Гурцкая не хочет показывать посольству США свои глаза даже "слегка"

МОСКВА, 18 дек - РИА Новости. Популярная певица Диана Гурцкая не готова ответить, примет ли она предложение посольства США сфотографироваться в "слегка затемненных" очках для получение визы, поскольку не знает, скроет ли подобное затемнение ее глаза.

Артистка намерена бороться с посольством США, так как ее не хотят пускать в страну из-за того, что в документах - ее фото в темных очках. При этом, как сообщили РИА Новости в пресс-службе посольства, они готовы изменить правила и принять для оформления визы фотографию певицы в слегка затемненных очках.

"Мы будем говорить с ними. Я не могу пока сказать, согласна ли с их предложением, поскольку не понимаю, что такое "слегка затемненные очки", - сказала Гурцкая РИА Новости в пятницу, отметив, что, по ее мнению, "посольство сделало подобные уступки только после того, как проблема была озвучена вчера".

По ее словам, для нее принципиально важна степень затемнения стекол очков, в которых ей будет позволено сфотографироваться для визы посольства США.

"Я не знаю, насколько "слегка" мои очки должны быть затемнены, чтобы при этом моих глаз все-таки не было видно. Надеюсь, что они будут все-таки затемненными настолько, насколько мне это нужно, потому что у меня есть свой принцип - я не показываю свои глаза никому, кроме самых близких людей. И я не обязана этого делать ни в консульстве, ни где-либо еще", - подчеркнула она.

Певица повторила, что уже не впервые выезжает в США. "Я уже не первый год еду туда, и в 1997 году, и в прошлом году меня пропускали в темных очках без проблем - поэтому нынешняя ситуация особенно удивляет", - сказала Гурцкая.

"У меня все очки одинаковы - все они затемнены. Это не игра, не мода и не кокетство - я бы все отдала, чтобы такого в моей жизни не было, но раз так получилось, то это воля божья. И никакое американское посольство мою ситуацию изменить не может, но и приказывать они мне ничего не могут", - уверила Гурцкая.

Она еще раз отметила, что не собирается молчать, поскольку не хочет, чтобы "кто-то другой с теми же проблемами терпел подобное унижение, а это именно унижение, потому что если человек с ограниченными возможностями, то он все равно имеет право жить и работать".

"Я надеюсь, что люди с пониманием отнесутся к моей ситуации", - заключила артистка.

Диана Гурцкая является послом Параолимпиады в Сочи, кавалером ордена чести Грузии. В 2008 году представляла Грузию на "Евровидении-2008".
READ MORE - Гурцкая не хочет показывать посольству США свои глаза даже "слегка"

"პროკრედიტ ბანკში" შეზღუდვები მოიხსნა

26 სექტემბრიდან, ზუგდიდში „პროკრედიტ ბანკმა“ ათასობით მოქალაქის პირადი ანგარიში დაბლკა. მიზეზი მოსახლებისთვის გაურკვეველი რჩებოდა. ბანკში მისულ მოქალაქეებს ანგარიშიდან თანხა ვერ გაჰქონდათ. პანიკაში ჩავარდნილი ხალხი ამბობდა, რომ „პროკრედიტ ბანკი“ გაკოტრდა.
29 სექტემბერს დილის 10 საათიდან მეანაბრეებზე და ანგარიშის მფლობელებზე შეზღუდვები მოიხსნა და ზუგდიდის ფილიალმა ჩვეული რიტმით განაგრძო მუშაობა.
როგორც "ღია ბოქლომს" "პროკრედიტში" განუცხადეს, შეზღუდვა უკავშირდებოდა საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებას. ყველა კლიენტის აღრიცხვის მიზნით, რომლებიც პარალელურად იურიდიული პირები არიან – ანგარიშის დროებით შეჩერება გახდა აუცილებელი. რაც შეეხება მოსახლეობის მოზაზრებას, რომ ბანკი გაკოტრდა სიმართლეს არ შეეფერება.

READ MORE - "პროკრედიტ ბანკში" შეზღუდვები მოიხსნა

მოძრაობა „7 ნოემბერი“ ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

მოძრაობა „7 ნოემბერი“ ხელისუფლებას მკვლელობის საქმეებზე გამოძიების დასაწყებად რამდენიმედღიან ვადას აძლევს। როგორც პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „7 ნოემბრის“ წარმომადგენელმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი რამდენიმე დღეში არ შეიქმნება პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ღია მოქმედებებზე გადავლენ. ჯაბა ჯიშკარიანმა ხალხს საერთო-სახალხო აჯანყებისკენ მოუწოდა იმ შემთხვევაში, თუკი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის დაჩი ცაგურიას განცხადებით კი, დღეიდან მიხეილ სააკაშვილი ვეღარსად გაივლის თავისუფლად და ვერავის შეხვდება. „9 აპრილის აქციების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლად დადიოდა რესტორნებში და თავისუფლად ხვდებოდა ადამიანებს. მე მას „7 ნოემბრის“ სახელით ვპირდები, რომ დღეიდან ასე თავისუფლად ვეღარ ივლის“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ. მოძრაობა „7 ნოემბრის“ წევრებმა პარლამენტში ყველა დეპუტატის სახელზე შეიტანეს მოთხოვნა, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ისინი ითხოვენ სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის და სხვა გახმაურებელი მკვლელობების გამოძიებას და ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიების შექმნას.
READ MORE - მოძრაობა „7 ნოემბერი“ ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

rustavi2

READ MORE - rustavi2

რეგიონში ყველაზე ეფექტური რეკლამა "ღია ბოქლომის" ინტერნეტ–გვერდზე

გაზიარება



დღეს საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 1 000 000 უახლოვდება. რეკლამა ინტერნეტში ხდება სულ უფრო ეფექტური და მიმზიდველი.

გთავაზობთ, საბანერო და ტექსტური რეკლამის განთავსებას ჟურნალ "ღია ბოქლომის" პოპულარულ ინტერნეტ გვერდზე boqlomi.blogspot.com

ჩვენ თქვენთან ერთად დავგეგმავთ თქვენს სარეკლამო კამპანიას ინტერნეტში, განვსაზღრავთ მის ეფექტურობას, გავაანალიზებთ თქვენი ვებგვერდის შინაარს, დაგიმზადებთ ბანერებს, შევარჩევთ ბანერების განთავსებისათვის ეფექტურ ადგილებს, რეალურ დროში მოგაწოდებთ სრულ, ერთიან სტატისტიკას თქვენი სარეკლამო კამპანიის მსვლელობის შესახებ და მრავალი სხვა. ჩვენ გაგვაჩნია ინტერნეტში სარეკლამო კამპანიების ჩატარების გამოცდილება.

სარეკლამო პოზიციები:
1 – 834 gel თვეში (თავისუფალია).
2 – 790 gel თვეში (თავისუფალია).
3 – 6900 gel თვეში (თავისუფალია).
4 – 595 gel თვეში (თავისუფალია).


რეკლამა პოსტის სახით:

ბლოგზე შესაძლებელია განთავსდეს თქვენი პროდუქციის რეკლამა პოსტის სახით. ეს პოსტი აიპინება და გამოჩნდება შეკვეთილი დროის განმავლობაში საიტის თავში (ყველა პოსტზე მაღლა). პოსტში იქნება სურათი ან ვიდეო რგოლი და აღწერა. იხილეთ ტარიფები დღეების მიხედვით:

1 დღე – 50 ლარი
2 დღე – 90 ლარი
3 დღე – 120 ლარი
4 დღე – 180 ლარი
5 დღე – 200 ლარი

დღეების რაოდენობა შეზღუდულია 5 დღემდე. 5 დღის შეკვეთის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისას, კიდევ 5 დღეში შესაძლებელია თავიდან გაკეთდეს იგივე ან სხვა რეკლამა.

ამავე დროს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დალაპრაკება ნებისმიერ სარეკლამო იდეაზე.

თქვენს რეკლამას ყოველ 3 დღეში აი ამდენი და ხშირად უფრო მეტი ადამიანი ნახავს:



ელ.ფოსტა:
boqlomi@yahoo.com

ტელ.:
(032) 2 47 19 96 (თბილისი)
(8415) 25 06 00 (ზუგდიდი)
(555) 17 65 33



READ MORE - რეგიონში ყველაზე ეფექტური რეკლამა "ღია ბოქლომის" ინტერნეტ–გვერდზე

სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნებში სიჭინავას კანდიდატურა წარადგინეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ზვიად სიჭინავას კანდიდატურა დღეს ოფიციალურად შევიდა. ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში სიჭინავა ვეტერანმა ფეხბურთელებმა წარადგინეს. 

ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატს უკვე მომზადებული აქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც ფედერაციის მართვას და ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანას აპირებს. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის ყურადღებას გაამახვილებს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სტადიონების მოწესრიგებასა და მშენებლობაზე, ბავშვთა და სხვადასხვა შიდა ჩემპიონატის მოწყობაზე, ასევე ექიმების, მსაჯებისა და მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მთავარი პრიორიტეტი კი ეროვნული ნაკრები და მისი განვითარება იქნება. 



READ MORE - სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნებში სიჭინავას კანდიდატურა წარადგინეს

ვითხოვთ ვახანიას, ჯიქიას, ქვარაიას, წურწუმიას და ქებურიას განთავისუფლებას!

გუშინ პოლიტიკური მოძრაობა "კონსერვატიული პარტიის" ზუგიდის ოფისში, ბიუროს უფროსმა კობა ვაზგანავამ პრესკონფერენცია გამართა.  გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს ყოველგვარი ჩასწორების გარეშე:

"საქართველოში დღეს ავტორიტარული რეჟიმია, მოსახლეობის უმრავლესობას არ მოსწონს არსებულ ვითარებაში ცხოვრება. ქვეყანას მართავს არა დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონი არამედ იმართება პრეზიდენტის სურვილებისამებრ, რომლის განხორციელებაში ერთმანეთს ეჯიბრება სხვადასხვა უწყება.

  ეს რეალობა აუცილებლად შესაცვლელია და ქვეყანა დასაყენებელია სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. ამ მიზნის მისახწევად საჭიროა დაუღალავი ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ რაც რა თქმა უნდა არ მოსწონს ხელისუფალთ. იმ ადამიანებს და პოლიტიკიკური პარტიის წევრებს რომელთაც გააჩნიათ განსხვავებული აზრი ძალიან ხშირად ხორციელდება რეპრესიები, ფსიქოლოგიური ტერორი, დაპატიმრება და ა.შ

  საქართველოს ყავს უამრავი პოლიტიკური პატიმარი. მაგალითისთვის აგერ მხოლოდ ჩვენს რეგიონში ზუგდიდსა და ხობში არის ხუთი პოლიტიკური პატიმარი, მინდა ჩამოვთვალო, ესენი არიან ბატონები; ვლადიმერ ვახანია, ჯონი ჯიქია, მერაბ ქვარაია, ილია წურწუმია, იოსებ ქებურია. მათ წინააღმდეგ შეთითხნილია სისხლის სამართლის საქმეები, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეწინააღნდეგებიან იმ უსამართლობას რომელიც ხდება ქვეყანაში. ხელისუფლება განსაკუთრებით ებრძვის სამეგრელოს, რადგან ეშინია ამ რეგიონის. ზუგდიდის საკრებულოში “კონსერვატორების” თითქმის მთელი ფრაქცია დააკავეს, ზეწოლის ქვეშაა, ასევე, სხვა ოპოზიციური გაერთიანებებიც.

  კონსერვატიულმა პარტიამ შეაგროვა ათასობით ხელმოწერა რომელიც შემდგომში გაეგზავნება ევროპის კომისიის პრეზიდენტს ბატონ ჟოზე მანუელ ბაროზოს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ბატონ ტერი დევისს და ასევე ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით! ხელისუფლებისგან ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ მათ განთავისუფლებას! ქვეყანას რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ყავს იქ ზედმეტია ლაპარაკი დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე.


  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რათა დამთავრდეს რეპრესიები, დავიცვათ ადამიანის უფლებები და ქვეყანაში დავამყაროთ კანონის უზენაესობა, რომელიც იქნება გარანტი ადამიანის კეთილდღეობისა. "

READ MORE - ვითხოვთ ვახანიას, ჯიქიას, ქვარაიას, წურწუმიას და ქებურიას განთავისუფლებას!

ილია მეორე: “მე უნდა შევიდე სოხუმში, ნინოშვილის 13-ში” [video]

ავტორი ნანა ფაჟავა

“მე უნდა შევიდე ნინოშვილის 13-ში” - ეს ფრაზა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრისას ბრძანა. ნინოშვილის 13, სოხუმში არსებული ის ქუჩაა, სადაც მაშინ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ცხოვრობდა.

- “ის სახლი ჩვენმა ეკლესიამ იყიდა და დიდი სიყვარულით ვიხსენებ იმ დროს, როცა მე იქ ვცხოვრობდი. მოჩანდა მთელი ზღვის სანაპირო, როგორ შემოდიოდნენ გემები... ახლა სულ სხვა ვიღაც ცხოვრობს საეკლესიო სახლში. აი, ესეც კი არ დაინდეს, იქაც კი შესახლდნენ, მაგრამ ეს დროებითია, ისინი ნახავენ თავის გზას და ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს კერებში...” - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

კინოთეატრ “ატრიუმში” გამართულ შეხვედრაზე პატრიარქმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი გამოთქვა, მაგრამ იმ განსაცდელზეც ისაუბრა, რომელიც უფალმა ქართველებზე დაუშვა.

- “აფხაზებსა და ქართველებს შორის იყო მხოლოდ სიყვარული, ურთიერთგაგება. მრავალი აფხაზი არის ჩემი ნათლული. მე ვსაყვედურებდი ჩვენს ქართველებს, ეკლესიაში რატომ არ დადიხართ-მეთქი. ისინი მპასუხობდნენ, რომ მანდარინის პლანტაციები გვაქვს, საქმე ბევრია და ამიტომ ვერ ვახერხებთო. მაგრამ მაინც საოცარი მრევლი მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად დადიოდნენ ეკლესიაში ქართველები, ყოველ წესს ასრულებდნენ, ნათლობას, ჯვრისწერას.

და აი, ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს განსაცდელი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვიფიქროთ ჩვენს სულზე... მე კარგად მესმის, რა განსაცდელი გამოიარეთ თქვენ და არანაკლები გამოიარა მთელმა საქართველომ. მე მინდა მოგახსენოთ ჩემი რწმენა და იმედი, რომ დადგება ის დრო, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას”, - აღნიშნა ილია მეორემ.

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება პატრიარქმა უდიდეს შეცდომად აღიარა. მისი თქმით, საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსვლა და საქართველოს გამთლიანება.

სხვა შემთხვევაში ის ხედავს, რომ აფხაზეთი იარსებებს, მაგრამ აფხაზები აღარ იქნებიან. იგი მოძმე აფხაზებს დაფიქრებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მათ არა მარტო საქართველოს გამთლიანებაზე, არამედ საკუთარ თავზეც უნდა იფიქრონ, რადგან სხვანაირად ისინი აღარ იქნებიან მკვიდრნი თავისი სამშობლოსი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დევნილებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა აფხაზეთში გარკვეული სასულიერო პირების მხრიდან ე.წ. ავტოკეფალიის მოთხოვნაზე და მას არასერიოზული უწოდა.

- “ძალიან რთულია საეკლესიო მდგომარეობა აფხაზეთში. რამდენიმე მღვდლის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა არასერიოზულია და ჩვენ ამაზე არავითარი რეაგირება არ უნდა გავცეთ. რუსეთისა და მსოფლიო პატრიარქები, სხვა ეკლესიები ჩვენ გვიჭერენ მხარს და ცნობენ მხოლოდ ერთ დამოუკიდებელ ეკლესიას, სადაც შედის აფხაზეთი. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოწესრიგდება...” - ბრძანა პატრიარქმა.

19 სექტემბერი უწმინდესისა და უნეტარესის სამეგრელოში სამდღიანი ვიზიტის ბოლო დღე იყო. სამი დღის განმავლობაში მან რეგიონის ეკლესია-მონასტრები მოიარა, შეხვდა მრევლს. 18 სექტემბერს ნიკო დადიანისეულ სასახლეში შეხვედრისას მან ხუთი ზუგდიდელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოებულთა შორის არიან ცნობილი ლოტბარი და შემსრულებელი პოლიკარპე ხუბულავა, ზუგდიდის მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია, საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია.

19 სექტემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა, სადაც ათასობით მართლმადიდებელ ქრისტიანს საშუალება ჰქონდა ასევე მთხვეოდა ღვთისმშობლის კვართს, რომელიც საგანგებოდ პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით მუზეუმიდან გამოაბრძანეს.

საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ზუგდიდელებს ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებაც აუწყა - ზუგდიდში სულიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება და აშენდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია.




READ MORE - ილია მეორე: “მე უნდა შევიდე სოხუმში, ნინოშვილის 13-ში” [video]

ბესიკ ფიფიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა

საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სააგენტო “რია ნოვოსტის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ბესიკ ფიფიას, წინააღმდეგ ყალბი საბუთების გამოყენების ბრალდებით დაწყებული სისხლის სამართლის დევნა და წინასწარი გამოძიება შეწყდა.

ბესიკ ფიფიას ადვოკატის ლევან ბუაძის განცხადებით, მის კლიენტს დანაშაული არ დაუმტკიცდა.
ფიფიამ თავის მხრივ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მას რუსთავის პროკურორმა ნუგზარ მახათაძემ პირადად შეატყობინა და შესაბამისი დადგენილებაც გადასცა.
„სამართლიანობამ იზეიმა, მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარი დამიჭირა“, განაცხადა ჟურნალისტმა.

3 სექტემბერს ქართულმა პოლიციამ კრიმინალური გამოძიება დაიწყო ფიფიას წინააღმდეგ. ფიფიას ბრალი ედებოდა ქართული ორგანოების მიერ მასზე გაცემული მართვის მოწმობის გაყალბებაში. კერძოდ საუბარია 1977 წელს დაკარგული მძღოლის მოწმობის დუბლიკატზე, რომელიც 1991 წელს გასცა საქართველოს შს სამინისტროს შს ზუგდიდის რაიონულმა განყოფილებამ.
ფიფიას თქმით, მართვის მოწმობა შეცდომით იყო გაცემული იმ კატეგორიაზე, რომელიც მას მსუბუქ ავტომანქანასთან ერთად, სამგზავრო და სატვირთო ავტომანქანების ტარების უფლებასაც ანიჭებდა.
რუსეთის საგარეო უწყებამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა კომენტარი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფიფია პოლიტიკური მოტივით იდევნება.





READ MORE - ბესიკ ფიფიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა

გმირები – ანომალიური ფაქტი...

18 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრისას ხუთი ზუგდიდელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოებულთა შორის არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი პროკურორი როლანდ ახალაია, ზუგდიდის მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია, და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია.

ამ ფაქტმა სამეგრელოში, მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი საზოგადოება პატრიარქს დიდ პატივს სცემენ, ისინი ამბობენ, რომ ილია მეორე შეცდომაში შეიყვანეს.…

პაატა სორდია: "ეს ამბავი სასიამოვნო ნამდვილად არ არის. დაჯილდოვების არასს ვერ ვხვდები. ორდნებს გადასცემენ მხოლოდ საზოგადოებისთვის მისაღებ პირებს, რომლებმაც მთელი ქვეყბნისთვის თანაბარი მნიშვნელობის სიკეთე გააკეთეს და არა რომელიმე ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის.

რეპრესიული აპარატის წარმომადგენლის დაჯილდოება არასწორია.

შუა საუკუნეების შემდეგ ევროპაში მსგავსი პრეცენდენრი არ ყოფილა. რომის პაპის მიერ ინკვიზიციის პროკურორების დაჯილდოებას თუ არ ჩავთვლით".

ლარისა აბრალავა: "ძალიან გამიხარდა ბატონი, როლანდი, რომ დააჯილდოვეს _ მან საქართველო ფეხზე დააყენა".

კახა მიქაია: "ეს არის ანომალიური შემთხვევა. ილია მეორეს ძალიან ვაფასებ, როგორც ერის სულიერ მამას, მაგრამ ვფიქრობ, რმ იგი მოატყუეს, არც ისაა გამორიცხული, რომ სააკაშვილის მთავრობამ მასზე მოახდინა დიდი ზეწოლა".

ნაზი ბაძაღუა: "ალიკა ქობალიამ და ზაზა გოროზიამ რაღა დააშავეს?! ილია მეორეზე მიმდინარეობს სერიოზული ტეერორი სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება აიხსნას მომხდარი? დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა პატრიარქს სამეგრელოში ვიზიტის დროს სულ თან დაჰყვებოდა ბაჩო ახალაია, იბადება კითხვა, რა ესაქმება თავდაცვის მინისტრს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან? ჩვენი რეგიონისთვის ძალიან დიდი პატივია ასეთი დიდი სასულიერო პირის სტუმრობა, მაგრა მიუღებელია ისიც, რომ ვინმემ ერის ავტორიტეტულ ფიგურაზე ზეწოლა მოახდინოს. ამ წუთიდან საპატრიარქოს ვთხოვ გააორმაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაცვა"’

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უწნდესს, პროკურორის და სხვა დაჯილდოვებული პირების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდ-ცაიშის ეპისკოპოსმა მიტროპოლიტმა გერასიმემ მიაწოდა, თუმცა ამ ეტაპზე მეუფესთან დაკავშირება არ ხერხდება.


[ფოტოზე: როლანდ ახალაია

სამეგრელო–ზემო სვანეთის

საოლქო პროკურორი]

[ილია ჩაჩიბაია]


READ MORE - გმირები – ანომალიური ფაქტი...

"ღია ბოქლომის" ჟურნალისტური გამოძიება - სექსი 5 ლარად...

გაზიარება

  • ერთგულ კლიენტებს ქალბატონი ელიკო ტერტერაშვილი, თუ მათ ეს მიზერული თანხაც არ გააჩნიათ, "ნისიად" უმასპინძლდედა...
დედოფლისწყაროში, სოფელ წითელწყაროს შესასვლელში, მეგობრობის ქუჩაზე, ტერტერაშვილების ოჯახში თითქმის თხუთმეტი წელია არაოფიციალური ბორდელი ფუნქციონირებს, რომელსაც ელიკო ტერტერაშვილი ხელმძღვანელობდს. საროსკიპო მთელი კახეთის მასშტაბით განთქმულია და მათი მომსახურებით მთლიანად რეგიონის ახალგაზრდობა სარგებლობდა. საგულისხმოა, რომ ე.წ. "მამაშას" წლების მანძილზე მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსებთან, რის გამოც მათი პასუხისმგებლობის საკითხი არასოდეს დასმულა.

როგორც "ღია ბოქლომისთვის" გახდა ცნობილი, დედოფლისწყაროს საროსკიპოში გოგონები ახმეტიდან, თელავიდან, გურჯაანიდან და თბილისიდან ჩამოჰყავდათ...

ინტიმური მომსახურებისთვის კლიენტები გასამრჯელოს "ელიკო მამიდასთან" იხდიდნენ, ამ დღეებში კი გაირკვა, რომ ქალბატონი ელენე მეძავებს საკუთარი ოფლით მონაგარ გროშებსაც არ უნაწილებდა და უფასოდ ამუშავებდა.

"ღია ბოქლომმა" ძირეულად შეისწავლა "ტერტერაშვილების საროსკიპოს" ასავალ-დასავალი. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ხსენებულ დაწესებულებაში გოგონების ერთ საათიანი მომსახურება სულ რაღაც ხუთი ლარი ღირდა. როგორც დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, თუ ერთგულ კლიენტებს ეს მიზერული თანხაც არ გააჩნდათ, ქალბატონი ელიკო მათ "ნისიად" უმასპინძლებდა ან უკიდურეს შემთხვევაში სხვადასხვა მარცვლეული პროდუქტების სანაცვლოდ გაისტუმრებდა. სწორედ ამ და სხვა პრივილეგიების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ამ მხრივ კახეთში არცთუ კონკურენტუნარიანი გარემო გახლავთ, "ელიკო მამიდას საროსკიპო" კლიენტის სიმცირეს არასოდეს განიცდიდა და სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აქაურ ახალგაზრდებს ხშირად რიგში დგომაც უწევდათ.

ვიდრე "ელიკო მამიდას" უკანონო საქმიანობით სოდ-ი დაინტერესდებოდა, "ღია ბოქლომი" მის საროსკიპოს რიგითი კლიენტის ამპლუაში ეწვია. მართალია თავად ხელმძღვანელი არ დაგვიხვდა, თუმცა კლიენტის დაკმაყოფილება მისმა მარჯვენა ხელმა, ნათია საბაშვილმა უზრუნველყო. ნათიამ დასაწყისშივე მთხოვა დაუყოვნებლივ შიგნით შევსულიყავი, რათა უცხო თვალის ყურადღება არ მიმეპყრო და დამატებითი პრობლემები მათთვის თავიდან ამეცილებინა. იმ მომენტში არც სხვა კლიენტი იყო და გოგონებიც თავისუფლები იყვნენ. ოფიციალური ტარიფის (5 ლარი) გადახდის შემდეგ, სამი გოგონა გამოიყვანა და არჩევანის გაკეთება მთხოვა.

ახლა მათ გარეგნობაზეც შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. პირველი ქალბატონი სავარაუდოდ 45 წელს გადაცილებული უნდა იყოს, სილამაზეზე ხომ საუბარი ზედმეტია, თმები ყვითლად შეუღებია, ვერ იტყვი რომ უხდება, ამიტომ ის დავიწუნე. მეორე 23 წლის შორენა გახლდათ. არც ისე მაღალი, ვერ იტყვი, რომ ისიც კარგია, თუმცა მესამე შემოთავაზებულ ვარიანტსაც სჯობია, ამიტომ შორენას ვირჩევ...

ნათია ერთ პატარა ოთახში შეგვიძღვა და სულ მალე მარტო დაგვტოვა. რუსული ტიპის პატარა ბინაა, ორი პაწია ოთახით, ძველისძველი რემონტით და მორყეული საწოლით... საკმაოდ დაბინძურებული თეთრეულია და გული არც მიმდის იმ საწოლში ჩავუწვე. ისეთი გარემოა, კაცს ყველაფრის სურვილი დაგეკარგება... ასეთი თეთრეულის გამო გოგონამ მორცხვად მომიბოდიშა, "ალბათ, გამოცვლა დაავიწყდათო..." საწოლის ფეხთან მიყრილი ნახმარი პრეზერვატივებიც შევნიშნე...

-სახელი ხომ უნდა ვიცოდე? - ვკითხე
-შორენა ვარ 23 წლის...

-წესით აქაური არ უნდა იყო და ხომ ვერ მეტყვი საიდან ჩამოხვედი?
-სახლის მისამართიც ხომ არ დაგიტოვო?

-არა, მისამართს არ გეკითხები, უბრალოდ მაინტერესებს, აქ რატომ ხარ?
-აქ ვმუშაობ, თან...

-ოჯახში რა თქვი, სად მივდივარო?
-მშობლებს ჰგონიათ დედოფლისწყაროში დასასვენებლად ვარ. ქმარს გავცილდი და...

-დღეში რამდენ კაცთან გიწევს დაწოლა?
-დღეში სამ-ოთხ კაცს ვისტუმრებ, ზოგჯერ სხვა გოგონებს ირჩევენ... (ვატყობ, მალე მომახლის, პროკურორი ხომ არ ხარო და კითხვებით აღარ გადავღალე)

საგულისხმოა, რომ გოგონა კლიენტის სურვილებს თითქმის არ თანხმდებოდა და მხოლოდ იმ პოზიციაში რჩებოდა, როგორშიც თავად მოისურვებდა, ამით უკმაყოფილებას სხვა კლიენტებიც ღიად გამოხატავდნენ.

ამასწინათ, ერთ-ერთ ინტერნეტ ჩეთში შემოსული ახალგაზრდა ბიჭი ზედმეტსახელით "კახელი" სექსუალურ პარტნიორს ეძებდა და ჩათელებს გაცნობისკენ მოუწოდებდა. დამაინტერესა, იქნებოდა თუ არა საქმის კურსში და სიტყვა დედოფლისწყაროში არსებულ "ელიკოს ბორდელზე" ჩამოვუგდე, მისმა პასუხმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ახალგაზრდა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროდან აღმოჩნდა და ისიც გაგვიმხილა, რომ მთელი მისი სამეგობრო სექსუალურ მოთხოვნილებებს სწორედ ამ დაწესებულებაში იკმაყოფილებს, რის გამოც დედოფლისწყაროში ჩასვლა ხშირად უხდებათ. იგი იქვე დასძენს, რომ სხვა ალტერნატივა არ არისო და იმასაც გვიმხელს, რომ დედოფლისწყაროში არსებულ არაოფიციალურ საროსკიპოში ახალგაზრდა ბიჭები მთელი კახეთიდან ჩადიან.

როგორც ძიებისას გაირკვა, ქალბატონი ელიკო არასრულწლოვან გოგონებსაც აიძულებდა სხეულით ევაჭრათ. 18 წლის ნათია სრულწლოვანი ხსენებულ საროსკიპოში გახდა. ამ უკანასკნელს იმდენად მძიმე პირობებში უხდებოდა ყოფნა, რომ მისი დახმარება კიდევ ერთმა ქალბატონმა გადაწყვიტა და საროსკიპოდან გაპარვა გამთენიისას, ოჯახის წევრების დათრობის შემდეგ მოახერხა და თბილისში სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში იჩივლა.

სოდ-მა სულ სამი პირი დააკავა, ელიკო ტერტერაშვილი, მისი თანაშემწე ნათია საბაშვილი და ტაქსის მძღოლი ამირან ნადირაშვილი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ტაქსის მძღოლს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გოგონები სხვადასხვა რაიონიდან დედოფლისწყაროში ჩაჰყავდა და ტერტერაშვილების ოჯახში ტოვებდა.

ნარკოტიკებისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლევან გვენცაძე განმარტავს, რომ გამოპარულმა გოგონებმა აქტიურად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და დეტალური ინფორმაციის მოპოვების შემდეგ ადვილად მოხერხდა დამნაშავეობრივი ჯგუფის დაკავება, რომელთაც დაკავებამდე რამდენიმე დღის მანძილზე აკვირდებოდნენ.

გოგონები აცხადებენ, რომ ელო ტერტერაშვილი გოგონებს მკაცრად ექცეოდა და სახლიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც გამოძიებამ მას ტრეფიკინგშიც დასდო ბრალი. როგორც "ღია ბოქლომმა" გაარკვია, ხშირი იყო შემთხვევები, როცა ძალადობის მსხვერპლი ორსულდებოდა და ახალშობილთან ერთად საროსკიპოში მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება.

"ისევე როგორც მთელმა კახეთმა, მეც ვიცოდი მათი საქმიანობის შესახებ. ელიკოს საროსკიპოში ერთხელ ვარ ნამყოფი. ჩვეულებრივად, ხუთი ლარი გადავიხადე და უპრობლემოდ შევედი. მსმენია, რომ ხშირად იყო სხვადასხვა დაავადებების გავრცელების შემთხვევები, რადგან ისინი არანაირ ჰიგიენურ მოთხოვნებს არ იცავდნენ..." - აცხადებს სოფელ წითელწყაროს მკვიდრი ლექსო მაჭარაშვილი.

"ტერტერაშვილი აქტიურად იყო გარიგებული რაიონულ პოლიციასთან, რადგან ათობით წლების მანძილზე მათთვის პრობლემა არავის შეუქმნია. "საროსკიპოში ხშირად იქმნებოდა კონფლიქტური ვითარებებიც, რომელთა გასანეიტრალებლად ქალბატონი ელიკო უმალ" "დაძმობილებულ" პოლიციელებს იხმობდა... მათი მეშვეობით პოლიციას არც დამნაშავეთა ჯგუფებზე გასვლა უძნელდებოდა." - აცხადებენ დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები.

ადგილობრივების აღშფოთებას ის ფაქტიც იწვევდა, რომ ხსენებულ ბორდელში არც 12 - 13 წლის კლიენტების მომსახურებაზე ამბობდნენ უარს. უკმაყოფილებას განსაკუთრებით ტერტერაშვილის მეზობლები გამოსთქვამენ. ისინი აცხადებენ, რომ კონფლიქტური ვითარებებისა და უცხო მამაკაცთა ხშირი და უდროო ვიზიტების გამო წუხდებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთი გოგონა ჭლექით იყო დაავადებული, რის გამოც შესაძლოა, ამ დაავადებით კახეთში არაერთი მამაკაცი დაავადებულიყო. ამ ფაქტს ა/ო "საზოგადოებრივი განვითარებისა და "გამჭვირვალობის ცენტრშიც" ადასტურებენ.

"ღია ბოქლომის" კახეთის ბიურო დედოფლისწყაროს შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებას სამჯერ ეწვია, თუმცა პოლიციის უფროსი დიმა ბოჭორიძე შვებულებაში დაგვხვდა, ადგილზე არც მოადგილეები იმყოფებოდნენ. ოფიციალურ პირთაგან კი მხოლოდ გამომძიებელი ალექსანდრე ღვედაშვილი მოვიხელთეთ. ღვედაშვილმა რაიონში დაფიქსირებულ ტრეფიკინგთან დაკავშირებით მხოლოდ ის განაცხადა, რომ ეს მის კომპეტენციას სცილდება და ვერაფერს გვეტყოდა...

მოგვიანებით პოლიციის უფროსის პირად ტელეფონზე დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა სამი დღის მანძილზე მისი ნომერი "მიუწვდომელი" იყო. ჩვენ მის მოადგილეს გიორგი თეთრაშვილთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა ისიც გამუდმებით "გასული იყო მომსახურეობის ზონიდან"...

"ღია ბოქლომმა" მოგვიანებით ბოჭორიძის მოადგილესთან ტრისტან ქურხულიშვილთან დაკავშირება მოახერხა:

-გამარჯობა ბატონო ტრისტან. ახლახან, დედოფლისწყაროში არაოფიციალური ბორდელის ფუნქციონირებისთვის და ტრეფიკინგის ბრალდებით რამდენიმე ქალბატონი დააკავეს...
-იცით, მაგის შესახებ სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით... ეგ ოპერაცია ჩვენგან დამოუკიდებლად სოდ-მა ჩაატარა და მე არაფერი ვიცი...

-თქვენთვის ამ საროსკიპოს არსებობა ცნობილი არ იყო?
-(ყოყმანობს) ...ალბათ, არ იყო ცნობილი...

-ბატონო ტრისტან, შეგახსენებთ, რომ ხსენებული საროსკიპოს შესახებ არათუ რაიონში, მთელი კახეთის მასშტაბითაა ცნობილი, დაუჯერებელია ადგილობრივ პოლიციას მისი არსებობის შესახებ არაფერი სცოდნოდა?
-ნამდვილად არაფერი იყო ცნობილი.

-თითქმის თხუთმეტი წელია ისინი ასეთ საქმიანობას ეწევიან და მით უფრო რომ თქვენც დედოფლისწყაროს მკვიდრი ხართ, საეჭვოა არაფერი გცოდნოდათ...
-.... (დუმილი)

-ადგილობრივები აცხადებენ, რომ პოლიცია ტერტერაშვილებთან გარიგებული იყო და ეჭვობენ, რომ შესაძლოა პოლიცია წილშიც იჯდა, რადგან კონფლიქტური ვითარების დროს ყოველთვის პოლიციის თანამშრომლები ანეიტრალებდნენ სიტუაციას, გოგონები კი სხეულით ვაჭრობას უპრობლემოდ აგრძელებენ...
-გითხარით არაფერი ვიცი... მოსახლეობა რას ლაპარაკობს, მე არ მაინტერესებს...

-პოლიციის დუმილი მოსახლეობის ეჭვებს საფუძვლიანს ხდის...

-რას ჩამაცივდით?... (ხმამაღლა საუბრობს) ამასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი... და არც ის ვიცი ვის ველაპარაკები... (ტელეფონი გაგვითიშა).

[ილია მარტყოფლიშვილი, "ღია ბოქლომი" #2 (6)]

READ MORE - "ღია ბოქლომის" ჟურნალისტური გამოძიება - სექსი 5 ლარად...

უკანონობის ზეიმი – აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს...

გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 11.09.2009]
11 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო სპექტაკლები 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მოსამართლემ და ბრალდების მხარემ დაკავებულის ადვოკატების არცერთ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ცივსისხლიანი პროკურორი დიმიტრი ხვიტია და მოსამართლე დავით კეკენაძე ვახაიას ოჯახის წევრთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად განსასჯელის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არცერთ ჯერზე არ დასთანხმდნენ.
განსაკუთრებით დაძაბული იყო 10 სექტემბერს გამართული განხილვა. დავით კეკენაძემ პროცესიდან განსასჯელი ვლადიმერ ვახანია, ადვოკატები ლალი აფციაური, ლილი გელაშვილი და თქვენი მონა-მორჩილიც გამოაძევა.

ლალი აფციაური: “ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება ქვეყანაში, როდესაც მოსამართლე დარბაზიდან მაძევებს?! ის არის სუბიექტური, აგრეთვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კეკენაძე კრიმინალია! ყველა პროცესზე ჩადის კრიმინალურ საქმიანობას. ამ პიროვნების შეფასებისას მხოლოდ სიტყვა მიკერძოებულის ხმარება ლოიალური იქნება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის დაისაჯოს ზუსტად ისე როგორც იმსახურებს. ამ მოსამართლეზე უნდა დადგეს ისეთივე განაჩენი, როგორსაც ვახანიას პროცესზე გეგმავს და როგორი გადაწყვეტილებაც მიიღო თუნდაც აფრასიძეების და კვიციანების საქმეზე...~

ადვოკატის გაძევების შემდეგ, ვლადიმერ ვახანიას, სასამართლოს თავმჯდომარემ 2 წუთიანი სიტყვა მისცა. აკადემიკოსი კიდევ ერთხელ ამახვილებდა ყურადღებას მის მიმართ განხორციელებულ კანინდარღვევებზე. ბუნებრივია, პროფესიით იურისტ ვახანიას კანონზე დაფუძნებულმა შენიშვნებმა კეკენაძე გააღიზიანა, რაც ჩაქუჩის წამდაუწუმ ხათქუნში გამოიხატა. ბოლოს, გამწარებულმა “კანონის დამცველმა”, ვახანიას უბრძანა, გაჩერდით! თქვენი დრო ამოიწურაო, ბატონმა ვლადიმერმა კიდევ ერთი, დამატებითი წუთი ითხოვა პოზიციის დასასრულებლად, მაგრამ ვინ აცალა?! მოთმინების ფიალა აევსო კეკენაძეს, და საზეიმოდ გამოაცხადა: ვახანია, თქვენ გაძევებული ხართ დარბაზიდან!


READ MORE - უკანონობის ზეიმი – აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს...

“ანგარიში ხალხს” - მთავრობის მორიგი პოპულისტური აქციაა...

ოპოზიციის წევრებმა, რომლებიც უკვე მე-5 თვეა ზუგდიდში, „საკნების“ აქციაში ღებულობენ მონაწილეობას 10 სექტემბერს, პრესკონფერენცია გამართეს და ხელისუფლება “დაიცავი საქართველოს” ზუგდიდის ოფისის დარბევის მცდელობაში დაადანაშაულეს. 

ცოტნე დადიანის #1-ში არსებული მრალალსართულიანი ბინის მეორე სართულიდან, სადაც ორგანიზაციის ოფისია განთავსებული დილის 4 საათზე, სპეციალური პიკაპით უცნობმა პირებმა ჩამოხიეს “დაიცავი საქართველოს” 5.50-3.50მ სიგრძის პლაკატი. 

კახა მიქაია: „9 სექტემბერს, ზუგდიდის კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ მდებარე ჩვენი ოფისის ფასადიდან მოიპარეს “დაიცავი საქართველოს” ბანერი. ეს არის ამაზრზენი ფაქტი და აღიქმება როგორც ხელისუფლების მხრიდან ჩვენზე განხორციელებულ მორიგ ზეწოლა.

“საკნების” აქციის ორგანიზატორის და “დაიცავი საქართველოს” საორგანიზაციო კომიტეტის წევრის კახა მიქაიას თქმით სამეგრელოში, ლევან გეჩეჩილაძის ვიზიტი ხელისუფლების ვერაგული გეგმის გამო ჩაიშალა, იგი მოსალოდნელ დარბევაზეც საუბრობს და მთავრობის პოპულისტურ ქმედებად აფასებს აქციას სახელწოდებით “ანგარიში ხალხს”.

“ქართულ საზოგადოებას მოეხსენება, რომ დედაქალაქში პერმანენტული საპროტესტო აქციების შეწყვეტის მიუხედავად, ქ. ზუგდიდში დღემდე გრძელდება საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო ხანგრძლივობისა და შეუპოვრობის ე.წ. “საკნების აქცია”. 

მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, აღნიშნული აქციის მხარდასაჭერად, იგეგმებოდა ქართული ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის - ბ.ნ. ლევან გაჩეჩილაძის ვიზიტი ქ. ზუგდიდში.

ჩვენს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, სააკაშვილის მხდალი და გამყიდველი ხელისუფლება, ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მერაბიშვილი-ახალაიების ხელით გეგმავს ბინძურ პროვოკაციას, რომლის განხორციელებაში აპირებს გარკვეული ჯგუფების და მათ შორის, რაც ყველაზე სამწუხაროა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ნაწილის გამოყენებას.

სრული პასუხისმგრბლობით ვაცხადებ რომ აღნიშნული პროვოკაცია მიზნად ისახავს არა მარტო ქართული ოპოზიციის დისკრედიტაციას, არამედ სამოქალაქო შუღლის გაღვივებას საქართველოს ისეთ მგრძნობიარე წერტილში, როგორსაც ფრონტისპირა ზუგდიდი წარმოადგენს. 

ჩვენ, ქართველი პატრიოტები, ვერ დავუშვებთ ქართული სისხლით ვკვებოთ სააკასვილის დანაშაულებრივი რეჟიმი და არ მივცემთ მას ამ ბინძური პროვოკაციის განხორციელების საშუალებას. 

აქციის საორგანიზაციო კომიტეტმა, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება დროებით გადადოს ლევან გაჩეჩილაძის ვიზიტი ზუგდიდში.

გვინდა მტკიცედ განვაცხადოთ, რომ ქართველი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობის ურყევ ნებას, სააკაშვილის ხელისუფლებიდან უპირობო ჩამოცილების სესახებ, გააგრძელებს ამ მიზნისათვის შეუპოვარ ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ახლოს არის.

ინფორმაციის სახით გაცნობებთ, რომ 26 აგვისტოს ხელისუფლების მხრიდან საკნების საპროტესტო აქციის მონაწილეებზე თავდასხმისა და შემდგომში განვითარებულული მოვლენების თაობაზე, სადაც უმოწყალოდ ნაცემი და სასტიკად ნაწამები იყო 17 წლის გიორგი გაბედავა, ჩვენ ოფიციალურად შევატყობენეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვენელს ბ.ნ. ოლაფ როლფს. ჩვენი თხოვნაა საზოგადოებისადმი - მოგვაწოდოთ ფაქტები ხელისუფლების, კერღოდ, ძალოვანების მხრიიდან თქვენზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, რათა ოპერატიულად საქმის კურსში ჩავაყენოთ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

“ასავალ დასავალი”-ს მკითხველს მინდა ვაცნობო, რომ ზუგდიდში ამ დღეებში იგეგმება ხელისუფლების მიერ უნიჭოდ დადგმული მორიგი სპექტაკლი სახელწოდებით “ანგარიში ხალხს”, რის ჩატარებასაც ხელს უშლის “საკნების” მიმდინარე აქცია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად სააკასვილის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება “საკნების” დარბევის შესახებ.

ვაცხადებ, რომ მოსალოდნელ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას”- ამბობს მიქაია.

ლევან გაჩეჩილაძე:” მე ვიცი, რომ უამრავი ზეწოლის მიუხედავად, ისინი გმირულად აგრძელებენ ბრზოლას. ვფლობთ ინფორმაციას, რომ იგეგმება “საკნების” დარბევა. ბუნებრივია, მე აუცილებლად ჩავალ სამეგრელოში, როდესაც დასრულდება “დაიცავი საქართველოს” წევრთა რეგისტრაცია”.


[ილია ჩაჩიბაია]


READ MORE - “ანგარიში ხალხს” - მთავრობის მორიგი პოპულისტური აქციაა...

ხობის რაიონში უხილავი ძალა მოსახლეობას თავს ესხმის..

ავტორი ილია ჩაჩიბაია, ჭალადიდიდან
17:06 14.09.2009
ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ბოლო პერიოდში უცნაური ამბები ხდება. ადგილობრივი მოსახლეობა დაუჯერებელ ისტორიებს ჰყვება უჩინარ სულზე, რომელიც საცხოვრებელ სახლებს და ადამიანებს ქვებს ესვრის.

ჭალადიდელების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ არსება, რომელიც უცნაურ ქმედებებს ჩადის მეგრუკლი მითების ერთ-ერთი გმირი ტყაშმაფაა.

ტყაშმაფა (მეგრ. ტყის მბრძანებელი) მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი.

ხალხური წარმოდგენებით ტყაშმაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაშმაფას დალისთან და უსახელო “ტყის ქალის” სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.

პოპულარული აღწერით, ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება, ხშირად უჩინარია. როცა ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. მითის თანახმად ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება პასუხი არ უნდა გასცენ, ხელებით უნდა ელაპარაკონ, თორემ ჭკუაზე შეგშლის ადამიანს”...

ჩვენ სოფელ ჭალადიდს ვესტუმრეთ და ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრეთ:

ნორა სახოკია: “ოთხ დღეზე მეტია ჩემს სახლში საოცრებები ხდება. ჯერ კარის სახელურს ათამაშებდა გაურკვეველი ძალა და აკაკუნებდა გარეთ რომ გავდიოდით არავინ გვხვდებოდა. წუხელ გვიან ღამით ძაღლებმა ყეფა დაიწყეს, სწორედ ამ დროს ჩემს სახლს დიდი ქვა მოხვდა – სახლის სარკმელი ჩაამსხვრია. სახურავს ქვები ზემოდანაც ეცემა. მთელი სოფელი შეშინებულია, ვერ გავიგეთ რა ხდება ჩვენს თავს.

დავიღალე ბებო, აღარ შემიძლია. ერთი დიდი ქვა ჩემს რძალს მაშინ მოხვდა, როდესაც შვილს ასადილებდა, ამიტომ ოჯახიდან ბავშვები და მოზარდები გავხიზნეთ, არ ვიცით რა ვქნათ. თავიდან ისიც კი ვიფიქრეთ იქნებ მეზობლები გვაწვალებენთქო, მაგრამ საქმეში პოლიცია, რომ ჩაერია და ადამიანური დანაშაულის ნიშანწყალიც ვერ აღმოაჩინეს დავრწმუნდი, რომ აქ რაღაც ამოუცნობი ხდება. ადამიანებს არაფერს ერჩის.

77 წლის ქალი ვარ და მსგავსი არაფერი გამიგია ცხოვრებაში, ყველა მიყვარს და ადამიანებს პატივს ვცემ, ასეთი რამ რატომ უნდა დამართნოდა ჩემს ოჯახს?! რამოდენიმე დღის წინ სტუმრები გვყავდნენ თბილისიდან და იფიქრეს მოჩვენებას გადავიღებთო ქვა მათ კამერასაც მოხვდა, როგორც თვითონ თქვეს უცნაური ხმა გაიგონეს. ძალიან შეეშინდათ.”

მამუკა დემანია, საკრებულოს წევრი: “ახსნას ვერ ვპოულობთ, მიჭირს ამ ყველაფრის დაჯერება, მაგრამ ფაქტია. უჩინარი ძალა მოსახლეობის სახლებს ქვებს ესვრის. პოლიცია საქმის კურსშია, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს. 15 დღეზე მეტია რაც ეს თავდასხმები დაიწყო და ხალხი პანიკაშია. ფოტო და ვიდეოგადაღება არ ხერხდება”.

ჭალადიდში არიან პიროვნებები, რომლებიც ამბობენ, რომ დაინახეს ადამიანის მსგავსი ფიგურის მქონე არსება, რომელიც ანათებდა.

გიზო ბირბიჩაძე: “საღამო ყანაში ვმუშაობდი, ჩემი ყურადღება ელვისმაგვარმა ნათებამ მიიპყრო. არსება დავინახე, რომელიც ადამიანს ჰგავდა და თეთრად ბრწყინავდა, მიახლოვებისთანავე გაქრა. კომენტარის გაკეთება მიჭირს, თვითონაც არ ვიცი ეს რა იყო."

თინა გვასალია: “პირველად ეს ამბები ჯალაღონიების ოჯახში დაიწყო ახლა კი გერსამიების ოჯახს არ შორდება მოჩვენება.

სოფელში ამ ყველაფრის ახსნაც გვაქვს; რამოდენიმე ხნის წინ ტყისმჭრელი თემურ ჯალაღონია ტყეში იყო და ერთი დიდი ხე მოჭრა. ამ ხის ძირში ყოფილა დიდი ბუნაგი, რომელიც ჩვენი აზრით ტყაშმაფას ეკუთვნოდა. ხის მჭრელმა შეშა სახლში, რომ მიიტანა ამის შემდეგ დაიწყო მთელი უბედურება. ოჯახის უფროსს იმ საღამოს ლეღვის ნაყოფი დაუშინა ვიღაცამ. ძალიან შეეშინდათ, მაგრამ ყველაფერი ბოროტ ხუმრობას მიაწერეს. მეორე დღეს კი სახლს დიდი რიყის ქვები მოხვდა. ადამიანს ასეთი ძალით არ შეუზლია მოზრდილი ქვის სროლა..."

შემდეგ სოფლიოს მოსახლეობა შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. ბევრი ფიქრობს, რომ ხის ფუღუროში ტყაშმაფას ბუნაგი იყო და ის ძალიან გაბრაზდა – ამიტომ გამოჰყვა ტყისმჭრელს”.

ნათია ბერბიჭავა: “წუხელ საღამოს 9 საათზე ჩვენს სახლს ყველა მხრიდან, უამრავი ქვა მოხვდა. ბავშვებს ძალიან შეეშინდათ და ტირილით გამოიქცნენ სახლის შემოგარენიდან. მთელი ღამე ქუჩაში უბნის ინსპექტორის ავტომანქანა პატრულირებდა - ვერაფერი ნახეს. ღამე შიშით არ გვძინავს. ჩვენი აზრით ეს ტყაშმაფაა ან ოჩოკოჩი. ორი დღის წინ მამაჩემმა არსება დაინახა, და გაედევნა. ტყემდე სდია, შემდეგ ის გაქრა. ადამიანს ჰგავს."

სოფლის გამგებელი, ირწმუნება, რომ სამართალდამცავებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა დანაშაულის ჩამდენი დაეპატიმრებინათ, თუმცა ადამიანური ქმედებას ნიშანწყალსაც ვერ მიაგნეს.

ჯოტო გიგაშვილი, ჭალადიდის გამგებელი: “უხილავმა არსებამ უკვე 15 დღეა მოსახლეობაზე მასიური შეტევები დაიწყო. ვენახის კონსტრუქციები თითქმის განადგურებულია. თავიდან, მოსახლეობას არ სჯეროდა, ჩემი მაგრამ, როდესაც ფაქტის მომსწრე გახდნენ ირწმუნეს. ჯერჯერობით მსხვერპლი არ არის, მართალია, მოჩვენება ქვებს ხალხის მიმართულებით ისვრის, მაგრამ არავინ დაღუპულა. არ ვიცით რა ხება.”


მოკლე კომენტარს აკეთებს, ჭალადიდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამზღვარი მამა გიორგი. სასულიერო პირი აცხადებს, რომ ეკლესია ისევე, როგორც მოსახლეობა დაინტერესებულია გაირკვეს თუ რა ხდება სოფელში.




READ MORE - ხობის რაიონში უხილავი ძალა მოსახლეობას თავს ესხმის..

გამსახურდიას ქუჩაზე მუშებმა ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს [video]

ბათუმში ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, მუშებმა ადამიანის თავის ქალა და ჩონჩხი აღმოაჩინეს. საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზიფიცირების სამუშაოებს კომპანია "სოკარ-ჯორჯია" აწარმოებს.

[წყარო: tv25; itv]
READ MORE - გამსახურდიას ქუჩაზე მუშებმა ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს [video]

უსაბუთოდ დარჩენილ 4 მცირეწლოვანი ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს

  • გამგებელმა მითხრა, მე მაგის სახსრები არა მაქვსო. მოძღვარიც ხან 1 ლარს მაძლევს, ხან 2–ს

4 მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედა ლალი კუკუჯანაშვილი მეხუთე წელია დედოფლისწყაროში მეგობრის ბინაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მეოთხე ვაჟი შეეძინა, მეუღლემ მიატოვა და საცხოვრებლად გურჯაანიდან დედოფლისწყაროში გადმოვიდა. მეუღლის ასავალ-დასავალი დღემდე არ იციან. ოთხი წელია მარტოხელა დედას სახელმწიფოს მხრიდან არცერთი თეთრი არ მიუღია. ის ამბობს, რომ ყველანაირი დოკუმენტი, პირადობის დამადასტურებელი და დაბადების მოწმობები დაკარგული აქვთ, რის გამოც არსად ფიქსირდებიან და სახელმწიფო პროგრამებით ვერ სარგებლობენ. მარტოხელა დედა კეთილი ადამიანების დახმარებით ახერხებს ბავშვები სიკვდილისგან გამოიხსნას.

ვითარებას ისიც ართულებს, რომ უფროსი ვაჟი თემური დაბადებიდან ინვალიდია, ცერებრალური დამბლითაა ავად და გადაადგილებას ვერ ახერხებს. ის მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს, თუმცა დედამ მას რომ მიხედოს ყველას შიმშილი ემუქრებათ, ამიტომ იძულებულია, მთელი დღის მანძილზე ქალაქის ცენტრში მდებარე ტაძართან იდგეს და გამვლელებს შემწეობა სთხოვოს: ,,პირადობის მოწმობებისთვის თანხა ვერაფრით მოვაგროვე, მოძღვარსაც ვთხოვე, გამგებელსაც, მაგრამ მოწმობის აღებაში ვერავინ დამეხმარა. დახმარებას მაინც ავიღებდი და ჩვენი გაუსაძლისი ცხოვრება ოდნავ მაინც შემსუბუქდებოდა. ვართ ასე ცაზე გამოკიდებულნი, ღვთის ანაბარა მიტოვებულნი. გამგებელმა მითხრა, მე მაგის სახსრები არა მაქვსო. მოძღვარიც ხან 1 ლარს მაძლევს, ხან 2 ს - მეტი არ შემიძლიაო - ამბობს მრავალშვილიანი მარტოხელა დედა და გამგებელს, მამა ნიკოლოზს და შეძლებულ ადამიანებს კიდევ ერთხელ საჯაროდ მოუწოდებს პირადობის მოწმობის აღებაში დაეხმარონ, რათა 4 შვილის გამოკვება მოახერხოს.

კუკუჯანაშვილები ვერც საშუალო განათლების მიღებას ახერხებენ, უსახსრობისა და საბუთების უქონლობის გამო ისინი არც სკოლაში დადიან. ,,ქიზიყი` მათ პრობლემას თვალს აქტიურად მიადევნებს და დეტალებს მომავალშიც მოგაწვდით. 


[თამილა გურაშვილი; ილია მარტყოფლიშვილი]



READ MORE - უსაბუთოდ დარჩენილ 4 მცირეწლოვანი ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს

“ხელისუფლება თავდასხმებიდან ქურდობაზე გადავიდა” [video]

10 სექტემბერს “დაიცავი საქართველოს” რეგიონალური ოფისიდან უცნობმა პირებმა მოძრაობის ბანერი მოიპარეს. ოფისის აივნიდან 5.50-3.50მ სიგრძის ბანერი სავარაუდოდ ღამის 4 საათისთვის გაქრა. “დაიცავი საქართველოს” წევრებმა იგი ქურდობიდან 3 დღით ადრე, ცოტნე დადიანის ¹1-ში მდებარე სახლის მეორე სართულზე დაკიდეს.

საკნების აქციის მონაწილეები და “დაიცავი საქართველოს” წევრები ქურდობაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. აქციის ორგანიზატორი, კახა მიქაია ირწმუნება, რომ ბანერის ქურდობა არშემდგარი პროვოკაციით გაგულისებულმა ხელისუფლებამ ჩაიდინა.

კახა მიქაია: “7 სექტემბერს, მოძრაობის ოფისის გახსნის დღეს ზუგდიდში ლევან გაჩეჩილაძის ვიზიტი იგეგმებოდა. ხელისუფლება აპირებდა პროვოკაციის ინსპირირებას ე.წ. “მიშას ზვიადისტების”, ნაცმოძრაობის ზონდერჯგუფებისა და პოლიციის მეშვეობით, რასაც შემდეგ სამოქალაქო შუღლის გაღვივება მოჰყვებოდა ისეთ ფეთქებადსაშიშ რეგიონში, როგორიცაა სამეგრელო და კერძოდ ზუგდიდი.

მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით საზოგდოებრივმა მოძრაობამ “დაიცავი საქართველო”, მიიღო გადაწყვეტილება ვიზიტის გადადების შესახებ. ხელისუფლებამ ვერ განახორციელა თავისი ზრახვები და სწორედ ეს გახდა ქურდობის ჩადენის მიზეზი. თავდასხმებიდან ისინი ქურდობაზე გადავიდნენ”.

მოძრაობის წევრები ¹1 ეჭვმიტანილად შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტსა და რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიიჩნევენ, რადგან ამ დაწესებულებათა შენობები ტერიტორიულად ყველაზე ახლომდებარეა.

საკნის “პატიმრები” მოსალოდნელ დარბევაზეც საუბრობენ და მის ორგანიზატორად თავდაცვის ახალ მინისტრს, ბაჩო ახალაიას მიიჩნევენ.

- “ამ დღეებში ზუგდიდში იგეგმება ხელისუფლების მიერ დადგმული მორიგი უნიჭო სპექტაკლი სახელწოდებით “ანგარიში ხალხს”, რის ჩატარებასაც ხელს უშლის ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქცია. ჩვენი ინფორმაციით ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება საკნების დარბევის შესახებ. მოსალოდნელ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება”, - განაცხადა კახა მიქაიამ.

[ნანა ფაჟავა]

READ MORE - “ხელისუფლება თავდასხმებიდან ქურდობაზე გადავიდა” [video]

სასწრაფოდ! თელავში პოლიციამ ოპოზიცია დაარბია!

მაშინ როცა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, ”სახალხო დაბოლების” მორიგ მასკარადს თელავში მართავდა, მერაბიშვილის ”ზონდერბრიგადები” ადგილბრივი ოპოზიციის წარმომადგენლებს, ფიზიკურად უსწორდებოდა.

დღის 3 სათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თელავის სამმართველოს უფროსის, შოთა ბეჟანიშვილის, კრიმინალური პოლიციის უფროსის, აკა საჩიშვილის და ”კუდი”-ს უფროსის გოგი გიორგელაშვილის ხელმძღვანელობით, 15 მდე პოლიციელი, ”კონსერვატიული ”პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ოფისში შევარდა და პარტიის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა.


”კუდისა” და ”სოდის” თანამშრომლები "კონსერვატიული პარტიის" ოფისში შეიჭრნენ და პარტიის წევრები იარაღის კონდახებით სცემეს. "სამართალდამცველებმა მათ იარაღის კონდახები ურტყეს და სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიაყენეს. 

ოპოზიციის დარბევის დროს, ”კონსერვატიული” პარტიის ოფისის კართან მდგარმა კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლებმა ჟურნალისტები ოფისში არ შეგვიშვეს.


პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ ჩატარებული ვანდალური აქტის შედეგად, სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს:

”კონსერვატიული” პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდმარის მოადგილემ, გიორგი მსიაშვილმა, ”კონსერვატიული” პარტიის წევრემა, ალიკა ტალიურმა, კონსერვატიული” პარტიის წევრმა ერეკლე ცოცანიძემ, ”რესპუბლიკური” პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი ჭონიშვილიმა და ”მემარჯვენე” არჩილ ჯორჯაძემ. 

ხოლო სხეულის მძიმე დაზიანებებით, ”კონსერვატიული” პარტიის წევრი გოგიტა დალაქიშვილი, 03-ის ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფიში გადაიყვანა, სადაც მას, თავის არეში მრავლობითი ”გემატომა” და ”თავის ქალის” ტრავმა დაუდგინდა. 

პოლიციის მიერ, ოპოზიციის წევრების დარბევა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთავრობის მიერ ჩარატებული ”მასკარადის” პარალელურად მოხდა.

იმ დროს როცა სამინისტროები თელაველებს ”სახალხო ანგარიშის” ფარგლებში საკუთარ მიღწევებზე ესაუბრებდნენ, ”კონსერვატიული” პარტიის ოფისიდან, გადაცემა ”საკანის’ მუსიკა ისმოდა რამაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია.


პოლიციის მიერ ოპოზიციის წევრების ცემატყეპას, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მადგილე, ფარნა მაყაშვილი და საკრებულოს იურისტი, იმედა კევლიშვილი ადევნებდნენ თვალყურს.

ოპოზიციის წევრების ცემასთან ერთად, პოლიციამ ”კონსერვატიული” პარტიის ინვენტარი და საოფისე ავეჯიდალეწა.

მომხდარის შესახებ, ”ჯეოტოპნიუსმა” ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმდომარეს, გია არსენიშვილს აცნობა.

მაგრამ არსენიშვილმა ჩვენთან სატელეფონ საუბარში განაცხადა, რომ ის უკვე თელავში აღეა იმყოფებოდა, თუმცა ამ სატელეფონო საუბრის დროს, იგი თლავის გამგეობის შენობასთან იდგა.

ოპოზიციის დარბევის ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასაც დავუკავშირდით, თუმცა მომხდართან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებაზე არც აქ შეიწუხა თავი ვინმემ.
[რომან ქევხიშვილი, gtn.ge]

READ MORE - სასწრაფოდ! თელავში პოლიციამ ოპოზიცია დაარბია!

სანდრო გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლებასთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის სასჯელის ფორმის შეცვლასთან და მათ ფაქტობრივ (პირობით) გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ მკვლელების შეწყალება ძალოვან უწყებებში პასუხისმგებლობის გრძნობის კლებას და დაუსჯელობის სინდრომის გაზრდას გამოიწვევს.

გირგვლიანის მკვლელების შეწყალებითა და გათავისუფლებით საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მართლაც პირადად იყო დაინტერესებული ამ საქმის მიჩქმალვითა დამნაშავეებისათვის ხელის დაფარებით. ფაქტია ისიც, რომ საქმე არ იყო სრულყოფილად გამოძიებული და გამოძიებამ პასუხი არ გასცა, იმ ძირითად კითხვებს, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას დღემდე აწუხებს. კონკრეტულად საუბარია შინაგან საქმეთა მინისტრის და სამინისტოს სხვა მაღალი თანამდებობის პირების კავშირზე ამ მკვლელობასთან. 

ეჭვს იმის, შესახებ რომ ხელისუფლება დაინტერესებული იყო საქმის მიჩქმალვით ადასტურებს ის ფაქტი, რომ საზოგადოების მხრიდან პროტესტის გამოთქმამდე შინაგან საქმეთა მაღალჩონისნებთან დაკავშირებულ საქმეს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა. 

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ წავიდა საზოგადოების წინააღმდეგ და ვგმობთ მის ასეთ უპასუხისმგებლობას.

უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:

„გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლება შეიძლება ცალსახად შეფასდეს, როგორც საზოგადოების მასხრად აგდება. ეს სარის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მოვლენა უკანასკნელი წლების საქართველოს ისტორიაში. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში არსებობს შერჩევითი სამართალი, რომ სამართალდამცავები და თანამდებობის პირები დაცულნი არიან მათ მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულზე პასუხისგებისაგან. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნათელია, რომ რაც არ უნდა ჩაიდინონ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა და ქვეყნის მაღალჩინოსნებმა - პასუხს არავინ აგებინებს. ამით ხელისუფლება ხელს უწყობს და ამკვიდრებს დაუსჯელობის სინდრომს“.  



READ MORE - სანდრო გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლებასთან დაკავშირებით

რატომ ჩაიშალა ზუგდიდში ლევან გაჩეჩილაძეს ვიზიტი?! [video]

გაერთიანებული ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებიც უკვე მე–4 თვეა ზუგდიდში, „საკნების აქციაში“ ღებულობენ მონაწილეობას დღეს, 12 საათზე, პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას სამომავლო გაგმების შესახებ აცნობეს:

კახა მიქაია: „ქართულ საზოგადოებას მოეხსენება, რომ დედაქალაქში პერმანენტული საპროტესტო აქციების შეწყვეტის მიუხედავად, ქ. ზუგდიდში დღემდე გრძელდება საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო ხანგრძლივობისა და შეუპოვრობის ე.წ. “საკნების აქცია”.

მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, აღნიშნული აქციის მხარდასაჭერად, იგეგმებოდა ქართული ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის - ბ.ნ. ლევან გაჩეჩილაძის ვიზიტი ქ. ზუგდიდში.

ჩვენს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, სააკაშვილის მხდალი და გამყიდველი ხელისუფლება, ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მერაბიშვილი-ახალაიების ხელით გეგმავს ბინძურ პროვოკაციას, რომლის განხორციელებაში აპირებს გარკვეული ჯგუფების და მათ შორის, რაც ყველაზე სამწუხაროა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეთა გამოყენებას.

სრული პასუხისმგრბლობით ვაცხადებ რომ აღნიშნული პროვოკაცია მიზნად ისახავს არა მარტო ქართული ოპოზიციის დისკრედიტაციას, არამედ სამოქალაქო შუღლის გაღვივებას საქართველოს ისეთ მგრძნობიარე წერტილში, როგორსაც ფრონტისპირა ზუგდიდი წარმოადგენს.

ჩვენ, ქართველი პატრიოტები, ვერ დავუშვებთ ქართული სისხლით ვკვებოთ სააკასვილის დანაშაულებრივი რეჟიმი და არ მივცემთ მას ამ ბინძური პროვოკაციის განხორციელების საშუალებას.

აქციის საორგანიზაციო კომიტეტმა, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება დროებით გადადოს ლევან გაჩეჩილაძის ვიზიტი ზუგდიდში.
გვინდა მტკიცედ განვაცხადოთ, რომ ქართველი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობის ურყევ ნებას, სააკაშვილის ხელისუფლებიდან უპირობო ჩამოცილების სესახებ, გააგრძელებს ამ მიზნისათვის შეუპოვარ ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ახლოს არის.
ინფორმაციის სახით გაცნობებთ, რომ 26 აგვისტოს ხელისუფლების მხრიდან საკნების საპროტესტო აქციის მონაწილეებზე თავდასხმისა და შემდგომში განვითარებულული მოვლენების თაობაზე, სადაც უმოწყალოდ ნაცემი და სასტიკად ნაწამები იყო 17 წლის გიორგი გაბედავა, ჩვენ ოფიციალურად შევატყობენეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვენელს ბ.ნ. ოლაფ როლფს. ჩვენი თხოვნაა საზოგადოებისადმი - მოგვაწოდოთ ფაქტები ხელისუფლების, კერღოდ, ძალოვანების მხრიიდან თქვენზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, რათა ოპერატიულად საქმის კურსში ჩავაყენოთ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

აქვე ავღნიშნავ, რომ დღეს ზუგდიდიში ცოტნე დადიანის #I –ში ფუნქციუნირებას იწყებს საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ სამეგრელოს რეგიონალური ოფისი. ხვალიდან ჩვენს ოფისში დაიწყება მოძრაობის წევრთა რეგისტრაცია.

მოგიწოდებთ შემოგვიერთდით! რათა მალე დამთავრდეს სააკაშლი-მერაბიშვილის მოძალადე ხელისუფლების ბოგინი საქართველოში...“– განაცხადა მიქაიამ.
კადრები გადაღებულია პრესა.ჯი–ს კორესპონდენტის ნანა ფაჟავას მიერ.

ლიკა შამათავა


READ MORE - რატომ ჩაიშალა ზუგდიდში ლევან გაჩეჩილაძეს ვიზიტი?! [video]

სენაკის გამგებელმა უმწეოებს ულუფა შეუჭამა!

რამოდენიმე დღის წინ ჩვენს რედაქციაში სენაკელი, მიუსაფარი, მოხუცების წერილი შემოვიდა, სადაც ისინი, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში გახსნილ მიშას “საამაყო” უფასო სასადილოში არსებულ მძიმე პირობებზე გვიყვებოდნენ და რეაგირებას გვთხოვდნენ. 
რედაქციამ ხალხის პრობლემა ტრადიციულად გულთან ახლოს მიიტანა და სენაკს ვესტუმრეთ. 

ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ქალაქის თეატრის პირველ სართულზე განთავსებულ ერთ პატარა ოთახში მიუსაფართა უფასო სასადილო დმხვდა, ანტისანიტარიაზე რომ არაფერი ვთქვათ შესასვლელში მძაფრმა შმორის სუნმა შემაწუხა, ოთხის შუაში 4 მაგიდაა იყო გაშლილი. ეს დაწესებულება კი როგორც მოგვიანებით გამგეობაში განაცხადეს დღეში 180 ადამიანს მასპინძლობს. შესვლისთანავე პირველი ვინც შემხვდა მოხუცი მამაკაცი იყო, გამოველაპარაკე და ვკითხე პირობებით რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით მეთქი, ამ დროს იქაური თანამშრომელი გამოჩნდა და მოხუცს თვალები დაუბრიალა. დაბნეულმა კაცმა შემომხედა და სასადილოში არსებული სიტუაცია ნათელ ფერებში დახატა. 
ორ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფს სასადილოდან დაახლოებით 15 მეტრში გავესაუბრე. მთხოვეს ჩვენს ვინაობას თუ არ დაასახელებთ ყვეალფერს მოგიყვებითო:

“სენაკელებს ბევრი პრობლემა გვაწუხებს, მაგალითად უმუშევრობა, თავის რჩენის საშუალება არ არსებობს, ამიტომ პედაგოგი ქალი ამ უფასო სასადილოში დავდივარ. 
კვება ძალიან ცუდია, ყოველ დღე ერთი და იგი მენიუ აქვთ. წარმოიდგინეთ წყალს, რომელშიც ცოტაოდენი ბოსტნეული ჩაყარეს ხორციან წვნიანს ეძახიან. კომპოტს გემო არ აქვს, ისიც შეღებილი წყალია. ფლავს კი ქიმიშისა და შაქარის გარეშე ამზადებენ. რომელი ერთი გითხრათ, გაუსაძლისი პირობებია. აქ, რომ არ მოვიდე ფაქტობრივად უნდა ვიშიმშილო, მაგრამ ასთ საკვებს ალბათ მაინც შიმშილობა სჯობია. თქვენც ხედავთ აქ რა სიტუაციაა, ამიტომ გთხოვეთ ჩვენთან ჩამოსვლა”.

“რამოდენიმე დღის წინ დააკავეს სენაკის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი - ზაზა მურღულია, რომელიც სააკაშვილის სასადილოს ხელმძღვანელობდა, მას თანხების გაფლენგვაში სდებენ ბრალს. როგორც შევიტყვეთ 100 ათასი ლარი მიითვისეს გამგებელმა (კობა კილოასონიამ), მისმა მოადგილემ (შოთა ოდიშარიამ) და მურღულიამ. უახლოეს ხანებში პროკურატურა სხვა პიროვნებების დაკავებასაც გეგმავს. ესენი ჩვენნაირ საწყლებს ლუკმას პარავდნენ. სააკაშვილი კი გამოდის ტელევიზიით და გაიძახის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ ხდება...
სენაკში, სახელმწიფო მოხელეები იმ თანხებით, რომლითაც მოხუცებისთვის საჭმელი უნდა ეყიდათ ფუფუნებაში ცხოვრობენ.”
რაიონის პრობლემებზე ღიად საუბარს არ ერიდებიან ის მოქალაქეებიც, რომლებსაც ჩვენ სენაკის ქუჩებში გაესაუბრეთ.

ინგა ქარდავა: “ყველაზე დიდი პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლების უუნარობაა, ქალაქში ანტისანიტარია სუფევს, შიდა გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია. როგორც ვიცით, ცენტრალური ბიუჯეტიდან დიდი თანხები გამოიყო _ აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ თვითმმართველობის წევრები და გამგებელი საუკეთესო ავტომანქანებით დადიან და საქმის გაკეთებაზე არ ფიქრობენ. უმწეოებს ლუკმა პური წაგლიჯეს. ხალხი შიმშილით იხოცება. გვიშველეთ რამე!”.

მურმან როგავა: “მიუსაფართა ცენტრში ჩემი ბებია დადიოდა, რომელიც 70 წლის იყო, ერთი კვირის წინ იქაური საკვებით მოიწამლა და გუშინწინ დაიღუპა. დღეს, მისი დაკრძალვის ხარჯების გადახდას ხელისუფლებას ვთხოვ.” 

დღის ბოლოს, ინტერვიუზე დაგვთანხმდა უპოვართა “სასაფლაოს” მონიტორინგის სამსახურის უფროსი მარინე ნანეიშვილი, მისი მონაყოლის თანახმად სენაკი ბედნიერი ქალაქია, ხალხს პრობლემები არ აქვს და საერთოდ ცხოვრება მშვენიერია.
“ინტრიგან ადამიანებს ნუ დაუჯერებთ. ყოველდღიურად მზადდება ხორციანი წვნიანები და გემრიელი ფაფები. მენიუ მრავალფეროვანია. თითო მზრუნველობა მოკლებულ ადამიანზე გათვალისწინებულია დღეში 100 გრამი ხორცი. 

რაც შეეხება სასადილოს უფროსის დაკავებას გეტყვით, რომ პროკურატურიდან დაგვირეკეს და გვაცნობეს თანხების მითვისებისთვის დააკავეს და ზუგდიდის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდაო”.

[ილია ჩაჩიბაია, სენაკიდან]




READ MORE - სენაკის გამგებელმა უმწეოებს ულუფა შეუჭამა!

READ MORE -

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...