ავტორი ჯაბა ხუბუა | "ასავალ-დასავალი"
17:06 03.11.2011
ძვირფასო მეგობრებო, საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" რვაწლიანი კრიახი და კაკანი საბოლოო ჯამში იმით დასრულდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კვერცხი დადო.დიახ, კვერცხებისა და ფლოსტების ქანდაკებას ვგულისხმობ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ბათუმში დაიდგა და რომლის სახელწოდებაც არის - "სახიფათოდ თქვენი".
სააკაშვილის მიერ ბათუმში დადებული კვერცხების ნახვისთანავე ბევრს მაშინვე გაახსენდა პუტინის ცნობილი მუქარა, სააკაშვილს კვერცხებით დავკიდებო და ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილის შიში, პუტინმა მართლა კვერცხებით არ დამკიდოსო, ბათუმში კვერცხების ძეგლის დადგმაში სუბლიმირდა!
ამ ეჭვის პროვოცირებას თავად კვერცხების ქანდაკების სახელწოდებაც ახდენს - "სახიფათოდ თქვენი", რომელიც შეიძლება ასეც გავიგოთ - "სახიფათოდ თქვენი კვერცხებისათვის"... ვრცლად>>>
