ივანიშვილმა ოდიშარიას ყური აუწია (POTOS)

ავტორი ნინო მიქიაშვილი
19:00 24.11.2013
საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან მიმართებაში განვითარებული მოვლენების გამო პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრს ყური აუწია; ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში შეიძლება გაეხვეს, რადგან კულტურის მინისტრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს მნიშვნელობას, რომელმაც საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა; საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს ერთი ნაწილი ბულდოზერით ჩამოაჭრეს; ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნამოსახლარებიც ბულდოზერით გადათხარეს, რის გამოც პასუხი არავის უგია;

საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროში ქართულ-გერმანული ექსპედიცია ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, ვიდეოკამერამომარჯვებული თანამედროვე ქართველი ჩაფრების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ მუშაობს; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კი, რომლებმაც საყდრისის ბედის გადაწყვეტაში გარკვეული როლი უნდა ითამაშონ, თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ; საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რეაგირება მოახდინა საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის საჩივარზე, - ესააა ჩემს ხელთ არსებული სიახლეები, რასაც უფრო დეტალურად ამ აბზაცის ქვეშ შეგიძლიათ გაეცნოთ.

საყდრისში ყოფნისას ფოტოაპარატით გადავიღე: თანამედროვე ქართველი ჩაფრები; სამეცნიერო პროექტის წარდგინება; მიწისქვეშა გვირაბების მცირე ნაწილი; უძველესი ოქროს მაღაროს ზედა მხარე; ოქროს გადასამუშავებელი იარაღები; გერმანელი არქეოლოგების მიერ მადნებიდან ოქროს მიღების უძველესი მეთოდებისა და ტექნოლოგიების პრაქტიკული წარმოდგენა და ბულდოზერით გადათხრილი ნამოსახლარი და მაღაროს ჩამოჭრილი ნაწილი. ფოტოკოლაჟი ტექნიკურად გამართა და ფონად ვახტანგ კახიძის მუსიკა დაურთო “ობიექტივის“ პროდიუსერმა ილია ჩაჩიბაიამ, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი.

საყდრისში ყოფნისას ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა ირინა ღამბაშიძემ მითხრა, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG GOLD-ს წარმომადგენელი, როგორც წესი არქეოლოგებს მუდმივად თან დაჰყვება და ყველაფერს პატარა ვიდეოკამერით იღებს. პლუს ამას, ამავე კომპანიის კიდევ ორი წარმომადგენელი არქეოლოგებს ზედამხედველებად თავზე ადგას. საქმე იმაშია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ 2013 წლის 8 აგვისტოს გამოსცა ბრძანება N03/130, სახელწოდებით “საყდრისის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“. ამ დოკუმენტით კულტურის მინისტრმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ მერაბ ბოჭოიძეს დაავალა, რომ ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ხუთ დღეში შექმნილიყო კომისია, რომელიც დააკვირდებოდა საყდრისში მომუშავე ქართულ-გერმანული ექსპედიციის მუშაობას. ამავე ბრძანებაში მინისტრმა მიუთითა, რომ კომისიის წევრები მერაბ ბოჭოიძეს უნდა შეერჩია კომპანია RMG-ის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებისგან.

საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრებს (სოსო მანჯავიძეს, ზაზა მგალობლიშვილს და მე) 19 აგვისტოს, კულტურის მინისტრთან, მის პირველ მოადგილესთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას განგვიმარტეს, რომ ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობას ოქროს მომპოვებელი ფირმის წარმომადგენლებთან ერთად აკვირდებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც. ეს ინფორმაცია 22 აგვისტოს საყდრისში ყოფნის დროს არ დადასტურდა - ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრებმა მითხრეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები არქეოლოგიური სამუშაობის დაკვირვებას ვერ ახერხებენ, რის მიზეზადაც საჭირო ფინანსების არარსებობას ასახელებენ. არადა, მათ ოქროს მომპოვებელ კომპანიასთან ერთად უნდა წარადგინონ დასკვნა, რომლის მიხედვით უნდა გადაწყდეს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს არქეოლოგური ზონის არსებობა-არარსებობის საკითხი. დასკვნის დაწერას დაკვირვების გარეშე თუ აპირებენ, გამოდის, რომ წინასწარ იციან დასკვნა რა შინაარსიის იქნება.

დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ეჭვქვეშ აყენებს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს მნიშვნელობას და შესაბამისად, ქართველი და გერმანელი არქეოლოგების პროფესიონალიზმს, გვერდნახევრიანია - წერილი N01/13-2785-ით გურამ ოდიშარიამპრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ატყობინებს, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება. გურამ ოდიშარია იმოწმებს გარკვეულ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების დასკვნებს, რომლებიც თურმე მიუთითებენ, რომ თუ ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG თავის დაწყებულ საქმეს თუ არ გააგრძელებს, ქვეყანა დაიქცევა და გარემო განადგურდება!

წერილი N01/13-2785-ით გურამ ოდიშარიამ ბიძინა ივანიშვილს 8 ივლისს მიმართა. ერთი თვის თავზე პატრიოტმა ქართველმა მეცნიერებმა პირადი კონტაქტების საშუალებით პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს საქართველოს კულტურის მინისტრის სახელზე გერმანიიდან მოსული წერილები, რომლებშიც გერმანელი მეცნიერები საყდრისის ოქროს მაღაროს მნიშვნელობაზე წერენ და კულტურის მინისტრს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის გადარჩენას ევედრებიან. გერმანელი სპეციალისტების წერილების გაცნობის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გურამ ოდიშარიას ყური აუწია (რასაკვირველია, არაპირდაპირი გაგებით) – “კეთილი ინებე და ამ რთული ვითარებიდან გამოსავალი, როგორც გინდა ისე იპოვეო“. ეს არის ორი დამოუკიდებელი, წესიერი, ძალიან სანდო წყაროებისგან მიღებული და არაოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია.

22 აგვისტოს საყდრისში ყოფნისას საკუთარი თვალით ვნახე და გადავიღე ბულდოზერით გადათხრილი ადგილები. იქ სადაც სამარხი და ქვევრი ჩანს, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელმა, არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანიშვილმა მიმიყვანა:

“ჩვენ ახლა ვდგავართ საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროდან 50-60 მეტრის დაშორებით. ეს ტერიტორია არქეოლოგიური დაცვის ზონაში შედის. ეს ბორცვი, როგორც ჩანს, იყო შუა საუკუნეების (ალბათ X-XIII) დასახლება, რომლის დიდი ნაწილი კომპანია RMG-იმ მოჭრა. იმ ადგილას, სადაც ქვევრი ჩანს, არ არის გამორიცხული, რომ მარანი იყო. ქვევრის სიახლოვეს თქვენ ხედავთ ნახშირის ნაწილებს, რასაც არქეოლოგები კულტურულ ფენას ვეძახით, რაც ნიშნავს ადამიანის მოქმედების კვალს. გამორიცხული არ არის, რომ ეს ნაგებობა ხანძრის შედეგად დაინგრა და ამდენი ნახშირი ამიტომაც ჩანს. აქვე არსებული სამარხებიც ალბათ, X-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება.

ამ ტერიტორიის გარშემო ჩვენი ექსპედიცია წლების განმავლობაში მუშაობდა, ანტიკური ხანის სამარხებია გათხრილი, ისევე, როგორც ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები. ის მონაკვეთი, რომელიც ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ ბულდოზერით მოჭრა, შეუსწავლელია“.
საყდრისის მაღაროს ბულდოზერით ჩამოჭრილი ნაწილი, რომელზეც სამარხები წყლითა და მიწითაა გადაფარული, დამათვალიერებინა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი მინდიაშვილმა:

“როცა აქაურობა დაზიანდა, მაშინ ამ ძეგლს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჰქონდა, რომელსაც ასევე აქვს არქეოლოგიური დაცვის ზონა და რომელშიც ეს მონაკვეთიც ხვდებოდა, მაგრამ აქ ყოველგვარი ნებართვის გარეშე შემოვიდნენ. საბურღი სამუშაოების ჩასატარებლად მოედნების მოსწორება სჭირდებოდათ და ბულდოზერები გამოიყენეს. კულტურის სამინისტროს ამის შესახებ შევატყობინეთ. მათ ოქროს მომპოვებელ კომპანიასთან მოილაპარაკეს, რომ აქ აღარ შემოვიდოდნენ. აი, ეს იყო რეაგირება. მაგალითად, ნებართვის გარეშე შევიდნენ აბულმუგის ხეობაში და ნამოსახლარები იქაც დაანგრიეს“.

ჩემს კითხვაზე - რა ხდება ხოლმე ნორმალურ ქვეყანაში, როცა კერძო კომპანია არქეოლოგიური დაცვის ზონაში ასე იქცევა? გიორგი მინდიაშვილმა მომიგო:

“კერძო კომპანიებს უზარმაზარი ჯარიმები ეკისრებათ, თუ არა სისხლის სამართლებრივი პასუხისგება. შემდეგ დაზიანებული ობიექტების სრული არქეოლოგიური შესწავლა ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კერძო კომპანიისთვის, არც ჯარიმა დაუკისრებიათ და არც სასამართლოში უჩივლია ვინმეს, რაც ალბათ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უნდა გაეკეთებინა, რომელზეც ეს უფლებები დელეგირებულია კულტურის სამინისტროს მხრიდან“.

რა რეაგირება მოჰყვა არქეოლოგიური დაცვის ზონის ბულდოზერით ჩამოჭრას, ამაზე კითხვები დავუსვი კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების მთავარ სპეციალისტს ზვიად მატიაშვილს, რომელიც 22 აგვისტოს კულტურის მინისტრის პირველ მოადგილე მარინე მიზანდართან ერთად საყდრისში იმყოფებოდა.

რა რეაგირება მოახდინა სამინისტრომ წერილობით მომართვაზე? ვგულისხმობ საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ნაწილის ჩამოჭრის და არქეოლოგიური დაცვის ზონაში ბულდოზერით მუშაობის ფაქტებს.

ზვიად მატიაშვილი: სამინისტროში წერილი სავარაუდოდ, გაზაფხულზე შემოვიდა. ეს წერილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადავგზავნეთ, ვისაც კანონით მოეთხოვება კულტურული მემკვიდრეობის მეთვალყურეობა და მონიტორინგი. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მათ რეაგირება მოახდინეს - ჩამოვიდნენ, RMG-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ოფიციალურად აცნობეს იმის შესახებ, რომ მათ კანონი დაარღვიეს.

ესაა რეაგირება? კი მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება ხომ სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და ბოლომდე რატომ არ მიჰყევით?! - სამინისტროს და სააგენტოს გევალებათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა.

-სამინისტრომ გააკეთა ზუსტად ის, რაც მას კანონით ევალებოდა.

ვის ევალებოდა შესაბამისი ორგანოსთვის მიმართვა?

-ეს ევალებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

საყდრისის ოქროს მაღაროს ირგვლივ კიდევ ერთი სიახლეა - საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რეაგირება მოახდინა საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის სახელით შეტანილ საჩივარზე; მთავარმა პროკურატურამ 5 აგვისტოს შეტანილი საჩივარი რეაგირებისთვის ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურას გადაუგზავნა. შეგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის განზრახ ყელყოფის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ: რაულ გვეტაძე, დავით თარხან-მოურავი, დავით სახვაძე, სოსო მანჯავიძე, რევაზ კანაშვილი, ივანე თვალავაძე, გიორგი ცირეკიძე, პეტრე ივანიშვილი, ზაზა წიკლაური და სხვები.

შეგახსენებთ, რომ ამგვარი რეაგირება მთავარმა პროკურატურამ სვანეთის საგანძურზეც მოახდინა, მაგრამ რეაგირება რეაგირებად დარჩა, პროკურატურას ჯერჯერობით მეტი არაფერი გაუკეთებია.

საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო ბოლომდე განადგურება, თუ გულზე ხელს დავიკრეფთ და მის გადასარჩენად მშვიდობიან და სამართლებრივ ბრძოლას შევწყვეტთ. ახლა ყველაფერი საზოგადოების იმ აქტიურ ნაწილზეა დამოკიდებული, ვინც თვლის, რომ ჩვენი სიძლიერე ჩვენს სარწმუნოებასა და ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაშია, რომლის განადგურებითაც ჩვენი ქვეყნის მომავალიც ნადგურდება. ეს არის ჩემი ვარაუდი (და არა მარტო ჩემი), რომელიც ეფუძნება საყდრისის გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და განსაკუთრებით, 22 აგვისტოს საყდრისში, გერმანელი და ქართველი არქეოლოგების მიერ გამართულ ღონისძიებას, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ, ცხადად გამოიკვეთა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესს ქართველების ნაცვლად გერმანელები იცავენ და მადლობის სანაცვლოდ ჩვენგან იღებენ ფსიქოლოგიურ ტერორს.

და ბოლოს - 22 აგვისტოს საყდრისში ჩასული ვიყავი მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის დავით სახვაძის დახმარებით, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. ასევე მადლიერებას გამოვხატავ იმ მეცნიერებისადმი, რომლებმაც პრემიერ-მინისტრს გერმანელების წერილები მიაწოდეს და რომლებიც საყდრისთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას პერიოდულად მეც მაწვდიან.






რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...