ეკუთვნოდა მაშინდელ პარლამენტარს ნაზი არონიას. ძალიან ბევრ სიბინძურეს ჩადიოდნენ ამ სააგენტოში, ებრძოდნენ გოროზიას იმიტომ რომ არონიას უნდოდა მისი ადგილი. ჩემი გამოყენებაც სცადეს და თუ გოროზიას წინააღმდეგ პრესკონფერენციას ჩავატარებდი გარკვეულ თანხაზე საუბრობდნენ. მე რა თქმა უნდა არ დავთანხმდი, შეკვეთით ვერ გავილაშქრებდი გოროზიას წინააღმდეგ, თორემ ისე კი იცით რომ უკან არასდროს დამიხევია და თუ ვინმეს დევნის გოროზია ერთ-ერთი მეც ვარ. აფხაზეთში არჩევნების დროს ვითომ ავტობუსი რომ დაიწვა, ეს სცენარიც რაულ ქირიას და ემა გოგოხიას ეკუთვნით. ქირიაა ჩართული ზუგდიდში პოლიტიკური კოლეჯის წართმევის საქმეში, ეს კოლეჯი როგორც იქაური ადმინისტრაცია ამბობს უნდათ გოროზიას, ქირიას და უგულავას.

ილია ჩაჩიბაიასთან საუბრის შემდეგ „ალია“ დაუკავშირდა რაულ ქირიას:


„ჩვენ წინასწარ ვიცოდით რომ ეს ადამიანი გადმოსული იყო, მიმართვის გაკეთებამდე 2 დღით ადრე გადმოვიდა ეს ადამიანი, მას გარკვეული პრობლემები ქონდა აფხაზეთში, რის შესახებაც ვიცოდი. მინდოდა ჟურნალისტებს ეს ფაქტი გაეჟღერებინათ. ჩაჩიბაია რას იტყვის და რა ელანდება ღამე ეს უკვე თავისი პრობლემაა... უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანია მსგავსი პრობლემით, ამ ადამიანს ქონდა ეს გაჟღერებულიყო და ამიტომ დაიგეგმა”...

თუ დავუჯერებთ ქირიას, ბევრი მსურველი უკვე გადმოვიდა ნაციონალურ საქართველოში, თუმცა სხვები დაპიარების გარეშე დააპურ-დაასახლეს ნაციონალებმა. რაც შეეხება ლაკერბაიას, ქირიამ არ იცის დაასახლეს თუ არა ეს კაცი სადმე, ხოლო აფხაზეთში დარჩენილ მის ოჯახს თურმე საერთაშორისო ორგანიზაციები მიხედავენ. ესეც ნაციონალური “შტუკა”... და ბოლოს, “ალიას” რაულ ქირია დაპირდა რომ ლაკერბაიას კოორდინატებს დაუდგენდა. თუკი ამას ქირია მოახერხებს “ალია” აუცილებლად შემოგთავაზებთ ლაკერბაიასთან ინტერვიუს.

დარეჯან მეფარიშვილი
„ალია“


READ MORE - რამდენი გადაუხადეს გალიდან გადმოსულ აფხაზს ბარამიას გასაპიარებლად?

maestro

maestro

მაესტრო
Maestro. მთავარი; ჩვენ შესახებ. ისტორია · გუნდი. გადაცემები. საკანი N5 · პროფესია ჟურნალისტი ...
www.maestro.ge/ - ქეშირებული - მსგავსი

READ MORE - maestro

სალომე ზურაბიშვილი "საკანში"... [video]

დღეს, პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდს ესტუმრა, მან ქალაქის ცენტრში განთავსებული საკნები მოინახულა და გაერთიანებული ოპოზიციის იმ წევრებს შეხვდა, რომლებიც უკვე მეოთხე თვა ქალაქის ცენტრში განთავსებულ „საკნებში“ ზიან. მოგვიანებით ზურაბიშვილმა პრესისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამეგრელოში „საკნებს“ ფუნქცია ჯერ არ დაუკარგავს. 
„ეს აქცია, ზუგდიდში უნდა გაგძელდეს, რადგან ოპოზიციური მუხტი შენარჩუნდეს. „საკნები“ დედაქალაქში იყო საპროტესტო ტალღის დასაწყისი და მჯერა, რომ ასე იქნება სამეგრელოშიც“ – განაცხადა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა.

კადრები გადაღებულია presa-ge–ისკორესპონდნტის ნანა ფაჟავას მიერ.



READ MORE - სალომე ზურაბიშვილი "საკანში"... [video]

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...