სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ ღვთისმშობლის მიძინება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში.
წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ ღვთისმშობლის მიძინება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში.
- “ეს არის საოცარი დღესასწაული, რადგან ერი ზეიმობს ღვთისმშობლის მიძინებას, გარდაცვალებას და, თითქოს ეს დღე არ უნდა იყოს საზეიმო. თუმცა, ღვთისმშობელმა მხოლოს სამი დღით მიიძინა და შემდეგ ამაღლდა ზეცად, დაიკავა ადგილი თავისი ძის გვერდით”,-ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ნიშნავს.
“საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რაც დიდი მადლია და დიდი პატივი. ასევე, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. რაც ეპატიება სხვა ერს, არ გვეპატიება ჩვენ’”, - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქის განცხადებით, ადამიანი არის ცვალებადი. ადამიანის გონება არის ისეთი, რომ ერთ ადგილას ვერ გაჩერდება; თუმცა, ადამიანმა უნდა იცოდეს, საით უნდა მიდიოდეს და მისი მიზანი უნდა იყოს სასუფევლისკენ სვლა.
“დღეს ჩვენ შევთხოვთ დედა ღვთისმშობელს, რომელიც არის ჩვენი პატრონი, გვაკმაროს განსაცდელი, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო”, - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა დღესევ რამდენიმე მღვდელმთავარი დააჯილდოვა და სხვადასხვა სამღვდელო ხარისხში აიყვანა.